თავი მე-12. ადამიანის “მეხსიერება“

 



სარჩევი:

§1. მეხსიერების’’  ადი დახასიათება. 1

)“დამახსოვრება’’ 2

)“შენახვა’’ 3

)“აღდგენა’’ 3

§2 .მეხსიერების ფორმები. 5

) „სენსორული მეხსიერება. 5

)„ხანმოკლე მეხსიერება 6

გ) „ხანგრძლივი მეხსიერება 9

)  სემანტიკური მეხსიერება და ეპიზოდური მეხსიერება. 10

)“პროცედურული  მეხსიერება“ და დეკლარაციული მეხსიერება 12

§3.“დასწავლა და მისი ფაქტორები. 13

1.    მოტივაციის ფაქტორი. 13

2. ინტელექტუალური აქტივობის ფაქტორი. 15

3. სტრუქტურიზაციის ფაქტორი. 16

4. ფუნქციონალური ფაქტორები. 16

5. გამოცდილების ფაქტორი. 16

§4.მნემონიკა(დამახსოვრების სპეციალური ხერხები) 17

§5. “დასწავლის“ კანონზომიერებანი. 18

1.მასალის მოცულობის კანონი. 18

2.“გამეორების რიგითი ადგილის კანონი“. 18

3. “გამეორებათა შორის ინტერვალის კანონი“. 18

4.“მასალის ადგილმდებარეობის კანონი“. 19

მოკლე შეჯამება. 19

§ 6. “დავიწყება 20

)“დავიწყებისმიმდინარეობა. 20

)“დავიწყებისთეორიები. 21

 

 

 §1. მეხსიერების’’  ადი დახასიათება

 

·        მეხსიერების მოვლენა დიდი ხანია აინტერესებს კაცობრიობას.

·         ანტიკური ხანის ატორების გადმოცემით, პირველი ფსიქოლოგიური ცდები სწორედ ამ სფეროში ჩატარდა.

·        პლატონის ერთ-ერთ დიალოგში ვინმე სოფისტ გიპიუსს თავი მოპქონდა იმით, რომ შეეძლო 50 სახელის დამახსოვრება ერთჯერადი წაკითვით.

·        უფრო საოცარია რომაელი ფილოსოფოსის სენეკას მამის მიღწევები. მას შეეძლო 2000 სიტყვისა და 200 ლექსის ზუსტი აღდგენა მოსმენისთანავე.

·        ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობები ამ მხრივ ბევრად მცირეა.

·        დამახსოვრება-გახსენების უნარის განვითარების შესწავლა შუა საუკუნეებშიც მიმდინარეობდა.

·        “მეხსიერების ხელოვნებისადმი”, ანუ ე.წ. მნემონიკისადმი (ემე ბერძნულად მეხსიერებას ნიშნავს) ასეთი ინტერესი პრაქტიკული საჭიროებით აიხსნება: წარსულში, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალებათა შეღუდულობის პირობებში, მესიერების ძალას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

·         მეხსიერების სისტემატური ექსპერიმენტული შესწავლა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში დაიწყო გამოჩენილმა ფსიქოლოგმა ჰერმან ებინჰაუსმა.

·         მან მიაგნო მესიერების კვლევის მარტივ და ძალზე ეფექტურ მეთოდს.

·        დასამახსივრებელ მასალად იგი იყენებდა უაზრო მარცელებს (მაგ. ჩამ, პეც, გილ და სხვა.), რომლებიც, სიტყვებისა და წინადადებებისაგან განსხვავებით, არ იყვნენ დატვირთული შინაარსით და ასოციაციებით. აქედან გამომდინარე, ისინი ყველასთვის ინდიფერენტული, ანუ ერთნაირად დამახსორებადი იყვნენ და მეხსიერების გასაზომი ერთგვარი ერთეულის ფუნქციას ასრულებდნენ.

·        ცდებში იზომებოდა, თუ რამდენ ერთეულს იმახსოვრებდა და შემდეგ ივიწყებდა სუბიექტი[ცდის პირი] სხვადასხვა პირობებში – ცვალებადობდა ა)მასალის ოდენობა, ბ)გამეორებათა რიცხვი,გ) დამახსოვრების დრო და სხვა.

·        ებინჰაუსმა აღმოაჩინა მნიშვნელოვანი კანონზომიერებანი, რომლებიც დღესაც შეადგენენ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ოქროს ფონდს.

·        აღსანიშნავია, რომ ებინჰაუსი იკვლევდა მხოლოდ მეხსიერების ერთ-ერთ ფორმას, ე.წ. ნებელობით (ანუ აქტიურ) მეხსიერებას.

 მისი არსებითი ნიშანი ის არის, რომ დამახსოვრებისა და გახსენების პროცესები სუბიექტის მიერ შეგნებულად და მიზანდასახულად წარიმართება.

·        რადიციული ფსიქოლოგია მას განასხვავებდა მესიერების იმ საეობისაგან, რომელშიც რაიმე შინაარსის შემონახვა და ცნობიერებაში აღდგენა სუბიექტის განზრახვის გარეშე, უნებლიედ ხდება.

უნებლიე (ანუ პასიური) მეხსიერების კლასიკური ფორმაა ე.წ. ასოციაციური მეხსიერება.

·        ასოციაცია’’ წარმოდგენებს შორის ისეთ კავშირს ნიშნავს, როცა ერთის აღმოცენება ცნობიერებაში მეორის აღმოცენებას იწვევს. ამ დროს სუბიექტისთვის მიუწვდომელი რჩება როგორც ის, თუ რატომ გაასენა ერთმა წარმოდგენამ მეორე, ასევე ისიც, თუ თავიდან როგორ დაუკავშირდნენ ეს წარმოდგენები ერთმანეთს.

·         მესიერების კვლევას თანამედროვე კოგნიტურ ფსიქოლოგიაში დიდი შესაძლებლობები მიეცა.

·        ახალმა ტექნოლოგიებმა ურთულესი და უზუსტესი ექსპერიმენტული ბაზა შექმნა მნემური პროცესების კვლევისთვის, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ნეირონულ დონეზე.

·        გარდა ამისა, რადიკალურად შეიცვალა მეხსიერების ფუნქციის გააზრების იდეოლოგიაც.

·        კოგნიტურ ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, იგი[მეხსიერება]  გაგებულია კომპიუტერთან ანალოგიის საფუძველზე;

·         მესიერება არის ინფორმაციის თანმიმდევრული გადამუშავების პროცესის გარკვეულ ეტაპი ან ფუნქციონალურ რგოლი შესასვლელი და გამოსასვლელი ბლოკების მქონე სისტემაში

·        თანამედროეე ფსიქოლოგიაში არსებითად ძალაში დარჩა მეხსიერების სხვადასხვა ფორმების განმასხავებელი ნიშნები და კრიტერიუმები, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად დაზუსტდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა, ზოგჯერ კი, უბრალოდ ტერმინები შეიცვალა.

·        მაგალითად, ძველი ფსიქოლოგიის დაყოფას ნებელობით და უნებლიე მეხსიერებებად  დღეს ექსპლიციტურს და იმპლიციტურს უწოდებენ.

·        ერთ შემთხვევაში დამახსოვრებისა და აღდგენის პროცესი ცნობიერად მიმდინარეობს, მეორეში – ცნობიერების გარეშე.

·        უცვლელი დარჩა ის ფუნდამენტური შეხედულებაც, რომ სწორედ დამახსოვრების“|, შენახვისა’’ და დგენის პროცესები არის მეხსიერების, როგორც ფსიქიკური ფუნქციი (მოვლენის) უმთავრესი მახასიათებლები.

 

მეხსიერება შეიძლება მოკლედ განემარტოთ, როგორც ამ პროცესების[დამახსოვრების“|, შენახვისა’’ და დგენის“] ერთობლიობა.

შეიძლება ასეც გვეთქვა: მესიერება, როგორც დამოუკიდებელი შემეცნებითი ფსიქიკური პროცესი, სამ ფაას მოიცავს: დამახსოევრებას, შემონახვას და აღდგენას.

)“დამახსოვრება’’

 

·        იმისთვის, რომ რაიმე გავისსენოთ, ეს რაღაც ჩვენში უნდა არსებობდეს ან ჩვენთვის ცნობილი იყოს.

·        სხეაგვარაღ რომ ვთქვათ, მეხსიერება იწყება შთაბეჭდილების მიღებით, ანუ ფსიქიკურ სისტემაში ინფორმაციის შესვლით.

·        ამ თითქოს ცხად ვითარებას აღნიშენა ესაჭიროება, ვინაიდან ჩვენი ე.წ. „მეხსიერების პრობლემები ხშირად ინფორმაციის შემოსლასთან დაკავშირებული სირთულეებითაა გამოწვეული.

·        ეს ბუნებრივია, რადგან თვით დამახსოვრების პროცესია რთული და მრავალი ასექტის შემცველი. ტყუილად არ ხმარობენ დამახსოვრებასთან ერთად ტერმინს “კოდირება”.

·        დამახსოვრება არსებითად „კოდირებაა, ანუ მიღებული შთაბეჭდილების (ინფორმაციის) გარკვეულ ფსიქიკურ ფორმაში მოქცევა მნემურ სისტემაში შეტანა.

მაგ. როცა კომპიუტერის პროცესორში ინფორმაცია შეგვყავს, მის კოდირებას ვახდენთ.

 

·        დამახსოვრება ხშირად საკმაოდ რთული მნემური მოქმედების სახეს იღებს.

·        „დამახსოვრების’’  ხასიათი და ეფექტურობა ბერ ფაქტორზეა დამოკიდებული: მაგალითად იმაზე, ა)თუ რა ხერხებს და სტრატეგიებს ვიყენებთ დამახსოვრებისას, ბ)როგორია მასალის მოცულობა, შინაარსი, გ)მასალის  რა ასპექტებს ვაქცევთ ყურადღებას’’, დ)„რა დამოკიდებულება გვაქვს მასალის  მიმართ და ბევრი სხვა, რაზეც უფრო დაწვრილებით ქვევით შევჩერდებით.

)“შენახვა’’

 

·         მეხსიერების პროცესის შემდეგი ფაშენახვაა.

·        კომპიუტერში შეყვანილი ინფორმაცია პროცესორის მეხსიერების ბლოკში  ინახება.

·        ადამიანის მეხსიერების სისტემაში შესულ ინფორმაციასაც შენახვა ესაჭიროება.

·        იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი აღდგენა მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება, კოდირებული ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს გაკვეულ ფსიქიკურ და ნეირონულ სრუქტურებში.

·        მაგრამ შენახვა არ არის უბრალოდ “მეხსიერების საცავებში” ინფორმაციის არქივაცია ან დაკონსერვება.

·        შენახვა აღბეჭდილი ფსიქიკური მასალის აქტიური გადამუშავების პროცესია.

„შენახვა’’  მოიცავს ხატების, სიგნალებისა და შინაარსების   ა)გაშიფვრას, ბ)დახარისხებას, გ)სხვა მასალასთან მიმართებათა დამყარებას, დ)ორგანიაციას, ე)აქცენტების განაწილებას, ვ)გამეორებას და ა.შ.

)“აღდგენა’’

 

·        მესიერების პროცესის დამასრულებელი ეტაპი აღდგენაა.

·        სამეტყველო ენაში ტერმინი მეხსიერება  ინფორმაციის მისაწომობასთან არის ასოცირებული, ე.ი. ადრე შეძენილი ცოდნა-ჩვევების აღდგენის უნარს ნიშნავს.

·        მაგრამ მესიერების დაყვანა მხოლოდ  აღდგენაზე მართებული არ არის.

ფროიდმა ნათლად აჩვენა, რომ ფსიქიკაში ბევრი რამ ინახება ისეთი, რისი აღდგენაც ვერ ხერდება, მაგრამ ის მაინც მოქმედებს ქცევაზე.

ისიც შესაძლებელია, რომ ამნეზიით დაავადებულმა ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ ვერ გაიხსენოს, სად და როგორ გაიგო ეს.

·        ერთი სიტყვით, არც აღდგენა და არც დამასოერებ იგივე არ არის, რაც ცოდნა (ინფორმირებულობა).

·        მესიერების დახასიათებისას ხშირად მიმართავენ სხვადასხვაგეარ შედარებას და მეტაფორას.

·        ერთ-ერთი მათგანია ანალოგია ხის წლიურ რგოლებთან, მუსიკალურ პარტიტურასთან ან კატალოგთან, რომლებსაც თავისი მეხსიერება აქვთ იმ აზრით, რომ “რაღაც იციან”. მაგრამ მათ არაფერი ახსოვთ.

·        ამიტომ მკაფიოდ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან „შენავა და აღდგენა.

·        ხეები და კატალოგები ინახავენ გარკვეულ შთაბეჭდილებებს.

ხოლო ადამიანები არა მხოლოდ ინახავენ შთაბეჭდილებებს, არამედ აღადგენენ მათ.

·        აღდგენის უნარი გარკვეული საცავის არსებობას გულისხმობს: რაც არ გისწავლია, ვერ გაისსენებ, მაგრამ ყველაფერს, რაც შენახულია, ვერ აღადგენ.

·        აღდგენის წარმატებულობა, პრინციპში, ორ მთავარ გარემოებაზეა დამოკიდებული: იმაზე, ა)თუ რამდენად ღრმა და ხარისხიანია შენახული ინფორმაციის გადამუშავება და იმაზე, ბ)თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს თვით აღდგენა, ანუ საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მეხსიერებიდან მისი ამოტანის პროცესი.

·         სუბიექტი შეიძლება სპეციალურად, მიზანდასახულად იხსენებდეს რაიმეს. ასეთ დროს საქმე გვაქვს მოგონებასთან, როგორც აღდგენის ერთ-ერთ სახეობასთან.

·        თუ თქვენ შეეცდებით გაარკვიოთ, თუ როგორ დაიმახსოვრეთ აქამდე წაკითხული მასალა და დაიწყებთ მის აქტიურ გახსენებას, ეს მოგონება იქნება.

·        მაგრამ  აღდგენა შეიძლება სუბიექტის სპეციალური განზრახვის გარეშეც მოხდეს. ყველას განუცდია, როცა ცნობიერებაში თავისთავად ამოტივტივდება რაიმე სიტყვა, ფრაზა, მელოდი თუ სხვ.

·        წარმოდგენის ან აზრის სპონტანურსა და აკვიატებულ ამოსვლას ცნობიერებაში პერსევერაცია ეწოდება.

·        აუცილებელი არ არის, რომ შენაულის აღდგენა საკუთრი წარმოდგენის ან აზრის ფორმაში ხდებოდეს.

·        ჩვენ შეგვიძლია ვადგინოთ მოტორული მოქმედებები (ჩვევები) და გარკეეული ემოციურ-მოტივაციური შინაარსები.

·        გარდა ამისა,აღდგენა  ცნობის [ამოცნობის] სახითაც ხორციელდება.

·         ამ როს სუბიექტი არ ან ვერ აღადგენ’’  ცნობიერებაში წარსულში განცილს, მაგრამ მას შეუძლია გააიგივოს ამჟამად აღქმული საგანი წარსულში აღქმულთან, ე.ი. იცნოს იგი.

·        აღსანიშნავია, რომ ცნობას რამდენიმე საფეხური აქს, დაწყებული აწმყო მოცემულობის წარსულთან სრული იდენტიფიკაციით (მე ვიცანი და ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება), და დამთავრებული ბუნდოვანი ნაცნობობის გრძნობით (დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ეს კაცი ნაცნობად მეჩვენება).

·        ძნელი დასანახი არ არის, რომ ამ პროცესებს[„დამახსოვრებას’’,“შენახვას’’ და „აღდგენას’’]  შორის მჭიდრო და საკმაოდ რთული კავშირი არსებობს ისევე, როგორც მათსა და დავიწყებას შორის.

·        დავიწყება მეხსიერების შებრუნებული მარეა.

·        დავიწყების’’  ხასიათსა და სიღრმეზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს დამახსოვრების, შენახვისა’’ და გახსენების თავისებურებანი.

 

 

§2 .მეხსიერების ფორმები

 

·        კლასიკური ფსიქოლოგიიდან დღემდე მეხსიერების სახეებისა თუ ფორმების კლასიფიკაციის არა ერთი პრინციპი იყო შემოთავაზებული.

·        ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რა სიმრავლისა და სირთულის პროცესები და ფაქტორებია ჩართული მეხსიერების ფუნქციაში.

·         თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია ცდილობს, მხედველობაში მიიღოს ძირითადი პროცესების – დამახსოვრების, შენახვისა და აღდგენა-დავიწყების თავისებურებები.

·         მათი გათვალისწინების საფუძველზე გამოიყოფა მეხსიერების სამი ძირითადი ფორმა.

·        ისინი განიხილება მნემურ სისტემაში ინფორმაციის თანმიმდევრული გადამუშავების ეტაპებად (ბლოკებად).

·        განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, თუ რა დროით, რა მოცულობით, რა ფორმაშია მოცემული ინფორმაცია, რას ეხება იგი და რა როლს ასრულებს მეხსიერების ყოველი ბლოკი მთელი სისტემის ფუნქციონირებაში.

 ) „სენსორული მეხსიერება

 

·        ფსიქიკაში ინფორმაციის შესვლა შეგრძნების ორგანოებით’’, ანუ სენსორული გზით დება.

·        უკვე აქ, ანუ სენსორული რეგისტრის ონეზე,გილი აქეს მის[ინფორმაციის]  აღბეჭდვას და შენახვას, ოღონდ ძალზე მცირე დროით[!].

·        ეს დრო კონკრეტული შეგრძნების ორგანოს მიედვით (ე.ი. სვადასხვა მოდალობაში) იცვლება, და წამის მეათედებში[!!] იზომება.

·        სენსორულ მესიერებაში  სტიმული[გამღიზიანებელი] უშუალოდ აღიბეჭდება იმ ფორმაში, რომელშიც შემოვიდა სენსორულ რეგისტრში;

·        მაგალითად, მხედველობით მოდალობაში იგი მხედველობითი ხატის ფორმაში წარმოგვიდგება (ამიტომ სენსორული მეხსიერების ამ სახეს იკონიკურს,[ ანუ ხატისებრს] უწოდებენ),

·        სმენით მოდალობაში – ბგერების ფორმაში (შესაბამისად, მას ექოიტურს,[ ანუ ბგერითს ]უწოდებენ) და ა.შ.

·        სენსორულ მეხსიერებაში უმცირესი დროით აღიბეჭდება მოქმედი სიგნალის სრული სურათი, მისი[სიგნალის]  ფსიქიკური ასლი.

·         სამყაროს შესასებ ინფორმაციის ამგვარი შენახვის დანიშნულება ისაა, რომ შექმნას მისი შემდგომი გადამუშავების შესაძლებლობა.

·        თვით სენსორული მეხსიერება არ ადენს მასში მოცემული შინაარსის გადამუშავებას, იმის გარჩევას, რა არის საჭირო და რა არ.

·        თუ სენსორულ მეხსიერებაში აღბეჭდილი ინფორმაციის რაღაც ნაწილი მთელი კოგნიტური სისტემის ყურადღების ობიექტი გასდება, ის შედარებით ხანგრძლივი დროით იქნება შენარჩუნებული, შემოსული ინფორმაციის ეს ნაწილი გადაინაცვლებს ხანმოკლე მესიერების ბლოკში, ხოლო რაც საჭირო არ არის, არ შეინახება ა ამიტომ გარედან მოსული ახალი სიგნალებით წაიშლება.

·        ჩვენზე ხომ განუწყვეტლივ მოქმედებს ახალი გამღიზიანებლები, რომლებიც ასევე ცოტა ხნით უნდა დარჩნენ სენსორულ რეგისტრში, რომ საჭიროების შემთხვეეაში მათი შემდგომი გადამუშავებაც მოხდეს.

·        ამიტომ არის სენსორული მეხსიერება’’ ასე ხანმოკლე;

·        ახალი სენსორული შთაბეჭდილების ძველზე დადება ინფორმაციის მოზღვავებას და აღრევას გამოიწვევდა.

·        ამრიგად, მეხსიერების ამ ფორმის[„სენსორული მეხსიერების’’]  ნიშნებია: ა)უკიდურესი ხანმოკლეობა, ბ)სტიმულისა და მისი შთაბეჭდილების სრული შესატყვისობა, გ)ჭარბი ინფორმაციის არსებობა და დ)არასელექციურობა.

 

)„ხანმოკლე მეხსიერება

 

·        ინფორმაციის მნემური გადამუშავების შემდგომი ეტაია ხანმოკლე მეხსიერება.

·        მასში სენსორული მესსიერებიდან ის შინაარსი გადადის, რომელზეც ყურადღების კონცენტრაცია მოხა.

·        ხანმოკლე’’ და ხანგრძლივ’’ მეხსიერებებს კლასიკური ფსიქოლოგიაც განსხვავებდა, მაგრამ დღეს მოხდა „ხანმოკლე მეხსიერების მახასიათებლების მნიშვნელოვანი დაზუსტება [„მოცულობის, შენახვის დროისა და ფორმის თვალსაზრისით].

·         ხანმოკლე მეხსიერებაში შთაბეჭდილების შენახის დრო 20-30 წამია, [თუ არ ხდება მისი გამეორება].

·        შეზღუდულია „ხანმოკლე მეხსიერების'’’ მოცულობაც.

·         ჩვეულებრიე, ის განისაზღვრება ექსპერიმენტულად იმ ელემენტების რაოდენობით, რომელთა აღდგენა უშეცდომოთ შეუძლია ცდისპირს ერთჯერადი მიწოდებისას.

·        აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია აღადგინოს 5-დან 9 ერთეულამდე, ანუ ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა 7[+ -2] ტოლია’’ (ამ მონაცემს უწოდეს მაგიური ციფრი – შვიდი).

ერთეულები“ შეიძლება იყოს : ა)ციფრები და სიმბოლოები,ბ)ასოები და სიტყვები. [ამ სიტყვებში, ცხადია, უფრო მეტი ასო აღმოჩნდება, ვიდრე უბრალოდ ასოების მიწოდებისას, მაგრამ დამახსოვრებული სიტყვების, ანუ ცალკეული ერთეულების საერთო რაოდენობა მაინც 7 იქნება].

 

იგივე ითქმის ციფრებზე თუ ჩვენ მოვახერსებთ მათ აზრიან დაჯგუფებას უფრო დიდ ერთეულებში, ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა “გაფართოვდება” ე.ი. იგივე რაოდენობის ერთეულებში მეტი მასალა მოთავსდება.

მაგალითად, თერთმეტი ერთეულის შემცველი ციფრების რიგი 2 0 0 7.4 6 5 1 93 9, რომელიც ხანმოკლე მეხსიერების’’ მოცულობაში ვერ თავსდება, ჩვენ შეგვიძლია დაევყოთ სამ რიცხვად, რომელთაგან ერთი თქვენი შვილიშვილის დაბადების წელია – 2007, მეორე – თქვენი მანქანის ნომერი – 465, მესამე კი მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღი – 1939. ამგვარად, მასალა სამ ერთეულად სტრუქტურირდება და სულ ადილად დაგვამახსოვრდება.

 

·        ხანმოკლე მეხსიერებაში მოცემული მასალის შენახვის (კოდირების) ფორმაზე კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმად აქ არსებული ინფორმაცია, უპირატესად, სმენითი მოდალობის ანუ აკუსტიკურ ფორმაშია ასახული.

·         რა ფუნქციას ასრულებს ხანმოკლე მესსიერება?

·        პირველ რიგში, ის ქმნის მიმდინარე მოქმედების განხორციელების საშუალებას.

·        ამიტომ მას სსვაგვარად ოპერაციული მეხსიერებაც’’ ეწოდება.

·        ოპერაციული[ე.ი. ხანმოკლე]  მესსიერება აუცილებელია, რომ თქვენ გაიგოთ, მაგალითად იმ წინადადების შინაარსი, რომელსაც ახლა კითხულობთ, რადგან ეს შეუძლებელი აღმოჩნდება, თუ მესიერება არ შეინარჩუნებს წინარე სიტყვების აზრს.

·        ხანმოკლე მეხსიერება საშუალებას გვაძლევს, მოვნახოთ ნომერი სატელეფონო ცნობარში და ავკრიფოთ იგი ნაბეჭდში მუდმივი ცქერის გარეშე.

ჩვენ შეიძლება აკრეფისთანავე დაგვავიწყდეს ნომერი და საჭიროების შემთხვევაში კვლავ მოგვიწიოს მისი მოძებნა. ესეც ხანმოკლე მეხსიერების მახასიათებელია, კერძოდ მისი მოკლევადიანობის მაჩვენებელი.

·        ე.წ. „ხანგრძლივი მესსიერება იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ეს ნომერი მომავალშიც აუცილებლად დაგვჭირდება და შევეცდებით მის დამასსოვრებას.

ხანგრძლივი მეხსიერება მაშინაც ჩაირთვება, თუ ნომერს განსაკუთრებული სიმეტრია აღმოაჩნდება ან როგორღაც დაუკავშირდება ჩვენთვის ნაცნობ ან მნიშვნელოვან რიცვს.

·        ხანმოკლე მეხსიერების კიდევ ერთი ფუნქცია ისაა, რომ იგი აფიქსირებს ხანგრძლივ მეხსიერებაში შესატან მასალას.

·        შინაარსის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადასვლას ბევრი რამ განაპირობებს.

·        ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ეს მოხდეს, გამეორებაა.

·        ამასთან, ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, თავისთავად განმეორება არ არის ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში დამკვიდრების გარანტია. თქვენ შეიძლება ბევრჯერ იმეოროთ ტელეფონის ნომერი, სანამ ეს სიტუაციურად იქნება საჭირო, მაგრამ მეორე დღეს აღმოაჩინოთ, რომ ის აღარ გახსოვთ.

·        მექანიკური გამეორება სასარგებლოა ხანმოკლე მეხსიერების შემთხვევაში. ხოლო ხანგრძლივი მეხსიერებისთვის მეტი მნიშენელობა ენიჭება დამახსოვრების ა)სტრატეგიებს, ბ)მიზნებს, გ)გამოცდილებას და, რასაც საგანგებოდ ესმება ხაზი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, დ)ინფორმაციის გადამუშავების დონეს.

·        მეხსიერებაში შემონახული ინფორმაციის, ვთქვათ სიტყვის, გადამუშავება შეიძლება მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება იგი (ორთოგრაფიული დონე), როგორი ჟღერადობა აქვს („ფონოლოგიური დონე) და რა მნიშვნელობაა მასში ჩადებული (სემანტიკური დონე).

·        ერთ-ერთ გამოკელევაში ცდისპირებს მოეთხოებოდათ სიტყვების ისეთი ანალიზი, რომელიც მისი გადამუშავებისვადასსვა დონეს გულისხმობდა. ამასთან, მათ არ იცოდნენ, რომ შემდგომში მოუხდებოდათ ამ სიტყვების აღგენა.

მაგალითად, ზოგ შემთხვევაში მათ ეკითხებოდნენ, როგორაა დაწერილი სიტყვა: დიდი თუ მცირე ასოებით (ეს ამოცანა გადამუშავების ყველაზე ზერელე, ორთოგრაფიულ დონეს შეესატყეისება). მეორე შემთსვევაში შეკითხეა ეხებოდა იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ სიტყვის სხვა სიტყვასთან გარითმვა (გადამუშავების საშუალო, ფონოლოგიური დონე), და ბოლოს – იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ სიტყვის ჩასმა რაიმე წინადადების შინაარსის კონტექსტში (ყველაე ღრმა, სემანტიკური გადამუშავების დონე).

ექსპერიმენტის შედეგებმა უჩვენა, რომ დამახსოვრებული სიტყვების რაოდენობა იზრდება გადამუშავების დონის შესაბამისად.

 

·        კოგნიტური ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება, რომ მესიერების ფორმებს შორის არსებული გაზსვაეებები უპირატესად იმით არის გაპირობებული, რომ ხანმოკლე მეხსიერება ინფორმაციის ზერელე გადამუშავებას გულისხმობს, ხოლო ხანგრძლივი შედარებით ღრმას.

·        იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ხდება ხანმოკლე მეხსიერების შინაარსების დაკარგვა (დავიწყება), ორი ძირითადი შეხედულება არსებობს.

·        ერთის მიხედვით, დავიწყება ინფორმაციის წაშლის შედეგია.

·        მეორის მიხედეით, აქ მთავარ როლს თამაშობს ხანმოკლე მეხსიერებაში ალი ინფორმაციის შემოსვლა და მის მიერ ძველის გადევნა (ე.წ. ინტერფერენცია).

·        ზოგი მონაცემით, ორივე მექანიზმი თანაარსებობს: ინფორმაციის ნაწილი უბრალოდ იშლება, ხოლო ნაწილი ახლის მიერ განიდეენება.

·        როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ხანმოკლე მეხსიერების შთაბეჭდილებები დიდხანს არ რჩება, რაც უთუოდ სასარგებლოა.

·        ოპერაციული მეხსიერების ფუნქცია, საბოლოოდ, ხომ ისაა, რომ შეინარჩუნოს ცნობები იქამდე, სანამ ამის საჭიროება არსებობს.

·        თუ გავითვალისწინებთ ხანმოკლე მეხსიერების მოცულობის შეღუდულობას, უბრალოდ აუცილებელია მისი მუდმივი გაწმენდა ძველი შინაარსებისაგან, რათა ადგილი დაეთმოს ახალ, აქტუალურ ინფორმაციას.

·         ხანმოკლე მეხსიერებაში’’ არსებული ინფორმაციის შენახვის ვადის გაგრძელება უაღრესად გადატვირთავდა ხანგრძლიე მეხსიერებას არასაჭირო ცნობებით.

·         ხანმოკლე მეხსიერების საცავებიდან მასალის დაკარგ მაშინ იქცევა სერიოზულ პრობლემად, თუ ავადმყოფობის შედეგად «პერაციული მესიერების’’ მოცულობის შემცირება  პრობლემებს უქმნის ორგანიზმის უშუალო ფუნქციონირებას.  

·        ასე ხდება, როცა ადამიანი იწყებს რაიმეს კეთებას ან ლაპარაკს და ავიწყდება რა უნდა გაეკეთებინა ან ეთქვა.

 

გ) „ხანგრძლივი მეხსიერება

 

·        „ხანგრძლივი მეხსიერება ინფორმაციის გადამუშავების ბოლო ეტაპია.

·        „ხანმოკლე მეხსიერებისაგან განსხვავებით, მისი[„ხანგრძლივი მეხსიერების’’ ] მოცულობა და [ინფორმაციის] შენახვის დრო უზარმაზარია;

·         აქ დაცული ბევრი შთაბეჭდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახება.

·        რაც მთავარია, „ხანგრძლივი მეხსიერება მოიცაყოველგვარი სახის გამოცდილებას, სუბიექტის მთელ ცოდნას სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ.

·        ფსიქოლოგები ეძებენ პასუხებს საკვანძო კითხვებზე: რა ფორმაშია შენახული ინფორმაცია ხანგრძლივ მეხსიერებაში, როგორ ხდება  შენახული  ინფორმაციის ორგანიზება და იმ საჭირო შინაარსის მყისიერი მონახვა, რომელიც მის გრანდიოზულ საცავებში არსებობს.

·        ჯერჯერობით ვერც ერთი თეორიული მოდელი ვერ პასუხობს ყველა ამ კითხვას. მ

·        აგრამ უკვე შეიძლება ხანგრძლივი მეხსიერების ძირეული მახასიათებლების საკმაოდ მკაფიო ფორმულირება.

·        მათგან მთავარია შემდეგი ხანგრძლივი მეხსიერების შემდეგი  მახასიათებლები :

 

1)     ხანგრძლივი მეხსიერება გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით.

 

იმის დიდი ნაწილი, რაც დღეს გვახსოვს, გვემასოვრება ხვალ, ერთი კვირის მერე და უფრო გვიანაც.

 

2)     ხანგრძლივი მეხსიერება  არა მხოლოდ რეპროდუქციული, არამედ გენერაციულიც არის.

 

შინაარსის აღდგენისას მხოლოდ წარსული ფიქსირებული კვალის უცვლელი სახით განახლება კი არ ხდება, არამედ გასახსენებელის შექმნაც, კონსტრუირებაც.

 

გახსენებისას გათვალისწინებულია როგორც აწმყოს აქტუალური მოთხოვნები ა სიტუაციური თავისებურებები, ისე უკვე არსებული ინფორმაციის კონტექსტი.

 

ამიტომ შეიძლებოდა ასეც გვეთქვა – ხანგრძლივი მეხსიერება ამოცანის გადაწყვეტის აქტიური პროცესია და არა მოლოდ ინფორმაციის პასიური აღდგენა.

 

მოგონებაზე დიდ გავლენას ახდენს ადრე ჩამოყალიბებული განწყობები, რწმენები, მოლოდინები იმის შესასებ, რასაც ის ეება.

 

თავდაპირველი შთაბეჭდილება განსხვავებულ სახეს იღებს – ადამიანი მომხდარის ასლს კი არ იხსენებს, არამედ, არსებითად, ალ შთაბეჭდილებას ქმნის.

 

ეს ზოგჯერ შეიძლება დამაინჯების, შეცდომის ან ილუზიის წყარო გადეს.[ეს დაიმახსოვრე]

 

3)     ხანგრძლიე მეხსიერებაზე სერიოზულ გაელენას ახდენს გაგება.

 

ჯერ ერთი, ადამიანები უფრო კარგად იმახსოვრებენ მნიშვნელობებს: – ძირითად აზრს (ეს ეება როგორც ყოფით სიტუაციებს, ისე კონკრეტულ ტექსტს);

 

მეორე – გააზრებული მასალა ბევრად უკეთ გვამახსოვრდება

 

და მესამე – შემოსული ინფორმაციის გაგება მესიერებაზე დაფუძნებული ქცევის აუცილებელი პირობაა.

 

მეხსიერება ატომატურად აკავშირებს ინფორმაციას წინა გამოცდილებასთან, რაც უზრუნველყოფს სემანტიკური ერთეულების (მაგ., ცნებების) სწრაფ შეარებას და მათ შორის მიმართებათა დამყარებას.

 

)  სემანტიკური მეხსიერება და ეპიზოდური მეხსიერება

 

·        არსებობს სულ ცოტა ორი ტიპის ხანგრძლივი მეხსიერება.

·        ერთი მხრივ, ჩენ ფლობთ მყარ ცოდნას სამყაროს შესახებ, [ესაა ცოდნა საგნებისა და მოვლენების შესახებ, ენის ცოდნა, ასევე წესების, კანონების, ფაქტების, სტრატეგიების ცოდნა და ა.შ. ასეთ მეხსიერებას სემანტიკური ეწოდება].

·        მეორე მხრი, ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახულია ჩვენი პირადი მოგონებები, ცნობები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს ეხება. ამიტომაც ასეთ მეხსიერებას ეპიზოდური ეწოდება.

·        პასუსს კითხვაზე – რა ვჭამეთ სადილად სამი დღის წინ, ჩვენ ეპიზოდურ მესსიერებაში ვეძებთ.

·        მაგრამ, რომ შევძლოთ ამ კითხვაზე ვუპასუხოთ, აუცილებელია ენის ცოდნა, რაც სემანტიკურ მესიერებაშია მოცემული.

·        აქედან ნათელია, რომ ეპიზოდური მეხსიერება დამოკიდებულია სემანტიკურ მეხსიერებაზე, ამ უკანასკნელს კი სავსებით შეუძლია იმოქმედოს ეპიზოდურისაგან დამოუკიდებლად.

·        შესაძლებელია, ვინმემ იცოდეს ჭადრაკის  თამაში და ისიც იცოდეს, რომ მან თამაში იცის, მაგრამ არ ახსოვდეს, უთამაშია თუ არა თავის ცხოვრებაში ჭადრაკის თუნდაც ერთი პარტია.

·        ასე დება ხოლმე მესიერების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ეპიზოდური მესიერების მოშლისას (მეხსიერების ამა თუ იმ სახის დარღვევას ამნეზია ეწოდება).

·        ერთერთი მკვლევარის თქმით: “ადამიანმა შეიძლება იცოდეს ფაქტები ისე, რომ არ ასოვდეს როდის ან როგორ მოიპოვა ისინი; მაგრამ, შეუძლებელია რაიმე გახსოდეს იმის ცოდნის გარეშე, თუ რა არის ის, რაც გვასოვს”.

·        მესიერების ამ სახეების[„ეპიზოდური’’ და „სემანტიკური’’] შესახებ კლასიკურ ფსიქოლოგიაშიც იყო ცნობილი, ოღონდ სხვა სახელწოდებებით: ა)“ ცოდნის (დასწავლის) მეხსიერება და ბ)“მოგონების მეხსიერება.

·         მათ შორის ძირითად განსხვავებას იმაში ედავდნენ, რომ ცოდნის მესიერება ოლოდ წარსულის აღდგენა-რეპროდუქციას გულისხმობს, მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, სად და როდის იქნა ის მოპოვებული, ანუ მას არ აინტერესებს თვით წარსულის ისტორია.

·        მოგონებისთვის კი (ეპიზოდური მეხსიერებისთვის) ძირითადად დამახასიათებელია რეპროდუცირებული შინაარსის წარსულის კუთევნილად განცდა, მისი “მოთავსება” გარკვეულ წარსულში, რასაც ტემპორალიზაციას უწოდებენ (“ტემპუს’’ლათინურად დროს ნიშნავს, “ტემპორალის” – დროითს).

·        წარმოდგენის მიკუთვნებას გარკვეული დროისთვის“ – დროის ინდექსსაც უწოდებენ;

·        ამბობენ, რომ მოგონების წარმოდგენას დროის, [ანუ წარსულის] ინდექსი აქეს.

·        მოგონებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე მისი შინაარსის დაკავშირება სუბიექტთან, მისი ცხოვრების ეპიზოდად განცდა. ამ ნიშანს მე-ს ინდექსის ტერმინითაც აღნიშნავენ.

·        მოგონებ, [ანუ ეპიზოდური მეხსიერება“] პიროვნების ისტორიული მეხსიერებაა; სხვაგვარად ამბობენ, რომ ის ავტობიოგრაფიულია.

·        ბუნებრივია დგება საკითხი, რამდენად სწორად აღადგენს წარსულს ეპიზოდური მეხსიერება და რამდენად შეიძლება ვენდოთ მას.

·        ზოგჯერ ამას სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება, სახელდობრ იურიდიულ პრაქტიკაში, როცა მოწმის ან თვითმხილველის ჩვენებებს განიხილავენ.

·        საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობის გამო, მისი შესწავლა .წ. “ჩვენების ფსიქოლოგიის” ფარგლებში უკვე გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო და დღესაც გრძელდება.

·        აღმოჩნდა, რომ თვითმხილველების მიერ ამა თუ  იმ შემთხვევათა აღწერების უმრავლესობა არაზუსტია და ზოგჯერ აბსოლუტურად არააეკვატური.

·        ასეთ აღწერებს არარსებული რამ ემატება, ზოგი ფაქტი გაზვიადებულად წარმოჩინდება, ზოგი დეტალი კი უყურადღებოდ რჩება.

·        საყურადღებოა, რომ ყოველივე ეს არაცნობიერად ხდება, ადამიანი კი არ ტყუის, არამედ მას ეშლება’’. ამ დროს იგი შეიძლება სრულიად დარწმუნებული იყოს თავისი ჩვენების სისწორეში და მისი მონათხრობიც ისეთივე „დაწვრილებითი“  და ემოციური იყოს, როგორც ადეკვატური აღწერისას იქნებოდა.

 მაგალითად, აღმოჩნა, რომ ცდისპირების მხოლოდ მესამედი ამოიცნობს აამიანს სწორად მისი ფოტოსურათის მიხეღვით, მესამედი სულ ვერ აკეთებს ამას, ოლო დანარჩენები დარწმუნებით იძლევა მცდარ პასუხს.

·        ამ შეცდომებს მრავალი ფაქტორი განაპირობებს: ა)მომხდარიდან გასული დრო, ბ)მომხდარის სირთულე და ბუნდოვანება, გ)მომხდარის ემოციურობა ან პირადული სიმძაფრე, დ)მოწმის ასაკი, ე)მოწმის მესიერების თვისებები (სიზუსტე, სიძლიერე), ვ)მოწმის პიროვნული თვისებები, მაგალითად, მისწრაფება შელამაზბებისკენ ანდა ლოგიკური გამართულობისკენ და ა.შ.

·        ფაქტების დამახინჯებაში ყოველთვის მოწმე, უფრო სწორად, მისი მეხსიერება არ არის დამნაშავე.

·        მოგონებაზე შეიძლება იმოქმედოს იმან, თუ როგორ უსვამენ მოწმეს შეკითხვას. დადასტურებულია, რომ ე.წ. ჩამაგონებელი შეკითხვები ცვლის უწინ აღქმულის სურათს; შემთხვევით თუ განზრახ გაკეთებული მინიშნებები მესიერების შინაარსზე მოქმედებს.

·        ერთ-ერთ გამოკვლეეაში ცდისპირებ!, უჩვენებდნენ ფილმს, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ მოხდა ავარია. ამის შემდეგ მათ უსვამდნენ ისეთი კითხეებს, როგორსაც ავარიის უშუალო მოწმეს დაუსვამდნენ. ცდისპირების ერთ ჯგუფს ეკითხებოდნენ: “რა სიჩქარით მიდიოდა სოფლის გზაზე მანქანა, როდესაც ფარდულს ჩაუარა?” მეორე ჯგუფს იმავე შეკითხვას უსვამდნენ ფარდულის ხსენების გარეშე, რომელიც სინამდვილეში იქ არც იყო. ერთი კვირის შემდეგ შეკითხვაზე, ნახეს თუ არა ფილმში ფარდული, დადებითად უპასუა პირველი ჯგუფის 20%-მა, ხოლო მეორე ჯგუფიდან მოლოდ 3%-მა.

 

)პროცედურული  მეხიერება“ და დეკლარაციული მეხსიერება

 

·        სემანტიკურ   მესიერებაში’’ განსხავებული საის ცოდნა ინაება.

·        კოგნიტურ ფსიქოლოგიაში მიღებულია პროცედურული და დეკლარაციული“ ცოდნების  და მეხსიერებების  გამიჯვნა.

·        პროცედურულ მეხსიერებაში მოცემულია ცოდნა’’ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულო რაიმე მოქმედება: მართო მანქანა, დაწერო და ა.შ. იმას რასაც ჩვევას ვუწოდებთ (ის. თავი IX) მთლიანად პროცედურულ მეხსიერებაში ინახება.

·        დეკლარაციულ მეხსიერებაში შენახულია ცოდნა იმის თაობაზე თუ რა არის, როგორია ესა თუ ის ობიექტი ან მოვლენა: მაგ. მანქანას შიდაწვის ძრავა უდგას, ქართულ ანბანში 33 ასოა, მწიფე მაყალი შავია და ა.შ.

·        ცოდნის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება.

·        შეიძლება ერკვეოდე ერთში და ვერ ფლობდე მეორეს.

·        მოკრივეებმა იციან, როგორ შეასრულონ ესა თუ ის ილეთი[„პროცედურული ცოდნა მეხსიერება’’], მაგრამ ცოტა მათგანი გეტყვით, რას აკეთებს ორგანიზმი ამ დროს. [„დეკლარაციული ცოდნა მეხსიერება’’]

·        ექიმების უმეტესობამ, პირიქით, იცის, თუ რომელი კუნთები როგორ მოქმედებს გარკვეული ილეთის შესრულებისას, მაგრამ საეჭვოა, რომ თვითონ შეძლოს მისი შესრულება.

·        მაშასადამე, ექიმებს აქვთ დეკლარაციული და არა პროცედურული ცოდნა ამ ვითარების შესახებ.

·         ნეიროფსიქოლოგიური მონაცემების თანახმად, მეხსიერების ამ სისტემებზე ტვინის სვადასხსვა სტრუქტურა აგებს პასუხს.

·        ერთი მათგანის დაზიანება მხოლოდ მასთან დაკავშირებული (დეკლარაციული ან პროცედურული) ცოდნის დაკარგვას ან მისი შეთვისების გართულებას იწვევს.

 

 

§3.“დასწავლა და მისი ფაქტორები

 

·        ცოდნის’’ შეძენის პროცესს, ფართო მნიშვნელობით, დასწავლა ეწოდება.

·        ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს უნებლიედ, დასწავლის მიზნის არქონის პირობებში. ჩენი ცოდნის საკმაო ნაწილი ასეა შეძენილი: ბავშეს თამაშის პროცესში ბევრი რამ “შემოესწავლება” ისე, რომ ფიქრადაც არ მოსდის მისი დამახსოვრება. სხვა თუ არაფერი, დედაენა ყველამ ასე ვისწავლეთ. ესაა არაპირდაპირი დასწავლა.

·        პირდაპირ დასწავლას სულ სხვა სახე აქვს.

·        იგი გააზრებულად, მიზანდასახულად მიმდინარეობს, ადამიანი მოქმედებს გან-  ზრავით, რაიმე ცოდნა მიიღოს და მეხსიერებაში შეინახოს.

·        ამგვარი, ნებელობითი დასწავლის ფორმებიც განსხვავებულია.

·        ყვეაფერი ამოკიდებულია ინდივიდის მიზნებზე, სიტუაციაზე და მასალის ხასიათზე.

·        და მაინც, სემანტიკური მეხსიერების სისტემაში ახალი ცოდნის შეტანის ყველაზე გაერცელებული და ეფექტური საშუალებაა დასწავლა ვიწრო მნიშვნელობით, ანუ აღქმულის მიზანდასახული გამეორება დამახსოვრების მიზნით.[ესაა ტერმინ „დასწავლის“ განმარტება ]

·         რა თქმა უნდა, ცოდნის შეძენა ხანგრძლივი დროით ერთჯერადი აღქმითაც შეიძლება, მაგრამ ეს გამონაკლისია.

·        მტკიცე დამახსოვრებისთვის, მით უფრო, თუ მასალა დიია, გამეორება აუცილებელია.

·        მაგრამ გამეორებაც არის და გამეორებაც.

·        მექნიკური (ავტომატური) გამეორება გაცილებით ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე გააზრებული გამეორება, რომლის დროსაც ადამიანი მიმართულია იმაზე, რომ გონებრივად გადაამუშაოს მასალა, მოაწესრიგოს იგი, გამოყოს საკვანძო მომენტები,  თავისი სიტყვებით გაიმეოროს და აშ.

·        დასწავლის პროცესისაკმაოდ კარგად არის შესწავლილი, დადგენილია გარკვეული კანონზომიერებანი და გამოვლენილია მასზე მოქმედი ფაქტორები.

·        ამ ფაქტორების ოპტიმიზაცია, საბოლოოდ, ხელს უწყობს იმას, რომ სუბიექტი დასწავლის პროცესში აქტიური იყოს და მოხდეს ინფორმაციის რაც შეიძლება საფუძვლიანი გადამუშავება-ორგანიზაცია;

·         ეს კი, პირველ რიგში, მეხსიერებაში შენახულ სხვა ცოდნასთან ახლის დაკავშირებას, მასთან ასოციაციური კავშირების დამყარებას და სისტემატიზაციას გულისხმობს.

1.     მოტივაციის ფაქტორი.

 

·        მოტივაციის გავლენა რამდენიმე ასპექტით ხასიათდება.

·        უპირველეს ყოვლისა, დასწავლა, და საზოგადო, ნებისმიერი მიზანდასახული დახსომება, აქტიური პროცესია, რომელიც გულისხმობს ნებისყოფის წარმართვას დასომების მიმართულებით.

·        გამეორება თავისთავად არ არის საკმარისი პირობა დასომებისთვის.

·        ეფექტის მისაღებად გამეორება უნდა ხდებოდეს მასალის დახსომების განზრახვით (მოტივით).

·        ვიმახსოვრებ მე, აქტიური პიროვნება, სათანადოდ წარმართული ძალისხმევის შედეგად.

·        ფორმალური გამეორება დახსომების განზრახვის გარეშე ფუჭია, იგი ეფექტს ვერ იძლევა.

ამ კანონზომიერების ნათელი დემოსნსტრაციაა შემდეგი ცდა: ექსპერიმენტატორი ცდისპირებს წასაკითხად და დასამახსოვრებლად აძლევდა უაზრო მარცვალთა რიგს, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივ,  გამეორებით სომებს. ერთ-ერთმა ცდისპირმა ეს მასალა 46 წაკითსვის შემეგაც ვერ დაიხსომა. როგორც შემდეგ გამოირკვა, მან ვერ გაიგო, რომ მარცვალთა დახსომება ევალებოდა, ვინაიდან ცუდად ესმოდა გერმანული, რომელზეც მიეცა ინსტრუქცია. მას შემდეგ, რაც მან გაიგო ამოცანა, მარცვალთა ანალოგიური რიგი 5 წაკითხვით დაისომა.

·        მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ასწავლის განზრახვის (განწყობის/მოტივის) არსებობას, არამედ მის ასიათსაც.

·        მტკიცე და ხანგრძლივ დასომებას სათანადო განწყობა[მოტივაცია] ესაჭიროება.

·        ერთერთ გამოკვლევაში მოსწავლეთა ორ ჯგუფს შესთავაზეს დაესწავლათ ერთი და იგივე მასალა. ერთი ჯგუფი გააფრთსილეს, რომ მას შემდეგ დღეს გამოჰკითავდენენ, მეორერომ ერთი კვირის მერე. ამგვარად, ცდისპირებს სხვადასხვა განწყობა შეექმნათ: ხანმოკლე და ხანგრძლივი დამახსოვრებისა. სინამდვილეში ორივე ჯგუფი ორი კვირის შემდეგ შეამოწმეს. როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ჯგუფის ცდისპირებს გაცილებით უკეთ ახსოვდათ ის ტექსტი, რამდენადაც მათ ხანგრძლივი დროით დასომების განზრახვით დაისწავლეს.

·        მნიშვნელოვანია ისიც, სრულდება თუ არა ბოლომდე ესა თუ ის განზრახვა, კარგადაა ცნობილი .. “შეწყვეტილი მოქმედების ეფექტები.

·        ერთ-ერთი მათგანი იმაში ვლინდება, რომ ცდისპირები ორჯერ უკეთ იმახსოვრებენ დაუმთავრებელ მოქმედებებს, ვიდრე დასრულებულს.

·        უზნაძის თეორიის თანახმად, ყოველი მოქმედების წინ იქმნება მისი შესრულების განწყობა. თუ არ მოხდა განწყობის სრული რეალიზაცია, ადამიანი განწყობილი რჩება ამ მოქმედებისადმი, რაც კარგ დამახსოვრებას განაპირობებს.

·        მოტივაციის გავლენა მესიერებაზე და, კერძოდ, დასწავლაზე სხვა მხრივაც იქნა შესწავლილი.

·        მაგალითად, ცალსახად არის დადასტურებული, რომ ადამიანი ადვილად იმახსოვრებს იმას, რაც მისთვის საინტერესოა, რაც მის ცნობისმოყვარეობას აღძრა.

დღეს მიღებული ტერმინოლოგიით, როცა „ადამიანი შინაგნად არის მოტივირებული.

·        თვითონ დასამახსოვრებელი მასალა შეიძლება სულ არ გვაინტერესებდეს, მაგრამ მისი დასწავლა ვა ინტერესთან, რაიმე გარეგან მოტივთან/სტიმულთან“ (მაგ, შეჯიბრიან. ჯილდოსთან ან სასჯელთან) იყოს დაკავშირებული.

·        დამასოვრებაზე გავლენას ასდენს ის, თუ რა მიმართებაშია მასალის შინაარსი პიროვნების ღირებულებებთან.

·         ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, ანტიკომუნისტურად განწყობილი ცდისპირები უფრო სწრაფად და მყარად სწავლობნენ ანტიკომუნისტური შინაარსის ტექსტს, ვიდრე პროკომუნისტური შინაარსისას;

პროკომუნისტურად განწყობილ ცდისპირებში კი პირიქით იყო.

·        მსგავსი გამოკვლევებიდან ირკვევა, რომ ის, რაც ჩვენთვის მისაღებია, რაც ეთანხმება ჩვენს პოზიციას, უკეთ გვამახსოვრდება, ხოლო მიუღებელი ნაკლებად აღიბეჭდება მესიერებაში და ადვილად წაიშლება.

·        ასეთ განზოგადებას მივყავართ ერთ საკამათო საკითხამდე, რომელიც ფროიდის თეორიის გაელენით დაისვა.

·        ფროი ფიქრობდა, რომ ადამიანში მოქმედებს გარკვეული ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი, .. განდევნის ან მოტივირებული დავიწყების სახით.

·        მტკიენეული, შფოთვის გამომწვევი, უსიამოენო შინაარსები მე”- მიერ ცნობიერებიდან განიდევნება არაცნობიერში, ანუ ადამიანი მათ აქტიურად ივიწყებს.

თუ ეს მართალია, მაშინ ლოგიკურია დავუშვათ, რომ შფოთვის აღმძრელი, მძიმე ფაქტების მოგონება ბევრად უფრო გაძნელებული უნდა იყოს, ვიდრე ნეიტრალური, ან სასიამოვნო ინფორმაციისა.

·        საკითხის ექსპერიმენტულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის.

·        უსიამოვნო და სასიამოვნო ამბების დამასოვრების მაჩვენებლები თითქმის თანაბარია.

·        გადევნის მოვლენა კი უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.

·        ბევრად უფრო ხშირია საპირისპირო ეფექტები, როცა ადამიანებს არა თუ ავიწყდებათ მძიმე ემოციური შინაარსები (მშობლების მკვლელობა, გაუპატიურება, ტერორისტული აქტი, საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებანი და სხვა), არამედ გამუმებით ასხსსენდებათ ისინი.

·         ყოველ შემთხვევაში, არ უნდა იყოს მართებული იმის მტკიცება, რომ ადამიანი სპეციალურად არის მოტივირებული, რათა არ დაიმახსოვროს ან დაივიწყოს უსიამოვნო ინფორმაცია.

 

 2. ინტელექტუალური აქტივობის ფაქტორი.

 

·        გონებრივი ძალისხმევა დადებითად მოქმედებს დამასოვრებაზე.

·         სუბიექტის ინტელექტუალური აქტივობა საზოგადოდ დამახსოვრების ფაქტორია და არა მხოლოდ ნებელობითი მეხსიერების ან, კერძოდ, დასწავლისა.

·        ექსპერიმენტული მონაცემებით ისპირები უნებლიედ უკეთ იმახსოვრებენ მასალას, რომლის მიმართაც რთული ინტელექტუალური ოპერაციების განსორციელება მოუხდათ. ის ცდისპირები კი, რომლებიც მხოლოდ მიზანდასახულად იმახსოვრებდნენ იმავე მასალას, ნაკლებ წარმატებულნი იყვნენ.

·        ასევე, საკუთრივ ნებელობითი, განზრახული დასწავლის შემთხვევაშიც დამახსოერების ეფექტურობა ყველა პარამეტრით (დამასსოვრების სისწრაფე, სიმტკიცე, სიზუსტე და ..) მეტი იქნება იქ, სადაც უფრო მაღალია ინტელექტუალური აქტივობა და, შესაბამისად, მასალის გააზრების დონე.

·        მეხსიერების ექსპერიმენტული კვლევის დასაბამიდანვე გაირკვა, რომ ადამიანი შეუდარებლად უკეთ და ადვილად სწავლობს აზრიან მასალას, მაგალითად სიტყვებ ან შინაარსიან ტექსტს, ვიდრე უაზროსუაზრო მარცელებს ან სიტყვების მექანიკურ რიგს.

·        თავის მხრივ, რაც უფრო ღრმად არის მასალა გააზრებული და გონებრივად გადამუშავებული, მით უკეთესი იქნება დასწავლის მაჩვენებელი.

 

3. სტრუქტურიზაციის ფაქტორი.

 

·         მასალის დასწავლა უფრო ღრმა და მტკიცეა მაშინაც, როცა ის სტრუქტურირებეულია.

·        ხანმოკლე მეხსიერების დახასიათებისას აღინიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ცალკეული ერთეულების გაერთიანებას უფრო დიდ მთლიანობაში: ასოებისასიტყვებში, სიტყვებისაწინადადებებში, ციფრებისარიცხვებში და ..

·         ერთ-ერთ ცდაში ცდისპირებს ევალებოდათ, დაეხარისხებინათ სიტყვების რიგი სხვადასხვა კატეგორიებად, რომელთა რაოდენობა ორიდან შვიდამდე მერყეობდა. შემდეგ მათ სთხოვდნენ, გაეხსენებინათ სიტყვები. ვინც მეტი კატეგორია გამოიყენა, მეტი სიტყვა გაიხსენა.

·        მაშასადამე, ინფორმაციის სტრუქტურირება ხელს უწყობს დამასსოვრებას.

·        იგივე ხდება განზრახული დამახსოერებისას. კარგად სტრუქტურირებული მასალის, [.. ერთიანი და თან განაწევრებული მასალის] დასწავლა გაცილებით ადვილია, ვიდრე იმისა, რომელსაც არა აქვს მკაფიო სტრუქტურა. ამიტომ არის ლექსის დაზეპირება უფრო ადვილი, ვიდრე პროზაული ტექსტისა.

 4. ფუნქციონალური ფაქტორები.

 

·        დასომების ეფექტურობა დამოკიდებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და ზოგადად ფუნქციონალურ მდგომარეობაზე

·        სახელდობრ, დამახსოვრების  არს მნიშვნელოვნაღ აქვეითებს დაღლილობა, სერიოზულად იანებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების სისტემატური მიღება.

·        მესიერების ეფექტურობა იცვლება დღის დროის მიედეითაც.

·        ამ რივ არსებობს ინტერინდივიდუალური სხვაობებიოგის მეხსიერება უკეთ მუშაობს საღამოს, ოგისადილას, მაგრამ, როგორც წესი, თანაბარ პირობებში

·        "დასწავლის სისწრაფე ოპტიმალურია დილის საათებში, ხოლო დასწავლის სიმტკიცესაღამოს საათებში.

 

 5. გამოცდილების ფაქტორი.

 

·        რაც უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა გვაქვს იმ სფეროდან, რომელსაც ეკუთვნის ასამახსოვრებელი მასალა, მით უკეთ ვიმახსოერებთ მას;

·        რაც უფრო მეტ შინაარსს დაუკავშირდება ახალი მასალა, მით უფრო მტკიცედ და ადვილად ხდება მისი დასომება.

·        გამოცდილება მხოლოდ ცოდნის მარაგის დადებით მნიშენელობას არ გულისხმობს.

·        მასალის დასწავლა თვით დასწავლის, როგორც სპეციალური მოქმედების გამოცდილებას აძლეეს ადამიანს როგორც ამბობენსწავლით სწალას სწავლობთ”,

·        საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ მესიერება მისი მოქმედების გამო ძლიერდება, ვარჯიშდება როგორცძალა”, როგორც ფუნქცია, არამედ ისიც, რომ დასწავლის პროცესში ადამიანი იმუშავებს დასწავლისტექნიკას”, რომელიც ხშირად გაცნობიერებულიც არ არის. მაგრამ ზოგჯერ კი საჭირო ხდება დამახსოვრების სპეციალური ხერხების მოფიქრება და შეთეისება, რასაც .. “მნემონიკა ემსაურება

 

§4.მნემონიკა (დამახსოვრების სპეციალური ხერხები)

 

·        მნემონიკური „ხერხები“, ინფორმაციის ორგანიზაციის სხეადასხვა პრინციპებზე დაყრდნობით, აუმჯობესებს მეხსიერებას.

·        ვერბალური ინფორმაციის“ ორგანიზაციის ერთ-ერთ ხერხია რითმები და ზოგადად რიტმი.

·        ლექსების წყალობით ბევრმა ეთნოსმა შემოინახა თავისი კულტურული საგანძური.

·         ასე გადარჩა, მაგალითად, “ვეფხისტყაოსანი”.

·         იყვნენ და არიან პირები, ვისაც ამ პოემის მთელი ტექსტი ახსოვთ ზეპირად.

·         მაგრამ საკითხაეია, რამდენად შეძლებდნენ ამას, “ვეფსისტყაოსანი” რომ ბელეტრისტული ნაწარმოები ყოფილიყო.

·        კარგად არის ცნობილი ისეთი მნემონიკური ხერხი, როგორიცაა აკრონიმი.

·        მისი არსი ისაა, რომ შეიქმნას შემოკლებული დასახელება რაიმე მოვლენის აღმნიშვნელი პირველი ასოებიდან (მაგ, გაერო, სუკი, NATO).

·        ასევე არსებობს ფრაზები, რომლებიც გვეხმარება გარკვეული მასალის დამასსოერებაში.

·        მაგალითად, სპექტრის ფერების თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად ეფექტურია ასეთი გამონათქვამი: “წადი, ნახე ყარამანი, მინდვრად ცოცხალ ლომებს იჭერს”. ამ სიტყვების პირველი ასოებით იწყება ფერების დასახელებაც: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.

·        დახსომებისთვისს სასარგებლოა წარმოდგენაში მასალის „დაჯგუფება“.

·         მაგალითად, თუ მივდივართ სასურსათო მაღაზიაში, აჯობებს, დავახარისსოთ საყიდელი ბოსტნეულად, ხილად, ხორცის პროდუქტებად; ან პროდუქტებად „საუზმისთვის“, „სადილისთვის“ და „ვახშმისთვის“.

·        ყველაზე ეფექტური საშუალება მაინც ისეთი “მხედველობითი“ წარმოდგენების შექმნაა, რომლებშიც “დასამახსოვრებელი შინაარსი“ სივრცეში კარგად ლოკალიზებულ ობიექტებს უკავშირდება.

·        ყველაზე გავრცელებულია ე.წ. “ადგილის მეთოდი“, რომელსაც უკეე ძველი ბერძენი და რომაელი ორატორები მიმართავდენენ საჯარო თავიანთი გამოსვლების მომზადებისას. ისინი იხსენებდნენ ქალაქის მთავარ ქუჩაზე განლაგებულ ობიექტებს (ადგილებს) და თითოეულ მათგანს “აბამდნენ” გამოსვლის ტექსტის კონკრეტულ თეზისს ან არგუმენტს. ვთქვათ, პირველი თეზისი შეესაბამება რაიმე ფარდულს, მეორე – ქანდაკებას ქუჩის კუთხეში, მესამე – შადრევანს მოედანზე და ა.შ სიტყვით გამოსვლისას ისინი გონებაში გაივლიდნენ ამ გზას და ყველა მონიშნული ადგილიდან “იღებდნენ” შესაბამის ელემენტს.

·        შეიძლება ამ ხერხის გამოყენება უფრო ყოფითი ამოცანებისთვის, მაგალითად, იმავე პროდუქტების სიის დასამახსოვრებლად. ამისთვის საჭიროა თქვენი ბინის სხვადასხვა ნაწილში მოათავსოთ რაიმე პროდუქტი: პური სამზარეულოში, ყველი მისაღებში, კვერცხი საძინებელში, კარტოფილი აბაზანაში და ა.შ. გასახსენებლად საკმარისია, გონებაში “გაისეირნოთ” ბინაში და შეეცადოთ “დაინახოთ” ის, რაც იქ მოათავსეთ.

 

§5. “დასწავლის“ კანონზომიერებანი

 

·        ექსპერიმენტული კელევის შეღეგად გამოელინდა დასწაელის პროცესის შემდეგი კანონზომიერებანი:

 

1.მასალის მოცულობის კანონი.

 

·        მასალის მოცულობის მატება იწვევს ა)დასასწავლად საჭირო დროის გასანგრძლივებას და ბ)დასასწავლად საჭირო გამეორებათა რაოდენობის მატებას.

·        მაგრამ ეს მიმართება პირდაპირპროპორციული არ არის: “უაზრო მარცელების“ 6-წევრიანი რიგი ერთი წაკითხვითაც ამახსოერღდღება ადამინს, ხოლო 12-წევრიანი რიგისთვის 10-12 გამეორებაა საჭირო და არა მხოლოდ ორი, 24-წევრიანისთეის – 44 და ა.შ.

 

ეს კანონზომიერება “დასწავლის დროსთან“ მიმართებაში ასეა ფორმულირებული:

 

დასასწავლად საჭირო დრო  მასალის რაოდენობის (მაგ. სიტყვების) კვადრატის პროპორციულად იმატებს.

 

2.“გამეორების რიგითი ადგილის კანონი“.

 

·        თითოეული ცალკე გამეორების მნემური ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილი უკავია მას გამეორებათა რიგში.

·        გამეორების მნემური ეფექტი მით უფრო მცირეა, რაც უფრო დაშორებულია იგი თავიდან.

·        ამდენად, ყველაზე მეტი მნემური ღირებულება პირველ წაკითხეას აქვს და ყველაზე ნაკლები – უკანასკნელს.

3. “გამეორებათა შორის ინტერვალის კანონი“.

 

·         დაზეპირების პროცესში გამეორებათა შორის ინტერვალის ხანგრძლივობა მნიშვნელოენად განსაზღვრავს დასამახსოვრებლად საჭირო გამეორებათა რაოდენობას.

·        აქ ასეთი კანონზომიერება მოქმედებს: რაც უფრო ხანგრძლივია გამეორებათა შორის ინტერვალი, მით უფრო ნაკლები გამეორებაა საჭირო მასალის ზეპირად დამახსოვრებისთვის. (თუმცა, ისიც გასათეალისწინებელია, რომ გამეორებათა შორის ინტერვალის მეტისმეტად გაზრდა დამახსოვრებას კი არა, დავიწყებას გამოიწვევს.)

·        მასალის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ოპტიმალური ინტერვალის შერჩევა.

 4.“მასალის ადგილმდებარეობის კანონი“.

 

·        თანაბარი პირობების შემთხვევაში დასახსომებელი რიგიდან უკეთესად გვამახსოვრდება მასალის პირველი და უკანასკნელი ელემენტი.

·        “უაზრო“ მასალაზე (უაზრო მარცვლებზე, რიცხვებზე) ეს კანონზომიერება, ასე ვთქვათ, წმინდა სახით დასტურდება.

·        მაგრამ “აზრიანი“ მასალის შემთხვევაში იგი ხშირად იჩრდილება სხვა ფაქტორებით, განსაკუთრებით ინტერესის ფაქტორით: ის სიტყვა თუ სურათი, რომელიც რაიმე გარემოების გამო უფრო ემოციურია(უფრო საინტერესოა), სუბიექტს უკეთ ამახსოერდება, მიუხედავაღ იმისა, რა რიგითი ადგილი ჰქონდა მას მასალაში.

·        საზოგადოდ, მასალის შინაარსი და მასთან დაკავშირებული სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორები ხშირად საკმაოდ ცვლის აქ წარმოდგენილი კანონების მოქმედებას.

·        არსებობს სხეა კანონზომიერებანიც, მაგრამ აქ ამით შემოვიფარგლებით.

მოკლე შეჯამება

 

·        მეხსიერების განხილული ფორმების საერთო სქემა ასეთია:

 

 

დამახსოვრება  ხდება: ან ა) „მიზნის მიხედვით’’  ,ან ბ)“ხერხის მიხედვით’’

 

დამახსოვრება  „მიზნის მიხედვით’’  ხდება :ან ა)“უნებლიედ’’[იმპლიციტური დამახსოვრება] ან ბ)“ნებისმიერად’’ [ექსპლიციტური დამახსოვრება]

 

დამახსოვრება  „ხერხის მიხედვით’’ ხდება : ან ა)“მექანიკურად’’  ,ან ბ)“გააზრებულად’’

 

იმის მიხედვით თუ რისი დამახსოვრება ხდება არსებობს :  ა)“ეპიზოდური’’  მეხსიერება ,ბ)“სემანტიკური’’ მეხსიერება [პროცედურული და ,დეკლარაციული]

 

იმის მიხედვით თუ რა დროით ხდება დამახსოვრება არსებობს: ა)სენსორული მეხსიერება ,ბ)ხანმოკლე მეხსიერება ,გ)ხანგრძლივი მეხსიერება

 

 

§ 6. “დავიწყება

 

)“დავიწყებისმიმდინარეობა

 

·        ამბობენ: “როგორც არ არსებობს ადამიანი, რომელიც არაფერს იმახსოერებს, ისე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი ავიწყდება”.

·        “დავიწყება“ მეხსიერების აუცილებელი მეორე მხარეა. .

·        დავიწყების უარყოფითი ასპექტი ნათელია: ადამიანს ეკარგება გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ დავიწყებას დადებითი მნიშვნელობაც აქვს: მეხსიერების მოცულობა არ არის უსაზღვრო, ყველაფრის დახსომება შეუძლებელია.

·        აქედან გასაგებია, რომ მეხსიერებაშერჩევითია“.

·        დავიწყება, თუ იგი სათანადო შინაარსებს ესება, ხელს უწყობს იმის შენარჩუნებას, რაც პიროვნულად უფრო მნიშვნელოვანია.

·        გარკვეული ხასიათის შინაარსების დავიწყების წყალობით ადამიანი იშორებს ზედმეტ ინფორმაციას და ათავისუფლებს მნემურ რესურსებს უფრო მნიშვნელოვასისთვის.

მაგალითად, რა საჭიროა, გვახსოედეს იმ სასტუმროს ტელეფონის ნომერი, რომელშიც ხუთი წლის წინ ეცხოვრობდით სხვა ქალაქში ყოფნისას?

·        ექსპერიმენტული კვლევით გაირკვა, რომ საზოგადად, რაც უფრო მეტი დროა გასული ინფორმაციის მიღებიდან მის აღდგენამდე, მით მეტია დავიწყების ალბათობა;

·        ამასთან, დავიწყების მიმდინარეობას გარკვეული, მისთვის ტიპური ფორმა აქეს. სახელდობრ, დასწავლის შემდეგ პირველ საათებში დავიწყების ტემპი(სიჩქარე) უსწრაფესია;

დროის მიმდინარეობასთან ერთად დავიწყების ტემპი იკლებს

და ბოლოს დახსომებულის კვალი დიდხანს ან სამუდამოდ რჩება.

·        ამასთან, დადასტურებულია შემთხვევები, როდესაც დავიწყების ამგვარი მიმდინარეობა ირღვევა და მოგონება უმჯობესდება დროის გასელის შემდეგ, კერძოდ, მასალის აღქმიდან პირველ ხანებში (2-3 დღის განმავლობაში) პროგრესული დავიწყების ნაცელად, ადგილი აქეს უკეთეს დასსომებას და მხოლოდ შემდგომ იწყება დავიწყების ჩვეულებრივი პროცესი.

·         ამ მოვლენას რემინისცენცია ეწოდება.

·        რემინისცენცია უმთავრესად თავს იჩენს აზრიანი და ძნელადგასაგები მასალის მიმართ.

·        სავარაუდოდ, რემინისცენციის მოვლენა აისსნება იმით, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში ხდება რთული მასალის “მონელება” – აზრობრივად უკეთესი დაუფლება, უკეთ გაგება; ამიტომ პირეელ დღეებში მისი აღდგენის სისრულე და სიზუსტე მატულობს, ხოლო შემდეგ დავიწყება ჩვეულებრივი მიმდევრობით წარიმართება.

·        დავიწყების მიმდინარეობაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: ა)“დასწავლის სისწრაფე“ – სწრაფად დასწავლილი სწრაფად გვავიწყდება; ბ)“პიროვნების განზრახვა“ – მოკლე დროისთვის დასწავლილი მალევე გვავიწყდება და პირიქით; გ)“მასალის შინაარსი“ – აზრიანი მასალა შეუდარებლად უფრო გვიან გვავიწყდება, ვიდრე უაზრო; დ)“მოტორულ ჩვევებს“ განსაკუთრებული სიმტკიცე ახასიათებს და ა.შ.

 

)“დავიწყებისთეორიები

 

·        საკითხიდან, თუ როგორ მიმდინარეობს დავიწყების პროცესი, გადავიდეთ საკითხზე, თუ საზოგადოდ რა მიზეზები იწეევს “დავიწყებას“.

·        დავიწყების სხვადასხვა თეორია ამაზე განხსვავებულ მოსაზრებას გვთავაზობს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია “ჩაქრობისა“ და “ინტერფერენციის“ თეორიები.

·        “ჩაქრობის თეორიის“ თანახმად, მეხსიერებაში აღბეჭდილი შინაარსი, თუ მისი გამოყენება არ ხდება, დროის განმავლობაში თანდათან იშლება; მისი კვალი ისე ქრება, როგორც ბილიკი, რომელზეც აღარ დადიან, ან როგორც იშლება მიწის ქანები ქარისა და წყლის ზემოქმედებით.

·        მოგონებათა “ეროზიას”, როგორც ჩანს, ნერვულ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებები იწვევს, კვალი ფერმკრთალდება, სუსტდება და ბოლოს ისპობა.

·        ეს თვალსაზრისი ეყრდნობა უმთავრესად დაკვირვებებს რომელთა მიხედვით ადამიანებს “ახალმომხდარი“ მოვლენები უფრო უკეთ ახსოეთ, ვიდრე ძველი.

·        “ჩაქრობის თეორია“ ერთი შეხედვით სარწმუნოდ გამოიყურება, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს აწყდება, როცა საჭირო ხდება იმის ასსნა, თუ რატომ და როგორ ზემოქმედებს მეხსიერებაში შენახულ ინფორმაციაზე ძველი ან ახალი შთაბეჭდილებები.

·        მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ ექსპერიმენტში ცდისპირების ერთ ჯგუფს დასწავლიდან მოგონებამდე ეძინა, მეორე კი ფხიზლად იყო. თუ დავიწყება მსოლოდ გარკვეული დროის გასელის შედეგია. მაშინ გახსენების მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში ერთნაირი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ასე არ მოხდა: იმათ, ვისაც დამასსოვრება-აღდგენის ინტერვალში ეძინათ, უკეთ ახსოვდათ მასალა. როგორც ჩანს, ფხიზლად მყოფი ცდისპირები სხვადასხვა შთაბეჭდილებათა ზემოქმედებას (ინტერფერენციას) განიცდიდნენ.

·        ე.წ. “ინტერფერენციის თეორიის“ თანასმად, “ახალი შემოსული ინფორმაცია“ ასუსტებს არსებულს, და პირიქითაც. შესაბამისად, “ძველი ინფორმაცია აბრკოლებს “ახლის“ დამახსოვრებას და “ახალი ინფორმაცია“ ხელს უშლის “ძველის“ გახსენებას.

·         რა ხდება სინამდვილეში ინტერფერენციის დროს?

·        შესაძლებელია, ერთი შინაარსი მეორეს შლის, თრგუნავს, განდეენის და მის ადგილს იკავებს; ან, უბრალოდ, იგი ართულებს არსებული ინფორმაციის მონახვას და ცნობიერებაში ამოტანასამის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

·        “დავიწყების“ ამ მოდელებში გათვალისწინებულია ის, თუ რატომ და როგორ ქრება ინფორმაცია მეხსიერებიდან. მაგრამ დავიწყება მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ “შთაბეჭდილების კვალი დაიკარგა“, არამედ იმასაც, რომ “გაძნელდა მისი გახსენება“, ანუ გართულდა ან დაიკარგა საჭირო ინფორმაციასთან მისასელელი გზა;

·        ამ შემთხვევაში პრობლემა ინფორმაციისშენახვაში“ კი არა, მის “აღდგენაშია“.

·        “კოგნიტურ ფსიქოლოგიაში“ დახასიათებულია დავიწყების ისეთი სახე, რომელიც დაკავშირებულია რაიმეს გახსენების უუნარობასთანიმასთან, რომ მეხსიერებაში შენახული მასალა მიუწვდომელია, ვინაიდან მასთან მისასვლელი “კარის” შესაღებად საჭიროა შესაბამისი “გასაღები”, ე.ი. სტიმული, რომელიც გახსნის გზას მეხსირების შინაარსებისკენ.

·        ჩვენ უმეტესად ეს გასაღები “თან გვაქვს“ და გახსენებაც არ გვიჭირს. ამასთან, ზოგჯერ „გასაღები იკარგება“ და შესაბამისი მასალის გახსენება ძნელდება. ამ დროს გახსენება შეიძლება სრულიად შეუძლებელიც მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ გასაღები მოინახა, მოგონება ხელად დაბრუნდება: მაგ.თუ დიდი ხნის მერე დაბრუნდებით მშობლიურ ქალაქში, თქვენ მაშინვე მოგეძალებათ მოგონებები სსვადასხვა, თითქოს საბოლოოდ დავიწყებული ადამიანებისა და მოვლენების შესასებ იმიტომ, რომ გარკვეული ადგილების მსედველობითმა და სმენითმა ხატებმა ბიძგის (გასაღების) როლი შეასრულა შესაბამისი მოგონებების აქტუალიზაციისთვის.

·        აქ მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება გასაღები იმ კონტექსტს, რომელშიც დამახსოვრება მოხდა. კონტექსტი მართლაც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ არის დამახსოვრებული ანუ კოდირებული ინფორმაცია. თუ ჩვენ ამ ინფორმაციის აღდგენას სხვა კონტექსტში დავიწყებთ, ეს მცდელობა შეიძლება წარუმატებლად დამთავრდეს. ამიტომ თუ თქვენმა ლექტორმა ვერ გიცნოთ მაღაზიაში, ეს მის უზრედელობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზე, რომ იგი შეეჩვია თქვენს ხილვას მხოლოდ სალექციო აუდიტორიის ფარგლებში.

·         კონტექსტის ეფექტი ძალზე თვალსაჩინოდ გამოვლინდა ექსპერიმენტში, რომელშიც დასწავლა წყლის ქვეშ მიმდინარეობდა. აღმოჩნდა, რომ აღდგენის ეფექტურობა უარესდება, თუ ის წყლის ზედაპირზე ე.ი. სხვა გარემოში ხდება.

·        დავიწყების თავიდან ასაცილებლად სასურველია დამახსოვრება (დასწავლა) და აღდგენა (მოგონება) ერთ გარემოში მიმდინარეობდეს. ამ დებულების პრაქტიკული გამოყენება სავესებით შესაძლებელია რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები