11.1 ” შეგრძნება”
სარჩევი:
“შეგრძნებათა” - ზოგადი დახასიათება
„შეგრძნების ორგანოთა“ მგრძნობიარება (ანუ „შეგრძნების ზღურბლები“)
შეგრძნებათა „ზოგადი თვისებები’’[ ანუ მხარეები ]
„შეგრძნებათა“ მოდალობების კლასიფიკაცია
1.“შეგრძნებათა“ ურთიერთკავშირი.
ა) „განსხვავებულ მოდალობათა“ შეგრძნებების „ერთმანეთის მსგავსად’’ განცდა
გ) მოდალობათა „ფუნქციური’’ ურთიერთზემოქმედება.
დ) რაიმე მოდალობის
დეფექტის ნაწილობრიე კომპენსაცია
2. შეგრძნებათა ცალკეული მოდალობები
“შეგრძნებათა” -
ზოგადი
დახასიათება
· “სინამდვილის”| ასახვა ფსიქიკაში, პირეელ რიგში,” აღქმის” მეშვეობით ხდება.
· ჩვენ “აღვიქვამთ” საგნებს, მათ მოძრაობას, მათ სმაურს, ფერს, სუნს და ა.შ. [აქ ცნება „საგანი“ იხმარება ფართო მნიშენელობით, მასში იგულისხმება როგორც საკუთრივ საგანი ანუ ნივთი, ისე მოელენა, პროცესი, რომელიც „ობიექტურ[გარე] სინამდვილეში“ არსებობს და რომლისკენაცაა მიმართული სუბიექტის“ აღქმა’’]
ხ
·
„საგნის“ ან ამ „საგნის’’ ცალკე თვისების უშუალო განცდას „აღქმა“ ეწოდება. [დაიმახსოვრე: ეს არის „აღქმის’’ ცნების განმარტება]
ხ
· მაგრამ იმისთვის, რომ „აღქმა“ განსორციელდეს, ამ საგანმა სათანადო ნერვების დაბოლოებათა (რეცეპტორების) გაღიზიანების მეშვეობით უნდა წარმოშვას ჩვენში სათანადო „შეგრძნებები“.
ხ
· „შეგრძნების“ აღმოცენების გარეშე, გარემომცველი სინამდვილის საგანთა აღქმა შეუძლებელია.
ხ
· „შეგრძნებებია“ ის მასალა, რომელიც აღქმის შინაარსს შეადგენს;
· „შეგრძნებები’’ , ნორმალურ პირობებში, საგნების ან საგნების თვისებების სახით ორგანიზდება.
ხ
· ჩვეულებრივ, „შეგრძნებები „განიცდებიან არა აღქმისაგან დამოუკიდებლად, არამედ აღქმის შინაარსის სახით, ე.ი. როგორც საგნის :ფერი, გემო, მისი სიგლუვე და ა.შ. და არა საგნობრიობას მოკლებული „სიმწვანე“, „სიმლაშე“ და ა.შ.
· მხოლოდ „იშვიათ“, „არაჩვეულებრივ პირობებში“ თავს იჩენს შემთხვევები, როცა „შეგრძნეა“ განიცდება „როგორც ასეთი“, ანუ „აღქმის გარეშე“ (იხ. § 3 ქვემოთ ).
ხ
· მაგრამ, რადგანაც აღქმა „შეგრძნების“ მასალაზე[საფუძველზე] აიგება, ამიტომ „აღქმის პროცესის“ მეცნიერული შესწავლა გულისხმობს „შეგრძნების“ შედარებით მარტივი პროცესის გათვალისწინებას.
· თუმცა, „სინამდვილის“ თვალსაჩინო ასახვა აღქმის ერთიანი, მთლიანი პროცესია, რომელშიც „შეგრძნება“ არ არის ცალკე გამოყოფილი.
· მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამ ერთიანი პროცესის შედეგად ორი ცნება ჩამოყალიბდა – აღქმისა და შეგრძნების ცნებები
·
შეგრძნების აღმოცენება
· იმისთვის, რომ აღმოცენდეს „სენსორული პროცესი“ ანუ შეგრძნება, აუცილებელია რამდენიმე წინაპირობა;
· ჯერ ერთი, რაიმე „ფიზიკურმა“ მოვლენამ უნდა იმოქმედოს სპეციფიკურად აგებულ ნერვულ სტრუქტურაზე – რეცეპტორზე.
· რეცეპტორი (ანუ „მიმღები“) ეწოდება მგრძნობიარე ნერვების სპეციფიკური აგებულების დაბოლოებებს, რომლებიც გარკვეულ ‘ფიზიკურ გამღიზიანებლებს“ „ნერვულ აგზნებად“ გარდაქმნიან.
· „ფიზიკური“ მოვლენის ასეთ ზემოქმედებას „გაღიზიანებას“ უწოდებენ, ხოლო თვით „ფიზიკურ მოვლენას“ – „გამღიზიანებელს“.
· ამის შემდეგ „გაღიზიანებით“ გამოწვეული „აგზნების“ ფიზიოლოგიური პროცესი უნდა გავრცელდეს მგრძნობიარე, ანუ აფერენტული ნერვით თავის ტვინის სათანადო უბნის „ნერვულ უჯრედებზე“.[ნეირონებზე]
· „ შეგრძნება“ აღმოცენდება თავის ტვინის სათანადო უბნის ნეირონების აგზნების შედეგად. მათი აგზნება უკვე განიცდება შეგრძნების სახით.[ეს დაიმახსოვრე]
ხ
· ყველა რეცეპტორი სხვადასხვა აგებულებისაა იმის მიხედვით, თუ რომელი სახის „გამღიზიანებელზე“ რეაგირებს.
· „სხვადასხვა სახის“ შეგრძნებებს – მაგ. მხედველობის, სმენის, შეხების და ა.შ. „შეგრძნებებს“ – განსხვავებული აგებულების რეცეპტორები ემსახურება.
ხ
· ასევე განსხვავდება ერთმანეთისაგან [სტრუქტურით და მდებარეობით ] „თითოეული შეგრძნების“ ტვინის „ნერეული ცენტრები“.
ხ
· ამრიგად, ფიზიკური მოვლენა (გამღიზიანებელი) რეცეპტორის გაღიზიანების შედეგად იწვევს აგზნების ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც თავის ტვინის სათანადო უჯრედებში გადასვლისას იწვევს „შეგრძნებას“ – ფსიქიკურ პროცესს..
ხ
„შეგრძნების ორგანოთა“ მგრძნობიარება (ანუ „შეგრძნების ზღურბლები“)
ა)„ქვედა“ ზღურბლი.
·
ყოველი ინტენსივობის[სიძლიერის] გამღიზიანებელს როდი შეუძლია შეგრძნების გამოწვევა.
·
იმისთვის, რომ აღმოცენდეს უსუსტესი შეგრძნება, გამღიზიანებელმა
უნდა მიაღწიოს ინტენსივობის გარკვეულ დონეს.
·
„გამღიზიანებლის“ იმ ინტენსივობას, რომელიც იწვევს „უსუსტეს“ შეგრძნებას, შეგრძნების „ქვედა“, ანუ „მინიმალური“ ზღურბლი ეწოდება. [
·
მაგალითად, ჩვენ ვერ შევიგრძნობთ მტვრის ნაწილაკების შეხებას კანზე, ვინაიდან ამ გამღიზიანებლის
ინტენსიობა ვერ აღწეეს შეხების შეგრძნების ქვედა ზღურბლს, ანუ იგი „ზღურბლქვედაა“.
ხ
·
„ყოველი სახის“ შეგრძნებას
„თავისი“ მინიმალური ზღურბლი
აქვს.
ხ
·
„შეგრძნების ქვედა ზღურბლი“ მოცემული
სახის „შეგრძნების ორგანოს“ „მგრძნობელობის“ მაჩვენებელია.
ხ
·
რაც უფრო დაბალია „შეგრძნების ორგანოს’’ „შეგრძნების ქვედა ზღურბლი“, მით უფრო
მგრძნობიარეა ეს „შეგრძნების ორგანო“[მაგ. კანი] და, მაშასადამე, მით უფრო სუსტი გამღიზიანებელი
შეიძლება გახდეს „აღქმადი“ და „ქცევაში
‘’ გათვალისწინებული.
ბ) „ზედა“ ზღურბლი.
·
„ქვედა ზღურბლზე“ მეტი ინტენსივობის გამღიზიანებელს, ე.ი. „ზღურბლზედა გამღიზიანებელს“ ჩეენ მით უფრო ძლიერად შევიგრძნობთ, რაც უფრო ინტენსიურია
იგი, მაგრამ ამ მიმართულებითაც არსებობს საზღვარი.
·
ეს არის „შეგრძნების ზედა ანუ მაქსიმალური ზღურბლი“.
ასე ეწოდება
გამღიზიანებლის იმ ინტენსივობას, რომლის მომატება შეგრძნების
ინტენსივობას აღარ ზრდის.
„ზედა ზღურბლს“
შეგრძნების „მაქსიმალური“ ინტენსივობა შეესატყვისება.
ამაზე „მეტი“ ინტენსივობის შეგრძნების გამოწვევა შეუძლებელია.
·
„გამღიზიანებლის“ ინტენსივობის „შემდგომი ზრდა“ უკვე
გამოიწვევს -ტკივილს.
ხ
·
ამრიგად, შეგრძნების „ქვედა“ და „ზედა“
ზღურბლი შემოფარგლავს
„გამღიზიანებელთა“
იმ დიაპაზონს, რომელთა შორის თავსდება „შეგრძნებათა“ სიძლიერის
ყველა გრადაცია.
·
ამიტომ ამ
ორ ზღურბლს „გარეგან ზღურბლებსაც“ უწოდებენ.
გ) „სხვაობის“ ზღურბლი.
·
„სხვაობის ზღურბლი“არის გამღიზიანებლის
ორ ინტენსივობას შორის „ის მინიმალური სხვაობა,
რომელსაც ჩვენ შევიგრძნობთ“. [ეს არის ამ ცნების განმარტება]
·
განვმარტოთ ეს ცნება სხვა სიტყვებით.
·
ადამიანი როდი შეიგრძნობს
გამღიზიანებლის ინტენსივობის „ყოველ“
ცვლილებას (მომატებას ან დაკლებას).
იმისთვის, რომ შევიგრძნოთ გამღიზიანებლის ინტენსივობის[ძალის] ცვლილება, ინტენსივობათა შორის სხვაობამ გარკვეულ ოდენობას უნდა მიაღწიოს
– ეს არის ერთგვარი „საზღურბლე
სხვაობა“, რომელიც
არის „მოცემული სახის“ შეგრძნებისთვის - „სხვაობის ზღურბლი“.
·
მას, ზემოთ აღწერილ „გარეგან ზღურბლთან“[„ქვედა’’ და „ზედა’’ ზღურბლები
„გარეგანი’’ ზღურბლებია ] დაპირისპირებით, „შინაგან
ზღურბლსაც“ უწოდებენ.
ხ
·
მთავარი ისაა,რომ „სხვადასხვა სახის“ შეგრძნებას
სხვადასხვა „სხვაობის
ზღურბლი“ ახასიათებს.
·
მაგალითად, საშუალო ინტენსივობის
სინათლისთვის იგი დაახლოებით
I/100-ს უდრის, ე.ი. იმისთვის, რომ შევამჩნიოთ რაიმე ინტენსივობის სინათლის ა)დაკლება ან ბ)მომატება, ამ არსებულ ინტენსივობას უნდა მოემატოს ან დააკლდეს 1/100 ანუ 1%.
მაგ. ვთქვათ, ვუყურებთ 100 ვატიან ნათურას. რამდენით
უნდა გაიზარდოს მისი სიკაშკაშე, რათა ეს
ვიგრძნოთ?
ირკვევა,
რომ ამისთვის 1 ვატის
შესაბამისი სიკაშკაშის მომატება ესაჭიროება. [რადგან 100 ვატის 1/100 არის 1 ვატი]
200 - ვატიანი ნათურის შემთხვევაში ეს უკვე აღარ იქნება საკმარისი, საჭირო გახდება
2 ვატის მომატება და ა.შ. [რადგან 200 ვატის 1/100 არის
2 ვატი]
ანუ აქ მთავარია,
რომ „ყველა“
შემთხვევაში სხვაობა
ორ სტიმულს[გამღიზიანებელს ][ამ შემტხვევაში „სინათლის ინტენსივობას“] შორის 1% ტოლი იყოს.
ხ
·
საშუალო ინტენსივობის ბგერებისთვის „სხვაობის ზღურბლი“ დაახლოებით 1/10-ია ანუ 10%-ს უდრის.
·
მაშასადამე 10 კაციან მომღერალთა გუნდს 1 მომღერალი
უნდა დაემატოს, რათა ცვლილება ვიგრძნოთ, 20 – კაციანს – 2 და 30 კაციანს -3 და ა.შ.
ხ
·
სიმძიმის შეგრძნებისთვის „სხვაობის ზღურბლი“ – I/30-ის ანუ 30% ტოლია.
ეს ნიშნავს, რომ 100 გრამ წონას 33 გრამი
უნდა დაემატოს ან დააკლდეს, რათა მათ შორის სხვაობა ჩვენთვის „საგრძნობი“ გახდეს;
200 გრამს – 66 გ. და ა.შ.
[შენიშვნა: გამოდის
რომ 1 კგ ყველის[ან თევზის ან ნებისმიერი რამის
] ყიდვისას ბაზარში შეიძლება ისე დაგაკლონ
33გ x10 =330 გ ,რომ ვერც კი იგრძნო -ეს დაიმახსოვრე
]
ხ
·
ცხადია, რომ „სხვაობის ზღურბლების“ ეს მნიშვნელობანი
„მიახლოებითია“, ვინაიდან „სხვაობის ზღურბლი“
საგრძნობლად იცვლება „რიგ პირობათა“ გამო, განსაკუთრებით კი გამღიზიანებლის „აბსოლუტურ
ინტენსივობათა“ ცვლილებასთან დაკავშირებით
კერძოდ :
„უკიდურესად სუსტი“
და „უკიდურესად ძლიერი“ გამღიზიანებლების მიმართ „სხვაობის ზღურბლი“ დიდად განსხვავდება გამღიზიანებელთა „საშუალო
ინტენსივობათა“ მიმართ
„სხვაობის ზღუბლისაგან“.
·
ასევე ,„შეგრძნების ორგანოს“ მგრძნობიარება და, მაშასადამე, „ზღურბლებიც“ მნიშვნელოვნად
იცვლება ა) როგორც თვით „რეცეპტორის“ ფუნქციონალური მდგომარეობის, ბ)ისე „გაღიზიანების პირობებისა“
და გ)თვით
ადამიანის „შინაგანი
მდგომარეობის“ მიხედვით. [ესე ფაქტორები დაიმახსოვრე]
·
მაგალითად, „გაღიზიანების ფართობის“ მომატება („შეხების“,
„მხედველობისა“
და სხვა შეგრძნებებში) „ზღურბლის დაწევას“, ე.ი. „მგრძნობიერების
მომატებას“ იწვევს.
[ეს გაითვალისწინე მაგალითად
როცა მასაჟორის ყიდვას დააპირებ ,ანუ გაითვალისწინე რომ რაც მეტი თავაკი ექნება მასაჟორს მით უფრო ინტენსიური
იქნება შენი „შეხების შეგრძნება’’]
ხ
·
მნიშვნელობა აქეს “ გაღიზიანების ხანგრძლივობასაც“. [ესც
დაიმახსოვრე]
ხ
·
„ზღურბლზე“ დიდ გავლენას ახდენს „რეცეპტორის“ წინარე გაღიზიანება;
დაიმახსოვრე, „ზღურბლი“
მით უფრო მაღალია, რაც უფრო
ინტენსიურად ღიზიანდებოდა რეცეპტორი იმავე მიმართულებით მანამდე, სანამ შეამოწმებდით
მის მგრძნობიარებას.
მაგ. „დღის
სინათლეზე“ ყოფნისას სინათლის
ინტენსივობის ცვლილების შეგრძნების „ზღურბლი“ ბევრად
უფრო მაღა- ლია, ე.ი.“სინათლის ცვლილებისადმი მგრძნობიარება ბევრად
უფრო დაბალია“,
ვიდრე „სიბნელეში
ყოფნისას“ და აშ.
ხ
·
„სხვაობის ზღურბლი“ კლებულობს სათანადო მიმართულებით
სისტემატური ვარჯიშის შედეგად (მაგ. „მუსიკალური ტონების სიმაღლის მიმართ“, „გემოს გარჩევის მიმართ“
და ა.შ.] ე.ი.“მუსიკალური ტონების ცვლილებისადმი მგრძნობიარება ბევრად უფრო მაღალია “ ამ მიმართულებით მიმართულებით სისტემატური ვარჯიშის შედეგად[მაგ. დირიჟორებთან]
ან „გემოს
ცვლილების მიმართ მგრძნობიარება
ბევრად უფრო მაღალია’’
ამ მიმართულებით მიმართულებით სისტემატური ვარჯიშის
შედეგად[მაგ.
სომელეებთან[ღვინის დეგუსტატორებთან] ან მზარეულებთან] და ა.შ.[მაგ. იგივე ითქმის ყნოსვით შეგრძნებასთან დაკავშირებით]
ხ
·
გარდა ამისა, რაიმე
„შეგრძნების“
„მგრძნობიარებაზე“
გავლენას ახდენს
ა)„ადამიანის დამოკიდებულება
კონკრეტული გამღიზიანებლისადმი“, და ის ბ)„სიტუაცია, რომელშიც
ხდება ამ გამღიზიანებლის აღქმა“ .
ანუ ა)რაც უფრო ძლიერ ესწრაფვის ადამიანი კონკრეტული გამღიზიანებლის შემჩნევას,
და ბ) რაც უფრო „მნიშენელოენად“ განიცდება ადამიანის
მიერ მოცემულ
პირობებში ამ გამღიზიანებლის
შემჩნევა, მით უფრო „დაბლდება“ „სხვაობის
ზღურბლი
‘’[ანუ ამ კონკრეტული
„შეგრძნების’’ მიმართ ადამიანის „მგრძნობიარობა“ მით უფრო მაღლდება ]
შეგრძნებათა „ზოგადი
თვისებები’’[ ანუ მხარეები ]
·
ყოველ შეგრძნებას აქეს „მხარეები“, ანუ „ზოგადი თვისებები“, რომელთა „ნაირობის“ მიხედვით „შეგრძნებები“
ერთმანეთისაგან განსხვავდება.
·
ესენია:
a.
„შეგრძნების მოდალობა“.
ძირითადი განსხვავება შეგრძნებათა
შორის არის „მოდალობები“.
„მოდალობებს“ უწოდებენ შეგრძნებათა იმ სახეობებს, რომლებიც დაკავშირებულია შეგრძნების ორგანოების (რეცეპტორების) სახეობებთან.
„მხედველობის“ შეგრძნებები ერთ მოდალობას
წარმოადგენს, „სმენისა“ – მეორეს, „ყნოსვისა“ – კიდევ სხვას და ა.შ.
„თითოეული მოდალობის“ შეგრძნებას იწვევს სპეციფიკური აგებულების რეცეპტორთა გაღიზიანება სპეციფიკური ფიზიკური გამღიზიანებლით.
b.
„ინტრამოდალური თვისებრიობა“ ანუ „რომელობა“.
ასე ეწოდება ერთი მოდალობის ფარგლებში
მოცემულ სხვაობებს[განსხვავებებს].
მაგალითად, „მხედველობითი მოდალობის“ შეგრძნებები განსხეავდება
ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ რა ფერს შევიგრძნობთ (წითელი, ყვითელი, მწეანე,
ლურჯი და ა.შ).
ეს სხვაობა ინტრამოდალურ (რომელობით)
სხვაობას წარმოადგენს.
„გემოს მოდალობის“ შეგრძნებები განსხვავდება
სხვადასსვა გემოს ნაირობით – [მწარე, ტკბილი, მლაშე, მჟავე.]
ესეც სხვადასხვა „რომელობებია“ და ა.შ.
c.
ინტენსივობა.
ერთი და
იმავე „მოდალობისა“ და „ინტრამოდალური თვისების“ შეგრძნებები (მაგ., ორი წითელი ფერი ან მჟავე გემო, ან ერთი სიმაღლის ორი ტონი)
შეიძლება აშკარად განსხვავდღებოდნენ
თავისი ინტენსივობის (სიძლიერის) ხარისხის
მიხედეით (მაგ, მჟავე გემოს მეტ-ნაკლები სიმჟავე, ერთი სიმალღლის ტონის მეტ-ნაკლები სიძლიერე და
ა.შ.
ყოველ შეგრძნებას გარკვეული მოდალობის და
ინტრამოდალური თვისების გარდა ახასიათებს
ინტენსივობის გარკვეული ხარისსი.
ხ
ამგვარად, ყველა შეგრძნებას საზოგადოდ
სამი მხარე, ანუ სამი ზოგადი თვისება აქვს:
ა)მოდალობა, ბ)ინტრამოდალური თვისებრიობა
(რომელობა) და გ)ინტენსივობა.
„შეგრძნებათა“ მოდალობების კლასიფიკაცია
·
ყოველდღიურ ცხოერებაში ითვლება, რომ ადამიანს ხუთი მოდალობა,
“ხუთი გრძნობა” გააჩნია.
·
ეს ძველი ფსიქოლოგიის
გადმონაშთია.
·
სინამდვილეში მოდალობათა რაოდენობა
ბევრად მეტია.
·
თანამედროვე მეცნიერების მონაცემთა მისედვით, ადამიანს
შეგრძნებათა შემდეგი მოდალობები აქვს:
კანის ანუ ტაქტილური შეგრძნებების ქვესახეებად მიიჩნევენ.
a. მხედველობით, ანუ ოპტიკურ ან
ვიზუალურ შეგრძნებებს;
b. სმენით, ანუ აკუსტიკურ შეგრძნებებს;
c. ყნოსვის
შეგრძნებებს
d. გემოს
შეგრძნებებს;
e. შეხების შეგრძნებებს
f. ტემპერატურის შეგრძნებებს
g. ტკივილის შეგრძნებებს.
კინესთეტიკური
შეგრძნებებში – განირჩევა:
h. სხეულის
ნაწილების მოძრაობის შეგრძნება
i. სხეულის მდგომარეობისა
შეგრძნება
j. კუნთური დაძაბულობის
შეგრძნება
k. წონასწორობის
შეგრძნება. [ეს არის სივრცეში ჩვენი
სხეულის წონასწორულ ან არაწონასწორულ მდგომარეობათა შეგრძნება.]
ხ
l. არსებობს ასევე ორგანულ შეგრძნებათა
მოდალობა, რომელიც შეიცავს საკუთრივ ჩვენი
ორგანიზმისა და მის ცალკე ორგანოთა
მდგომარეობის მრავალნაირ შეგრძნებებს (წვა, გულისრევა,
ჟრუანტელი და სხვა).
ხ
·
ცნობილია შეგრძნებათა სხვადასხვა კლასიფიკაცია.
·
აქ განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ კლასიფიკაციას, რომელიც ფიზიოლოგ შერინგტონის მიერ შემოღებულ რეცეპტორთა
კლასიფიკაციას ეყრდნობა.
·
იმის მიხედეით, თუ „რის“ შეგრძნებას
წარმოადგენენ ისინი, ყველა მოდალობა ჯგუფდება სამად:
1) ექსტროცეპტულ შეგრძნებებს იწვევს რეცეპტორთა გაღიზიანება გარემოდან მომდინარე გამღიზიანებლებით – ელექტრომაგნიტური ტალღით, ჰაერის
ტალღით, ქიმიური ნივთიერებით, საგნის შეხებით და ა.შ.
ამ ჯგუფს ეკუთვნის: მხედველობის,
სმენის, ყნოსვის, გემოს, შეხების, ტემპერატურის, ვიბრაციის შეგრძნებები.
2) ინტროცეპტულ შეგრძნებებს იწვევს მათი რეცეპტორების გაღიზიანება შინაგან ორგანოებში მიმდინარე პროცესებით.
ამ ჯგუფს ყველა ორგანული შეგრძნება ეკუთვნის.
3) პროპრიოცეპტულ შეგრძნებებს იწვევს მათი რეცეპტორების გაღიზიანება იმ პროცესებით, რომლებიც კუნთებში, მყესებში და სახსრებში აღმოცენდება სუბიექტის
მოძრაობის დროს (სახსრების სახუნი, კუნთისა და მყესების ბოჭკოების დაჭიმვა და ა.შე.
ამ ჯგუფში კინესთეტიკური
შეგრძნებები შედის.
ხ
·
ექსტროცეპტული ჯგუფის მოდალობები,
თავის მსრივ, იყოფა ორად იმის მისედვით,
თუ როგორ ხდება რეცეპტორის გაღიზიანება – საგნის უშუალო შეხებით, რეცეპტორთან უშუალო კონტაქტით, თუ მანძილიდან, „დისტანციიდან“, საგანთან უშუალო კონტაქტის
გარეშე, რაიმე „შუამავლის“
მეოხებით.
პირველს უწოდებენ კონტაქტურ შეგრძნებებს, მეორეს – დისტანციურ შეგრძნებებს .
უკანასკნელისთვის[დისტანციური
შეგრძნებებისთვის] ტიპურია მხედველობა და სმენა, პირველისთვის[კონტაქტური შეგრძნებებისთვის]
ტიპურია შეხებისა და გემოს შეგრძნებები.
·
ვიბრაციის შეგრძნების რეცეპტორები ორივე სახით ღიზიანდება – კონტაქტითაც და მანძილდანაც ჰაერის მეშვეობით[შუამავლობით], ამიტომ მას გარდამავალი ადგილი უჭირავს მოდალობათა
ამ ორ ჯგუფს შორის.
·
ყნოსვა, თუმცა არსებითად კონტაქტურია,
ვინაიდან ყნოსვის რეცეპტორების
გაღიზიანება ნივთიერების მფრინავი ნაწილაკების
რეცეპტორთან კონტაქტით ხდება, მაგრამ პრაქტიკულად დისტანტურია, რადგანაც საგნის სუნს მასთან უშუალო კონტაქტის გარეშე განვიცდით.
ხ
·
აღსანიშანავია, რომ ყველა ცოცხალ არსებას თავისი „სენსორული“ [ანუ შეგრძნებაზე დამყარებული]
სამყარო აქვს.
·
ცხოველებში ისეთ „სენსორულ ორგანოებს“ [„გრძნობის
ორგანოებს’’] ვხვდებით, რომლებიც ადამიანს არ გააჩნია.
მაგალითად, გველების რეცეპტორები ინფრაწითელ გამოსხივებას იჭერენ, ფუტკრებისა – ულტრაიისფერს, ღამურებისა – ულტრაბგერებს, ხოლო ზოგიერთ თევზს ელექტრული ველებისადმი მგრძნობიარე
რეცეპტორები აქვს.
ხ
„სენსორული“ პროცესები
1.“შეგრძნებათა“ ურთიერთკავშირი.
·
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მოდალობის შეგრძნებები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მათ შორის მაინც არსებობს საერთო რამ, რაც ვლინდება მათ განცდაშიც და ცალკე მოდალობათა რეალურ ურთიერთზემოქმედებაშიც.
·
ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, ერთი მხრივ, ცალკე მოდალობები ფილოგენეტური განეითარების პროცესში ჩამოყალიბდა ერთი საერთო მგრძნობელობის დიფერენციაციის გზით; მეორე მხრივ, „შეგრძნების ორგანოს“ ერთი მთლიანი ინდივიდი იყენებს
გარემოს საგნების და მათი თვისებების აღსაქმელად.
·
სხვადასხვა მოდალობათა მონაცემების გაერთიანება ხდება ერთ მთლიან
განცდაში – საგნის ერთიან აღქმაში.
·
მეტიც, საგნის
ზოგიერთი თვისება მხოლოდ ერთი მოდალობისთვის მიუწვდომელი რჩება. საგნის ზოგიერთი თვისების აღქმა რამდენიმე მოდალობის
თანამონაწილეობას, მათ ერთ განცდაში გაერთიანებას გულისსმობს. საგნის ასეთი თვისებებია სიმაგრე, სირბილე,
სისველე, წებოვანება, ფხვიერება და ა.შ, რომლებიც მხოლოდ ინტერმოდალურად შეიგრძნობა.
·
„ინტერმოდალური ერთიანობის“ რამდენიმე გამოვლინება
არსებობს:
ა) „განსხვავებულ მოდალობათა“ შეგრძნებების „ერთმანეთის მსგავსად’’ განცდა
მას საუკეთესოდ ადასტურებს ყველა ენაში მოცემული გამოთქვამები:
„ტკბილი ხმა“, „რბილი ხმა“, „თბილი ფერი“, „მყვირალა ფერი“, „მჟავე სუნი“ და ა.შ.
ამ ყველასთვის გასაგებ გამონათქვამებში ერთი მოდალობის შეგრძნების დახასიათება მეორე მოდალობის შეგრძნებით
ხდება
[!], რაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ
არა „მათი განცდის“ მსგავსება .
ბ) „სინესთეზია“
„სინესტეზია’’
ნიშნავს ერთი მოდალობის შეგრძნების აღმოცენებას სხვა მოდალობის გაღიზიანებით.
მაგ. ბგერით გამოწვეულ ფერის შეგრძნებისეულ
განცდას „ფერად სმენას“ ანუ ფონიზმს უწოდებენ,
ფერით გამოწვეულ ბგერის შეგრძნებას კი – ფოტიზმს.
ეს შედარებით იშვიათი მოვლენა [ანუ „სინესთეზია’’] „ინტერმოდალური ერთიანობის“ გამოვლინებად
ითვლება.
გ) მოდალობათა „ფუნქციური’’ ურთიერთზემოქმედება.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ
„ერთი მოდალობის გამღიზიანებელი გავლენას ახდენს მეორე მოდალობის
შეგრძნების ორგანოს ფუნქციონირებაზე, სახელდობრ, ცვლის მის მგრმნობიარობას.“
მაგალითად, თვალზე ფერადი სინათლის ზემოქმედება იწვეეს
სმენის ზღურბლის დაწევას.
ასევე დადასტურებულია ბგერისა და სუნის გავლენა მხედველობის მგრძნობიარებაზე
და ა.შ.
საზოგადოდ, სუსტი გამღიზიანებლები ზრდიან „სხვა“
მოდალობათა მგრძნობიარებას, ძლიერი გამღიზიანებლები კი აქვეითებენ.
დ) რაიმე
მოდალობის დეფექტის ნაწილობრიე
კომპენსაცია
რაიმე მოდალობის დეფექტის ნაწილობრიე კომპენსაციას სხვა მოდალობათა მიერ მისი ჩანაცვლება ახდენს.
მაგალითად, დაბადებიდან უსინათლო
აღიქვამს ა)მანძილს, ბ)ფორმას, გ)სიდიდეს, დ)პროპორციას, ე)მიმართულებას და სხვა სიერცით მიმართებებს, ოღონდ არა ოპტიკური
მოდალობის, არამედ სხვა მოდალობათა საშუალებით – შეხების, კინესთეტიკის,
ვიბრაციის, სმენის მეშვეობით;
ყრუ-მუნჯებს მეტყველების გაგებას ასწავლიან მოლაპარაკე ადამიანის ტუჩების
მოძრაობის მხედველობითი აღქმით და ა.შ.
2 „სენსორული ადაპტაცია“
·
„სენსორული ადაპტაცია“ არის სენსორული აპარატის მგრძნობიარობის ცეალებადობა (მატება
ან კლება) გამღიზიანებლის
ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად.
მაგალითად, სინათლიდან სიბნელეში მოხვედრილი ადამიანი დასაწყისში ვერაფერს ხედავს,
მაგრამ თანდათან იწყებს საგნების გარჩევას. ეს ნიშნავს, რომ თვალის მგრძნობიარობა გაიზარდა, მან შეიძლება ძალიან დიდი
ხარისხითაც კი მოიმატოს.
ხოლო , როდესაც
სათანადო გამლიზიანებლის ზემოქმედების დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ნაკლებად
ან სულ ვეღარ ვგრძნობთ სუნს, გემოს ან შეხებას, ესეც „სენსორული ადაპტაციაა’’ , რომელიც „შეგრძნების ორგანოს’’ მგრძნობიარების დაკლებაში გამოიხატა.
ხ
3. „კონტრასტის“ მოვლენა
„კონტრასტის“ მოვლენა ერთი გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად
მეორე გამღიზიანებლის შეგრძნების საწინააღმდეგო (კონტრასტული) მიმართულებით შეცვლაში მდგომარეობს.
მაგალითად,
შავ ფონზე რუხი
ფერი მოთეთროდ
აღიქმება, თეთრ ფონზე
კი
იგივე რუხი ფერი
– მოშავოდ;
გაყინული წყლის
მერე ოთახში ნადგომი წყალი თბილად გვეჩვენება, ცხელი წყლის
მერე – გრილად და ა.შ.
ხ
2. შეგრძნებათა
ცალკეული მოდალობები
ა)„მხედველობა“.
·
ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ადამიანი, ჩვეულებრივ, მხედველობის საშუალებით იღებს.
·
„მხედველობის შეგრძნების“ გამღიზიანებელი
ანუ ფიზიკური გამომწვევი არის სინათლის სხივი – ელექტრომაგნიტური ტალღა.
·
ადამიანის მხედველობის შეგრძნებებს იწეევს ტალღის რხევის დიაპაზონი
380-დან 780 მილიმიკრონამდე.
·
სპექტრის შვიდივე ფერს სხვადასხვა
სიგრძის ტალღა შეესაბამება: სასელდობრ, უმოკლესს – იისფერი, უგრძესს – წითელი.
ხ
·
მხედველობის რეცეპტორები განლაგებულია თვალის ბადურაზე, ისინი
ორგვარია – ჩხირები და კოლბები ანუ კულები.
·
ჩხირები მხოლოდ სინათლის შეგრძნებებს გვაძლევენ, კულები
კი სინათლესთან ერთად ფერების შეგრმნებასაც.
·
ჩხირები დაახლოებით 120 მილიონია და განფენილია მთელ
ბადურაზე, კოლბები 6 მილიონამდეა და მხოლოდ ბადურის ცენტრალურ არეზეა განთავსებული.
ხ
·
მხედველობის შეგრძნებებს ორ ჯგუფად ყოფენ – სინათლის და ფერების შეგრძნებებად. პირველს ნეიტრალურს (აქრომატულს) უწოდებენ, მეორეს – სპექტრალურს (ქრომატულს).
·
ნეიტრალური
ფერები წარმოადგენენ სინათლის ხარისხების შეგრძნებათა რიგს ყველაზე ნათელიდან
(თეთრიდან), ყველაზე ბნელამდე (შავამდე).
·
სპექტრალური
ანუ ქრომატული ფერები ისინია, რომლებიც წმინდა სახით სპექტრში გვეძლევა. ეს არის
წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და
იისფერი. თითოეულ მათგანს მრავალი ელფერი აქეს. ადამიანი 200-მდე ელფერს არჩევს.
ხ
·
ქრომატული[სპექტრალური] ფერები ძირითადად
ორი ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისაგან:
სინათლის ხარისხით ანუ სიკაშკაშით (მაგ, მეტ-ნაკლებად
მუქი წითელი) და ტონით ანუ თვისებრიობით.
·
ფერის სახელწოდება
სწორედ მის ტონს აღნიშნავს.
ხ
·
ნეიტრალურ
ფერებს მხოლოდ სინათლის ხარისხი[სიკაშკაშე] განასხვავებს.
ხ
·
ჩვენზე, როგორც წესი, ერთდროულად სხვადასხვა სიგრძისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფერების შესატყვისი ტალღები ზემოქმედებს.
·
ამ შემთხვევაში ძალაში შედის „ფერთა შერევის“ კანონები. ასეთი სამია.
1.
ყოველი
სპექტრალური ფერისთვის არსებობს „შემავსებელი ფერი“, რომელთან შერევით ნეიტრალური ფერი
მიიღება. მაგალითად, გარკვეული ელფერის წითლისა და მწვანის
შერევა გვაძლევს რუხი ფერის შეგრძნებას.
ასევე, შემავსებლებია ყვითელი და
ლურჯი და სხვა.
2. სპექტრში შემავსებელ ფერებთან ახლომდებარე
ფერების შერევა გვაძლევს მათ შუამდებარე ფერს. მაგალითად, წითლისა და ყვითლის შერევით ვიღებთ ნარინჯისფერის შეგრძნებას.
2.
ფერთა
შერევით მიღებული ფერის შეგრძნება არ განსხვავდება ცალკე აღებული იმავე ფერის შეგრძნებისაგან.
მაგალითად, ლურჯისა და ყვითლის შერევით მიღებული რუხი
ფერი ისევე განიცდება, როგორც ცალკე აღებული რუსი ფერი.
ხ
·
მხედველობის სფეროში თავს
იჩენს ზემოთ ნახსენები
„ადაპტაციის“ მოვლენა.
·
კერძოდ, თვალი
თანდათან ეგუება სინათლის გარკვეულ ხარისხს. მისმა უეცარმა
შეცელამ თავდაპირველად შეიძლება ხედვის უნარი დაგეაკარგვინოს (მაგ. თუ უცებ მოხვდით ძალიან განათებულიდან
ბნელში ან პირიქით). მაგრამ მხედველობითი აჰარატის მგრძნობელობა
თანდათანობით შეიცვლება. სიბნელის მიმართ სრულ ადაპტაციას 45 წუთი ესაჭიროება და მგრძნობელობა
შეიძლება 200000-ჯერ გაიზარდოს.
·
ადამიანის თვალის სინათლისადმი მგრძნობელობა, საზოგადოდ, საკმაოდ დიდია; სრულ სიბნელეში მას შეუძლია
შეამჩნიოს სანთლის ალი 48 კილომეტრის მანძილზე. [მაგ.მოდარაჯე სნაიპერს შეუძლია
სიბნელეში დაინახოს სიგარეტის მწეველი მტერი კილომეტრების მანძილძე,სიგარეტის წვერი
„მოქაჩვისას’’ წითლად ბჟუტავს და ესროლოს ]
ხ
·
მხედველობის სფეროში სახეზეა „კონტრასტის’’ მოვლენაც.
·
კერძოდ, ფონის ფერი ცვლის მასზე მოცემულ ფერს თავის საწინააღმდეგო
მიმართულებით. წითელ ფონზე ყველა ფერი მიიღებს მომწვანო
იერს, შავ ფონზე ფერები მოთეთროდ გამოჩნდება.
·
სუსტი განათების
პირობებში ადამიანი ვეღარ შეიგრძნობს სპექტრალურ ფერებს.
ეს იმიტომ რომ ფერების რეცეპტორების, კოლბების, გასაღიზიანებლად
ბინდის სუსტი სინათლე არ კმარა; ღიზიანდება მხოლოდ ჩხირები, რომლებიც სინათლის (ნეიტრალური ფერების)
შეგრძნებას გვაძლევენ.
·
ე-წ. „ბინდის მხედველობა“ იმით ხასიათდება, რომ ყველაზე დიდხანს თავის ფერით ტონს ინარჩუნებს
არანათელი ფერები (მწვანე-ლურჯი ზონა), ხოლო ნათელი ფერები (წითელ-ნარინჯის ზონა) კარგავენ
ფერით ტონს და რუხდებიან ან შავდებიან. წითელი ვარდი,
მაგალითად, ბინდისას უფრო ადრე „გაშავდება“, ვიდრე მწეანე ფოთლები. ამ მოვლენას
პურკინიეს ფენომენი ეწოდება.
ხ
·
მხედველობის შეგრძნებათა
დარღვევებს
მიეკუთვნება ა)“ფერთა
შეგრძნების შესუსტება“,
და ფერთა ბ)„ნაწილობრივი“, ან გ)“სრული“
სიბრმავე.
·
უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი
მთლიანად მოკლებულია ფერების შეგრძნების უნარს.
·
„ფერთა ნაწილობრივი სიბრმავე’’ მხოლოდ ზოგიერთ ფერზე ვრცელდება.
·
ყველაზე ხშირია დალტონიზმი, როდესაც ადამიანი ერთმანეთისაგან ვერ არჩევს წითელ
და მწვანე ფერებს და მათ რუხ ფერად განიცდის.
ხ
ბ) „სმენა’’
·
„სმენის შეგრძნება“
აღმოცენდება მჟღერი საგნით გამოწვეული
ჰაერის ტალღის ზემოქმედებით
შინაგან ყურში (ლოკოკინაში) მდებარე რეცეპტორზე, რომელსაც „კორტის ორგანო“ ეწოდება.
·
მასში თანმიმდევრულად არის განლაგებული სხვადასსვა სიგრძის დაახლოებით 2500 ნერვული ბოჭკო.
·
თითოეულ ბოჭკოს, „რეზონანსის“
პრინციპით, აღიზიანებს გარკვეული სიხშირის რხევა და წარმოქმნის გარკვეული ბგერის შეგრძნებას.
·
ბგერები ორი სახისაა – ტონი (მუსიკალური) და ხმაური (არამუსიკალური).
·
ტონებს იწვევს ჰაერის ტალღების პერიოდული რხევა, ხმაურებს – აპერიოდული.
ხ
·
ტონის სიმაღლეს
განსაზღვრავს ჰაერის
ტალღის სიხშირე.
რაც მეტია სიხშირე, მით უფრო მაღალია ტონი.
·
ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს ბგერა 10-დან 20000- მდე ჰერცის სიხშირის
დიაპაზონში, თვალსაჩინოებისთვის ეს
შემდეგს ნიშნავს:
როიალის ყველაზე მაღალი სიხშირე უდრის 42000,
უმაღლესი სოპრანოსი – 1150,
უდაბლესი ბანისა – 80.
·
ტონის სიძლიერე,
რომელიც ჰაერის
ტალღის ამპლიტუდას (სიმაღლეს)
შეესაბამება, დეციბელებით იზომება. მისი უდიდესი
გარჩევადი ზღვარია დაახლოებით 180 დეციბელი, რაც კოსმოსური ხომალდიდან
50 მეტრზე ყოფნას შეესაბამება. თვალსაჩინოებისთვის: ყვირილს
შეესაბამება 100 დეციბელი,
ნორმალურ საუბარს – 60, ჩურჩულსა და ფოთლების შრიალს – 10-20.
·
ადამიანის აკუსტიკური (სმენითი) სენსორული არხის მგრძნობელობის
საჩვენებლად საკმარისია ითქვას, რომ მას შეუძლია შეიგრძნოს
საათის წიკწიკი სრულ სიჩუმეში ექვსი მეტრის დაშორებით.
ხ
·
ტონები განსხვავდებიან ერთამანეთისაგან აგრეთვე ტემბრით.
·
ეს ტონის ის სპეციფიკური
თვისებაა, რომლითაც ვცნობთ ჟღერად აპარატს, ინსტრუმენტს
ან ადამიანის ინდივიდუალურ ხმას.
·
მაგალითად, ერთი
და იმავე სიმაღლისა და სიძლიერის ორი ტონი აშკარად განსხვავდება ტემბრით,
თუ ამ ტონებს
სხვადასხვა საკრავი (მაგ, როიალი და გიტარა) ან ორი სხვადასხვა ადამიანი გამოსცემს.
ხ
·
„ხმაური“ ეწოდება
ისეთ ბგერებს, რომელთაც არა აქვთ გარკვეული სიმაღლე და რომელნიც იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათი დალაგება ერთი
სისტემის სახით ვერ ხერხდება:
მაგ. რახუნი,
ტკაცუნი, ჩხარუნი, ჭრიალი, გრუხუნი და ა.შ. 2
გ)“ ყნოსვა“
·
„სუნის შეგრძნებას’’ იწვევს საგნის (ნივთიერების) აქროლადი ნაწილაკების ქიმიური ზემოქმედება ყნოსეის რეცეპტორებზე.
·
ყნოსეის რეცეპტორები განლაგებულია ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, ლორწოვან
გარსში.
·
ადამიანთან მათი რაოდენობა 5 მილიონია.
·
მხედვეელობისა და სმენის მსგავსად „ყნოსვის შეგრძნება“ დისტანტურია, ანუ ეს „სენსორული“ სისტემა რეაგირებს „დაშორებულ“
სტიმულებზე[გამღიზიანებლებზე].
·
მისი მგრძნობელობა დიდია – ადამიანი გრძნობს ექესოთახიანი ბინის მთელს სივრცეში გაფანტული სუნამოს
ერთ წვეთს;
·
ადამიანი ჯამში კი 10000-მდე სუნს განარჩევს.
ხ
·
არსებობს ცსოველები
შეუდარებლად უფრო მგრძნობიარე ყნოსვით. ძაღლი ამ მხრივ ათასჯერ აღემატება
ადამიანს. რაც მთავარია,
·
ცხოველებში
ყნოსვა მრავალ ფუნქციას ასრულებს;
·
ის მონაწილეობს „ძირითად
მოთხოვნილებათა“ უზრუნვ
ელყოფაში: ა)საკვებისა თუ სექსუალური პარტნიორის მონახვა, ბ)საფრთხის სიგნალიზაცია, გ)კომუნიკაცია.
ხ
·
ადამიანთან
ყნოსვის ფუნქცია
უპირატესად კვების პროცესს უკავშირდება.
·
სუნი უკიდურესად სუბიექტურია და მჭიდროდ უკავშირდება
ემოციებს.
·
არსებობს აუტანელი, გულისამრევი
და მიმზიდველი, უაღრესად სასიამოვნო სუნები.
·
სუნის ამ „სუბიექტურ“ ელფერთანაა დაკავშირებული ის
გარემოება, რომ არც ერთ ენაში არ არის სუნის სახეთა აღსანიშნავი სახელები, როგორც ეს
ხდება ფერებისა და გემოს შემთხვევაში (ლურჯი, ყვითელი, ტკბილი და ა.შ).
სუნს მისი მატარებელი საგნის მიხედვით აღნიშნავენ
(„ვარდის სუნი“, „ნავთის სუნი“
და ა.შ).
ხ
·
ყნოსვას ძლიერი „ადაპტაცია’’ ახასიათებს.
·
როდესაც ოთახში რაიმე სუნია, ჩვენ საკმაოდ მალე ისე
ვეგუებით მას, რომ საერთოდ ვეღარ ეგრძნობთ.
ხ
დ)“გემო’’.
·
„გემოს რეცეპტორები“, ე.წ. გემოს ბოლქქეები,
განლაგებულია ძირითადად ენის ზედაპირზე და,
ნაწილობრიე, რბილ სასაზე.
·
ისინი 10000-მდეა და
გემოს ოთხ „რომელობას“ გვაძლევენ: ტკბილი, მლაშე, მჟავე, მწარე.
·
გემოს თითოეული „რეცეპტორი“
კარგად რეაგირებს ერთ-ერთ მათგანზე
და, საკმაოდ სუსტად, ყველა დანარჩენზე.
·
„გემოს რეცეპტორების“
მგრძნობელობა საკმაოდ მაღალია.
მაგალითად, ადამიანი ამჩნევს სიტკბოს, თუ ერთი ჩაის კოვზი შაქარი ლიტრ წყალშია გახსნილი.
·
ყველა დანარჩენი
გემო ამ ოთხი ძირითადი გემოს კომბინაციას წარმოადგენს.
საცივში, მაგალითად, ოთხივე გემოა მოცემული, მაგრამ არა ცალ-ცალკე,
არამედ განუმეორებელი ახალი მთლიანობის სახით.
·
გემოს შეგრძნება ყოველთვის
„რთულია“, ჯერ ერთი იმ მხრივ, რომ იგი გემოს მარტივ გამღიზიანებელთა
(საჭმლის კომპონენტების) ზემოქმედებების შერევის შედეგია და, რაც მთავარია იმიტომ, რომ გემო გამოკვეთილად „ინტერმოდალური ხასიათისაა“.
·
რეალურად გემოს შეგრძნება
„სხვადასხვა სენსორული
სისტემების“ ურთიერთქმედებით წარმოიქმნება.
·
გემო „კონტაქტური’’ შეგრძნებაა,
გამღიზიანებელი უშუალოდ უნდა შეეხოს მის ორგანოს.
ცხადია, ამ შემთხვევაში წარმოიქმნება შეხებისა
და ტემპერატურის შეგრძნებებიც.
·
გემოს
ყოველთვის
ერთვის სუნის შეგრძნება,
და ამდენად, ის, რასაც ჩვეულებრივ გემოს ვუწოდებთ, მარტო
გემო კი არ არის, არამედ „რამდენიმე
მოდალობის“ შეგრძნების
თავისებური სინთეზი.
·
ყველამ იცის, რომ ერთი და იგივე საჭმელს განსხვავებულ
გემო აქვს იმის მიხედვით, ცხელია ის თუ
ცივი, მაგარია თუ რბილი, ნედლია
თუ ხმელი და ა.შ.
·
ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს სუნი თამაშობს.
·
სურდოს
დროს ყნოსვის დაკარგვის
შედეგად გემოსაც სუსტად ვგრძნობთ.
ხ
·
გემოს შეგრძნებას ახასიათებს
ძლიერი „კონტრასტის’’ მოელენები.
·
მაგალითად, ოდნავ
მომჟავო საჭმელი გვეჩვენება ძალიან მჟავედ
თუ მას ტკბილის შემდეგ გავსინჯავთ და პირიქით.
ხ
ე)“შეხება“
·
„შეხება’’ არსებითად, კანის შეგრძნებაა.
·
მაგრამ კანი არ არის „ერთი’’ მარტივი რეცეპტორი.
·
კანში „რამდენიმე სახის“ რეცეპტორი
მდებარეობს და „განსხვავებულ შეგრძნებებს“ გვაძლევს.
ესენია:
a.
„შეხების“[ ანუ ტაქტილური] შეგრძნება
b.
„სითბოს“-სიცივის ანუ ტემპერატურის შეგრძნება
c.
„ ტკივილის’’ შეგრძნება
d.
„ საკუთრივ შეხების“ შეგრძნება მხოლოდ დაწოლვის სხვადასხვა ინტენსივობის
განცდას გვაძლევს.
ზოგი ავტორი ამათთან
ერთად „
e.
ვიბრაციის“,
f.
„ღიტინის“
g.
დ „ქავილის“ რომელობებსაც ასახელებს.
·
სამაგიეროდ, „სხვა მოდალობათა“ რეცეპტორების
ანუ არა კანის] გაღიზიანებასთან ერთად აღმოცენდება „შეხების“ (ტაქტილური) ისეთი მრავალსახოვანი შეგრძნებები,
როგორიცაა:
ა) სიმაგრე,
ბ)სირბილე, გ)სიმახვილე,
დ)ხორკლიანობა, ე)სინოტივე, ვ)სიმშრალე, ზ)ფხვიერება და ა.შ
ეს შეგრძნებები „ინტერმოდალური’’ ხასიათისაა, ე.ი. „რამდენიმე სახის რეცეპტორის ერთდროული
გაღიზიანებით გამოიწვევა“.
·
საკუთრივ „შეხების’’ გარდა აქ განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი ორგანოების „მოძრაობის“
კინესთეტიკური და „ტემპერატურის’’
შეგრძნებები.
მაგალითად, „ხორკლიანობა-სიგლუვის“ განცდა
Комментарии
Отправить комментарий