10.2ემოცია და სხეული .ემოციური გამომხატველობა[ექსპრესია]
სარჩევი:
რა ხდება ორგანიზმში, როცა
ჩვენ რაიმე ემოციას განვიცდით.
„ჯეიმს-ლანგეს“ , „კენონ-ბარდის“
და
“ემოციის კოგნიტური შეფასების’’ თეორიები
ემოციური გამომხატველობა (ექსპრესია)
რა ხდება ორგანიზმში, როცა ჩვენ რაიმე ემოციას
განვიცდით.
· თანამედროვე გამოკვლევებით ცნობილია, თუ რა ხდება ორგანიზმში, როცა ჩვენ რაიმე ემოციას განვიცდით.
· ადრენალური გლანდის შიდა ნაწილი, მედულა, აგზავნის ორ ჰორმონს, ეპინეფრინს და ნორეპინეფრინს (ანუ „ადრენალინი „და „ნორადრენალინი“), რომლებიც ახდენენ „პერიფერიული ავტონომიური ნერვული სისტემის“ აქტივაციას.
· რაც ქმნისe.ე.წ „აგზნების მდგომარეობას“, ანუ. ა)აძლიერების „სიფხიზლის დონეს“ და ბ)ამზადებს ორგანიზმს „სწრაფი“ ქმედებისთვის.
· „აგზნების მდგომარეობაში“ ა)ფართოვდება თვალის გუგები, რათა რაც შეიძლება მეტი სინათლე შეგრძნოს; ბ)გული ძგერს სწრაფად; გ)სუნთქვა სშირდება დ)სისხლში იმატებს შაქრის შემცველობა, რაც სხეულს მოქმედებისთვის საჭირო ენერგიით ამარაგებს; e)სისხლი მუცლის არიდან მიეწოდება კუნთებსა და კანის ზედაპირს.
[ამიტომაა,
რომ როცა აღელვებულები, გაბრაზებულები
ან ძლიერ შეყვარებულები [აგნებულები] ვართ, მადა გვეკარგება – ჭამა არ გეინდა. ]
ყველაფერთან ერთად, ვ) მეხსიერება. კონცენტრაციისა და შესრულების უნარი
მაქსიმალურად უმჯობესდება.
· მაგრამ თუ ამ ჰორმონების დონე „ძალიან მაღალია“, თუ „ზედმეტად აგზნებულები ვართ“, მაშინ „ყურადრების კონცენტრაციისა“ და „მოქმედების შესრულების დონე უარესდება“ (ეს დაიმახსოვრე.][აქედან გასაგები ხდება, თუ ზოგჯერ რატომ არის ემოცია „ქცევის“ მადეზორგანიზებელი).
ხ
· თავის ტვინში პროცესების შესახებ ტრადიციულად[ადრე] მიაჩნდათ, რომ „სენსორული სიგნალები“ თალამუსის გავლით „ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქში“ მიემართება და იქიდან გაიცემა “ბრძანება” ამა თუ იმ „ემოციურ რეაქციაზე“.
· დღეს მეცნიერებმა იციან, რომ არსებობს „უფრო მოკლე გზაც“, იგი უშუალოდ აკავშირებს თალამუსს „ნუშისებრ ბირთვთან“, რაც იძლევა საშუალებას, „შეგრძნებათა ორგანოებიდან მიღებული სიგნალების ნაწილი“ ბირთვმა პირდაპირ მიიღოს.
· მაშასადამე, „ემოციური რეაქციები“ შეიძლება იყოს უფრო სწრაფი, ნუშისებრ ბირთვს შეუძლია გეაიძულოს ვიმოქმედოთ მანამ, სანამ უფრო ნელი [მაგრამ უფრო სრულად ინფორმირებული] ნეოკორტექსი (ანუ დიდი ჰემისფეროების ქერქი) – გამოიმუშავებს რეაგირების დეტალურ გეგმას.
· ამიტომაც ემოციური რეაქცია წინ უსწრებს კოგნიტურს. [ეს დაიმახსოვრე]
· ამიტომაა, რომ როდესაც, მაგალითად, გზის გადასვლისას ვხედავთ ჩვენკენ მოახლოებულ საბარგო მანქანას, ჩვენ კი არ ვიწყებთ მსჯელობას: “რამდენად ჭკვიანურია, რომ ახლა, როცა ეს მანქანა მიახლოვდება, გადავკვეთო გზა?”, არამედ მაშინვე ვრეაგირებთ (როგორც წესი, ადეკვატურად ანუ მიზანშეწონილად).
ხ
„ჯეიმს-ლანგეს“ , „კენონ-ბარდის“ და “ემოციის კოგნიტური შეფასების’’ თეორიები
· უკვე XIX საუკუნეში ფსიქოლოგიის კლასიკოსი უილიამ ჯეიმსი მიუთითებდა, რომ „შეუძლებელია აღწერო ემოცია სხეულებრივ გამოვლინებათა აღწერის გარეშე“.
· მართლაც, თუ აღწერ შიშს, არ შეიძლება არ ახსეჩო კანკალი, ცივი ოფლი, აჩქარებული გულისცემა – წინააღმდეგ შემთსვევაში ეს არ იქნება შიშის აღწერა.
ანუ თუ ჩამოვაშორებთ კანკალს, აჩქარებულ გულისცემას, გაფითრებას, თმის ყალყზე დადგომას და ა.შ. შიშისაგან არაფერი დარჩება, დარჩება მხოლოდ „ცნობიერი შეფასება“, რომ მაგალითად, შენკენ მორბენალი ვეფხვი „საშიშია“.
· „რეალური ემოცია“ განუყოფელია „სხეულებრივი ცვლილებებისგან“ (ამერიკელი ჯეიმსის იდეები დაემთხეა დანიელი ფიზიოლოგის, კარლ ლანგეს მოსაზრებებს. ფსიქოლოგიის ისტორიაში მოცემული თვალსაზრისი შევიდა „ჯეიმს-–ლანგეს თეორიის“ სახით).
· ჯეიმსი იმასაც კი ამბობდა, რომ ემოციები, არსებითად, არის ჩვენ “სხეულებრივ ცვლილებათა” გაცნობიერებაა და მეტი არაფერი.
ცნობილია მისი პარადოქსული გამოთქმა: “მოწყენილები ეართ[ემოცია]. რადგან ვტირით[სხეულის რეაქცია]; ვბრაბზობთ[ემოცია] რაღგან თავს ვესხმით[სხეულის რეაქცია]; შეშინებულნი ვართ[ემოცია], რადგან ვკანკალებთ[სხეულის რეაქცია]”.
ჯეიმს-ლანგეს თეორია პოლემიკის საგანი გახდა.
· ყველაზე მკვეთრად მას ცნობილი ფიზიოლოგი უოლტერ კენონი დაუპირისპირდა.
იგი ამტკიცებდა, რომ ნერვულ-ჯირკვლოვანი რეაგირება[სხეულებრივი რეაგირება] საკმაოდ ნელია და ვერ იქნება „უმალ აღმოცენებული’’ ემოციების წყარო.
გარდა ამისა, “სხეულებრივი
რეაქციები” ძალზე დიფუზურია, რათა აგვისსნას ემოციათა გასაოცარი მრავალფეროვნება.
შიში და ბრაზი, მაგალითად, დაახლოებით ერთნაირ ორგანიზმულ ცვლილებებს იწვევს, თუმცა ჩვენ ადვილად ვარჩეეთ მათ ერთმანეთისაგან.
კენონის მოსაზრებებს ამტკიცებს ექსპერიმენტების შედეგები.
ცდისპირებს უკეთებდნენ ადრენალინის
ინექციებს და იწვევდნენ შიშისთვის დამახასიათებელ
ორგანულ პროცესებს: გაფითრება,
გულისცემა, კანკალი, სიმშრალე პირში და ა.შ. [სხეულის რეაქციები]
ჯეიმს-ლანგეს თეორიის თანახმად ამას/ამათ უნდა გამოეწეია/თ შიშის ემოცია, მაგრამ ასე არ ხდებოდა.
ცდისპირები ამბობდნენ, რომ ისეთი შეგრძნებები აქვთ “თითქოს შეშინებულები ყოფილიყვნენ”, თუმცა თვით შიშს არ განიცდიან.
მაშასადამე, თავისთავად ადრენალინით გამოწვეული „ვისცერალური[სხეულებრივი,ანუ შინაგანი ორგანოების ] რეაქციები“ არაა საკმარისი „ემოციური’’ განცდის გამოსაწვევად.
ხ
· მომდევნო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ავტონომიური „ნერვული სისტემის“ რეაქციები არც ისეთი ფართო და დიფუზური ხასიათისაა, როგორც კენონს მიაჩნდა.
გაირკვა, მაგალითად, რომ შიშისა და ბრაბზის თანმდევი „ვეგეტატური რეაქციის“ [კვებასთან და ზრდასთან დაკავშირებული. რეაქციის] პატერნები[ნიმუშები,სიმპტომები] მკაფიოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან (შიშის დროს კანის ტემპერატურა იწევს, ბრაზის დროს – ეცემა).
და მაინც, ბევრი ემოციის ერთმანეთისაგან გამიჯვნა
„ფიზიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით“ [სხეულებრივი რეაქციების მიხედვით]ვერ ხერხდება.
ამდენად, ჯეიმს-ლანგეს თეორიის ალტერნატულ კენონ-ბარდის თეორიასაც აქვს საკმარისი არგუმენტები.
ხ
კენონ-ბარდის თეორიის მიხედვით „სხეულებრივი რეაქციები“ არ უსწრებენ წინ „ემოციას“.
ე.წ. „სტიმული“ იწვევს ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ რეაქციას: ავტონომიური წერვული სისტემის საშუალებით – სხეულებრივ აგზნებას და თავის ტვინის ქერქის საშუალებით – ემოციურ განცდას.
მაგ. „შიშის’’ განცდისას „ გულის ძგერა მატულობს“, მაგრამ პირველი[შიში] მეორიდან[გულის ძგერიდან] არ გამომდინარეობს.
კენონ-ბარდის თეორიაში ყურადღება გამახვილებულია „ფიზიოლოგიური აგზნებისა“ და „ემოციური განცდის“ ურთიერთმიმართებაზე.
თანამედროვე გამოკვლევებში კი აქცენტი გაკეთდა კოგნიტურ და ემოციურ
სფეროებს შორის მიმართებაზე:
„ მოქმედებენ თუ არა ჩვენი აზრები, წარმოდგენები, შეფასებები იმაზე, თუ რა სახის ემოციები „გაგვიჩნდება“ კონკრეტულ სიტუაციაში.?“
შემუშავდა
ე.წ. “ემოციის კოგნიტური შეფასების თეორია”, რომელსაც
„ორფაქტორიანსაც“
უწოდებენ, ვინაიდან მის მიხედეით ემოციის
„რაობას“ განსაზღერავს ა)ფიზიოლოგიური აგზნება
პლუს ბ)არსებული სიტუაციის
ცნობიერი ინტერპრეტაცია.
· “ემოციის კოგნიტური შეფასების ‘’თეორიის თანახმად: „სტიმული“ ზემოქმედებს ორგანიზმზე და იწვევს „ავტონომიური ნერვული სისტემის“ არადიფერენცირებულ აქტივაციას (გულისცემა, კანკალი და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია „ემოციური“ განცდის მისაღებად.
· იმისთვის, რომ ზოგადმა აგზნებამ კონკრეტული ემოციის ფორმა მიიღოს, აუცილებელია სიტუაციის კოგნიტური შეფასება-გააზრება.
მაგ. თუ მანამდე ვინმემ გვაწყენინა, მაშინ ბრაზის განცდას მივიღებთ, თუ ვითარება საფრთხედ შევაფასეთ – შიშის ემოციას და ა.შ.
· ეს თეორია მრავალი ექსპერიმენტით იქნა შემოწმებული.
· კლასიკურად ითვლება სტენლი შეხტერისა და ჯერომ სინგერის გამოკელევა.
· ექსპერიმენტში ცდისპირთა ორ ჯგუფს აძლეედნენ ამაგზნებელ ნივთიერებას.
ერთმა ჯგუფმა „იცოდა“ ეს, მეორეს კი ეგონა უბრალო ვიტამინი.[ანუ „არ იცოდა’’]
ამის შემდეგ ორივე ჯგუფი მაპროვოცირებელ სიტუაციაში მოათავსეს: მათ უწეედათ ყოფნა უცნობ პირთან (სინამდვილეში ექსპერიმენტის მონაწილე), რომელიც ცდის სხვადასხვა სერიაში, ხან უცებ იწყებდა თამაშს, მაიმუნობას, ხანაც გამომწვევად და სკანდალურად იქცეოდა.
აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფში, სადაც „არ იცოდნენ“, რომ ამაგზნებელი ნივთიერება ჰქონღათ მიღებული, ამ ქმედებებს აჰყენენ, და შესაბამისად, სასიამოვნო ეიფორიას ან ბრაზს გრძნობდნენ;
ხოლო მეორე
ჯგუფში, რომელშიც „იცოდნენ“, რაიმე გამოკვეთილ ემოციას
არ განიცღიდნენ, ვინაიდან საკუთარ აგზნებას პრეპარატის მოქმედებას მიაწერდნენ.
· ამრიგად, დასტურდება, რომ ერთი და იგივე „აგზნების მდგომარეობა“ განიცდება სულ სხვადასხვა ემოციად „სიტუაციის ინტერპრეტაციის“ შესაბამისად[!].
ხ
· კრიტიკული შეფასება არც “ემოციის კოგნიტური შეფასების ‘’ თეორიას დაჰკლებია.
·
დავის საგნად გადაიქცა, კერძოდ საკითხი გულისხმობს თუ არა კოგნიტური ინტერპრეტაცია ქერქულ
სტრუქტურებსა და მექანიზმებზე დაფუძნებულ ცნობიერ სააზროვნო პროცესებს.
· რობერტ ზეიონცისა და სხვათა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ემოციის წარმოქმნა არ საჭიროებს მოფიქრებას და ცნობიერ გონებრივ მოქმედებას.
მაგ. ბნელ ტყეში ტოტის გატკაცუნებაზე რომ შევკრთეთ, ნეოკორტექსი მხოლოდ შემდეგ შეაფასებს, ეს ხმა ცხოველმა გამოიწვია თუ ქარმა.
· ნეიროფიზიოლოგია და ნეიროფსიქოლოგია გვეუბნება, რომ არსებობს გამღიზიანებლებზე[სტიმულებზე] „ემოციური რეაგირების“ უფრო მოკლე ნეირონული გზები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში რომლებიც გვერდს უვლიან ქერქს და პირდაპირ ემოციებთან უშუალოდ დაკავშირებულ ტვინის ღეროს სტრუქტურებში, კერძოდ ჰიპოთალამუსში და ლიმბურ სისტემაში ხვდებიან.
· ბოლო კვლევებით განსაკუთრებულ როლს სტიმულებზე ემოციურ რეაგირებაში თამაშობს ამიგდალა, რომელსაც „ემოციების მართვის ცენტრადაც“ კი მიიჩნევენ.
· ამრიგად, ზოგიერთი ემოციური რეაქცია, განსაკუთრებით მარტივი სიმპატია-ანტიპატიები, შიშები არ შეიცავენ „ცნობიერ გააზრებას“.[!]
მაგ. ჩვენ შეიძლება გვეშინოდეს ქვეწარმავლის ისე, რომ არც კი ვიცოდეთ მისი უვნებლობის შესახებ.
ეს ის შემთხვევაა, როცა ,“გული არ ემორჩილება გონებას“.
· მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რიგ შემთხვევაში გრძნობა[ემოცია] გონებითაა ნაკარნახევი. ასეთებია უპირატესად რთული, კომპლექსური ემოციები: „ბრალის“ და „ბედნიერების“ განცდები, „სიყვარული“ და „ეჭვიანობა“, „დეპრესია“ და სხვა.
· მაგ. ის, თუ რას გამოიწვევს გამოცდაზე მიღებული „დაბალი ნიშანი“ – გაღიზიანებას თუ დათრგუნულობას, დამოკიდებულია იმაზე, რის შედეგად მივიჩნეეთ მას – უსამართლობის ან წარუმატებლობისა, თუ ჩვენი უნიჭობის ან სიზარმაცისა.
ემოციური გამომხატველობა
(ექსპრესია)
· ჩეენ ვიღიმებით, როცა გეიხარია; როცა ვ:დარდობთ – ვიღუშებით ან, სულაც, ვტირით; როცა გვეშინია – ვფითრდებით და ვცახცახებთ; როცა გვიკვირს – წარბებს მაღლა ვწევთ, თვალებს ფართოდ ვაღებთ (თუ „ძალიან“ გვიკვირს, შეიძლება პირიც გავაღოთ) და ასე შემდეგ.
· ანუ, გარეგნულად გამოვსატავთ ჩვენს ემოციებს.
· სხვა ადამიანებისთვის „ეს გამოხატულება“ ყოველგვარი სიტყვიერი ახსნა-განმარტების გარეშეც გასაგებს ხდის ჩეენს შინაგან მდგომარეობას, ანუ ურთიერთობას[კომუნიკაციას] „ემოციური გამომხატველობის მეშეეობით“ ვამყარებთ.
· რასაკვირველია, ადამიანები ვურთიერთობთ ვერბალურად[სიტყვიერად], მაგრამ გამომხატველობას და არავერბალურ ურთიერთობასაც დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში (იხ. თავი XIV).
ხ
· ისმის კითხვა, რა არის გამომხატველობა, საიდან წარმოიშვა იგი, რა ფუნქციას ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში?
· რატომ ახლაეს ამა თუ იმ ემოციას სწორედ ასეთი და არა სხვანაირი გამომხატველი მოძრაობები?
· რატომ და რამდენად არის ჩეენი გამომხატველობა გასაგები სხვებისთვის?
· როგორც ვხედავთ, კითხვები ბევრია.
· როგორც უკვე აღენიშნეთ, ემოციებს (შიშს, სიხარულს, რისხვას და ა.შ) აუცილებლად ახლავს „სხეულებრივი ცვლილებები“. ეს ცვლილებები, ნაწილობრივ, დამკვირვებლისთვისაც თვალსაჩინოა.
ხ
· „ექსპრესია“ არის ემოციის „სხეულებრივი ცვლილების“ აშკარა ნაწილი – მაგალითად, შიშის დროს გაფითრება, კანკალი, თვალების გაფართოება (ხოლო აჩქარებული გულისცემა და, მითუმეტეს, სისხლის ქიმიური ფორმულის შეცვლა, რომელიც, აგრეთეე, თან ახლავს შიშს, არ არის თვალსაჩინო, ფარული ნაწილია).
· ჩარლზ დარვინის მიხედვით, „გამომხატველი მოძრაობები“ არის ოდესღაც სასარგებლო ინსტინქტურ მოძრაობათა რუდიმენტები, გადმონაშთები.
მაგალითად, გაბრაზებული ადამიანის მიერ მუშტების შეკვრა და განრისხებული გამომეტყველება, რაც „გამოიხატება“ კბილების გამოჩენაში, წარმოადგენს ბრძოლის, ღრენისა და კბენის რუდიმენტებს.
· მაგრამ, თუკი ადამიანის „გამომხატველი მოძრაობები“ სასარგებლო ინსტინქტურ ქმედებათა მხოლოდ ნაშთები, რუდიმენტებია, გამოდის, რომ ისინი უსარგებლოა?
· საქმე ისაა, რომ ეს რუდიმენტები სხვა მსრივ გასდა სასარგებლო. მათ ახალი მნიშვნელობა, ახალი ფუნქცია შეიძინეს.
·
ეს ფუნქცია „სასიგნალო“, „სოციალურია“.
· „გამომხატველობა“, ანუ ემოციის უშუალო, სპონტანური გამოვლენა, ამავე დროს სხვებისთვის გასაგებს ხდის ემოციის გამომხატველის მდგომარეობას, რაც ამ „სხვისთვის’’ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
ხ
· მიუხედავად იმისა რომ თავიდან იმით დავიწყეთ, რომ „ემოციური გამომხატველობა“ ადამიანურ თვისებად განვიხილეთ, ეს არ არის მთლად ზუსტი.
·
მართალია, ადამიანი გამომხატველობის გარეშე არ არსებობს,
მაგრამ გამომხატველობა
ცხოველებსაც ახასიათებთ, ანუ ეს არ არის საკუთრივ ადამიანური თვისება (როცა, მაგალითად, ძაღლი კუდს აქიცინებს,
ჩვენ ვიცით, რომ იგი ჩვენდამი დადებითადაა განწყობილი, ხოლო თუ გვიღრენს,
სულ პირიქით).
·
უფრო მეტიც – „გამომხატველობა“ ძალიან
ფართოდ არის გავრცელებული ცხოველთა სამყაროში და ცხოველთა
მრავალ სახეობასთან მისი ძალიან დახვეწილი ფორმები არსებობს.
ხ
· როგორც ვნახეთ, „გამომხატველობის“ წარმოშობა ინსტინქტურია.
· მაშინ ნებისმიერი ადამიანის გამომხატველობა გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის განურჩევლად ეროვნებისა, კულტურული განსხვავებისა და აშ.
· როგორც, მაგალითად, ერთი ძაღლის ღრენა გასაგებია ყველა სხვა ძაღლისთვის.
· მაგრამ ცნობილია, რომ ადამიანებთან ასე მარტივად არ არის საქმე.
·
განსხვავებული
კულტურების წარმომადგენლებს ზოგჯერ უჭირთ ერთმანეთის
გამომხატველ მოძრაობათა, მიმიკისა და ჟესტის სწორი ამოცნობა.
· მაგალითად, ჩინურ ლიტერატურაში ადამიანები შეწუხების ნიშნად ტაშს უკრავენ, გაბრაზებისას იცინიან და ხმამაღალ “ჰო-ჰო”-ს წამოიძახებენ, ხოლო გაკვირვების გამოსასატავად ენის წვერს გამოყოფენ.
· ევროპელისთვის ეს უცნაური და საკმაოდ პირობითია, ანუ ჟესტები კულტურების მიხედვით ცვალებადობს.
· მაგალითად, შეკრული მუშტის მაღლა აწეული ცერა თითი მოწონების ნიშანია ევროპე-ლისთვის ღა ჩრდილო ამერიკელისთვის, მაგრამ ბრაზილიაში შეურაცხმყოფელი ჟესტია.
ხ
· ადამიანები „ინდივიდუალურადაც“ გგანსხვავდებიან ემოციის ამოცნობის მეტ-ნაკლები უნარით.
· ექსპერიმენტულად გაირკვა, რომ ზოგი ადამიანი ბევრად უკეთ ამოიცნობს გამომხატველობას, ვიდრე სხვები.
ინტრავერტები
ამას უკეთ ართმევენ თაეს, ვიდრე ექსტრავერტები, ქალები უკეთ, ვიდრე მამაკაცები.
ხ
· იმ საკითხის გასარკეევად, თუ რამდენად უნივერსალურია ამა თუ იმ ემოციის დროს სახის გამომეტყველება და რამდენად ზუსტად ამოიცნობენ მათ მსოფლიოს გახსხვავებული ქვეყნის ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ადამიანებს აჩვენებდნენ ფოტოსურათებს და სთხოვდნენ, ამოეცნოთ ემოცია.
· აღმოჩნდა, რომ სახეზე ასახულ ძირითად ემოციებს ადამიანები ყეელგან ერთნაირად ცნობენ.
· სხვა ექსპერიმენტში გადაიღეს ახალი გვინეის (ახალი გვინეა მოწყვეტილია სამყაროს) მცსოვრებთა ემოციური გამომხატველობა, რაც შემდეგ ჩრდილო ამერიკელებს აჩვენეს. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელებმა ადვილად ამოიცნეს, თუ რა ემოციას გამოსატავდა ვიდეოფირზე აღბეჭდილი ახალი გვინეის მკვიდრი.
· ისეთი ძირითადი ემოციები, როგორებიცაა სიხარული, დარდი, შიში, ზიზღი, ბრაზი, გაკვირვება ზოგადადამიანურია და მსგავსად გამოიხატება მთელს მსოფლიოში.
· მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა და ყოველთვის ზუსტად ამოიცნობს მათ. ლაპარაკია იმაზე, რომ უმრავლესობა სწორად ამოიცნობს. ამ ემოციებს სახის „ტიპური გამომეტჯველება“ ახასიათებთ.
· ეს ექსპრესია უნივერსალურია ადამიანის სახეობისთვის და მისი ევოლუციური მემკვიდრეობის ნაწილია.
· ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ემოციები საბაზისოა (თუმცა საბაზისო ემოციების რაოდენობისა და შემადგენლობის საკითხი მეცნიერებაში ბოლომდე შეთანხმებული არ არის; ზოგი ავტორი ამ სიას სხვა ემოციებსაც უმატებს).
· თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიარაღებულმა მეცნიერებმა მოახერხეს 80-მდე „სახის კუნთის“ გამოყოფა, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ემოციასთან.
· ზოგი ემოციისთვის მეცნიერებმა შეძლეს გარკვევა, თუ როდის გამოსატავს ადამიანი რეალურ ემოციას, როდის – ხელოვნურს.
მაგალითად, „ნამდვილი“ ღიმილი მხოლოდ 2 წამს გრძელდება, „ყალბი“ კი შეიძლება 10
წამსაც გრძელდებოდეს.
ხ
· ბევრ ემოციას ასეთი ტიპური გამომეტყველება არ ახასიათებს, მაგალითად, იმედს, სინანულს, სირცხვილს, მოწონებას.
· ამოცნობის სიზუსტე ბევრ სხვა რამეზეცაა დამოკიდებული, მაგალითად, კონტექსტზე და „კულტურულ“ თავისებურებებზე.
· სხვადასხვა „კულტურები“ განსხვავდებიან ემოციების გამოხატვის ინტენსივობით (მაგ., იტალიელები უფრო ინტენსიურად გამოხატავენ ემოციებს, ვიდრე ინგლისელები) და იმით, თუ რა ტიპის ემოციების გამოხატვაა უფრო მისაღები (მაგ., აზიურში, ლათინოამერიკულში და სხვა ისეთ კულტურებში, სადაც სოციალური კაეშირები და ერთობა გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორია, „უარყოფითი“ და „თავისთავის წარმომჩენი“ ემოციების გამოხატვა ნაკლებ მიღებულია, ვიდრე დასავლეთში; ხოლო სირცხვილის, სიმპატიის, პატივისცემის გამოხატვა – უფრო მეტად მიღებულია ).
ხ
· ამრიგად, ემოციურ გამომხატველობას სამი ფენა აქვს:
1. „ინსტინქტური“ (ყველაზე ღრმა და მყარი),
2. „კულტურული“
3. „ინდივიდუალური“ (ყველაზე ცვალებადი).
ხ
· ემოციის გამომხატეელობის „ამოცნობისას“ დიდი მნიშვნელობა აქვს სიტუაციას .
მაგალითად, „საშიშ“ სიტუაციაში
გაბრაზებულ სახეს ადამიანები აღიქვამენ,
როგორც „შეშინებულს“.
„ნეიტრალური სახის გამომეტყველება“, თუკი იგი გარშემორტყმულია „ბედნიერი სახეებით“, აღიქმება, როგორც “ბედნიერი”, ხოლო
იგივე „ნეიტრალური სახე“
„მოწყენილ სახეებს“ შორის
აღიქმება, როგორც “მოწყენილი”.
ხ
ემოციებს
ადამიანთა პოზებიც ასასავს, მაგრამ აგრეთვე არაერთმნიშვნელოენად.
მაგალითად, „ადგილზე წრიალი’’[ცმუკვა] შეიძლება ნიშნავდეს „შფოთვას“ ან „მოწყენას“,
„მტრული დამოკიდებულება“ შეიძლება გამოვლინდეს როგორც „დაჟინებულ მზერაში“, ისე „თვალის არიდებაში“.

Комментарии
Отправить комментарий