9.3 ქცევის „შინაგანი სტრუქტურა“[ ანუ ქცევის შინაარსი]

 




სარჩევი:

)„მოთხოვნილება’’,“მიზანი’’,“გეგმა’’[მოკლედ და ზოგადად] 1

ბ)„მოტივი’’ [მოკლედ და ზოგადად] 2

მოთხოვნილების   ფსიქოლოგიური დახასიათება. 3

"მოთხოვნილებათა კლასიფიკაცია. 8

აბრაჰამ მასლოუს კლასიფიკაცია. 8

კვებითი  მოტივაცია და ქცევა ‘’ 10

სექსუალური მოტივაცია და ქცევა. 12

 

 

 

შესავალი:

·        ქცევის შინაგან სტრუქტურას, მის შინაარსს აყალიბებს: ა)მოთხოვნილება, ბ)მოტივი, გ)მიზანი და დ)გეგმა.

·        ყოველი მათგანი ფსიქიკის თავისებური წარმონაქმნია და განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებს ქცევის ორგანიზაციისა და რეგულაციის საქმეში.

)„მოთხოვნილება’’,“მიზანი’’,“გეგმა’’[მოკლედ და ზოგადად]

 

·         მოთხოვნილების მთავარი ფუნქცია ქცევის სტიმულირებაში, აღძვრაში, ენერგიზაციაში მდგომარეობს: მოთხოვნილება აქტივობის ენერგიის წყაროა.

·        ქცევა ვერ დაიწყება მოთხოვნილების აქტუალიზაციის გარეშე.

·         ამასთან მოთხოვნილება მიმართავს ქცევას  მის დამაკმაყოფილებელ საგანსა თუ მოვლენაზე. მასში მოცემულია გარკვეული ორიენტირებულობა, “ცოდნა” იმის შესახებ, თუ რამ უნდა დააკმაყოფილოს იგი.

·        ამგვარი, შეიძლება ითქეას, ზოგადი მიმართულობა საჭირო საგანზე, რასაც მოთხოენილება იძლევა, აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი ქცევის გასაშლელად გარემოში.

ამის გარდა საჭიროა ინფორმაცია სიტუაციის კონკრეტული მონაცემების შესახებ.

 

·        მაგ. ცხოველის ქცევა აღიძვრება შიმშილით, მაგრამ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ქცევა მოცემულ სიტუაციაში, როგორი იქნება მისი კონკრეტული მიმართულება, ეს სიტუაციის მნიშვნელოვანი პარამეტრების აღქმამ უნდა გაარკეიოს.

 

ხოლო ადამიანის სპეციფიკური ქცევის ორგანიზაციის საკითები, მათ შორის მისი მიმართულების საკითხიც, უფრო ხშირად ცნობიერების დონეზე წყდება. დასაწყისში ადამიანი წარმოიდგენს იმას, თუ რისი მიღწევა სურს მას ამ თუ იმ  აქტივობით[ქცევით], ანუ დაისახავს მიზანს“[!],[ რომელიც მისი ქცევის საერთო მიმართულების მაჩვენებელია].

 

შემდეგ საჭირო ხდება, აგრეთეე, მიზნის მისადაგება გარემოს რეალურ მონაცემებთან, ქცევის შედეგების შესახებ წარმოდგენის დაკონკრეტება სიტუაციის შესაბამისად. ეს კი უკვე ქცევის მიმართულების გეგმის ‘’[!]სახით ჩამოყალიბებას ნიშნაეს.

 

 გეგმაში მოცემულია სად, როდის, რა როგორ უნა გაკეთდეს  მოთხოვნილების’ დასაკმაყოფილებლად.

ბ)მოტივი’’ [მოკლედ და ზოგადად]

 

·        რაც შეეება მოტივს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უდავოდ წარმოადგენს ქცევის სტრუქტურის მნიშენელოვან ელემენტს, მისი რაობისა და ფუნქციის შესახებ შეთანხმებული აზრის შემუშავება ფსიქოლოგიაში საკმაოდ გაჭირდა.

·        ხშირად მოტი ქცევის აღძვრის ფუნქციას ანიჭებენ და, არსებითად, მოთოვნილებასთან აიგივებენ.

·        საფიქრებელია, რომ მოტივი და მოთხოვნილება, მათ შორის მჭიდრო კავშირის მიუხედავად, უნდა განეასხეავოთ ერთმანეთისა გან.

·        მოტივი მართლაც მოთხოვნილების საფუძველზე აიგება, მარამ მის ჩამოყალიბებას სხვა ფაქტორებიც განსაზღერავს.

·        მოტივი არ არის ერთეული მოთხოენილების განცდა;

·        მოტივი სუბიექტის მიერ იმის შეფასების შედეგია, თუ რა მოთხოვნილებებს  რამდენად აკმაყოფილებს  ამ მოთხოვმილების „შესაბამისი  ქცევა ,ასევე იმის შეფასების ,თუ  რა დანახარჯებს, „რა ძალისხმევას მოითხოვს იგი სუბიექტისაგან მოცემულ ვითარებაში.

·        შეიძლება ძლიერი მოთხოვნილება გვქონდეს, მაგრამ მისი დაკმაყოფილება ისეთ სირთულეებთან იყოს დაკაეშირებული, რომ შესაბამისი ქცევის სუბიექტური ღირებულება ერთობ დაბალი აღმოჩნდეს და მისი შესრულება მიზანშეუწონლა  მივიჩიოთ. ასეთ როს ეიტყვით, რომ „ასეთ ქცევას არ აღმოაჩნდა ჩვენთვის სათანადო ღირებულება,  ანუ ასეთ ქცევას  ჩვენთვის „სუსტი მოტივი ჰქონდა .

·        ამგვარად,

მოტივი არის ქცევის სუბიექტური ღირებულება, რომელიც ამ ქცევის   გამართლებას ემსახურება.

·         მოტივი, როგორც ქცევის საერთო სუბიექტური ღირებულების განცდა, თავის თავში აერთიანებს ინდივიდის მიერ ყველა იმ გარემოების შეფასებას, რაც ქცევის წამოწყებასთან, განხორციელებასთან და დაგვირგვინებასთან არის დაკავშირებული.

·        ქცევის სუბიექტურ ღირებულებაში ანუ მოტივში აისახება ის, თუ: ა) რა შინაარსის მოთხოვნილებები უკავშირდება ამ სახის  ქცევას და ბ)როგორია ამ მოთხოვნილებების  დაუკმაყოფილებლობის დონე, გ)რა საშუალებებს ფლობს ინდივიდი მათ დასაკმაყოფილებლად და დ)რამდენად ხელშემწყობია ამ მრივ სიტუაცია.

 

მაგალითად, ადამიანმა უცბად გადაწყვიტა, მიეღო სადილად მიპატიჟება, თუმცა მანამდე ამის გასაკეთებლად ნაკლებად იყო განწყობილი. აშკარაა, რომ ამ ქცევამ[მიპატიჟების მიღებამ]  ახლა უფრო მაღალი სუბიექტური ღირებულება შეიძინა, ანუ მისი[ადამიანის]  მოტივი გაძლიერდა. ეს შეიძლება მომხდარიყო ან იმის გამო, რომ:  ა)აღნიშნულ ქცევასთან დაკავშირებული მოთოვნილება ძლიერ აქტუალური გადა (სუბიექტს მოშივდა) ან ბ)იმიტომ, რომ ამ ქცევის საშუალებით კიდევ სხვა მოთხოენილების დაკმაყოფილებაც აღმოჩნდა შესაძლებელი (გამოირკვა, რომ წვეულებაზე იქნებოდა ის, ვისთან შეხვედრაც სუბიექტისთვის მნიშვნელოვანი იყო);გ) იგივე ქცევა უფრო მიმზიდველი შეიძლება გამხდარიყო იმიტომაც, რომ შეიცვალა სიტუაცია (ვთქვათ, გამოკეთდა ამინდი, ან გაჩნდა კარგი საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობა); ანდა,დ) მოცემული ქცევის სუბიექტური ღირებულება იმასაც შეიძლებოდა გაეზარდა, რომ შეიცვალა ინდივიდის ფსიქოფიზიკური მდგომარეობა (მან თავი უკეთ იგრძნო).

 

·        როგორც ითქვა, მოტივი ამართლებს ქცევას.

·         „მოტივი’’  თავიდან ბოლომდე მიჰყვება ქცევას და იმის სიგნალს იძლევა, თუ რამდენადაა შინაგნად მისაღები ქცევის  ხასიათი და მიმართულება.

მართლაც ქცევის პროცესში მომხდარი ცვლილებები ან აძლიერებს, ან ასუსტებს მოტივს.

·        პირველ შემთხვევაში ქცევა უფრო ენერგიულად მიმდინარეობს, მეორე შემთხვევაში კი ქცევა  შეიძლება შეწყდეს კიდეც და მეტი სუბიექტური ღირებულების მქონე“[ანუ უფრო ძლიერი მოტივის მქონე]  ქცევას დაუთმოს ადგილი.

·        მოტივი საზრისსა და მნიშვნელობას აძლევს ქცევას.

·        „მოტივი’’  ფიზიკურ ქცევას, [ანუ ობიექტურად მიმდინარე მოქმედებებსა და ოპერაციებს], ფსიქოლოგიურ ქცევად გარდაქმნის, როგორიცაა მოტივი, ისეთივეა ქცევა ფსიქოლოგიურად.

·        მაგ. „ფიცრის რანდვის[გაშალაშინების]  ფიზიკურმა აქტივობამ, იმის მიხედვით, თუ როგორია მისი მოტივი, ვადასხვა  მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს.(შრომის, სწავლის ან თამაშის)

 

 

 

მოთხოვნილების   ფსიქოლოგიური დახასიათება

 

 

·        მოთხოვნილება  ქცევის შინაგანი სტრუქტურის ცენტრალური მომენტია.

·        იგი აღძრავს ქცევას, განსაზღვრავს მის ზოგად მიმართულობას თავის დამაკმაყოფილებელ საგანზე და მნიშენელოვნად განაპირობებს მოტივის რაგვარობას.

·        ამიტომ მიზანშეწონილია, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მისი[„მოთხოვნილების’’]  ძირითადი თავისებურებანი.

 

1.      მოთხოვნილება თავის თავში შეიცავს გარკვეული აქტივობის ტენდენციას. ამ აქტივობის ხანგრძლივი შეკავება უსიამოვნო დაძაბულობის სახით განიცდება. ხოლო  იქ, სადაც მოთხოვნილება ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღწევს თავის საგანს[ანუ ყოველგვარი შეფერხების გარეშე კმაყოფილდება] , იგი ფსიქოლოგიურად შეუმჩნეველი რჩება და როგორც ნდომა, სურვილი, მისწრაფება არ განიცდება მაგალითად, ჩვენ არ ვგრძნობთ მოთხოვნილებას ჰაერზე, როცა იგი საკმაოდ გვაქვს და სუნთქვა არ გვიჭირს.

 

2.      მოთხოვნილება’’ აქტივობის ტენდენციას შეიცავს არა ზოგადად, არამედ გარკვეული მისმართულებით.

 

„მოთხოვნილება’’  ინდივიდს სწორედ იმ საგნებისა და მოვლენებისკენ მიმართავს, რომელთა დანაკლისიც მასში იგრძნობა და რომელთა მოხმარებაც მას დააკმაყოფილებს.

 

ამასთან „ყოველი მოთხოვნილება“ [სხვადასხვა სახის არსებობს]  თავის თავში შეიცავს სინამდვილის იმ მოვლენათა ერთგვარ გრძნობისმიერ, ემოციურ ასახვას, რომლებშიც მან დაკმაყოფილება უნდა ჰპოვოს.

 

ფსიქოლოგიურად მოთხოვნილებები ერთმანეთისაგან ყველაზე მეტად სწორედ ამ დანაკლისი საგნისა თუ მოვლენის სპეციფიკური განცდით განსხვავდება.

 

მაგ. „შიმშილში საკვების არქონა იგრძნობა, ხოლო წყურვილში – სითხის დანაკლისი. ამიტომ მშიერი საკვებს მიმართავს, მწყურვალი კი – სითეს.

 

 

3.      პირველადი’’ „ სასიცოცლო მოთხოვნილებები, რითაც ორგანიზმი იბადება, თავიდანვე მიმართავს ცოცხალ არსებას თავისი დამაკმაყოფილებელი საგნისკენ. სასიცოცხლო მოთხოვნილებათა საფუძველზე ცხოველი ძირითადად იმ საგნებს აგნებს გარემოში, რომლებიც მას ესაჭიროება, თუმცა გარკვეული გამოცდილება, დასწავლა აქაც საჭიროა.

 

ახალი მოთხოვნილებები   კი  ე.წ. „პირველად მოხმარებაში აღმოცენდება, ანუ იმ სახის აქტივობაში და იმ საგნებთან თუ მოვლენებთან ურთიერთობაში, რომლებიც შემდეგ მათი დაკმაყოფილებისათვის დება საჭირო.

 

მაგ. ადამიანს, რომელსაც ჯერ გიტარაზე არ დაუკრავს, შეიძლება ამ მოქმედების დაუფლების დიდი სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას გიტარაზე დაკვრის მოთსოვნილებაც აქვს, დაკვრა ენატრება.

დაკვრის მოთხოვნილება და დაკვრის ცოდნა-ჩვევა ერთად ვითარდება თვითონ ამ მოქმედების პროცესში.

 

ადამიანი თავდაპირველად საგანს უთუოდ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად როდი მოიხმარს, რომელიც მას შემდეგ უჩნდება, ამ საგნის მოხმარების პროცესში.

მაგალითად, მოწევას  თამბაქოს მოთხოვნილების გამო არავინ იწყებს. ასეთი მოთხოვნილება ჯერ არც არსებობს. სამაგიეროდ, მოზარდში არსებობს, მაგალითად დიდობისკენ სწრაფვა, რომელიც წარმართავს მას მოზრდილისთვის დამახასიათებელი მოქმედებისკენ – მოწევისკენ. თუმცა, პირველ ხანებში, სიგარეტი კმაყოფილების ნაცვლად საკმაოდ დიდ უსიამოვნებას ჰგვრის. დროთა განმავლობაში, მოხმარების პროცესში, აღმოცენდება საკუთრივ თამბაქოს მოთხოვნილება, რომელზეც უარის თქმა  უკვე ძალიან ჭირს.

 

4.      რეალური აქტივობის პროცესში სხვადასხვა მოთხოვნილებები  თანაარსებობენ და გარკვეულად ურთიერთქმედებენ.

აქ გამოიყოფა ოთხი შემთხვევა:  ა)“გაბატონება’’, ბ)“კონფლიქტი’’, გ)“დაქვემდებარება და დ)“შერწყმა.

გაბატონების შემთხვევასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ერთ-ერთი მოთხოვნილება ინტენსიობის ისეთ დონეს მიაღწევს, რომ მისი დაკმაყოფილების გადადება შეუძლებელი ხდება (მაგ, შიმშილი, წყურვილი, გამოყოფა და სხვა). იგი გაბატონებულ ადგილს იკავებს ფსიქიკაში. ამიტომ მისი პირველ რიგში „დაკმაყოფილება აუცილებელია სხვა, იმავდროულად აღმოცენებულ, მოთხოევნილებათა აქტივობაში გამოსავლენად.

კონფლიქტის მდგომარეობა მაშინ იქმნება, როდესაც დაახლოებით თანაბარი ინტენსიობის ორი ან მეტი მოთხოევნილება ერთდროულად ისწრაფვის აქტივობის სხვადასხვა მიმართულებით წარმართვისკენ.

 

იმის მიხედვით, თუ რა სახის ტენდენციას (მიახლოების ან განრიდების) იწვევს კონფლიქტში ჩართული მოთხოვნილებები, გამოიყოფა მოტივაციური კონფლიქტის სამი ფორმა.

 

ა) მიახლოება-მიახლოების ტიპის კონფლიქტი – როცა ინდივიდმა უნდა აირჩიოს ორი, თანაბრად სასურველი მოქმედებიდან ერთ-ერთი. ესაა ე.წ. “ბურიდანის ვირის” ცნობილი სიტუაცია, რომელიც უპირატესობას ვერ ანიჭებს ვერც ერთ საკვებს და შიმშილით კვდება ორ, თანაბრად მიმზიდველ თივის ზევინს შორის.

 

ბ) განრიდება-განრიდების კონფლიქტი – როცა ინდივიდს ერთნაირად სურს განერიდოს ორ რამეს, ვთქვათ სცილას და ქარიბდას.

 

გ) განრიება-მიახლოების კონფლიქტი მაშინაა, როცა ინდივიდს რაიმე ობიექტი ან მოქმედება ერთდროულად კიდეც იზიდავს და კიდეც განიზიდავს.

 

მაგ.  შეიძლება გსურდეს, იქორწინო და, ამასთან, გეშინოდეს თავისუფლების დაკარგეისა.

 

როდესაც ერთი მოთხოვნილება ემსახურება მეორის დაკმაყოფილებას, უნდა ვილაპარაკოთ მათ შორის დაქვემდებარებულობის კავშირის შესახებ.

 

 

და ბოლოს,

 

იმ შემთხვევაში, როცა ერთი აქტივობის ფარგლებში კმაყოფილდება რამდენიმე მისწრაფება, ლაპარაკია მოთხოენილებათა შერწყმაზე.

 

 

 

5.      შერწყმა არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნილებები ერთმანეთში ირევა; ყოველი მოთხოვნილება ცალკე ავტონომიაა. იგი რომელიმე თანადროულ მოთხოვნილებას არ ერთვის და ახალ, საერთო მისწრაფებას არ ქმნის.

ერთდროული აღმოცენების შემთხვევაშიც შიმშილი შიმშილად რჩება, წყურვილი – წყურვილად, ისინი აქტივობის იმპულსსაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მათთვის საჭირო აქტივობის მიმართულებით ქმნიან, თუმცა, ჩვეულებრივ, ერთდროულად კმაყოფილდებიან (მაგ, სადილობისას).

 

საზოგადოდ, ძალების ეკონომიის მიზნით, ინდივიდი ყოველთვის ცდილობს, ერთი ქცევით რაც შეიძლება მეტი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს.

 

მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც რაიმე საგნის საჭიროებით აღძრული აქტივობა [ქცევა] ინდივიდს პროცესუალურ სიამოენებასაც ანიჭებს.

 

არსებობს ქცევები, რომლებიც გულისხმობენ მათ მოტივირებაში რამდენიმე მოთხოვილების თანამონაწილეობას.

 

მაგ. „სპორტული ნადირობა, როგორც თავისებური ქცევა, თავის თავში აერთიანებს ა)ფუნქციონალურ (ანუ სამოძრაო), ბუნებასთან ურთიერთობისა და ბ) თვითონ პროდუქტის მოპოეებასთან დაკავშირებულ მისწრაფებებს.

 

6.      მოთხოვნილება’’  მით უფრო ძლიერდება და ძნელი შესაკავებელი დება, რაც უფრო ალოა[რაც უფრო ხელმისაწვდომია]  მისი დამაემაყოფილებელი საგანი.

მას მიახლოების გრადიენტი ეწოდება.

ამით იხსნება ისეთი, ერთი შეხედვით გასაკეირი შემთხვევები, როდესაც პატიმრები ცისიდან გარბიან განთავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

გამაძლიერებელი ეფექტი აქვს მოთხოვნილების საგნის სრულყოფილებასაც.

 

ასეთ საგანს შეუძლია უკვე ჩამქრალი მოთსოვნილებაც გააღვიძოს და მოქმედ ძალად აქციოს.

 

7.      პირველად სასიცოცხლო მოთხოვნილებათა უმეტესობა ძლირდება დაუკმაყოფილებლობის პერიოდის შესაბამისად.

 

თუმცა აქაც არის გამონაკლისები.

 

 მაგალითად, დადგენილია, რომ ხანგრძლივი შიმშილობის მერე საკვებზე მოთხოვნილება აღარ განიცდება ისე მძაფრად, როგორც პირველ დღეებში.

 

მეორად ორგანიზმულ თუ სოციალურ მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობის დინამიკა ძირითადად ასეთია: მათი ინტენსივობა თანდათანობით მატულობს, აღწევს პიკს, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა კლებულობს და, შესაძლოა, სულ ჩაქრეს.

აქედან გამომდინარე, მისწრაფებათა მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება სრულად აღმოვფხვრათ ინდივიდის ბუნებიდან, თუ მათი დაკმაყოფილების საშუალებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოვუსპობთ.[!]

 

ეს გარემოება შესაძლებლობას გვაძლევს, დაკმაყოფილების პროცესის მოწესრიგების[რეგულაციის]  გზით ვმართოთ მოტივაციური ტენდენციები: ა)გავაძლიეროთ,ბ) დროში ადგილი მივუჩინოთ, გ)შევასუსტოთ, ან დ)მთლიანად აღვკვეთოთ.

 

 

8. მოთხოვნილების ინტენსიობა’’   ანუ ინდივიდის მოტივირებულობა შესამჩნევ გავლენას ადენს  მისი ქცევის წარმატებულობაზე.

 

ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ არსებობს მოტივაციური აქტივაციის ოპტიმალური დონე, რომლის ქვევით  ქცევა არასაკმარისად არის მოტივირებული და ამიტომ ნაკლებ ენერგიული და ნაყოფიერია, ხოლო ზევითსაკმარისზე მეტად, რაც ქცევის დეზინტეგრაციას იწვევს.

 

აქ მნიშვნელოვანია ქცევითი ამოცანის სირთულე.

 

რაც უფრო რთულია ამოცანა,  მოტივირებლობის მით უფრო ნაკლები მაჩვენებელია საჭირო მოქმედების მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად,

 

ანუ მოთხოვნილების ინტენსივობის გარკვეული ონე   ხელს უწყობს მარტივი ამოცანების გადაწყვეტას და ხელს უშლის რთულისას.

 

ეს კანონზომიერება ვრცელდება დასწავლილი და ახალი მოქმედებების შესრულებაზეც (იხ. თავი X).

 

სხვა სიტყვებით -  „რისი მიღწევაც გინდა,ის   ძალიან არ უნდა გინდოდეს’’ [ ანუ რთული ამოცანის გადასაწყვეტი ქცევისას  „ცივსისხლიანობაა ‘’ საჭირო]

 

 

მოთხოვნილებათა კლასიფიკაცია

 

 

·        მოთხოვნილების სფერო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

·        ამიტომ მოთხოვნილებათა კლასიფიკაცია ქცევის ფსიქოლოგიის სერიოზული ამოცანაა.

·        არსებობს შეხედულებები, რომლებშიც ფაქტობრივად ყველა ქცევა ერთი ან ორი ძირეული მოთსოვნილებიდან გამოიყვანება. ასეა, მაგალითად, ფსიქოანალიზში.

·        მეორე უკიდურესობაა მოდელები, სააც ყოველგვარ ქცევას თავისი მოთხოვნილება მიეწერება და მათი ჩამონათვალი ათეულ, ზოგჯერ კი ასეულ დასახელებას ითვლის.

·        ადამიანის მოთსოვნილებებს უფრო ხშირად ორ ჯგუფად ყოფენ.

·         ერთში აერთიანებენ ყველა თანშობილ მოთხოვნილებას.

ეს ჯგუფი თვითშენახვისა და გვარის გაგრძელების მოტივაციურ ტენდენციებს აერთიანებს.

·        მეორეში შედის ყველა მისწრაფება, რომელიც სოციალური ცხოვრების პროცესში აღმოცენდება. გავრცელებული დაყოფით, მოთხოვნილებათა ეს ჯგუფი მოიცავს ა)პიროვნულ, ბ)სოციალურ, გ)გონებრივ, დ)მორალურ და ე)ესთეტიკურ მისწრაფებებს.

·        პირველი ჯგუფის მოთხოვნილებებს უწოდებენ პირველადს, ბიოლოგიურს, დაბალს, ხოლო მეორე ჯგუფის მოთხოვნილებებს  მეორადს, კულტურულს, მაღალს.

აბრაჰამ მასლოუს კლასიფიკაცია.

 

·        ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარულია ამერიკელი მეცნიერის აბრაჰამ მასლოუს კლასიფიკაცია.

·        მასში მოცემულია მოთხოვნილებათა 5 კლასი, რომლებიც დონეების მიხედვითაა განლაგებული.

1.      პირველ დონეს ქმნის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (შიმშილი, წყურვილი სექსი, ძილი და ა.შ.);

2.      მეორეს უსაფრთხოების (ტკივილისაგან, დისკომფორტისაგან, შიშისაგან დაცვის მოთხოვნილებები);

3.      მესამესსოციალური კავშირების (სიყვარულის, სითბოს, ურთიერთობის მოთხოვნილებები);

4.      მეოთხესთვითპატივისცემის (მიღწევის, ყურადღების, დაფასების მოთხოვნილებები);

5.      მეხუთესთვითაქტუალიზაციის მოტივაცია. [რას წარმოადგენს იგი? ადამიანს აქვს მისწრაფება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული. თუ ადამიანში ჩანერგილია მეცნიერის თეისებები, მან უნდა მოასდინოს ამ თვისებების რეალიზაცია, მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულმა პირმა უნდა ხატოს, პოეტური ნიჭის მქონემ – წეროს ლექსები და ა.შ. ამას თვითაქტუალიზაცია ეწოდება და იგი მიუთითებს ადამიანის სურვილზე, მოახდინოს თავისი პოტენციალის განხორციელება, მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც მას ბუნებით შეუძლია.]

·         ეს მოთხოენილებები იერარქიულ რიგს ქმნის.

·        იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესსთვითაქტუალიზაციის მოტივაცია .

·         რაც უფრო მაღალი დონისაა მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი განვითარების პროცესში, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა.

·        რაც უფრო მაღალი მოტივაციის დონეზე ვცხოვრობთ, მით მეტია ცხოვრებით კმაყოფილება, მეტია ცხოვრების ხანგრძლიობა, უკეთესია ძილი, მადა, ნაკლებია ავადმყოფობა და ა.შ.

·        ამ შეხედულებაში მთავარი მაინც ისაა, რომ მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. ამის გარეშე შემდგომი დონის მოტივაცია არც გაჩნდება.

·        ამიტომ თვითაქტუალიზაცია ადამიანების უმეტესობისთვის მიუღწეველია, ვინაიდან მათი ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია იერარქიულ რიგში თეითაქტუალიზაციაზე დაბლა მდგომი მოტივაციით.

·        მასლოუმ ივარაუდა, რომ საშუალო ადამიანი შემდეგი ხარისხით იკმაყოფილებას თავის მოთხოვნილებებს: 85% – ფიზიოლოგიურს, 70% – უსაფრთხოების, 50% – სიყვარულის, 40% – პატივისცემის და 10% – თვითაქტუალიზაციისა.

·        მოთხოვნილებათა თანმიმდევრული აქტუალიზაციის პრინციპი, გარკვეულ ფარგლებში სწორად გამოხატავს საქმის ვითარებას.

·        იგი ეთანხმება ონტოგენეტიკური განვითარების მონაცემებს, რომლებიც არსებითად ადასტურებენ მასლოუს მიერ დადგენილ თანმიმდევრობას.

·        არსებობს იმის ემპირიული საბუთებიც, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, ძირითად ფიზიოლოგიურ ან, ვთქვათ, უსაფრთხოების მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილების დროს, ისინი აბსოლუტურად გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ ცნობიერებასა და ქცევაში. [გაიხსენე მარგო „ჯაყოს ხიზნები’’]

·        მიუხედავად ამისა, ეს მოდელი[მასლოუს  მოდელი]  უნივერსალურად ვერ ჩაითვლება;

·         მასში არ თავსდება ბევრი ფაქტი, თუნდაც თვითაქტუალიზაციასთან აკავშირებით. მართლაც, შეიძლება უამრავი მაგალითის მოყვანა ხელოენების, მეცნიერების, პოლიტიკისა თუ სხვა სფეროებიდან, როცა აქ მოღვაწე პიროვნებები შთაგონებით ასრულებენ თავიანთ მოწოდებას და, მაშასადამე, ახორციელებენ სრულ თვითაქტუალიზაციას მიუხედავად საოცარი გაჭირვებისა, მორალური და ფიზიკური ტანჯისა, ანუ ისეთ პირობებში, როცა დაუკმაყოფილებელია სვა, უფრო დაბალი მოთხოვნილებები.

·        უკვე ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა, ეპიკურემ ადამიანის სამი სახის სურვილი გამოყო: ა) ბუნებრივი და აუცილებელი, ბ) ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი და გ) არც ბუნებრივი და არც აუცილებელი. [ეს უკანასკნელი სოციალურ მოტივაციას მიეკუთენება, ხოლო პირველი ორი – ბიოლოგიურს. პირველის თვალსაჩინო მაგალითია შიმშილი, მეორისა – სექსუალური ლტოლ. განვისილოთ ისინი.]

 

 

კვებითი  მოტივაცია და ქცევა ‘’

 

·        შიმშილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, შიმშილით აღძრული კვებითი ქცევა უზრუნველყოფს ორგანიზმს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებებით. მათ შორის მთავარია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები.

·        როგორც ყოველგვარ ორგანიზმულ მოტივაციას, შიმშილსაც აქვს თავისი ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც შედგება პერიფერიული და ცენტრალური რგოლებისაგან.

·        შიმშილი ყველაზე მეტად გაპირობებულია სისხლში საკვები ნივთიერებების, პირველ რიგში გლუკოზის ნაკლებობით.

·        ეს ინფორმაცია გადაეცემა ნეირონებს, რომლებიც იმყოფებიან ღვიძლში, კუჭში და ძირითადად თავის ტვინის ერთ-ერთ სტრუქტურაში – ჰიპოთალამუსში.

·        მოქმედებს რა შიმშილის ან სიმაძღრის განცდაზე, იგი[ჰიპოთალამუსი] არეგულირებს სხეულის წონას.

·        ამ მექანიზმის დაზიანება იწვევს კვებითი ქცევის დარღვევას – მის გადაჭარბებულ აქტივაციას (ბულიმია) ან შეკავებას (ანორექსია).  [დაიმახსოვრე ეს ტერმინები და მათი მნიშვნელობა]

·        თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ  მოსახლეობის საკმაო ნაწილს აწუებს ზედმეტ ან არასაკმარის წონასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებელია გავითვალისწინოთ შიმშილისა და კვებითი ქცევის აღმძვრელი არა მხოლოდ შინაგანი, ორგანიზმული, არამედ გარეგანი ფაქტორებიც.

მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია საჭმლის სენსორული თვისებებიგემო, სუნი და ა.შ.

·        გემოსადმი უპირატესობებს ნაწილობრივ ა)გენეტიკური დაბ) ევოლუციური წარმომავლობა აქვთ (მაგ, ტკბილი, მარილიანი, ქონიანი), ნაწილობრივ კი გ)კულტურული და დ)სოციალური.

·        „სოციალური  ფაქტორის გავლენა საერთოდ ძალიან დიდია კეებით ქცევასა და მოტივაციაზე.

·        ჩვენ, როგორც სოციალურ არსებებს, სიამოვნებას გვანიჭებს სხვებთან ურთიერთობა.

·        სოციალური კავშირების დამყარებისა და განმტკიცების ერთ-ერთი საშუალება ოდითგანვე ერთობლივი ჭამის პროცესია.

·        ამასთან დაკავშირებული რიტუალები პრაქტიკულად ყველგან გვვდება, ზოგიერთ კულტურაში კი მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

·        კულტურული ნორმები გადამწყვეტ გავლენას ახდენს ადამიანის მიერ საკუთარი სხეულისა და წონის შეფასებაზე და სათანადო ქცევაზე.

·        წარსულში მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მსხვილტანაა ქალი, მით უკეთ შეასრულებს ოჯახთან დაკავშირებულ ფუქციებს.

·         საწარმოო რევოლუციის ხანაში მწყობრი აღნაგობა სოციალური გამორჩეულობის ნიშნად ითვლებოდა.

·        თანამედროვე პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მოდის მოდელები ისეთ იდეალს ამკვიდრებს, რომელიც ნორმაზე გაცილებით ნაკლებს იწონის. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელი ქალების 70% თავს მსუქნად მიიჩნეეს, თუმცა, რეალურად, მხოლოდ 23%-ს აქვს ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომაც მუდმივად მიმართავენ დიეტებს, რომლებიც უმეტესად არც ეფექტურია და არც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

·         საბოლოოდ, ზედმეტ წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება კვებითი ქცევის ახალი და ოპტიმალური მოდელების შეთვისებაა – ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება, კვების რეჟიმის რეგულირება და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. გაცილებით ძნელია მისი განხორციელება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ბუნებრივი, ალბათ გენეტიკურად გაპირობებული მიდრეკილება შიმშილის გამომწვევი ამა თუ იმ ფაქტორის  მიმართ.

·         გავრცელებული შეხედულებით, არსებობს ინდივიდების ორი ტიპი. ერთნი ჭამას იწყებენ უპირატესად გარეგანი (ექსტერნალური) ფაქტორების გავლენით, მეორენი – უფრო შინაგანი (ინტერნალური).

·        დადგენილია, რომ მსუქან ადამიანებს, ჩვეულებრიე, ჭამის სურვილი დღე-ღამის დროის მიხედვით აღეძვრებათ, ისინი მძაფრად რეაგირებენ მადის აღმძვრელ არომატებზე, ხმებზე, იმაბე, თუ როგორ გამოიყურება საჭმელი და ა.შ.

·        გამხდარი ადამიანები უფრო შინაგან, ორგანიზმიდან მომდინარე სტიმულებზე რეაგირებენ, მაგალითად კუჭის სმებზე ან შიმშილის გამომწეევი ინსულინის მატებაზე სისხლში.

·        ხანგრძლივი შიმშილი სპეციფიკურ ფსიქოპათოლოგიურ ცელილებებს იწვევს.

·        აქ სამი პერიოდი გამოიყოფა:

1.      პირველია ცნობიერებაში შიმშილის კომპლექსის დომინირება.

2.      შემდეგ ჩნდება ბავშვობაში დაბრუნების განცდა და საჭმელთან დაკაეშირებული ილუზიები და ჰალუცინაციები.

3.      ბოლოს, ადამიანები ხდებიან ყველაფრისადმი უგრძნობნი, აპათიურები და უმოძრაოები.

·        დაკვირვებები მოწმობს, რომ ხანგრძლივი შიმშილი იწვევს მდგრად ხასიათობრივ ცვლილებებს. ჭამის თემა და შიმშილის შიში   იროვნების გამოკვეთილ ნიშნად იქცევა. [მაგ. ლენიგრადის ბლოკადა გამოვლილ ადამიანებში იყო ასე]

·        არსებობს ექსპერიმენტული მონაცემებიც ერთ-ერთ გამოკვლევაში 32 მოხალისეს ექესი თვის განმავლობაში მკაცრად შეზღუდული რაოდენობით ეძლეოდათ საკვები. დიდი ინდივიდუალური განსხვავებების მიუხედავად, ყველას აღენიშნებოდა თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, სექსუალური გულგრილობა, გამძაფრებული ინტერესი კულინარული ელემენტის შემცველი ლიტერატურისადმი, ეთიკური კონტროლის დაქვეითება (თავი იჩინა ცუდმა მანერებმა ჭამისას: პირის წკლაპუნი, თეფშის ალოკვა და სხვა).

·        საინტერესოა, რომ ტესტირებამ არ გამოავლინა ინტელექტის დაწევა, თუმცა გაუარესდა დამახსოვრებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

·        თავის მსრივ, ფსიქიკური ფაქტორები, სახელდობრ, პიროვნების წყობა (ანუ „საკუთარი თავის ფლობის უნარი, საქმიანი თვისებები, რწმენისა და იდეურობის დონე), საგრძნობ გავლენას ახდენს მშიერი ადამიანის ქცევის თავისებურებებზე.

·        იმათგან, ვინც საშიმშილოდ არის განწირული, ის გადარჩება, ვინც არ ვარდება პანიკაში, ინარჩუნებს სიმტკიცეს და სულიერი ფასეულობებისადმი პატივისცემას.

·        ეს გასაგებს ხდის გასაოცარ სტატისტიკას, რომლის მიხედვით კატასტროფის შემდეგ წყლისა და საკვების გარეშე დარჩენილ ადამიანთა 90% პირველ სამ დღეში იღუპება, ანუ უფრო ადრე, ვიდრე მათ უწყლობა და, მით უფრო, უჭმელობა მოკლაედა.

 

სექსუალური მოტივაცია და ქცევა

 

·        როგორც აღინიშნა, სექსუალური ლტოვა ბუნებრივია, მაგრამ არა აუცილებელი იმ მრივ, რომ მისი დაუკმაყოფილება ორგანიზმის დაღუპვას არ იწვევს.

·        თუმცა, ეს მოტივაცია აუცილებელია გამრავლებისთვის, ე.ი. სახეობის არსებობისთვის, საბოლოო ჯამში კი მისი ცალკეული წარმომადგენლებისთვისაც.

·        ინდივიდი ვერ იარსებებდა, თუ მისი მშობლები არ განახორციელებდნენ სქესობრიე ქცევას.

·        სექსუალური მოტივაცია კი სექსუალური ქვევის აღმძვრელია.

·        მისი რთული ფიზიოლოგიური მექანიზმი მოიცავს ჰიპოთალამუსს, რომელიც აკონტროლებს ჰიპოფიზს და ჯირკვლების სისტემას.

·        სექსუალური მოტიეაციისა და ქცევის რეგულაციაში უდიდეს როლს თამაშობს ჰორმონები. მათ შორის ძირითადია ტესტოსტერონი (მამაკაცის ჰორმონი) და ესტროგენი (ქალის ჰორმონი).

·        მამაკაცისა და ქალის სისხლში ორივე მათგანი არსებობს, მაგრამ ვადასხვა კონცენტრაციით, რაც განაპირობებს მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს.

·        ტესტოსტერონი მასკულინურ ეფექტს იძლევა, ესტროგენიფემინურს.

·        მათი გავლენა შესამჩნევიხანმოკლე მოტივაციურ პროცესზეც (აღგზნება), მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების გრძელვადიანი პერპექტივების კუთხით (მაგ, სექსუალური ინტერესის გაცხოველება გარდამავალ ასაკში ან მისი დაცემა სიბერეში).

·        საინტერესოა, რომ ჰორმონებსა და სექსუალურ აგნებას შორის ორმხრივი კავშირია.

მაგალითად, ტესტოსტერონი ზრდის აგზნების დონეს.

თავის მხრივ, ამ ჰორმონის ოდენობა მკვეთრად მატულობს სექსუალური სტიმულაციის დროს – ეროტიკული სცენების აღქმისას ან წარმოსახვისას[აგზნებისას].

·         სექსუალურ სტიმულებზე   რეაქცია ოთხ სტადიას გაივლის: ა)აგზნება, ბ)აგზნების გაზრდა,გ) ორგაზმი და დ)მოდუნება.

·        ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, რეაქციის საერთო სურათი და სათანადო განცდებიც ქალებსა და მამაკაცებში არსებითად მსგავსია.

·        თუმცა გავრცელებულია რწმენა,  რომ მამაკაცებში სექსუალური ლტოლვა უფრო ძლიერ არის გამოხატული.

·        კაცები და ქალები სხეადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ ინტიმურ კავშირს – კაცებისთვის უფრო გრძნობად-სეულებრივი ასპექტებია წამყვანი, ქალებისთვის – ემოციური სითბო; თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკური განსხვავებებია, კონკრეტულ ინდივიდებში შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს.

·        გენდერული განსხვავებები არსებობს ქცევით პლანშიც, თუმცა არც ისეთი დიდი, როგორც აქამდე ეგონათ.

·        ანონიმური გამოკითხვებით გამოირკვა, რომ ბევრი ქცევითი მოდელი, რომელიც ძირითადად მამაკაცებს მიეწერებოდა, არანაკლებ დამახასიათებელია ქალებისთვისაც.

·        სექსუალური მორალის ლიბერალიზაციასთან ერთად ეს განსხვავებები სულ უფრო მცირდება, მაგრამ გარკვეული ხარისხით მაინც არსებობს.

ერთ-ერთ გამოკვლევაში ექსპერიმენტატორის საშუალო გარეგნობის ასისტენტები ფლორიდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიდიოდნენ საწინააღმდეგო სქესის სიმპატიურ ინდივიდებთან და პირდაპირ სთავაზობდნენ მათთან ღამის გატარებას. ელა ქალმა უარყო შეთავაზება; უმეტესობა შეურაცხყოფილიც დარჩა. ოლო მამაკაცების 75%-მა კმაყოფილებით მიიღო შეთავაზება. გადასამოწმებლად ექსპერიმენტი მოგვიანებით რამდენჯერმე გაიმეორეს არსებითად იმავე შედეგებით.

·        სექსუალური ქცევის ბიოლოგიური ფუნქცია გამრავლებაა.

·        სქესობრივი სიამოვნება  ამ ქცევის ერთ-ერთი მოტივაციური მექანიზმია.

·        ამასთან აღსანიშნავია, რომ სიამოვნების ელემენტი ადამიანთან გამოეყო ბიოლოგიურ ფუნქციას და დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა.

·        ეს ძლიერ განსაზღვრავს ადამიანის სექსუალური მოტივაციისა და ქცევის სპეციფიკას.

·        კიდევ ერთი მოტივაციურ-ემოციური მექანიზმია -სიყვარული.

·         „სიყვარული’’  ფოკუსირებას ახდენს ერთ პარტნიორზე და მასთან ხანგრძლივი ინტიმური ურთიერთობის პირობას ქმნის.

·        სიყვარულის გამოვლინებათა არაერთი კლასიფიკაცია არსებობს.

·        საყოველთაოდ მიღებული არც ერთი არაა.

·         მაგალითად, ერთ-ერთი სისტემის თანახმად, სასიყვარულო ურთიერთობა სამ ძირითად კომპონენტს შეიცავს, ესენია  ა)სიახლოვე, ბ)ვნება და გ)ვალდებულება პარტნიორის მიმართ.

·        ამასთან ფსიქოლოგთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ არსებობს სიყვარულიემოციურ-მო- ტივაციური მდგომარეობის სულ ცოტა ორი, ძალზე ზოგადად განსაზღვრული კატეგორია: 1. ვნებით აღძრული რომანტიკული სიყვარული და 2. ამანაგობაზე, ურთიერთნდობასა და ზრუნვაზე დამყარებული მეგობრული სიყვარული.

·        რომანტიკული სიყვარული   რთული ფსიქიკური მდგომარეობაა.

·        მისთვის დამახასიათებელია:

 

1) გრძნობების, აზრებისა და მოქმედებების აკვიატებული კონცენტრირება სიყვარულის ობიექტზე იმ ზომით, რომ ეს ხშირად სხვა საზრუნავის უგულებელყოფას იწვევს.

 2) უკიდურესი სუბიექტურობა, რის გამოც აღიქმება უპირატესად სიყვარულის ობიექტის დადებითი თვისებები, უარყოფითი კი იჩქმალება, ნეიტრალიზდება და პოზიტიურადაც კი ფასდება.

3) ეიფორიული ან ამაღლებული გუნება-განწყობილება.

4) სექსუალური ლტოლვა სიყვარულის ობიექტის მიმართ.

 

·        ბოლო ორი მომენტი და ის, რომ რომანტიკული სიყვარულის აცილება და კონტროლი შეუძლებელია, მიანიშნებს ამ მდგომარეობის ორგანიზმულ ძირებზე მართლაც, გარკვეულია რომ ამ დროს გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, რომელთა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტი ნარკოტიკული ზემოქმედების ადეკვატურია.

·        მაგრამ ამ ნივთიერებათა გამომუშავება მუდმივად არ ხდება.

·        შესაბამისად, უმეტეს შემთხეევაში, „რომანტიკული სიყვარულის გრძნობის სიმძაფრე 2-3 წლის გასვლისას კლებულობს.

·        ეს ეთანსმება  სხვადასხვა კულტურის მონაცემებს, სადაც განქორწინებათა პიკი მეოთხე წელზე მოდის.

·        ამავე დროს, ქორწინებათა უმეტესობა ამ კრიტიკულ ზღვარზე ხან გრძლივია. ეს იმიტომ, რომ მეუღლეებს შორის მყარდება უფრო ღრმა, მჭიდრო და სტაბილური კავშირი. ფიზიკურ ლტოლვასთან ერთად იგი დაფუძნებულია თანაცხოვრების პროცესში გამომუშავებულ სიახლოვესა და ერთგულებაზე.

·        “ვნებათა ქარიშსალის” გასვლის მერე, როცა აღარ არის არც სიახლე და სიურპრიზები, არც თავგადასავალი და წინააღმდეგობები იმათ გარდა, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ყოფით პრობლემებს უკავშირდება – რომანტიკული სიყვარული თანდათან ქრება.

·        მას შეიძლება მოჰყვეს გულგრილობა ან გამოკვეთილი მტრობა (რაც ხდება კიდეც გაყრის საფუძველი).

·        მაგრამ საკმაოდ ხშირად, რომანტიკული სიყარული გარდაიქმნება მეგობრულ სიყვარულში.

·         ეს უფრო წყნარი და მყარი ემოციურ-მოტივაციური მდგომარეობაა, რომელშიც რომანტიკული სიყვარულისთვის დამახასიათებელი იდეალური წარ მოდგენები და ფანტაზიები კი არ თამაშობს მთაეარ როლს, არამედ შეხეულებებისა და ინტერესების საერთოობა, ურთიერთდაინტერესებულობა და პატივისცემა, ერთად ცხოვრებით გამოწვეული ნდობა.

·        მოსიყვარულე წყვილი ცდილობს იცხოეროს კიდევ უფრო ბედნიერად ვიდრე მანამდე, რამდენაღაც ეს შესაძლებელია რეალურ და არა გამოგონილ სამყაროში.

·        ჩვენ ყველა არ გვიყვარდება.

·        რაზეა ამ შემთხვეეაში ჩვენი გემოვნება დაფუძნებული?

·        ამას ნაწილობრივ ნათელყოფს ევოლუციური ფსიქოლოგია, რომლის თანახმად ადამიანების სექსუალური მოტივაციისა ღა ქცევის თავისებურებები ჩამოყალიბდა ევოლუციის პროცესში შთამომავლობის გაჩენის, შენარჩუნებისა და შემდგომ თაობაში მშობლების გენების გადაცემის ამოცანებთან დაკავშირებით.

·        ეს გასაგებს ხდის განსხვავებებს იმ მოთხოვნებში, რომლებსაც ქალები და კაცები უყენებენ მათ პარტნიორებს ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალურ თვალსაზრისით.

·        სექსუალური მიმზიდველობის კრიტერიუმები მართლაც საგრძნობლად განსხვავებულია.

·        მრავალ კულტურაში ჩატარებული გამოკვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოდ მამაკაცები ქალებზე მეტ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის გარეგნულ მხარეს.

·        ისინი ამ საკითხშიც სხვადასხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ.

·        მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ქალების ისეთ პროპორციებს, რომლებიც ოპტიმალურია შვილის ყოლის მოელის თვალსაზრისით (წელისა დღა თეძოების ინდექსი – 0,7; მრგვალი მკერდი და სხვა);

·        ქალები მეტ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის იმ თვისებებს, რომლებიც რუნველყოფენ მის დაცვას (ძალა, ათლეტური აგებულება, სიმაღლე, ჯანმრთელობა).

·        მამაკაცები ძირითადად თავისზე ახალგაზრდა თანამგზავრს ირჩევენ

·        ქალებს ურჩევნიათ, რომ "მამაკაცი მათზე უფროსი იყოს.

 

 ქალები გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორის სოციალურ სტატუსს, მის ფინანსურ მდგომარეობას

და, შესაბამისად, ისეთ პიროვნულ თეისებებს, როგორიცაა ა)ამბიციურობა, ბ)შრომისმოყვარეობა და გ)ინტელექტი;

 

აგრეთვე

დ)სტაბილობა და  ე)ერთგულება, რაც იმის ერთგვარი გარანტიაა, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში იგი შეეცდება უზრუნველყოს ოჯახი მატერიალური რესურსებით.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები