10.3 გრძნობისა და ემოციის ძირითადი სახეები

 


სარჩევი:

ემოცია და გრძნობა [განსხვავება] 1

გრძნობათა სახეები. 1

ემოციათა სახეები. 2

 1.აფექტი. 2

  2. ვნება. 3

 3. „გუნება“[განწყობა] 4

4.„შფოთვა“ 5

ემოციური სტრესი. 7

 

 

 

 ემოცია და გრძნობა [განსხვავება]

 

·        კლასიკურ ფსიქოლოგიაში ასვავებდნენ ამ ორ ცნებას.

·        ემოციაში იგულისხმებოდა სუბიექტის მთლიანობითი განცდა, მისი შინაგანი მდგომარეობა: შიში, მწუხარება, სიხარული, ბრაზი და ა.შ.

·        გრძნობაში კი  იგულისხმება  ობიექტზე გადატანილი განცდა.

გრძნობებს ისე განვიცდით თითქოს ის თვით საგნის თვისება ყოფილიყოს და არა ჩვენი განცდა.

მაგ. „საინტერესოა“ - ეს რომანი, მშეენიერია“ - ეს პეიზაჟი, საზიზღარია“- ეს ქვეწარმავალი ან ადამიანის ეს საქციელი.

გრძნობები  ემოციებთან შედარებით უფრო ობიექტურია.

·        მაგრამ გრძნობები უფრო სუბიექტურია  აღქმებთან შედარებით: მაგ. ერთი და იგივე ფერი ან საქციელი[ობიექტი] ერთ ადამიანს დადებითად, ლამაზად ან საინტერესოდ ეჩვენება[აღიქვამს], მეორეს კი – საზიზღრად.

·         ამ აზრით გრძნობა სუბიექტის’’[ინდივიდის] შთაბეჭდილებაა[!!] და არა საგნის ობიექტური თვისება.

გრძნობათა სახეები

 

·        ერთმანეთისგან ანსხვავებენ მარტივ და რთულ გრძნობებს.

·         მარტივს უწოდებენ გრძნობებს, რომელებსაც იწვეეს საგნის სენსორული თვისება“[გრძნობის ორგანოებთან დაკავშირებული თვისება]: ლამაზი ფერი, საზიზღარი გემო, უსიამოვნო ხმა და ა.შ

·        რთულს კი უწოდებენ გრძნობებს , რომლებიც უფრო შინაარსეული მოვლენითაა გამოწვეული:მაგ  სურათის აღქმით, საინტერესო ინფორმაციით, კეთილშობილი საქციელით და სხვ.

·        ასევე ანსხვავებენ ოთხი სახის გრძნობას:  ა)ესთეტიკურს, ბ)ინტელექტუალურს,გ) მორალურს და დ)პრაქსილურს.

·        ესთეტიკური გრძნობები სილამაზის განცდას გულისხმობს ხელონებაში, ბუნებაში, ადამიანებში.

·        ინტელექტუალური ის გრძნობებია, რომლებიც შემეცნებით პროცესთანაა დაკავშირებული, როგორიცაა, მაგალითად, გაკვირვება, ცნობისმოყვარეობა, ეჭვი და ის უნიკალური განცდა, რომელიც ეუფლება მეცნიერს, გამომგონებელს ძნელი პრობლემის გადაჭრისას.

·        მორალური გრძნობები აღმოცენდება საზოგადოებრივი ურთიერთობის პროცესში, ადამიანის ქცევის მორალურ (ზნეობრივ) ღირებულებებთან შედარების საფუძველზე. სხვა ადამიანის[ან საკუთარი]  ქცევა შეიძლება შე-ფასდეს როგორც ამორალური ან პირიქით, ზნეობრივი და განიცება როგორც სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა.

·         პრაქსილური გრძნობები (სიტყვიდან პრაქტიკა) – ესაა მოქმედებაში მიღწეული წარმატების ან წარუმატებლობის უშუალო განცდა. ამ გრძნობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ქცევის მოტივაციაში.

 

ემოციათა სახეები

 

·        გრძნობებისაგან განსხეავებით, ემოციები მთლიანპიროვჩული ხასიათისაა და  უფრო მეტად არიან დაკავშირებული ქცევის რეგულაციასთან.

 

·        ემოციათა სახეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ძირითადი ჯგუფები:

 

1.აფექტი

 

·        „აფექტი ‘’ესაა   -„ერთბაშად წამოჭრილი“, „სწრაფად წარმავალი“, „მწვავე და უკიდურესად ინტენსიური[ძლიერი]“ ემოცია, რომელიც ა)მისი განცდის მომენტში ეუფლება „პიროვნებას“, ბ)წარმართავს მის „ქცევას“ და გ)“ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებებით’’ ხასიათდება.

·        აფექტის დროს უაღრესად ირღვეეა წონასწორობა სუბიქტსა და გარემოს შორის, ისე რომ ადამიანი „ობიექტურად“ ვერ აფასებს შექმნილ მდგომარეობას და რეაგირებს მიზანშეუწონლად[ანუ არადეკვატურად], ხშირად ქაოსურად.

·        აფექტის დროს ადამიანის „ცნობიერება“  ვიწროვდება; აფექტი აღარ უტოვებს ადგილს „სხვა’’  განცდებს – ცნობიერების შევიწროებულ ველში აღარ შემოდის „სხეა“ შინაარსები. ამიტომაა, რომ აფექტით შეპყრობილ ადამიანს არ ესმის ხოლმე მისკენ მიმართული რჩევისა და დამშვიდების სიტყვები.

·        აფექტის დროს ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად მსჯელობა, მოცემული პირობების ან თავისი ქცევის საღი შეფასება.

·        ძლიერი აფექტი ადამიანის ქცევის დეზორგანიზაციას[მოშლას] იწვევს; ადამიანი კარგავს თავისი ქცევის შეგნებული რეგულაციის უნარს.

·        აფექტის  მდგომარეობა არ გრძელდება დიდხანს: აფექტი მცირე ხანიერებით ხასიათდება, მას “ფეთქებად“ ემოციას უწოდებენ – იგი უცბად იფეთქებს და უცბად გაივლის.

·        ამასთან, აფექტს ახლავს  „ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებანი“: გულისცემის, სუნ-თქვის, სისსლის მიმოქცევისა და სხვა სხეულებრივი პროცესების მკვეთრი ცვლილებები.

·        აფექტია, მაგალითად, „ძლიერი რისხვა“[„რისხვის აფექტი’’], რომელიც იპყრობს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაადენინოს, რასაც იგი განზრახ არასოდეს მოიმოქმედებდა; ან, მაგალითად, „ძლიერი შიში“[„შიშის აფექტი’’], რომელიც იპყრობს ადამიანს და წარმართავს მის ქცევას ზოგჯერ თვით სუბიექტისთვის მოულოდნელი მიმართულებით (ე.წ.“პანიკური შიში“).

·        აფექტის“  სახით შეიძლება იყოს განცდილი „ძლიერი სიხარული“ („სიხარულის აფექტი“) ან „ძლიერი მწუხარება’’ [„მწუხარების აფექტი’’]და სხვა.

·        აფექტებს ყოფენ ორ დიდ ჯგუფად[ორ სახეობად]: სთენიკურ (სიძლიერის) და ასთენიკურ (სისუსტის) აფექტებად.

·        სთენიკური აფექტებისთვის დამახასიათებელია „თანხმლები სხეულებრივი პროცესების“ გაძლიერება და, საზოგადოდ, ინდივიდის მოძრაობათა და ფსიქიკური პროცესების „გაცხოველება“; გულისცემა და სუნთქვა ძლიერდება, სისხლძარღვები ფართოედება, კუნთების ძალა მატულობს, აზრები და წარმოდგენები სწრაფად მიმდინარეობს აფექტით ნაკარნახევი მიმართულებით.

·        ტიპური სთენიკური აფექტია: რისხვის, სიხარულის, აღტაცების და სხვა აფექტები.

·        ასთენიკური აფექტებისთვის, პირიქით, დამახასიათებელია ყველა ზემოაღნიშნული პროცესის მოდუნება, შესუსტება და შენელება: სისხლძარღვები ვიწროედება, სუნთქვა ჩერდება, ადამიანი გაშეშდება, წარმოდგენებისა და აზრების მიმდინარეობა ფერსდება და ა.შ.

·        ტიპურ ასთენიკურ აფექტად თვლიან: შიშს, განცვიფრებას, დარდის აფექტს.

·        საზოგადოდ, აფექტის აღმოცენება დამოკიდებულია ადამიანის თავისებურებაზემის ტემპერამენტზე და ა.შ. ( ყურადღება: ზოგი ადამიანისთვის აფექტი უცხოა), ა

·         აფექტის შემასუსტებელი და გამაძლიერებელი გამოვლინებაც სასიცოცხლო პროცესების მიმართ დამოკიდებულია არა მხოლოდ თვით „აფექტის სახეზე“ (მაგ, რისხვის აფექტია ეს თუ შიშისა), არამედ „პიროენების’’ ტიპზეც.

მაგ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი „დარდის აფექტსაც“ ძლიერი სთენიკური გამოვლინებებით განიცდის.

·        აფექტის განცდის გამოვლინება დამოკიდებულია აგრეთვე მოცემული აფექტის „ინტენსივობაზეც’’[სიძლიერეზე] და მთელ იმ „სიტუაციაზე“, რომელშიც ის აღმოცენდება ანუ რა განცდები უსწრებდა მას წინ, რამღენად ხანგრძლივი იყო ეს ემოცია, რომელიც აფექტში გადაიზარდა.

 2. ვნება

 

·        „ვნება’’ ეს არის  ა)ინტენსიური და ბ)მეტად ხანიერი (მტკიცე) ემოცია, რომელსაც ახასიათებს სუბიექტის „ინტენსიური[ძლიერი] სწრაფვა’’   „გრძნობის საგნის“ მიმართ.

·        „ვნება“ ინტენსივობის[სიძლიერის] მხრივ აფექტს უახლოვდება[ჰგავს].

·        აღმოცენების შემდეგ ის იპყრობს ადამიანს და ყველა მის ძალასა და სწრაფეას თავისი[ვნების] შესატყვისი მიმართულებით წარმართაეს.

·        დინამიკურობა“ ვნების „განსაკუთრებულად გამოხატული’’ თვისებაა.

 

ვნება არა მხოლოდ „ემოციური მდგომარეობაა“, არამედ აგრეთვე „ინტენსიური სწრაფვაც“ – იგი ადამიანს გარკეეული მიმართულებით სამოქმედოდ წარმართავს. [ამიტომაა ვნება „დინამიკური’’]

 

·        თუ ვნებით “ანთებული” ადამიანის მისწრაფება „ნებისყოფის მიზნებს’’ ემთხვევა, ეს ადამიანი იშვიათი შეუპოვრობით ახორციელებს მათ[ამ მიზნებს].

·        მაგრამ ვნებით შეპყრობილ, ვნებისადმი დამორჩილებულ პირს ძალა არ შესწეეს შეგნებულად „დასახული მიზნების მიმართულებით“ იმოქმედოს, თუ ეს „მიზნები“ ეწინააღმდეგება „ვნების მიმართულებას“.[ეს დაიმახსოვრე]

·        მაშასადამე,

ა)ვნება ადამიანის „ქცევისა“ და მისი „მოქმედების“ მნიშვნელოვანი, პიროვნებისეული საფუძველია.

ბ)ადამიანის ქცევაზე გავლენით ვნება უახლოვდება[წააგავს] აფექტს, სამაგიეროდ თავისი ხანიერებით[ხანგრძლივობით]  იგი აფექტის საწინააღმდეგოა.

 აფექტი ყველა სახის ემოციას შორის ყველაზე ხანმოკლე, სწრაფწარმავალი განცდაა. ვნება კი , პირიქით, ყველაზე უფრო ხანიერი და მტკიცე ემოციური მდგომარეობაა.

 

იგი[ვნება]გრძელდება წლებისა და ზოგჯერ ადამიანის მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე,

ვნება ქრონიკული ემოციური მდგომარეობაა, აფექტი კი მომენტალური,

 

თუმცა ცხადია, ვნების მეტ-ნაკლები სიმტკიცე ადამიანის „ინდივიდუალობაზეც“ არის დამოკიდებული

 ზოგ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ვნებათაშეცვლა“ ახასიათებს, ზოგის ცხოვრების შეგნებულ პერიოდს კი ერთი“ ვნება მართავს.

ვნებისშინაარსიც“ ადამიანის „თავისებურებებზეა“ დამოკიდებული.

 

მაგ. ტარიელი შეპყრობილი იყო „სიყვარულის ვნებით“;

მოლიერის ძუნწი – „გამდიდრების ვნებით“;

ზოგიერთ მთამსვლელს ალპინიზმით გატაცება „ვნებად“ აქვს გადაქცეული; ზოგირთ მონადირეს

„ნადირობის ვნება“ უჩნდება;

 კოლექციონერს (მაგ. ფილატელისტს) – „კოლექციონირების ვნება’’ და ა.შ.

 

 

3. გუნება“[განწყობა]

 

·        „გუნება – იგი როგორც ემოციათა თავისებური სახე ერთგეარად აფექტის საწინააღმდეგო განცდაა.

·        იგი[გუნება] არაა გამოკვეთილი, რაიმე „კონკრეტულ ობიექტზე“ მიმართული გრძნობა.

·        „გუნება“ მთელი სუბიექტისზოგადი“, „გაუნაწევრებელი“ ემოციური მდგომარეობაა, „გრძნობის ტონია“, რომელიც ყველა მის განცდას „თავისებურ ელფერს“ აძლევს.

·        ამ აზრით გუნებას განსაკუთრებით „დიდი ექსტენსივობა’’ [გაფართოება,გაზრდა] ახასიათებს – ის მთელ პიროვნებაზე, სუბიექტის „ყველა“ განცდაზე ვრცელდება.

·        როდესაც ადამიანი „მხიარულ გუნებაზეა“, მას ისეთი მოვლენაც ეჩვენება სასიხარულოდ, სასიამოვნოდ თუ მშვენივრად, რომელიც სხვა დროს სრულიად არ ეჩვენებოდა ასეთად.

·        „კარგ გუნებაზე’’ მყოფი პირი სინამდვილეს მართლაც „ვარდისფერი სათვალით“ უყურებს. პირიქით, ცუდ გუნებაზე’’ მყოფ ადამიანს ბევრი რამ ისეთიც ეჩვენება არასასიამოვნოდ, რაც სხვა დროს სიამოვნებას გვრიდა.

·        „გუნების“ კიდევ ერთ დამახასიათებელი თვისებაა „სუსტი ინტენსივობა“ – „გუნება’არ არის „ძლიერი“, „მწვავე’’ განცდა;

ამ მხრივაც იგი „აფექტის“ საწინააღმდეგოა.

·        გარდა ამისა, გუნებას ახასიათებს „დიდი ხანიერება“ –  ანუ იგი არ არის სწრაფმავალი გრძნობა. ამ კუთხითაც გუნება აფექტის საწინააღმდეგოა;

·        ერთი და იგივე „გუნება“[განწყობა]  შეიძლება გრძელდებოდეს დღეები, კვირები და თეეებიც კი.

 

4.„შფოთვა“

 

·        თავისებური და  მეტად გავრცელებული ემოციური მდგომარეობაა ე.წ. „შფოთვა’’

ხ.

·         შფოთვა“ ძირითადად ჩნდება მაშინ, როდესაც პიროვნება მოცემულ სიტუაციას განიხილავს, როგორც „სახიფათოს“, „ხელისშემშლელს“ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.

 

ასეთ დროს,ხშირად საქმე ეხება ძირითადი სოციალური მოთხოვნილებების „წარმოსახული მარცხის“ მოლოდინს.

 

პიროვნებას ეჭეი ეპარება, რომ შეძლებს მის წინაშე წარმოშობილი  ა)პროფესიული, ან ბ)ინტელექტუალური ან გ)ზნეობრივი პრობლემის გადაჭრას.

·        „შფოთვის მდგომარეობას“ იწვევს აგრეთვე მოულოდნელი არსებითი ცვლილებები კარგად შეგუებულ სიტუაციაში, მაგალითად, სამუშაოს პროფილის შეცელა, ახალ კოლექტივთან[ადამიანების ახალ ჯგუფთან] შეგუება,საცხოვრებელი ადგილის[ქვეყნის] შეცვლა  და ა.შ.

·        „შფოთვის მდგომარეობა“ ჩნდება ასევე  პოსტტრაემატულ ვითარებაში: ომის, ძალადობის გადატანის, მიწისძვრის შემდეგ და ა.

·        შფოთვის მკვლევარები არჩევენ შფოთვის სამ ძირითაღ ასპექტს:  

ა)შფოთვას როგორც „აქტუალურ ემოციურ მდგომარეობას“,

ბ)შფოთვას როგორც „პიროვნების მახასიათებელს“ და

გ)შფოთვას როგორც „მოტივაციის ფაქტორს“.

 

·        შფოთვის თითოეული ასპექტის  გასაზომად შემუშავებულია სპეციალური ტესტები და ხერხები.

 

1.       შფოთვა როგორცაქტუალურ ემოციური მდგომარეობა ‘’  ჩნდება მომავალი[მოსალოდნელი]  მარცხის, ფრუსტრაციის წარმოსახულ სიტუაციაში ;   ახასიათებს  )ინტენსივობა და  ) ფიზიოლოგიური და გარე გამოხატულებები (გაფითრება, კანკალი, ოფლიანობა, ძილის დარღვევა და სხვა).  

 

         შფოთვის ეს ასპექტი   იზომება .. „სიტუაციური შფოთვის" ტესტებით.

 

2.      შფოთვა, როგორც „პიროენული მახასიათებელი“, მიანიშნებს, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი მიდრეკილებით, აღიქვან სიტუაცია, როგორც საშიში.

 

ზოგისთვის, მაგალითად, ყოველგვარი შემოწმება, გამოცდა, საკონტროლო გამოსვლა, შეჯიბრი ძლიერ შფოთვას იწვევს,  ხოლო ზოგიერთი, „ემოციურად მდგრადი“ ადამიანი, ნაკლებად მწვავედ განიცდის ამ სიტუაციებს.

 

ეს თავისებური რეაქციები პიროვნების მუდმივ მახასიათებლად იქცევა.

 

შფოთვის ამ ასპექტებს არკვევენ ე.წ. „პიროვნული შფოთვის“ ტესტებით, რომლებიც ზომავენ ინდივიდის შფოთიანობის საერთო დონეს.

 

3.      „შფოთვის“ მესამე ასპექტი[შფოთვას როგორც „მოტივაციის ფაქტორი“] გულისხმობს მის გავლენას რაიმე მოქმედების შესრულების ეფექტურობაზე.

 

არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომელიც ადგენს „შფოთვის დონის“ კავშირს სასწავლო, შრომითი, სპორტული ქცევის წარმატებასთან.

 

უმრავლეს შემთხვევაში ნაჩვენებია, რომ „მეტისმეტად მაღალი შფოთვა“ არღვევს მოქმედებას (თუ ის საკმაოდ რთულია), ზრდის შეცდომების რაოდენობას.

 

„მეტისმეტად დაბალი შფოთვის დონე“ ინდიფერენტულს ხდის ადამიანს ქცევის მიმართ.

 

„შფოთვის საშუალო დონე“   ქმნის ქცეეის ოპტიმალური მოტივაციის პირობას, ხელს უწყობს პიროვნების მაქსიმალურ შესაძლებლობათა გამოვლენას.

 

ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპეეტები ახდენენ „შფოთვის ინტენსივობის“ დიაგნოსტირებას და ამის საფუძველზე იძლევიან გარკვეულ რეკომენდაციებს „ჭარბი შფოთვისაგან განსატვირთად“, „თვითრეგულაციის უნარის“ შესამუშავებლად, განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავენ „სპეციალურ ხერხებს“  პიროვნების ამ მხარის მოსაწესრიგებლად.

 

ემოციური სტრესი

 

·        სტრესი, მრავალი ავტორის აზრით, არის ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური ფენომენი.

·        ინგლისური სიტყვა სტრესს ზეწოლას, დაძაბვას სიშნავს, მაგრამ დღეს ეს სიტყვა ყველა ენაში იხმარება როგორც მეცნიერული ცნება, რომელიც აღნიშნავს ადამიანის მთლიანობით ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პასუხს მისთვის ექსტრემულ ვითარებაზე.

·        პირველად, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში, „სტრესის’’ ცნება ჩამოაყალიბა კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ, რომელიც მას განისილავდა როგორცორგანიზმის მთლიანობით საადაპტაციო რეაქციას ძლიერ და ხანგრძლიე გამღიზიანებელზე.“

·        სელიე არჩევდა სტრესის სამ სტადიას.

 

1.პირველი, განგაშის სტადიახდება ორგანიზმის ფსიქოფიზიკური ძალების მობილიზაცია საფრთხესთან საბრძოლველად.

2.თუ სტრესული სიტუაცია ჭიანურდება, დგება მეორე, წინააღმდეგობის სტადიაგრძელდება ორგანიზმის სისტემების გაძლიერებული მოქმედება; იგი ცდილობს დაძლიოს საფრთხებრძოლის ან  გაქცევისგზით.

3. მესამე, გამოფიტვის სტადია დგება მაშინ, თუ ვერ მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება ან განეიტრალება. ფიზიოლოგიური რესურსების შეზღუდულობის გამო მიმდინარეობს ძალების თანდათანობითი დაქვეითება, ორგანიზმი ვეღარ იცავს თავს სტრესოგენული ფაქტორებისაგან, მისი ფუნქციობა ირღვევა. „გამოფიტვის“ მდგომარეობაში იზრდება მიდრეკილება დაავადებებისადმი, ხოლო უკიდურეს შემთხვევებში მას მოჰყვება კოლაფსი და სიკვდილი.

·        სტრესს მრავალი ფაქტორი იწვევს. იგი ჩვენი ცხოვრების თანმხლებია.

·        სტრესის გამომწეევ ფაქტორს სტრესორი ეწოდება.

·        სტრესორი შეიძლება იყოს

a.      ფიზიკური ზემოქმედება: მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, სმაური, ტკივილი,

b.      ფიზიკური დატვირთვა;

c.      საოჯახო ვითარებები: ახლობლების ავადმყოფობა და სიკვდილი, გაყრა, საოჯახო ძალადობა და სხვა.

d.     ცხოვრების მაღალი ტემპი,

e.      ინფორმაციული გადატვირთვა,

f.       კონკურენცია,

g.      უმუშეერობა

h.      სამსახურეობრივი პრობლემები,

i.       საგამოცდო სიტუაციები,

j.       ბუნებრივი სტიქიური მოვლენები მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა

k.      საზოგადოებრივი კატასტროფები: ომი, ტერორიზმი და სხვა.

·        სტრესორების სუბიექტური სიძლიერე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულიკულტურის თავისებურებაზე“.

·        ის, რაც ერთ კულტურაში ძლიერ სტრესს იწვეეს, მეორე კულტურაშიჩვეულებრივ მოელენად“ განიხილება.

·         მასშტაბურ კულტურათაშორის გამოკელევაში, რომელიც მოზარდებზე ჩატარდა, ნაჩვენები იქნა, რომ ქართველი მოზარდებისათვის ყველაზე ძლიერ სტრესორად დასახელდა ახლობლის მძიმე ავადმყოფობა“, ხოლო შვეიცარიელი მოზარდებისთვის პირველ ნომრად დასახელდა საყვარელი ცხოველის დაღუპვა“.

·        სტრესორის სიძლიერე დამოკიდებულია მრაეალ ფაქტორზე.

·        მაგალითად, მოულოდნელად წარმოქმნილი უარყოფითი სიტუაცია“ გაცილებით უფრო ძლიერი სტრესორია, ვიდრე იგივე უსიამოენება, რომელისთეისაც შინაგნად მზად ვიყავით“.

·        კიდეე ერთი მხარეა სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა“, მაგალითად, „სამუშაოს დაკარგვის“  ანურთიერთობის გაწყვეტის“  სტრესოგენული ძალა[სტრესის სიძლიერე]  გაცილებით მეტია, თუ ამის ინიციატორიჩეენ’’  კი არა, „მეორე“ მსარეა.

·        განარჩევენმწვავე სტრესს დაქრონიკულს.

·        მწვავე“ სტრესს აქვს მკაფიოდ გამოხატული დასაწყისი და დასასრული.

·        ხოლო ქრონიკული“ სტრესი დროში უსაზღვროდ განფენილი აგზნების მდგომარეობაა, რომელსაცმუდმივმოქმედი სტრესორი იწ;ვეეს, მაგალითად, ა)წარუმატებელი ქორწინება, ბ)შეცდომით არჩეული პროფესია და სხვა.

·         სტრესის შესწავლას ათასობით გამოკელევა ეძღვნება.

·        განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესის შესწავლაგამოყენებითი ფსიქოლოგიის“ თვალსაზრისით: სპორტის ფსიქოლოგიაში, სამედიცინო, პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში.

·        ზოგ პროფესიაში განსაკუთრებით მაღალია სტრესის აღმოცენების ალბათობა,

მაგალითად, ენერგოსისტემების ოპერატორებისთვის, ავიადისპეჩერებისთვის და სხვა.

·        დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ქვეყნებში ჯამურად ყველაზე სტრესოგენული პროფესიაა სკოლის მასწავლებლობა, შემდეგექიმობა და შემდეგპოლიციელობა.

·        განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებაჯანმრთელობაზე სტრესის გავლენის“ საკითხს.

·        დღევანდელი ფსიქოსომატური მედიცინა ამ გავლენას უდავოდ მიიჩნევს.

·        დიდია სტრესის როლი ისეთი დაავადებების აღმოცენებაში, როგორიცაა : კუჭის წყლული, ჰიპერტონია, ბრონქიალური ასტმა, დიაბეტი, სექსუალურიდარღვევები და სხვა.

·        უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილია ორგანიზმზე სტრესის უარყოფითი გავლენის მთავარი მექანიზმები.

·        როგორც ითქვა, სტრესორისადმი წინააღმდეგობის გაწევაგამოფიტვას“ იწვევს, რის გამოც ორგანიზმი თავს ვეღარ იცავს არა მხოლოდსტრესოგენური ფაქტორისაგან“, არამედ სხვა მავნე ზემოქმედებებისაგანაც; მისი ფუნქციონირება ირღვევა და გზა ესსნება სნეულებებს.

·        ერთ შემთხვევაში ორგანიზმის რეაგირება სტრესზე ხელს უწყობს ზედმეტი მჟავის გამომუშავებას საჭმლის მოსანელებლად, რაც აზიანებს კუჭისა და წვრილი ნაწლავის დამცველ ქსოვილს და იწეევს წყლულებს;

·        მეორე შემთხვევაში  სტრესორების ზემოქმედება იწვევს არტერიების კედლების შემავიწროვებელი ნატრიუმისა და სითსის დაგროვებას და, შედეგადჰიპერტონიას და იშემიას.

·        განსაკუთრებით დამანგრევლად მოქმედებს ქრონიკული სტრესი იმუნურ“ სისტემაზე, რაც ძირითადად ე.წ. სტრესის ჰორმონის”, კორტიზოლის სეკრეციის შედეგია.

·        სტრესში მყოფთ უფრო ადვილად ეყრებათ სხვადასხვა ინფექციები, ბაქტერიები, ვირუსები და ..

·        შესაბამისი დაავადებებიც უფრო რთულად მიმდინარეობს.

·        იმუნიტეტის დაქვეითების გამო სტრესი მაღლა წევს კიბოთი დაავადების ალბათობასაც. მუდმივი ელექტროშოკით გამოწვეული სტრესის პირობებში მყოფი ცხოველები უფრო ხშირად ავადდებიან კიბოთი, როცა მათ ექსპერიმენტულად უნერგავდენ ავთვისებიან უჯრედებს.

·         აშშ-ს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში დეპრესიის ან მძიმე დანაკარგის შემდეგ, იზრდება ონკოლოგიური. პათოლოგიის საშიშროება.

·        შვედეთში ჩატარებული ფართომასშტაბიანი გამოკვლევის თანახმად, კიბოთი დაავადების რისკი 55-ჯერ მეტი აქვთ იმათ, ვინც სამსახურში მუდმივი სტრესის ქვეშაა.

·        შემუშავებულია სკალა, რომელიც საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს ცხოვრებისეული მოვლენების სტრესოგენული გავლენა ჯანმრთელობაზე.

·        იგი შეიცავს სტრესის გამომწვევი ფაქტორების ვრცელ ჩამონათვალს.

·        თითოეულს მინიჭებული აქვს გარკეეული ქულა, რომელიც სტრესოგენულობის ხარისხს აჩვენებს.

ყველაზე მეტი ქულა მიეწერა მეუღლის სიკვდილს – 100.

შემდეგ მოდის ოჯახის დანგრევა,

ციხეში ჩაჯდომა..

ყველაზე დაბალი ქულა მიეწერა კანონის უმნიშვნელო დარღვევას, მაგალითად, უადგილო ადგილას ქუჩის გადაკვეთას და აშ.

·        კვლევაში  მონაწილე ადამიანი აღნიშნავს, რომელი მოვლენა შეეხო პირადად მას დროის გარკვეულ პერიოდში.

·        ქულების ჯამი გამოხატავს სტრესის „საერთო მაჩვენებელს“.

·        ამ სკალით უამრავი გამოკვლევაა შესრულებული, მათი საერთო შედეგი ერთმნიშენელოვნად ადასტურებს სტრესისა და დასნეულების მაღალ კორელაციას.

კერძოდ, 300-ზე მეტი ქულა დასნეულების მაღალ რისკზე მიუთითებს;

150-300 ქულაშემდგომი ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების რისკი დაახლოებით 50%-ის ტოლია.

·        ცხადია, ყველა ერთნაირად არ რეაგირებს სტრესორებზე. შესაბამისად, სტრესის საზიანო მოქმედებაც განსსვავებულია.

·         ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშენელობა აქვს იმას, ადამიანი ოპტიმისტია თუ პესიმისტი.

·        კაპიტულანტური დამოკიდებულების“ უარყოფითი შედეგები არაერთი გამოკვლევით არის დადასტურებული.

·        სტიქიური მოვლენები, ტექნოლოგიური კატასტროფები, ძალადობა, ომები და . . უძლიერესი სტრესორებია და იწვევენ .. „პოსტრავმატული სტრესის სინდრომს.

·        პოსტრავმატული სტრესის სიმპტომებია: მატრავმირებელი მოელენის აკვიატებული მოგონებები, მძიმე განცდები ცხადში თუ სიზმარში, გადარჩენის გამო დანაშაულის განცდა, ემოციურიგაცივება”, ინტერესის დაკარგვასხეა“ მოელენებისა თუ ადამიანების მიმართ, უძილობა, ყურადღების გაფანტულობა და ..

·        ეს რეაქცია შეიძლება იყოს შედარებით ხანმოკლე, მაგრამ შეიძლება წლებიც გრძელდებოდეს.

·        ამ შემთხეევაში უდიდესი მნიშენელობა ენიჭება სოციალურ თანადგომას;

·         რიგ შემთსვევაში კი საჭიროა ზოგადგამაჯანსაღებელი პროცედურების, ფარმაკოლოგიურ საშუალებათა და ფსიქოლოგიური დახმარების სპეციალური ფორმების გამოყენება (იხ. თავი XVI).

·        ადამიანის ფსიქიკა სტრესს, ასე ვთქვათ, საკუთარი ძალებითაც ებრძვის.

·        ფსიქოლოგია შეისწავლის არა მხოლოდ სტრესის აღმოცენების პირობებს, მის ბუნებას და მიმდინარეობას, არამედ მისი დაძლევის ხერსებსაც.[!]

·         ბოლოხსანს ფართოდ გავრცელდა ახალი ცნება სტრესის დაძლევა (დამუშავდა მრავალი სკალა იმის დასადგენად თუ რა გზებს მიმართაეს ადამიანი სტრესის დასაძლევად. ამ კვლევების პიონერებად ითელებიან ლაზარუსი და ფოლკმანი. მათი თეორიის მიხედვით ადამიანი სტრესის დროს მიმართავს ორ ძირითად გზას:

 

1.    „პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულს“

ან

2.      .. „ემოციურ ქოპინგს“ , [როცა  ადამიანი ა)გამოხატავს, ან უზიარებს სხვას თავის გრძნობებს, ან ბ) გადაერთვება სხვა საქმიანობაზე, ან გ)გადააფასებს სტრესის მნიშენელობას დაღებითი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით და სხვა.]

ამ  ძირითადი სტრატეგიების გარდა გამოყოფენ აგრეთვე

3.    სტრესისაგან გაქცევით რეაქციას“ ,როცა ადამიანი  მიმართვას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, სოციალური მსარდაჭერის ძიებას და რელიგიას.

 

მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სტუდენტი, რომელიც ჩაიჭრა გამოცღაზე.

ეს. ცხადია, სტრესული სიტუაციაა.

სტუდენტს შეუძლია :

a.      კარგად ისწავლოს საგანი და გადააბაროს (ეს იქნება პრობლემაზე ორიენტირებულ სტრატეგია);

b.      ან დაიწყოს ჩივილი, ან ჩსუბი (ეს იქნება ემოციაზე ორიენტირებული სტრატეგია )

c.      ან დათვრეს, ან ყველაფერი გამომცდელს გადააბრალოს, ან ჩათვალოს, რომ უნიჭოა და სწავლის გაგრძელებას აზრი არა აქვს (ეს იქნება „გაქცევაზე“ ორიენტირებული სტრატეგია ) და ..

 

·        ცხადია, ადამიანი ხშირად ორი-სამი სტრატეგიის  ნაზავს ირჩევს.

·        ამრიგად, სტრესის დაძლევის სტრატეგიები მოიცავს ადამიანისრეაქციათა“ საკმაოდ მდიდარ სპექტრს: დაწყებულიარაცნობიერი დაცვითი რეაქციებით“, დამთავრებულიკრიზისული სიტუაციების მიზანდასახული დაძლევით“.

·        სტრესის დაძლევის სტრატეგიების არჩევა  დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებზე“ დაასაკობრივ“ დაგენდერულ“ ფაქტორებზე.

·        სწორედ ამიტომ ძნელია შევაფასოთ ერთმნიშვნელოვნად ამ განსხვავებული  სტრატეგიების ეფექტურობა.

·         მაგრამ აქაც ჩაერთვის მრავალი ფაქტორი.[მაგ. „ცუდის’’ მოლოდინი]

 

ცხოველებზე ჩატარებულ გამოკელევებში ნათლად ჩანს, რომ დენის დარტყმა, რომელიც პერიოდულად მოქმედებს ცხოველზე და შესატყვისად დაკავშირებულია ტკივილის მოლოდინთან, ბევრად ადრე იწვევს წყლულს, ვიდრე მაშინ, როდესაც დენის დარტყმის მოლოდინი არ არსებობს.

·        ადამიანმა უნდა ისწავლოს[მონახოს]  სტრესის დაძლევის მისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია.

·        ამაშია ადამიანისემოციური სიმწიფის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები