13. 1. აზროვნების ფსიქოლოგია
სარჩევი:
„აზროვნების’’
სხვა „შემეცნებით ‘’ პროცესებისგან განსხვავება
„აზროვნების“ ზოგადი დასასიათება
ლოგიკური აზროვნება და
მისი ფორმები
„ლოგიკური აზროვნების“ ძირითადი ოპერაციები
აზროვნების სახეები
· აზროვნება ადამიანის მთავარი შემეცნებითი ფუნქციაა.
· მისი არსებითი ნიშანთვისებაა ინდივიდის წინაშე მდგარი ამოცანის გადაჭრა, თანაც არა სენსომოტორული ,“ცდისა და შეცდომის გზით“ ანუ შემთხვევითი მოძრაობებით, არამედ პირიქით: გარეგანი სენსომოტორული აქტივობის შეჩერებითა და შინაგანი ქმედებებით.
ხ
· აზროვნებას ოთხი ძირითადი სახეობა აქვს:
1) უდაბლესი – სენსომოტორული, ,“პრაქტიკული ინტელექტი“ (იხ. თავი IV) და მისი მწვერვალი – ინსაიტი, რომელიც, გამონაკლისის სახით, მაიმუნებთანაც გვხვდება (იხ. თავი 3); ინსაიტი „ინტუიციური მიხვედრის“ უდაბლესი სახეობაა; მისი[ე.ი. „ინტუიციური მიხვედრის’’] პროცესი სრულიად გაუცნობიერებელ-გაუცნობიერებადია.
2) « ხატობრივ-ასოციაციური“ (იხ. თავი IV); ემყარება „წარმოდგენილ ხატებათა“ ასოციაციებს; შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად შეკუმშული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი პროცესი უპირატესად გაცნობიერებადია;
3) ლოგიკური = ცნებითი = ანალიზური = დისკურსიული = განსჯითი = რაციონალური (იხ. ამავე თავში); ემყარება „ლოგიკურ მოქმედებებს“, რომლებიც გაშლილი ან მეტ-ნაკლებად ავტომატიზებულ-შეკუმშულია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი პროცესი ძირითადად გაცნობიერებული ან გაცნობიერებადია;
4) დიალექტიკური (იხ. თავი IV), ანუ, არსებითად, ინტუიციური (იხ. ამავე თაეის ბოლოს); მისი პროცესი ძირითადად გაუცნობიერებელ-გაუცნობიერებადია.
ხ
„აზროვნების’’ სხვა „შემეცნებით ‘’ პროცესებისგან განსხვავება
·
აზროვნება, აღქმასა და
მეხსიერებასთან
ერთად, „შემეცნებით
პროცესებს“ მიეკუთვნება. მაგრამ ამ ფუნქციათა როლი შემეცნების პროცესში
არსებითად განსხვავებულია.
· „აზროვნების პროცესი“ ფსიქოლოგიურადაც განსხვავდება აღქმისა და მეხსიერებისაგან.
მეხსიერება უკვე ასახულის შენასვასა და აღდგენას ემსახურება.
აღქმა და აზროვნება, პირიქით, სინამდვილის აქტიურ ასახვას იძლევა დღა არა უკვე ასახულის გამეორებით, რეპროდუქციულ ასახვას, როგორც მეხსიერება.
„გამეორებითი აღქმის“ შემთხვევაშიც საგნის ისევ „აქტუალური ასახვა“ ხდება და არა რეპროდუქცია.
ხოლო აზროვნებისთვის დამატებით დამახასიათებელია „ახალი ამოცანის გადაწყვეტა“, „ახალი საკითხის გადაჭრა“, „ახალი, უჩვეულო სიტუაციის შესატყვისი მოქმედება, რომლის გამოცდილება სუბიექტს არა აქვს“.
ამ მხრივ „აზროვნების“ ფუნქცია მეხსიერების ფუნქციის საპირისჰიროა.
„აზროვნების პროცესის“ სტიმული სუბიქტის წინაშე წამოჭრილი დაბრკოლება, შეკითხეა, ან გაკვირვება მაინცაა: რა არის ეს? როგორ მოვიქცე? და ა.შ.
„აზროვნების“ ეს ფუნეცია – „ახლის გაგება“, უდიდესი მნიშვნელობისაა სუბიექტსა და გარემოს შორის ურთიერთობის აგების თვალსაზრისით.
ხ
· არანაკლებია „აზროვნების“ განსხვავება „აღქმისაგან“.
· „აღქმა“ სინამდვილის შემეცნების პირველი საფეხური, მისი უშუალო, თვალსაჩინო ასახვაა.
· შემეცნება „შეგრძნებითა“ და „აღქმით“ იწყება,
· „აღქმაში მსოლოდ ისაა მოცემული, რაც „აქ და ამჟამად“ არსებობს.
· აზროვნება, აღქმის და მეხსიერების მონაცემებზე დაყრდნობით, არღვევს „აქ და ამჟამად“ მოცემულობის ფარელებს, გამოდის მსოლოდ თვალსაჩინოს ასახვის ფარგლებიდან და „არსებითის’’ წვდომისკენ, „საგანთა შორის არათვალსაჩინო კავშირების“ დანახვისკენაა მიმართული.
· „აზროვნების“ პროცესში „აღქმის“ მონაცემების გონებრივი გადამუშავება ხდება – „არსებითის გამოყოფა არაარსებითისაგან“,“ხდება მნიშვნელობის გააზრება“, „დამოკიდებულებათა და მიმართებათა წვდომა“ და ა.შ
· აზროვნება სინამდვილის „მეორადი“, აღქმის მონაცემებზე დამყარებული ასახვაა.
· „შემეცნების პროცესი“ აღქმიდან აზროვნებისკენ მიემართება.
ხ
· აზროვნების მთავარი თვისებაა აღქმისა და მეხსიერების შეზღუდულობის გადალახვა.
· ექსპერიმენტულადაა დამტკიცებული, რომ ცხოველისთვის, [მაიმუნისთვისაც კი], საგანი არსებობას წყვეტს, როგორც კი იგი გადის აქტუალური აღქმისა და მოქმედების ველიდან.
·
თანაც ყუთი, რომელზეც მაიმუნი წევს ხოლმე და იგივე ყუთი, როცა მას ცხოველი გარეთ ბანანის სიმაღლიდან ჩამოსაგდებად
იყენებს, მაიმუნისთვის სხვადასხვაა.
· იგივეობის კანონი კი“ აზროვნების“ პირველი საფუძველია – იმისათვის, რათა გაიაზრო რაიმე, ეს რაიმე თავისთავის „იგივური“ უნდა რჩებოდეს.[ანუ არ უნდა იცვლებოდეს,არ უნდა ხდებოდეს „სხვა რამ’’]
· აღქმა მთლიანად მიჯაჭვულია „აქ და ახლა“, უშუალოდ მოცემულზე, აქტუალურზე;
მეხსიერება – გამოცდილებით მიღებულ წარსულზე ღა მის მეტ-ნაკლებად სრულად აღდგენაზე, პოტენციურზე.
· აზროენება არღვეეს ამას და ხელეწიფება შეჭრა უშორეს სივრცეებშიც (წარმოსახვით), შორეულ მომავალშიც თუ შორეულ წარსულშიც.
ხ
· ამრიგად, აღქმა, მეხსიერება და აზროენება“ სპეციფიკური“ ნიშნებისა და ფუნქციების მქონე შემეცნებითი პროცესებია.
· მაგრამ მათ შორის განსხვავებებზე მითითებამ არ უნდა დაჩრღილოს მათი არსებითი და ურღვევი კავშირი.
· თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია ამას განსაკუთრებით უსვამს ხაზს, ვინაიდან ადამიანის მთელი შემეცნებითი ფუნქციონირება წარმოდგენილია ინფორმაციის გადამუშავების ერთიანი პროცესის სახით, რომელშიც ფსიქიკური ფუნქციები იმდენად ურთიერთგადაჯაჭვულია, რომ ზოგჯერ ძნელი ხდება მათ შორის მკაფიო საზღვრის გავლება.
მაგალითად, როცა აღქმას განეიხილაეთ, ხშირად ვეხებით მეხსიერების სფეროს, რადგან“
ნაცნობი საგნების“ აღქმა მათ „წარსულ აღქმებზეც“ არის დამოკიდებული.
· უეჭველია აღქმის კავშირი აზროვნებასთანაც.
აღმქმელი
სუბიექტი მოაზროვნე სუბიექტიც არის.
ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება „აღქმის კატეგორიალობაა“
(ის. თავი XI).
„მოგონების“ პროცესის დიდი ნაწილი ისე გამოიყურება,
როგორც „შეკითხვაზე
პასუხის მონახვა“.
მე ვცდილობ, გავისსენო, ვის ვათხოვე წიგნი ხელ:ოენების
ფსიქოლოგიაზე და მივდივარ დასკვნამდე, რომ ეს უნდა იყოს X, ვინაიდან ჩემი ნაცნობებიდან მას იგი ყველაზე
მეტად უნდა დასჭირვებოდა. უცებ ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდება ის მომენტი, როცა X მთხოვდა ამ წიგნს და იფიცებოდა,
რომ უმალ დამიბრუნებდა.
მეხსიერება ზოგჯერ ძალიან წააგავს აზროვნებას. ამ უკანასკნელის
ფუნქციონირება კი წარმოუდგენელია მეხსიერების
საცავებზე დაყრდნობის გარეშე. რაზეც უნდა ვფიქრობდე: სად დავისვენო ამ ზაფხულს,
თუ როგორ დავწერო ამ სახელმძღვანელოს მეხსიერების თავი, რატომ ხდება ომები – მე მჭირდება ინფორმაცია მეხსიერების განსხვავებული
სისტემებიდან. ყოველივე ეს იმაზე მეტყეელებს, რომ აღქმას, მეხსიერებასა ღა აზროვნებას შორის მკაფიო საზღვრები არ არსებობს, ვინაიდან ისინი,
საბოლოოდ, ერთი საერთო პროცესის – შემეცნების სხვადასხვა
ასპექტებია.
„აზროვნების“ ზოგადი დასასიათება
·
დათბა, დნება თოვლი.
·
ადამიანი აღიქვამს თოვლის დნობასაც და სითბოსაც,
მაგრამ ამ ორ თვალსაჩინო მოვლენას შორის არსებული
„მიზეზშედეგობრივი“ დამოკიდებულება, ანუ ის გარემოება, რომ „თოვლი სითბოსაგან დნება, ვერ „აღიქმება“.
·
ეს მიმართება
თვალსაჩინოდ აღქმადი
მოვლენა არ არის. მისი მხოლოდ გააზრება შეიძლება, ე.ი. ეს მიმართება მხოლოდ აზროვნებისთვის
არის მისაწვდომი.
·
აღქმაში აისახება მხოლოდ „გარეგანი მიმართებები“
თვალსაჩინო თვისებებს შორის, მაგალითად,
ორი საგნიდან ერთის მეტი სიდიდე, ან მეტი დაშორება, ან ერთის მეორეზე
მაღლა მოთაესება, ან უფრო მუქი ფერი და ა.შ.
·
ასეთი თვალსაჩინო[!] მიმართების აღქმის შესატყვისად
ადამიანმა შეიძლება მიმართების გააზრების გარეშე
მიზანშეწონილად იმოქმედოს კიდეც. მაგალითად,
საწერ მაგიდასთან წერის პროცესით გართული ადამიანი თავისი მოქმედებით სწორად მოერგება
მაგიდაზე დაწყობილ საგნებს შორის სივრცით მიმართებებს (მანძილს, მარჯვნივმარცნივ განლაგებას
და ა.შ. ამ მიმართებათა გაცნობიერებისა
და გააზრების გარეშე.
ასევე ცხოველის ქცევაც სწორად შეესაბამება გარემოში არსებულ სივრცით მიმართებებს.
ეს კი შეუძლებელია ამ მიმართებათა აღქმის გარეშე.
·
მაგრამ მოვლენებს შორის შინაგანი, არათვალსაჩინო[!] მიმართებიცაა. ისინი კი ვერ აღიქმება, მათი წვდომა მხოლოდ აზროვნებით შეიძლება.
·
„მიზეზობრიობა“, „აუცილებლობა
თუ შემთხვევითობა“,
მიმართება „კერძოსა
და ზოგადს“, „აღმნიშვნელსა და აღნიშნულს“, „მიზანსა და საშუალებას“
შორის და სხვა
ასეთი არსებითი არათვალსაჩინო მიმართებები მხოლოდ აზროვნებისთვისაა მისაწ ედომი.
ხ
·
„აზროვნების პროცესი“ პიროვნების აქტიური, ნებელობითი,
მიზანდასახული მოქმედებაა.
·
„აზროვნების პროცესი“ გარკვეული, სახელდობრ, „წამოჭრილი ამოცანით“
(შეკითხვით, პრობლემით) განსაზღვრული მიმართულებით წარიმართება და „ამოცანის გადაწყვეტით“ სრულდება.
·
აზროვნების პროცესის ამ თავისებურებას „დახშულობას”
ან „მთლიანობას“
უწოდებენ.
·
„აზროვნების პროცესი“ თავისი ბუნებით აქტიურია: პიროვნება
ნებისყოფით
წარიმართება „მოცემული ამოცანის“ გადასაწყვეტად.
·
ხოლო როდესაც ჩვენ რაიმე
საკითხზე კი არ „ვაზროენებთ“, არამედ
უნებურად, უმიზნოდ ვეძლევით წარმოდგენათა და ფიქრთა ასოციაციურ ნაკადს, მაშინ ჩვენ „ვოცნებობთ“. წარმოდგენებისა და ფიქრების ასეთი უნებლიე მიმდინარეობა „აზროვნება“ კი არა, „ოცნებაა“.
·
ნათქვამი არ ნიშნაეს იმას, რომ „ამოცანის გადაწყვეტის
მთელი პროცესი“[ანუ „აზროვნების
მთელი პროცესი’’] აუცილებლად „ცნობიერია“. მხედველობაში უნდა
ვიქონიოთ, რომ „ამოცანის
გადაწყვეტის პროცესში“ გონებრივი მოქმედებები და ოპერაციები
ხშირად გაუცნობიერებელია.
·
ადამიანის აქტივობაში (ქცევაში) ჩართული ოპერაციები, მოტორული თუ მენტალური,
როგორც წესი, იმდენადაა „ავტომატიზებული“, რომ „ცნობიერ რეგულაციას არ
საჭიროებს“ (იხ.
თავი VII და IX). ეს ზოგადი კანონზომიერება მთლიანად ვრცელდება
აზროვნებაზეც.
ლოგიკური აზროვნება და მისი ფორმები
1) ზრდასრული,
კულტურული ადამიანის აზროვნება „ლოგიკურვერბალური“ ანუ „ცნებითია“.
2) ლოგიკური – იმიტომ, რომ აზროვნების ეს
სახე ლოგიკურ მოქმედებებს ემყარება
და, ამდენად, ლოგიკის საგანს შეადგენს.
3) შინაარსობრივი თეალსაზრისით, [ე-ი. „გააზრებული შინაარსის მართებულობის კუთხით“], „აზროვნებას“
ლოგიკა[!] შეისწავლის.
4) ვერბალურს („სიტყვიერს”) მას იმიტომ უწოდებენ, რომ იგი არსებითად
დაკავშირებულია მეტყველებასთან[!];
5) „ლოგიკური აზროვნების“ ძირითადი ფორმები – ა)“ცნება“, ბ)“მსჯელობა“ და გ)“დასკენა“
– სიტყვიერად, ვერბალურადაა მოცემული. ცნებით აზროვნებას
მას იმიტომ უწოდებენ, რომ იგი ძირითადად „ცნებებით“ მოქმედებს (და არა „ხატებით“
– ის. თავი IV).
ხ
·
„აზროენების ფსიქოლოგიის“ მნიშენელოვანი
ამოცანა ლოგიკის
მიერ დადგენილი „აზროვნების’’ სამი ძირითაღი ფორმის – ცნების, მსჯელობის,
დასკვნის – „ფსიქოლოგიური ბუნების“ გაშუქებაა.
·
ფსიქოლოგია, ლოგიკისაგან განსხვავებით, შეისწავლის არა „გააზრებულ შინაარსს მისი მართებულობის
თვალსაზრისით“,
არამედ „აზროვნების
რეალურ პროცესს“.
·
ფსიქოლოგიურად „ცნება“ განიცდება
როგორც ზოგიერთი სიტყვის ან სიტყვათა
ჯგუფის მნიშვნელობა. მაგალითად: ტრანსპორტი, სასმელეთო ტრანსპორტი, ხილი; მსხალი, ქართული
მსხალი; ხუთეული; სიშავე; ჭრა; სიმაღლეზე სტომა; ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგია;
ქალაქი, რომელიც ზღვის ღონიდან არანაკლებ 1000 მეტრზეა (ხოლო არაა „ცნებები’’ შემდეგი სიტყვების მნიშვნელობა: ვჭრი, ჩემი, ის, ხუთი,
შავი, სადღაც, ასლა, რომ..).
·
ხოლო „მეცნიერული ცნება“
სიტყვის მნიშვნელობა მაშინაა, როდესაც ადამიანი მასში „საგნის ან მოვლენის არსებით ნიშანთვისებებს“
მოიაზრებს და შეუძლია მისი განსაზღვრა.
·
ჩვეულებრივად, „მეტყველების პროცესში“
სიტყვა ისე იხმარება, რომ ადამიანს არ ძალუძს მისი
მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა; მაგალითად, სიტყვას „ბალახი” ჩვენ თითქმის ყოველთვის
ადეკეატურად ვხმარობთ, მაგრამ, როგორც ექსპერიმენტულად გამოვლინდა, სპეციალისტების
გარდა, ადამიანები ვერ იძლევიან მის ზუსტ განსაზღვრებას (დეფინიციას), ანუ ვერ აყალიბებენ ცნების
„არსებით ნიშანთვისებებს“.
·
სწორედ ამიტომ ფსიქოლოგიაში განასხვავებენ „ყოველდღიურ“
და „მეცნიერულ“
ცნებებს.
·
„მეცნიერული ცნების“ შინაარსი მეცნიერების განვითარებასთან
ერთად იცელება. მაგალითად,
„ატომის“
ცნება ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსებს გაგებული ჰქონდათ განუყოფელი ნაწილაკის
სახით. ამჟამინდელი მონაცემებით ატომს ურთულესი სტრუქტურა აღმოაჩნდა და მისი ცნების
შინაარსი არსებითად შეიცვალა.
·
ამრიგად, „ცნება“ სინამდვილის ასახვის უმაღლესი ფორმაა.
·
„აღქმა“ გვაწვდის საგნის სურათს იმ სახით, როგორც იგი ამ მომენტში, მოცემულ პირობებში გვეძლევა, „ცნება“
კი ასახავს საგნის ან მოვლენის არსს,
რომელსაც ჩვენ მეცნიერებით ვწვდებით.
·
აზროვნების
პროცესში „ცნება“,
ჩვეულებრივ, განცალკევებულად კი არ მოიაზრება, არამედ როგორც
მსჯელობაში შემავალი.
მაგალითად, ჩვენ გავიაზრეთ: „მძლავრმა მიწისძვრამ იაპონია დაანგრია”, და არა სამი ცნება
ცალ-ცალკე: “მძლავრი მიწისძევრა”, “იაპონია”, “დანგრევა”.
ხ
·
სრული ფორმით მსჯელობა „წინადადებაში“ გამოიხატება, ისევე, როგორც ცნება – „სიტყვაში“ ან „სიტყვების
ჯგუფში“.
·
„წინადადებაში“ გამოხატული მსჯელობა მიმართებას ამყარებს სუბიექტსა (ქვემდებარესა) და პრედიკატს (შემასმენელს)
შორის.
·
ყოველდღიურ ცხოვრებაში მსჯელობა ხშირად არ გამოიხატება „სრული წინადადების“
სახით, თავისი სუბიექტითა დღა პრედიკატით. „შემოკლებული მსჯელობა“
შეიძლება ერთი სიტყვითაც გამოისატებოდეს: მომიტანა,
თოეს, წვიმს, დიახ, არა და სხვა. თუმცა ამ შემთხვევაშიც მსჯელობაში მაინც იგულისსმება მიმართება სუბიექტსა და პრედიკატს შორის.
მაგალითად, “თოვს”
ნიშნავს, რომ “ახლა
მოდის თოვლი” ან “აქ მოდის
თოვლი”, ანუ მოცემული მსჯელობა შეიცავს
მიმართებას მოვლენასა და მის
დროსა თუ ადგილთან.
·
საზოგადოდ მსჯელობა
ცხადს ხდის სხვადასხვა მიმართებას:
მთელსა და ნაწილს, მიზეზსა და შედეგს, მიზანსა და საშუალებას
შორის, ტოლობა-უტოლობის, დროით, სივრცით მიმართებებს და სხვა, მაგ.: “ელვა წინ
უსწრებს ქუეხილს”, “გერმანია ევროპის ნაწილია”,
ამ უკანასკნელი მსჯელობის სისწორეში არც ერთ მეტ-ნაკლებად
განათლებულ ადამიანს ეჭვი არ შეეპარება. მაგრამ თუ გერმანიას საქართველოთი შევცვლით, ზოგიერთმა შეიძლება იგი საეჭვოდ მიიჩნიოს გეოგრაფიული, ისტორიული,
პოლიტიკური, კულტურულეთნიკური თუ სხვა თვალსაზრისით.
·
მსჯელობა “საქართველო,
შესაძლოა, ევროპის ნაწილად განიხილებოდეს” დარწმუნებულობის სულ სხვა ხარისხს
გამოხატავს, ვიდრე გერმანიასთან დაკავშირებული მსჯელობა.
·
ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით მსჯელობისთვის სწორედ გამოთქმულში
დარწმუნებულობის თვისებაა დამახასიათებელი. მსჯელობა აუცილებლად გულისხმობს მიმართების მეტ-ნაკლებად დამარწმუნებელ დადასტურებას, მის შეწყნარებას
ან უარყოფას, რასაც დარწმუნებულობის
გარკვეული ხარისხი ახლავს.
ხ
·
„ლოგიკური აზროენების“ მესამე ფორმაა დასკვნა.
·
დასკენის შედეგად ვიღებთ
ახალ მსჯელობას
(ე.წ. დანასკვი), რომელიც გამომდინარეობს რამდენიმე მსჯელობიდან (ე.წ. წანამძღერები). მაგალითად, მოცემულია მსჯელობები:
“ყველა ლითონი ელექტრობას ატარებს” და "რკინა ლითონია”. აქედან გამომდინარეობს
დანასკვი: “რკინა ელექტრობას ატარებს”.
·
ლოგიკის გავლენით ფსიქოლოგიაშიც არჩევენ დასკენის სამ ძირითად სახეს.
ესენია:
1.
ინდუქცია
– კერძო მსჯელობებიდან ზოგადის გამოყვანა
(მაგ: გათბობისაგან ფართოედება ალუმინი, ვერცხლი, რკინა, სპილენძი და აშ; მაშასადამე, ყველა ლითონი გათბობისაგან
ფართოვდება);
2.
დედუქცია – ზოგადი მსჯელობებიდან
კერძოს გამოყვანა (მაგ: ყველა ადამიანი მოკვდავია; სოკრატე ადამიანია; მაშასადამე, სოკრატე მოკვდავია);
3.
ანალოგია
– ერთი კერძო მოვლენიდან მსგავსი კერძო მოვლენის
შესახებ დასკვნა (მაგ: დედამიწაზე წყალია და სიცოცსლე
არსებობს; მარსზეც არის წყალი; მაშასადამე, იქაც უნდა არსებობდეს სიცოცხლე). ანალოგიით დასკვნა
ყველაზე ნაკლებ სანდოა
(ახლა მართლაც მიმდინარეობს მარსზე წყლის ძიება, თუმცა წყლის არსებობის დადასტურების
შემთხვევაშიც მარსზე სოცოცხლის დადასტურებას ვერ შევძლებთ).
ხ
·
საზოგადოდ კი დასკვნის
შემეცნებითი ღირებულება მეტად დიდია.
·
იგი აფართოებს ჩვენს ცოდნას, გვაგებინებს ისეთ რამეს, რაც გამოცდილებაში არ გვქონია.
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ: ა) ყოველი ცხოველი, რომელიც ნაშიერებს ძუძუთი კეებავს,
თბილსისხლიანი,
ძუძუმწოვარა ცხოველია; ბ) ვეშაპი ნაშიერებს ძუძუთი კვებავს. ამ ორ მსჯელობას შორის
მიმართების დამყარების საფუძველზე გამოგვაქვს დასკვნა, რომელიც ჩვენთვის შეიძლება სრულიად
ახალი აღმოჩნდეს;
სახელდობრ, დავასკვნით, რომ ვეშაპი თბილსისხლიანი ძუძუმწოვარა ცხოველია და არა თევზი,
და ამგვარად ვაფართოებთ ჩვენს ცოდნას.
„ლოგიკური აზროვნების“ ძირითადი
ოპერაციები
·
„აზროვნების“ სახით მოცემული შემეცნება, როგორც ზემოთ დავინახეთ, აღქმადი მასალის გონებრივი გადამუშავების
გზით ხორციელდება (ამის საბოლოო საყდენი კი თანდაყოლილი ზოგადი
გონებრივი უნარები და სქემებია) თვით
უზოგადეს აბსტრაქტულ ცნებათა შემუშავებას ადამიანი, საბოლოოდ, აღქმადი,
თვალსაჩინო მასალის
(აღქმულის და წარმოდგენილის) აზროვნებაში გადამუშავებით
აღწევს.
ხ
·
ცნება რთული ფსიქიკური
წარმონაქმნია და მისი შემუშავება გარკვეული „სააზროვნო ოპერაციების“ შესრულებას საჭიროებს.
·
ქვემოთ შევჩერდეთ აზროვნების
ძირითად ოპერაციებზე.
1. შედარება აზროვნების უმარტივესი და
პირველადი ოპერაციაა. ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ
საგნებსა და მოვლენებს, რათა გავარკვიოთ მათ შორის მსგავსებაცა და განსხვავებაც. ეს
აუცილებელია, რათა ჩვენს ცნობიერებაში ასახული მოვლენები მოწესრიგდეს. მოვლენათა კლასიფიკაციის საფუძველიც მათი
მსგავსება-განსხეავების ცოდნაა.
2. კლასიფიკაცია ანუ სისტემატიზაცია
მიზნად ისახავს საგანთა ან მოვლენათა დაყოფას
რამდენიმე ჯგუფად რაიმე ნიშნის მიხედვით, რომელიც თვითეულ ჯგუფში შემავალი
ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი და არაა დამახასიათებელი სხვა კლასებისთვის[ჯგუფებისთვის]. მაგალითად სახლის მეზობლების კლასიფიკაცია [ჯგუფებად დაყოფა]შეიძლება
მრავალი ნიშნის მიხედვით: სქესის მიხედვით, ეროვნების მიხედვით,
ასაკის მისედვით, იმის მიხედვით, თუ რომელ სართულზე ცხოვრობენ და ა.შ. კლასიფიკაციის ძირითადი
მოთხოვნა ისაა, რომ ერთი კლასიფიკაციის ფარგლებში საკლასიფიკაციო
ნიშანი არ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთსვევაში კლასიფიკაცია მცდარი
იქნება. მაგალითად, თუკი მეზობელთა კლასიფიკაცია დაიწყო სქესის ნიშნის მიხედვით, შემდეგ
შეიცვალა ეროვნებისა და ასაკის ნიშნებით, მაშინ კლასიფიკაცია დაირღვევა.
3. დიფერენციაცია – ანუ განაწევრება,ანუ ერთმანეთის მსგავს რამდენიმე საგანსა ან
მოვლენას შორის განსხვავებათა დანახეა და მათი ურთიერთგამიჯვნა. მაგალითად,
პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის გამიზნული რაიმე ზოგადი სოციალურ-პოლიტიკური რჩევის განაწევრება და გადაკეთება ცალ-ცალკე
საქართველოსთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიისა თუ ბალტიისპირეთისთვის.
შესაძლოა „შემდგომი დიფერენციაციაც“ – ცალცალკე ბალტიისპირეთის
სამი რესპუბლიკისთვის ან, უფრო წვრილად, მათი ცალკეული ოლქების მისედვითაც. დიფერენციაცია ჰგავს დაჯგუფებას,
მაგრამ არსებითად სხვა ქმედებაა: დაჯგუფება იწყება დაქსაქსულ ერთეულთა სიმრაელიდან და მასში ჯგუფებს გამოყოფს;
ხოლო დიფერენციაცია იწყება გაუნაწევრებელი
მთლიანობიდან და მას ანაწევრებს. [დიფერენციაციის საპირისპირო ქმედებაა უნიფიკაცია ანუ
გაერთნაირება].
4. განყენება ანუ აბსტრაქცია
ეწოდება საგნისთვის
ან მოვლენისთვის რამდენიმე ნიშანთვისების გარდა ყველა სხვა კონკრეტული ნიშანთვისების
ჩამოცილებას, მთლიანი შინაარსიდან მხოლოდ რამდენიმე არადამოუკიდებელი ნიშანთვისების
გამოყოფას და მათ გააზრებას მთელის გარეშე.
ეს, მთელიდან გამოყოფილი, მთელის გარეშე გააზრებული თვისება
ან მხარე თვითონ გადაიქცევა ჩვენი ანალიზის საგნად. თუკი მოცემული საგნის, მაგალითად,
ფანქრის მსოლოდ ფერის შესახებ
ვმსჯელებთ, ისე რომ თვით ფანქარი აღარ გვაქვს მსედველობაში, ჩვენ მოვახდენთ „ფერის“ აბსტრაქციას;
ან თუკი ამ ოთახის
სიდიდეზე ვფიქრობთ
ისე, რომ ოთახის
ყველა სხეა თვისებას
ყურადღების გარეშე ვტოვებთ, მაშინ ჩვენ მოვახდენთ „სიდიდის“ აბსტრაქციას.
ასევე, თუკი ზოგადი ფიჭვის ნაცვლად წარმოვიდგენთ მის მხოლოდ სქემატურ მოსაზულობას ანუ ხის შიშველ
სქემას, ჩვენ მოვახდენთ „ფორმა-აგებულების“ აბსტრაქციას.
ერთმანეთისგან არჩევენ აბსტრაქციის ორ საგანს: პოზიტიურს (დადებითს)
და ნეგატიურს (უარყოფითს).
„პოზიტიური
აბსტრაქციის საგანი“ არის ის, რისი გამოყოფაც
მოვახდინეთ, რაც აზროენების საგანს შეადგენს (ზემო მაგალითებში ფერი, სიდიდე, აგებულება).
ხოლო „ნეგატიური
აბსტრაქციის საგანი“ არის ის, რისგანაც
მოხდა აბსტრაქცია, ე.ი. რაც მთლიან საგანში უგულებელყოფილი დარჩა, რაც ყურადღების გარეშე
დავტოვეთ.
აბსტრაქციის შედარებით რთული ფორმა გულისხმობს ისეთი მიმართებითი არათვალსაჩინო ნიშნის გამოყოფას,
რომელიც თითოეულ საგანში, ცალკე აღებულში, არც არსებობს, რომელიც მხოლოდ საგანთა შორის მიმართებაა. მაგალითად, რიცხვი თვით საგანში არ არსებობს, იგი საგნის აღქმის შინაარსში არ შედის: ხუთი გემიც – ხუთია,
ხუთი კაკალიც – ხუთია. რიცხვის „ცნების“
დაუფლება აბსტრაქციის შედეგია, კერძოდ, სხვადასხვა საგნის გროვებიდან რაოდენობრივი
მიმართების აბსტრაქციის შედეგი, რასაც ჩვენ ბავშვობიდან ვეუფლებით.
საგანთა შორის მიმართებათა
აბსტრაქციის გზით ადამიანი იმუშავებს
„ზოგად, განყენებულ ცნებებ“ს (კატეგორიებს),
ხოლო „განყენებულ
ცნებათა“ საშუალებით უფრო ღრმად
შეიმეცნებს მოვლენებს, უფრო ღრმად იგებს იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც ცალკეული მოვლენები
ემორჩილება.
მაგალითად, „მიზეზობრიობის“, „იგივეობის“, „ტოლობის“, „პროპორციულობის“ და სხვა მიმართებით ცნებათა შემუშავება ხდება ჯერ კონკრეტულ შემზთხვევებში კონკრეტულ მოელენებს
შორის სათანადო მიმაროებათა წვდომისა და შემდეგ ამ მიმართებათა აბსტრაქციის
გზით.
აბსტრაქციის შედეგად შემუშავებული ცნებები (მიზეზობრიობა და ა.შ]. ამ კონკრეტული მოელენების გარეშეც მოიაზრება:
„მიზეზობრიობა“ საზოგადოდ და არა „კონკრეტულ მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივი
დამოკიდებულება“
და ა.შ.
5. განზოგადება – ეს არის ცნების შეცვლა მასზე უფრო ზოგადით.
მაგალითად:
ვეშაპი –> ძუძუმწოვარი;
სმენა –> შეგრძნება;
წლევანდელი
წვიმა, თოვლი, ცვარი,
სეტყვა თბილისში
-> დედამიწაზე
ატმოსფერული ნალექების მოვლენა; (ან, კიდევ უფრო ზოგაღად) –> წყლის წრებრუხვა დედამიწაზე;
განზოგადება განყენებას[აბსტრაქციას] ჰგავს,
მაგრამ მისგან არსებითად განსხვავდება: განყენება[აბსტრაქცია] ზეღმეტ ნიშანთვისებათა ჩამოცილებაა და, ამდენად, ერთგვარად აღარიბებს საგანსა თუ მოვლენას. ხოლო განზოგადების შედეგად მიღებული ზოგადი ცნება თავის თავში კონკრეტულებსაც მოიცავს და, ამდენად, თავდაპირველზე
უფრო მდიდარია (ცხადია, თუკი ადამიანმა ღრმად იცის ეს ზოგადი ცნება).
განზოგადების საპირისპირო ქმედებაა დაკონკრეტება. როცა განზოგადება
ხდება არა ცნებისა, არამედ მსჯელობისა,
მაშინ მიიღება ინდუქციური დასკვნა;
ასევე მსჯელობის დაკონკრეტებით მიიღება დედუქციური დასკვნა (იხ.
ქვემოთ).
6. ანალიზი – ესაა მთლიანი შინაარსის, აღქმულის ან წარმოდგენილის, დაშლა შემადგენელ
ნაწილებად, გამოკელეეის მიზნით.
მაგალითად,
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ფერადი მუყაოდან ამოჭრილი სამკუთხედის აღქმა ან წარმოდგენა
მთლიანია, ჩვენ შეგეიძლია აზროვნების პროცესში გამოვყოთ ამ მთლიანში სამკუთხედის ა)გვერდები, ბ)კუთხეები
ან გ)მისი ფერი, დ)სიდიდე და ა.შ,
ან ბგერის მთლიან აღქმაში გამოეყოთ მისი ა)სიმაღლე, ბ)ინტენსიობა და გ)ტემბრი,
ან კიდეე, სიტყვის გაგების მთლიან განცდაში გამოვყოთ ცალ-ცალკე ა)სიტყვის ბგერითი მხარე
(ბგერათა კომპლექსი) და ბ)სემანტიკური
მსარე (მნიშვნელობა – სიტყვის შინაარსი) და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ აზროვნებით
ანალიზს ვაწარმოებთ.
7. სინთეზი
– ანალიზის საწინააღმდეგო ქმედება. აზროვნებითი სინთეზი არის ცალკე აღებული მოვლენის ელემენტების,
ნაწილების ან თვისებების და ა.შ. გაერთიანება ერთი მთლიანის სახით.
მაგალითად.
როდესაც მოსწავლე რთულ მოვლენას გაიგებს მისი ცალკე მხარეების აღწერისა და ახსნის საფუძველზე,
ან მეცნიერი ცალკე მოსაზრებათა საფუძველზე მთლიან თეორიას ააგებს, ეს აზროვნების სინთეზური მუშაობით არის გაპირობებული.
ხშირად ანალიზს სინთეზი მოჰყეება
ხოლმე.
მარტივ ფორმებში სინთეზური მოქმედება ყოველდღიურად
ვლინდება.
მაგალითად,
მეტყველებაში
ფრაზების შედგენა სიტყვებისაგან, გაბმული
ზეპირი თუ წერითი
მეტყველების პროცესში ცალკე წინადადებებისაგან
უფრო დიდი შინაარსის [ტექსტის]დალაგება მწყობრი ლოგიკური აზრობრივი მთლიანობის სახით
და სხვა.
„სინთეზის“
ოპერაცია მნიშვნელოვანია „ცნების დაუფლების“ პროცესშიც.
„ლოგიკური ცნება“
სსვადასსვა არსებითი ნიშნებით აიგება, მაგრამ ისინი ცნებაში მოიაზრება არა ცალ-ცალკე,
ან ჯამის სასით, არამედ გამთლიანებული შინაარსის
სახით სინთეზირებულნი[!].
პრობლემის გადაჭრა
·
ზემოთ განსილული გონებრივი ოპერაციები არა მსოლოდ ცნების ჩამოყალიბების საშუალებებია, არამედ აგრეთეე პრობლემის გადაჭრის
სააზროვნო პროცესშიც მონაწილეობს.
·
პრობლემის გადაჭრა, როგორც აზროვნების ძირითადი პროცესი, მიმდინარეობს
აზროვნების ყველა დონეზე: „პრაქტიკული ინტელექტით“ დაწყებული,
„თეორიული
აზროვნებით“ დამთავრებული.
·
პრობლემის გადაჭრას განსაზღრავენ როგორც მიზანმიმართულ აქტივობას, რომლის სუბიექტს არ გააჩნია მზა საშუალებები მიზნის
მისაღწევად.
ხ
·
პირველ აუცილებელ პირობად იგულისხმება პრობლემის დასმა.
·
პრობლემა
ჩნდება მაშინ, როდესაც შემოსული ინფორმაცია
არ შეესატყვისება არსებულს ან
იგი არასრულია სასურველი მიზნის მისაღწევად.
·
ადამიანი სვამს საკითხს: რა მოხდა? რაში მდგომარეობს
შემჩნეული შეუსატყვისობის მიზები?
·
განვისილოთ მაგალითი. ადამიანი ბრუნდება სასლში,
ამოიღებს ჯიბიდან გასაღებს და ვერ აღებს კარის საკეტს. ადამიანი ჩერდება, გააცნობიერებს
ამჟამად მიმდინარე და წარსულ მოქმედებებს. შეიძლება, თვალსაჩინოდ წარმოიღგინოს წარსული
ვითარება (მაგალითად, სამსახურში ყოფნისას ხელში ატრიალებდა გასაღებს, ხომ არ შეეცვალა
შემთხვევით სხვა გასაღებში
ან იქნებ სხვამ განზრახ შეუცვალა იგი).
·
ამრიგად, პრობლემის
და კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად
ორი ძირითადი ფაქტორია აუცილებელი: აქტუალური სიტუაცია (ამ შემთხვევაში კარის გაღების შეფერხება)
და არსებული მიზანი
(კარის გაღება).
ხ
·
პრობლემის
გადასაწყვეტად აუცილებელია რამდენიმე საფესური: ა)პრობლემური სიტუაციის ნაწილებს შორის მიმართების დადგენა,
ბ)პრობლემის გადაწყვეტის ვარიანტების შეღარება საბოლოო მიზანთან,
[რომელიც პრობლემის
გადაჭრის ცენტრალური მომენტია]
ხ
·
თავად პრობლემები
შეიძლება დავაჯგუფოთ სამ კატეგორიად:
1) პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია გარკვეული სტრუქტურის შექმნა – ნაწილებს
შორის მიმართების გარკვევა;
2) ელემენტები უნდა განლაგდეს, განაწილდეს ისე, რომ ეს ჰასუსობდეს
გარკვეულ კრიტერიუმებს;
3)მიზნის
მისაღწევად საჭიროა ჩატარდეს გარკვეული გარდაქმნები – ტრანსფორმაციები.
·
პირველი ტიპის პრობლემებს მიეკუთვნება ამოცანები, რომლებშიც ადამიანმა უნდა გაარკვიოს სხვადასსვა ლოგიკური
მიმართება, ზოგჯერ მოცემული ნიმუშის ანალოგიით: “გამყიდველი – მყიდველი,
ადეოკატი – კლიენტი, ექიმი – ?.“
·
მეორე ტიპის პრობლემის კარგი მაგალითია ე.წ.
ანაგრამების ამოცანები, რომლებშიც
აზრიანი სიტყვის მიღება შესაძლებელია ასოთა
დარღვეული თანმიმდევრობის აღდგენით (მაგ, იღალძ ან ალიქაქ).
·
მესამე ტიპის ანუ ტრანსფორმაციის პრობლემა წყდება ნაბიჯების დაგეგმილი თანმიმდევრობის მიხედვით. ადამიანმა იცის,
რა უნდა მიიღოს საბოლოოდ. ასეთია, მაგალითად, წყალჭურჭლის ამოცანები, რომლებშიც წყლის
გარკვეული რაოდენობა უნდა მიიღო რამდენიმე ჭურჭლის საშუალებით (მაგ., 100 ლიტრის
მიღება 21-იანი, 127-იანი და 3-ლიტრიანი ჭურჭლების საშუალებით). ამავე კატეგორიას მიეკუთვნება
“ცხვრის, თივის და მგლის” ცნობილი ამოცანა:
როგორ შეიძლება გადაიყვანო მდინარის მეორე ნაპირზე ცხვარი, თივა და მგელი ისე, რომ
მათ ერთმანეთი არ შეჭამონ და ნაეშიც მხოლოდ ორი ობიექტი იყოს განთავსებული.
ხ
·
არჩევენ რამდენიმე
გბას პრომლემის გადასაჭ რელად:
ა) ალგორითმი [ანუ ზუსტი ლოგიკური პროცედურა], რომელიც უზრუნველყოფს
კონკრეტული პრობლემის გადაჭრას. ალგორითმი ხორციელდება“ ნაბიჯ-ნაბიჯ» და ხშირად საკმაოდ
შრომატევადია. მაგალითად, სიტყვის შედგენა ასოების ერ- თობლიობიდან მრავალი
ვარიანტის გადათვლას მოითხოვს. ასეთ შემთხეევაში უფრო ხშირად ევრისტიკას მიმართაქეენ.
ბ)ევრისტიკა – ემპირიული ძიებითი სტრატეგია,
რომელიც გვაძლევს საშუალებას, ზედმეტ შესაძლებლობათა გაცსრილვით უფრო ეფექტურად ვიმსჯელოთ
და მივილოთ გადაწყვეტილება. იგი ჩვეულებრივად უფრო სწრაფი
მეთოდია, თუმცა ნაკლებად ზუსტი, ვიდრე ალგორითმი.
გ) ინსაიტი – უცაბედი,
ხშირად ნოვატორული გადაწყვეტა
რაიმე პრობლემისა . ზოგჯერ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ,
თუ როგორ ვპოულობთ პასუხს. პასუხი თითქოს თავისით მოდის. ცნობილი ფაქტია: მათემატიკოსი უაილზი
წლების განმავლობაში წვალობდა ფერმას თეორემის გადაწყვეტაზე. 7 წლის შემდეგ მას უცბად
გონება „გაუნათდა“ – თავში მოუვიდა “მარტივი
და ელეგანტური გადაწყვეტა”. ამ მომენტს უაილდზი იხსენებს, როგორც „ჯადოსსურ გასხივოსნებას“, რომელმაც გადააწყვეტინა
პრობლემა, რაზეც თავს იტეხავდნენ
მეცნიერები 350 წლის განმავლობაში. ინსაიტის მსგავს მოვლენასთას
გვაქვს საქმე კელერის მიერ აღწერილ შემთსვევაშიც, როდესაც შიმპანზემ უცბად გააერთიანა
ბამბუკის ორი ჯოხი მიმზიდველი ხილის მოსაპოვებლად (იხ. თავი III).
ხ
·
ადამიანებს აქვთ მისწრაფება, დაასაბუთონ „წინასწარ შექმნილი წარმოდგენა“. ექსპერიმენტულად
·
ნაჩვენებია, რომ ადამიანებს არ სურთ მოიპოვონ ინფორმაცია. რომელიც არ შეესატყვისება მათ წინასწარ
მიღებულ შეხედულებებს.
ხ
·
ადამიანს აგრეთვე
უჭირს შეცვალოს ადრე გამოყენებული სტრატეგია.
·
ჩვეულებრივად ამას „აზროვნების შაბლონურობას“
უწოდებენ, რომელიც ზღუდავს
პროდუქტულ აზროვნებას.
·
ადამიანებს უჭირთ, მაგალითად 6 ასანთის ღეროსგან 4
ტოლგვერდა სამკუთხედის შედგენა მხოლოდ იმის გამო, რომ ყველა ეარიანტს ერთ სიბრტყეში
აგებენ.
·
აზროვნების შაბლონურობის მეორე პოპულარული მაგალითია
ე.წ. 9 წერტილის ამოცანა (იხ. ნასაზი), რომელშიც ცდისპირებს ევალებათ 9 წერტილის გაერთიანება
4 სწორი ხაზით ხელაუღებლად. ცდისპირები, როგორც წესი, ვერ ახერხებენ ამ ამოცანის შესრულებას,
რადგანაც ცდილობენ, ყველა ხაზი მოათავსონ მოცემული ოთხკუთხედის შიგნით, თუმცა ეს მოთხოენა
არ არის მოცემული ინსტრუქციაში.
ამ შაბლონის დარლვევის · 325 შემდეგ ამოცანა ადვილად გადაიჭრება.
·
ამრიგად, პრობლემის გადაჭრის შემაფერსებელი ფაქტორია
რიგიდულობა ანუ უუნარობა,
დაინასო პრობლემა ახალი კუთსით.
Комментарии
Отправить комментарий