კაზუსი საკონსტიტუციო წარმოებაში

 

კაზუსი

 

·        მოქალაქე გ-მ [მოსარჩელე] კონსტიტუციური სარჩელით მიმართა  საკონსტიტუციო სასამართლოს

·        იგი ითხოვდა „იურიდიული დახმარების შესახებ’’ კანონის [დავის საგნის 1-ლი ნაწილი -სადავო „ნორმატიული აქტი’’]  არაკონსტიტუციურად ცნობას [?],იმ საფუძვლით,რომ პარლამენტმა  ეს კანონი მიიღოო კონსტიტუციის 46-ე მუხლის[დავის საგნის მე-2 ნაწილი-„კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის კონსტიტუციურობა’’] მოთხოვნათა დარღვევით: კერძოდ ,“დაირღვა’’  ა) კანონზე „ხელმოწერის’’ და ბ)„გამოქვეყნების’’ წესები.

·        „განმწესრიგებელ სხდომაზე’’ ,პარლამენტმა[ მოპასუხემ],შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ,რომ „გამმწესრიგებელი სხდომა’’ ჩატარებულიყო „ზეპირი მოსმენით’’[?]

·        სასამართლომ გაითვალისწინა  აღნიშნული შუამდგომლობა და „განმწერიგებელი სხდომა’’ ჩაატარა „ზეპირი მოსმენით’’

·        სასამართლოს გადაწყვეტილებით „საქმე’’ მიღებულ იქნა „არსებითად განსახილველად’’,რის შესახებაც შესაბამისმა კოლეგიამ მიიღო „განჩინება’’[?]

·        საქმის“არსებითად განხილვისას’’ სასამართლო მივიდა „დასკვნამდე’’,რომ „იურიდიული დახმარების შესახებ’’ კანონის  მიღებისას  „დარღვეული იყო’’ არა მხოლოდ კონსტიტუციის 46-ე ,არამედ 45-ე მუხლის მოთხოვნაც

·        რის გამოც  კანონი  „არაკონსტიტუციურად ცნო’’ როგორც 46-ე ისე 47-ე მუხლთან მიმართებაში[?]

·        გადაწყვეტილების მიღებისას  „კოლეგიის სხდომაში’’ მონაწილეობდა კოლეგიის 6 წევრი [?],მათგან 3-მმა,რომელთაგან ერთ-ერთი იყო კოლეგიის თავმჯდომარე[?]  „მხარი დაუჭირა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას’’,რის გამოც „სარჩელი’’ გამოცხადდა „დაკმაყოფილებულად’’

 

დავალება:

 

იმსჯელეთ დაშვებულ  „სამართლებრივ შეცდომებზე’’,რომლებსაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.

 

 

ამოხსნა:    მსჯელობა უნდა წარიმართოს შემდეგი გეგმის მიხედვით:

 

1)     რა სახის  „დავაა’’ მოცემული კაზუსში ?[პასუხი :აბსტრაქტული [ფორმალური] კონტროლი]

 

2)     არის თუ არა გ „სათანადო მოსრჩელე’’  აღნიშნული „სახის’’ დავაში ? ანუ ჰქონდა თუ არა  გ-ს  საკონსტიტუციო სასამართლოსთვის  ამ სახის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის უფლება ?

 

3)     ჰქონდა თუ არა მოქალაქე გ-ს უფლება მოეთხოვა  „მთლიანად’’ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა

3)ჰქონდა თუ არა პარლამენტს[მოპასუხეს]   „განმწესრიგებელი სხდომის’’ „ზეპირად მოსმენით’’ ჩატარების  მოთხოვნით მიმართვის  უფლება ?

4)ჰქონდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს „განმწესრიგებელი სხდომის’’ „ზეპირად მოსმენით’’ ჩატარების უფლება ?

5)„განჩინება“არსებითად განსახილველად’’ საქმის მიღების შესახებ რელევანტურია ?

6)ჰქონდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს  საქმის არსებითად განხილვისას „გაეფართოებინა’’  სარჩელის მოთხოვნა და განეხილა 45-ე მუხლის დარღვევაც

7)     „გადაყვეტილებით’’ უნდა გამოცხადებულიყო თუ არა სარჩელი დაკმაყოფილებულად ?

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები