9.4 . ქცევის სახეები და ფორმები

 



·        ქცევის მრავალი სახე და ფორმა არსებობს.

·        მათი ურთიერთგამიჯვნა ორი მთავარი პრინციპის საფუძველზეა შესაძლებელი.

·        ერთ შემთხვევაში საქმე ეხება ქცევის  ა)ორგანიზაციისა და რეგულაციის ხასიათსა და დონეს, მეორე შემთხვევაში –ბ) შინაარსობრივ მარეს, ანუ იმას, თუ რაზეა იგი მიმართული, რას ემსახურება. [აქ გამოიყოფა ქცევის ისეთი ფორმები, როგორიცაა თამაში, შემოქმედება, სწავლა, შრომა და ბევრი სხვა. მათ დახასიათებაზე აქ არ შევჩერდებით.]

·        რაც შეეხება ქცევის ორგანიზაციასა და რეგულაციას, აქ ჩვეულებრივ, გამოიყოფა ორი დონე შესაბამისად ა)იმპულსური და ბ)ნებელობითი ქცვევა.

 

·         იმპულსური ქცევის ძირითადი ნიშანია მისი უშუალო და უნებლიე ხასიათი.

ჩნდება თუ არა მოთხოვნილების იმპულსი, იგი უშუალოდ, სუბიექტის მიერ მისი შეფასებისა და კონტროლის გარეშე გადადის მოქმედებაში.

·        ნებელობითი ქცევა, პირიქით, სუბიექტის მიერ განზრახული, მიზანდასახული, გაცნობიერებული ქტივობაა.

·        სუბიექტი ჯერ ა)შეაფასებს სიტუაციას, ბ)აწონ-დაწონის შესაძლო ქცევას, რის შედეგად გ)გამოიტანს გადაწყვეტილებას, დ)განიზრახავს ქცევას და ამის თანახმად დ)იმოქმედებს.

·        მოთხოვნილების იმპულსი ამ შემთხვევაში უშუალოდ არ გადადის ქცევაში, მას სუბიექტი უწევს კონტროლს;

·        იგი ან თავს შეიკავებს იმპულსის შესატყვისი ქცევისაგან, ან, თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეასრულებს „იმპულსის’’ შესატყვის ქცევას, მაგრამ ამას, გააზრებულად, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გააკეთებს.

·        როდესაც მოწყურებული ადამიანი დაინახავს ჭიქას წყლით და მაშინვე, მოუფიქრებლად იღებს და სვამს, ეს იმპულსური ქცევაა;

·        მაგრამ, როცა იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ჯერ გამოარკვევს, რა წყალია ეს, სუფთაა თუ არა ჭიქა და ა.შ. და, ჩათვლის რა მიზანშეწონილად, დალევს წყალს – ეს უკეე ნებელობითი ქცევაა.

·        პირველ შემთხვევაში ქცევა თავის გამართლებას უშუალოდ, თავისთავად, მე-ს აქტიური მონაწილეობის გარეშე იძენს;

·        მეორე შემთხეევაში ნებელობითი ქცევის მოტივის, ანუ მისი სუბიექტური ღირებულების ჩამოყალიბება პიროვნების აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს.

·        სუბიექტი აცნობიერებს და აფასებს ქცევის ხელშემწყობ თუ შემაფერხებელ გარემოებას, რომელიც ეხება  ა)აქტივობასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებს, ბ)სიტუაციას და გ)ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებს.

·        ნებელობითი ქცევის მოტივის შემუშავება რო ადვილად მიმდინარეობს, როცა შესაფასებელი მარტო ერთი ქცევაა და საკითხი მსოლოდ მისი შესრულების ტექნიკურ მხარეს ეხება.

·        ასეთ დროს ადამიანს ეჭვი არ ეპარება ქცევის საჭიროებაში და ოლოდ ქცევის განხორციელების პირობებს აფასებს.

·        გაცილებით რთულია ნებელობითი ქცევის ის შემთხვევა, როცა პრობლემა ე.წ. მოტივაციური კონფლიქტის მოგვარებას ეხება, ანუ როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ორი ან მეტი მოთხოვნილება და მათი შესაბამისი ქცევა.

·        არჩევანი ამ შემთხეევაში იმის საფუძველზე კეთდება, თუ რომელ მათგანს აღმოაჩნდება სუბიექტისთვის მეტი მნიშვნელობა.

·        ამის გამოვლენა კი  ხშირად მეტად რთულია, ვინაიდან ამ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღება სხვა სურეილებზე უარის თქმას ნიშნავს.

·        ეს საკმაოდ ძნელია, მით უფრო მაშინ, თუ ალტერნატული მითხოვნილებები ძლიერია.

·        მოტივაციური კონფლიქტის დაძლევის შედეგად აღმოცენებული ქცევის დახასიათება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საის მოთსოვნილებებს მიანიჭა სუბიექტმა უპირატესობა.

·        არა უბრალოდ განზრახულ“, არამედ ჭეშმარიტად ნებელობით ქცევასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც პიროვნება მაღალ, პიროვნულ მრწამსზე დაფუძნებულ მისწრაფებათა სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას;

ამ სახის  მისწრაფებები ხშირად ნაკლებად მძაფრად განიცდება, ვიდრე ბიოლოგიური მოთხოვნილებები’’.

·        სწორედ ამ შეთხვევაში ვლინდება ნათლად თვითრეგულაციის, თვითშეკავების უნარი, ანუ უნარი აკეთო ის, რაც, შესაძლოა, ამჟამად ნაკლებად გსურს, მაგრამ რასაც მეტი პიროვნული მნიშენელობა და ღირებულება აქვს.

·        ნებისყოფის პრობლემა ისაა, თუ როგორ ახერხებს ამას ადამიანი.

·         ამ „თვითშეკავების უნარის“[ანუ ნებისყოფის]  რეალური ფსიქოლოგიური ბუნების გახსნა მეცნიერებამ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერა.

·        ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა მექანიზმებს ეყრდნობა ნებელობა.

·        ამიტომ თანამედროვე ფსიქოლოგიაში გაურბიან ნებისყოფის “მისტიკურ” და “ამოუცნობ” უნარზე ლაპარაკს და გულისყურს ემპირიულად მოცემული, გაზომვადი მოტივაციური ტენდენციების გამოვლენასა და შესწავლაზე მიმართავენ.

·        ამავე დროს, ფსიქოლოგიის ზოგიერთი თანამედროე მიმდინარეობის ფარგლებში (მაგ., ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში), კვლავაც დიდი მნიშენელობა ენიჭება ნებისყოფისა და, განსაკუთრებით, ნების თავისუფლებაზე მსჯელობას.

·        ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულეებს წარმოშობს მეცნიერული კელევისას ნებისყოფის პრობლემა, მისი უგულებელყოფა არ უნდა იყოს მართებული თუნდაც იმიტომ, რომ ყოველდღიური ცხოვრება სავსეა თვითრეგულაციისა და თვითშეკავების თვალსაჩინო მაგალითებით.

·        ვთქვათ, ახლა, ამ სახელმძღვანელოს კითხვისას, სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სხვა უფრო საინტერესო ქცევის განსორციელება გსურთ, მაგრამ მაინც კითხულობთ მას, რადგან გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი. ამას კი თქვენი პიროვნების მომავალი პერსპექტივებისათვის მეტი სუბიექტური ღირებულება აქვს, ვიდრე აწმყო სიამოვნებას.

·        ნებელობის არსებობაზე დამარწმუნელად მიანიშნებს ფსიქოპათოლოგიური მასალაც.

მაგ. არსებობს დაავადება – აპრაქსია, რომელიც არსებითად ნებელობითი მოქმედების უნარის შესუსტებასა ან სრულ დაკარგვაში მდგომარეობს.

აპრაქსიის გამოვლინებაა, როცა ადამიანი იმპულსურად, სათანადო მოთხოვნილებითა და სიტუაციით ნაკარნახევ ყოველ მოქმედებას ნორმალურად ასრულებს, მაგრამ, როცა შესაბამისი იმპულსი არ არსებობს, და იგი იძულებულია იგივე მოქმედება ნებელობით განახორციელოს, უკვე გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება.

 

მაგალითად, როდესაც ყინვაში გასულ ავადმყოფს შესცივედება, იგი იმპულსურად თავისთავად შეიკრავს ქურთუკზე ღილებს, მაგრამ თბილ ოთახში ამას ვერ გააკეთებს, მიუხედავად ექიმის დაჟინებული მოთხოვნისა.

ასევე, ნებისმიერად ვერ დახუჭავს თვალებს, თუ ეს ექიმს მისი გასინჯვისას სჭირდება, ხოლო როცა ძილი მოერევა, თვალებს იმპულსურად ხუჭავს.

 

ერთი სიტყვით, ნებისყოფის უნარის დარღვევის გამო ავადმყოფი თავისი იმპულსების მონა’’  ხდება, იგი ვერ ეუფლებასაკუთარ ქცევას. [ანუ ვერ აკონტროლებს ანუ თავს ვერ იკავებს ]  

·        დასრულებული ნებელობითი ქცევა სამ პერიოდს შეიცავს.

 

1.პირველ პერიოდს შესაძლებელ ქცევათა გაცნობიერება და მათი შეფასება შეადგენს. რა უპირატესობა ან ნაკლი აქვს ამა თუ იმ ქცევას? როგორ მოვიქცე?

მაგალითად, წვეულებაზე წავიდე თუ სახლში დაერჩე და ვიმეცადინო.

შესაძლო ქცევები ამ პერიოდში აზროვნების საგანს წარმოადგენენ;

 სუბიექტი მსჯელობს სხვადასსვა შესაძლებელი ქცევის ღირებულებაზე.

ეს ძირითაღად გონებრივი პროცესია, რაც არ კმარა იმისთვის, რომ ადამიანმა იმოქმედოს; საჭიროა გადაწყვტილების გამოტანა.

2. მეორე პერიოდს გადაწყვეტილების გამოტანა შეადგენს.

შეფასება, რომელიც პირველ პერიოდში განხორციელდა, მხოლოდ მოსამზადებელი ფაზაა მეორე პერიოდისთვის – გადაწყვეტილების გამოტანისთვის.

გადაწყვეტილება მიიღება პირველ პერიოდში შესრულებული შეფასების საფუძველზე.

მაგრამ გადაწყვეტილების აქტი სპეციფიკური ფსიქოლოგიური პროცესია, იგი სხვა ფსიქიკურ მოვლენებზე ვერ დაიყვანება.

არსებობენ სუსტი ნებისყოფის, გაუბედავი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოდ უჭირთ გადაწყეეტილების გამოტანა, მიუსედავად იმისა, რომ შეიძლება პირველ ჰერიოდში ძალიან გონივრულად იმსჯელონ და სწორად შეაფასონ შესაძლო მოქმედებები.

ასეთი ადამიანები მერყეობენ ხოლმე გადაწყვეტილების გამოტანის დროს, აწუებთ გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება, გაურბიან პასუხისმგებლობას და ა.შ.

 

გადაწყვეტილების აქტის სპეციფიკურობა განსაკუთრებით ნათლად ჩანს ამ უნარის პათოლოგიური დარღვევის შემთხვევში, რასაც აბულია ეწოდება.

აბულიით შეპყრობილ ირს არ შეუძლია გადაწყვეტილების გამოტანა სულ უბრალო შემთხვევაშიც კი.

·        მაგალითად, იგი ვერ გადაწყვეტს, ამ საღამოს გააკეთოს საქმე, რომელიც ხვალ დილით შეიძლება გაკეთდეს, თუ დროზე დაიძინოს და ხეალ ადრეულად შეუდგეს მის კეთებას. იგი გონივრულად მსჯელობს ამ საკითხზე, მაგრამ არჩევანს ვერ აკეთებს და მანამ ყოყმანბს,[!] სანამ გადასაწყვეტიც არაფერი ექნება.

3.„გადაწყვეტილების გამოტანა საკმარისი არ არის მისი შესრულებისათვის.

ნებისმიერი ქცევის მესამე პერიოდს   გადაწყვეტილების შესრულება“[აღსრულება]  შეადგენს.

 

„შესრულების’’ პროცესში უნდა წარმოებდეს მუდმივი კონტროლი იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილად ხორციელდება ქცევა.

 

ამისთვის მხედველობაშია მისაღები ის, თუ ა)როგორ ცვალებადობს სიტუაცია, ბ)რა ემართება მოტივაციას და გ)რა ემართება სუბიექტის შესაძლებლობებს.

 

ამის მიხედვით ხშირად საჭირო ხდება ქცევის სხვადასხვა უბნებში ჩარევა და მათი კორექტირება.

 

გადაწყვეტილების შესრულებას ბეერი სირთულე ახლავს.

 

ნებისყოფა მნიშვნელოვანწილად მათ[ანუ სირთულეების]  გადალახაში ელინდება.

 

ამ მხრივ გადამწყვეტ როლს ქცევის თვითრეგულაციის მექანიზმები თამაშობს.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები