6. არასრულწლოვანის მიერ გარიგების დადება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის (7-დან 18 წლამდე – შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის) მიერ გარიგების დადება რეგულირდება საქარტველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლით
ა)მერყევად ბათილობა:
თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის ან მეურვის) წინასწარი თანხმობის გარეშე, ასეთი გარიგება მერყევად ბათილია.
ბ)კანონიერი წარმომადგენლის მოწონება:
ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მოიწონებს თუ არა მას კანონიერი წარმომადგენელი. თუ წარმომადგენელი მოიწონებს გარიგებას, ის ძალაში შედის თავიდანვე.
გ)გამონაკლისები (როცა არასრულწლოვანს არ სჭირდება თანხმობა):
1)უპირატესი სარგებელი: გარიგება, რომლითაც არასრულწლოვანი იღებს მხოლოდ უფლებრივ სარგებელს (და არა ვალდებულებას).
2)ყოველდღიური საყოფაცხოვრებო გარიგებები: მცირეწლოვანის მიერ ან შეზღუდული ქმედუნარიანის მიერ იმ სახსრების ხარჯზე დადებული გარიგებები, რომლებიც მას გადაეცა კანონიერი წარმომადგენლის ან მისი თანხმობით სხვა პირის მიერ გარკვეული მიზნისთვის ან თავისუფლად განკარგვისთვის (ე.წ. „ჯიბის ფულის“ გამოყენება).
გ)შრომითი საქმიანობა: გარიგებები იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის საწარმოებლადაც არასრულწლოვანს კანონიერი წარმომადგენელი მისცა თანხმობა.
.იხ. ამ სახის ურთიერთობებზე წიგნის “სამართლის ქალაქი’’ გვ.
210-229 კაზუსები
Комментарии
Отправить комментарий