თავი VIII. პიროვნების ფსიქოლოგია -პიროვნების ცნება.

 


სარჩევი:

არ არსებობს პიროვნების’’ ცნების  საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება. 1

იროვნების  ცნება  ოლჰორტის მიხედვით.. 1

ოლჰორტისეულპიროვნებისცნებაში გამოყენებული სიტყვების და ფრაზების განმარტებები: 2

) „პიროვნების’’   ცნების  გაგება   ფსიქოანალიზის მიხედვით  [ზიგმუნ ფროიდი] 3

) „პიროვნების’’   ცნების  გაგება   ბიჰევიორიზმის  შეხედულების  მიხედვით.. 6

)„პიროვნების’’   ცნება  სოციალურ -კოგნიტური’’ შეხედულების  მიხედვით.. 7

სხვათა მოქმედებაზე დაკვირვება 7

თვითეფექტურობა 7

მოტივაციადასიტუაცია 8

სოციალურ-კოგნიტური თეორიის კრიტიკა. 9

პიროვნებაჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით.. 12

 

 

არ არსებობს პიროვნების’’ ცნების  საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება.

 

·        ტერმინი პიროვნება [“personality]”) ინგლისურ ენაში ლათინური სიტყვიდან (“persona”) შევიდა.

·        ეს ტერმინი თავდაპირველად თეატრალურ ნიღაბს აღნიშნავდა, რომელსაც ძველ საბერძნეთში მსახიობები ირგებდნენ და ქმნიდნენ კომიკურ თუ ტრაგიკულ სახეებს.

·        აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერმინში იგულისხმებოდა ადამიანის გარეგნული, ზედაპირული’’, სოციალური სახე.

·        დღესაც ძალიან ხშირად დება პიროვნების გაიგივება ადამიანის ისეთ თვისებებთან, როგორიცაა  ა)მომხიბლელობა, ბ)მორიდებულობა, გ)პოპულარობა..

·        ხშირად გავიგებთ გამოთქმებს ამა თუ იმ ადამიანზე: „სასიამოვნო პიროენებაა”, „მორიდებული პჰიროვნებაა”, „არაჩვეულებრივი პიროვნებაა”,

·        ამ დროს იგულისსმება, რომ, მაგალითად, მორიდებულობა’’ კონკრეტული ადამიანის ის ძირითადი დამასასიათებელი თვისებაა, რომელსაც იგი ავლენს სვა ადამიანებთან ურთიერთობისას, ანუ აქ ისკი არ არის გათვალისწინებული, რომ ამ კონკრეტულ თვისებას ეს ადამიანი ავლენს მოცემულ სიტუაციაში.,არამედ ის რომ  ეს ადამიანი ყოველთვის,ყოველ სიტუაციაში „მორიდებულია“.

·        პიროვნების შესწავლისას ფსიქოლოგთა უმეტესობა მიზნად არ ისახავს ადამიანის ხასიათისა’’  ან მისი სოციალური უნარების  შეფასებას,

·        დაიმახსოვრე :ფსიქოლოგები არ ახასიათებენ პიროვნებას  შეფასების გზით.

·        ანუ  ფსიქოლოგები არ ყოფენ ადამიანებს კარგ და ცუდ პიროვნებებად.

·        პიროვნება, გარკვეულწილად, აბსტრაქტული ნებაა, რომელიც აერთიანებს ადამიანისთის დამახასიათებელ ბევრ ასპექტს: ადამიანის ემოციას, მოტივაციას, აზროვნებას, განცდებს, აღქმას, ქცევას;

·        პიროენება არ დაიყვანება ინდივიდის ფუნქციონირების რომელიმე ერთ ასპექტზე.

·        პიროვნების ცნების მნიშენელობა მრავალმხრივია და მოიცავს  შინაგანი ფსიქიკური პროცესების ფართო სპექტრს, რომელიც, თავის მხრი, განაპირობებს  ადამიანის ქცევას კონკრეტულ სიტუაციაში.

·        მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების“ ცნება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა, არ არსებობს მისი საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება.

 

 

იროვნების  ცნება  ოლჰორტის მიხედვით

 

·        ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა გორდონ ოლორტმა თავი მოუყარა ორმოცდა ათამდე[ !] განსაზღვრებას და სცადა დაეჯგუფებინა ისინი მათი დამოკიდებულებების მიხედვით ფილოსოფიურ, იურიდიულ, თეოლოგიურ, სოციოლოგიურ მნიშენელობებთან.

 ამრიგად, პიროვნების ცნება მიეკუთვნება არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მეცნიერებას, არამედ ყველა აქ ჩამოთვილ მეცნიერებასაც.

·        ოლჰორტი მიიჩნევდა, რომ არსებული განსაზღვრებები შეიძლება გამოიატოს შემდეგი ერთი ფრაზით: „ადამიანი ობიექტური რეალობაა”.

·        ეს განსაზღვრება რამდენადაც ყოვლისმომცველია, იმდენადვე არაზუსტია.

·        აღიარა რა ეს, ოლორტმა ჩამოაყალიბა პიროვნების შემდეგი განსაზღვრება: პიროვნება არის ინდივიდში იმ ფსიქოფიზიკურიკური სისტემების დინამიკური'' "ორგანიზაცია, რომლებიც განსაზღვრავენ "მისთვის დამახასიათებელ'' ქცევასა და აზროვნებას. [ესაა ოლჰორტისეული  განსაზღვრება „პიროვნების’’]

 

ოლჰორტისეულპიროვნებისცნებაში გამოყენებული სიტყვების და ფრაზების განმარტებები:

 

სიტყვით „დინამიკური''  იგულისხმება ის, რომ პიროვნება მუდმივად იცვლება ანუ განიცდის ევოლუციას;

 

ფსიქოფიზიკურ სისტემაზე“ მითითება გულისხმობს, რომ პიროვნების აღწერისას საჭიროა გავითვალისწინოთ როგორც ფსიქიკის, ისე სხეულებრივი ელემენტები,

 

ტერმინით „ორგანიზაცია“ აზგასმულია სხეულებრივი და ფსიქიკური საწყისების ერთიანობა და მოწესრიგება,

 

 ხოლო ფრაზით  “მისთეის დამახასიათებელი ქცევისა და აზროვნების” მითითებით ხაზგასმულია ის, რომ ოველი პიროვნება განუმეორებელია და მისი თავისებურებები მის „ყოველგვარ საის აქტივობას განსაზღვრაეს.

 

 

 

ინდივიდი ‘’  - ბიოლოგიური ერთეულია, ადამიანის გვარის (homo sapiens -ის) წარმომადგენელი.

 

ინდივიდად’’ ითვლება: a) ახალშობილი და მოზრდილი, b)მოაზროვნე და იდიოტი, c)ველური და ცივილიზებული ადამიანი.

 

ყოველი ადამიანი იბადება, როგორც ინდივიდი და თანდათანობით იძენს თავისებურ სოციალურ თვისებას, იგი იქცევა პიროვნებად მას შემდეგ, რაც ჩაებმება „სოციალურ ურთიერთობათა სისტემაში.

 

·         ინდივიდუალურობა კი ნიშნავს პიროვნების განუმეორებლობას, მის უნიკალურობას.

·        ოლორტი ყოველ პიროვნებას უნიკალურად’’ თვლის

·        ამრიგად, პიროენების ოლჰორტის  ცნებაში იგულისხმება ადამიანის ის ზოგადი ნიშნები“|, რომლებიც განასხვავებენ მას ცხოველისაგან,  განსაზღვრავენ მის ქცევას.

·        პიროვნება გულისხმობს ადამიანის გილს სოციალურ გარემოში, საოგადოებაში, მისი სოციალური როლების ერთობლითბას.

·        ადამიანს სეადასხვა სიტუაციაში სხვადასვა „სოციალური როლის შესრულება უდება: მშობლის, შვილის, მეგობრის, მეუღლის, სტუდენტის, ლექტორის, მეზობლის და ა.შ.

·        თითოეული „სოციალური  როლი’’ ადამიანისაგან მოითხოვს განსვავებული მოვალეობის შესრულებას, რომელიც მნიშნენელოვნად არის დამოკიდებული ამ როლების გაგებაზე მოცემულ. კულტურაში.

პიროვნების’’ ცნების  გაგება სხვადასხვა თეორიების მიხედვით

 

·         პიროვნების ცნების, “პიროვნების  სტრუქტურის’’  და „პიროვნების  განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების გაგების მისედვით ასხვავებენ რამდენიმე მიდგომას:

 

) „პიროვნების’’   ცნების  გაგება   ფსიქოანალიზის მიხედვით  [ზიგმუნ ფროიდი]

 

·        ამ თეორიის მიხედვით, პიროვნება წარმოადგენს "ბრძოლის ველს", სადაც ერთმანეთს უპირისპირდება არაცნობიერი ინსტინქტური ლტოლვები და მათი შემაკავებელი სოციალური წარმოშობის შინაგანი ბარიერები.

·        ფროიდის მიხედვით, პიროვნება არის ამ ძირეულ კონფლიქტში მონაწილე სამი ქვესისტემის ერთობლიობა,ესენია: ა)იდი (“იგი”), ბ)ეგო (“მე”) და გ)სუპერ-ეგო (“ზე-მე”].

·        “იდი” არის ბიოლოგიური ინსტინქტური ლტოლეებისა და ირაციონალური ძალების ადგილსამყოფელი

·        იდი ყოველთვის არაცნობიერია და ერთადერთი პრინციპით ხელმძღვანელობს – სიამოვნების მიღების პრინციპით.

·        პიროვნების „იდი არის მომთხოვნი, იმპულსური, ირაციონალური, ასოციალური, ეგოისტური და უაღრესად ჰედონისტური.

·        იდი ფსიქიკური ენერგიის’’ ერთადერთი წყაროა. პიროვნების ყველა სტრუქტურა, ასე თუ ისე, მისი ენერგიით საზრდოობს და მას უკავშირდება. ეს, პირველ რიგში, ეხება ეგოს.

·        ეგოს ფუნქციაა იდის სურვილების დაკმაყოფილება,ოღონდ  რეალობის გათვალისწინებით და რეალობასთან მიმართებაში.

·        ეგო რეალობის პრინციპით ხელმძღვანელობს.

·        ამის შესაბამისად, ეგო, საჭიროებისამებრ, აბრკოლებს ან არეგულირებს’’ იდის ენერგიის განტვირთვას მიზანშეწონილი ქცევის სახით.

·        ამისთვის იყენებს ამავე პიროვნების მოტორულ და პერცეპტურ-კოგნიტურ ფუნქციებს.

·        ეგოს გარეშე, მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე მომართული იდი, რეალობასთან შეჯახებისას აუცილებლად განადგურდებოდა.[!]

·        პიროვნების ამ ორი სტრუქტურული ფენის ურთიერთმიმართებას ფროიდი ადარებს მხედრისა და ცხენის ურთიერთობას.

·        მოძრაობის ენერგია ცხენიდან მომდინარეობს (იდი), მხედრის ფუნქცია მისი მართვაა (ეგო).

·        მაგრამ ზოგჯერ მათ ურთიერთობაში ნაკლებ ჰარმონიული სურათი იხატება – როცა მედარი[ეგო] ენს[იდი] ვერ ალაგმავს და იძულებული დება, იქით გააჭენოს, საითაც ცხენი[იდი] მიიწევს.

·        სუპერ-ეგო „ კი მორალის პრინციპებით’’ ხელმძღვანელობს.

·        სუპერ-ეგო ესაა ნორმების, წესების, აკრძალვების სისტემა, რომელიც გათავისებულია პიროვნების მიერ და მოქმედებს როგორც კრიტიკოსი, ცენზორი, ზნეობრივი მსაჯული.

·        სუპერ-ეგოს ინტერესები იდის ინტერესების საწინააღმდეგოა.

·        ორივე მათგანი ეგოს ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს უყენებს

·        ორივე მათგანი სჯის ეგოს : ერთი მხრივ, დაუოკებელი სურვილების მძაფრი განცდით (კერძოდ,ამ განცდით სჯის იდი) და, მეორე მხრივ, სინდისის ქეჯნისა და არასრულფასოვნების მტკივნეული გრძნობით (ამ გრძნობით სჯის სუჰპერ-ეგო).

·        შედეგად ეგოში ვითარდება შფოთვის ძლიერ შემაწუხებელი მდგომარება.

 მის დასაძლევად ეგო მიმართავს ე.წ. დაცვით მექანიზმებს.

 

·        ეგოს[მე-ს]  დაცვით მექანიზმები“.  არაცნობიერად მოქმედებენ და მიმართული არიან სინამდეილის ან „უარყოფაზე ან დამახინჯებაზე.

·        მთავარი ‘’დაცვითი მექანიზმია“__¾ განდევნა (რეპრესია), რომელიც გულისხმობს მტკივნეული და სახიფათო აზრებისა და იმპულსების ცნობიერების ველიდან გაძევებას არაცნობიერში.

·        არსებობს სხვა დამატებითი „დაცვითი მექანიზმებიც:

 

a.      პროექციასაკუთარი არასასურველი აზრებისა და სურვილების სხვისთვის მიწერა, გადაბრალება;

b.      ჩანაცვლება – შეკავებული იმპულსების მიმართვა იმაზე უფრო მისაწედომ ან ნაკლებ სახიფათო ობიექტზე, რომელმაც იგი აღძრა;

c.      უარყოფა – სახიფათო ან ტრამვული რეალობის აღიარებაზე უარის თქმა, უგულებელყოფა;

d.     რეგრესია – ცხოვრების უფრო ადრეული, უსაფრთხო და სასიამოვნო ფორმებისკენ მიბრუნება;

e.      რაციონალიზაციაწარუმატებელი ან მიუღებელი ქცევის გამართლება მოგონილი მოსაზრებებით, ანდა მისი სოციალურად მისაღები ინტერპრეტაცია;

f.       სუბლიმაცია სექსუალური და აგრესიული მისწრაფებების “გადადუღება”, მათი გადაყვანა სხვა არხებში  და რეალიზაცია სოციალურად მისაღებ ან შემოქმედებით ქცევებში.

·        ფროიდის თანახმად, იდში განთავსებული მოტივაციურ ძალები, არსებითად, ა)“სექსუალური და ბ)“აგრესიული მისწრაფებებისაგ[ლტოლვებისგან] შედგება.

·        უპირატესი მნიშვნელობა მაინც პირველს[„სექსულურ ლტოლვას’’] ენიჭება. მას -ლიბიდოს ენერგია ეწოდება.

·        იგი[„ლიბიდოს ენერგია’’] სხეულის სხვადასხვა, სიამოვნ ბებისადმი მგრძობიარე ნაწილებიდან მომდინარე ენერგეტიკული ნაკადულებიდან იღებს სათავეს ღა მძლაერ, ერთიან ენერგეტიკულ ნაკადად გადაიქცევა.

·        ეულის ამ ნაწილებს ფროიეროგენულ ზონებს უწოდებს.

·        ფროიდის თანახმად, „ეროგენულ ზონებთან’’  აკავშირებული განცდები’’ განსაზღევრაეენ, აგრეთეე, პიროენების ფორმირების დინამიკას და „პიროვნების’ ხასიათს.

·        პირველ (ორალურ) სტადიაზე (1,5 წლამდე) წამყვანია პირის ღრუსთან დაკავშირებული გრძნობები;

·        მეორე (ანალურ) სტადიაზე (1.5-3 წ.)გამოყოფასთა დაკავშირებული გრძნობები;

 

·        მესამე (ფალოსურ) სტადიაზე (3-6 წ)გენიტალიებთან[სასქესო ორგანოებთან] დაკავშირებული გრძნობები;

 

·        „ფალოსური’’ სტადიის ბოლოს, .წ. ოიდიპოსის კომლექსის დაძლევისა და მშობლების ღირებულებებთა ისტემასთან იდენტიფიკაციის შედეგად ყალიბდება პიროვნების „სუპერ-ეგო და გენდერული იღენტურობა ანუ საკუთარი სქესის მყარი გაცნობიერება.

·        ფსიქოსექსუალური განვითარების პირველ ხუთ წელიწა გადამწყვეტი მნიშენელობა აქვს პიროენების ჩამოყალიბებაში.

·        პიროვნების „ასიათიც და ნევროზიც  ფროიდის მიერ განიხილება, როგორც ამა თუ იმ სტადიისთვის დამახასიათებელი რეაქციების გამონაშთი.

·        ფროიდის აზრით, განვითარების ყოველი ახალი ეტაპი იწვევს ფრუსტრაციას (ანუ წინარე სურვილებისა და მოქმედებების ბლოკირება’’), რასაც შეიძლება ხანგრძლივი და სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

ფრუსტრაცი შედეგად ხდება ფიქსაცია რომელიმე სტადიაზე, რაც ამ სტადიისთვის  დამახასიათებელი ქცევებისა და განცდების გაბატონებაში გამოიატება.

·        მაგალითად, ორალურ სტადიაზე ფიქსაცია აჩენს ისეთ ჩვევებს, როგორიცაა ფრჩხილების კენეტა ან მოწევა, მიდრეკილებას ჭამისკენ, სმისკენ, ლაპარაკისკენ.

 

ორალური ხასიათის ადამიანები  სხვაზე დამოკიდებულნი, პასიური და მიმდობნი არიან

რაც იმ ნეტარი მდგომარეობის გამოხატულებაა, როცა ისინი დედის ძუძუს წოვდნენ.

 

·        ანალური ხასიათის ‘’   კონფლიქტი და ფიქსაცია დაკავშირებულია ტუალეტთან ბავშვის მიჩვევის აუცილებლობასთან.

·        ამ სტადიაზე „ფიქსაციის’’ შედეგად ყალიბდება სისუფთავისა და წესრიგის ზედმეტად მოყვარული, პედანტური’’, ჯიუტი და ძუნწი’’  პიროვნება.

·        საზოგადოდ, ფსიქოანალიზის მიხედვით, პიროვნების ძირითადი სტრუქტურა ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება და უცელელი რჩება ცსოვრების განმავლობაში.

 

·        „ფსიქოანალიზის’’ მიხედვით თვით ადამიანის ბუნება უკიდურესად შავბნელ ფერებშია დახატული – ადამიანი ეგოისტური, უპირატესად სექსუალურ სიამოვნებაზე მიმართული, აგრესიული არსებაა.

·        ფსიქოანალიზი პიროვნების ბიოლოგიზაციას  ახდენს, რადგან მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს თანდაყოლილ ინსტინქტურ ძალებს და აკნინებს გარემოსა’’ და გამოცდილების როლს.

) „პიროვნების’’   ცნების  გაგება   ბიჰევიორიზმის  შეხედულების  მიხედვით  

 

·        „გარემო ‘’ და  „გამოცდილება’’  წამყვანი ცნებებია  პიროვნების’’ ბიჰევიორისტული „ გაგებისათვის  და მის საფუძველზე წარმოქმნილი თანამედროვე  სოციალურ-კოგნიტური მიმართულებისთვის.

·        ფროიდისაგან განსსვავებით, ბიპევიორისტული მიმდინარეობის წარმომადგენლები საჭიროდ არ მიიჩნევენ ჩაუღრმავდნენ ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურასა თუ პროცესებს, რადგანაც, მათი აზრით, პიროვნება არის ის  გამოცდილება, რომელიც დააგროვა ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში.

·        ბიპევიორისტული მიმდინარეობის წარმომადგენლების აზრით   ადამიანი დაისწავლის გარკვეულ სიტუაციაში გარკვეული რეაქციით (ქცევით) პასუხებს   განმტკიცებისა (მოთხოვნილების დაკმაყოფილება) და დასჯის მექანიზმების მეშვეობით.

·        ბიჰევიორისტებისთვის პიროვნებას ქმნის გარემო სიტუაციების ზემოქმედება.

·         ჯონ უოთსონი ამტკიცებდა, რომ ვისაც გნებავთ, იმას გამოზრდიდა ჩვილისაგან – ადვოკატს, მსატვარს, ქურდს... – მიუხედავად მისი მიდრეკილებებისა, ნიჭისა, წინაპრების საქმიანობისა თუ რასობრივი მიკუთენებულობისა.

·        „ბიჰევიორისტული’’  შეხედულებისთვის "პიროვნებაზე'' დამახასიათებელია შინაგანი ფსიქიკური და გენეტიკური ფაქტორების იგნორირება“ და გარემოსეული ფაქტორის მნიშვნელობის აბსოლუტიზაცია

)„პიროვნების’’   ცნება  სოციალურ -კოგნიტური’’ შეხედულების  მიხედვით  

 

·        ბიჰევიორიზმის მემკვიდრე, სოციალურ-კოგნიტური შესედულება ადასტურებს, რომ პიროვნების ქცევაზე  დიდად ზემოქმედებს სოციალური გარემო, მისგან მიღებული წახალისება და დასჯა.

თუმცა გამოცდილების შეძენა,[ ანუ „გარკვეულ სოციალურ სიტუაციასთან დაკავშირებული ქცევის ფორმირება“] აუცილებლად  არ გულისხმობს ინდივიდის მიერ ასეთი „ქცევის’’  პირადად შესრულებას და მის განმტკიცებას.

ადამიანს შეუძლია ისწავლოს სხვათა’’ მოქმედებაზე დაკვირვებითაც.

 

სხვათა მოქმედებაზე დაკვირვება

 

·        ცხოვრება გვიჩვენებს, რომ გამოცდილების შეძენის ამ გზას [ანუ „სხვათა მოქმედებაზე დაკვირვებას]  ყოველ ნაბიჯზე მივმართავთ, რაც დახარჯული ძალებისა და დროის დიდ ეკონომიას იძლევა.

·        რიგ შემთხვევაში სხვის შეცდომებზე სწავლა’’ ბევრ სირთულესა და საფრთხეს გვარიდებს თავიდან.

·        სხვა’’ ინდივიდის (მოდელის) მოქმედებაზე დაკვირვებით ამ მოქმედების შეთვისების პროცესს მოდელირება ეწოდება.

·         ეს პროცესი კარგადაა შესწავლილი.

·         მაგალითად, ამ თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ავტორის, ალბერტ ბანდურას  ცნობილი ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ აგრესიული ქცევის დაკვირვება ზრდის დამკვირვებლის აგრესიულობას.

 

·    დაიმახსოვრე :    სოციალური ქცევის შეთვისება ადამიანების მიერ უპირატესად მოდელირების პროცესის მეშვეობით ხდება.

 

თვითეფექტურობა

 

·        მაგრამ იმისთვის, რომ სხვა’’ ინდივიდის (მოდელის) მოქმედებაზე დაკვირვებით შეთვისებული მოქმედება პრაქტიკაში განხორციელდეს, მარტო მისი ასწაელა საკმარისი არ არის; აუცილებელია იმის რწმენაც, რომ დასწავლილი მოქმედება ეფექტურად იქნება გამოყენებული.

·        ქცევის რეგულაციის ამ მომენტს თვითეფექტურობა ეწოდება.

 

 

 

·        თვითეფექტურობა არის ადამიანის ცნობიერი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს კონკრეტულ სიტუაციაში.

·        ემპირიულმა კვლევამ[ცდებმა] აჩვენა, რომ თვითეფექტურობა განსაზღვრავს ადამიანის მიერ ა)ქცევის „|სახეობისა თუ ასიათის’’ არჩევანს, ბ)“ქცევის’’  შესრულების წარმატებულობას და გ)თანმდევ ემოციებს – სტრესი, შვოთვა, დარწმუნებულობა, სიამაყე და სხვა.

·        თეითეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ადაპტირებულობისა და ოველქმედების მაღალ დონეს და, საბოლოოდ, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

მოტივაციადასიტუაცია

 

·        ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მოქმედებისთვის საჭირო ჩეევები და თვითეფექტურობის მაღალი დონე, მაგრამ არ ჰქონდეს   „მოქმედების’’[„ქცევის’’]  შესრულების სურვილი [მოტივაცია]ან აუცილებელი მატერიალური თუ ფინანსური რესურსები.[ხელსაყრელი სიტუაცია]

·        პირველ  შემთხვევაში საქმე ეხება მოტივაციურ ფაქტორს’’, მეორეში – სიტუაციურ ფაქტორს’’.

"ურთიერთდეტერმინიზმის პრინციპი.

·        ა. ბანდურას მიაჩნია, რომ ქცევა, პიროვნება და გარემო ერთმანეთს განსაზღვრავს; ეს არის ე.წ. ურთიერთდეტერმინიზმის პრინციპი.

·        ადამიანი გარესინამდვილის გავლენას განიცდის, მაგრამ ამასთანავე, თვითონ ირჩევს ქცევის ხერხებს;

·         ადამიანი ერთდროულად რეაგირებს სიტუაციაზე და თვითონვეე ქმნის ამ სიტუაციას;

·        ადამიანი ირჩევს სოციალური გარემოს სიტუაციებს და ასევე ყალიბდება მათი გავლენით;

·        ადამიანი გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ქცევაზე და, ამასთანავე, სხვა პიროვნებათა გავლენით თავადაც ყალიბდება.

·        ამრიგად, პიროვნების  ქცევა ცვლის მის გარემოსაც და  თავად ამ პიროვნებასაც და, ამავე დროს, თავადაც მათი[გარემოს და პიროვნების] მუდმივი ზემოქმედებითაა გასსაზღვრული.

·         ეს უდავოდ მართებული ინტერაქციული თვალსაზრისია: ქცევა მართლაც გარეგანისა და შინაგანის ურთიერთქმედების შედეგია.

·        მაგრამ პიროვნების ფსიქოლოგიის გადასახედიდან მთავარია, თუ რა შინაარსია ჩადებული გარემოსა და პირონების ცნებაში.

·        სოციალური გარემოცვა, არსებითად, წასალისებისა და დასჯის მევეობით მოქმედებს.

·        თუ ადამიანი კარგად იქცევა, ის სოციალურ მხარდაჭერას ღებულობს  და მისი „კარგი ქცევაც განმტკიცდება. [ამაში ჩანს ამ თეორიის ბიჰევიორისტული ძირები.]

 

·        ურთიერთდეტერმინიზმი იმასაც ნიშნაეს, რომ ქცევას განსაზღვრავენ შინაგანი (პიროვნული) ფაქტორები, რომლებიც ქცეის უკუგავლენას განიცდიან.

 

·        პიროვნული ამ თეორიაში ნიშნავს კოგნიტურს (ამიტომაც ეწოდება მას „სოციალურ-კოგნიტური“ თეორია).

 

·        უ. მიშელი, ჯ. როტერი, ა. ბანდურა და სხვები ლაპარაკობენ იმაბე, თუ რა მონაწილეობას იღებს ქცევის რეგულაციაში რწმენა, აზრი, მოლოდინი, სტანდარტი, მიზანი, ღირებულება, გეგმა და ა.შ.

 

ერთი სიტყვით, ინდივიდუალური კოგნიციები, რომლებითაც ადამიანი თვითონ ცნობიერად მართავს ქცევას ანუ ახორციელებს თვითრეგულაციას;

 

·        ეს კოგნიციები, თავის მხრიე, ქცევაში ფორმირდება დასწავლის ით.

 

·         მოკლედ, პიროვნება "სოციალურ-კოგნიტურთეორიაში, ძირითადად, კოგნიტური სტრუქტურებისა და მათ შორის არსებული კავშირების სისტემის სახით აღიწერება.

 

·        დავიმახსოვროთ :„სოციალურ-კოგნიტური თეორია შეისწავლის ურთიერთმიმართებას გარემოს, ქცევასა და ცნობიერ კოგნიციებს (შემეცნების სფეროს) შორის.

სოციალურ-კოგნიტური თეორიის კრიტიკა

 

·        მაგრამ შეიძლება კი პიროვნების ცნების მთელი შინაარსის დაყვანა მხოლოდ კოგნიტურ და ცნობიერ სტრუქტურებზე?

 

·        პიროვნება არც მხოლოდ ცნობიერებაა და მით უფრო, არც მხოლოდ კოგნიცია.

 

·        ბიჰევიორიზმი ცნობიერებას და კოგნიციას მთლად უგულვეებელყოფდა. ამიტომ მათზე ყურადღების გამახვილება სოციალურ-კოგნიტური თეორიის უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი.

 

·        ბიჰევიორიზმი ფსიქონალიზსაც აკრიტიკებს იმის გამო, რომ მასში წარმოდგენილი არაცნობიერი პროცესები რეალურად არ არსებობს და ექსპერიმენტული კვლევით არ დასტურდება. მაგრამ განა შეიძლება ამის გამო არაცნობიერი სფეროს უარყოფა, რასაც ფაქტობრივად აკეთებს სოციალურ-კოგნიტურ თეორია?

 

·        ცნობიერების მნიშვნელობის ხაზგასმა არ უნდა ხდებოდეს არაცნობიერის მნიშვნელობის უარყოფის ან შემცირების ხარჯზე.

 

·        არაცნობიერი სფეროს გათვალისწინების გარეშე პიროვნების დახასიათება შეუძლებელია.[!!!!]

 

·        იგივე ითქმის კოგნიციაზეც. შემეცნების გარეშე პიროვნება არ არსებობს, მაგრამ ის წარმოუდგენელია მოტივაციურ-ემოციური ასპექტის გარეშეც, რომელიც არ დაიყვანება კოგნიტურზე.

 ხ

·         „სოციალურ-კოგნიტური „  შეხედულება გამსჭვალულია ძლიერი ოპტიმიზმით იმ მხრი, რომ ინდივიდის ბუნებისა და ქცევის შეცვლა გარემოს ცვლილების გითაა შესაძლებელი.

 

·        გარემოს ფაქტორის მნიშვნელობის უეჭეელობის მიუხედავად ხომ ფაქტია, რომ მდუღარე წყალი კვერცხს ამაგრებს, ხოლო კარტოფილს არბილებს. ეს გარემოება მათი გენოტიპის განსსვავებულობითაა გაპირობებული.

 

·        სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში კი გენეტიკური ფაქტორის როლ თუ უარყოფილი არა, ძლიერ დაკნინებულია.

 

დიდი საფრთხის შემცველი გარემო ერთს გმირად აქცევს, ხოლო მეორეს – არამზადად. გავლენის ეს სვადასხვაობა ინდივიდუალურ-პიროვნულ, მდგრად შინაგან თავისებურებებს უნდა მიეწეროს.

 

·        მიუსედავად იმისა, რომ სოციალურ-კოგნიტური თვალსაზრისი ლაპარაკობს შინაგან ფაქტორებზეც (თუმცა მხოლოდ კოგნიტური მნიშვნელობით), იგი მაინც სიტუაციონიზმისკენაა გადახრილი.

 

·        თავის კლასიკურ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი უოლტერ მიშელი ამტკიცებდა, რომ ინდივიდები სსვადასხვა სიტუაციებში (სახელოსნო, სასადილო, საკლასო ოთასი, სათამაშო მოედანი და სხვა) მუდმივ ნიშან-თვისებებს (შეგნებულობა, აგრესიულობა, ექსტრავერსია და სხვა) არ ავლენენ, ანუ ერთ ევითარებაში გამოხატაეენ აგრესიას ან ექსტრავერტულობას, მეორეში – არა.

 

ამიტომ  გამოთქეა მოსარება, რომ ქცევა უფრო მეტად განისაღერება სიტუაციის მასასიათებლებით, ვიდრე პიროვნული თვისებებით.

 

·        ამან ბიძგი მისცა სიტუაციონიზმისა და დისპოზიციონიზმის დაპირისპირებას, რომელიც ახლაც არ არის ბოლომდე დაძლეული.

 

·        აქ მთავარია უკიდურესობებისაგან თავის დაღწევა.

 

·        სიტუაცია'' ყოველთვის ახდენს გავლენას ადამიანის "ქცევაზე, ხოლო მისი პრიორიტეტი პიროვნულ ფაქტორზე ზოგჯერ მართლაც თვალსაჩინოა.

 

   "გარკვეულ სიტუაციაში'' ყველა ნორმალური ადამიანი ერთნაირად იქცევა.

 

მაბ. სასამართლოში ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველებისთვის მის პიროვნულ თვისებებზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა როლს ასრულებს იგი (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი თუ ბრალდებული).

 

ასევე არაბუნებრივია, რომ ადამიანის აგრესიულობა გამოვლინდეს რელიგიური ცერემონიის დროს, ხოლო კეთილმოსურნეობა – რაგბის თამაშისას.

 

·        სხვათა შორის, ყოველდღიური ცნობიერებისთვის სწორედ ესაა დამასასიათებელი – გადაჭარბებული დისპოზიციონიზმი და არასაკმარისად განვითარებული სიტუაციონიზმი.

 

ამ მოვლენას ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა ეწოდება.

 

ადამიანებისთვის საზოგადოდ დამასასიათებელია ქცევის მიზეზების ახსნისას უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ შინაგან პიროვნულ თვისებებს, ვიდრე გარეგან სიტუაციურ ფაქტორებს.

 

·        მაგრამ, მეორე მხრიე, არც ის იქნება მართებული, სიტუაციარომ ქცევის უმთავრეს განმსაზღვრელად ვაღიაროთ. ასეთ პოზოციას, არსებითად, პიროვნების ცნების უარყოფამდე მივყავართ, რამდენადაც პირონება, თუ ის რეალობაა, მუდმივ მახასიათებლებს გულისსმობს, რომლებიც არ შეიძლება ქცევაში არ აისახებოდნენ.

 

·        სიტუაციონისტების შეტევის საპასუოდ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პირონული ნიშან-თვისებები (მაგ, ემოციური სტაბილობა, დომინირებულობა, კომუნიკაბელობა და სხვა) ადამიანის ცხოვრების მანძილზე თითქმის არ იცელებიან, ანუ დროში მდგრადობა ახასიათებთ.

 ხ

მეტ-ნაკლებად გაირკვა პიროვნების ნიშან-თვისებების სიტუაციური მდგრადობის საკითხიც.

 

     ცხადი გახდა, რომ იმაზე მსჯელობა, არის თუ არა ადამიანი პატიოსანი ან კეთილი, არ შეიძლება ერთჯერად სიტუაციაში გამოვლენილი ქცევის მიხედვით. ეს სიტუაცია შეიძლება არ აღმოჩნდეს რელევანტური მოცემული თვისების გამოსავლენად.

 

საჭიროა ადამიანის მოქმედება მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან სიტუაციებში შემოწმდეს.

 

·        თუ ეს გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ პიროვნული თვისებების და სათანადო ქცევების ცვალებადობა სიტუაციიდან სიტუაციამდე სულაც არ არის დიდი.

 

·        მრავალი ექსპერიმენტის შედეგს თუ განვაზოგადებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის ქცევაზე ერთსაათიანი დაკვირვება საკმარისი არ არის იმის განსაზღვრისათეის, თუ როგორ იმოქმედებს იგი შემდგომი მეორე საათის განმაელობაში.

 

მაგრამ, თუ დაკეირვება, ვთქვათ, ერთ კვირას გრძელდება, მაშინ საკმაოდ ზუსტად შეიძლება იმის განსაზღვრა, როგორ მოიქცევა იგი ნებისმიერი სხვა კვირის განმავლობაში.

 

·        საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ტესტებით გამოვლენილი პიროვნული ნიშან-თვისებების მიხედვით ქცევა პროგნოზირებადია, ოღონდ ამისთვის სიტუაციები ექვივალენტური, თანაფარდი უნდა იყოს.

 

 მართლაც, ომ არ შეიძლება მოელოდე, რომ ადამიანი აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციებში აბსოლუტურად ერთნაირაღ მოიქცევა.

 

·        პიროვნების თვისებების შეთანმებულობა, პრინციში, დასტურდება, მაგრამ მეტი შეთანმება აღინიშნება გარკვეული სიტუაციური კატეგორიის შიგნით (მაგ, სალი, სკოლა, სამუშაო, გართობა, დასვენება), ვირე მათ შორის.

 ხ

·        საზოგადოდ, პიროვნების ნიშან-თვისებების ანუ დისპოზიციის თეორია პირონების შესწაელისას ეყრდნობა ორ ძირითად წანამძღვარს.

 

პირველი ისაა, რომ ადამიანებს ახასიათებთ სხვადასხვა სიტუაციაში ტიპური ქცევა, [რომელსაც განსაზღვრავს მათი ცენტრალური მიდრეკილებები – დისპოზიციები. ]

 

მეორე – პიროვნების უნიკალურობაა.

 ხ

·        ჰანს აიზენკმა გამოყო 3 ძირითადი პიროვნული ფაქტორი:

a.      ინტროვერსია-ექსტრავერისია,

b.       ემოციური სტაბილობა-ნევროტიზმი,

c.      ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერ-ეგო.

 

 

·        რაიმონდ კეტელი, მისგან განსსვავებით, ამტკიცებდა, რომ პიროვნების სტურუქტურას განსაზღვრავს სულ მცირე 16 ნიშანთვისება.

·        ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა ხუთფაქტორიანმა მოდელმა.

·        გორდონ ოლპორტი, ფაქტობრივად, ნიშანთვისებათა განუსაზღვრელ რაოდენობაზე საუბრობდა.

პიროვნებაჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით

 

·        თანამედროვე ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი მიმდინარეობა ჰუმანისტური ფსიქოლოგია.

·        მისი შესასწავლი ძირითადი ობიექტი ადამიანია, როგორც უნიკალური ერთიანი სისტემა.

·        ეს „სისტემა“  კი მოცემულია არა წინასწარ,  არა ა ფორმით, არამედ წარმოადგენს ოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ -„თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

·        ჰუმანისტური მიდგომით, ყოველ ადამიანს აქვს უწყვეტი განვითარებისა და თვითაქტუალიზაციის პოტენციალი, და რომ იგი თავისუფალია''[არაა დამოკიდებული] გარეგანი დეტერმინანტებისაგან[სიტუაციებისგან] იმ ღირებულებების წყალობით, რომლითაც ხელმძღვანელობს ცხოვრებაში არჩევანის გაკეთების დროს.

·        ჰუმანისტური მიდგომა ახლოს დგას ეგზისტენციალურ ფილოსოფიასთან, რომლის მთავარი პრინციპია ადამიანის მისწრაფება, იპოვოს თავისი არსებობის ჭეშმარიტი საზრისი.

·        ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით, პიროვნება მიმართულია მომავლისკენ, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისკენ (ა. მასლოუ).

·        ჰუმანისტური მიდგომით,  ადამიანი მიისწრაფვის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ რწმენის ამაღლებისკენ და “მე”-კონცეფციის ჰარმონიულობისკენ.

·         კარლ როჯერისის თანახმად “მე”-კონცეფცია არის თვითრეალიზაციის ძირეული მექანიზმი.

·        ამიანის მიერ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად " გაწეული ძალისმევის ფორმა თავსებადი უხდა იყოს “მე”-კონცეუციასთან.

·        მე”-კონცეფცია შედგება “მე”-ს შეხედულებებისაგან თავისთავზე ("თვითშეფასება") და იმისაგან, თუ "როგორი სურს მას რომ იყოს" (იდეალური “მე”).

·        ჯანმრთელი, მოწიფული და პარმონიული პიროვნების “მე”-კონცეფციაში ეს ელემენტები ურთიერთთავსებადადაა გაერთიანებული.

·        მე”-კონცეფციის დაშლის, დეზინტეგრაციის საშიშროება მაშინ იქმნება, როდესაც ძალიან დიდია განსხვვება  "თვითშეფასებასა" და "იდეალურ მე-ს" შორის,ან

ადამიანის "თვითშეფასებასა" დაამავე  ადამიანის "რეალურ ქცევით გამოცდილებას" შორის.

·        დეზინტეგრაცია ვლინდება დაურწმუნებლობის[თავდაუჯერებლობის], შიშის, შფოთვის და სვა განცდებში.

·        ეს განცდები თანდათან ძლიერდება და შემაწუხებელი ხდება.

·         გამოსავალი “მე”კონცეფციის[ათვითშეფასების და იდეალური „მე“--ს] გადახალისებაშია, მაგრამ პიროვნება, როგორ წესი, ცდილობს შეინარჩუნოს არსებული “მე”-კონცეუცია, რისთეისაც გარკვეულ დაცვით მექანიზმებს მიმართავს.

·       მათ შორის ყველაზე გავრცელებულია რეალობის აღქმის დამახინჯება დამე”-კონცეუციისთვის საფრთხის შემცველი გამოცდილების უგულვებელყოფა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები