„გონივრული რჩევის მოსმენა და მიღება მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია“-ავთანდილი რჩევას აძლევს ტარიელს

 

1.მოცემული ტექსტი:

 

[...]

ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს,

მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს;

ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს!..

 

ტარიელ ეტყვის: „რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?

 რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;

კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,

არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

 

აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა:

მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა!

ვერ დაჰშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა;

წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა!

 

ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,

ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;

რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,

აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად“.

 

ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?

 შენვე თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?

ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?!

იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

 

ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,

აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნნა ცრემლთა დადენით!

 სდევს ფათერაკი მიჯნურთა – გაჭვრიტეთ, გაიცადენით!

თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!

 

ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია!

ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია;

რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო: უწვრთელი ვირია.

 

თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;

 ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,

 მოვახსენე: „რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,

არას ვარგებ, არ დავდგები, სხვად ვიუბნა რადღა მრავლად?

 

მან მიბრძანა: „მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,

შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად“.

მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად,

 აწ შევიქცე, რა ვუამბო, რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?

 

მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:

 მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;

 ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი,

შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

 

სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,

გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა,

მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,

ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

 

ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა

აქა ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;

 ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,

ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

 

ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,

 ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;

ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,

მაშინ, გწადდეს, იხარებდი, გწადდეს – ჭმუნვა გაადიდე!

 

აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუ, თუ შენ იყო მჭმუნავი!

მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;

არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი.

არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი“.

 

[....]

 

 

 

 

სამსჯელო საკითხი : „გონივრული რჩევის მოსმენა და მიღება მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია“.

 

1-ლი აბზაცი

როდის ამბობს  ადამიანი გონივრული რჩევის  ან დახმარების მიღებაზე  უარს ? 

ჩემი აზრით  მაშინ როდესაც ის უკვე დანებდა და შეეგუა თავის მდგომარეობას ,ან  როდესაც  ის არაგონიერი ადამიანია ,ან   როდესაც  ის გონიერი ადამიანია მაგრამ  მიზეზთა გამო ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში იმყოფება.

მოცემულ ტექსტში ტარიელის მიერ   ავთანდილის მიმართ ჯერ  მადლიერების გამოხატვა, შემდეგ კი შეთავაზებულ დახმარებაზე უარი [ანუ ავთანდილის უკან,თინათინთან,  გასტუმრება]  და ბოლოს საკუთარი თავის ,ერთდროს „გონიერი ადამიანის ’’,  შეშლილად და უსაშველოდ გამოცხადება ნამდვილად არ ჰგავს გონიერი ადამიანის ქცევას,ამიტომ:

ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?

 შენვე თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?

ვინ არის ტარიელი უგუნური,შეშლილი ,თუ ფარ-ხმალ დაყრილი ,ხვედრს შეგუებული  ადამიანი ?

ხ

მე-2 აბზაცი

თავსდატეხილ უბედურებას ადამიანი არ უნდა დანებდეს ,ამით კიდევ უფრო არ უნდა დაიზიანოს თავი და  გარშემომყოფები.  .თავსდამტყდარ უბედურებას ტარიელი ნებდება და ფარ-ხმალს ყრის  ? ტარიელის  სიტყვიდან ჩანს,რომ კი.სწორედ ამიტომ შემოუძახა ავთანდილმა : „ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!-ო“აყენებს თუ არა  ტარიელის არაგონივრული სიტყვა ავთანდილს ზიანს ? აყენებს. დიდი მწუხარებით  გატანჯულ ტარიელს არ შეუძლია ავთანდილის[სხვისი]  გრძნობების გაგება და საკუთარ ქმედებებს მხოლოდ ეგოისტური მოტივებით საზღვრავს ტარიელი ვერ ითვალისწინებს რომ მისი უარი    დახმარების მიღებაზე  ავთანდილს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ,დააკნინებს თინათინის წინაშე:  „მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად, აწ შევიქცე, რა ვუამბო, რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?“,უხნის ავთანდილი  ტარიელს თუ რას ნიშნავს მისი ხელმოცარული უკან დაბრუნება .

   ხ

მე-3 აბზაცი

გაჭირვებაში ჩავარდნილმა  გონიერ ადამიანმა , თუკი გაუმართლა  და გონივრულ რჩევას  სთავაზობენ ან დახმარების ხელს უწვდიან ,თავი შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს,უნდა შეძლოს სანდო  და კომპეტენტური წყაროდან  ჯერ  რჩევის მოსმენა და შემდეგ ამ რჩევის,მითუფრო  კონკრეტული დახმარების მადლიერებით მიღება.

მიიღებს  ერთდროს გონიერი მაგრამ ამჟამად „ფსიქიკურად აშლილი’’ ტარიელი  გონივრულ რჩევას და პრაქტიკულ დახმარებას  ავთანდილისგან ? თუ  მიიღებს კრიტიკად,ანუ შენიშვნად  იმაზე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს. შეძლებს კი  საკუთარი ეგოს გვერდზე გადადებას და იმის გაცნობიერებას , რომ ავთანდილის  გონივრული რჩევა  ეხმარება და არ არის მისი  პიროვნების შეურაცხყოფა?.

მოცემული ტექსტიდან ტარიელის მხრიდან რჩევის მოსმენის უნარი  ჩანს , რჩევის მიღების უნარი   არ ჩანს. სამაგიეროდ კარგად  ჩანს  ავთანდილის გონიერება  : რჩევის  დიპლომატიური  ფორმით მიწოდების უნარი:  „აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუ, თუ შენ იყო მჭმუნავი!“ ჩანს  ავთანდილის მოტივაცია -მას   უანგარო ,ძმური დახმარება სურს და არა ტარიელის კრიტიკა „შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!“.თუ დახმარება უანგაროა  ქართულ კულტურაში მას  „ძმური’’ დახმარება ეწოდება  .არის ავთანდილის ნათქვამის მსგავსი  ქართული ანდაზა „ძმა ძმისთვისაო’’ ,რომელიც ურთიერთმხარდაჭერას,უანგარობას,ერთგულებას  ნიშნავს. ასევე ჩანს  ავთანდილის კომპეტენცია- მას აქვს კონკრეტული  გეგმა და ამ რთული  გეგმის აღსრულების  შნო.“აქა ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა“. ჩანს ავთანდილის   ემპათიის უნარი -  ტარიელის სულიერი მდგომარეობის გაგების უნარი „ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია“;  ჩანს  რეალობის [ფაქტების] და ემოციების ერთმანეთისგან   გამიჯვნის უნარი“ სდევს ფათერაკი მიჯნურთა – გაჭვრიტეთ, გაიცადენით!“

ხ

მე-4 აბზაცი

რა არის რჩევის მოსმენის უნარი ?

როდესაც  ადამიანი კრიტიკას ან რჩევას ისმენს,   ამას ხშირად აღიქვამს  როგორც „თავდასხმად“ და ავტომატურად გადადის   თავდაცვის ან თავდასხმის რეჟიმში. ვისაც მოსმენის უნარი აქვს  ის  — შეჩერდება, ღრმად ჩაისუნთქავს  და არ შეეპასუხება   მყისიერად.

მაშინაც კი, თუ რჩევა უხეში ფორმით იქნება მოწოდებული , მოსმენის უნარის მქონე შეეცდება მომწოდებლის ემოციური ტონი გვერდზე გადადოს  და ყურადღება გაამახვილოს თავად ინფორმაციაზე — არის თუ არა მასში რამე რაციონალური[ანუ გონივრული]?   -“რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო: უწვრთელი ვირია”.

 

 

ხშირად, როცა ადამიანს სხვა აკრიტიკებს ან რჩევას აძლევს  ის  უკვე ვფიქრობს იმაზე, თუ რა უპასუხოს საკუთარი თავის გასამართლებლად. ნამდვილი მოსმენისას მთელი ყურადღება მოსაუბრის  აზრზე უნდა იყოს მიმართული და არა შეპასუხების მომზადებაზე.

 

თუ რჩევა ან კრიტიკა  ზოგადია  მან ვისაც ურჩევენ ან აკრიტიკებენ  უნდა დასვას დამაზუსტებელი კითხვები: „კონკრეტულად რომელ ნაწილში ხედავ ხარვეზს?“ ან „შენი აზრით, როგორ აჯობებდა ამის გაკეთება?“ და ა.შ.

 

მიუხედავად იმისა, ეთანხმება  თუ არა რჩევას და კრიტიკას , მოსმენის უნარის მქონე  გადაიხდის   მადლობას იმისთვის, რომ სხვა ადამიანმა დრო და ენერგია დახარჯა მისთვის  რჩევის ან  კრიტიკის მსაცემად. ფრაზა „გმადლობ, რომ ამას ყურადღება მიაქციე და შენი აზრი  გამიზიარე“ აჩვენებს რჩევის და კრიტიკის ადრესატის   პროფესიონალიზმს.

 

ყველას რჩევა როდია სასარგებლო. ის ვისაც ურჩევენ ან აკრიტიკებენ უნდა დავფიქრდეს , რამდენად კომპეტენტურია რჩევის მომცემი  ან კრიტიკოსი   ამ კონკრეტულ  საკითხში და რა არის მისი მოტივაცია : გულწრფელად დახმარება სურს თუ უბრალოდ გაკრიტიკება?

რჩევის ან კრიტიკის ადრეატმა საჭიროა დასვას  კითხვა: „რა მოხდება, თუ ეს ადამიანი მართალია?“. ხშირად გარედან უფრო კარგად ჩანს ჩვენი შეცდომები, ვიდრე შიგნიდან.

 

რჩევის ადრესატს უნდა ახსოვდეს  კარგი მრჩეველი აძლევს  მხოლოდ მიმართულებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მის  ფასეულობებსა და არსებულ  რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

 

 

რატომ არის რჩევის მოსმენის უნარი მნიშვნელოვანი?

 

რჩევის მოსმენის უნარი  ზოგავს დროსა და რესურსებს: სხვის შეცდომებზე სწავლა ბევრად უფრო იაფი და სწრაფია, ვიდრე საკუთარზე.,ეს უნარი აუმჯობესებს ურთიერთობებს: ადამიანებს უყვართ, როდესაც მათ აზრს აფასებენ. რჩევის მოსმენით ჩვენ  გამოხატავთ პატივისცემასა და ნდობას მოსაუბრის მიმართ. აღნიშნულო ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას: ადამიანი, რომელიც ღიაა რჩევებისთვის, უფრო მოქნილია და სწრაფად ეგუება ცვლილებებს.

 

 

რას ნიშნავს რჩევის მიღების უნარი ?

რჩევის მიღების უნარი  იგივეა რაც  „კონსტრუქციული კრიტიკის“   მიღების უნარი

რჩევა   ან კრიტიკა მიღებულად   ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას პრაქტიკაში გამოვიყენებთ.  თუ მიხვდით, რომ რჩევა ან კრიტიკა კონსტრუქციულია,ღირებულია, სჭიროა  დავსახოთ ნაბიჯები მის განსახორციელებლად.

 

ვის არ შეუძლია რჩევის მოსმენა და  მიღება?  პასუხია: არაგონიერ ადამიანს

ვინ ითვლება არაგონიერ ადამიანად?

არაგონიერი ადამიანის სხვადასხვა გაგება არსებობს .

სამართლებრივი გაგებით  გონიერ ადამიანად არ ითვლება ის, ვისაც „ფსიქიკური აშლილობის“ ან გონებრივი ჩამორჩენილობის[მაგ. მცირეწლოვანი],ან ჭკუასუსტობის[მაგ.მოხუცებული]   გამო არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან მართოს იგი.[სამართალში ამას არაქმედუნარიანობა ეწოდება]

სოციალური გაგებით  კი  არაგონიერი ადამიანია ის :  ვინც გადაწყვეტილებებს მხოლოდ წამიერი ემოციებით იღებს და საერთოდ არ ფიქრობს თავისი საქციელის გრძელვადიან შედეგებზე[ასეთ ადამიანს   იმპულსურს და წინდაუხედავს  უწოდებენ],ვინც ვერ სწავლობს საკუთარ ან სხვების შეცდომებზე და ჯიუტად იმეორებს მათ [ასეთ ადამიანს საკუთარი და სხვისი გამოცდილების უარმყოფელს უწოდებენ],ვინც უარს ამბობს ახალი ინფორმაციის, ფაქტებისა და არგუმენტების მიღებაზე, მაშინაც კი, როცა მისი შეხედულებები აშკარად მცდარია.[ასეთ ადამიანს ვიწრო თვალსაწიერის მქონეს (დოგმატიკოსს) უწოდებენ ] ,ასევე  ის ვისაც არ შეუძლია სხვების გრძნობების გაგება და საკუთარ ქმედებებს მხოლოდ ეგოისტური მოტივებით საზღვრავს[ასეთ ადამიანს  ემპათიის არმქონეს უწოდებენ]

 

ხ

მე-5 აბზაცი

თანამედროვე სამყაროში გონივრული რჩევის მოსმენა და გათვალისწინება წარმატებისა და კრიზისების დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამის რეალური მაგალითები დღევანდელობიდან სხვადასხვა სფეროში გვხვდება

მაგალითად,მწვრთნელისა და ანალიტიკოსების როლი ფეხბურთში. თანამედროვე ფეხბურთში მთავარი მწვრთნელები აქტიურად უსმენენ მონაცემთა ანალიტიკოსებსა და ფიზიოთერაპევტებს. როდესაც სამედიცინო შტაბი ურჩევს მწვრთნელს, რომ ვარსკვლავი მოთამაშე გადაღლილობის გამო კონკრეტულ მატჩში დაასვენოს, ამ რჩევის მიღება გუნდს სეზონის ბოლოს ტრავმების თავიდან აცილებასა და ტიტულების მოგებაში ეხმარება.[ სამწუხაროდ ამ გონივრულმა მიდგომამ კვარას შემთხვევაში ამან არ იმუშავა]

მაგალითად, ფინანსური კონსულტაციები კრიზისის დროს: ინფლაციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, ადამიანები, რომლებმაც გაითვალისწინეს ფინანსური მრჩევლების რეკომენდაცია დანაზოგების დივერსიფიკაციისა და იმპულსური ხარჯების შემცირების შესახებ, ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს, ვიდრე ისინი, ვინც მოკლევადიან, სარისკო მოგებას (მაგალითად, გაუაზრებელ კრიპტო-ინვესტიციებს) დაედევნა.

მაგალითად,მენტალური ჯანმრთელობა: თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ფსიქოლოგს პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად. სპეციალისტის რჩევის მიღება სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვის შესახებ ბევრს ეხმარება კარიერისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

 

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ გონივრული რჩევის მიღება მოითხოვს ეგოს გვერდზე გადადებას, კომპეტენტური ადამიანების ნდობას და გრძელვადიანი შედეგის დანახვის უნარს.

 

ხ

მე-6 აბზაცი

„დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს!“-რუსთაველი

„თუ კაცსა მოუხდებოდეს’’  ნიშნავს ,რომ სხვისთვის გულისტკივილის  გამხელამხოლოდ  მაშინ არის კარგი და სასარგებლო, როცა  დრო  , ადგილი და ადრესატი  სწორად არის შერჩეული  ,როცა  გულისნადების განდობა შესაფერის სიტუაციაში ხდება და არა უადგილოდ ან უღირს ადამიანთან [მაგ. არაემპათიურ ადამიანთან ან აშკარა  მტერთან].

როდის არის  ჭირთა თქმა  დიდი ლხინი,დიდი შვება ? როდესაც ადამიანები  თანაგრძნობასთან ერთად გონივრული რჩევის  გარდა კონკრეტულ დახმარებას   იღებენ.[სხვისგან მხოლოდ თანაგრძნობის  მიღება -„ამოა’’ ანუ მხოლოდ მცირედი შვებაა]

ვის შეუძლია „წარმავალი მოყვრის’’ [ანუ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ან დასაღუპად განწირული   ადამიანის] არდავიწყება[ყურადღების გამოჩენა]   და მოყვრობა [ანუ თანაგრძნობა და ქმედითი დახმარება] - მხოლოდ ემპათიის უნარის მქონე ადამიანს, ანუ  მხოლოდ გონიერ ადამიანს.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები