"საერთო სამაგისტრო გამოცდა''

 


სარჩევი:

ზოგადად: 1

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის შემადგენელი ნაწილები. 2

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარება და ხანგრძლივობა. 2

საერთო  სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმატი[ანუ სახე] 2

წესები,რომლებიც  მაგისტრანტობის’’ კანდიდატმა უნდა დაიცვას ტესტირების პროცესში. 2

მაგისტრანტობის კანდიდატი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან : 3

ნაშრომი არ გასწორდება თუ.. 4

რა მოწმდება სსგ- ტესტით? 4

)“წაკითხულის გააზრების „ ტესტით მოწმდება. 4

)“ანალიტიკური წერის’’ ტესტით  მოწმდება. 4

) „ლოგიკური მსჯელობის’’ ტესტით მოწმდება. 5

)“რაოდენობრივი მსჯელობის’’ ტესტით მოწმდება : 5

მაქსიმალური ქულა’’ და  კომპეტენციის მინიმალური  ზღვარი’’ [თითოეული ტესტისტვის] 5

შეფასების სისტემა. 6

შედეგები. 7

სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე’’ ჩარიცხვის პრინციპი. 7

თსუ-   სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდები. 8

 

 

ზოგადად:

 

2009 წლიდან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატები ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდას.

 

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები სპეციალობის გამოცდას  უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.

 

 

საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზანია:

 

ა)დაეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს მაგისტრანტების შერჩევაში;

ბ)გამორიცხოს მაგისტრატურაში ისეთი სტუდენტების მიღება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სწავლების ამ საფეხურისათვის აუცილებელ მოთხოვნებს;

გ)უზრუნველყოს მაგისტრატურაში ჩარიცხვის პროცესის მეტი ობიექტურობა და გამჭვირვალობა.

საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად საქართველოში დაინერგა მაგისტრატურის დაფინანსების ახალი, სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაზე ორიენტირებული სისტემა.

 

 

 

 

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის შემადგენელი ნაწილები

 

·        საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შედგება 4 ნაწილისგან

1.“წკითხულის გააზრება’’ [ 3 ტესტი -21 ტესტური დავალება]

2.“ანალიტიკური წერა’’  [ 2 დავალება -„მსჯელობის ანალიზი ‘’ და „თემა  მოცემულ საკითხზე’’

3.“ლოგიკური მსჯელობა’’ [17 ტესტური დავალება]

4.“რაოდენობრივი მსჯელობა’’ [19 ტესტური დავალება]

 

 

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარება და ხანგრძლივობა

 

·        სსგ ტარდება 2  დღის განმავლობაში

·        პირველი დღე „წაკითხულის გააზრება’’  და „ანალიტიკური წერა’’ [2-ივე ნაწილი]

·        მე-2 დღე   „ლოგიკური მსჯელობა’’  და  „რაოდენობრივი მსჯელობა’’

 

 

საგამოცდო ტესტის ნაწილი

დავალებათა რაოდენობა

საგამოცდო დრო

წაკითხულის გააზრება

21

75 წუთი

ანალიტიკური წერა

2

70 წუთი

ლოგიკური მსჯელობა

17

70 წუთი

რაოდენობრივი მსჯელობა

19

75 წუთი

 

 

საერთო  სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმატი[ანუ სახე]

 

·        სსგ-ის მიმდინარეობისას მაგისტრატობის კანდიდატი ადგილს იკავებს მისთვის განკუთვნილ კომპიუტერთან ,რომელშიც ჩაწერილ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში განთავსებული იქნება  ტესტური დავალებები.

·        ტესტური დავალებების შინაარსის გაცნობა შესაძლებელია ეკრანზე,ხოლო პასუხები კანდიდატმა უნდა გასცეს „პასუხების ფურცელზე’’,რომელიც მას გამოცდების დაწყების წინ გადაეცემა .

 

წესები,რომლებიც  მაგისტრანტობის’’ კანდიდატმა უნდა დაიცვას ტესტირების პროცესში

 

·        მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გამოცხადდეს „საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათზე’’ მითითებული განრიგის მიხედვით აღნიშნულ მისამართზე  და გაიაროს „რეგისტრაცია’’

·        „რეგისტრაციის’’ დასრულების შემდეგ ის გამოცდაზე არ დაიშვება

·        „რეგისტრაცია’’ იწყება  გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე .[ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო]

·        კანდიდატმა თან უნდა იქონიოს  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

·        აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა [წყლის [პლასტმასის ბოთლით],შავი ფერის კალმის[0,5—0,7 მმ ბურთულიანი წვერით] და პირადი ჰიგიენის ნივთის  გარდა]

 

მაგისტრანტობის კანდიდატი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან :

 

·        ა) ლექსიკონის ,ბ)დამხმარე მასალის , გ)მობილური ტელეფონის ,დ)ელექტრო საათის ,ე)კალკულატორის  ,ვ)ან სხვა ელექტრონული აპარატის  აღმოჩენისას [თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს]

·        წესრიგის „უხეში ‘’ დარღვევის,ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ,ან სხვა „მსგავს’’ შემთხვევაში

·        ალკოჰოლის,ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივტიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის  შემთხვევაში.

·        ჩამოტვლილის გარდა ,ნებისმიერი სხვა წესის  დარღვევის შემთხვევაში  კანდიდატი იღებს „გაფრთხილებას’’.

·        მე-2 „გაფრთხილების’’ მიღების შემთხვევაში კანდიდატი იხსნება გამოცდიდან.

 

გაითვალისწინეთ,რომ:

 

·        მაგიდაზე,სადაც განთავსებულია კომპიუტერი ,შეგიძლიათ დადოთ ,მხოლოდ ა)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,ბ)გელიანი[ე.ი. ტუშის] შავი ფერის კალამი გ)“პასუხების ფურცელი’’ დ)“შავი სამუშაოსტვის’’ განკუტვნილი ფურცლები ე)გამოცდიტ გატვალისწინებული „დამხმარე მასალა’’

·        „წყალი’’[პლასტმასის ბოთლით] უნდა დადგათ იატაკზე

·        „პასუხების ფურცლის’’ მიღებისას ყურადღებით უნდა შეამოწმოთ იგი სსგ-ის „მეთვალყურესთან’’ ერთად ,რათა დარწმუნდეთ,რომ დაუზიანებელია  და სექტორის უწყისში ეს დაადასტუროთ „ხელმოწერით’’

·        იმ შემთხვევაში თუ „პასუხების ფურცელზე ‘’ აღმოაჩენთ  ხარვეზს  ან დაზიანებას მას „ახლით’’ შეგიცვლიან

·        პასუხების ფურცელზე’’ დაკრული „შტრიხკოდის ნომერი ’’  თავად უნდა ჩაწეროთ „სექტორის უწყისის’’  შესაბამის ველში.

·        ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში „სპეციალური კოდის’’ შეყვანის შემდეგ,საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მეთვალყურეს

·        გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვაყურე შეგახსენებთ დროს,რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა

·        არ შეიძლება უნებართვოდ სექტორის დატოვება

 

ნაშრომი არ გასწორდება თუ

 

·        პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია

·        მაგისტრანტობის კანდიდატი საგამოცდო დროის დასრულებისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს

·        „პასუხების ფურცელზე’’ დაწერილი იქნება სახელი ,გვარი ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი სხვა ინფორმაცია,ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულება ,რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ  დავალებასთან.

 

რა მოწმდება სსგ- ტესტით?

 

)წაკითხულის გააზრების „ ტესტით მოწმდება

 

·        რამდენად შეუძლია „მაგისტრანტობის კანდიდატს’’

a.      „ტექსტის სტუქურაში“  გარკვევა  და „მთავარი აზრის’’ გამოტანა

b.      „მოვლენებს’’ და „ფაქტებს’’ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა

c.      „ძირითადის’’ და „მეორეხარისხოვანის’’ ,“ფაქტის’’ და „ვარაუდის’’ ერთმანეტისგან გამიჯვნა

d.     „ავტორის პოზიციის ‘’ ამოცნობა ტექსტში წარმოდგენილი ამა თუ იმ „მოვლენისა’’ თუ „ფაქტის’’ მიმართ.

 

)“ანალიტიკური წერის’’ ტესტით  მოწმდება

 

·        რამდენად შეუძლია „მაგისტრანტობის კანდიდატს’’

 

a.      „მოცემულ თემაზე’’ თავისი თვალსაზრისის ცხადად,,ნათლად ჩამოყალიბება

b.      „გარკვეული აზრის’’ დასაბუთება  შესაბამისი არგუმენტის მოხმობით

c.      „მოცემული მსჯელობის ‘’  კრიტიკული ანალიზი [გაკრიტიკება]

d.     რამდენად იცავს კანდიდატი ტანამედროვე ქართული ენის „მართლწერის წესებს’’

 

) „ლოგიკური მსჯელობის’’ ტესტით მოწმდება

 

·        რამდენად ახერხებს მაგისტრანტობის კანდიდატი

 

a.      ამა თუ იმ  „მიმართებათა’’ სტრუქტურის ამოცნობას  და ამ „სტრუქტურის’’ შესახებ მარტებული დასკვნის გამოტანას

b.      „მოცემული მსჯელობის’’  -ა)აშეფასებას,ბ)ანალიზს და გ)კრიტიკას

c.      „არასრული ინფორმაციის საფუძველზე’’  მთელი სურათის  შექმნას და „ლოგიკური დასკვნის’’ გამოტანას.

)“რაოდენობრივი მსჯელობის’’ ტესტით მოწმდება :

 

·        რამდენად ფლობს  მაგისტრანტობის კანდიდატი

 

a.      არითმეტიკის,ალგებრის და გეომეტრიის  „ელემენტარულ ცნებებს’’

b.      რამდენად შეუძლია „რაოდენობრივი სახით’’ მოწოდებული ინფორმაციის[ ცხრილების,დიაგრამების და სხვა] დამუშავება,ანალიზი და გამოყენება .

c.      რამდენად შეუძლია  მატემატიკურ ტერნმინებს[ცნებებს]  შორის ძირიტადი მიმართების დადგენა.

d.     რამდენად შესწევს უნარი,განსაზღვროს, საკმარისია,თუ არა „რაოდენობრივი სახით’’ მოწოდებული ინფორმაცია  „მოცემული ამოცანის’’ გადასაჭრელად

 

 

მაქსიმალური ქულა’’ და  კომპეტენციის მინიმალური  ზღვარი’’ [თითოეული ტესტისტვის]

 

·        „წაკითხულის გააზრების“  ტესტში  მაქსიმალური ქულაა 21

·        „ანალიტკური წერის’’ ტესტში   მაქსიმალური ქულაა 18

·        „ლოგიკური მსჯელობის’’ ტესტში მაქსიმალური ქულაა 17

·        „რაოდენობრივი  მსჯელობის’’ ტესტში მაქსიმალური ქულაა 19

·        „კომპეტენციის მინიმალური ზღვარი“   „წაკითხულის გააზრების“  ტესტში  შეადგენს  მაქსიმალური ქულის  [21 -ის ] 30%-ს

 

·        „კომპეტენციის მინიმალური ზღვარი“   „ანალიტკური წერის’’ ტესტში შეადგენს    მაქსიმალური ქულის [ 18  ის]   30%-ს

 

·        „კომპეტენციის მინიმალური ზღვარი“   „ლოგიკური მსჯელობის ’’ ტესტში შეადგენს    მაქსიმალური ქულის [ 17  ის]   30%-ს

·        „კომპეტენციის მინიმალური ზღვარი“   „რაოდენობრივი მსჯელობის ’’ ტესტში შეადგენს    მაქსიმალური ქულის [ 19  ის]   25%-ს

 

ყურადღება:

 

იმისათვის ,რომ  შესაბამის ტესტში მაგისტრანტობის კანდიდატმა გადალახოს „კომპეტენციის მინიმალური ზღვარი“   მის მიერ ამ ტესტში მიღებული ქულა [ან „გატთანაბრების ‘’ შემთხვევაში  ,“გათნაბრებული ქულა’’] უნდა იყოს მეტი ცხრილში მოცემულ „ზღვრულ ქულაზე’’

 

ტესტი

მაქსიმალური ქულა

კომპეტენციის მინიმალური ზღვარი %

„ზღვრული ქულა’’

„წაკითხულის გააზრება’’

21

30%

6,3

„ანალიტიკური წერა’’

18

30%

5,4

„ლოგიკური მსჯელობა’’

17

30%

5,1

„რაოდენობრივი მსჯელობა’’

19

25%

4,75

 

 

 

 

 

შესაბამის ტესტში მიღებული ქულა „გამსვლელია’’ თუ ის იქნება „ზღვრულ ქულაზე’’ მეტი

 

შეფასების სისტემა

 

·       სსგ-ის  ტესტის სამი ნაწილის[ „წაკითხულის გააზრება’’ ,“ლოგიკური მსჯელობა’’ ,“რაოდენობრივი მსჯელობა’’]თითოეულ დავალებას  ახლავს 5 სავარაუდო პასუხი ,რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი

თითოეული დავალება ფასდება 1,0,ან [ -0,2] ქულით.

სწორი პასუხის გაცემისთვის იწერება 1  ქულა

თუ არცერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება  0 ქულა

არასწორად გაცემული პასუხისთვის აკლდება 0,2 ქულა[ ანუ იწერება -0,2 ქულა]

·       რაც შეეხება ტესტის „ანალიტიკური წერის’’ ნაწილის  ორ დავალებას ,თითოეული მათგანი ფასდება მაქსიმუმ  9 ქულით  და სწორდება წინასწარ დადგენილი „შეფასების სქემის’’ მიხედვით.

 

შედეგები

 

·       ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ „შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’  სარეგისტრაციო გვერდზე  ONLINE.NAEC.GE  -ზე განთავსდება სსგ-ის „პირველადი შედეგები’’ -მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ  ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ქულა.

·       მაგისტრანტობის კანდიდატს აქვს შესაძლებლობა ,შედეგებთან ერთად ნახოს საკუთარი ნაშრომი და სურვილის შემთხვევაში ამობეჭდოს.

·       თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ეთანხმება  მიღებულ შეფასებას ,მას შეუძლია წარადგინოს „საპრეტენზიო განაცხადი’’ ტესტის ცალკეულ ნაწილში მიღებული ქულის ამ მთლიანად ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებით[„შეფსების და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში]

 

 

სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე’’ ჩარიცხვის პრინციპი

 

·        „სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე’’ ჩარიცხვის კონკურსში მონაწილებისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა

·        სსგ-ის ბარიერის დაძლევა  გულისხმობს სსგ-ს ტესტის 4 ნაწილიდან არანაკლებ 3 ნაწილში  „მინიმალური კომპეტენციის ზღვრის’’ გადალახვას

·        ყურადღება: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია :

 

1)     თვითონ განსაზღვროს სსგ-ის ტესტის ის 3 ნაწილი,რომელშიც მოითხოვს „მინიმალური კომპეტენციის ზღვრის’’ გადალახვას.

2)     მოითხოვოს „მინიმალური კომპეტენციის ზღვრის’’ გადალახვა  სსგ--ს ტესტის 4-ვე ნაილში .

3)     დააწესოს „მინიმალური კომპეტენციის  უფრო მაღალი ზღვარი’’  სსგ-ის ტესტის  „ერთი’’,“რამდენიმე’’,ან „ყველა’’ ნაწილისთვის

·        უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ის მაგისტრანტობის კანდიდატები,რომლებმაც გადალახეს „სსგ-ის ბარიერი’’,თავის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხოს  მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების შედეგების მიხედვით ,ან  „სსგ-ის  და  მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების  შედეგების მიხედვით’’

·        იმ შემთხვევაში ,თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საჭიროდ მიიჩნევს ჩარიცხვის პროცესში „სსგ-ის შედეგების’’ გათვალისწინებას , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  სსგ-სა და  მის მიერ დანიშნულ გამოცდას/გამოცდებს ანიჭებს  -„კოეფიციენტებს’’,რომელთა ჯამი 100-ის ტოლია.

·        უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  სსგ-სთვის მინიჭებული „კოეფიციენტი’’ უნდა იყოს  არანაკლებ 35-ის  და არაუმეტეს 65-ის ტოლი

·        უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  სსგ-სთვის მინიჭებული „კოეფიციენტი’’  უნდა გადანაწილდეს სსგ-ს ტესტის ოთხივე ნაწილზე [ტესტის თითოელი ნაწილისთვის არანაკლებ 5-ის ტოლი უნდა იყოს]

·        უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე’’ ჩარიცხვის „საკონკურსო ქულის’’ დაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის მიხედვით :

 

ა)“სსგ-ის  ტესტის თითოეული ნაწილის“ და ბ)„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების“  „ნორმირებული ქულები’’[ე.ი. „კანდიდატის მიერ მიღებული შეფასება გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე’’] მრავლდება „შესაბამის კოეფიციენტზე’’ და  ჯამდება.

 

თსუ-   სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდები

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ტელეფონი:0322221034

ვებ გვერდი:chancellery@tsu.ge

ელ. ფოსტა:www.tsu.ge

საკონტაქტო პირი:ჩიხლაძე ქრისტინე,ტელ. 555 323 303 . ელ.ფოსტა: christine.chikhladze@tsu.ge

გადასახადი: სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო  

 

 

სამართალი  -თსუ

კვალიფიკაცია:

სამართალის მაგისტრი

სწავლების ენა

აკრედიტებულია

აკრედიტაციის ვადა

საფასური

ადგილების რაოდენობა

 

 

 

 

 

ქართული

დიახ

31.12.2026

აფინანსებს სახელმწიფო

170

 

 

 

 

 

გამოცდა

მინიმალური კომპეტენციის  ზღვარი %

სავალდებულოა მინიმალური ზღვარის გადალახვა

კოეფიციენტი

პრიორიტეტი

 

 

 

 

 

წკითხულის გააზრება

30

დიახ

10

3

 

 

 

 

 

ანალიტიკური წერა

30

დიახ

10

1

 

 

 

 

 

ლოგიკური მსჯელობა

30

დიახ

10

2

 

 

 

 

 

რაოდენობრივი მსჯელობა

25

 

5

 

 

 

 

 

 

გამოცდა სპეციალობაში

 

დიახ

40

 

 

 

 

 

 

უცხო ენა [ინგლისური B2]

 

დიახ

25

 

 

 

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები