1)ადამიანთა ჯგუფებში მიმდინარე პროცესები 2)პიროვნებათშორისი ურთიერთობებით გამოწვეული გავლენაგ)აგრესიული ქცევა დ)ალტრუისტული ქცევა
სარჩევი:
§.
I „ჯგუფში მიმდინარე პროცესები“
„ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება“
ჯგუფის გავლენა ჯგუფის წევრის საქმიანობის ეფექტურობაზე
§
2. პიროვნებათშორისი ურთიერთობებით გამოწვეული გავლენა
ტელევიზია და „აგრესიული“ ქცევა
სოციალური გავლენა
· ადამიანი, როგორც საზოგადოებრივი არსება, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტიევობაშია ჩართული.
· საზოგადოების სრულუფლებიან ღა ღირსეულ წეერად ჩამოყალიბება სოციალიზაციის პროცესის შედეგია.
· პიროვნების შემოქმედებითი, ესთეტიკური და ზნეობრივი თვისებები მის სოციალურ ქცევაშიც ვლინდება, სოციალური ქცევის შესწავლისადმი დიდი ისტერესი იმითაც არის გაპირობებული, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასსვა ყაიდის ხალხთან გვიწევს ურთიერთობა: ზოგი მათგანი ა)ოჯახის წეერია, ბ)ახლო მეგობარია, გ)კოლეგაა, დ)თანამდებობით უფროსია, ე)ხელქეეითია, ვ)ზოგი კი უცნობია.
· აღსანიშნავია, რომ ადამიანთა მიერ საზოგადოებრივი აქტივობის განხორციელება მათივე მატერიალურ, სოციალურ და სულიერ მოთხოენილებათა დაკმაყოფილებას განაპირობებს.
· ადამიანს ბოლო ერთ კეირაში მომხდარი ყეელაზე მნიშვნელოვანი მოქლენების გახსენებას თუ ვთხოვთ, სავარაუდოა, რომ ძირითადად ის ვითარებები დასახელდება, რომლებიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება.
ხ
· ადამიანის სოციალური ქცევები ადამიანთა ურთიერთობაში ყალიბდება, რომელშიც გადამწყვეტია „სოციალური გავლენები“.
·
ადამიანთა ურთიერთობას
უფრო ხშირად თან სდევს ამა თუ იმ გავლენის[!] მოხდენა – „ადამიანის ქცევა“
სხვა ადამიანების თანდასწრებით, როგორც წესი, იცვლება[!]. [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
სოციალური ფსიქოლოგია
– ესაა ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის
ადამიანთა ურთიერთობას და ამ დროს
ცალკეული პიროვნების ან მთელი ჯგუფის ფსიქიკაზე ანდა ქცევაზე მომხდარ გავლენებს. [ეს
დაიმახსოვრე]
ხ
§. I „ჯგუფში მიმდინარე პროცესები“
·
ჯგუფში მიმდინარე
პროცესების გააზრება მოიცავს ა)“ჯგუფის თვისებების“, ბ)“ჯგუფში გადაწყვეტილების
მიღების თავისებურების“,
გ)“ადამიანის საქმიანობის ეფექტურობაზე ჯგუფის გავლენის
“ და ვ) ე.წ. „სოციალური სიზარმაცის“ საკითხების განხილვას.[იხ. ქვემოთ]
ხ
· „ჯგუფი“ ორი ან მეტი ადამიანისაგან შემდგარ ერთობლიობად განიხილება, რომლის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობენ.
· ოჯახები, სხვადასხვა შრომითი ორგანიზაციები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები, სპორტული გუნდები, რელიგიური გაერთიანებები და ა. შ. საზო-გადოებაში არსებული „ჯგუფების“მაგალითებია.
· ჯგუფის წევრების სოციალური ქცევის მარეგულირებელ წესებს ჯგუფის ნორმებს[!] უწოდებენ.
მაგალითად, ორკესტრის წევრების ჩაცმულობას, გარკვეული მუსიკალური ნაწარმოების შესრულებას და მსმენელთა მიერ ტაშის დაკვრას გარკვეული ნორმები[წესები] განსაზღვრავს.
· ნორმების[წესების] ერთობლიობას, რომელიც ჯგუფში გარკვეული პოზიციის[ანუ სტატუსის] მქონე ადამიანების ქცევას არეგულირებს – ამ ადამიანების სოციალური როლი[!] ეწოდება.
· ზემოთა მაგალითში თავისი სოციალური როლის მიხედვით ორკესტრის დირიჟორს მუსიკოსების შეწყობილი მოქმედების წარმართვა ევალება, ხოლო დამკერელებმა კი დირიჟორის წარმართველ მოქმედებას მხარი უნდა აუბან ასეთია მათი „სოციალური როლი’’
· ადამიანის ქცევაზე სოციალური ნორმების და სოციალური როლის გავლენის საილუს ტრაციოდ ორ ცნობილ გამოკვლევას აღვწერთ.
·
ადამიანის ქცევაზე იმ
ჯგუფების „სოციალური ნორმები“[წესები] ახდენს ყველაზე მეტ
გავლენას, რომელსაც ეს ადამიანი თავის თავს მიაკუთვნებს. [ეს დაიმახსოვრე]
· ამგვარ ჯგუფებს „ეტალონურ ჯგუფებს “ უწოდებენ.
· „ეტალონური ჯგუფების“ გავლენის კანონზომიერებათა შესწავლის კლასიკური ნიმუშია ტ. ნიუკომბის გამოკვლევა. მან აშშ-ს ქალაქ ბენინგტონში მდიდარი კონსერეატორული ოჯახებიდან გამოსული მდედრობითი სქესის სტუდენტების შეხედულებები შეისწავლა. ეს ოჯახები პირველკურსელთათვის „ეტალონური ჯგუფები“ იყვნენ და ამის შესაბამისად მათი შეხედულებებიც კონსერვატიულობით გამოირჩეოდა. მოულოდნელი არც ის იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში პირველკურსელების უმრავლესობამ (62%) უპირატესობა კონსერვატორ კანდიდატს მიანიჭა. მოულოდნელი კი ის იყო, რომ კონსერვატორ კანდიდატს იმავე ყაიდის ოჯახებიდან გამოსული უფროსკურსელების მხოლოდ 15%-მა დაუჭირა მხარი. რამ განაპირობა ეს შედეგი?
· ტ. ნიუკომბის აზრით, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მის მიერ გამოკელეულ სტუდენტებს ასწავლიდნენ, ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ; მათი სტუდენტებზე სოციალური გავლენა აშკარად სწორედ უფროსკურსელებთან გამოვლინდა.
· უფროსკურსელებისთვის „ეტალონური ჯგუფი“ მათი პროფუსორ-მასწავლებლები და არა საკუთარი ოჯახები გახდა.[აქაური აკაცუკების შეხედულებები სწორედ ასე ჩამოაყალიბეს ლიბერალ კაზიოლმა ლექტორებმა]
· საგულისხმოა ისიც, რომ იგივე ადამიანები ტ. ნიუკომბმა 25 წლის შემდეგ ხელმეორედ შეისწავლა.
· აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას ლიბერალური შეხედულებები არ შეუცვლია.[!][ანუ დღევანდელ უნივერსიტეტებში გამოლიბერალებულ აკაცუკებს აღარაფერი ეშველებათ]
· ისიც აღსანიშნავია,რომ მათ ურთიერთობა ძირითადად. ლიბერალურ შეხედულებათა ხალხთან ჰქონდათ (ამას ადასტურებდა მათი ქორწინების, საზოგადოების სხეადასხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის და ორგანიზაციებისადმი საქველმოქმედო დახმარების მაჩვენებლები).
ხ
· ადამიანის ქცევაზე მძლაერ გავლენას არა მხოლოდ ეტალონური ჯგუფების „სოციალური ნორმები“, არამედ მათივე „სოციალური როლებიც“ ახდენს ამ ჯგუფებში ;
· ამის კლასიკური ნიმუში ზიმბარდოს ცნობილი გამოკელევაა.
· გამოკვლევაში მამრობითი სქესის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი შემთხვევითი არჩევანის წესის, , სავუძეელზე “მეციხოენეთა” და “პატიმართა” ჯგუფებად გაყვეს.
· ექსპერიმენტი ორი კეირის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო.
· “მეციხოევნეებს” უნიფორმა ჩააცვეს, ისინი მათი როლით გათვალისწინებული წესებით მკაცრად ხელმძღვანელობდნენ.
· “პატიმრები” კი სათანადო საკნებში მოათაესეს.
· მკვლევარი[ზიმბარდო] იძულებული გახდა, ექსპერიმენტი 6 დღეში შეეწყვიტა.
· ამის მიზეზი ის იყო, რომ ორიოდე დღეში “მეციხოვნეები” და “პატიმრები” მათთვის შეთავაზებულ როლებში იმდენად შეიჭრნენ, რომ მათ შორის არა მარტო დაძაბული ურთიერთობა დამყარდა, არამედ აშკარა კონფლიქტიც დაიწყო.
· “მეციხოვნეებმა” ბილწსიტყვაობა და უხეში გამოთქმების გამოყენება დაიწყეს, ავტორიტარული და ძალზე აგრესიული მოქმედება გა მოამჟღავნეს.
· თავის მხრივ “პატიმრების” ერთი ნაწილი საკმაოდ დათრგუნული ჩანდა, მეორე კი საოცრად აგრესიულ მოქმედებებს მიმართავდა. მაგალითად, ერთ-ერთმა “პატიმარმა” საჭმლის მიღებაზე უარი თქვა, “მეციხოვნემ” კი ის ამის გამო გამოლანძღა; შელაპარაკება რეალურ ჩხუბში გადაიზარდა.
· “მეციხოენეებმა” ურჩი “პატიმარი” კარცერში მოათავსეს, რაზეც სხვა “პატიმრებმა” პროტესტის ნიშნად საჭმლის მიღებაზე უარი თქვეს და ა. შ.
· ავტორის აზრით, ამ დაუმთავრებელმა ექსპერიმენტმაც კი ადამიანთა ქცევაზე სოციალური როლების (“მეცისოვნე”, “ პატიმარი”) გავლენა სრულიად ნათლად დაგვანახა.
· ამ გამოკვლევამ ხელოვნურად გათამაშებული როლების [!] მძლავრი ეფექტები გვიჩვენა;
· აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია ის,გავლენა, რომელსაც ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლები მათ მიერ მიღებული „როლების“, „თანამდებობებისა“ თუ „სოციალური სტატუსის“ გამო რეალურ ცხოვრებაში განიცდიან.
· ადამიანთა უმრავლესობის ქცევას განაპირობებს არა იმდენად „პიროვნული თვისებები, რამდენადაც მათი „სოციალური როლები“.
ხ
· ადამიანების მხოლოდ უმცირესობა (არაუმეტეს 10-20 %-ისა) თუ იქნება პოსტკონვენციური მორალის დონეზე, ხოლო ახალგაზრდებში ასეთების წილი კიდევ უფრო ნაკლებია (ზიმბარდოს ექსპერიმენტი ხომ სტუდენტებზე ტარდებოდა).
· ამიტომ ახალგაზრდების უდიდესი უმრავლესობა იქცევა უპირატესად არა საკუთარი „ზნეობრივი პრინციპების“ მიხედვით, არა „სინდისის ჩუმი ხმის“ მიხედვით, არამედ „სირცხვილისა“ და „სოციალურ-კონვენციური ნორმების“ შესაბამისად, უფრო მარტივად: ახალგაზრდა იქცევა ისე, როგორც ამას მოითხოვს მისი „გარემომცველი საზოგადოება“[მისთვის „ეტალონური ჯგუფი’’] და მისთვის ამ ჯგუფში განსაზღვრული/ან მასზე დაკისრებული/ან მის მიერ ნებაყოფლობით აღებული „სოციალური როლი“.
ხ
„ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება“
· როგორც „ჯგუფის წევრებს“, ყველა ჩვენგანს ხშირად სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღება გვიწევს.
· ოჯახის წევრები მანქანის შეძენის შესახებ მსჯელობენ, სასწავლო პროგრამების შედგენის დროს პედაგოგიური კოლექტივი ახალი საგნების შემოტანის შესახებ მართავს დისკუსიას, პარლამენტში წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. ეს „ჯგუფური გადაწყვეტილების“ მიღების მაგალითებია.
ხ
· „ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებას“ მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ქვემოთ ზოგიერთ მათგანზე შეეჩერდებით.
· ადრე ითვლებოდა, რომ სამრეწველო და სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებში ძირითადად არა უკიდურეს და სარისკო, არამედ ფრთხილ, კომპრომისულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ხოლო ორგანიზაციებთან შედარებით ცალკეულ ინდივიდების კი უფრო „შემოქმედებითი“ და „ინოვაციური“ გადაწყვეტილებები ახასიათებთ.
·
60-იან წლებში
მკვლევართა შორის ეს გავრცელებული შეხედულება ეჭვის ქვეშ
დადგა.
· ამ პერიოდის კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილებები უფრო დიდი რისკის ხარისხით გამოირჩევა[!!!], ვიდრე იმავე პირების [!] გადაწყვეტილებები, რომელთა მიღება ინდივიდუალურად წარმოებდა.
· ინდივიდუალურთან შედარებით ჯგუფურ ვითარებაში „ უფრო სარისკო გადაწყვეტილებების მიღების მოელენას“ მკელევარებმა „რისკის გადანაცვლება“ უწოდეს.
ხ
· ახალი გამოკელევების თანახმად, ინდივიდუალურად მიღებულ გადაწყვეტილებებთან შედარებით, ჯგუფში მიღებული გადაწყეეტილებები ან „უფრო სარისკო“, ან „უფრო ფრთხილია“. [ეს დაიმახსოვრე]
· ინდივიდუალურ გადაწვყვეტილებასთან შედარებით ჯგუფის მიერ უკიდურესი (ე.ი. ან უფრო სარისკო, ან უფრო ფრთხილი) გადაწყვეტილების მიღების ტენდენცია „ჯგუფის პოლარიზაციის“ ტენდენციის გამოელინებაა.
მაგალითად, ერთ-ერთი გამოკვლევა გვიჩვენებს: რასობრივ შეხედულებათა (დადებითობა-უარყოფითობის თვალსაზრისით) მაღალი და დაბალი მაჩვენებლების ჯგუფებში რასობრივი საკითხების განსილვის შედეგად უფრო მცირე რასობრივი ტენდენციურობის მაჩვენებლის მქონე ჯგუფის წევრებს ეს მაჩვენებელი უფრო შეუმცირდათ, ხოლო მაღალი რასობრივი ტენდენციურობის მქონე ჯგუფის წევრებს კი პირიქით –გაეზარდათ.
ხ
· „ჯგუფის პოლარიზაციის’’ მოვლენის განმსაზღვრელ ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ.
· პირველში „დამარწმუნებელი არგუმენტირება“ იგულისხმება – ჯგუფის წევრებს, რომლებსაც რაიმე მოვლენის მიმართ თავიდან „საშუალო“ დამოკიდებულება ანუ პოზიცია გააჩნიათ, დამარწმუნებელი არგუმენტების მიწოდების შედეგად საწყისი დამოკიდებულება ყველაზე „დამაჯერებელი არგუმენტების“ შინაარსის მიმართულებით ეცვლებათ.
ხოლო თვით
დამარწმუნებელი არგუმენტები ჯგუფს ან სარისკო, ან
ფრთხილი გადაწყვეეტილების მიღებისკენ უბიძგებს.
ხ
· მეორე ფაქტორის როლში „სოციალური შედარება“ გამოდის.
· ჯგუფის წევრებს სურთ, რომ სხვებისთვის ისინი „სოციალურად მიმზიდველი“ იყვნენ, რაც თავის მხრივ,“ ჯგუფთან თანხმობის“ ტენდენციას განსაზღვრავს.
· ანუ როდესაც ჯგუფის წევრი რაიმე საკითხის შესახებ მთლიანად ჯგუფის დამოკიდებულებას აცნობიერებს, მაშინ ის ისეთი პოზიციის დაკავებას ცდილობს, რომელიც ჯგუფისთვის მისაღები და სასურველია.
· ჯგუფის ცალკეული წევრების ამ ტენდენციას, საბოლოოდ, ჯგუფის მიერ ან ძალზე სარისკო, ან ძალზე ფრთხილი გადაწყვეტილების მიღებამდე მივყავართ.
ხ
· ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხშირად მცდარია[!]. [ეს დაიმახსოვრე]
· ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თავისებურება და შეცდომების გამომწვევი მიზეზები ი. ჯენისმა გაანალიზა.
ასეთი შეცდომების საფუძვლად მდებარე პროცესს მან „ჯგუფური აზროვნება’’ უწოდა.
„ჯგუფურ აზროვნებაში“ „მცირე“ და „შეჭიდული“ ჯგუფის მიერ ერთსულოეანი, ნაჩქარევი და უკრიტიკო გადაწყვეტილების მიღების ტენდენცია იგულისსმება.
ხ
· „ჯგუფურად მცდარი გადაწყვეტილების“ მიღების ძირითადი მიზეზია „ჯგუფის წევრების მიერ კოლექტიური თანხმობის, ჰარმონიის მიღწევის მიზნით მათ შორის არსებული შინაგანი, ფარული უთანხმოების უგულებელყოფა“.
ხ
· მაგ. „ შრომითი ჯგუფის’’ წევრებს შორის არსებული მეგობრული, მჭიდრო ურთიერთობა ხშირად ჯგუფის მაღალი პროდუქტულობის საფუძველი ხდება.
მაგრამ, გადაწყვეტილებათა მიღების ვითარებაში, ჯგუფის წევრებს შორის არსებულმა სოლიდარობამ შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
ხ
· უარყოფითი შედეგის მიზეზია „ჯგუფის მაღალი შეჭიდულობა“, „მის წევრებს შორის აზრთა შესაძლო განსხვავების იგნორირება“ და „ჯგუფის ლიდერის დირექტიული მართვის სტილი“ (ხელმძღვანელი ხელქვეითებს მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს, ხოლო ჯგუფის წევრები, თავის მხრივ, ლიდერის მოლოდინს სიამოვნებით ამართლებენ).
ხ
· „ჯგუფური აზროვნების“ [და ჯგუფის მიერ მიღებული მცადარი გადაწყვეტილების] ნათელი მაგალითია ფიდელ კასტროს დამხობის მიზნით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ 1400 კუბელი ემიგრანტის 1961 წელს კუბაში შეჭრის შესახებ აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს აქცია მარცხით დამთავრდა, რის გამოც იმ პერიოდში აშშ-ს პოლიტიკური პრესტიჟი საგრძნობლად დაეცა.
· აღნიშნული გადაწყვეტილება ჯონ კენედის მიერ თავის უახლოეს მრჩეველებთან მოთათბირების შედეგად იქნა მიღებული.
· ამ ბედნავსი გადაწყვეტილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამერიკის ახლადრჩეული პრეზიდენტის გუნდი ზედმეტად შეჭიდული, დარაზმული აღმოჩნდა;
· გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოველი კრიტიკული შენიშენის უგულებელყოფა ან მისი მიჩუმათება ხდებოდა.
· ამას კი, საბოლოოდ, კუბაში შეჭრის შესახებ ბრძანებაზე პრეზიდენტის ხელმოწერა მოჰყვა.
ლიდერობა
· „სოციალურ ჯგუფში“ გადაწყვეტილებებს ხშირად ჯგუფის ლიდერი იღებს.
· ჯგუფის ეფექტური მოქმედების თვალსაზრისით,ლიდერის „როლია“ : ა)კონკრეტული სამოქმედო მიზნების დასახვა, ბ)მათი მიღწევის შესაბამის მოქმედებათა დაგეგმვა ღა წარმართვა.
· ამდენად, ჯგუფის ლიდერია ის, ვინც ყველაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ჯგუფის წევრებზე და მათ ქცევაზე.
· ბუნებრივად ისმის კითხეა: რა განაპირობებს იმას, რომ ჯგუფების წევრთა შორის მსოლოდ კონკრეტული პიროვნებები ხდებიან ლიდერები?
· ამ კითხეაზე პასუხი, თავდაპირველად, ე.წ. “დიდი პიროვნების” შესახებ შექმნილმა და საკმაოდ პოპულარულმა თვალსაზრისმა გასცა.
· ამ შეხედულების თანასმად, იმ პიროვნებებისთვის, რომლებიც ლიდერები ხდებიან, იმთავითვე მყარი და ნათლად გამოკვეთილი ინდივიდუალურ-სოციალური თვისებებია დამახასიათებელი (გონებრივი განვითარების დონე, თვალთახედვისა და ინტერესების სიფართოვე, მჭევგრმეტყველება, სქესი, ასაკი, სიმაღლე, წონა, საკუთარი თავის წარმოჩინების შესაძლებლობა, ემოციების გამოვლენის ფორმა და ხარისხი და ა.შ.ე).
· ივარაუდება, რომ ლიდერის ფორმირებას კონკრეტული პიროვნებისთვის ბუნებრივად “მინიჭებული” ამ თვისებათა თავისებური ერთობლიობა განაპირობებს. მაგალითად, ამ კონცეფციის მიხედვით, სხვას რომ თავი დავანებოთ, ლიდერი საშუალო სიმაღლეზე უფრო მაღალი და, ამავე დროს, მამაკაცი უნდა იყოს.
· რეალურ ცხოვრებაში ეს ზოგადი მოთხოვნა ხშირად ირლვევა, მრავალი მაგალითი სწორედ საწინააღმდეგოზე მიგეანიშნებს (ნაპოლეონი საშუალოზე დაბალი იყო, ხოლო დიღ ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკმაოდ ეფექტურად მართავდა ქალბატონი მარგარეტ ტეტჩერი).
· ცდისეული მონაცემები შემდეგზე მეტყველებს: მიუხედავად იმისა, რომ ქალის მიერ მენეჯერის ფუნქციების შესრულების მიმართ უარყოფითი შინაარსის მიკერძოებული დამოკიდებულება არსებობს, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წევრები დაიჯერებენ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი საკმაოდ კომპეტენტური პიროვნებაა, მაშინ მას ლიდერის როლისთვის სავსებით შესაფერისად ჩათვლიან. მაგალითად, ერთ-ერთ გამოკვლევაში, რომელშიც ოთხი წევრიდან (ორი მამაკაცი და ორი ქალი) შემდგარი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, ცდისპირებს სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტა ევალებოდათ.
· როდესაც ცდისპირებს ჯგუფის წევრების შესახებ არავითარ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, მაშინ მათთვის მიცემული დავალების შესრულებაში წამყვან როლს მამაკაცები ასრულებლნენ.
· იმ შემთხვევაში კი, როდესაც ცდისპირებს შეატყობინეს, რომ გამოკვლევაში მონაწილე ქალები, მათთვის მიცემული დავალების თვალსაზრისით, სავესებით კომპეტენტურები და მაღალი ინტელექტის მქონენი არიან, მაშინ ჯგუფის ლიდერის წარმოქმნაში მონაწილეთა სქესს არავითარი მსიშენელობა აღარ აღმოაჩნდა.
ხ
· ლიდერის ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებზე ორიენტირებული თეორიული მიდგომა, როგორც მრავალი კელევითი მონაცემი გვიჩვენებს, მთლიანობაში უნაყოფო აღმოჩნდა.
· დღეს მკვლევართა უმრავლესობა იმ აზრს იზიარებს, რომ ლიდერის მიერ გამოყენებულ ხელმძღვანელობის სტილს და მისი მოქმედების ეფექტურობას არსებული ვითარების თავისებურება განსაზღვრავს.
· ჯგუფის ლიდერი ის პიროვნება ხდება, რომლის ქცევა მოცემული სიტუაციის [!] სპეციფიკურ მოთსოვნებს შეესაბამება და აკმაყოფილებს.[!!!!] [ეს დაიმახსოვრე]
· მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის კრიზისულ ვითარებაში დიდი ბრიტანეთის ლიდერის როლი უინსტონ ჩერჩილს ერგო. ამავე დროს, საგულისხმოა, რომ ომამდე და ომის შემდეგ, ანუ მშვიდობის პერიოდში ბრიტანელებს ის თავის ლიდერად არ აურჩევიათ.
· ინდივიდუალურმა ნიშან-თვისებებმა, რომლებიც ამ პიროვნებას ჰქონდა, იგი მხოლოდ ომიანობის ვითარებაში წარმოაჩინა წარმატებულ ლიდერად.
ხ
· გასული საუკუნის 40-იან წლებში მკვლევართა ყურადღება „ლიდერობის სტილზე“ გამახვილდა (ანუ ჯგუფის წევრებზე ჯგუფის ლიდერის ზემოქმედების „ფორმაზე’’).
· ამ კვლევებს საფუძველი კ. ლევინმა ჩაუყარა.
· მის ერთ-ერთ კლასიკურ გამოკელევაში ცდისპირები (ათი წლის ბიჭები) შემთხვევითი არჩევანის წესით სამ ჯგუფად დაყვეს. შრომის გაკვეთილზე ბიჭები მასწავლებლის ხელმძღვანელობით ნაკეთობებს ამზადებდენენ (სადღესასწაულო ცერემონიალისთვის კოსტიუმების კერვა და ნიღბების კეთება). პედაგოგის მიერ მოსწავლეთა საქმიანობის წარმართვის ფორმა სხვადასხსვაგვარი იყო. ერთ შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებეს ერთპიროვნულად მასწავლებელი იღებდა (ავტორიტარული მართვის სტილი); მეორე შემთხვევაში ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯგუფის ყველა წეერს რთავდა და საბოლოო არჩევანს ჯგუფი აკეთებდა (დემოკრატი-ული მართვის სტილი); მესამე შემთხვევაში პედაგოგი მოზარდების საქმიანობაში თითქმის არ ერეოდა და ისინი ფაქტობრივად “ბედის ანაბარა” იყვნენ მიტოვებული (ლიბერალური მართვის სტილი).
· ამ ექსპერიმენტის მონაცემებმა შემდეგი აჩვენა.
· ავტოკრატული სტილით მართვის დროს ცდისპირთა საქმიანობა მაღალპროდუქტიული აღმოჩნდა, ხოლო საკუთრივ საქმიანობით მოზარდები ნაკლებად იყვენენ კმაყოფილი.
· დემოკრატიული სტილით მართვის შემთხვევაში, სხვა ჯგუფის წევრებთან შედარებით, მოზარდებმა საქმიანობისადმი მეტი დაინტერესება გამოავლინეს, ისინი უფრო კმაყოფილებიც იყვნენ და პროდუქციის ხარისხიც უკეთესი იყო.
· ლიბერალური მართვის სტილით წარმართულმა საქმიანობამ შედეგიც უარესი გამოიღო და ცდისპირთა აშკარა უკმაყოფილებაც გამოიწვია.
· ლევინის მიერ გამოყოფილი „ლიდერობის ფორმებისა“ და სათანადო მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე, მისმა მიმდევრებმა მრავალმხრივი კვლევა-ძიება განახორციელეს მრეწეელობის სფეროში.
ხ
· პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით სავსებით კონკრეტული კითხეა ჩნდება: რა განაპირობებს ლიდერობის ქმედითობას?
· ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია:
ჯგუფის ფუნქციონირების ეფექტურობას განაპირობებს ა)ხელქვეითებთან ლიდერის ურთიერთობისა
და
ბ)მოცემული ვითარების -ოპტიმალური შესაბამისობა.
ამ მიდგომის გამზიარებელთა აზრით,
ლიდერობის ორი ფორმა უნდა
გამოიყოს.
1) „საქმიანობაზე ორიენტირებული ლიდერი“, ის ძირითადად, მომუშავეთა შრომითი საქმიანობის დაგეგმვას, ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და გაკონტროლებას ცდილობს. ამ შემთხვევაში საკითხი ლიდერის მიერ თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას ეხება. საქმეზე ორიენტირებული ლიდერობის სტილი შრომითი და საორგანიზაციო მიზნების განხორციელებაზეა მიმართული.[მაგ. ლუის ენრიკე პსჟ-ს მწვრთნელი]
2) „ურთიერთობაზე ორიენტირებული ლიდერი“ ხელქვეითების მიმართ გულახდილობის, პატივისცემის, მზრუნეელობისა და ნდობის გამოელენას ანიჭებს უპირატესობას. ამგვარი ფორმით ლიდერის მოქმედება, რასაკვირველია, ხელქვეითებთან მისი “ძმაბიჭური” დამოკიდებულების არსებობას სრულიადაც არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში ლიდერის მიერ ჯგუფის წევრების მიზნებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებასთან, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათ აქტიურ ჩართვასთან და მჭიდრო კომუნიკაციასთან გვაქვს საქმე. [მაგ.კარლო ანჩელოტი „რეალის’’ და ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი]
ამ თვალსაზრისის თანახმად, „საქმეზე
ორიენტირებული ლიდერი“ უფრო ეფექტურად მაშინ მოქმედებს, როდესაც შრომითი ვითარება
მისთვის ან „ძალზე ხელსაყრელია“ ან პირიქით – „საკმაოდ არახელსაყრელი“.
ხოლო „ურთიერთობებზე ორიენტირებული
ლიდერის“ მოქმედება
უფრო ეფექტურია „საშუალო დონის ხელსაყრელ სამუშაო სიტუაციაში“.
ჯგუფის გავლენა
ჯგუფის წევრის საქმიანობის ეფექტურობაზე
·
„სოციალურ-ფსიქოლოგიური მოვლენების’’ პირველივე
კელევებმა ნათლად დაგვანახა,
რომ ინდივიდუალური საქმიანობის ვითარებასთან შედარებით, ადამიანი მაშინ მოქმედებს უკეთ, როდესაც ის სხვებს
ეჯიბრება[!]. [მაგ. შეჯიბრი
კვარა-ბარკოლა]
ხ
·
შემდგომში ფ. ოლპორტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა
გვიჩვენა, რომ ადამიანები სხვადასხვა შინაარსის დავალებებს უკეთ არა ცალ-ცალკე ოთახებში, არამედ
„ერთ საერთო ოთახში“[ერთ სივრცეში] ყოფნის დროს ასრულებენ.
·
ანუ არა მხოლოდ შეჯიბრი და კონკურენცია, არამედ სხვათა უბრალო
თანდასწრება ადამიანის მიერ დავალების შესრულების გაუმჯობესებას
განაპირობებს.
·
ამ მოვლენას „სოციალურ ფასილიტაციას“ (ხელის შეწყობას) უწოდებენ.
·
„ სოციალური
ფასილიტაცია“ სხვათა თანდასწრების გამო ადამიანის
მიერ დავალების შესრულების გაუმჯობესებას ნიშნავს.
ხ
·
მომდევნო ემპირიულმა კვლევამ „საქმიანობის ეფექტურობაზე
ჯგუფის გავლენის“ არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი
შედეგებიც გამოავლინა.
·
უკანასკნელს „სოციალური
ხელისშეშლის მოვლენა“ უწოდეს.
·
აღმოჩნდა, რომ ჯგუფის გავლენით
ადამიანის მოქმედების გაუმჯობესება მხოლოდ შედარებით
მარტივი დავალებების შესრულების დროს ხდება; საწინააღმდეგო ვითარებასთან გვაქვს
საქმე, როდესაც ადამიანი შედარებით რთულ დავალებებს
ასრულებს. [მაგ პენალტების
სერია მატჩში ჰოლანდია - მაროკო ,ჰოლანდიიის ფეხბურთელებმა 3 პენალტი გააფუჭეს და გავარდნენ გათამაშებიდან]
·
გარდა ამისა, სხვათა თანდასწრება ადამიანის მიერ შედარებით კარგად ათვისებულ ანუ დასწავლილ დავალებათა (მოქმედებათა) შესრულებაზე
დადებითად მოქმედებს,[მაგ. კვარას ტირაჯირო] ხოლო ნაკლებად ან ცუდად დასწავლილ
დავალებათა (მოქმედებათა) შესრულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.[ მაგ. კვარას საჯარიმოდან დარტყმები
და კუთხურები]
ხ
·
„სოციალური ფასილიტაციის“ და „საქმიანობის ეფექტურობას“ შორის
არსებული კავშირის ახსნის დროს შეიძლება ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ცნობილ პრინციპს დავეყრდნოთ,
რომლის თანახმად, „დომინირებულ რეაქციას’’ ადამიანში
მიმდინარე აგზნება უფრო მეტად აძლიერებს“[!].
„გაზრდილი“
აგზნება მარტივი
ამოცანების გადაჭრას აუმჯობესებს, რომლის დროსაც „სწორი ამოხსნა“ დომინირებული
რეაქციის როლში გამოდის;
მაგალითად,
მარტივ ანაგრამებს ადამიანები ადვილად ხსნიან,
როდესაც ისინი აგზნებული არიან.
რთული ანაგრამების შემთხვევაში, რომელშიც
სწორი პასუხები უშუალოდ, თავისთავად არ ჩანს, გაზრდილი აგზნება „არასწორ“
რეაქციებს იწვეეს.
·
აღნიშნული პრინციპის თანასმად, სავარაუდოა, რომ სხვათა თანდასწრება აღაგზნებს ადამიანს
ან მის დაძაბულ მდგომარეობას აძლიერებს.
·
„აუდიტორიის წინაშე გამოსვლა“ ადამიანთა
უმრავლესობაში მღელეარების და დაძაბულობის განცდას იწვევს.
·
თუ „სოციალური დაძაბულობის განცდა“ დომინირებულ რეაქციებს აძლიერებს, მაშინ მან
ადამიანის მიერ მარტივი
დავალების შესრულებას ხელი
უნდა შეუწყოს, ხოლო იგივე მდგომარეობა რთული დავალების
შესრულებისთვის ხელშემშლელი
უნდა იყოს.
·
ეს ყოველივე ექსპერიმენტულად იქნა დადასტურებული.
„სოციალური სიზარმაცე“
·
XX საუკუნის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის კოლექტიური შრომისუნარიანობა მისი ცალკეული წეერის შრომისუნარიანობათა
ჯამის ნახევარს არ აღემატება.
·
ამ შედეგის თანახმად, “ძალა ერთობაშია” დევიზის საწინააღმდეგოდ, ინდივიდუალურ ძალისხმევასთან შედარებით ერთიანი მოქმედების შემთხვევაში ჯგუფის ცალკეულმა
წევრებმა მოქმედების ნაკლები მოტივაცია შეიძლება გამოამჟღავნონ.
·
ეს, თავის მხრივ, ჯგუფის ფუნქციონირების ეფექტურობაზეც ახდენს გავლენას.
·
ინდივიდუალურ აქტივობასთან
შედარებით ჯგუფური მოქმედების ნაკლები პროდუქტიულობის
მოვლენას[!] „სოციალური სიზარმაცე“ ეწოდება.[ამ ტერმინის განმარტება დაიმახსოვრე]
ხ
·
„სოციალური სიზარმაცის“ განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლა დღესაც მკვლევართა დიდ
ინტერესს იწვევს.
·
ამგვარი კვლევის კლასიკურ ვარიანტში ბაგირის
გადაძლევის სპეციალური
დანადგარი გამოიყენება.
·
თვალებახვეული ცდისპირები ამ დანადგარის პირველ პოზიციას იკავებენ.
·
ბაგირის თავისკენ გადაძლევის მიზნით ცდისპირებს ევალებათ,
ამ მცდელობაში რაც შეიძლება მეტი ძალისსმევა
გამოავლინონ.
·
საგულისხმო ისაა, რომ როდესაც ცდისპირებს აჯერებენ მათი ძალისხმევის ინდივიდუალურ
და არა კოლექტიურ ხასიათში, მაშინ მათ მიერ გამოელენილი
ძალისხმევის მაჩვენებელი 18%-ით იზრდება.
ხ
·
მსგავსი შედეგია მიღებული ე.წ. „იმიტაციურ გამოკვლევებში“, მაგალითად, ველოტრენაჟორის
პედალებს ცდისპირები უფრო ინტენსიურად ატრიალებენ
მაშინ, როდესაც სჯერათ, რომ მათ არა კოლექტიური, არამედ „ინდივიდუალური
მოქმედების პირობებში“
აკვირდებიან.
ხ
·
„ სოციალური სიზარმაცის“ საფუძვლად მდებარე
სოციალურფსიქოლოგიური მექანიზმების თვალსაზრისით ორი პრინციპია აღსანიშნავი.
·
პირველი პრინციპის თანახმად, რომელსაც „პასუხისმგებლობის განაწილებას“ უწოდებენ,
„სოციალური სიზარმაცის“ მოვლენას ადგილი
აქეს მაშინ, როდესაც რაიმე აქტივობის დროს ჯგუფის წევრები საერთო საქმეში თავისი წვლილის
ანონიმურობას განიცდიან,ანუ როდესაც მათ სჯერათ, რომ კოლექტიური მოქმედების
საბოლოო შედეგში მათი წვლილი უცნობია.
·
ასეთ ვითარებაში ადამიანი განხორციელებულ საქმიანობაში ძალისხმევას
ანუ მოტივაციას მნიშვნელოვნად ამცირებს.
·
„პასუხისმგებლობის განაწილების“ პრინციპი
იმაზეც მიგვანიშნებს, რომ „სოციალური სიზარმაცის“ თავიდან
აცილება ჯგუფის წევრებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებით შეიძლება, რომლის
თანახმად საერთო საქმიანობაში ყოველი მათგანის ინდივიდუალური. წვლილი დამკვირვებლისთვის იქნება ცნობილი
და ის მას შეაფასებს.
ხ
·
„სოციალური სიზარმაცის“ ამხსნელი მეორე თვალსაზრისის თანახმად,
რომელსაც „თანასწორობის ანუ სამართლიანობის პრინციპი“ ეწოდება, ეს მოვლენა[„სოციალური სიზარმაცე’’] დაკავშირებულია ჯგუფის წევრების ძალისხმევის განაწილების რაგვარობასთან.
·
ჯგუფის კონკრეტული
წევრის სუბიექტური ვარაუდით,
აქტივობაში ჩაბმული ჯგუფის სხვა წევრები მასზე ნაკლებ
ძალისხმევას ახორციელებენ;
ის ე.წ. შრომის „სამართლიანი“
განაწილების პრინციპით ხელმძღვანელობს.
მაგალითად, ოფიციანტი, რომელსაც მიაჩნია, რომ სხვა ოფიციანტები მასთან შედარებით
უფრო ნაკლებ მაგიდებს ემსახურებიან, შრომის
სამართლიანი განაწილების პრინციპის დაცეის მიბნით, ნაკლებ ხალხს მოემსახურება.
იმ ვითარებაში კი, როდესაც სამართლიან ადამიანს მიაჩნია, რომ ჯგუფის სხვა წევრებიც ისეთივე აქტიურები
არიან, როგორც თვითონ, ის თავის მოქმედებაში „სოციალური
სიზარმაცის“ ტაქტიკას აღარ გამოიყენებს.
§ 2. პიროვნებათშორისი
ურთიერთობებით გამოწვეული გავლენა
·
„კონფორმულობა“, „დამთმობლობა“ და „მორჩილება“ ადამიანებზე „პიროენებათშორისი ურთიერთობების“ გავლენის
ფორმებია.
·
„სოციალური გავლენის“
ამ ფორმებს ქვემოთ ცალცალკე განეიხილაეთ.
„კონფორმულობა“
·
„კონფორმული
ქცევის“ ხატოვანი მაგალითია შემდეგი: “უეცრად ვიღაც
ადგილიდან მოწყდა და გაიქცა. შესაძლოა, ამ ადამიანს უბრალოდ გაახსენდა, რომ მას ცოლთან
შეხვედრაზე ძალზე აგვიანდებოდა. რა მიზეზიც უნდა ყოფილიყო, ის ბროუდ-სტრიტით აღმოსავლეთის
მიმართულებით გაქანდა (შეიძლება რესტორან “მრამორის” მიმართულებით, რომელშიც, ჩვეულებრიე,
ცოლს პაემანს უნიშნავენ).
მალე მას კიდევ ერთი მორბენალი – ეტყობა მეგაზეთე ბიჭი – შეუერთდა.
შემდეგ კი კიდევ ერთმა წარმოსადეგმა, საქმიანი გარეგნობის ჯენტლმენმაც უეცრად
მოქუსლა..
მოკლედ, ათი წუთის შემდეგ გარბოდა ყველა, ვინც კი ჰაი–სტრიტზე დეპოს და სასამართლოს
შენობას შორის იმჟამად იმყოფებოდა.
თანდათანობით შეუწყობელ მრავალხმიანობაში საშინელი სიტყვა “კაშხალი” გამოიკვეთა.
უცნობია ის, თუ პირველმა ვინ დაიყვირა: “კაშხალი გაირღვა – ტრამვაიში მყოფმა უსუსურმა
მოხუცმა ქალმა, ან მოძრაობის მარეგულირებელმა პოლიციელმა, ან რომელიმე ბიჭუნამ, ამას
ხომ მნიშვნელობა არცა აქვს. ორი ათასი ადამიანი უმიზებოდ ერთი მიმართულებით გარბოდა.
ხალხში გაისმა: “აღმოსავლეთისაკენ,
ანუ შორს მდინარისაგან, უსაფრთხო ადგილისკენ...’’
·
ეს მაგალითი „ადამიანის კონფორმულობის“ ბუნებას კარგად გამოხატაეს.
ერთი თუ ორი ადამიანი, მსოლოდ მათთეის გასაგები მიზების გამო,
გარკ ვეული მიმართულებით გაიქცა და ეს სავსებით საკმარისი ალღმოჩნდა
იმისთვის, რათა დროის მოკლე მონაკვეთში მათ ყველა ასდევნებოდა.
·
რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ „ყველა“ გარბოდა!
·
„კონფორმულობის“ ექსპერიმენტული კელევა ს. ეშის სახელთან არის დაკავშირებული.
მის მიერ ჩატარებული კვლევების კლასიკური ვარიანტი შემდეგია.
·
სტუდენტების ჯგუფს (7-9 ადამიანი) მიწოდებული ხაზების სიგრძის შეფასება ევალებათ. ერთ ნახატზე სამი განსხეავებული
სიგრძის ხაზია ნაჩვენები, ხოლო მეორეზე – ერთი, ცდისპირებს სამი ხაზიდან იმ ხაზების ამორჩევა ევალებათ,
რომლებიც, მათი აზრით, ცალკე მოცემული სწორი ხაზის ტოლია.
·
ექსპერიმენტი ორ ვარიანტად – ინდივიდუალურად
და ჯგუფურად ტარდება. ექსპერიმენტის ინდივიდუალურ
ვარიანტში სწორი პასუსების რაოდენობა ფაქტობრივად ას პროცენტს უდრიდა.
·
ექსპერიმენტის ჯგუფური ვარიანტი ე.წ. “ცრუმაგიერი” (ყალბი, ანუ
ექსპერიმენტატორთან “შეკრული” ცდისპირების გამოყენებით ტარდებოდა.
·
“ცრუმაგიერი” ცდისპირები,
რომელთა რაოდენობა შეიდკაციან ჯგუფში ექვსს უდრიდა, განგებ მცდარ პასუხებს იძლეოდნენ.
·
მხოლოდ მათი შეფასებების შემდეგ ერთი
“გულუბყვილო” ცდისპირი მოცემულ ხაზებს თავის შეფასებას აძლევდა.
·
მრავალმხრივმა და მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ
“გულუბყვილო” ცდისპირთა 37% “ცრუმაგიერი” ცდისპირების
მცდარ შეფასებებს იმეორებდა, რაც „კონფორმულობის“ მაჩვენებელია.
ხ
·
ემპირიულმა კვლევამ ისიც გვიჩვენა, რომ კონფორმულობის ორი სახე,“გარეგანი“ და „შინაგანი“ კონფორმულობა არსებობს.
·
პირველ შემთხვევაში ადამიანი უმრავლესობის
აზრს მხოლოდ მათ დასანახად ანუ გარეგნულად ეთანხმება, ისე, რომ მას შინაგანი:
თანხმობის განცდა არა აქვს.
·
მეორე შემთხვევაში კი ადამიანი „რეალურად“ ეთანხმება ჯგუფის წევრების შეფასებას
და მას ითავისებს.
ხ
·
ზოგადად კი „კონფორმულობა“ შეიძლება
განვმარტოთ, როგორც ჯგუფის რეალური ან წარმოსახული ზეწოლის შედეგად
ადამიანის აზრის და ქცევის
„გარეგანი“ ან „რეალური“ შეცვლა.[!!!] [„კონფორმულობის’’
ცნების
ეს განმარტება დაიმახსოვრე]
ხ
·
„კონფორმიზმის’’ განმსაზღვრელი ფაქტორების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ეს მოვლენა „ჯგუფის მახასიათებლებით“ არის განპირობებული.
·
მაგ.„ყველაზე დიდ კონფორმულობას“ ადამიანი მაშინ ავლენს, როდესაც იგი „მისთვის „მიმზიდველი’’ და „დიდი სტატუსის“ მქონე
ჯგუფის სამი ან მეტი წევრის აზრს
უპირისპირდება.
·
კონფორმულობის დიდი მაჩვენებელი ვლინდება მაშინაც, როდესაც ადამიანი პასუხებს (ე.ი. „თავის შეფასებებს“) საჯაროდ ( ე.ი. „ჯგუფის წევრების თანდასწრებით“) იძლევა.[!!!]
„დამთმობლობა“
·
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს მის გარშემო მყოფნი მრავალი სახის „თხოენით“ მიმართავენ.
ახლობელი –- ფულის სესხებას, მეგობარი – მისი მანქანით სადმე წასელას,
გამყიდველი
– რაიმე პროდუქციის შეძენას.
·
პროცესს, რომლის დროსაც ადამიანი
„სხვების
თხოვნის“ შესაბამისად იქცევა, ისე,
რომ ამ ქცევის განუხორციელებლობის შემთხეეეაში მას დასჯის ან დანაკარგის შიში არ გააჩნია, „დამთმობლობა“ ეწოდება[!!!].[ ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
დავუშვათ მსჯელობა კი ისეთ ვითარებას ეხება, როდესაც რაიმე რთულად შესასრულებელ საქმეში ადამიანს ვინმეს მხარდაჭერა ესაჭიროება;
ამავე დროს იმის დაყოლიება,
ვისაც ამგვარი მხარდაჭერის უნარი და შესაძლებლობა აქეს, ძალზე ძნელი და შეუძლებელიც
კი შეიძლება იყოს. რა უნდა მოიმოქმედოს
ასეთ ვითარებაში ადამიანმა?
·
ერთ-ერთი შესაძლებლობაა[სტრატეგიაა] „ჩაფიქრებულ ღონისძიებაში“
მიზანში ამოღებული
ადამიანის „თანდათანობით ჩართვა“ ანუ “ჩათრევა”.
·
როგორც კი ეს ადამიანი „მცირე დათმობაზე“ წავა, ამის შემდეგ მეტის მოთხოვნის შემთხვევაში,
მისი დათანხმების ალბათობაც მნიშენელოენად იზრდება.
·
„დათანხმების“[დაყოლიების] ეს ხერხი, რომელსაც “კარში ფეხის ჩადგმა” ეწოდება, ემპირიულად მრავალმხრივ
იქნა შესწავლილი.
·
ერთ-ერთ გამოკვლევაში ავტორები შეეცადნენ სახლის პატრონები
იმაში დაერწმუნებინათ, რომ მათ საკუთარ სახლთან გაეკრათ უზარმაზარი პლაკატი წარწერით
“საჭესთან ყოფნის დროს ფხიზლად იყავით!” იმის გამო, რომ პლაკატი ძალზე უხეირო და პრიმიტიულად
პროპაგანდისტული იყო, მაცხოვრებელთა უმრავლესობამ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა, თანხმობა
მაცხოვრებელთა მხოლოდ I7%-მა გამოთქვა. ამავე დროს, სახლის პატრონების მეორე ჯგუფს
ექსპჰერიმენტატორმა წინასწარ “გული მოულბო”, მან, ასე ვთქვათ, მასპინძლების “კარში
ფეხი ჩადგა” – მანქანის
უსაფრთხო მართვის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელის მოწერა სთხოვა.
რამოდენიმე კვირის შემდეგ იმავე პლაკატის
გაკვრის თხოვნით იგივე ხალხი მეორე ექსპერიმენტატორმა ჩამოიარა. შედეგებმა აჩვენა,
რომ ამ თხოვნას მაცსოვრებელთა 55% დაეთანხმდა.
·
ადამიანის „დათმობაზე წამოყვანის’’ ეს ხერხი ეფექტურია იმის გამო, რომ ადამიანის მიერ ვინმესადმი მცირე სამსახურის გაწევა მასზე იმთავითვე
გავლენას ახდენს
რათა მან შემდგომში უფრო მნიშვნელოვან თხოვნაზე
თანხმობა განაცხადოს.
·
ისმის კითსვა: რა განაპირობებს
“კარში ფეხის ჩადგმის” ეფექტურობას?
·
ახსნის ერთ-ერთი ვარიანტის
თანახმად, ადამიანი საკუთარი სოციალური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესახებ
ცოდნას თავისივე განხორციელებული ქცევების საფუძველზე იღებს. თუ ადამიანი მცირე დათმობაზე ნებაყოფლობით მიდის, ამ შემთხვევაში ის თავის თავს „სხვების დამხმარე პიროვნებად“ განიხილავს.
·
საკუთარ “მე”-ს შესახებ მისი წარმოდგენა თანამიმდევრული რომ იყოს, ამისთვის ის შემდგომში „სხვა თხოვნებსაც“ უნდა დაეთანხმოს.
„მორჩილება“
·
„სოციალური გავლენის“ ფორმათა შორის „მორჩილების“ მოელენა ამჟამად მკვლევართა
ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.
·
„მორჩილებას“ უწოდებენ
ადამიანის ქცევას, რომელიც „ავტორიტეტის“ (გარკვეული ძალაუფლების
მქონე პირის) ზეწოლის
გამო ხორციელდება. [დაიმახსორე]
·
ადამიანთა ამგვარი ქცევის ნიმუში ძალიან ბევრია.
·
ფაშისტურ გერმანიაში კაცობრიობის საწინააღმდეგო უამრავი
დანაშაული იქნა ჩადენილი.
·
ცნობილია ისიც, რომ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში
გუშაგად მომუშავე მრავალი ადამიანი ომამდე და მის შემდეგ ცხოვრების წუნდაუდებელ წესს მისდევდა.
·
ამ ადამიანების „ფაშისტურ დანაშაულებებში“ თანამონაწილეობის გაგებისთვის
საჭიროა თავისებური სოციალური ვითარების არსებობის დაშვება, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს არაჩვეულებრივი დანაშაულებებისკენ
უბიძგებს.
ხ
·
ანდა გავიხილოთ „სოციალური გავლენის“ ის ფორმები, რომლებიც ასი ათასობით ადამიანს სხვადასხვა რელიგიურ სექტებში აერთიანებს.
·
ამ სექტების დამაარსებლები
მათი მიმდევრების მიმართ ხელმძღვანელობენ პრინციპით “ჩემი სურვილი თქვენი სურვილი უნდა იყოს”.
·
ამგვარ სექტებში გაწევრიანება
ხშირად უაზრო და საშინელი შედეგებით მთავრდება;
·
მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის 900-ზე მეტმა წარმომადგენელმა
სექტის ლიდერის ბრძანება შეასრულა და ჯგუფურად მოიკლა თავი.
·
ასეთ[მსგავს] შემთხვევებში „სოციალური ზეწოლის“
გამო ერთი ადამიანი მეორეს ან საკუთარ
თაეს შეგნებულად ზიანს აყენებს, რაც სავალალო შედეგით მთავრდება.
ხ
·
„მორჩილების“ ფენომენის ყველაზე ცნობილი გამოკვლევა ს. მილგრემის მიერ იყო ჩატარებული.
·
ცდისპირებს ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, რომ
ისინი მონაწილეობას იღებენ „ადამიანის მეხსიერების“ და „დასწავლის
პროცესების“ შესწავლაში.
·
ცდისპირების ერთი ნაწილი ექსპერიმენტში “მასწავლებლის”, ხოლო მეორე “მოსწავლის”
როლს ასრულებს.
·
ამ უკანასკნელს[მოსწავლეს] მაჯებზე
ელექტროდებს უკეთებენ და სკამზე სარტყელებით ამაგრებენ.
·
“მოწაფეს” ევალება მიწოდებული სიტყვების წყების დამახსოერება.
·
“მასწავლებელი” კი პულტთან ზის და “მოსწავლის” პასუხებს
აღნუსხავს.
·
მცდარი პასუხების შემთხვევაში “მასწავლებელი” პულტის
სათანადო ღილაკზე დაჭერით ელექტროდენის დარტყმით ”მოსწავლეს” არასწორი პასუსისთვის სჯის.
·
ამასთან, “მოსწავლე” ე.წ. “ცრუმაგიერი”
ცდისპირია (მსახიობი, რომელიც “დასჯის” სხვადასხვა სიძლიერეზე განსხვავებულ განცდებს
გამოხატაეს).
·
კვლევაში საკითხი შემდეგნაირად იყო დასმული: ავტორიტეტის
(ამ შემთხვევაში ექსპერიმენტატორი) ზეწოლის
გამო “მასწავლებელი”
(გულუბრყვილო ცდისპირი) რა ინტენსივობის დასჯაზე შეიძლება
წავიდეს; იტყვის თუ არა ის უარს ექსპერიმენტის გაგრძელებაზე და ამას როდის გააკეთებს?
“მოსწავლის”
დასჯის სიძლიერე I-დან
დაწყებული 450-ვოლტამდე მერყეობდა.
·
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: მილგრემმა კველევის
დაწყებამდე საზოგადოების სხვადასხვა ფენის
წარმომადგენლების გამოკითხვა ჩაატარა, რომლის დროსაც რესპონდენტებს ეკითხებოდა,
თუ როგორ მოიქცევიან ისინი აღწერილ ექსპერიმენტულ სიტუაციაში
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა ადამიანების უმრავლესობაც, “მოსწავლის”
მიერ ტკივილის განცდის შემთხვევაში ექსპერიმენტის გაგრძელებაზე უარს იტყვის, ხოლო 450 ვოლტით დასჯის გამოყენებას მხოლოდ აშკარა
პათოლოგიური ფსიქიკის ადამიანი თუ დაეთანხმება.
·
კვლევის შედეგებმა კი საწინააღმდეგო გამოავლინა – ცდისპირთა (“მასწავლებლები”)
2/3-მა მიუხედავად იმისა, რომ “მოსწავლისთვის” ტანჯვის მომგერელი ტკივილი
უნდა მიეყენებინათ, ექსპერიმენტში მონაწილეობის
გაგრძელებაზე უარი არ თქვა.
·
მომდევნო გამოკვლევებმა მსგავსი შედეგი სხვადასსვა კულტურის წარმომადგენლებშიც დაადასტურა.
·
მილგრემის თანასმად, ცდისპირების უმრავლესობის შეცდომა
იმით იწყება, რომ ისინი ექსპერიმენტულ ვითარებას “ზნეობრივი არჩევანის სიტუაციად” არ აღიქვამენ;
·
მინდობილნი არიან რა ავტოროტეტს (ექსპერიმენტატორი), ეს ადამიანები
ავტორიტეტის “აგენტის’’ ანუ დეპერსონირებული წარმომადგენლის როლში გვევლინებიან.
·
თავისი ცდისპირების “მორალურ დაცემას” მკვლევარი შემდეგნაირად აღწერს: ადამიანებს სურთ არა მხოლოდ სხვის,
არამედ საკუთარ თვალშიც კარგად გამოიყურებოდნენ. პიროვნების “იდეალური მე” შინაგანი
შემაკავებელი რეგულაციის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება იყოს. ულმობელი საქციელის ჩადენის
ცდუნების შემთსვევაში, ადამიანმა თავისი “მე-ხატისათვის” საქციელიდან გამომდინარე შედეგები
შეიძლება შეაფასოს და ამგვარი საქციელისაგან თავი შეიკავოს. მაგრამ როდესაც პიროვნება
ავტორიტეტის „აგენტის“ დონეზეა დაყვანილი, მაშინ შეფასების ეს მექანიზმი აღარ არსებობს;
რადგან მოქმედება უკვე თვით პიროვნების მოტივებიდან
აღარ გამომდინარეობს, ამიტომ იგი მის “მე-ხატში” არ აისახება და საკუთარი თავის შესახებ
წარმოდგენაზე გავლენას არ ახდენს. ამდენად, როდესაც ადამიანი
რაიმეს მხოლოდ „ბრძანების“ გამო ასრულებს, მაშინ, ზნეობრივი თვალსაზრისით,
მას მოქმედება ნეიტრალურად მიაჩნია და საკუთარი თავიდან მომდინარედ აღარ განიცდის. [ეს კარგად ხსნის რატომ არ აწუხებთ აგენტებს სინდისი]
]
ხ
§ 3. აგრესია
·
აგრესია ადამიანის
ანტისოციალური ქცევის
უკიდურესი ფორმაა.
·
სხვისი გაღიზიანება, ცემა და ომი ადამიანის აგრესიული მოქმედების მაგალითებია.
·
ამჟამად ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეთნიკურ საფუძველზე აღმოცენებული
ლოკალური ომები ადამიანთა შორის სასტიკი
სიძულვილით და განადგურების
მისწრაფებით არის აღსავსე.
·
ომი სიძულვილის და ფიზიკური
განადგურების მკაფიო ნიმუშებს იძლევა.
·
ომი აგრესიის
გამოვლენის საშინელი ფორმაა.
·
აგრესიაში სხვისთვის ზიანის ან ტკივილის მიყენების
განზრახვით[!] განხორციელებული ფიზიკური ან სიტყვიერი ქმედება
იგულისხმება. [დაიმახსოვრე ტერმინის განმარტება]
·
როდესაც ადამიანი გარკვეული მიზნის მიღწევის დროს თვითდაჯერებულ, ენერგიულ მოქმედებას
ასორციელებს, ეს მისი შეუპოვრობის მაჩვენებელია.
ხოლო როდესაც ვინმე
სხვისთვის ტკივილის
მიყენების მიზნით რაიმეს მოიმოქმედებს, მაშინ საქმე აგრესიასთან გვაქვს.
ხ
·
როგორც ეხედავთ, აგრესიული ქცევის
განსხეავებული ხარისხები არსებობს.
·
ექპერიმენტულ ვითარებაში აგრესიის დონე სხვისთვის „მიყენებული ზიანის ხარისხით“ ვლინდება, რომელსაც ცდისპირი
“დასასჯელ"” სუბიექტს აყენებს.
ხ
·
გამოყოფენ აგრესიის ორ სახეს – მტრულ და ინსრტუმენტულ აგრესიას.
·
მტრული აგრესია ადამიანის
ბრაზის, შურის, ღვარძლის
გრძნობებითაა განპირობებული,
·
მტრული აგრესიის ერთადერთი მიზანი
სხვისთვის ზიანის მიყენებაა.
ხ
·
ხოლო ინსტრუმენტული აგრესიის
შემთსვევაში ადამიანი ან ჯგუფი აგრესიას რაიმე მიზნის მისაღწევად მიმართაეს,
აგრესია მხოლოდ მიზნის
მიღწევის „საშუალებაა“.
·
პოლიტიკოსები (და არა მარტო ისინი) ომს გარკვეული მიზნის
მიღწევით ამართლებენ (ქვეყნის განთავისუფლება, წართმეული ტერიტორიების დაბრუნება, აგრესიაზე
აგრესიით პასუხი და ა.შ..
ხ
·
მეცნიერთა შორის აგრესიის
ბუნების შესახებ ორი განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს.
·
პირველის მიხედვით, აგრესია თანდაყოლილი, ინსტინქტური
მოელენაა;
·
ხოლო მეორის მიხედვით, ადამიანის გარემოსთან
ურთიერთობის ანუ დასწავლის შედეგია.
„თანდაყოლილი“ აგრესია
·
ფსოქოანალიზის დამაარსებელი ზ. ფროიდი
მიიჩნევდა, რომ ადამიანის აგრესიის მიზეზია
ინდივიდის სიკვდილისკენ ანუ დესტრუქციისკენ მიმართული პირველადი
ლტოლვა, რომ აგრესიული ენერგია
რაიმე ფორმით აუცილებლად უნდა გამოელინდეს, საწინააღმდეგო შემთხვევაში ის თანდათანობით
დაგროვდება და ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
თუ აგრესია არ გამოელინდა, მაშინ ის
ფიზიკური აფეთქების მსგავსად ფსიქიკის დანგრევას გამოიწვევს.
·
ფროიდის აზრით, საზოგადოების ძირითადი ფუნქცია სწორედ
ისაა, რომ ეს ადამიანური ინსტინქტი შეზღუდოს, მისი დამანგრეველი
ძალა სოციალურად სასარგებლო მოქმედების მიმართულებით წარმართოს.
ხ
·
კ. ლორენცი, რომელიც ცხოველთა ქცევას იკვლევდა, აგრესიას
უპირატესად როგორც „შეგუებით
ქცევას“ და არა როგორც „დამანგრეველ ძალას“ განხილავს.
ხ
·
ამ ორ გამოჩენილ მეცნიერს ის აერთიანებს,
რომ, მათი აზრით, ადამიანში არსებული აგრესიული ენერგია ინსტინქტური ბუნებისაა;
·
რომ თუ აგრესია
არ განიმუხტა, მაშინ ის ორგანიზმისთვის “დამანგრეველი”
გახდება.
·
ფროიდი თვლის, რომ ადამიანის ქცევის რეგულირებაში აგრესია არა მხოლოდ უარყოფით,
არამედ დადებით როლსაც თამაშობს.
·
ადამიანმა მასში დაგროვილი აგრესია რომ არ გამოაევლინოს,
მაშინ მასში დაძაბულობა
გაიზრდება, დაგროვილი ენერგია გამოსავლის ძიებას დაიწყებს, რაც უკიდურეს ძალადობაში შეიძლება აისახოს ან ადამიანის „ფსიქიკური დაავადების“ სიმპტომებად მოგვევლინოს.
ხ
·
აგრესიული ენერგიის განმუხტვის [ანუ კათარსისის] მრავალი ხერხი არსებობს;
·
მათ შორის უფრო ხშირად შემდეგს ასახელებენ:
ენერგიის დახარჯვა და ბრძოლა სოციალურად
მისაღებ მოქმედებაში, როგორც, მაგალითად, სპორტული
შერკინებაა (ფეხბურთი, ჰოკეი, რაგბი, კრივი და ა.შ );
·
მეორე, დაგროვილი აგრესიის არადესტრუქციული ფორმით განმუხტვა, კერძოდ, წარმოსახული
აგრესია (მაგ, როდესაც ადამიანი წარმოიდგენს იმას, თუ როგორ სცემს ვინმეს);
·
მესამე, პირდაპირი
აგრესიული ქცევის განხორციელება, როდესაც ადამიანი ვინმეს ლანძღავს, მას უსიმოვნებას აყენებს, რაიმე
სისაძაგლეს ეუბნება. [უშუალოდ ან სოციალურ
ქსელებში ]
ხ
„შეძენილი“ აგრესია
·
დღეს მკვლევართა უმრავლესობა იმაშია დარწმუნებული, რომ ადამიანის აგრესია, ცხოველებისაგან განსხვავებით,
თავისი არსით არაჯანსაღი
გარემოს, უარყოფითი გამოცდილების ანუ დასწავლის შედეგია.
·
საზოგადოდ კი ადამიანის აგრესია ადამიანის თანდაყოლილი და შეძენილი მახასიათებლების ურთიერთმოქმედების
რთულ კომპლექსად უნდა მივიჩნიოთ.
·
გამომდინარე აქედან, სწორია ის აზრი, რომ ცხოველთა
უმრავლესობა მათ ტერიტორიაზე შეჭრილ “უცხოს” თავს დაესხმება, მაგრამ ადამიანის
მიმართ ამგვარი მსჯელობა საკითხის ზედმეტ გამარტივებად უნდა მივიჩნიოთ.
·
ადამიანთა თანდაყოლილი
რეაქციების სტრუქტურა ძალზე მოქნილია და დროთა განმავლობაში
ის არსებითად იცვლება.[!!!]
·
სწორედ ამიტომაა, რომ აგრესიული ქცევების გამოვლენის
მისედეით სხვადასხვა კულტურის[ხალხების] წარმომადგენლები ერთმანეთისაგან მნიშენელოვნად განსსვაეღებიან.
·
მაგალითად, ერთსადაიმავე პირობებში ველურად მცხოვრები ტომებიდან
ზოგი გამორჩეულად
მშვიდობისმოყვარე და მხიარულია, აქვს მრავალი დღესასწაული, დიდ მნიშენელობას ანიჭებს
სექსს და მათ რელიგიაში მთავარია ნაყოფიერების დედაღვთაების კულტი; ხოლო ზოგი გამორჩეულად აგრესიულია და მათ კულტურაში
მთავარია საბრძოლო იარაღი და ოსტატობა, ხოლო რელიგიაში – ომის მამაღვთაების კულტი.
·
ისტორიულად პირეელ
ტიპს განეკუთვნებოდნენ უძველესი წინააზიის კულტურები: შუმერები, ეგვიპტელები,
კავკასიელები, ბასკების წინაპრები და სხეანი; აგრეთეე უძველესი ჩინელები და ინდოელები.
მეორე ტიპს განეკუთვნებოდნენ სემიტები
(განსაკუთრებით ასირიელები, ფინიკიელები, არაბები), ინდოევროპული
(ხეთები, ირანელები, ბერძნები, ლათინები, გერმანიკული და სლავური ტომები) და თურქულ-მონღოლური
ტომები.
·
თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორისაც ინდუსტრიულად
ყველაზე განვითარებულნი სამხედრო ბიუჯეტის სიდიდის გამო პირდაპირ “წელში წყღებიან”;
ამ ქვეყნებში ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა ხომ ჩვეულებრივი რამ გახდა.
ხ
·
უფრო მეტის მთქმელი ის გარემოებაა, რომ თეით ერთ კულტურაში
მომხდარი სოციალური ძერები მათი წარმომადგენლების აგრესიულ ქცევაში არსებით ცვლილებებს
იწვევს. მაგალითად, ინდიელი
იროკეზები ასწლეულების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.
მათი ძირითადი საქმიანობა ნადირობა იყო. მაგრამ XVII საუკუნეში მათ ტერიტორიაზე ჩასულ
ევროპელებთან გამალებულმა ვაჭრობამ მეზობელ გურონების ტომთან დაპირისპირება გამოიწვია. ამ ორ ტომს
შორის გასაყოფი გახდა ცხოველთა ძვირფასი ქურქის მოპოეება,
რასაც საომარი შეტაკებები მოჰყვა. აგრესიის
მიზეზი მათი თანდაყოლილი აგრესიულობა კი არ იყო, არამედ სოციალური ძვრები, რომლებმაც ტომებს შორის დაპირისპირება
გამოიწვია.
ხ
·
ასევე, გამოკვეთილად მშვიდობისმოყვარე შუმერები, უძეელესი ეგვიჰტელები
და კავკასიელები მომთაბარე დამპყრობელთა შემოსევების შემდეგ გახდნენ იძულებულნი, ნაწილობრივ
მაინც გადასულიყვნენ
საბრძოლო ცხოერების
წესზე.
ხ
·
ამჟამინდელ მეცნიერებაში ყველაზე აღიარებული შეხედულება შემდეგია: აგრესიულ ქცევათა უდიდესი ნაწილი ინსტრუმენტულია
(ქონების თუ ტერიტორიის დასაუფლებლად, შურისძიებისთვის ანდა
სხვა მიზნების მისაღწევად);
·
თუმცა არსებობს თვითმიზნური
ანუ მტრული აგრესიულობაც (მაგ., სადიზმში გამოვლენილი სექსუალური აგრესია). ეს უკანასკნელი
შეიძლება თანდაყოლილიც იყოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ თანდაყოლილი მტრული აგრესიულობა
არის გადახრა და ამიტომ ძალიან იშვიათია – ისევე როგორც ძალიან იშვიათია სხეაგვარი გადახრებიც:
ადამიანის კუდი, ოთხი თითი, გონებაჩამორჩენილობა ან, პირიქით, გენიოსობა, გამორჩეული
ღონე და სსვა.
·
მაშ თვითმიზნური აგრესიულობა
უპირატესად „ შეძენილია“ და შედეგია
გარემოს დამთრგუნველ-შემზღუდავი ზეგავლენისა.
·
ცხოველების
აგრესიულობა მკვეთრად იმატებს, თუკი მათ
არ ჰყოფნით ბუნებრივად საჭირო სივრცე ან საკვები, ანდა თუკი სქესობრივ მოთხოვნილებას
ვერ იკმაყოფილებენ.
·
ასევე ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას
მხოლოდ მაშინ უგროვდება მტრული აგრესიულობა, თუკი არ ჰყოფნის „სივრცე“ ფართო აზრით,
იზღუდება ბუნებრივი შინაგანი მისწრაფებები და ვერ კმაყოფილდება ძირითადი მოთხოვნილებანი,
უპირველესად კი – აქტივობისა, თვითდამკვიდრებისა და თვითგანხორციელებისა.
[შენიშვნა: საქართველო
სავსეა ასეთი ადამიანებით]
ხ
·
შეძენილი აგრესიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა სხვა ადამიანების გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი
მიბაძვით შეძენილი აგრესიულობა, რასაც მომდევნო ქვეთავში განვიხილავთ.
ხ
ტელევიზია და „აგრესიული“ ქცევა
·
აგრესიული ქცევის ე.წ. „სოციალური დასწაელის კონცეფციის“ ავტორს ა. ბანდურას
მიაჩნია, რომ ადამიანი აგრესიულ ქცევას იმიტომ კი
არ ეუფლება, რომ ის მისთვის „სასარგებლოა“, არამედ იმიტომ, რომ ის სხვების მოქმედების დაკვირვების საფუძველზე
საკუთარი ქცევის “მოდელირებას” ახდენს.
·
როგორც სხვა სოციალურ ჩვევებს, ისე აგრესიულ ქცევას, ადამიანი მის გარშემო მყოფების მოქმედებათა ღა მათგან გამომდინარე შედეგების დაკვირვებით დღა გათვალისწინებით
ეუფლება.
·
ა. ბანდურას
ერთ-ერთ კლასიკურ გამოკვლევაში ბავშვი იატაკზე
ზის და ქაღალდისაგან ან პლასტელინისაგან რაღაცის გაკეთებას ცდილობს. ერთ-ერთ მომენტში
ქალი-ექპერიმენტატორი ბავშეის დასანახად
და გასაგონად 10 წუთის განმავლობაში ჩაქუჩით თოჯინის გამეტებით “ცემას” იწყებს და ბოლოს
მას ძირს ანარცხებს. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვს იმავე ოთახში გასვლის უფლებას აძლევენ,
მაგრამ აფრთსილებენ, რომ სათამაშოებს უნდა გაუფრთხილდეს. მაგრამ ბავშვი ზუსტად იმეორებს
უფროსის ქცევას და თოჯინას გამეტებით ურტყამს და ლანძღავს.
·
ბანდურას მიხეღვით, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება აგრესიული მოქმედების მსგავსი მოვლენების მოდელებს
ანუ ნიმუშებს გვთავაზობს.
·
„აგრესიული ქცევის’’ ეს „ნიმუშები’’ ოჯახში, სუბკულტურაში და ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში „გვეძლევა“.
ხ
·
ქცევის მოდელირების შესწავლაზე შემდეგი სანიმუშო გამოკვლევა
ჩატარდა.
·
თავდაპირველად გამოკვლევაში რვაწლიანმა ბიჭებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღმოჩნდა, რომ ტელევიზიით ნანახ ძალადობის კადრებსა და რეალურ აგრესიულ ქცევებს შორის
მაღალი კორელაციაა.
თორმეტი წლის შემდეგ იგივე ცდის პირები ხელმეორედ გამოიკელიეს.
მონაცემებმა აჩვენა, რომ ცდისპირები, რომლებმაც რვა
წლის ასაკში ძალადობის მრავალი ეპიზოდი ნახეს ტელევიზიით, ცხრამეტი წლის ასაკშიც უფრო
აგრესიულები იყვნენ იმათთან შედარებით, ვინც თავის დროზე ტელევიზიით ნაკლები ძალადობა
იხილა.
·
გარდა ამისა, ნათლად გამოელინდა ის, რომ აგრესიულ ქცევას სატელევიზიო გადაცემების ნახვა განაპირობებდა
და არა პირიქით – აგრესიული ყმაწვილები, რომლებმაც მრავალი
ძალადობის ეპიზოდი ნახეს შემდგომში, სხვებთან შედარებით, ამგვარი გადაცემების ყურებას
უპირატესობას არ ანიჭებდნენ;
·
მოკლედ რომ ვთქვათ, რვა წლის ასაკში ძალადობის ამსახველი გადაცემების ნახვის სიხშირე ახალგაზრდების მიერ შემდგომში
აგრესიული ქცევის გამოვლინების პროგნოზირების კარგ შესაძლებლობას იძლევა.
·
აღნიშნული კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლევებმაც
დაადასტურა. ეკრანის
ზეგავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა კომპიუტერისა და ინტერნეტის გავრცელების
შედეგად.
ხ
·
აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული მომაცემები
„აგრესიული ქცევის
განმუხტვის“[ ან კათარსისის] ფსოქოანალიზბური კონცეფშციის სასარგებლოდ
არ მეტყველებს.
·
მიღებულ შედეგებს ე. არონსონი შემდეგნაირად აჯამებს:
ყველა მსგავს სიტუაციაში სწორედ კათარსისის
საწინააღმდეგო ვითარებასთან გვაქვს საქმე.
·
კენტის უნივერსიტეტის აჯანყებულ სტუდენტებს როგორც
კი ტყვიას ვესვრი, იმ წუთშივე დავიწყებ საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ ისინი
ამის ღირსი ნამდვილად იყვნენ, ხოლო საპროტესტოდ გამოსულ სტუდენტებს უფრო მეტად შევიჯაერებ,
ვიდრე ეს საბედისწერო გასროლამდე იყო.
·
საკმარისია, სოფელ მაი-ლაის ბავშვების და ქალების
ამოჟლეტაში მონაწილეობა მივიღო, რომ აზიელების არაადამიანობა უფრო მეტად ვირწმუნო.
·
საკმარისია, შავკანიანებს რიგიან განათლებაზე უარი
ვუთხრა, რომ მე უფრო მეტად დავრწმუნდე იმაში, რომ კარგი განათლებით ისინი ვერაფერ სარგებელს
ვერ მიიღებენ.
·
შემთხვევათა უმრავლესობაში ძალადობით ძალადობის
ტენდენცია არ „იხსნება“ – ძალადობა მომდევნო ძალადობას ბადებს.
§ 4. პროსოციალური
ქცევა
·
ადამიანთა ურთიერთობისთვის არა მხოლოდ აგრესიული მოქმედებაა დამახასიათებელი, არამედ
აგრეთვე, პროსოციალური (ალტრუისტული) საქციელიც, ანუ სხვებისადმი თანადგომის გამოვლენა და დახმარების აღმოჩენა.
·
მიჩნეულია, რომ ალტრუისტული ქცევის
მამოძრავებელი არის არა საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ
სხვების კეთილდღეობაზე უანგარო ზრუნვა.
ხ
·
ალტრუისტული საქციელის
უამრავი მაგალითი არსებობს.
·
აქ მხოლოდ ერთს ავღნიშნავთ: მეორე მსოფლიო ომის დროს შვედეთის მოქალაქემ რაულ ვალენბერგმა, საკუთარი
სიცოცხლის რისკის ფასად, ოკუპირებული უნგრეთიდან ათასობით ებრაელის გაქცევას შეუწყო
ხელი, აიღო რა მათ გათავისუფლებაზე პირადი პასუსისმგებლობა, მისი საქციელი შემდეგ გმირობად
შეფასდა.
x
·
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკვლევართა შორის მიმდინარეობს
ცხარე კამათი: არის
კი ყოველგვარი გარეგნულად გამოვლენილი სულგრძელობა და უანგარობა ჭეშმარიტად ალტრუისტული საქციელი?
·
როდესაც მათხოვარს
ვინმე რაიმე თანხას უწყალობებს, ეს საქციელი „მისთვის ნამდვილად დამახასიათებელი
გულკეთილობის“ გამომხატველია,
თუ მხოლოდ მის მიერ „შინაგნად განცდილი უხერხულობის“ გაქარწყლების ან „მოჩვენებითი სულგრძელობის“ მაჩვენებელი?
ხ
·
ერთ-ერთი თეალსაზრისის თანახმად, ადამიანი პროსოციალური მოქმედების
განხორციელების დროს ჭეშმარიტ
უანგარობას ამჟღავნებს.
ამ შეხედულების წარმომადგენლებს „სხვისადმი გულ შემატკივრობის
გამოელენა“ ადამიანის
ბუნებრივ, თანდაყოლილ თვისებად მიაჩნიათ.
ხ
·
დღეს პოპულარული სოციობიოლოგიური კონცეფციის თანახმად, რომელიც სულ უფრო
დამაჯერებელი მონაცემებით ივსება, ადამიანის სოციალურ, კერძოდ ალტრუისტულ ქცევას ევოლუციურ-გენეტიკური ფესვებიც ასაზრდოებს, რადგან თავდაპირველად მისი ფუნქცია მოდგმის შენარჩუნება და ურთიერთსასარგებლო
დახმარების უზრუნეელყოფა იყო.
·
იგულისხმება, რომ თუ ამგეარი რამ არ ხდება, მაშინ ამის
მიზები მსოლოდ საზოგადოებაში გაბატონებული ანტიჰუმანური ნორმების ზეწოლაში უნდა ვეძებოთ.
·
გამოჩენილი ინგლისელი ეკონომისტის ადამ სმიტის აზრით, ადამიანები მხოლოდ საკუთარი ინტერესებით რომ
ხელმძღვანელობდნენ, მაშინ მათ თანაგრძნობის განცდისა და ალტრუისტული საქციელის
ჩადენის ბუნებრივად მინიჭებული უნარი არ მიეცემოდათ.
·
ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ სათანადო ცდისეული
მონაცემები მეტყველებს. მრავალრიცხოვან გამოკვლევებში მოდელირებული იყო “გაუთვალისწინებელი ინციდენტები”; ცდისპირებს
შეეძლოთ უბრალოდ გასცლოდნენ უსიამოვნების მომგვრელ
სიტუაციას, მაგრამ ისინი, უმეტესწილად, ამჯობინებნენ პროსოციალური ქცევის განხორციელებას, ანუ “გასაჭირში მყოფის” დახმარებას.
·
სპეციალურ ექსპერიმენტებში შეისწავლეს ის ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების მზაობაზე, გამოიძახონ სასწრაფოს მანქანა,
დაეხმარონ იმას, ვისაც მანქანა გაუჩერდა, ჩააბარონ სისხლი, გაიღონ ფული, დახარჯონ დრო და ა.შ. მაგალითად, ერთ-ერთ გამოკვლევაში 150 ფსიქოლოგმა
1500-ჯერ იმგზავრა ლიფტში დაახლოებით 54000 მგზაერთან ერთად. ლიფტში მათ “შემთხვევით” უვარდებოდათ ხურდა
ან ფანქარი. დახმარების მიღების ალბათობა გარკვეულ ფაქტორებზე
აღმოჩნდა დამოკიდებული, მაგალითად სქესზე – ქალებს
მეტად ეხმარებოდნენ, ასევე მგზავრების რაოდენობაზე – 3 მგზავრის სიტუაციაში დახმარების მაჩვენებელი 40% იყო, 6 მგზავრის სიტუაციაში კი ორჯერ
ნაკლები.
·
მრავალი გამოკელევის მონაცემის განზოგადლების საფუძველზე
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი
იმ შემთხვევაში უფრო უწეეს სხვას დახმარებას, ა) „თუ იგი ახლახან იყო მსგავსი ქმედების მოწმე“, ასევე იმ შემთხვევაში, ბ)„თუ მას არ ეჩქარება“, გ)„თუ მსხვერპლი მართლა იმსახურებს შველას“, დ)“თუ რაიმეთი წააგავს
მას’’, ან, ე)უბრალოდ, „თვითონაა კარგ გუნებაზე“ და ა.შ.
ხ
·
მკელევართა ერთ ნაწილს შორის კი „ეთიკური ჰედონიზმის“
შეხედულებაა გავრცელებული.
·
ამ მიდგომის მისედვით, ალტრუისტული ქცევის
საფუძველი იმაშია, რომ ის სუბიექტს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, ხოლო უსიამოვნებას
თავიდან აცილებდეს.
·
მართლაც, ადამიანებს
მრავალი მიზეზი აქვთ საიმისოდ, რომ ეგოისტურად მოიქცნენ.
ხ
·
პროსოციალური ქცევა მატერიალურ და სოციალურ სარგებელთანაა დაკავშირებული (ვთქვათ,
დასაჩუქრება, შექება, სხვების თვალში პატივისცემის დამსახურება
და ა.შ. მაგალითად, პროფესიულ საქმიანობაში უფროსის მიერ ხელქეეითის სიტყვიერი წახალისება,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამშრომლების თანდასწრებით
ხდება, მომუშავის შრომით მოტივაციას აძლიერებს და,
შესაბამისად, ხელს უწყობს მისი შრომითი ქცეეის
ეფექტურობის ამაღლებას.
·
ხელმძღვანელის მიერ ქეეშევრდომის მკვეთრი
ფორმით გაკიცხვა საწინააღმდეგო
ეფექტს იძლევა.
·
როგორც ვსედავთ, ალტრუისტული ქცევის საფუძველი უფრო
ხშირად ადამიანის თანდაყოლილ
თვისებებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ იგი გამოცდილებითაა მიღებული.
ხ
·
ამ შეხედულებისაგან განსხვავებით, მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი „სხვათა მიერ განხორციელებულ ქცევაზე დაკვირვებით
მიღებულ გამოცდილებას“ ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
·
ივარაუდება, რომ სხვისი ღია ქცევა სუბიექტისთვის მისაბაძი ნიმუში (მოდელი) ხდება,
·
ხოლო ამ ქცევის
გამეორება მოდელირების მექანიზმის ამოქმედებას ნიშნავს.
·
პროსოციალური ქცევის ამ სახით დასწავლის ნიმუშად აღვწეროთ გამოკვლევა, რომელშიც ცდისპირთა
ორი ჯგუფი მონაწილეობდა.
·
ერთ-ერთი ჯგუფის თანდასწრებით ექსპერიმენტატორის თანამზრახველი ყალბი ცდისპირი ყოველევარი
ყოყმანის გარეშე თანხმდებოდა სისხლის გაღების
პროცედურაზე და კიდეც ახორციელებდა ამას.
·
მეორე ჯგუფს ასეთი მაგალითი არ ჰქონდა.
·
აღმოჩნდა, რომ დონორობაზე პირველი ჯგუფის 67% ღათაჩხმდა,
ხოლო მეორე ჯგუფიდან – მხოლოდ 25%.
ხ
·
მიუხედავად იმისა, რომ პროსოციალერი ქცევის „რაობის“
შესასებ ურთიერთგასსსვავებული თვალსაბრისებია გამოთქმული, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი არსებობის ფაქტები
იმდენად ხშირია,
რომ კრიტიკულ ვითარებაში გასაჭირში მყოფისადმი გულგრილი დამოკიდებულების
გამოვლინება საზოგადოებას მართლაც რომ საგონებელში აგღებს.
·
გასაჭირში მყოფი ადამიანისადმი გაუგონარი გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენის შემდეგი მაგალითი
თითქმის ყველა სახელმძღვანელოშია მოყვანილი: ნიუ-იორკის ერთ-ერთ გარეუბანში დღისით-მბისით
მოძალადემ ახალგაზრდა
ქალს მრავალი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ამ ვერაგული მკვლელობის
სცენას მრავალი ადამიანი ადევნებდა
თვალს. მსხვერპლი შველას ითსოვდა, მაგრამ თვითმხილველთა შორის არცერთი არ აღმოჩნდა
ისეთი, ვინც მას დახმარებას აღმოუჩენდა ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაირჯებოდა და პოლიციას
აცნობებდა.
·
ადამიანთა მიერ ამგვარი გულგრილობის გამომჟღავნების მრავალმა ფაქტმა მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება
მიიპყრო.
·
„კრიტიკულ სიტუაციაში“ თვითმხილველთა ჩაურევლობის
განმაპირობებელი ფაქტორების მრავალმხრივი შესწავლა ჯ. დარდიმ და ბ. ლატანემ განახორციელეს.
·
მაგალითად, ერთ-ერთ გამოკვლევაში ქალი-ექსპერიმენტატორი სტუდენტებს კითხვარის
შევსებას სთხოედა.
·
შემდეგ ის გვერდით მყოფ ოთასში გადიოდა და სტუდენტებს
ჰპირდებოდა, რომ მალევე დაბრუნდებოდა.
·
გასვლიდან რამღენიმე წუთში ექსპერიმენტატორს “გაუთვალისწინებელი”
რამ ემართებოდა (სინამდვილეში ეს იყო მაგნიტოფონის ჩანაწერი): სტუდენტებს ესმოდათ,
რომ ქალი სკამზე ავიდა, სკამი დაიმტვრა და იგი მკვეთრი შეძახილით იატაკზე დავარდა,
დაიწყო ტირილი და მოთქმა, თითქოს ფეხი მოიტეხა. დაზარალებულის გოდება დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა.
მკვლევარებს აინტერესებდათ, დაეხმარებოდნენ თუ არა ცდისპირები გაჭირვებაში მყოფ ადამიანს.
აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ოთახში მყოფი ცდისპირების რაოდენობა იყო (მარტო
თუ სხვებთან ერთად).
·
აღ მოჩნდა, რომ ოთახში მარტო მყოფი ცდისპირების 70% დასახმარებლად გაეშურა, ხოლო სხვებთან ერთად მყოფთაგან მხოლოდ 6%-მა გააკეთა იგივე.
·
შემდგომმა ინტერვიუმ გამოავლინა, რომ იმ ცდისპირებმა,
რომლებიც ოთახში სხვებთან ერთად იმყოფებოდნენ და მომხდარში არ ჩაერივნენ, თავისი საქციელი იმით გაამართლეს, რომ მათმა პარტნიორებმაც
(ისინი სინამდვილეში ექსპერიმენტატორის თანამზრახეელი ცრუ ცდისპირები იყვნენ) არაფერი
მოიმოქმედეს.
·
აქედან ჩანს, რომ სხვების თანდასწრება სუბიექტს გაჭირვებაში
მყოფისადმი დასმარების გაწევისკენ კი არ წარმართავს, არამედ, პირიქით, მის მიერ ამგვარი
ქცევის განსორციელების ალბათობას ამცირებს.[!] [ეს დაიმახსოვრე]
ხ
·
თვითმხილველის მიერ
დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენის გადაწყვეტილება
შემდეგი საფეხურების გავლით ხორციელდება:
a. მომხდარი
ფაქტის „სერიოზულობის“
შეფასება,
b. „კრიტიკულ სიტუაციაზე“ ყურადღების
გამახვილება,
c. შექმნილ
ვითარებაში ჩარევაზე „პირადი
პასუხისმგებლობის აღება“.
·
ამავე დროს, მუდამ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ
გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერ საფეხურზე
თვითმხილველმა ისეთი არჩევანი გააკეთოს, რომელიც მის უმოქმედობას განაპირობებს.
ხ
·
„სხვების თანდასწ რება“ თვითმხილველის არჩევანზე მნიშვნელოვნად
მოქმედებს. თუ სხვა ადამიანები მომხდარს სათანადო ყურადღებას
არ აქცევენ, მაშინ თვითმხილველმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ ამჟამად არცთუ ისე მნიშვნელოვანი
რამ ხდება. [ანუ
ის რაც მის თვალწინ ხდება „არასერიოზულია’’ და ჩარევა არ ღირს]
ხ
·
მსგავსად ამისა, გადაწყვეტილების მიღების მეორე ეტაპზე,
თუ სუბიექტმა ჩათვალა, რომ სხვები შექმნილ ვითარებას როგორც
„კრიტიკულს“ აფასებენ, მაშინ
მისი შეფასებაც ალბათ ისეთივე იქნება. გადაწყვეტილების მიღების ამ საფეხურზე
სხვათა თანდასწრება თვითმხილველისთვის
არა მარტო გარკვეული ინფორმაციის მომტანია, არამედ ის მისივე თვითდამშვიდების მიზეზიც
შეიძლება გახდეს.
ამდენად, „ნაკლებად შეშფოთებული სხვა პირების“ უბრალო თანდასწრებამ თვითმხილველის
ვითარებაში ჩარევის ალბათობა შეიძლება შეამციროს
ხ.
·
არჩევანის გაკეთების მესამე ეტაპზე სხვათა
თანდასწრება „თვითმხილველთა შორის პასუხისმგებლობის
განაწილებას“ იწვევს.
ეს იმაში გამოიხატება, რომ რაიმე ქცევის განხორციელებისადმი ადამიანს „პირადი პასუხისმგებლობის“ განცდა უმცირება, რადგან მას მიაჩნია, რომ შექმნილი ვითარების შედეგზე „პასუხისმგებლები
სხეებიც არიან“.

Комментарии
Отправить комментарий