ფეხის ფრჩხილის სოკო[დწყებით სტადიაში] -მკურნალობა და პროფილაქტიკა

 


         


 

ფეხის ფრჩხილის სოკო[დწყებით სტადიაში] -საღამოს  ჩასატარებელი პროცედურები

 

ყოველდღე :

·        ფეხს ტერფების აბაზანა[თბილი წყალი 37-38 0 + ვაშლის ძმარი . ნარევი მზადდება პროპორციით 1:3 -1 ნაწილი  ვაშლის ძმარი 3 ნაწილი თბილი წყალი] ხანგრძლივობა 20 წთ.

·        ტერფების და თითების კარგად გამშრალება[ცალკე პირსახოცი, ან ფენი]

·        დაზიანებული ფრჩხილის ზედა ფენის დაქლიბვა[ყოველ 3 დღეში] [დაქლიბვა ხდება სპეციალური პედიკიურის ქლიბებით [უნდა ცვალო] .ამ ქლიბების გამოწერა უმჯბესია თემუდან. თბილისში აფთიაქში 3 ცალი 9ლარი.დაგჭირდება ბევრი. 100 ან 200 ცალი]

·        2-3 წვეთი „ჩაის ხის ზეთი’’ დაქლიბულ,ისევ დაბანილ და ისევ გამშრალებულ ზედაპირზე.შეზელვა ბამბის ჩხირით.ფრჩხილის გარშემო კანის დამუშავება ამავე ზეთით.

·        „იოდინოლის’’ კომპრესი[დაგჭირდება  ბამბის ტაპონი და ლეიკოპლასტირი]

·        100 % ბამბის წინდა [„ნასკი’’] და ძილი

·        დილით კომპრესის მოხსნა.დაბანა საპნით . ფენით გამშრალება

·        სუფთა ბამბის წინდა და დეზინფექცია ჩატარებული ფეხსაცმელი

 

  დიეტა :

 

1.      ნიორი. 2-3 კბილის გაჭყლეტვა .10-15 წუთი დაყოვნება.მიღება  სადილის წინ

2.      კომბოსტოს მწნილი 2-3 კოვზი დრეში სადილობისას [ ნატურალური პრობიოტიკია აბალნსებს ნაწლავურ მიკროფლორას]

3.      საფუარიანი პური და ცომეული-ამოღება რაციონიდან

4.      ლუდი- ამოღება რაციონიდან

5.      ჩირი-ამოღება რაციონიდან

6.      ბოსტნეული და მწვანილეული  ყოველდღე.

ყურადღება:

1.      მხოლოდ ბამბის წინდები.ყოველდღე ცვლა. რეცხვა არანაკლებ 60 0-ზე

2.      „თბილი ‘’ ჩუსტები . შრობა ჩაცმამდე და ჩაცმის შემდეგ სპეციალური საშრობით[ფეხსაცმლის საშრობები ნახე თემუზე]

3.      სახლის იატაკი. ნოხი. არ იარო მათზე ფეხშველმა. იქ არის სოკოს სპორები. ნოხები გაარეცხინე და შემდეგ კარგად გააშრე მზეზე.

4.      ფეხსაცნელები. ბოტასები. იცვალე ყოველდღე .ხოლო  გამოყენებულები გააშრე ფეხსაცმლის საშრობით.

 

ყურადღება:

თუ დიაბეტი გაქვს. აუცილებლად გჭირდება ექიმი[დერმატოლოგი]. ანუ დიაბეტის დროს ეს პროტოკოლი არ გიშველის .ექიმი  აიღებს ფრჩხილიდან ანაფხეკს.ჩაატარებს ანალიზს.დაგინიშნავს წამლებს[ეს წამლები სამწუხაროდ მოქმედებს ღვიძლზე].მაგრამ არ უნდა გადადო ფრჩხილის სოკოს  მკურნალობა. დიაბეტის დროს ფრჩხილის სოკო იწვევს ე.წ. „დიაბეტურ ტერფს’’,რომელიც მთავრდება  განგრენით და ამპუტაციით.

როდის არის დერმატოლოგი საჭირო:

ა)როცა ტერფზე დაზიანებულია 3 და მეტი ფრჩხილი

ბ)როცა დაზიანებულია ცალკეული ფრჩხილის 50%-ზე მეტი

გ)როცა დაძიანებული ფრჩხილის ფესვი

დ) როცა 2 თვე იტარებდი ზემოთ აღწერილ პროცედურებს და გაუმჯობესება არ იყო[როცა ფრჩხილი არ გაღიავდა[გავარდისფრდა],არ დარბილდა]

 

რა საჭიროა ფრჩხილის ანაფხეკის ანალიზი[ დერმატოლოგი]

ა) გიზოგავს დროს[აქ ლაპარაკია თვეებზე]

ბ)სწორად მკურნალობ

გ)შედეგს უფრო მალე აღწევ

 

გახსოვდეს :დიაბეტი არის მძიმე გართულების რისკი.სოკოთი დაზიანებული კანი არის ინფექციის შეჭრის არე. იწვევს „ფლეგმონას’’[ჩირქოვან ანთებას,რომელიც ვრცელდება უმალ]

სისხლის მიმოქცევა ფეხებში „დიაბეტიკთან’’ დარღვეულია ,ამიტომ წყლულების შეხორცება მრავალჯერ არის შენელებული. აქედანაა ე.წ. „დიაბეტური ტერფი’’. მთავრდება ამპუტაციით.

თუ დიაბეტი გაქვს და ამავე დროს  სოკო ,წადი ექიმთან[დერმატოლოგთან] აუცილებლად !!!

 

რა დგჭირდება თუ დიაბეტი არ გაქვს და გაქვს მხოლოდ ტერფის ან ფრჩხილის  სოკო

1.      „ტაზიკი’’  აბაზანისთვის

2.      ვაშლის ძმარი

3.      ფენი[ან ფეხის გასამშრალებელი პირსახოცები.რეცხავ მატ ყოველი გამოყენების შემდეგ 600-ზე.სოკოს სპორები მხოლოდ ამ ტემპერატურაზე იღუპებიან]

4.      ფრჩხილის ქლიბები[პედიკურის] ,ერთჯერადი[3 დღეში ერთხელ იყენებ],მსხვილმარცვლოვანი,თვეში 10 ცალი გჭირდება[ფრჩხილს 10--ჯერ 15 ჯერ გაუსვამ ზეწოლის გარეშე][ჯობია გამოიწერო თემუდან]

5.      პიპეტი

6.      ჩაის ხის ზეთი[აფთიაქშია]

7.      ბამბის ჩხირები

8.      ბამბის ტამპონები

9.      იოდინოლი[აფთიაქშია]

10.   ლეიკოპლასტირები

11.   ბამბის წინდები

12.   ფეხსაცმლის და ჩუსტების საშრობი[თემუზეა]

13.   ფეხსაცმის  საფენები [„სტელკები’’] ,ანტიბაქტერიული [თემუზეა][პერიოდულად უნდა ცვალო]

 

 

 

ფეხსაცმლის შესახებ

 

1.      არ იხმარო ა)ხელოვნური ტყავის,ბ)სინთეტიკური მასალებისგან დამზადებული,გ) რეზინის ფეხსაცმელი ,რადგან მათ აქვთ ცუდი ვენტილაცია,მატში ფეხები ძლიერ ოფლიანდება,ქმნია „სათბურის ეფექტს’’ ანუ ნესტს და ოფლა აგროვებენ,არის ფეხის სუნის და სოკოს დიდი რისკი.

2.      „ნატურალური ტყავის ‘’ ფეხსაცმელი-ატარებს ჰაერს,ე.ი. უზრუნველყოფს  ჰაერის ცირკულაციას,მატში ფეხები ნაკლებად ოფლიანდება,აღკვეტს ტერფების გადახურებას,ინარჩუნებს ჯანმრთელ მიკროკლიმატს.

 

ქცევის წესი საზოგადოებრივ ადგილებში

 

1.      აუზზე,პლაჟზე,საუნაში,გასახდელში,საშხაპეში,აგარაკზე ნაქირავებ ბინაში,სატუმროში   მხოლოდ საკუთარი „ტაპოჩკებით’’ არასოდეს გამოიყენო ადგილობრივი ფეხსაცმელი

2.      ასეთი ადგილების მონახულების შემდეგ,ყოველჯერზე, დაიმუშავე ტერფები „ჩაის ხის ზეთით’’ ან „ქლორჰიქსოდინით’’. ეს პარანოია არ არის ეს არის ჰიგიენა.

 

 გაფრთხილება:

 

·        არ უნდა შეწყვიტო ზემოთ აღწერილი  პროცედურები როცა სოკო გაგივლის[ანუ როცა ფრჩხილი ვარდისფერი გახდება]

·        გახსოვდეს, სოკოს სპორები 12 თვე ცოცხლობენ ადამიანის სხეულის გარეთ: ნოხებში,ფეხსაცმელებში,კაფელში. საკმარისია ერთი მიკროსკოპული ბზარი ტერფის კანში და სოკო თავიდან იწყება.

·        სტრესი,გაციება,ანტიბიოტიკური კურსი და სოკოს სპორები შენს ორგანიზმში იღვიძებენ

·        ამიტომ ეს პროცედურები გააგრძელე მინიმუმ 4 კვირა სუფთა ფრჩხილის გაზრდის შემდეგაც

კერძოდ:

ა)ჩაის ხის ზეთი [ახლა უკვე 2 დღეში ერთხელ]

ბ)ვაშლისძმრიანი აბაზანა [კვირაში 2-ჯერ]

გ)იოდინოლის  კომპრესი [კვირაში 1-ხელ]

 

ფრჩხილის სოკოს პროფილაქტიკა

 

·        ამის შემდეგ-მთელი ცხოვრების მანძილზე:

ა)ვაშლის ძმრის და თბილი წყლის აბაზანა 3 წუთი კკვირაში ერთხელ[ მაგ. უქმე დღეს]

ბ)1 წვეთი ჩაის ხის ზეთი,თითოეულ ფრჩხილზე,კვირაში ერთხელ[შხაპის შემდეგ]

გ)ფეხსაცმლის დეზინფექცია კვირაში ერთხელ[ქლორჰიქსედინი  0,1-5% იანი]

დ) ფეხსაცმლის საფენების ცვლა პერიოდულად

ე)ფეხსაცმლის შრობა

ვ)ბამბის წინდების ყოველდღე ცვლა და მათი რეცხვა 600-ზე]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები