13.2. ინტელექტი
· ინტელექტი არის ადამიანის უნარი მსჯელობისა, გაგებისა, მიმართებათა წვდომისა; უნარი გადაწყვიტოს ცხოვრებისეული და ლოგიკური ამოცანები, შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.
· განსხვავებით აზროენების ცხებისგან, ინტელექტის ცნებაში მთავარია გონების სიძლიერე – იგულისსმება არა საზოგადოდ „უნარი“, არამედ, უპირატესად, საკმაოდ „ძლიერი უნარი“.
ხ
· ინტელექტის ცნების განხილვისას ისმის რამდენიმე საკამათო საკითხი: არის თუ არა ინტელექტის სიძლიერე მემკვიდრეობით განსაზღვრული?
· არის თუ არა ინტელექტი კულტურით განპირობებული?
· ინტელექტი – ერთი უნარია თუ რამდენიმე?
· შეიძლება თუ არა ინტელექტის სიძლიერის რაოდენობრივად შეფასება?
ხ
· არსებობს ინტელექტის მრავალი განსაზღვრება.
· ცნობილი ფსიქოლოგი ედვინ ბორინგი ინტელექტს განსაბღერავს, როგორც „ისეთ უნარს, რომელიც იზომება ინტელექტის ტესტებით“. ასეთი განსაზღვრება არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს ხომ იგივეა, რომ ვთქვათ, რომ ადამიანის სიცხე არის ის, რაც იზომება თერმომეტრით. სიცხე ისევე, როგორც ინტელექტი, გარკვეულ პროცესებს ასახავს ადამიანის ორგანიზმსა თუ ფსიქიკაში. ზუსტმა მეცნიერულმა განსაზღვრებამ მათი არსებითი ნიშნები უნდა წარმოაჩინოს.
· გამოჩენილი შვეიცარელი ფსიქოლოგი ქან პიაჟე ინტელექტს განსაზღვრავს, როგორც „გარემოსთან შეგუების, მასთან წონასწორობის დამყარების აქტიურ უნარს“.
· დაახლოებით იმავეს აღნიშნავს თანამედროვე მკვლევარი რობერტ სტერნბერგი. სტერნბერგის თანახმად, „ინტელექტუალური ადამიანები ახერხებენ კონტროლს გარემოზე, ცელიან გარემოს და ირჩევენ თავიანთათვის შესატყვისს“. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც არ აქვს მუსიკალური სმენა, არ უნდა ირჩევდეს პროფესიას, რომელიც მოითხოვს მუსიკალურ სმენას. ინტელექტუალურად წარმატებული ადამიანები იყენებენ თავიანთ ძლიერ მხარეებს და ავითარებენ სუსტ მხარეებს .
სტერნბერგი არჩევს
ინტელექტის ან, სხვაგვარად, გონებრივ უნართა 3 მხარეს:
ა)ანალიზურ, ბ)შემოქმედებით
და გ)პრაქტიკულ უნარებს.
·
მთავარია, შემეცნების პროცესში ადამიანმა ისწავლოს. გადაარჩიოს შესატყვისი, არსებითი, რელევანტური ინფორმაცია არაარსებითისაგან.
ანალზური
გონებრივი უნარი მოიცავს აზროვნების ზემოთ განხილულ
მოქმედებათა წარმატებით შესრულების შესაძლებლობებს, ინფორმაციის გადამუშავების
ყველა აუცილებელ და ურთიერთდაკავშირებულ პროცედურას: ა)ინფორმაციის
კოდირება, ბ)კომბინირება ურთიერთშედარება, გ)საკითხის გადაჭრის სტრატეგიის გამომუშავება,
დ)საკითხის გადაჭრის პროცესის კონტროლი და შეფასება.
· შემოქმედებითი ინტელექტი გამოცდილების მიღმა არსებულ, ახალ, არასტანდარტულ პრობლემებთან გამკლავების უნარია;
· პრაქტიკული ინტელექტი ყოველგვარი სახის საქმის პრაქტიკულ მოგვარებაში ვლინდება.
იგი მოიცავს კოგნიტურ
აქტივობას, რომელიც აუცილებელია ინდივიდის შეგუებისთვის გარემოს კონკრეტულ პირობებთან.
ხოლო თუკი ადაპტაცია შეუძლებელია, ინდივიდი ცდილობს,
მოძებნოს სხვა გარემო ან კიდევ საჭიროებისამებრ შეცვალოს არსებული გარემოს პირობები.
მაგალითად, თუ ადამიანი უბედურია ქორწინებაში მას შეეძლია აირჩიოს სხვა გარემო (გაეყაროს
მეუღლეს), ანდა არსებული პირობები უფრო მისაღები გასადოს (მიმართოს საოჯახო კონსულტაციას).
პრაქტიკული
ინტელექტი ისაა,
რასაც ყოფითი ფსიქოლოგია “პრაქტიკულობას“, “გაქექილობას” ან
“საქმის გუმანს” უწოდებს. ადამიანს
ეს უნარი შეიძლება ჭარბად ჰქონდეს მაღალი IQ-ს გარეშეც.
ინტელექტის გაზომვა
· ინტელექტის სიძლიერე (დონე) განსხვავებულია.
· ადამიანები მეტ-ნაკლები სიადვილით წყვეტენ ამოცანებს.
· ინტელექტის გაზომვის პირველი მცდელობები დაკავშირებულია XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ფრანგი ფსიქოლოგების, ალფრედ ბინეს და თეოდორ სიმონის სახელებთან.
· მათ პირველად შექმნეს ამოცანათა კომპლექსები თითოეული ასაკისთვის რომლებითაც იზომებოდა ბავშვის ე.წ. „გონებრივი ასაკი“.
· მაგალითად, რვაწლიანი ბავშეებისათვის შეტანილი იყო შემდეგი ტიპის ამოცანები:
1 შეადარე ორი ობიექტი გონებაში. აღნიშნე მათი მსგავსება;
2. დათვალე 20-დან
1 მდე;
3. აღნიშნე გამოტოვებული დეტალები ადამიანის გამოსახულებაში;
4. დაასახელე დღევანღელი
დღე, რიცხვი, თვე. წელი;
5. გაიმეორე ხუთი
ერთნიშნა რიცხვი და სხვა.
შესაბამისაღ, „სხვა
ასაკებისთვის“ შერჩეული იყო უფრო რთული ან უფრო ადვილი ამოცანები.
· ამჟამად არსებობს ინტელექტის გაზომეის მრავალი ტესტი: პკეტელის, პიბოდის, ვექსლერის, რავენის, აიზენკის და სხვა.
· ამ ტესტების საშუალებიო დადგენილია თითოეული ასაკისთვის დამასასიათებელი ნორმა, რითიც ირკეევა „ბავშვის გონებრივი ასაკი“.
· კონკრეტული ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტი[IQ] უდრის “გონებრივი ასაკის” შეფარდებას ბავშეის “ქრონოლოგიურ ასაკთან” და გამრავლებულს 100-ზე:
IQ =გონებრივი ასაკი
X 100 / ქრონოლოგიური ასაკი
· მაგალითად, 10 წლის დათოს გონებრივი ასაკი არის 8. ვამრავლებთ 100-ს 8-ზე და ვყოფთ 10-ზე. ვიღებთ 80, რაც დაბალი მაჩვენებელია.
· საზოგადოდ, საშუალო ნორმა უდრის 100-ს, 80-დან 120-მდე ინტელექტის ნორმალურ განვითარებას შეესაბამება, 80-ზე ქვევით – ნორმაზე უფრო დაბალს, ხოლო 120-ზე ზემოთ – მაღალს.
· ბინეს ტესტი პირველად დამუშავდა ბავშვების ინტელექტის გასაზომად, მაგრამ მალე გასდა საჭირო ზრდასრულთა ინტელეტის გაზომვაც.
· ამან განაპირობა ზრდასრულთათვის ვექსლერის სკალის დამუშავება.
ეს ტესტები, როგორც წესი, ნაწილებისაგან შედგება, ანუ, სხვა სიტყვებით, სუბტესტებისაგან.
ზოგი ვერბალური ანუ სიტყვიერია, აფასებს ზოგად კომპეტენციას, გაგების უნარს და სხვა, ზოგი კი არავერბალურია – ნახაზებისაგან შედგება.
მაგალითად, ადამიანმა უნდა შეადგინოს სურათი დაჭრილი ნაწილებისაგან, შეავსოს დაუსრულებელი ნახატი, შეავსოს კანონზომიერად და სხვა.
ტესტები შეიძლება დაეყოთ 2 ჯგუფად: „სისწრაფის ტესტებად“ და „დონის ტესტებად“. პირველ ტიპში მთავარი სიძნელე „დროის შეზღუდვაა“, რომელიც მკაცრადაა ლიმიტირებული. მეორე ტიპის ტესტებში მთავარია „დავალების სიძნელე“.
პირველ შემთხვევაში
მთავარ მაჩვენებლად „შესრულებული დავალებების რაოდენობა“ ითვლება, მეორეში კი – „შესრულებული
დაეალებების სირთულე“.
ხ
· მაინც რას ზომავს ინტელექტის ტესტები?
· ერთი მიდგომის მიხედვით, ინტელექტი არის უნარი, რომელიც ანიჭებს ადამიანს უპირატესობას ყოველგვარ გონებრივ საქმიანობაში.
· მეორე მიდგომის მიხედვით, არსებობს განსხვავებული „პირველადი უნარები“, და ლაპარაკი „ერთიან“ ინტელექტზე უსაფუძვლოა.
· ორივე მიდგომას აქვს თავისი დამამტკიცებელი საბუთები. მაგრამ მაშინაც, როდესაც ვაღიარებთ „განსხვავებულ უნართა“ არსებობას, ვერ უარეყოფთ მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვან კორელაციას, კავშირს.
· „მრავლობით უნართა“ ყველაზე ცნობილი თეორია ჰოვარდ გარდნერს ეკუთვნის. გარდნერს მიაჩნია, რომ არსებობს გონებრივ უნართა შვიდიდან ათამდე დამოუკიდებელი ტიპი: ა)ლოგიკურ-მათემატიკური, ბ)ენობრივ-ვერბალური, გ)სივრცობრივ-ხატობრივი, დ)მუსიკალური, ე)სხეულებრივ-კინესთეტიკური, ვ)პიროენებათაშორისი და ზ)შიდაპიროვნული.
· პირველი სამი ტიპი ისაა, რომლებიც ინტელექტის სტანდარტული ტესტებით იზომება. დასავლური ცივილიზაციისთვის სწორედ ისინია წამყვანი.
· თითოეულ ტიპს შეესაბამება საქ-მიანობის უპირატესი სფერო: ლოგიკურ-მათემატიკურს – მეცნიერი; ვერბალურს – მწერალი. ჟურნალისტი, ფილოლოგი; სივრცობრივს – არქიტექტორი, ნავიგატორი, მოქანდაკე, მხატვარი; მუსიკალურს – კომპოზიტორი, შემსრულებელი; სხეულებრივს – მოცეკეავე, ათლეტი; პიროვნებათშორისს – ფსიქოთერაჰეეტი, საქონლის გასაღების მუშაკი; შიდაპიროვნულს – თვითჩაღრმავებისკენ მიდრეკილი, საკუთარი თავის მცოდნე პიროვნება.
· გარდნერი უშეებს, რომ შესაძლებელია სხვა ტიპების გამოყოფაც, მაგალითად, სულიერი (რელიგიური), ტექნიკური, საბუნებისმეტყველო ტიპებისა.
· ზოგიერთი ადამიანი ძლიერია მათემატიკურ აზროვნებაში და სუსტია პიროენებათაშორისი უნარის მიხედვით და პირიქით.
· საზოგადოდ, ადამიანის უნარ-ნიჭიერება არის ამა თუ იმ უნართა განსხვავებული კომბინაცია.
ხ
· ადამიანებს შორის ამ ინდივიდუალურ განსხვავებათა გარდა არსებობს, აგრეთვე, კულტურულ-ეთნიკური განსხვავებები.
· მაგალითად, დასავლურ ცივილიზაციაში ლოგიკურ-ენობრივ-სივრცობრივ-ტექნიკური ინტელექტი ფასობს, მაგრამ სხვა კულტურებში განსხვავებული უპირატესობებია. მაგალითად, პოლინეზიაში, სადაც არტისტული წარმოდგენა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით დაფასებულია მუსიკალურ-სხეულებრივი უნარები, ხოლო იაპონიასა და ლათინოამერიკულ კოლექტივისტურ საზოგადოებებში უპირატესობა პიროევნებათშორის უნარს ენიჭებოდა, ვინაიდან ესაა სხვა ადამიანების საჭიროებათა და განზრახვათა გაგებისა და მათზე სათანადოდ რეაგირების! უნარი.
ხ
· სადისკუსიო საკითხია აგრეთვე ინტელექტის მემკვიდრეობითობის პრობლემა.
· რა თქმა უნდა, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ინტელექტის დონით, მაგრამ როგორ გამოვყოთ გენეტიკური ფაქტორი გარემოს ფაქტორისაგან?
· იდენტურ (ერთკვერცხუჯრედოვან) ტყუპებზე ჩატარებული მრავალი გამოკელევა ნათლად აჩვენებს მაღალ კორელაციას მათი ინტელექტის დონეებს შორის მაშინაც, როდესაც ეს ტყუპები განსხეავებულ პირობებში იზრდებოდნენ.
· ეს ნიშნავს, რომ ინტელექტი ძლიერაა განსაზღვრული გენეტიკური ფაქტორით. სხვადასხვა გამოკელევის მიხედვით, ამ ფაქტორის წილი 50-80 %-ის ფარგლებში მერყეობს.
· მაგრამ გარემოს მრავალფეროვნებაც ახდენს მნიშვნელოვან გაელესას ინტელექტის გამზომი ტესტების შედეგებზე.
· საზოგადოდ, გენები და გარემო ურთიერთკავშირშია.
· დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლას მათემატიკური პროფილის სასწავლებელში განაგრძობენ. შემდგომში, მათემატიკური უნარების განმსაზღვრელ ტესტებში ისინი უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ, რაც გენეტიკური ფაქტორითაც იქნება გაპირობებული და გარემოს ფაქტორითაც (უნარები+სწაევლება).
· ამგვარად, ჩვენი გენები ჩვენივე გარემოს ფორმირებას ახდენს, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენ გვაყალიბებს.
ხ
· პირველად ინტელექტის გაზომვის ტესტურ პროცედურას დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ.
· მიაჩნდათ, რომ ეს პროცედურა ზომავს ბავშვის თანდაყოლილ უნარს ან ცოდნის შეძენის, სწაელის პოტენციალს.
· შემდგომში აღმოჩნდა, რომ ინტელექტის გამოვლენაზე მრავალი სოციალური ფაქტორი მოქმედებს. ამიტომ, ბოლო დროს, აღწერილ მიდგომაში საკმაო ეჭვია შეტანილი.
· აღნიშნავენ, რომ გულუბრყვილოა იმის რწმენა, რომ ინტელექტის კოეფიციენტი[IQ] არის საბედისწერო თვისება, რომელიც ახასიათებს ყველა ადამიანს გარკვეული რაოდენობით და ის ადამიანი, რომელსაც აქვს იგი დიდი რაოდენობით, იღბლიანი ადამიანია და ყველაფერს მიაღწევს. ეს უბრალოდ მითია.
· მეორე მითი დაკავშირებულია იმ რწმენასთან, რომ ინტელექტი არის უცელელი სიდიდე ყველა თაობაში. წლების განმაელობაში ჩატარებული გამოკვლევებით ნათლად დადასტურდა, რომ ყოველი ახალი თაობა აშკარად უფრო მაღალ საშუალო მაჩვენებლებს იძლევა.
· უფრო ზუსტად და კონკრეტულად, მოსახლეობის ინტელექტის კოეფიციენტის[IQ] საშუალო მაჩვენებლები მატულობს ყოველ ათწლეულში სამი ერთეულით. ამ ფენომენს, მისი მკვლევარის საპატივსაცემოდ, ფლინის ეფექტი ეწოდა. ის გამოვლინდა ამერიკაში, საფრანგეთში, ჰოლანიაში, ნორვეგიაში, სხვაგანაც და, ეტყობა, საყოველთაო ხასიათისაა. ამ ეფექტის ახსნა გენეტიკით შეუძლებელია, ვინაიდან ადამიანის გენომი ასე სწრაფად ვერ შეიცვლება. ახსნა ალბათ გარემოსეულ ფაქტორებში უნდა ვეძებოთ: ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაციის ლოგიკური სტრუქტურირებულობის მატება, კვებისა და სწავლების უკეთესი პირობები და სხვა.
· როგორიც უნდა იყოს ახსნა, ეს ფენომემი მიუთითებს იმაზე, რომ ინტელექტი შეიძლება განვითარდეს გარემო პირობების სასიკეთო ცელილებათა მეშვეობით.
ხ
· და ბოლოს, ტესტები შედგენილ იქნა „გარკვეული წრის“ ბაეშვების მონაცემებიდან გამომდინარე, არ იყო გათვალისწინებული კულტურის თავისებურებები.
შესაძლოა, ამიტომ წლების განმავკლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა ბავშვების მაჩეენებლები უფრო დაბალი იყო, ვიდრე საშუალო კლასის თეთრკანიანი ოჯახების ბავშვების მაჩვეხებლები.
· საზოგადოდ, აფროამერიკელებს ევროპული წარმოშობის ამერიკელებზე დაახლოებით 15 ერთეულით ნაკლები IQ კოეფიციენტი აღენიშნებათ.
ბოლო მონაცემებით ბავშვებში ეს განსაXვავება 10 ერთეულამდე დაეცა.
· განსხვავებები ინტელექტის მაჩვენებლებში სხვა რასობრიევ-ეთნიკურ ჯგუფებს შორისაც არის გამოვლენილი.
· გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში აშშ-ში ჩატარებული მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შედეგები ასე იქნა შეჯამებული: „ნორმალური ინტელექტის“ კოეფიციენტი თეთრკანიან მოსახლეობაში დაახლოებით 100-ის ტგოლია, შავკანიანებში – 85, ლათინოამერიკელების IQ მათ შორისაა მოთავსებული.
· მსგავსი განსხვავებები სხვაგანაც იქნა მიღებული.
·
ევროპული წარმოშობის ახალზელანდიელები
აღემატებიან ქულებით ადგილობრივ მაორის მოსახლეობას; ისრაელის ებრაელები – ისრაელელ
არაბებს; აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის სტუდენტები – ჩრდილოამერიკელ სტუდენტებს
მათემატიკასა და ზოგად უნართა ტესტებში.
· საკითხი იმის შესახებ, რამდენადაა ეს განსაზღვრული გენეტიკურად და რამდენად – გარემოსეულად, მწვავე დებატების საგანია.
· აზიელი სტუდენტების მონაცემები შედარებით ახალი ფენომენია და შესაძლებელია, უფრო მათ სიბეჯითეს ემყარებოდეს, ვიდრე ნიჭიერებას. ისინი 30 %-ით უფრო ხშირად ესწრებიან მეცადინეობებს და გაცილებით მეტ დროს ანდომებენ მათემატიკის შესწავლას კოლეჯის კედლებს მიღმა.
· არსებობს მოსაზრება, რომ აფროამერიკელების ჩამორჩენა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის ბრალია. თუმცა სპეციალური გამოკვლევები ადასტურებს, რომ ამ პირობების გათანაბრების შემთხვევაშიც გარკვეული სხვაობა ინტელექტის მაჩვენებელში მაინც რჩება, რაც მის გენეტიკურ განსაზღვრულობაზე მეტყველებს, ნა წილობრივ მაინც, ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ჯგუფური განსსვავებები ინდივიდებზე მსჯელობის საფუძველს არ იძლევა.
ქალები 7-10 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ თავისთავაღ სქესი ვერ გვეტყვის, რამდენს იცოცხლებს ადამიანი.
ასევე ფაქტია, რომ მილიონობით აფროამერიკელის საშუალო IQ თეთრკანიანზე მეტია.
X
· მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ინტელექტი პირდაპირ კავშირშია (კორელაციაშია) მომავალ მიღწევებთან.
· მაგალითისთვის მხოლოდ ერთ გამოკვლევას აღვწერთ. მასში მონაწილეობდა დაწყებითი სკოლის 1500- ზე მეტი ამერიკელი მოსწავლე, რომელთაც არანაკლებ 135 ერთეულის IQ ჰქონდათ.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი 50 წელზე მეტ ხანს აკვირღებოდნენ მათ ცხოერებისეულ წინსვლას.
გაირკეა, რომ მათმა ორმა მესამედმა მიიღო უნივერსიტეტის დიპლომი, ხოლო 200-მა – სამეცნიერო ხარისხი.
ბევრმა მიაღწია მაღალ სოციალურ სტატუსს და ფინანსურ წარმატებას.
შესასწავლი ჯგუფის საშუალო შემოსავალი ოთხჯერ აღემატებოდა აშში ერთი სული მოსახლის საშუალო შემოსავალს.
· მიუხედავად ამისა, ინტელექტის კოეფიციენტის ცოდნა არ იძლევა მომავალი წარმატების ზუსტი პროგნოზის საშუალებას, რადგან ინტელექტის „განვითარება“ შესაძლებელია.
გარემოს გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში.
ასეთია ოჯახში არსებული ინტელექტუალური ატმოსფერო, მშობლების ბავშვებთან ურთიერთობის ხანგრძლივობა, ბავშვების რაოდენობა ოჯახში და სხვა
ამ კონტექსტში არჩევენ “გაღარიბებული” და “გამდიდრებული” გარემოს ცნებებს.
პირველი აქვეითებს ინტელექტს, მეორე – პირიქით, აძლიერებს.
მაშინაც, თუკი დაბადებიდან ინდივიდის ინტელექტუალური პოტენციალი მაღალია და მის პატრონს წარმატების საუკეთესო შანსებს ჰპირდება, გარემოს ცუდმა პირობებმა შეიძლება გადამწყვეტი გავლენა იქონიოს განვითარებაზე.
და პირიქით, დაბადებიდან შეზღუდულ
გენეტიკურ პოტენციალს, ფსიქიკური სტიმულაციის საუკეთესო გარემოპირობებში შეუძლია განვითარების
მაქსიმუმს მიაღწიოს, ხოლო მისი მტარებელი ადამიანი ცხოვრებისეული მიღწევების ბევრად
მაღალ დონეზე ავიდეს, ვიდრე დაბადებიდან უფრო ნიჭიერი.
ხ
· გარემოს გავლენის თვალსაჩინოდ წარმოსადგენად გამოვიყენოთ რეზინის ზონარის მოდელი – მისი სიგრძე ხომ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერად დავჭიმავთ მას. სწორედ გარემო შეესაბამება ასეთი „გაჭიმვის“ შესაძლებლობას.
· თანამედროვე ბავშვი იღებს დიდ და ლოგიკურად სტრუქტურირებულ ინფორმაციას გარემოდან, ოჯახში.
· „ინტელექტის დონეს“ განსაზღვრავს არა მხოლოდ თანდაყოლილი ფაქტორები, არამედ მათი ურთიერთქმედება გარემოსთან
· „თანდაყოლილი მონაცემების“ არსებობის შემთხვევაში ზონარი ადვილად იჭიმება, „ნაკლები უნარის“ შემთხვევაში მეტი ძალისხმევაა საჭირო მასწავლებლისაგან.
·
„ზონარის“ სიგრძე[„ინტელექტის დონე’’] იკუმშება არახელსაყრელ
პირობებში, ხელსაყრელ პირობებში ინტელექტის დონე მნიშვნელოვნად
იზრდება.
· ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, ინტელექტუალურ განვითარებაში გენეტიკური და გარემოსეული ფაქტორების კუთრი წონის გამოვლენის მცდელობა იმის გარკვევას წააგავს, თუ რაზეა უფრო დამოკიდებული მართკუთხა მოედნის ფართობი – მის სიგრძეზე თუ სიგანეზე. [ანუ ორივე სახის ფაქტორებს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს]
ხ
· ინტელექტის ფსიქოლოგიის სფეროში ინტერესს იწეევს საკითხი „გენდერული განსხვავებულობის“ შესახებ.
· მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ინტელექტის საშუალო განვითარება ქალებსა და მამაკაცებში დაახლოებით ერთნაირია.
· ამავე დროს, მამაკაცებში მეტია მონაცემების გაფანტულობა ანუ დიაპაზონი: მამაკაცებს შორის მეტია როგორც ძალიან ჭკვიანი, ისე ძალიან სულელი.
· არსებობს გარკვეული განსხვავება ინტელექტის ამა თუ იმ მხარის გამოვლინებაშიც. ხუთ წლამდე ეს განსხვავებები თეალში საცემი არ არის.
· 5 წლის ასაკის ზემოთ ბიჭებს ერთგვარი უპირატესობა უჩნდებათ სივრცით და ტექნიკურ უნარებში, ხოლო გოგონებს – ვერბალურ უნარებში;
· მამაკაცები მნიშვნელოენად აღემატებიან ქალებს მათემატიკურ და შიდაპიროვნულ უნარებში; ხოლო ქალები მამაკაცებს – პიროვნებათაშორის უნარებში.
არსებული მონაცემებით, მათემატიკაში
განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანებს შორის 13 მამაკაცზე მხოლოდ ერთი ქალი მოდის.
ხ
· დავას იწვევს აღნიშნულ განსხვავებათა ბუნება.
· ერთნი მიიჩნევენ, რომ მათი მიზები გენეტიკურია.
· მეორენი, ფემინისტურად ორიენტირებულნი, რომლებიც ვერ ურიგდებიან იმას, რომ ნობელის პრემიები უმეტესად მამაკაცებს ხვდებათ, ამტკიცებენ, რომ გენდერულ-ინტელექტუალურ განსხვავებათა საფუძველს ჩვენი საზოგადოება ქმნის, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
· აქ უნდა ითქვას, რომ ქალებსა და მამაკაცებს ისტორიულად სხვადასხვა როლები ჰქონდათ მიკუთვნებული, რაც ბუნებრივად გამომდინარეობდა მათი ბიოლოგიური თავისებურებებიდან. ეს, საბოლოოდ, აისახებოდა ფსიქო-გენეტიკურ კონსტიტუციაზე, მათ შორის იმაზე, თუ რა ტიპის უნარებია უპირატესად გავრცელებული ქალებსა და მამაკაცებში.
ეს საკითხი ამჟამად ნაყოფიერად შეისწავლება ევოლუციური ფსიქოლოგიის ფარგლებში. მაგალითად, ცნობილია, რომ პრიმატების პოპულაციათა უმეტესობაში ჯგუფის ბირთვს შეადგენენ მდედრები, რომლებსაც უფრო ესაჭიროებათ ურთიერთობის სისტემა ურთიერთკაეშირების გასამყარებლად და შეილების გასაზრდელად.
მეცნიერები ფიქრობენ. რომ ადამიანთა პირველ გაერთიანებებშიც
მსგავსი ვითარება უნდა ყოფილიყო.
· ენის წარმოშობა საზოგადოებრივი ურთიერთობების დამყარებისა და გაძლიერების ამოცანას უკავშირდება, შობადობის ზრდასთან ერთად, ბავშვების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საერთო ამოცანიდან გამომდინარე, ქალებს სულ უფრო მეტად ესაჭიროებოდათ კომუნიკაცია და მისი ყველაზე სრულფასოვანი ფორმა – მეტყველება. თაობათა განმავლობაში ეს ყოველივე ასახვას პოულობდა გენოტიპში.
· შედეგად, ადამიანთა საზოგადოებაში ქალები უკეთ ეუფლებიან სამეტყველო ჩვევებს, უფრო ადრე სწავლობენ და „გრძნობენ“ ენას. მოკლედ, ქალებს უფრო მაღალი სამეტყველო ინეტელექტი აქვთ.
· იგივე ითქმის, ალბათ, ე.წ. „ემოციურ უნართა” შესახებაც, რომელიც ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული. ესაა უნარი ამოიცნო, გამოხატო, გაიგო და მართო ემოციები.
· „ემოციურად გონიერ“ ადამიანებს აქვთ კარგად განვითარებული თვითცნობიერება.
· მათ „თანაგრძნობა“ ეხმარებათ, გაიგონ „სხვათა“ ემოციები, წარმატებულად მართონ ისინი და, ამდენად, მოაგვარონ კონფლიქტები.
· „ემოციურად საზრიანი“ ადამიანები წარმატებული არიან კარიერაში, ურთიერთობებში, ბაეშვების აღზრდაში.
ზოგიერთი „ევოლუციური ფსიქოლოგი“ მიიჩნევს, რომ ეს უნარი ეხმარებოდა ჩვენს წინაპარ-დედებს ამოეცნოთ შვილებისა და შესაძლო რჩეულთა ემოციები.
· თანამეღროვე მკვლევართა ზოგადი დასკვნით. განსხვავება სქესთა შორის ინტელექტის ტესტების შესრულებაში უმნიშვნელო ხდება, როდესაც სწავლების სისტემა ერთნაირ შანსს აძლეეს ორივე სქესს.
·
თუმცა ძალაში რჩება ქალების
უპირატესობა ენობრივ და პიროვნებათაშორის
უნარებში, ხოლო მამაკაცებისა – სივრცით, ტექნიკურ და აბსტრაქტულ მიმართებათა წვდომის უნარებში.
Комментарии
Отправить комментарий