11.2 "აღქმა'' [ "აღქმის'' თვისებები] ["აღქმის'' ილუზიები] ["სივრცის '' და "დროის'' აღქმა]

 



სარჩევი:

ფსიქოლოგიაში „აღქმა და შეგრძნებაერთი და იგივე ცნებები არ არის. 1

აღქმის   საგნობრიობა'' 2

აღქმის კატეგორიალობა“[ ანუ აზრიანობა ] 2

აღქმის   სტრუქტურული მთლიანობა 4

მთლიანობის ცნება. 4

მთელი გავლენას ახდენს   ნაწილების“ აღქმაზე. 5

დაუმთავრებლობის განცდა 7

აღქმის სტრუქტურის ტრანსპოზიცია. 7

აღქმა განაწევრებული მთლიანობაა. 7

აღქმის კონსტანტობა“[უცვლელობა] 10

აღქმის პიროვნებისეული ხასიათი [აღქმის „შერჩევითი’’ ხასიათი] 11

აღქმის    ილუზიები 13

სივრცისა და დროის აღქმა. 14

 

 

 

 ფსიქოლოგიაში აღქმა და შეგრძნებაერთი და იგივე ცნებები არ არის  

 

·        აღქმა რეცეპტორზე მოქმედ კონკრეტულ საგანთა ან მათ თვისებათა თვალსაჩინო, ხატოვანი ასახვაა.

[“ხატოვანი” აქ და ქვემოთ იხმარება საგნის თვალსაჩინო წარმოდგენის – ხატის (სურათის) მნიშვნელობით.]

·        ადამიანი გარემოს ცალკე გამღიზიანებლების და მათი კომპლექსების სახით კი არ განიცდის, ე.ი.გარემოს  გამღიიანებლებს კი არ შეიგრძნობს, არამედ მისგან დამოუკიდებელ საგანთა სახით აღიქვამს.

·        სინამდვილე ადამიანის ცნობიერებაში საგანთა და მოვლენათა სახით აისახება და არა საგნობრიობას მოკლებულ, საგნის გარეშე მოცემულ დაქსაქსულ სენსორულ (შეგრძნებით) თვისებათა (ფერი, გემო და აშ.) სახით.

·        გარემოს კი არ შევიგრძნობთ, არამედ აღვიქვამთ.

·        მაგრამ  მასალას გარემოს აღსაქმელად მსოლო შეგრმნებები იძლევა– სხეა გზა საგნებისა და მათი თვისებების აღსაქმელად არ არსებობს.

·        ჩვეულებრივ პირობებში შეგრძნებას ადამიანი აღქმის გარეშე არც განიცდის. რეალურად ისინი ერთმანეთისაგან მოუწყვეტლად, აღქმის ერთიანი პროცესის სახით არსებობენ.

·        შეგრძნებების მასალიდან იმთავითვე იქმნება, ორგანიზდება საგნის ან მისი თვისების აღქმა.

·         ცოცხალი არსება ურთიერთობას ამყარებს გარემოში მოცემულ კონკრეტულ საგნებთან და მათ თვისებებთან და არა უსაგნო სენსორულ თვისებებთან.

·        ამიტომ გასაგებია, რომ გარემოსთან შეგუების პროცესში მას სწორედ აღქმის ფუნქცია განუვითარდა

.

·        მაგრამ რას ნიშნავს საგნის აღქმა, თუ არა მის[ამ საგნის/მოვლენის] თვისებათა შეგრძნებას?

·        რა არის აღქმა, თუ არა შეგრძნებათა კრებადობა?

·        ყოველდღიურ მეტყველებაში და არაფსიქოლოგიურ ლიტერატურში სიტყვებს – შეგრძნება და აღქმა ჩვეულებრივ ერთი მნიშვნელობით მარობენ.

·        “მე შევიგრძნობ” ფერს თუ ბგერას, ამბობენ იმავე მნიშვნელობით, როგორც “მე აღვიქვამ” ფერს ან ბგერას.

·        მაგრამ, როგორც მეცნიერული ფსიქოლოგიის ცნებები, ისინი არსებითად განსსვავდებიან.

·        ქვემოთ ჩვენ შევჩერდებით აღქმის იმ მთავარ თვისებებზე, რომელნიც მას ძირითადად განასხვავებენ შეგრძნებისაგან.

 

 

აღქმის   საგნობრიობა''

 

·        აღქმის  შეგრძნებისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი საგნობრიობაა.

·        აღქმა განიცდება არა როგორც სუბიექტში მიმდინარე პროცესი, არამედ როგორც სუბიექტის გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტი, მიუხედავად იმისა, იქნება ეს მთელი საგნის აღქმა, თუ მისი რომელიმე თვისებისა (ფერის, მისგან მომდინარე ბგერის და ა.შ.)

 

მაგალითად, ამ საზამთროს რომ ვუყურებ, მე ჩემს გარეთ არსებულ საგანს – საზამთროს ეხედავ და არა ამ საზამთროს ზემოქმედებით ჩემში აღძრულ პროცესს განვიცდი.

ან მის მწვანე ფერს რომ განვიცდი – ჩემში აღმოცენებული სიმწვანის შეგრძნებას კი არ განვიცდი, არამედ ჩემს გარეშე, გარკვეულ მანძილზე არსებული საგნის ფერს ვხედავ.

 

·        ამ და სხეა შემთხვევაში საქმე გვაქვს აღქმასთან,რომლის შინაარსს სათანადო შეგრძნებები ქმნიან, მაგრამ, როგორც ვსედავთ, ეს შეგრძნებები აღქმის გარეშე არ განიცდება.

·        ამ ძირითად განსხვავებას შეგრძნებასა და აღქმას შორის ნათელს ხდის ის იშვიათი შემთსვევები, როდესაც გარკვეული პირობების გამო, სუბიექტი ერთ მომენტში გამღიზიანებლით გამოწვეულ შეგრძნებას განიცდის, რომელიც მალევე საგნის სათანადო თვისებათა აღქმად გადაიქცევა.

 

ერთი ასეთი შემთხვევა აღწერა ფსიქოლოგმა რ.ნათაძემ.

 

გაღვიძების მომენტში “სიმწვანის” უცნაური განცდა აღმოცენდა.

ეს მწვანე ფერი არ იყო ლოკალიზებული, თითქოს თვალები აივსო “სიმწ ვანით”.

მაგრამ მის მიმართ ყურადღების გამახვილებისას ეს სიმწვანე უმალ დაიძრა და გადაინაცვლა ხის მიმართულებით, რომელიც ეზოში იდგა და ამ ხის მწვანე ფერად გადაიქცა.

უდავოა, რომ პირველ მომენტში თვალის გახელისას ხის მწვანე ფერით მხედველობის რეცეპტორთა გაღიზიანების შედეგად ჯერ პასიურ მდგომარეობაში მყოფ ცნობიერებაში ალმოცენდა მწვანე ფერის შეგრძნება, ანუ საგნობრიობას მოკლებული “სიმწვანის” განცდა, რომელიც უმალ მწვანე ფერის აღქმად (ხის მწვანე ფერად) გადაიქცა.

 

 

 

აღქმის კატეგორიალობა“[ ანუ აზრიანობა ]

 

·        საგნის თვალსაჩინო ხატთან ერთად აღქმაში მოცემულია მისი საგნობრივი მნიშვნელობაც, ანუ იმის ცოდნა, თუ რა არის ეს,    რა საგანს აღვიქვამთ.

·        ყოველი  საგანი/მოვლენა  ადამიანის მიერ  განიცდება, როგორც საგანთა გარკვეული კატეგორიის წარმომადგენელი.

·        აღქმის ამ თვისებას კატეგორიალობას უწოდებენ, ხოლო, რადგანაც აღქმული საგნის გარკვეული კატეგორიის საგნად გულისხმობა[მიჩნევა]  მის ერთგვარი გააზრებაცაა, ამდენად ამ თვისებას აღქმის აზრიანობასაც უწოდებენ.

·        ის გარემოება, რომ აღქმა კონკრეტული საგნის ასახვას იძლევა[ ანუ „აღქმის საგნობრიობა“] , არ ეწინააღმდეგება აღქმის  კატეგორიალობას.

·        კონკრეტული საგანი ადამიანის მიერ განიცდება რაიმე „საგანთა ჯგუფის, რაიმე „კატეგორიის წარმომადგენლად, და ეს დასკვნის ან მსჯელობის სახით კი არ ხდება, არამედ იმთავითვე ამ საგნის აღქმის პროცესში ხორციელდება.

·        მაგ. როდესაც ჩვენ შევხედავთ სკამს – ის ჩვენთვის იმთავითვე “საზოგადოდ სკამია”, ე.ი. “სკამების” კატეგორიის წარმომადგენელი და არა მხოლოდ ესა და ეს კონკრეტული საგანი.

·        ცხადია,აღქმის ეს თვისება, ანუ კერძოში ზოგადის გულისსმობა, აღქმაში აზროვნების მონაწილეობის შედეგია.

·        აღქმის პროცესის ერთიანობიდან ვერ ამოირიცხება ვერც მეხსიერების გარკვეული მონაწილეობა: აღქმაში ასახულს ჩვენ ამოვიცნობთ, როგორც საგანთა გარკვეული კატეგორიის წარმომადგენელს; ამოცნობა კი მესიერების გამოვლიებაა (იხ. თავი XII „მეხსიერება’’ ).

·        აღქმის კატეგორიალობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის გამოცდილება  ანუ მისი „ჩამოყალიბებული  დამოკიდებულება საგნებთან/მოვლენებთან  

·        აღქმის კატეგორიალობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ასევე სათანადო სიტყვის ( ე.ი. „საგნის  ან მოვლენის  სახელის’’  ) ხმარება[დარქმევა].

 

ჩვეულებრივ, ერთ კატეგორიად ჩამოყალიბდება ის საგნები, რომელთაც ერთი საერთო საელი ეწოდება. [მაგ. „რუსი’’ აკაცუკებისთვის  ასეთი „საერთო სახელია’’]

 

·        ამ მხრივ საინტერესო დაკვირვება არსებობს ბავშვის მიერ ფერების აღქმის დაუფლებაზე.

 

ერთი ფერის (მაგ, წითლის) ელფერებს ბავშვი სხვადასვა ფერებად განიცდის, არ აერთიანებს ერთ ჯგუუში, სანამ არ ისწავლის იმ ფერის სახელს, რომელიც აერთიანებს ამ ელფერებს ერთ კატეგორიად (მაგ, წითელ ფერად). მხოლოდ ამის მერე ამ ფერის ყველა ელფერი (მუქი, ბაცი, მეტნაკლებად მაძღარი და ა.შ) ფერთა სათანადო კატეგორიის (წითლის) წარმომადგენელებად განიცდება. ასევეა ზრდასრულთა შემთხვევაშიც.

 

·        ადამიანი იმდენ ელფერს განარჩევს“ [განასხვავებს ერთმანეთისგან] , რამდენის შესატყვისი სიტყვაც იცის (მაგ, აგურისფერი, ალისფერი, შინდისფერი, ჟღალი, წითელ-ყვითელი, ნარინჯისფერი და სხვა).

 

·        თუკი ადამიანი მხოლოდ ერთ ენას ფლობს, რომელშიც ფერთა სახელწოდებანი მწირადაა, მას ფერთა გარჩევაც უჭირს. [მაგ. აკაცუკები ფლობენ „სიძულვილის ენას’’ ამიტომ უჭირთ მოვლენების ადეკვატური „აღქმა’’]

 

·        ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ აღქმაოლოდ სენსორული ბუნების [შეგრძნებებზე დამოკიდებული]  პროცესი როდია, იგი შემეცნებითი ბუნების პროცესია – საგნისან მოვლენის  შემეცნების   ფორმაა და არა მხოლოდ „ გამღიზიანებლის შეგრძნება.

 

აღქმის   სტრუქტურული მთლიანობა

 მთლიანობის ცნება.

 

·        ძველ ფსიქოლოგიაში იგულისხმებოდა, რომ აღქმა არის შეგრძნებათა უბრალო კრებადობა – მათი ჯამი ანუ მათი “კონა”.

·        მაგალითად, ვაშლის აღქმა მისი[ვაშლის]  ცალკეული თვისების (ფორმის, ფერის, გემოს და ა.შ.) შეგრძნებათა მექანიკური ჯამი ეგონათ.

·         თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამტკიცებულია, რომ აღქმა ცალკე შეგრძნებათა ჯამი კი არ არის, არამედ გარკვეული სტრუქტურის მქონე მთლიანობაა   და ეს მისი თვისება – სტრუქტურული მთლიანობა  აღქმის ერთ-ერთი არსებით ნიშანია.

·        მაგრამ რით განსხვავდება მთლიანობა  ჯამისაგან ?

·         რა ნიშნებით ხასიათდება მთლიანობა?

·        მთლიანის მთავარი თავისებურებაა სპეციფიკური დამოკიდებულება მთელსა და მის ნაწიებ შორის: მთლიანი, მის ნაწილებთან შედარებით, ახალ თვისებებს ფლობს, თვისებებს, რომლებიც არც რომელიმე  მის რომელიმე “ ნაწილს გააჩნია და არც მათ ჯამს.

 

·        არა მხოლოდ მთელია’’ დამოკიდებული მის ნაწილებზე, არამედ პირიქითაც, გარკვეულ ფარგლებში, მთელი განსავრავს მისი ნაწილების თავისებურებებს: ერთი და იგივე ელემენტი[ანუ „ნაწილი’’] , ეადასხვა მთლიანობაში შესული, განსხვავებულია ამ მთელის თავისებურების[!] მიხედვით.

·        მაგალითად, წყალი (H20) მის ელემენტებთან[წყალბადთან და ჯანგბადთან] შედარებით ახალი თვისებების მქონეა – იგი სითხეა და არა აირი . არც წვას უწყობს ხელს, როგორც ჟანგბადი, და არც იწვის, როგორც წყალბადი.

·        წყალბადიც და ანბადიც ამ მთლიანობაში, ე.ი. როგორც წყლის ელემენტები“[„ნაწილები’’], დამოუკიდებელ თვისებებს კარგავენ.

·        სულ სხვა კანონზომიერება ახასიათებს ჯამს

·        ჯამის  შემადგენელი  “ელემენტები”, ანუ ერთეულები არ იცელება იმის მიხედვით, რომელ მთელში შედიან ისინი.

 

·        აღქმას მთლიანობი ყველა ნიშანი ახასიათებს. [იხ. ზემოთ]

·        აღქმა, როგორც მთელი, მის ნაწილებთან შედარებით, ახალ თვისებას იძენს.

·         მაგალითად, როცა ვუყურებთ სამი სწორი ხაზისაგან შედგენილ ფიგურას, ჩვენ აღვიქვამთ არა სამ ხაზს, არამედ მთლიან ფიგურას, რომელსაც გარკვეული ფორმა აქვს: ერთ შემთხვევაში (ნახ. 1) სამკუთხედს, მეორე შემთხვევაში (ნახ. 2) ვარსკვლავისებურ ფიგურას და ა.შ.




·        ელემენტებს[ერთ წერტილში გადაკვეთილ ხაზებს  ნახ. მე-2) არაფერი გააჩნიათ სამკუთხედობისა“[ ანუ „მთელისა“].

·        დაიმახსოვრე : „გეომეტრიული ფიგურის’’  რაიმე თვისება  - მისი როგორც „მთლიანის თვისებაა, რომელიც მის შემადგენელ „ელემენტებს’’ არა აქვთ.

 

მთელი გავლენას ახდენს   ნაწილების აღქმაზე

.

·        ერთი ა იგივე ელემენტი[„ნაწილი’’] , სხადასხვა მთელში შესული, განსხვავებულად აღიქმება.

მაგალითად, რომ ავიღოთ ორი ტოლი ხაზი და თითოეულს სვადასვა მიმართულებით მივუსაზოთ ისრები“,ეს ები აღარ აღიქმება ტოლად: თითოეული ხაზი აღიქმება როგორც განსვავებული მთლიანის წევრი – პირველი პატარა, “შეკუმშული” მთელის ნაწილია და ამის შესატყვისად პატარად მოჩანს, მეორე კი დიდი – “გაწეული” მთელის ნაწილია და ამიტომ
დიდად გამოიყურება.



·        ეს ილუია კიდეე უფრო ძლიერია, როცა ეს ტოლი ხაზები“  ან „ტოლი ფიგურები’’

 “ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სიდიდის სურათის ელემენტებია.


 

·        ამაე კანონზომიერების კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითს იძლევა  ეს ნახაზი

·         აქ სწორი ხაAB ობიექტურად BC-ს ტოლია, მაგრამ მე-2  აღიქმება ბევრად უფრო გრძლად, ვინაიდან უფრო დიდი მთელის (მარჯვენა  ფიგურის) ნაწილია (დიაგონალი), პირველი  კი უფრო პატარა მთელის ნაწილი


·        მომდევნო ნახაზზეც ისეთივე ვითარებაა.

·        ტეხილი ხაზების შუა მონაკვეთები ობიექტურად ზუსტად ემთხვევა პარალელურ ხაზებს  მაგრამ ისინი არ  გეჩვენება პარალელურად.

ეს იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ამ  პარალელურ ხაზებს მიეხაზა სხვადასსვა მიმართულებით წარმართული ბოლოები, თითოეული აზი აღქმის მთლიანობის’’ გამო მთლიან ტეხილ ხაზად გადაიქცა, ხოლო რადგანაც მთლიანი (ტეხილი) საზები სხვადასხვა მიმართულებითაა განლაგებული, მათი შუა მონაკვეთებიც ვადასხვა მიმართულებით განლაგებულად აღიქმება (სანამ არ დაფარავთ მათ ბოლოებს).


 

დაუმთავრებლობის განცდა

 

·        აღქმის მთლიანობის“ სასარგებლოდ  მნიშვნელოვანი არგუმენტია დაუმთავრებლობის სპეციფიკური განცდა, რომელიც გვიჩნდება, როდესაც აღვიქვამთ დაუმთავრებელ ფიგურას, როგორც ეს ამ  ნახაზზე გამოსახული, წვეროს არმქონე სამკუთსედის შემთხვევაშია.

·        ძალიან გამოკვეთილია “დაუმთავრებლობის’’  განცდა მელოდიის შეწყვეტის შემთხვევებში.

·        მაგრამ დაუმთავრებელი ხომ მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რაც მთლიანია, რასაც სტრუქტურა აქვს.

აღქმის სტრუქტურის ტრანსპოზიცია.

 

·         აღქმის მთლიანობითიბუნების თვალსაჩინო გამოვლინებაა აღქმის ერთი და იმავე სტრუქტურის უცვლელად გადატანის შესაძლებლობა ვადასხვა სენსორულ მასალაზე.

·        ამ მოვლენას აღქმის ტრანსპოზიციას უწოდებენ.

·         მაგალითად, ჩვენ უცვლელად აღვიქვამთ ერთსა და იმავე ფორმას, მიუედავად იმისა, თუ რა ფერით არის ეს ფორმა გამოსახული.

·        ასევე უცვლელად აღიქმება ერთი და იგივე მელოდია, მიუხედავად იმისა, მაღალი ტონებით სრულდება იგი თუ დაბალით.

აღქმა განაწევრებული მთლიანობაა.

 

·        ეს ნიშნავს, რომ აღქმის მთლიანობას თავისი სტრუქტურა, თავისი აღნაგობა გააჩნია, რომ მთელთან ერთად ჩვენ მთელის ნაწილებსაც ვარჩევთ (მაგ, სამკუთხედის ფორმის აღნაგობაში კუთხეებსაც და გვერდებსაც ვხედავთ).

·        აღქმისთვის დამახასიათებელია, რომ მისი საგანი გარემოდანაც გამოყოფილად განიცდება, ე.ი. აღქმისთვის დამახასიათებელია რომ აღქმაში ყოველთვის არის მოცემული ფიგურაც და ფონიც, რომელზეც გვეძლევა ეს ფიგურა.

·        ფიგურა განიცდება, როგორც საგნობრი, წინ წამოწეული და ახლომდებარე;

·        ფონი კი უსაგნოა და შედარებით დაშორებული.

·        ფიგურის და ფონის გარჩევის ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ იგი თავს იჩენს მაშინაც კი, როცა ფიგურა რეალურად არ არსებობს.

·        ამ  ნახაზზე მოცემული გამოსახულება ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა.

·        აქ ვედავთ თეთრ სამკუთსედს, რომლიც უფრო ნათელია, ვიდრე ფონი.

·        სინამდვილეში, რეალურად, სამკუთხედი, როგორც ასეთი, არ არსებობს;

·        გარდა ამისა, ეს ილუზორული თეთრი სამკუთხედი“   ფონზე“ „ უფრო თეთრი არ არის.


·        ფიგურა“   ფონ  უფრო სტრუქტურირებულია

·         „ფონის ’’  კონფიგურაცია დიდ გავლენას ახდენს ფიგურის აღქმაზე.

·         ეს ნახაზები  ამის მაგალითებია.

·        ერთ შემთხვევაში განივად განლაგებულ სხივებზე“[ფონია] განთავსებული კვადრატი[ფიგურაა]    ტრაპეციად[ანუ სულ სხვა „ფიგურად’’] გამოიყურება,

 ხ

·        ოლო მეორეში კვადრატის რეალურად სწორი გვერდები „შუაში’’იზნიქება ფონური ხაზების წრიულობის გამო.




·        ამ ნახაზზე  კი  ჩვენ ვხედავთ ადამიანის სახის პროფილებს, თეთრი სივრცე მათ შორის ფონად აღიქმება. მაგრამ საკმარისია დავინახოთ შუაში თეთრი ლარნაკი, რომ ორივე პროფილი “ჩავარდეს” – უკანა პლანზე გადაიწიოს, ფონად გადაიქცეს.

·        რამენიც უნდა ვეცადოთ ერთდროულად ორივე დავინახოთ ფიგურაა)ლარნაკიც და ბ)პროფილებიც, ეს არ გამოვა – დაიწყება ფარფალი: ხან ლარნაკი “ჩავარდება” – ფონად გადაიქცევა, ხან პროფილები.

·        ეს იმიტომ ხდება, რომ აღქმა აუცილებლად შეიცავს ფიგურასა და ფონს.

·        ფიგურის მოცემულობა ფონსაც გულისხმობს.


 

·        ამრიგად, აღქმა შიგნით განაწევრებული და გარედან[ფონიდან] გამოყოფილი  მთლიანობაა.

·         ასეთ მთლიანობას ფსიქოლოგიაში ”გეშტალტს”) უწოდებენ (იხ. თავი I.][ გერმანული სიტყვიდან Gestalt, რაც ფორმას ნიშნავს.]

აღქმის კონსტანტობა[უცვლელობა]

 

·        საგანთა  აღქმის ობიექტური პირობები მუდამ იცვლება,ეს პირობებია: : ა)განათების ხარისსი, ბ)ფერი, გ)მანძილი,რომლიდანაც აღვიქვამთ საგანს, ე)მხედველობის[ხედვის]  კუთხე და ა.შ.

·        ამ ფიზიკური ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება შეგრძნების უშუალო ფიზიოლოგიური საფუძველი და ამიტომ შეგრძნებაც უნდა იცვლებოდეს.

·        მაგალითად, სუსტი განათების პირობებში  თეთრი საგანი  „ნაკლებ სინათლეს აირეკლაეს, ვიდრე მზით განათებული შავი საგანი, ამიტომ ამ შემთხვევაში პირველი საგანი უფრო მუქი რუხი ფერის შეგრძნებას უნდა იწვევდეს, ვიდრე მეორე.

X

·        საგნის გამოსახულების სიდიდე თვალის ბადურაზე, ოპტიკის კანონის მიხედვით, თვალიდან ამ საგნის დაშორების უკუპროპორციულია.

·        მაშასადამე, საგანი მით უფრო პატარა უნდა გამოიყურებოდეს, რაც უფრო შორს არის ის ჩეენგან.

·        საგნის გამოხატულების სურათ  თვალის ბადურაზე არსებითად იცელება იმის მიხედევითაც, თუ რომელი მხრიდან, რა კუთხით ,“რა ხედით’’ ვუყურებთ მას და ა. შ.

·        მაგალითად, მრგვალი ფანქარი ხან ვიწრო ზოლს ჰგავს, ხან კი პატარა წრეს (როცა ზუსტად უკნიდან ვსედავთ).

·        მიუხედავად ყველა ამ არსებითი ცვლილებისა, საგნის აღმა, გარკვეულ ფარგლებში კონსტანტური, ე.ი. უცვლელი რჩება.

·        ცარცი განათებისას, ან ჩრდილში თეთრად ჩანს სინათლის არეკლვის ცვალებადობის მიუხედავად;

·        ნაშირი მის შუქე შავად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით ნაკლებ სინათლეს აირეკლავს, ვიდრე ცარცი ბინდისას.

·        უკანასკნელი მერხი აუდიტორიაში იმავე სიდიდისა აღიქმება, როგორც პირეელი, თუმცა რამდენჯერმე უფრო პატარა ატება თვალის ბადურაზე.

·        სკამი მაინც სკამად, ე.ი. უცვლელი ფორმისად აღიქმება, თუმცა ჩვენ მას სხვადასხვა მსრიდან ვუყურებთ და, ამდენად, ბადურაზე მისი არსებითად ცვალებადი სურათი იხატება და ა.შ.

·        აღქმის ამ მნიშვნელოვან თვისებას აღქმის კონსტანტობა ეწოდება.

 

·         განსაკუთრებით კარგადაა შესწავლილი ფერის, სიდიდის და ფორმის  აღქმის კონსტანტობა’’, რისი მაგალითებიც ზემოთ იქნა მოყვანილი.

 

·         ოღონდ, აღქმის კონსტანტობა არ არის აბსოლუტური.

·        დიდ მანძილზე“   საგნის სიდიდე მაინც შეცვლილად აღიქმება (თუმცა ნაკლებ შეცვლილად, ვიდრე იცელება მისი გამოსახულება ბადურაზე),

·        დაჩრდილული საგანი (მაგ, თეთრი ჭერის ნაწილი) ნაკლებ თეთრად გამოიყურება, ვიდრე განათებული, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ფერი ერთია და ა.შ.

·        მიუედავად მისა,რომ „აღქმის კონსტანტობა[უცვლელობა]’’ არ არის აბსოლუტური , აღქმის კონსტანტობას დიდი მნიშვნელობა აქეს საგანთა სწორი აღქმისთვის, მათი ცნობისთვის მუდამ ცვალებად პირობებში.

·        სიდიდის, ფერის და ფორმის აღქმა რომ არ ყოფილიყო კონსტანტური, ადამიანი და ცხოველი ხშირად ვერ დაამყარებდა საგნებთან პრაქტიკულ ურთიერთობას, ვერ იცნობდა საგნებს, ვინაიდან საგნების ჩვენგან დაშორების მანძილი, მათი განათების ხარისხი და რაკურსი ყოველდღიურ ცხოერებაში მუდამ იცელება.

·         ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღქმის კონსტანტობა დიდად არის დამოკიდებული სუბიექტის გამოცდილებაზე (ბავშვს   6   თვის ასაკიდან თანდათან უვითარდება აღქმის კონსტანტობა),

·        აღქმის კონსტანტობა[უცვლელობა] არ არის საგანთა ინტელექტუალური შეფასების შეეგი.

·        აღქმის კონსტანტობა უშუალო ხასიათს ატარებს, რაც, თუნდაც, იქიდან ჩანს, რომ იგი დასტურდება ცხოველებთან, მათ შორის დაბალ საფეხუზე მდგომ ცსოველებთანაც.

 

 

აღქმის პიროვნებისეული ხასიათი [აღქმის „შერჩევითი’’ ხასიათი]

 

·        აღქმა არა მოლოდ საგნის ასვაა, არამედ კონკრეტული ადამიანის მოქმედებაცაა.

·        ყოველი ადამიანი მოიმართება, მობილიზდება, როგორც ამბობენ, განეწყობა   სათანადო საგნის აღსაქმელად და ეს მისი წინაწარი  განწყობა გარკვეულ გავლენას ადენს აღქმის პროცესზე და შედეგზე.

ჩვენ კი არ  „ვხედავთ, არამედ ვუყურებთ, კი არ  გვესმის, არამედ ვისმენთ.

·         აღქმა ადამიანის შემეცნებითი აქტივობის გამოვლინებაა. ამიტომ, როგორც ყველა სხვა მოქმედებაში, აღქმაშიც ადამიანის „გამოცდილება, მისი მისწრაფებები და ინტერესები ვლინდება და გარკვეულ დაღს ასვამს აღქმას.

·        აღქმა არ არის საგნის ფოტოგრაფიული, უცვლელი ასახვა. გარკვეულ ფარგლებში იგი პიროვნებისეულ ხასიათს ატარებს.

·        ერთსა და იმავე მოვლენას ადამიანი, გარკვეულ ფარგლებში, განსვავებულად აღიქვამს იმის მიხედვით, თუ ა)როგორია მისი გამოცდილება ამ მოვლენის მიმართ, ბ)რა იცის მის შესახებ, გ)რა აინტერესებს მასში, დ)როგორ არის ამ მომენტში გაწყობილი და სხვა.

·        ამ ფაქტორების  მიხედვით იცვლება „ხედვის კუთხე, რომლითაც აღიქმება მოვლენა, იცვლება პიროვნების პოზიცია მოვლენის/ფაქტის  მიმართ.

·        ამის გამო  ერთი და იგივე მოვლენის/ფაქტის  სხვადასხვა მხარეები წამოიწეეს წინ, დარჩენილები პირიქით, იჩრდილება, ზოგიც სხვაგვარად გამოიყურება და ა.შ.

·        მაგალითად, არქეოლოგი, ოქრომჭედელი და ქურდი განსხვავებულად აღიქვამს გათხრებში აღმოჩენილ ოქროს ნივთს, პირველს ამ საგნის სხვა ნიშნები ეცემა თვალში, მეორეს – სხვა, მესამესაც – სხვა.

·        ან მოაგარაკე გარკვეულ ფარგლებში სხვანაირად აღიქვამს “მშვენიერ” და “დიად” ავდარს, ვიდრე ადგილობრივი მეურნე, რომლის ცნობიერებაში ეს ავდარი, პირველ რიგში, ჭირნახულისთვის მისი მნიშვნელობის კუთხით აღიბეჭდება და არა ესთეტიკური თვალსაზრისით. სულ სხვაგვარად აღიქვამს ამ მოვლენას (ავდარს) კულტურის დაბალდონეზე მდგომი ადამიანი, რომელიც ჭექა-ქუხილში, ელვასა და სეტყვაში ბებუნებრივი ძალების გამოვლინებას ხედაეს და ა.შ.

·        როდესაც ადამიანი წინასწარ  და „მტკიცედ არის განწყობილი გარკეეული მოლენის ან საგნის მიმართ, მაგალითად, მტკიცედ მოელის რაიმეს, ასეთი განწყობის ზეგავლენით მან შეიძლება დამახინჯებულად, არასწორად, “ილუიურად” აღიქვას მოცემული მოვლენა/ფაქტი , თუკი ის არ დაემთხვა მოსალოდნელს“[იმას რასაც ელოდა].

·        შემცდარი აღქმების ანუ აღქმის ილუზიების (იხ. ქვემოთ) დიდი ნაწილი ასეთი წინასწარ შემუშავებული განწყობის შედეგია.

·        თუ შეშინებულ ინდივიდს ბინდისას იმ ტყეში მოუხდა გავლა, სადაც მგელი ბინადრობს, მან შეიძლება რაიმე ჯირკი ან ბუჩქი, პირველ მომენტში მაინც, მგელად აღიქვას,

·        ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როცა გარეულ ღორზე ჩასაფრებულმა მონადირემ ტყიდან გამოსული ბაეშვი ტახად აღიქვა და ესროლა მას.

·        ხშირად ერთი და იგივე ადამიანი    ერთსა და იმავე საგანს   განსხვავებულად აღიქეამს იმის მიხედვით, თუ როგორ არის იგი  იმ მომენტში განწყობილი.

·        ამ კანონზომიერების საინტერესო ილუსტრაციას წარმოადგენს ე.წ. ორაზროვანი (რევერსიული) სურათებიანუ  ნახატები, რომლებიც სხეადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღქმული.

·        მათში ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხეა რამის გამოსახულება დაინახავს იმის მიხედვით, თუ რა განწყობით აღიქვამს ამ სურათს.

·        აქ მოცემულ სურათზე ჩვეულებრივ, ხედავენ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მარჯენივ აქეს მიბრუნებული სახე ისე, რომ ძლივს მოჩანს ცხვირის ბოლო და მარცხენა წამწამი. მაგრამ საკმარისია იმავე სურათს შევხედოთ სხვა განწყობით (სათანადო ინსტრუქციის მიცემის შემდეგ), რომ დავინახოთ ღრმად მოხუცი ქალის პროფილი, რომლის ტუჩებად გადაიქცევა პირველად დანახული ქალის სამკაული, ნიკაპად – მისი დეკოლტე, თვალად – მისი ყური და უშველებელ მოკაკულ ცხვირად – ახალგაზრდა ქალის ლოყისა და ნიკაპის კონტური.



აღქმის    ილუზიები

 

·        როგორც ზემოთ დაერწმუნღით, აღქმა ყოველთვის როდი იძლევა საგნის ობიქტურ სწორ, უტყუარ ასავას.

·         გარკვეულ პირობებში ხდება საგნის არასწორი, დამასისჯებული აღქმა ანუ ილუზია.

·        ილუზია ეწოდება მცდარ აღქმას, რომელიც არ შეესატყვისება ინტელექტუალურ კრიტერიუმზე დაფუძნებულ ცოდნას აღქმული მოვლენის შესახებ.

·        მაგალითად, თეთრი ფერის საგანი, ჩვეულებრივ, უფრო დიდად გვეჩეენება, ვიდრე ამავე სიდიდის მუქი საგანი. საგნის სიდიდის გაზომვით, ანუ ინტელექტუალური კრიტერიუმის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ამ აღქმის მცდარობა გამოვავლინოთ.

·        ასევე მზე ზღვაში ჩასულად გეეჩვენება, ამ აღქმის მცდარობას ადვილად ვავლენთ კაცობრიობის მიერ მოპოვებული ცოდნის საფუძველზე.

·        ეს არის აღქმის ილუზიები: საგანი უშუალოდ აღიქმება არასწორად – არასწორია საგნის სურათი და არა ცოდნა, არა აზრი საგნის შესახებ.

·        გამომწვევი მიზეზის მისედვით ანსვავებენ ილუზიების სამ სახეს.

·        პირველ ყოელისა, აღსანიშნავია ე.წ. ფიზიკური ილუზიები. ამ ილუზიებს იწვევს საგნის მოცემულობის ფიზიკური პირობები

·         მაგ.  წყალში ჩაშვებული ჯოხი ან ჩაის ჭიქაში ჩაშვებული კოეზი გადატეხილად აღიქმება. ამის მიზეზი ფიზიკური მოვლენაა – სინათლის სხივების განსხვავებული გარდატეა გამჭვირვალე სითხეში და მის გარეთ.

·         ილუზიათა მეორე სახეს ფიზიოლოგიური ილუზიები წარმოადგენს. ისინი გამოწვეულია წმინდა ფიზიოლოგიური მოვლენებით. ასეთია, მაგალითად, ოპტიკური კვალის მოლენა და სხვა.

·        ილუზიათა მესამე სახეა ფსიქოლოგიური ილუზიები, რომლებიც ფსიქიკური ფაქტორებითაა გაპირობებული. აქ შედის ა) ძლიერი აფექტის (მაგ., შიშის), ბ)ძლიერი სურვილის, გ)მტკიცე რწმენის,  დ)დაძაბული მოლოდინის,  ე)აქტუალური განწყობის, ვ)შთამაგონებელი ზემოქმედების, ზ)არასწორი მსჯელობის თუ თ)მცდარი ცოდნის საფუძველზე წარმოქმნილი ილუზიები.

·         ადამიანმა ბინდისას ტყეში ჯირკი ან ბუჩქი იმიტომ აღიქვა ცხოველად, რომ შიშის გამო – მხეცი არ შემხვდესო – საშიში ცხოველის დანახვისკენ იყო განწყობილი (სწორად ამბობენ – “შიშს დიდი თვალები აქესო”).

·        ორი არატოლი ბურთის თვალდახუჭულ მდგომარეობაში  რამდენჯერმე შედარების მერე, ტოლი ბურთები არატოლად გვეჩვენება: ჩვეულებრივ უფრო პატარად იქ, სადაც მანამდე დიდი ბურთი იყო და დიდად იქ, სადაც პატარა იყო (ე.წ. კონტრასტული ილუია), თუმცა, უფრო იშვიათად, აღქმის შეცდომას საპირისპირო სასიათი აქვს (ე. წ. ასიმილაციური ილუზია).

·        მსგავსი ილუზიები საგანგებოდ შეისწავლა გამოჩენილმა ქართველმა ფსიქოლოგმა დიმიტრი უბნაძემ და ისინი თავისი გამაურებული განწყობის თეორიით ახსნა.

·        ზემოთ მოყვანილი ილუზიების  დაყოფა სახეებად  პირობითია, რადგანაც ილუზიის მიზეზთა ასეთი გამიჯვნა ყოველთვის ვერ ხერსდება.

·        ასეა იმ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ე.წ. ოპტიკო-გეომეტრიული ილუზიების შემთხვევაში, რომელთა რამდენიმე მაგალითი ზემოთ მოცემულ ნახატებშია წარმოდგენილი. თუნდაც მიულერ-ლაიერის იულუზიის



ფსიქოლოგიურად მიჩნევა, გეშტალტფსიქოლოგიის კაონებით ახსნა და მხოლოდ იმის თქმა, რომ დიდი და მცირე გეშტალტის ნაწილიც სათანადოდ განიცდება, არ არის საკმარისი. საჭიროა უფრო კონკრეტული მექანიზმების მოძიება, რომლებიც ანალიზატორის (ამ შემთხვევაში მხედველობითი სისტემის) პერიფერიულ და ცენტრალურ რგოლებში მოქმედებს.

·        ამ ილუზიის ამხსნელი თანამედროვე თეორიებიდან ზოგიერთი თვალის მოძრაობის ეფექტებზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგიც ნერვულ სისტემაში აგზნება-შეკავების პროცესების ურთიერთგადანაცვლებაზე, ანუ ფაქტობრიეად, ფიზიოლოგიურ მოვლენებზე.

·        და ბოლოს, ილუზიები უნდა განვასხვავოთ ჰალუცინაციებისაგან.

·        ილუზია რეალურად არსებული საგნის დამახინჯებული (შემცდარი) აღქმაა;

·        ჰალუცინაცია რეალურად არარსებულის აღქმულად (ანუ არსებულად) განცდაა, მოჩვენებაა.

 

X

სივრცისა და დროის აღქმა

 

·        ყოველივე, რაც აღიქმებასივრცეში  აღიქმება.

·        აღქმა საგნის თვალსაჩინო განცდაა.

·        საგანი კი ყოველთვის განფენილია, ვრცეულია. მას სივრცეში ადგილი უჭირავს, აქვს სიდიდე, ფორმა, მისგან გვაშორებს გარკვეული მანძილი, მარჯენივაა ან მარცხნიე, წინ, ზევით და ა.შ. ეს ყოველივე სივრცის აღქმის მომენტებია.

·        სივრცის აღქმის საკითხი საუკუნეთა განმავლობაში განისილებოდა.

·        აქ ორი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა.

 

I. შეგრძნეის რომელი ორგანოებით ხება სივრცის აღქმა და

2. თანდაყოლილია სივრცის აღქმა თუ შეძენილი.

 

·        თანამედროვე მეცნიერებამ მეტ-ნაკლებად ორივეზე გასცა ჰასუი.

·        გაირკვა, რომ სპეციფიკური რეცეპტორები სივრცის აღსაქმელად არ არსებობს.

·        „სივრცის აღქმა’’  რამდენიმე მოდალობის შეთანმებული მოქმედების შედეგია.

·        განსაკუთრებული როლი აქვს მხედველობისა და შეების შეგრძნებებს.

·        სიერცის ორი განზომილების, ე.ი. განფენილობის (ანუ სიბრტყის) აღქმა იმთავითვე, დაბადებიდან ახლა ყოველ ოპტიკურ თუ შეებით შთაბეჭდილებას.

·        ფერს ან სინათლეს აუცილებლად რაღაც ფართობი უჭირავს;

·        შესებაც სივრცით ლოკალიზაციას გულისსმობს.

·        ხოლო მესამე განზომილების, ე.ი. “სიღრმის”, ანუ სუბიექტიდახ დაშორებულობის, მიმართულების, საგნის რელიეფის, აღქმა თანდათანობით ყალიბდება ძირითადად სამი – ა)მხედველობის, ბ)შეხების და გ)კინესთეტიკური მოდალობების შეთანსმებულ მონაცემთა საფუძველზე

·        საგნებთან პრაქტიკული ურთიერთობისას მათთან მისელა, დახრა, შეხება, აღება, გადაადგილება სათანადო ოპტიკურ შთაბეჭდილებებთან ერთიანობაში დება.

·        მეტიც, თვით ოპტიკურ აღქმაშიც მონაწილეობს თვალების კოორდინირებულ მოძრაობასთან (კონვერგენციასთან) და თეალის ლინზის ამოზნექა-ჩაზნექასთან (აკომოდაციასთან) დაკავშირებული კუნთურ-კინესთეტიკური შეგრძნებები.

·         ამდენად, სივრცის მხედველობითი აღქმაც არაა წმინდად ოპტიკური – ისიც ინტერმოდალურია.

·        ყოველივე ეს გაირკვა ბავშვის აღქმის განვითარებისა და დაბადებიდან უსინათლოებისთვის“| ოპერაციის შედეგად თვალის ახელის კლინიკური გამოცდილების შესწავლის გზით.

·        ასეთი პაციენტები პირველ ხანებში ყველა საგანს განიცდიან ბრტყლად ანუ არასამგანზომილებიანად.

ისინი ვერ ხედავენ საგნების დაშორების მანძილს, ყველა საგანი უშუალოდ თვალებთან მიბჯენილი ეჩვენებათ. მათთვის ბურთი და წრე ერთნაირად განიცდება, კუბი კვადრატია, მთვარე კი ხელშესახები მანძილით დაშორებული და ა.შ. [სხვათა შორის, ძუძუს ასაკის ბავშვებიც მთვარის დანახვაზე ეტანებიან მას ხელის მოსაკიდებლად.]

 

ძალიან მალე, თვალხილულად მოძრაობისა და საგნებისთვის ხელის მოკიდების

პრაქტიკის შედეგად, პაციენტს უვითარდება მესამე გაზომილების აღქმაც, ანუ საგანთა სეულებრივი ფორმისა და აშორების მანძილის აღქმის უნარი.

 

·        დრო კიდევ უფრო მოუცილებელი მომენტია ჩვენი ფსიქიკური ცხოერებისა, ვიდრე სივრცე.

·         ყოველი ფსიქიკური ფაქტი, განცდა აღბეჭდილია ე.წ. დროის პერსპექტივით.

·        ყოველი ფსიქიკური ფაქტი ან აწმყოს ეკუთვნის, ან წარსულს ან მომავალს.

·        ადამიანის ცოვრება მკაფიოდ არის ორიენტირებული დროში;

·         ჩვენ კარგად ვუწყით რაიმე  მოელენა ახლა ხდება, უკვე მოხდა თუ მოსახდენია.

·        ამასთანაეე, დრო განიცდება როგორც მოვლენების უწყვეტი თანმიმდევრობა, პროცესი, რომელშიც მომავალი უწყეეტად გადადის აწმყოში და აწმყო წარსულში.

·        ამასთანავე, ჩვენ შეგეიძლია შევაფასოთ დროის ინტერვალის ხანიერება[ხანგრძლივობა].

·        ტერმინი „დროის აღქმა პირველ რიგში ამჟამად ჩვენზე ზემოქმედ აწმყოს ეხება.

·        ადამიანს აქვს აწმყოს განცდა, ფსიქიკური აწმყო, რომელიც, ცადია, არ ემთხვევა აწმყოს ფიზიკურ ცნებას – დრო ხომ რეალურად მუდმივი და შეუჩერებელი მიმდინარეობაა.

·        ფსიქიკური აწმყო კი გარკეეული ხანიერებაა, დროის ინტერვალია. მისი სანგრძლივობა მერყეობს წამებში იმის მიხედვით, თუ როგორია მოცემულ მომენტში ადამიანის ცნობიერების შინაარსი.

თუ ეს შინაარსი ერთი მთლიანი სტრუქტურის სახითაა განფენილი დროში, აწმყოს განცდაც უფრო ხანიერი გვეჩვენება.

მაგალითად, ერთი მოკლე ფრაზის მოსმენა   აწმყო მომენტში მოცემულად განიცდება.

·        მაინც, როგორ დავაასიათოთ დრო აღქმის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით?

 

საქმე ისაა, რომ არ არსებობს არც დრო  როგორც ფიზიკური გამღიზიანებელი და, ამდენად, არც დროის რეცეპტორი.

·        დროის განცდა არა მხოლოდ ყოველი მოდალობის შინაარსისღქმას ახლავს, არამედ საზოგადოდ ყოველ განცდას.

მუსიკას უსმენთ, ღრუბლებს უცქერით, წყურვილი ან ტკივილი გაწუხებთ, სიხარულს გრძნობთ თუ შიშს, შრომობთ, იგონებთ რასმე ან რაიმეზე ფიქრობთ – ყველა ამ პროცესთა განცდაში დროის მიმდინარეობაც განიცდება.

·        დროის აღქმა დამოკიდებულია როგორც ა)ჩვენს გარეთ, ობიექტურად მიმდინარე მოვლენების ხანგრძლივობასა და პერიოდულობაზე (მაგ, წლის დროების ან დღე-ღამის მონაცვლეობა, სამუშაო რეჟიმი და სხვა), ასევე ბ)ჩვენს შიგნით მიმდინარე პროცესებზე

·        ამ მრივ განსაკუთრებით ინფორმატულია სასიცოცხლო ვისცერალური პროცესების ორგანული და კინესთეტიკური შეგრძნებები.

·         ვინაიდან დროის აღქმა ’’    ყოველგვარ განცდას უკავშირდება, ამიტომ იგი[„დროის აღქმა’’]    ძალიან  სუბიექტურია.

·        ერთი და იგივე დროის მონაკვეთი მეტ-ნაკლები ხანიერებით განიცდება სუბიექტის ცნობიერების  შინაარსისა’’  და განცდის ხასიათის’’  მიხედვით.

კერძოდ, დადასტურებულია სავსე დროის კანონის სახელით ცნობილი კანონზომიერება:

 

დროის შეფასება იცელება იმის მიხედვით, რამდენად “დატვირთულია” იგი განცდებით[შთაბეჭდილებებით].

 

დრო მით უფრო სწრაფად მიედინება [„აქტუალურ განცდაში“], რაც უფრო შევსებული იყო სხვადასხვა შთაბეჭდილებებით ,

 

მით უფრო მოკლედ განიცდება [მოგონებაში]  დროის მონაკვეთი, რაც უფრო “ღარიბი” იყო იგი შთაბეჭდილებებისაგან.

მნიშენელობა აქვს განცდების ხასიათსაც .

 

სახელდობრ, სასიამოვნო ემოციური ელფერის განცდებისას, დრო უფრო “ჩქარა გარბის”,

ხოლო უსიამოვნო განცდებისას   უფრო „ნელა.

 

ეს მოვლენა დროის ემოციური დეტერმინაციის კანონის  გამოვლინება


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები