მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს:
მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
2
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
ბ1 )
სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე;
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე;
ი) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით.
·
ტერიტორიული განსჯადობა:
მაგისტრი მოსამართლე განიხილავს იმ ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებიც განეკუთვნება მის სამამოქმედო ტერიტორიას (იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მოქმედებს მაგისტრი მოსამართლე).
შენიშვნა: იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრი მოსამართლე არ მოქმედებს, ამ საქმეებს განიხილავს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
Комментарии
Отправить комментарий