13.3 კრეატულობა და ინტუიცია

 

სარჩევი:

კრეატულობა. 1

ინტუიცია. 3

 

 

 

კრეატულობა

 

·        ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კიდევ ერთი მნიშენელოვანი მონაცემით – კრეატულობით [ანუ შემოქმედებითობით].

·        ზოგადი გაგებით ეს არის უნარი დაინახო საგანი, მოვლენა ახალი კუთხით, მოძებნო წამოჭრილი პრობლემის თავისებური“[ორიგინალური] გადაწყვეტა.

·        კრეატულობას განსხვავებულად განსაზღვრაეენ სხვადასხვა ავტორები.

·         პოლ გილფორდს მიაჩნია, რომ კრეატულობა ნიშნავს აზროვნების სისარტეს, მოქნილობას და ორიგინალობას.

·        გილფორდი უკაეშირებს ამ უნარს ე.წ. დივერგენტულ აზროვნებას ანუ აზროვნებას, რომელიც არ ეძებს ერთადერთ სწორ პასუხს, არამედ მიმართულია განსხვავებულ შესაძლებლობათა ძიებაზე, პრობლემის უჩვეულო გადაწყვეტაზე.

·        სხვები კი აღნიშნავენ, რომ კრეატული პიროენება ქმნის ახალ, მრავალ კომბინაციას ჩვეულებრივი ელემენტებისაგან.

·        ტორენსი აღწერს კრეატულობას როგორც პროცესს, როდესაც ადამიანი ხდება მგრძნობიარე პრობლემებისადმი, სიძნელეებისადმი, ცოდნის ხარვეზებისადმი, დისჰარმონიისადმი. როდესაც ჩვენ ვხვდებით, რომ რაღაც მოვლენა არ არის სრული, მას აკლია ჰარმონიულობა, მაშინ იზრდება ჩვენი დააბულობა, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, ვაყალიბებთ ჰიპოთეზებს, ვამოწმებთ მათ, ვუზიარებთ მათ სხვებს.

დაძაბულობა ჩვენ მაშინ გვეხსნება, თუ მივალთ გარკვეულ აღმოჩენამდე.

·        არსებობს მოსაზრება, რომ შემოქმედებითი ადამიანები ერთგვარად არასრულფასოვნები არიან, რადგანაც განსხვავდებიან საზოგადოების წევრთა უმრავლესობისაგან.

·        რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

·        მაგრამ ასეთი ბავშვების ქცევა შეიძლება ზოგჯერ უცნაურად მოგეჩვენოს.

·        მეორე მხრივ, უკვე პლატონიდან მომდღინარეობს შეხედულება, რომ უდიდესი, გენიალობის დონის შემოქმედებითობა მჭიდროდ უკავშირდება შეშლილობას.

·        თანამედროვე ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ემილ კრეპელინი აღნიშნავდა, რომ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის (ანუ ბიპოლარული აშლილობის) მანიაკალური ფაზა, რომელიც აგნებულობითა და ეიფორიულობით ხასიათდება (იხ. თავი XVI), ხელს უწყობს შემოქმედებითობის უნარის გამოვლენას.

·        ისტორიული მონაცემები მართლაც მუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი დიდი ხელოვანი შეპყრობილი იყო ბიპოლარული აშლილობით და მის მანიაკალურ ფაზაში გაცილებით მეტ ნაწარმოებს ქმნიდა, ვიდრე დეპრესიულში, თუმცა ეს არ აისახებოდა ნაწარმოების ხარისხზე.

·        ეს ერთეული შემთხვევები სრულებით არ ქმნის საფუძველს იმ მოსარებისთვის, რომელიც შემოქმედებითობას ფსიქიკურ აშლილობასთან აკავშირებს.

·        კრეატულობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მოელენების არასტანდარტლი, ორიგინალური კუთსით წარმოდგენაა.

·         ამის საინტერესო მაგალითია შვეიცარელი გამომგონებლის მესტრალის მიერ ყველასთვის ცნობილი ე.წ. “ფხრიწის” გამოგონების ფაქტი.

·        ეს მან მოახერხა იმის შემდეგ. რაც მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლა, თუ რატომ ეწებებოდა მისი ძაღლის ბეწვს მცენარე ბირკავას მარცვლები და შემდეგ ამ ნიმუშით შექმნა წებოვანი სარტყელები ფესსაცმლებისთვის და შარლებისთვის.

·        ნათლად რომ გავიგოთ კრეატული ადამიანის თავისებურება, შეიძლება ის შევადაროთ საპირისპირო თავისებურებასთან, რომელსაც რიგიდობას უწოდებენ.

·        რიგიდობა არის საგნის ხედვის შეცვლის უუნარობა ან დიდი სიძნელე.

·         ცნობილ ექსპერიმენტებში რიგიდულობაზე ცდისპირს უფიქსირებენ გარკვეული მოქმედების საკმაოდ რთული წესით შესრულებას. საკონტროლო ცდაში იმავე ტიპის მოქმედება შეიძლება შესრულდეს სრულიად მარტივად, მაგრამ ზოგიერთი – რიგიდული – ცდისპირი ისევ აგრძელებს რთული ხერხით მუშაობას.

·        ზოგ მკლევარს მიაჩნია, რომ განსაზღვრება “კრეატული, შემოქმედებითი უნარის მქონე” შეიძლება იხმარო მხოლოდ ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანების მიმართ.

·        მაგრამ ბოლო დროს ამ მახასიათებელს ხმარობენ სხვა სფეროების მიმართაც.

·        ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კრეატულობა არის ადამიანის საკმაოდ იშვიათი და განსაკუთრებული უნარი, სხვებს კი მიაჩნიათ,  რომ ზოგადი კრეატული უნარი ამა თუ იმ ხარისით ასასიათებს ყეელა ფსიქიკურად ჯანმრთელ აამიანს.

·        სწორეღ ამ პრინციპის აღიარებაეა აგებული კრეატულობის გამზომი სპეციალური ტესტები.

·        ერთ-ერთ ასეთ ტესტში ცდისპირს სთხოვენ, მოიფიქროს რაც შეიძლება ბევრი გამოყენება ჩეეულებრივი ნივთისთვის, მაგალითად აგურისთვის ნეილონის წელწინდისთვის. თითოეული ჰასუსი ფასდება სამი მაჩვენებლის მიხედვით:

I.                 სისხარტე ანუ განსსვავებული პასუხების სიმრავლე;

II.               ოქილობა ანუ უნარი გადაინაცვლო ერთი სფეროდან მეორეზე;

III.             ორიგინალობა ანუ იშვიათი პასუხების რაოდენობა (რომლებიც გვხდება 5 %-ზე ნაკლები სიხშირით).

 განვიხილით ერთ-ერთი ცღისპირის პასუხები: აგური შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგნაირად:

ა) სახლის მშენებლობისას

ბ) პარკში ბილიკებზე დასაყრელად

გ) თავში ჩასარტყმელად

დ) ბინის გასათბობად ნავთქურაზე დადების საშუალებით

 ე) კედელზე დასაატად

ამ ცდისპირის პასუხები სხვადასხვა სფეროს შეესება (მშენებლობა, იარაღად გამოყენება და ა.შ) და შეიცავს ორიგინალურ პასუხებსაც, რომლებიც ამ ჯგუფის ცდისპირებისთვის არაა დამახასიათებელი.

·        არსებობს კრეატულობის გაზომვის სხვა ტესტებიც, მაგალითად კრეატულობას სახვით სფეროში ტორენსი ზომავს მოცემული ნახაზის აზრიანი სურათის სახით დასრულების საშუალებით.

·        ტორენსის ერთ-ერთ ტესტში ცდისპირს ეძლევა 30 წრე და სთავაზობენ 30 განსხვავებული ნახატის შექმნას.

·        მაგალითად, წრე შეიძლება წარმოიდგინო საზგზამთროს სასით, გლობსის სახით, ადამიანის თავის საით, ორი წრე – ველოსიჰედიხ სახით და სხა.

·        რთული საკითხია ინტელექტისა და კრეატულობის ურთიერთმიმართება.

·        მართალია, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი არასოდეს არაა კრეატული, მაგრამ მაღალი ინტელექტი არ ნიშნავს აუცილებლად მაღალ კრეატულობას და დივერგენტული აზროვნების უნარს.

·        ზოგადად, ინტელექტი განსაზღვრავს ახალი მასალის გაგებას და ათვისებას, კრეატულობა კი – შემოქმედებით მიღწევებს.

ინტუიცია

 

·        შემოქმედებითობის[კრეატულობის] საფუძველისათანადო მიმართულებით  ძლიერად განვითარებული ინტუიციაა,.

·        ინტუიციის უდიდეს მნიშვნელობაზე ფილოსოფოსები უკვე ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული მსჯელობდნენ, მაგრამ მის შესაებ მეცნიერებამ ჯერ ძალზე ცოტა იცის.

·         ინტუიცია (ლათ. დაჟინებით შიგ ცქერა) ანუ გუმანი შემეცნების სახეობაა, რომელსაც ახასიათებს ა)მთლიანობით-ხატობრივობა და ბ)უშუალობა, აგრეთეე გ)სრული გაუცნობიერებლობა თვით წვდომის პროცესისა, მაგრამ, ამის მიუსედავად, დ)ძლიერი დარწმუნებულობა.

·        მთლიანობითობა ნიშნავს: არ ხდება ანალიზი, ნაწილების განხილვა, მთავარია მთლიან ატებზე მოქმედებები;

·        უშუალობა ნიშნავს: მიხვედრა ხდება პირდაპირ ანუ ერთბაშად, ანუ ცნობიერ შუალედურ გონებრიე მოქმედებათა გარეშე;

·        გაუცნობიერებლობა ნიშნავს, რომ ადამიანი ვერაფრით ვერ გაიაზრებს იმას, თუ მაინც როგორ და რის საფუძველზე მიხვდა (ხშირად სულ ვა საფუძველს ასახელებენ ხოლმე, რომელიც ლოგიკურად უაზროა).

·        ამასთან, ინტუიციურ წედომას[მიხვედრას] სშირად უფრო ძლიერი დარწმუნებულობალავს, ვიდრე ლოგიკური აზროვნების გზით მიღებულ დასკენას. ამის მიზეზია ინტუიციური მიხვედრის უშუალობა – ადამიანი თითქოს „პირდაპირ ხედას“, „უშუალოდ გრძნობს“. ხოლო აღქმული და ნაგრძნობი, უშუალობის გამო, ხომ უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ნააზრევი.

·         ინტუიცია განსხვავდება როგორც ლოგიკური აზროვნებისაგან, ისე აღქმა-ცნობისგან.

·        ლოგიკური აზროვნებისაგან განსხვავდება იმით, რითაც ჰგავს აღქმასუშუალობითა და მთლიანობითობით;

·        მაგალითად, აღქმით ჩვენ ას კაცშიც კი ვცნობთ შორეულ ნაცნობს, თუმცა მანამდე არ გვახსოვდა, ამ ნაცნობს რა ფერის თვალები აქვს, როგორი ცხვირი აქვს, აქვს თუ არა ულვაშები და სხვა (ცნობა უშუალო საერთო შთაბეჭდილებით, მთლიანი ხატით ხდება)

 

ხოლო ლოგიკური აზროვნება დისკურსიულია, ანუ ნაბიჯ-ნაბი მიმდინარეობს.

·        ინტუიცია აღქმისგან განსხვავდება იმით, რითაც აზროვნებას მიეკუთენება – რომ აღქმა-მეხსიერებისთვის მისაწვდომია გარემოების მხოლოდ ასახვა და აღქმულის ცნობა, ხოლო ინტუიცია, როგორც აზრონება, რაღაც ახალს სწვდება[მიხვდება].

·        ინტუიცია საკმაოდ ჰგავს ხატობრივ აზროვნებას, რადგან ორივე მთლიანობითი ხატებით მოქმედებს.

·        მაგრამ  ხატობრივი აზროვნება მხოლოდ წარმოდგენილი ხატების გარეგნულ თვისებებზეა დამყარებული და მათ გაცნობიერებულ ასოციაციებს იყენებს, ამიტომ ზერელეა, სიღრმეებს ვერ სწვდება.

·         ხოლო ინტუიციური წვდომა გაუცნობიერებელია და მისი მთავარი თისება სწორედ სიღრმისეულობაა, „შიგ წედომაა“, ანუ ობიერებისთვის დაფარულის წარმოჩენაა.

·        ძლიერი დარწმუნებულობითა და უშუალობით ინტუიცია ინსტინქტს, ინსტინქტურ ცნობას ჰგას;

·        მაგალითად, როცა უდედოდ წამოზრდილი ციკანიც კი ცნობს საკვებ ბალახს და არ ეკარება სსეას.

·        მაგრამ ინსტინქტი „ბრმაა“ და ბოლომდე ატომატიზებული, ხოლო ინტუიცია გამჭრიახი, მოქნილი და ზოგჯერ შემოქმედებითიც კია.

·         ა. ბერგსონისეული სარტი განმარტებით, ინტუიცია არის „ინსტინქტური ინტელექტი“ ანუ „ინტელექტური ინსტინქტი“, ანუ მას აქს როგორც ინსტინქტის, ისე ინტელექტის ძლიერი მსარეები. ამით ინტუიცია ორივეზე მაღლაა.

·        ინტუიციას, როგორც აზროვნების ერთ-ერთ სახეობას, აქვს დონეები.

·        ინტუიციური წვდომის უდაბლესი სახეობაა[დონეა]   ინსაიტი (იხ. თავი III).

·        ინსაიტი არის, კერძოდ, სენსომოტორული დონის ინტუიციური მიხვედრა.

·        ინსაიტი მხოლოდ სენსომოტორულ დონეზე მოქმედებს და სენსომოტორულ ჩვევათა კომბინაციებს ვერ სცდება, მხოლოდ აღქმის თვალსაჩინო ველითაა შემოზღუდული.

·        თუკი ამოცანა არაა მოცემული უშუალო აღქმის ველში, მაშინ ცხოველი და მცირეწლოვანი ბავშვი სრულიად უძლურნი არიან.

·        ინტუიციას კი მაღალი და უმაღლესი დონის სახეობებიც აქეს.

·        ინტუიციის უფრო მაალი დონის გამოელინებებია ჩვეულებრივი ყოფითი უნარები.

·        მაგალითად, ენობრივი გუმანი.

·        პატარა ბავშვი თავისდაუნებურად ეუფლება მშობლიური ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის ათასეულობით ურთულეს წესს, და ეს ხდება თავისთავად, ცნობიერი აზროვნებისა და ნებელობის ჩაურევლად.

·        ბავშვი მხოლოდ პრაქტიკულ დონეზე ეუფლება გრამატიკულ წესებს. ხოლო მათი გაცნობიერება ზრდასრულებსაც არ ძალუძთ, ენათმეცნიერთა გარდა.

·        ასევეა სიტყვების ფლობაც: არათუ ბაეშვი, არამედ ზრდასრულსაც კი უჭირს იმ უბრალო სიტყვების გააზრებული ლოგიკური განმარტება, რომლებსაც ყოველდღიურად ხმარობს. ჩვენ პირდაპირ, ყოველგვარი ცნობიერი აზროვნების გარეშე ვვდებით, თუ როგორი ფორმით უნდა ჩავსვათ საჭირო სიტყვა. პირდაპირ და გაუცნობიერებლად ეხედებით იმასაც, თუ რომელი სიტყვაა უფრო შესატყვისი ჩვენი სათქმელისთვის. მეტყველებისას, როგორც წესი, ამაზე სრულებით არ ვფიქრობთ. მაშასადამე, როგორც ბავშვის, ისე ზრდასრულის მეტყველების ენობრივი ფორმების აბსოლუტური უმრავლესობა ემყარება არც ლოგიკურ აზროვნებას, არც აღქმას, არც წარმოდგენას, არც მეხსიერებასა და არც გრძნობებს, არამედ ინტუიციას, კერძოდ, ენობრივ გუმანს.

·        ჩვენი ცნობიერება (და ზოგჯერ, კერძოდ, აზროვნებაც) სათქმელის შინაარსითაა დაკავებული, ოლო ენობრივი ფორმების[სიტყვების] შერჩევა და სათქმელის ფორმობრივი ჩამოყალიბება თითქმის მხოლოდ გუმანით ხდება.

·        ინტუიციის ყოფით დონეს განეკუთვნება:

ა) მოსაუბრის ფარული გუნება-განწყობილების დამოკიდებულებისა თუ განზრახვის მიხვედრა;

ბ)ადამიანურ ურთიერთობათა ელფერების მივედრა;

გ)შეკრებილი ადამიანების საერთო განწყობის ცვალებადობათა მიხვედრა;

დ)სიდიდეთა მიახლოებითი შეფასება (მაგ, მაღალი ხის სიმაღლე 70 მეტრზე მეტია თუ ნაკლები; ესა თუ ის წონა 1 კილოგრამთანაა უფრო ახლოს თუ 3-თან),

ე) ტექნიკური გუმანი (მაგ, კონსტრუქციის არსის წედომა ან ახალი საჭირო კონსტრუქციის მოგონება);

ვ)მიზეზშედეგობრივი გუმანი (მიზეზშედეგობრივ კავშირთა მიხვედრა);

ზ)დამიანის ორიენტაცია სივრცეში, სადაც არაა კონკრეტული მიმანიშნებლები.

·        ინტუიციის მთავარი საფუძველი შესაბამისი გამოცდილებაა.

·        ეს ეხება აგრეთვე ყოველდღიურ მაგალითებს პროფესიონალიზმისა: ექიმის, მასწავლებლის, მეცნიერის, მწერლის, მოჭადრაკის, ფეხბურთელის, ხელოსნისა. (ესაა ინტუიციის უკვე მესამე დონის მაგალითები).

·        ოსტატობა ისაა, რომ ლოგიკური აზროვნება დამხმარეს ადგილს იკავებს, ხოლო მთავარი ხდება ინტუიცია.

·        შევადაროთ ერთმანეთს გამოცდილი ხანშიშესული სპეციალისტი და თუნდაც ბრწყინვალე ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელსაც გაცილებით უკეთ ახსოვს თეორიაცა და ფაქტებიც.

·        გამოცდილი „პირდაპირ ხედავს“, „გრძნობს“, მეცნიერულად ზუსტი ტერმინით კი – ინტუიციურად სწვდება იმას, რისთვისაც ახალგაზრდას ხანგრძლივი ლოგიკურ-ანალიზური მუშაობა დასჭირდებოდა და ხშირად კი მაინც ვერც ჩასწვდებოდა.

·        სწორედ მდიდარი გამოცდილების  ფაქტორი გვიჩვენებს სიბრძნის ანუ დიალექტიკური აზროვნების არსს (იხ. თაეი IV).

·        საზოგადოდ, მივედრა უფრო შირად ინტუიციას ემყარება – როცა ჩვენ თვითონ ეერ აცნობიერებთ, თუ როგორ მივხედით.

·        ნამდვილი აღმოჩენა და შემოქმედება როგორც მეცნიერებაში, ისე ხელოვნებაში აუცილებლად ინტუიციას ემყარება. მ დროს  ინტუიცია თავის უმაღლეს დონეზე ადის. განვიხილოთ მაგალითები.

·        პოეტი გუმანით[ინტუიტიურად] ზუსტად მიაგნებს იმ სიტყეას, რომელიც ლექსის სათანადო ადგილისთვის შეუცვლელია (ფსიქოლოგი ბრუნერი წერდა: განვიხილავთ პოეტების შავ ხელნაწერებს, რომლებშიც ჩანს მათ მიერ თანდათან შეტანილი ჩასწორებანი. განგვაცვიფრებს ამ ჩასწორებათა მართებულობის უშუალო განცდა, მაგრამ ვერ ვამბობთ, თუ რატომაა უკეთესი შეცელილი ვარიანტი წინანდელზე. ეს სიძნელეა როგორც მკითხეელისთეის, ისე თავად პოეტისთვისაც), მრავალი პოეტი ადასტურებს, რომ ლექსის ნამდვილი შექმნა სიტყვებით არ იწყება. ლექსი ჩნდება ქეეცნობიერიდან, ინტუიციურად, ფარული რიტმის, მუსიკის, თავისებური მთლიანი ბუნდოვანი გრძნობის სახით. რ. ფროსტი და ჰ. ჰაინე ამას ადარებენ „ყელში მომდგარ ცრემლის გორგალს“, რომელიც შემდეგ ლექსად გადმოსკდება, ხოლო ტ. ტაბიძე – „უეცრად მოვარდნილ მეწყერს, რომელიც გაგიტანს, თან წაგიღებს“. პოეტს „თავისთავად“ – ანუ ინტუიციურად – მოსდის ის სიტყვები, რომლებიც ზედმიწეენით ესადაგება მის შინაგან ჯერ კიდევ განუსიტყვებელ გრძნობებს.

·        გამოჩენილი მათემატიკოსები ჟ. ადამარი და ა. პუანკარე აღწერდნენ, რომ მათი ყოველი აღმოჩენა ხდებოდა არა ლოგიკური გზით, არამედ შთაგონებით, გონების გაცისკროვნებით, უეცრად, ძირითადად არაცნობიერად;

·        ცნობიერებაში წამოტივტივდება შემოქმედებითი მიგნება, რომელსაც ახლავს შვება, შემოქმედებითი სიხარული, თავისებური „აჰა-განცდა“იმაზე ბევრად ძლიერი, რომელიც ახლაეს ცნობიერ სააზროენო ქმედებებს.

·        ამის ძალიან მკაფიო მაგალითია ბენზოლის ქიმიური ფორმულის აღმოჩენა ა. კეკულეს მიერ. მეცნიერმა ანგრძლივი ამაო წვალების შემდეგ სიმარში იხილა მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი აგებულების მქონე ქიმიური ფორმულა – წრიული ფორმულა. იგი მეცნიერს თავისი კუდის მკბენი გველის სახით ეჩეენა.

·         კ. გაუსი ამ წამს აარებს „ელვის გაკაშკაშებას, გაელვებას, რომელიც ღმერთის წყალობით ხდება“.

·        გამოჩენილ შემოქმედთა უდიდესი უმრავლესობა მსგავსად აღწერს შემოქმედების პროცესს.

·        ლოგიკურ-განსჯითი აზროვნებით გაკეთებული ლექსი თუ ნახატი არაა ნამდვილი ხელოვნების ნაწარმოები.

·        ხელოვნების ნაწარმოები შეიძლება მხოლოდ იშვს, დაიბადოს არაცნობიერის უხილავი წიაღიდან.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები