10.1 ემოციური პროცესების ზოგადი დახასიათება
·
სარჩევი:
„ემოციის ‘’ ა)ქცევის მასტიმულირებელი და ბ)აღძრული ქცევის მიმდინარეობის მარეგულირებელი ფუნქცია
როგორ ახერხებს ემოცია თავისი „ფუნქციების“ შესრულებას?
ყურადღება: „ძლიერი ემოციები’’ ქცევის დარღვევებს იწვევს
რა არის ემოცია და რით განსხვავდება ის აღქმისგან,მეხსიერებისგან ,აზროვნებისგან[ანუ ფსიქიკის კოგნიტური ფუნქცუიებისგან]
· სიხარული, შიში, სიყვარული, გაკვირვება, სირცხვილი, დარდი, თანაგრძნობა, ძრწოლა, იმედი, სინანული, სიამაყე, ეჭვიანობა, აღშფოთება – ეს ყველაფერი გრძნობები ანუ ემოციებია და მათ გარეშე არ არსებობს ცსოვრება.
· მაშ, რა ადგილი უკავია ემოციებს, რა დანიშნულებას ასრულებენ ისინი, რით განსხვავდებიან სხვა ფსიქიკური ფუნქციებისაგან, ისეთებისაგან, როგორიცაა აღქმა, მესსიერება, აზროვნება?
ხ
· აღქმა, მესსიერება, აზროვნება შემეცნებითი, ანუ კოგნიტური ფუნქციებია.
· ისინი სუბიექტისაგან დამოუკიდებელი ობიექტის ასახვას, შემეცნებას ემსახურებიან. მაგალითად, აღვიქვამთ ოთახს და ნივთებს მასში, ვიმახსოვრებთ ტელეფონის ნომერს ან ადამიანის გარეგნობას, ვმსჯელობთ და გამოგვყავს მათემატიკური ამოცანა.
· ყველა ამ შემთსვევაში რაც უფრო ზუსტად იქნება ასახული ობიექტი ( მაგ.ოთახი, ნომერი, სახე, ამოცანის პირობები) მით უფრო ეფექტური, წარმატებული იქნება შესაბამისი ფუნქციის მოქმედება.
· „შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები“ სარკესავითაა, რომელშიც სინამდვილე აირეკლება დაახლოებით ისე, როგორც ის არის.
ხ
· განა შეიძლება იგივე ითქვას ჩვენს გრძნობებზე, მაგალითად „სევდაზე“ ან „სიხარულზე|’?
· მართალია, ემოციებსაც ობიექტი იწვევს, მაგრამ ისინი უფრო ამ ობიექტისადმი „ჩვენს დამოკიდებულებას“ ასახავენ, ვიდრე თვით ობიექტს.
· მოსწონს თუ არა ადამიანს ის, რასაც სარკეში ხედავს, არაა დამოკიდებული სარკეზე, იგი[„სარკე’’ ანუ „შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები’’: აღქმა, მესსიერება, აზროვნება] არ აძლევს შეფასებას მასში ასახულს.
· ემოცია კი სწორედ ამას აკეთებს.
ხ
· ემოცია „შინაგანი“ მდგომარეობაა, რომელიც გარე და შიდა მოვლენებისაღმი „ჩვენს დამოკიდებულებას“ ასახავს.
ხ
· ემოცია „ინდივიდის მდგომარეობაა“ და უფრო „ სუბიექტურია“, ვიდრე „სხვა“ ფსიქიკური პროცესები. [აღქმა, მესსიერება, აზროვნება]
ხ
„ემოციურად შეფერილია’’ ა)ადამიანის ყველა ფიზიკური „შეგრძნება’’ ბ)ადამიანის
ყველა ფსიქიკური პროცესი და მოვლენა
· ემოციის ამ თვისების გამო მისი შესწავლა ერთობ გაძნელებულია.
· სირთულეები უკვე იმ საკითხის გარკვევისას იწყება, თუ რა მივაკუთვნოთ ემოციებს.
·
არა მხოლოდ
„ყოფითი ფსიქოლოგია“,
არამედ „მეცნიერული ფსიქოლოგიაც’’ ხშირად უკავშირებს „გრძნობებს“[ემოციებს] ისეთ ძლი ერ განსხვავებულ ფენომენებს, როგორიცაა „ტკივილი“ და „ირონია“, „სილამაზე“ და „დარწმუნებულობა“[„თავდაჯერებულობა’’], „შეხება“ და „სამართლიანობა“.[ანუ „შეგრძნებებს’’]
· ჩვენ ვამბობთ “შეგრძნების ორგანო” ან “გრძნობის ორგანო”, ე.ი. ტერმინების დონეზე მაინც, ეს პროცესები თითქოს გაიგივებული გვაქვს..
· ეს ფრიად ნიშანდობლივია და არაშემთხვევითი.
· „შეგრძნება“ მართლაც მჭიდრო კავშირშია „გრძნობასთან“, იმდენად, რომ ზოგჯერ მათი განცალკვევება უკიდურესად ძნელი ხდება.
· მაგალითად, ფერით ან ბგერით გამოწვეულ „სიამოვნებისა თუ უსიამოვნების გრძნობას“ შედარებით ადვილად გავარჩევთ თვით „ფერისა“ ან „ბგერისაგან“,
· მაგრამ „კანის ჩხვლეტის“, „მოფერების“, „ღიტინის“, განსაკუთრებით კი „საჭმლის მომნელებელი“ თუ „სქესობრივი“ სისტემების „ორგანულ შეგრძნებათა“ ან, საზო გადოდ, „ფიზიკური თეითგრძნობის“ შემთხვევებში, „შეგრძნებები“ და „შესაბამისი გრძნობები“ უბრალოდ ერწყმიან ერთმანეთს.
· საუბარია“ გრძნობათა“ ყველაზე პრიმიტიულ და ფილოგენეტურად უძველეს სახეობაზე – ეწ. “შეგრძნებათა“ - „ემოციურ ტონზე”.
· „ემოციური ტონი“ ახლავს „შეგრძნებებს’’, როგორც „სიამოვნების“ ან „უსიამოვნების“ განცდა და იმის მაჩვენებელია, „სასარგებლოა“ თუ „მავნებელი“ ორგანიზმზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედება.
· ამდაგვარი „სიგნალიზაციის“ ბიოლოგიური, შეგუებითი მნიშენელობა ნათელია;
· მისი მეშვეობით ცოცხალი არსება „შერჩევითად“ მოქმედებს სხვადასხვა გამღიზიანებლისა და ობიექტის მიმართ.
მართალია, საგნის „სარგებლიანობასა“ და „გრძნობის ნიშანს“ შორის არსებული შესატყვისობა არაა მთლად ზუსტი, რადგან ზოგიერთი მავნე ნივთიერების გემო შეიძლება „სიამოვნების გრძნობას“ იწვეედეს, ხოლო სასარგებლო პროდუქტის გემო და სუნი – „უსიამოვნებისა“. თუმცა ეს მაინც გამონაკლისია.
· როგორც წესი,. „ემოციურ ტონში’’ დაგროვილია „სასარგებლო“ და „საზიანო“ ფაქტორების ყველაზე გაერცელებულ თვისებათა რეაქციები, რაც მილიონობითწლიანი ევოლუციის შედეგია.
ხ
· „ემოციურად შეფერილია“ არა მხოლოდ „შეგრძნება“, არამედ ყველა სხვა, „უფრო მაღალი რანგის ფსიქიკური პროცესი თუ მოვლენა“ – ა)“აღქმის ხატები“,ბ)“ მეხსიერებისა“ თუ „ფანტაზიის“ წარმოდგენები,გ)“ სურვილ-მისწრაფებები“, დ)“აზრები“... საზოგადოდ მთელი ფსიქიკური ცხოერება გამსჭვალულია ემოციებით, ვინაიდან სულიერი[ცოცხალი] ინდივიდი ვერ იქნება გულგრილი და მიუკერძოებელი იმის მიმართ, რაც ხდება მის გარეთ და მის შიგნით.
ხ
„ემოციის ‘’
ა)ქცევის
მასტიმულირებელი და ბ)აღძრული ქცევის მიმდინარეობის
მარეგულირებელი ფუნქცია
· „ ემოცია“ ინდივიდის დამოკიდებულებას და, მაშასადამე, მიკერძოებას, დაინტერესებას გამოხატავს.
· სულიერს ესაჭიროება განცდისეულიშეტყობინება იმის შესახებ, ა)„როგორ უნდა წარიმართოს“ და ბ)„როგორ მიმდინარეობს“ მისი „შეგუება გარემოსთან“ , ასევე გ)„როგორ წარმატებით ხორციელდება მისი ქცევა“.
ემოცია სწორედ ამის
სიგნალიზაციაა.
ხ
· ემოცია უშუალოდ არის ჩართული ქცევის რეგულაციის პროცესში მთელს მის გაყოლებაზე.
· ანუ იგი[ემოცია] თავს იჩენს ქცევის საწყის ეტაპზე იმით, რომ მონაწილეობს ქცევის მოტივირებაში, აღძერაში. ემოცია ქცევას იმპულსს აძლევსო – ამბობდა დიდი ქართველი ფსიქოლოგი, დიმიტრი უზნაძე.
· უდიდესია ემოციების როლი ქცევის მიმდინარეობის პროცესშიც – ისინი[ემოციები] გვატყობინებენ მოქმედების[ქცევის] „წარმატებაწარუმატებლობის შესახებ’’ სპეციფიკური, დიფერენცირებული „განცდების“ საშუალებით (ეს „განცდებია’’: კმაყოფილება, სიხარული, ტკბობა, ნეტარება, სიყვარული – უკმაყოფილება, ზიზღი, ტანჯვა, ბრაზი, რისხვა, შიში, თავზარი და სხვა).
· ამრიგად, ისევ უზნაძე რომ დავიმოწმოთ, გრძნობა[ემოცია] ორ პლანში გვეელინება: “პირველად ის თავს იჩენს, როგორც „სტიმული“, რომელიც ფსიქიკურად გვეძლევა, როგორც სტიმული განწყობის შესატყვისი ქცევის გაშლისა. იგი წინ უსწრებს ქცევას. მეორეჯერ ის თან ახლავს ქცევას იმის საჩვენებლად, როგორ მიმდინარეობს ეს ქცევა, ანუ „რას გვაძლევს“ – ხელსაყრელია თუ არა იგი ინდივიდისთვის”.
· რამდენადაც ქცევის „შეფერხებებსა და წარუმატებლობაზე“ სიგნალიზაცია განსაკუთერებით მნიშვნელოვანია ინდივიდისთვის, უარყოფითი ემოციები ბევრად მეტია დადებითებზე, [რაც აგრეთვე ემოციების „შეგუებით ბუნებაზე“ მიუთითებს].
· გარდა ამისა, ჯანმრთელობა ერთია, ხოლო სნეულება – ათასობით. ამიტომაცაა, რომ ყველა ენაში „უარყოფითი გრძნობების“ ლექსიკა გაცილებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, ვიდრე დადებითისა.
ხ
როგორ
ახერხებს ემოცია თავისი „ფუნქციების“ შესრულებას?
· პირველ რიგში იმის წყალობით, რომ უშუალოდ არის დაკავშირებული „სხეულებრივ პროცესებთან“.[„ფიზიოლოგიურ პროცესებთან’’]
· არც ერთი სხვა „ფსიქიკური მოვლენა“ არ არის ისე მჭიდრო კავშირში ორგანიზმთან,როგორც ესა თუ ის „ემოცია’’
· „სხეულებრივი ასპექტის“ გათვალისწინების გარეშე ემოციის დახასიათება შეუძლებელია.
· თანამედროვე შეხედულებებით ემოციის „ფსიქიკური განცდა“ და „სხეულებრივი პროცესები“ ერთიანობას ქმნის.
· თუმცა მეცნიერული ანალიზი მაინც სვამს საკითხების რიგს მათი „ურთიერთმიმართების ბუნების“ შესახებ: რომელი რომელს მოჰყვება: ემოციურ-განცდითი თუ სხეულებრივი რეაქ-ცია, ან იქნებ ისინი ერთდროულად აღმოცენდებიან?
· როგორია სხეულის „სხვადასხვა სისტემების“ როლი (კუნთური, ორგანული, ნერვული...) „ემოციურ“ რეაგირებაში?
· ასასიათებს თუ არა ამა თუ იმ ემოციას სპეციფიკური სხეულებრივი გამოვლინების ჰატერნი (ნიმუში, მოდელი)?
· როგორ ხორციელდება ურთიერთზემოქმედება და რა შედეგები მოაქვს?
·
ამ და სხვა საკითხებზე მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა,
თუმცა უკვე არსებობს მნიშენელოეანი მეცნიერული მონაცემები.
· მაგალითად, 1950-იან წლებში ესპანელმა ნეიროფსიქოლოგმა ხოესე დელგადომ მიაგნო თავის ტვინში “დამშვიდების ცენტრს”.
მათში ელექტროდების ჩანერგვით იგი არეგულირებდა ცხოველების აგრესიულობას. ცნობილია, რომ ეს მეცნიერი გამოდიოდა კორიდის არენაზე და აჩერებდა გამოქანებულ განრისხებულ ხარს თავის სიახლოვეს, ღილაკზე თითის დაჭერით, რითიც რადიოსიგნალი აღიზიანებდა „დამშვიდების ცენტრს’’.
· ცოტა მოგვიანებით, კანადელმა მეცნიერმა ჯორჯ ოლდსმა ვირთაგვას ტვინში მიაგნო “სიამოვნების ზონას”. ცხოველებს შეეძლოთ მისი გაღიზიანება ბერკეტზე თათის დაჭერით. ამის შედეგად, ისინი ივიწყებდნენ ყველაფერს – ჭამას, წყლის მიღებას, ძილს.., განუწყეეტლივ აღიზიანებდენენ “სიამოვნების ზონას”, სანამ გამოფიტვისაგან არ იხოცებოდნენ.
მოგვიანებით ეს ცენტრები სხვა ძუძუმწოვრებშიც აღმოაჩინეს და ადამიანთანაც.
· გაირკვა აგრეთვე, რომ ტვინის ამ ზონაში განლაგებულია სხვადასხვა ორგანულ მოთხოენილებათა ცენტრებიც, კერძოდ „შიმშილისა“ და „წყურვილის“ დაკმაყოფილებასთან თუ „სექსუალური სიამოვნების მიღებასთან’’ დაკავშირებული სტრუქტურები
· ეს ფაქტები ადასტურებს, რომ „გრძნობები“[ემოციები] უშუალოდ მონაწილეობს „მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე მიმართული აქტივობის[ქცევის] “ მართვასა და ორგანიზებაში.
ხ
ყურადღება:
„ძლიერი ემოციები’’ ქცევის დარღვევებს იწვევს
· მაგრამ რა უნდა ვთქვათ იმ შემთხვევაში, როდესაც „ემოცია“ აქტივობის[ქცევის] „ორგანიზაციის“ ნაცვლად მის „დეზორგანიზაციას“ იწვევს.
„ძლიერი ემოციების“ შემთხვევაში, მაგალითად შიშის ან რისხვის აფექტის დროს, ეს საკმაოდ ხშირი მოელენაა.
· ასეთ შემთხვევებში „ემოციური“ რეაგირება „სიტუაციის’’ არაადეკვატური ხდება, ხშირად მიზანშეწონილი ქცევა ირღვევა და არაორგანიზებული ხდება ან პრიმიტიული ფსიქოფიზიოლოგიური რეაქციების სახეს იღებს.
მაგ. ა)იმის ნაცვლად, რომ გავექცეთ საშიშ ობიექტს – ვშეშდებით, ბ) ნაცლად კონფლიქტის გადაწყვეტისა – მოტორულ ან ეერბალურ აგრესიას
ვავლენთ, გ)“ავარიულ სიტუაციაში“ ვიბნეეით,
გაუმართლებელი და არაადეკეატური რეაქციებით ვპასუხობთ.
·
XX საუკუნის პირველ ნახევარში ბევრი მკვლევარი ამ უარყოფით მხარეს მიიჩნევდა „წამყვანად“
ემოციებში და მეტიც, ემოციები „მადეზორგანიზებელ ფუნქციად“ მიაჩნდა.
მაგრამ ემოციისთვის „მადეზორგანიზებელი
დანიშნულების“ მიწერა არალოგიკურია. ცოცხალი ორგანიზმების ფილოგენეტური განვითარების პროცესში რატომ უნდა წარმოშობილიყო
ფსიქიკური ფენომენი, რომლის დანიშნულება ქცევის მიზანშეწონილების დარღვევაა?
· დღეს მეცნიერება „ემოციის მიზანშეწონილების“ თვალსაზრისზე დგას და ცდილობს, ამ პოზიციიდან ახსნას ემოციით გამოწვეული მოქმედების[ქცევის] დარღვევები.
· აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
· ჯერ ერთი, ქცევის „რეალურ დეზორგანიზაციაზე“ ლაპარაკი მხოლოდ „ზოგიერთი“, „უკიდურესად ძლიერი უარყოფითი ემოციური რეაქციებისას“ შეიძლება.
მაგალითად სტუდენტი, რომელიც ღელავს
გამოცდის სიტუაციაში. მას შეიძლება შეენიშნებოდეს ზოგადი დაძაბულობა, აგზნებულობა,
ოფლიანობა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების პრობლემები... ეს დარღვევები
თუ ძალიან ძლიერი დონისა არაა, არ გამოიწვევენ წარუმატებულობას გამოცდაზე.
მაგრამ „უფრო ინტენსიური[ძლიერი]“ ემოციისას დარღვევები მოიცავენ სტუდენტის გონებას, იგი იბნევა, ავიწყდება მასალა, უჭირს აზრის მოკრება და გამოთქმა; ძლიერდება ორგანიზმული რეაგირება: გაწითლება-გაფითრება, ცრემლები, შესაძლოა გულის წასვლაც.
ამასთან, ეს რეაქციებიც კი არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად „უსარგებლოდ“ ან „მავნედ“ ჩაითვალოს.
ხ
· ცხოველებთან „ემოციური რეაქციები“ სპეციფიკურია ყველა სახეობისთვის და ბევრად უფრო სტერეოტიპული, ვიდრე ადამიანთან.
· „ძაღლის რისხვა“[კატის მიმართ], „კატის მიერ ძაღლის შიში“ უეჭველად სასარგებლოა ამ სახეობებისთვის.
ესაა გართულებული სიტუაციის “ავარიული” დაძლევის ევოლუციურად განმტკიცებულ ხერხები.
მაგრამ ერთი და იგივე „სტრეოტიპული მოქმედება“ ვერ იქნება ერთნაირად გამოსადეგი ყველა სიტუაციაში;
ე.წ. „აფექტური რეაქციები“ რომლებიც „ყველაზე ხშირი გართულებების დასაძლევად ჩამოყალიბდნენ“ ევოლუციის პროცესში, მხოლოდ ტიპურ ბიოლოგიურ პირობებშია ეფექტური.
ამით აიხსნება „ძლიერიემოციური რეაქციების“ არამიზანშეწონილება თუ მავნებლობა.
მაგალითად, მწერი ან ჩიტი “უაზროდ”
ეხეთქება ოთახში ფანჯარას, თუმცა ბუნებრივ პირობებში სწორედ სინათლე
იქნებოდა მისთვის შველა.
ხ
· ადამიანთან უფრო რთულადაა საქმე.
· სხვადასხვა „სოციალურ სიტუაციებში“ ბიოლოგიურად განსაზღვრული „აფექტური ემოციური რეაქციები“ ზოგჯერ არ გამოიყურება მიზანშეწონილად „კულტურულ ნორმებთან“ მიმართებაში, რაც მათი ევოლუციური წარმომაელობის გათვალისწინებით ბუნებრივიცაა.
· თუმცა ხშირად „აფექტური ემოციური რეაქციები“ ძალიანაც სასარგებლონი აღმოჩნდებიან, მაგალითად, თუ სერიოზული საფრთხისაგან გადარჩენა მხოლოდ ფიზიკურ ძალასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული.
ხ
·
ყურადღება: სხვადასხვა „სოციალურ
სიტუაციებში“ ბევრია დამოკიდებული არსებული ან შექმნილი ვითარების[სიტუაციის] ინტერპრეტაციაზე.
ეს უკანასკნელი კი დაკავშირებულია „ კონკრეტულ სიტუაციაში ჩართული მოტივაციური ტენდენციების“ ურთიერთმიმართებაზე.
თუ, ვთქვათ, „გამოცდის
სიტუაციაში“ პიროვნების[სტუდენტის] „თავდაცვის მოტივაციაა“ დომინანტური, მაშინ
„საგამოცდო ქცევის
დამრღვევი“ და „მატრამვირებელი
ვითარებიდან თავის
დაღწევაზე მიმართული სტუდენტის „ემოციური
რეაქციები“ სავსებით „ადაპტურ მნიშენელობას“ შეიძენენ.
ხ
· „სოციალური კონტექსტი“ „ მადეზორგანიზებელ ემოციურ რეაქციებს’’ სხვა მნიშვნელობასაც ანიჭებს.
·
ადამიანს შეუძლია გამოიყენოს “მადეზორგანიზებელი” ემოციური
რეაქციები „სოციალური ზეგავლენის მოსახდენად“ და,
საბოლოო ჯამში, „ადაპტურად“.
მაგ. იმავე სტუდენტის ისტერიკამ შეიძლება “გული მოულბოს” გამომცდელს.
ხ
· პიერ ჟანემ, ვის სახელთანაც ყველაზე მეტადაა დაკაეშირებული „დეზორგანიზაციული“ თვალსაზრისი, აღწერა ავადმყოფი ქალის ისტორია, რომელიც თავის დაავადებაზე მოყოლისას მოთქმით ატირდა და ბოლოს კი გული წაუვიდა.
· ჟანეს სიტყვებით, პაციენტისთვის გარკვეული აზრით უფრო ადვილი იყო ზემოქმედება მოეხდინა ექიმზე ისტერიკით, ვიდრე ახსნა-განმარტებით, რომლებიც მის ინტიმურ ცხოვრებას ესებოდა.
· ბავშეების კაპრიზებსაც, საბოლოოდ, იგივე მიზანი აქეს: ცრემლები, კანკალი, ფეხების ბაკუნი და სხვა ის შეტყობინებებია, რომლებზეც უფროსები ხშირად შეცოდებით, დახმარებით, დაჯილდოებით და ა.შ რეაგირებენ.
· ამით „პრიმიტიული ემოციური გამოვლინებები“ სოციალიზებული და გარკვეულად ადაპტური ხდება.
· აქ უკვე ემოციების სოციალურ ფუნქციას და გრძნობების გამოხატვის საკითხს მივადექით, რაზეც ქვემოთ საგანგებოდ ვისაუბრებთ.
ხ
იერქს-დოდსონის
კანონი
· ის, თუ რა გავლენას ახდენს ქცევის „შესრულებაზე“ ემოცია, უშუალოდაა დაკავშირებული გრძნობის ინტენსივობასთანს[სიძლერესთან].
· დიდი ხანია შემჩნეულია, რომ გარკვეულ ზღვრამდე ემოციის ზრდა[!] ხელს უწყობს ამოცანის წარმატებით გადაჭრას, ქცევის ეფექტურობას.
· მაგრამ თუ ემოცია ძალიან ძლიერდება, ხდება ქცევის ეფექტურობის დაქვეითება.
· მარტიეად რომ ვთქვათ, თუ რაიმე სულ არ გვაინტერესებს (ემოცია არა გვაქვს), ქცევას ნაკლებად წარმატებულად ეახორციელებთ (მაგ, ვერ ვსწავლობთ); დაინტერესების ზრდასთან ერთად წარმატებაც იზრდება (თუ გვაინტერესებს, კარგად ვსწავლობთ), მაგრამ თუ ემოცია ძალიან ძლიერია, მაშინ უკვე ხელს გვიშლის (თუ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საგნის სწავლა ნიშნის ან სხეა გარემოების გამო, დაძაბულობა და ღელვა სწავლაში გვიშლის).
· კვლევით გაირკვა, რომ ყველა მოქმედების საუკეთესო განხორციელება მოტივაციის ანუ, „ემოციური აგზნების“ ზომიერ, ოპტიმალურ დონეს უკავშირდება.
· იერქსმა და დოდსონმა ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებული ცდებით აღმოაჩინეს, რომ აგზნების ეს „ოპტიმუმი“ დამოკიდებულია“ შესასრულებელი ამოცანის“ სირთულეზე:
„აგზნების“ მატებასთან ერთად „რთული
ამოცანების“ შესრულების ეფექტურობა მცირდება, ხოლო „მარტივი ამოცანებისა“ – იზრდება.
მაშასადამე, იერქს-დოდსონის კანონი ნიშნავს, რომ „რთული ამოცანის“
შემთხვევაში აგზნების „ოპტიმუმი“ შედარებით დაბალ ნიშ ნულზეა, ხოლო „მარტივის ამოცანის’’ შემთხვევაში – მაღალზე.
როგორც
ჩანს, „ადვილი ამოცანის“ შესრულებისას გადაჭარბებული ემოციურ-მოტივაციური აგზნება
ქცევის დარღვევას
არ იწვევს,
„რთული ამოცანისას“ გადაჭარბებული
ემოციურ-მოტივაციური აგზნება ქცევის დარღვევას [დეზორგანიზაციას] იწვევს,

Комментарии
Отправить комментарий