10.4 ემოციის თვისებები
სარჩევი:
2.ემოციის „პოლარობა“ და „ამბივალენტობა“
3.ემოციის „ინტენსივობა“ და „ხანიერება“
4.ემოციის „ექსტენსივობა“ და „სიღრმე’’
1.ემოციის „სუბიექტურობა“
· ემოციების ერთ-ერთ ძირითად, განსაკუთრებით „შემეცნებითი[კოგნიტური] პროცესებისაგან“ განმასხვავებელ თვისებას - მათი „სუბიექტურობა“ შეადგენს.
ხ
· ემოცია ყველა სხეა ფსიქიკურ პროცესთან შედარებით „უფრო სუბიექტურად“, „პიროვნებაში ჩანერგილად“ განიცდება, როგორც სუბიექტში, “მე”- ში მიმდინარე პროცესი.
· ამ მხრივ იგი[ემოცია] „აღქმის“ ანტიპოდია.
აღქმა ხომ „პიროენებისაგან გამოყოფილად“ განიცდება – როგორც „ჩვენ გარეთ არსებული“, „ჩვენგან დამოუკიდებელი“, „ობიექტური საგანი“.
ჩვენ „საგანს“ განვიცდით და არა მის აღქმას.
თვით აღქმა არ განიცდება, დაახლოებით ისე როგორც სათვალის გამჭირვალე შუშა, როდესაც
საგანს სათვალეში ვუყურებთ.
ხ
· ემოცია „სუბიექტურია“ არა მხოლოდ „განცდის“, არამედ „ფუნქციის“ მხრივაც – იგი[ემოცია] თვით სუბიექტის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.
· „სხვადასხვა სახის ემოციებს“ მეტ-ნაკლები „სუბიექტურობა“ ახასიათებს.
ხ
·
ემოცია „სუბიექტურია“ სხვა მნიშვნელობითაც, კერძოდ „ემოციის შინაარსი“
დამოკიდებულია სუბიექტის, პიროვნების
„მდგომარეობაზე“;
·
ემოცია „სუბიექტურად“
ცვალებადობს ერთი და იმავე „ობიექტურ“ პირობებში.
·
ამ მხრივ აღსანიშნავია ემოციის როგორც დიდი „ინტერინდივიდუალური
განსხვავებულობა“ (ეს გარემოება ასახულია ძველი რომაელების
ანდაზაში – “ გემოვნებაზე არ დავობენ”),
ისე „ინტრაინდივიდუალური ცვალებადობა“
: ანუ ერთი და
იგივე საგანი ან ობიექტური ვითარება ხშირად იწვეევს არსებითად განსსვავებულ გრძნობებს
არა მხოლოდ სხვადასხვა ადამიანში, არამედ ერთი და იმავე ინდივიდშიც კი, მისი შინაგანი
მდგომარეობის გამო (ანუ
ის, რაც ერთ წუთს „მოსწონს“, სხვა დროს „არ მოსწონს“
და ა.შ.].
ხ
2.ემოციის „პოლარობა“ და „ამბივალენტობა“
·
ემოციების სპეციფიკურ თვისებას მათი პოლარული ხასიათი შეადგენს.
·
ემოციებს ერთიმეორის საწინააღმდეგო, პოლარული მიმართულება ახასიათებს.
·
ყოველი გრძნობა ან დადებითი ან უარყოფითია – ან სიამოვნების ან უსიამოვნების ელფერს ატარებს:
a. სიხარული-მწუხარება;
b. სიყვარული-სიძულვილი;
c. მხიარულება-მოწყენილობა
და ა.შ.
ხ
·
ზოგჯერ პოლარული,
სიამოვნება-უსიამოვნების პოლუსებზე განლაგებული ემოციების შერწყმა ხდება ერთიანი, თვისებრივად ახალი და სპეციფიკური გრძნობის სახით.
ემოციების ამ თვისებას ამბივალენტობა (“ორპოლუსიანობა”) ეწოდება.
ხ
·
„ამბივალენტური
ბუნებისაა“, მაგალითად, ე.წ. “მძაფრი განცდები”, სიამოვნების სპეციფიკური
გრძნობები, რომელთა აღმოცენებაში მნიშვნელოვანია
„საშიშროება“.
·
ეს ის ემოციებია, რომელთაც ადამიანი განიცდის „ძალიან სწრაფი ქროლის“, „დიდი სიმაღლიდან დაშვების
ან ჩამოხტომის დროს“
და ა.შ.
ხ
·
„ამბივალენტურის’’ ხასიათისაა- „სიდიადის გრძნობა“, რომელიც გვეუფლება „ბუნების გრანდიოზულ მოელენებთან“
შეხვედრისას.
ხ
·
„ამბივალენტური“ ბუნებისაა „ეჭვიანობის“ , „სასიამოვნოს მოლოდინის“ და მრავალი სხვა
ემოციური განცდა.
ხ
3.ემოციის „ინტენსივობა“ და „ხანიერება“
·
„ყველა“ ემოცია სხვადასსვა შემთხვევაში მეტ-ნაკლებად
„ინტენსიურია“. [მეტ-მაკლები ძალისაა]
·
ერთ შემთხვევაში „ძლიერ სიხარულს“ განვიცდით,
მეორე შემთხვევაშიც „გვიხარია,
მაგრამ ნაკლებად“ და ა.შ.
·
ამასთან, „ინტენსივობით’’ დიდად განსხვავებული ერთი და იმავე სახის „გრძნობები“, გარკვეულ ფარგლებში,
„თვისებრივადაც“ იცვლება.
·
მაგალითად, „სუსტი“ და „ძლიერი’’ სიხარული
თვისებრივადაც განსხვავდებიან.
ხ
·
ემოციები დიდად განსხვავდებიან „ხანიერებითაც “, ანუ „დროში განფენილობითაც’’.
·
ზოგი ემოცია
„ძალიან სწრაფწარმავალია“
(მაგ, აფექტი), სოლო ზოგი წლების განმავლობაში და ზოგჯერ მთელი შეგნებული ცსოვრების განმავლობაში
გრძელდება (მაგ, რაიმე სახის „ვნება’’).
·
ხაზგასასმელია, რომ „ხანიერება“ არა მხოლოდ
გრძნობის[ემოციის] „სახეზეა“ დამოკიდებული,
არამედ პიროენების თავისებურებებზეც, განსაკუთრებით მის ტემპერამენტზე (იხ. თავი
VIII).
ხ
4.ემოციის „ექსტენსივობა“ და „სიღრმე’’
·
ემოციის „ექსტენსივობა“ ეწოდება მის „გავრცელებულობას“
ინდივიდში.
·
ემოცია ,ზოგადად, „მთლიანი ინდივიდის“ მდგომარეობაა, მაგრამ სხვადასხეა ემოცია ამ მხრივ მაინც განსხვავებულია:
·
ზოგი ემოცია
(მაგ. „გუნება“) „განსაკუთრებით
დიდი“ ექსტენსივობით
ხასიათდება – იგი მოიცავს მთელ პიროვნებას და მეტ-ნაკლებ გავლენას
ახდენს მის ყველა განცდაზე.
·
იმის მიხედვით, რა გუნებაზეა ადამიანი, ობიექტურად ერთი და იგივე მოვლენა განსხვავებული
ემოციური ტონით განიცდება.
ხ
·
ხოლო , „სუსტი
ექსტენსივობის ემოცია“ სხვა განცდებზე გავლენას
არ ახდენს.
·
მაგ. „წამლის უსიამოვნო გემოთი გამოწვეული გრძნობა’’ არ ცვლის „სიამოვნების განცდას,
რომელსაც ლამაზი
ლექსი ან პეიზაჟი აღძრავს’’
ხ
·
საზოგადოდ, „შემეცნებით[კოგნიტურ] პროცესებთან’’ შედარებით, ემოციებს პიროვნებაში მეტი “ჩანერგილობა” და, ამ აზრით,
მეტი „სიღრმე“ [!] ახასიათებს,
·
მაგრამ ამ
კუთხით[ ანუ „სიღრმით’’] ემოციები ერთმანეთისაგანაც დიდად განსხვავდებიან.
·
ზოგი ემოცია
„უფრო ღრმად“ ჩასწვდება ხოლმე პიროვნებას,
რომ „ცვლის“ კიდეც მას[პიროვნებას],
·
ზოგი ემოცია კი იმდენად “ზედაპირულია”,
პერიფერიულია, რომ სულ
უკვალოდ გაქრება ხოლმე.
ხ
·
ემოციის „ექსტენსივობა“ და „სიღრმე“ არ არის პირდაპირ კაეშირში მის „ინტენსივობასთან“.
ხ
·
„ექსტენსიური’’[ანუ ყოვლისმომცველი] შეიძლება იყოს „სუსტი“ ემოციაც (მაგ, „გუნება“[ანუ განწყობა]) და „ძლიერი“ ემოციაც (მაგ, აფექტი).
·
იგივე ითქმის ემოციის „სიღრმეზეც’’ .
·
ანუ „ღრმა’’ შეიძლება იყოს „სუსტი“ ემოციაც და „ძლიერი“ ემოციაც, ასევე „ზედაპირული’’ გრძნობა შეიძლება იყოს „სუსტი“ ემოციაც და „ძლიერი“ ემოციაც.
·
მაგ. „კბილის ძლიერი ტკივილით გამოწვეული წუხილის გრძნობა“
შეიძლება უაღრესად „ძლიერი’’[ინტესიური] იყოს, მაგრამ იგი არ
არის „ღრმა“
– ტკივილთან ერთად ისიც ქრება, ისე რომ პიროვნებაში კვალს
არ ტოვებს.
·
და პირიქით, ახლობლისგან მცირე წყენაც კი „ღრმა“
პირადული გრძნობაა.
.jpg)
Комментарии
Отправить комментарий