მოზარდი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
·
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი არის 16 წელი.
·
სხვა
სიტყვებით ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელი პირს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის უკვე შუსრულდა 16 წელი.
ხ
·
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების განხილვასა და მათ მიმართ მიდგომებს არეგულირებს როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
ხ
ძირითადი სამართლებრივი ასპექტები:
ა)პასუხისმგებლობის ასაკი:
o
16 წლამდე მოზარდს ადმინისტრაციული სახდელი (მაგ. ჯარიმა) ვერ დაეკისრება. ასეთ დროს, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ან მატერიალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს დაეკისროთ.
o
16-დან 18 წლამდე: მოზარდი თავად აგებს პასუხს ჩადენილ ქმედებაზე, თუმცა მისი არასრულწლოვანება საქმის განხილვისას მიიჩნევა შემამსუბუქებელ გარემოებად.
ბ)უფლებების დაცვის გარანტიები:
·
საქმის წარმოებისას (პოლიციაში ან სასამართლოში) აუცილებელია მოზარდის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. პროცესში სავალდებულოა მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის ან ადვოკატის ჩართულობა.
გ)ადმინისტრაციული სახდელის სახეები:
16 წელს მიღწეული არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ზომები, როგორიცაა გაფრთხილება ან ჯარიმა. თუმცა, ადმინისტრაციული
პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.
ხ
ხშირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოზარდებში:
1. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა: ავტომანქანის ან მოპედის მართვა შესაბამისი მართვის უფლების (მოწმობის) გარეშე.
2. წვრილმანი ხულიგნობა: საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან მოქალაქეების შეწუხება.
3. ცივი იარაღის ტარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანისა და სხვა მსგავსი საგნების ტარება (რაც მკაცრად ისჯება).
4. ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება: საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოწევა აკრძალულ ტერიტორიებზე.
იხ. ამ თემაზე
წიგნის
“სამართლის ქალაქი’’ გვ. 9-67 კაზუსები
Комментарии
Отправить комментарий