თავი VII. არაცნობიერის ფსიქოლოგია

 

 


სარჩევი:

არაცნობიერის [ე.ი. „არაცნობიერი ფსიქიკური პროცესის’’] ამოვლინება ჰიპნოზში. 1

არაცნობიერის“[ე.ი. „არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების’’] ამოვლინება სიზმარში. 2

არაცნობიერი  მოტივაციის გამოვლინებები. 3

წინაცნობიერი’’ 3

საკუთრივ არაცნობიერი’’ 3

სოციალური განწყობებიარაცნობიერად ყალიბდება. 3

დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბების პროცსი   ხშირად  „არაცნობიერია’’ [ „მიბაძვა’’] 3

ადამიანის მიერ საკუთარი თავის „იდენტიფიკაცია’’  და ამა თუ იმ „სოციალური როლის აღება’’  ხშირად ასევე  არაცნობიერად’’ ხდება. 3

სოციალურ განწყობათა  შეცვლა ხშირადარაცნობიერად’’ ხდება. 3

მიზანი’’ იშვიათად არის „ცნობიერის’’ საგანი. 3

მოთხოვნილებები და ინტერესები“ ყოველთვის არ „ცნობიერდება’’ 3

არაცნობიერი კონიტური პროცესები. 3

)„ზღურბლქვედა [ან სუბსენსორული] გამღიზიანებლების არაცნობიერი გავლენა. 3

ბ) ადამიანები გაუცნობიერებლად და  არჩევითად რეაგირებენ სპეციფიკურ ემოციონალურ სტიმულებზე. 3

გ)„აღქმა’’ [რომელსაც ჩვენი ქცევა ემყარება], დიდწილად ცნობიერების მონაწილეობის გარეშე’’  ხორციელდება. 3

გ)   ბევრი რამ  ადამიანის  მეხსიერებაშიცნობიერი განზრახვის გარეშე აღიბეჭდება და აღდგება. 3

აზროვნების  პროცესები და მექანიზმები ადამიანის მიერარ ცნობიერდება’’ 3

არაცნობიერი ავტომატიზმები 3

არაცნობიერი  დისოზიციები 3

 

 

·        ე.წ. არაცნობიერი პროცესები სულიერი სამყაროს ყველაზე ძნელად შესასწავლ მოვლენებს მიეკუთვნება.

·         ამის მიზები ის არის, რომ იასეთი „ფსიქიკური პროცესები’’  არ შედიან  ცნობიერების სფეროში  არ ხდებიან ცნობიერების მიერ  უშუალო ჭვრეტის ობიექტი.

·        არაცნობიერი  ფსიქიკური პროცესები თვითდაკვირვებას არ ექვემდებარება, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიაში მათი არსებობაც კი  სადავო იყო.

·        მხოლოდ XX საუკუნეში, ძირითადად ფსიქოანალიზის გაელენით, არაცნობიერი  ფსიქიკური პროცესები  ფსიქოლოგიური შემეცნების საგანი[ობიექტი] გადა.

·        მაგრამ თავისი სიღრმისეულობისა და ცნობიერებაში მოუცემლობის გამო, სულიერი სამყაროს ეს სფერო დღესაც ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი.

·        მიუხედავად ზემოთქმულისა, არაცნობიერი პროცესები, ამა თუ იმ სასით, მაინც ვლინდება [!] ადამიანის  ა)ცნობიერებასა და ბ)ქცევაში.

·        ამის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ ჩვენი ცნობიერი ცოვრების მრავალი ფაქტის ახსნა შეუძლებელი ხდება, თუ არ იქნება დაშვებული    არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების არსებობა.

·        მაგ. ფროიდი ასეთ „ფაქტებად’’ თვლიდა  ა)„ჰიპნოზისა’’ და ბ)“სიზმრის’’ არსებობის  ფაქტებს.

 

არაცნობიერის [ე.ი. „არაცნობიერი ფსიქიკური პროცესის’’] ამოვლინება ჰიპნოზში

 

·        ცნობილია, რომ ადამიანი იპნოზში მიღებულ ჩაგონებას ჩვეულებრივი“ ანუ  ცნობიერების მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ ღასრულებს;

ამასთან , ჩაგონების შინაარსი მისთვის სრულიად არაცნობიერი რჩება.

·        მაგალითად, თუ ადამიანს, რომელიც შინიდან სამსახურში ჩვეულებრივ ავტობუსით დადის, ჩავაგონებთ: “ხვალ ფეხით წადი სამსახურში”, მეორე დღეს იგი ჩაგონების შესატყვისად იმოქმედებს. რომ კითხოთ, თუ რატომ არ ჩაჯდა ტრანსპორტში, შეიძლება გვითხრას: “კარგი დღეა და სუფთა ჰაერზე გავლა ვარჩიეო”. ამ სიტყვებით იგი სუბიექტურად ამართლებს“თავის  მოქმედებას, რომლის ნამდვილი აზრი’’  მისთვის დაფარულია.

·        მაგრამ თუ ამ ადამიანს ისევ ჰიპნოზურ მდგომარეობაში გადავიყვანთ და შევეკითხებით, რატომ წავიდა ფეხით სამსახურში, გვიპასუხებს: “იმიტომ, რომ გუშინ თქვენ დამავალეთ ასე მოვქცეულიყავი”.

·         ნათელია, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი თითქოს თავს “იტყუებს”, და საკუთარ ქცევას მისაღებ გამართლებას უგონებს; სინამდვილეში მის აქტივობას მართაეს ჩაგონების გზით შექმნილი არაცნობიერი დინამიკური მგომარეობა, რომელიც სიფსიზლის ცნობიერებისთვის მიუწვდომელი რჩება.

·         პოსტჰიპნოზური ჩაგონებით შესრულებულ ქმედებას მედიუმმა[ე.ი. ჩაგონებულმა პირმა ] შეიძლება ასეთი სუბიექტური გამართლება ვერც კი  მოუნახოს.

·         ჰიპნოზის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მკვლევარმა, ბერნჰეიმმა თავის პაციენტ ქალს ჰიპნოზში დაავალა, რომ მისულიყო მასთან ერთი კვირის შემდეგ, გვიან საღამოს. ზუსტად დათქმულ  დროს,მართლაც ეს  ქალი ტოვებს მის სალში წვეულებაზე შეკრებილ სტუმრებს, გაოცებულ მეუღლეს და მიდის ექიმთან. ამასთან, იგი დიდ უხერხულობას გრძნობს და ექიმს ეუბნება, რომ არ იცის, რატომ შეაწუხა იგი ასეთ დროს, მაგრამ ამის გაკეთების სურვილი მასზე ძლიერი ამოჩნდა.

·        ის, რაც მედიუმის ცნობიერებისთვის უაზრო და გაუგებარია,  ჩაგონებით შექმნილი არაცნობიერი დინამიკური მდგომარეობის მიხედვითწინასწარ დაგეგმილი და აზრიანი მოქმედებაა.

·        ამრიგად, ჰიპნოზში იქმნება ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ა) არსებობს და, ქცევის საფუძვლის სახით, ბ)არაცნობიერად ფუნქციონირებს.

არაცნობიერის[ე.ი. „არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების’’] ამოვლინება სიზმარში

 

·          ფროიდი სიზმარს  არაცნობიერისკენ მიმავალ სამეფო გას უწოდებდა.

·        სიზმრის ცნობიერება უდავოდ არაცნობიერიდან[ არაცნობიერი ფსიქიკური პროცესებიდან]  აღმოცენდება.

·         არა აქეს მნიშვნელობა, თუ როგორ გავიგებთ არაცნობიერსფსიქოანალიისა თუ რომელიმე ხვ ფსიქოლოგიური  თეორიის მიხედვით.

ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ’’  , საიდან ჩნდება სიზმარი;

·        თუმცა, სიზმრის  შინაარსის შესწავლამ და ინტერპრეტაციამ  შეიძლება მიგვიყვანოს მის[ანუ სიზმრის] საფუძვლად მდებარე არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებამდე

·        მაგ. სიზმარში ხშირად ერც გრძნობთ, რომ მისი სიუჟეტი ჩვენთვის ზნეობრივად მიუღებელი ქმედებისკენ მიემართება, მაგრამ, როცა ეს უზნეო ქმედება უნდა განხორციელდეს, სიზმრის სიტუაციაში შემოდის პერსონაჟი ან რაღაც ობიექტური ვითარება, რომელიც უარს გვათქმევინებს მასზე.

გამოღვიძებისას კმაყოფილები ვრჩებით, რომ სიზმარი ასე დასრულდა.

·        დაკვირვება მიგვანიშნებს, რომ ამგვარი სიზმრების სცენარში ხელის შემშლელი ვითარება ჩვენს სინდისს შემოაქვს, ანუ ღირებულებათა იმ სისტემას, რომელიც ცნობიერებაში სრულიად არ ჩანს, იგი[სინდისი]  ადამიანში „არაცნობიერად’’ არის მოცემული.

·        სიზმრების ინტერპრეტაციასთან   ერთად, არაცნობიერის სამკვიდროში შესაღწევად ფროიდი ე.წ. „ასოციაციის მეთოდსაც მიმართავდა.

·        ეს მეთოდი გულისხმობს პაციენტის მიერ მის გონებაში უწყვეტი ნაკაის სახით თავისთავად ამოტივტივებული შინაარსების (სიტყვების) თავისუფალ პროდუცირებას. [თავისუფალ წარმოთქმას]

·        ამ სიტყვების  ანალიზს ხშირად მივყაეართ ადამიანის „ცნობიერებისთვის დაფარულ ზრავებამდე, რომლებმაც ამ ადამიანში ესა თუ ის  ნევროზი გამოწვია.

·        ამრიგად, „ასოციაციის მეთოდი’’  გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების’’ შესახებ.

 

X

არაცნობიერი  მოტივაციის გამოვლინებები

 

ა)

·        არაცნობიერ მისწრაფებათა“[ე.ი. არაცნობიერი მოტივების]   საკითხი  მჭიდროდ არის დაკავშირებული ზიგმუნდ ფროიდის მიერ შექმნილ ფსიქოანალიზთან.

 

·        „ფსიქოანალიზი’ აერთიანებს როგორც ა)„მკურნალობის სისტემას, ისე ბ)ერთ-ერთ ყეელაზე ცნობილ და მასშტაბურ ფსიქოლოგიურ კონცეფციას[თეორიას]“,

 

 

·        ფროიდის უდიდეს დამსახურებას ცნობიერებისა და ქცევის’’  არაცნობიერ მოტივაციურ-დინამიკურ მიზეზებზე მითითება წარმოადგენს.

·        არაცნობიერი პროცესებისადმი ფროიდის ინტერესს ბიძგი მისცა პოსტჰიპნოზური ჩაგონების მაგალითების იმ დემონსტრაციამ, რომლებიც წარმოადგინა იპოლიტ ბერნჰეიმმა და დიდმა ფრანგმა ნევროლოგმა, შარკომ.

·        ერთ-ერთი მაგალითია, როცა ქალს ჩააგონეს, რომ ჰიპნოზიდან გამოსვლისას მას უნდა აეღო იქ მყოფი სტუმრის ქოლგა, გაეხსნა იგი და ოთახში გაევლო. მან მართლაც ზუსტად შეასრულა დავალება, რომელიც პოსტჰიპნოზურ მდგომარეობაში სრულებით არ ახსოვდა. შეკითხეაზე, თუ რატომ გააკეთა ეს, ქალმა უპასუხა, რომ სურდა შეემოწმებინა, კარგად იხსნებოდა თუ არა ქოლგა. როდესაც შეახსენეს, რომ ქოლგა მისი არ იყო, დაირცხვინა და თავის ადგილზე დადო.

·        პოსტპიპნოზური ჩაგონების რა თავისებურებებმა მიიპყრო ფროიდის ყურადღება?

 

1.      პირველიშესრულებულ მოქმედებათა მიზებების გაუცნობიერებლობამ.

2.      მეორეამ მიზეზების ქმედითობამ: ადამიანი ასრულებს დავალებას, თუმცა არ იცის, რატომ აკეთებს ამას.

3.      მესამემისწრაფებამ, რომ თავის ქმედებას ახსნა ან მოტივი მოუნახოს.

4.       მეოთხეშესაძლებლობამ, რომ ადამიანი თავისი მოქმედების ნამდვილი მიზეზის ახსნამდე მიიყვანოს მასთან საგანგებო მუშაობამ.

 

·        ფართო კლინიკური გამოცდილების საფუძველზე ფროიდმა ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება არაცნობიერის შესახებ, რომლის თანახმადაც : „ ადამიანის ფსიქიკაში სამი სფერო არსებობს:  ა)“ცნობიერი, ბ)“წინაცნობიერი და  გ)საკუთრივ “ არაცნობიერი.

წინაცნობიერი’’

 

·        წინაცნობიერი’’ სფეროს ტიპური წარმომადგენელი, ფროიის მიხედვით  არის „ფარული’’ ანუ „ლატენტური ‘’ ცოდნა

 

 „ლატენტური’’[ანუ „ფარული’’]   არის ცოდნა, რომელიც ადამიანს აქ, მაგრამ მოცემულ მომენტში მის ცნობიერებაში არ არის წარმოდგენილი’’.

მაგალითად, კარგად ვიცით ლობლების სახელები ან გამრავლების ტაბულა, მაგრამ ამ ინფორმაციას აქტუალურად არ ვაცნობიერებთ.

ამგეარად, ფროიდის მისედვით, ფსიქიკა უფრო ფართოა, ვიდრე ცნობიერება.

·        ფარული’’[„ლატენტური’’]   ცოდნაც  ფსიქიკური წარმონაქმნია, მაგრამ არაცნობიერი.

·        მისი გაცნობიერებისთვის საჭიროა მხოლოდ  მეხსიერებაში „შემონაული შთაბეჭდილების გამოცოცლება.

·        ფროიდს შესაძლებლად“[დასაშვებად]  მიაჩნია ამ შინაარსების[ ე.ი. შემონახული შთაბეჭდილებების] მოთავსება უშუალოდ ცნობიერების მიჯნაზე მყოფ სფეროში ( ანუ „წინაცნობიერში), რადგან, საჭიროების შემთვევაში, ადვილია მათი ცნობიერებაში გადმოტანა. [ანუ  „შემონახულ შთაბეჭდილებებს’’ ფროიდი „წინაცნობიერში’’ ვარაუდობს]

საკუთრივ არაცნობიერი’’

 

·        საკუთრივ არაცნობიერის სფეროს  კი სულ სხეა თვისებები აქვს.

·        პირველ ყოელისა, „არაცნობიერის’’ სფეროს „ფსიქიკური წარმონაქმნების გაუცნობიერებლობის მიზეზი    მათი სისუსტე (არამოტივირებულობა)არ არის (როგორც ეს ლატენტური ცოდნის შემთხეევაშია).

·        პირიქით, მათ[არაცნობიერ „ფსიქიკურ წარმონაქმნებს’’ იხ. ქვემოთ ]  უაღრესად დიდი ძალა აქეთ, რაც იმაში მჟღავნდება, რომ ისინი არსებით ზეგავლენას ახდენენ ჩვენს მოქმედებასა და მდგომარეობაზე

მაშასადამე, არაცნობიერი წარმონაქმნების პირველი განმასხვავებელი ნიშანი მათი ქმედითობაა.

 

არაცნობიერი წარმონაქმნების მეორე ნიშანი ის არის, რომ ისინი, თავისი ბუნებრივი სახით,  ძნელად ან სულ ვერ გადადიან ცნობიერებაში.

 ეს მე- თავდაცვის მექანიზმების მოქმედების შედეგია[იხ. ქვემოთ].

·        ქმედითობის ნიშნიდან გამომდინარე, ნათელია რომ არაცნობიერი სამყარო, არსებითად, დინამიკური მოტივაციური პროცესების სფეროა.

·        ამიტომ ფსიქოანალიზს დინამიკურ ფსიქოლოგიასაც უწოდებენ.

ყურადღება:

·        ფროიდის მიხედვით, ადამიანის ‘’ფსიქიკური ცხოვრება  ინსტინქტური ლტოლვევებით არის გაპირობებული.

·        ფროიდმა პიროენების სტრუქტურაში მათ[ე.ი. „ინტიქტურ ლტოლვებს“]  სპეციალური ადგილსამყოფელიც მიუჩინა და მას იდი უწოდა.

·        იდი  ადამიანის „ორგანიზმის ენერგეტიკის’“ ერთადერთი წყაროა.

·         „იდი’’ ესაა პრიმიტიული ინსტინქტებისა და მოტივაციური ძალების თარეშის სფერო.

·        იდი არის  ა)მომთხოვნი, ბ)იმპულსური, გ)ბრმა, დ)ირაციონალური, ე)ასოციალური, ვ)ეგოისტური და ზ)უკიდურესად ჰედონისტური, ანუ სიამოვნებაზე ორიენტირებული.

·        ამ თვისებების გამო იდის»  არაცნობიერი ლტოლვეები   ადაპტურ და სოციალურად მისაღებ ქცევას ვერ განაპირობებს.

·        მათ შეკავებასა და რეგულაციას  პიროვნების [იხ.“პროვნების ფსიქოლოგია’’] სპეციალური სტრუქტურები ემსახურება.

·        ფროიდის მიხედვით „სიცოცხლის მთავარი კანონია:  1)მე-სა და 2)„საეობის შენარჩუნება.

·         პირველს  შეესაბამება მე- ლტოლვები (შიმშილი, წყურვილი და სხეა) და მე-2-ს სექსუალური ლტოლვები.

·        მოგვიანებით ფროიდმა შეცვალა კლასიფიკაცია და ცალ-ცალკე გამოყო  ა)სიცოცხლის (ეროსი) და ბ)სიკვდილის (თანატოსი)  - ინსტინქტები.

·         „სიკვდილის ინსტიქტები’[თანატოსი ’]  ადამიანის აგრესიულ, დესტრუქციულ ქმედებათა საფუძველია,

 

·        „სიცოცხლის ინსტიქტები’’ კი ესაა არსებითად სექსუალური ლტოლვის“, ანუ, ავტორის[ანუ ფროიდის] ტერმინოლოგიით, ლიბიდოს ენერგია.

·        ფროიდმა აღწერა,  თუ როგორ ყალიბდება ეს მოტივაციური სისტემა [ანუ ეროსი და თანატოსი] ბავშვობის ასაკში, .. ფსიქოსექსუალური განვითარების პროცესში.

·        ფროიდის მიხედვით  ამ მოტივაციური ტენდენციების არაცნობიერში დამკვიდრებისა და იქიდან ნობიერებასა და ქცევაში გადმოსვლის კოლიზიებზეა[ანუ შეჯახებებზეა] [!] დაფუძნებული ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების ყველა გამოვლინება, მათ შორის ავადმყოფური  გამოვლინებები’’ (იხ. თავი VIII.)

 

სოციალური განწყობებიარაცნობიერად ყალიბდება

 

·        ის, რომ აქტივობის[ე.ი.„ქცევის’’]  მოტივაციური მექანიზმები ხშირად არაცნობიერად“ მოქმედებს, ფსიქოლოგიის სხვა მიმდინარეობებსა თუ დარგებშიც დასტურდება.

·        მაგალითად, სოციალურ ფსიქოლოგიაში ადამიანის ქცევის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად . . სოციალური განწყობები ითელება.

·        სოციალური განწყობები  გამოხატავენ ჩვენს დამოკიდებულებას  სხვადასხვა მოვლენების მიმართ და აღძრავენ სათანადო ქცევას.

·        ირკვევა, რომსოციალური განწყობების“   ა)ფორმირების, ბ)ფუნქციონირებისა და გ)შეცვლის პროცესი ძალიან ხშირად ისე მიმდინარეობს, რომ სუბიექტი ამას არ აცნობიერებს.

·        მაგ.ერთ გამოკვლევაში ცდისპირების ორ ჯგუფს უკითხავდენენ მასალას გარკვეული თემის გარშემო ბიჰევიორისტულ და კოგნიტივისტურ შეხედულებათა შესახებ.

·         შემდეგ ცდისპირები ამ მიდგომების გარჩევას იწყებდნენ.

·        როცა ისინი ემხრობოდნენ და იცავდნენ ბიჰევიორისტულ თვალსაზრისს, ექსპერიმენტატორი თავის დამოკიდებულებას გამოხატავდა სიტყვებით კარგია”, “სწორია;

·        მეორე შემთსვევაში იგივე კეთდებოდა კოგნიტური თეორიის მიმართ.

·        აღმოჩნდა, რომ ცდისპირებს ჩამოუყალიბდათ დადებითი პოზიცია იმ შეხედულების მიმართ, რომელსაც განუმტკიცებდნენ“[ანუ უწონებდნენ] , თუმცა სრულებით არ გაუც ნობიერებიათ, რომ მათზე განმამტკიცებელი სოციალური ზემოქმედება ხორციელდებოდ.

·        მაშასადამე,ცდისპირებში  სოციალური განწყობის ფორმირება არაცნობიერად მოხდა.

 დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბების პროცსი   ხშირად  „არაცნობიერია’’ [ „მიბაძვა’’]

 

·        რამესთან ან ვინმესთან „დამოკიდებულებებისა და ზნეობრივი „ღირებულებების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მექანიზმია მიბაძვა

·        რამესთან ან ვინმესთან „დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესი  ადამიანში  უფრო ხშირად არაცნობიერად მიმდინარეობს. [ეს დაიმახსოვრე]

·        ადამიანი თავისდაუნებურად დგება იმ პოიციაზე, რომელიც უკავია მისთვის ავტორიტეტულ[მისაბაძ] პიროენებას.

·        ამ მხრივ განსაკუთრებით მიმღებლურნი არიან ბავშვები, რომელთაც გადაედებათსხვისი განწყობები.

·        ამიტომ აქვს აღზრდაში ასეთი მნიშვნელობა „პირად მაგალითს.

ადამიანის მიერ საკუთარი თავის იდენტიფიკაცია’’  და ამა თუ იმ სოციალური როლის აღება’’  ხშირად ასევე  არაცნობიერად’’ ხდება

 

·        ამა თუ იმ სოციუმში დამკვიდრებული „ნორმების შეთვისება [ ანუ „სოციალური განწყობისფორმირება] , უმეტესწილად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობს.

·        აქ მრავალი მექანიზმი მოქმედებს;

·        მაგალითად,  ა)“საკუთარითავის  გაიგივება ამა თუ იმ პიროვნებასთან ან ჯგუფთან “ (.. იდენტიფიკაცია), ან  ბ)“თავის თავზე ამა თუ იმ სოციალური როლის აღება. [ამ დროს ადამიანს უფიქსირდება „აღებული როლის შესაბამისი შინაგანი პოზიცია ისე, რომ იგი ამას ვერც აცნობიერებს.]

სოციალურ განწყობათა  შეცვლა ხშირადარაცნობიერად’’ ხდება

 

·         ადამიანებს ცხოვრების პროცესში ჩამოყალიბებულ „სოციალურ განწყობათა შეცვლა უხდებათ.

·        ეს პროცესიც ხშირად ჩვენი განზრახვის გარეშე, გაუცნობიერებლად მიმდინარეობს.

·        ფსიქოლოგიაში ეს ვითარება საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, ძირითადად .. თავსებადობის თეორიების კუთხით.

·        ადამიანს აქვს ტენდენცია[მიდრეკილება], რომ მისი შინაგანი სამყაროს მოვლენები ( ანუ „აზრები, ღირებულებები, დამოკიდებულებები და ..) ერთმანეთთან თაესებადნი იყვნენ.

 თუ „თავსებადობა’’  დარღვეულია, წარმოიქმნება მათ შორის შესატყვისობის აღდგენის მისწრაფება.

·        დღეს უკვე აღწერილია არათავსებადობის მდგომარეობათა მაგალითები და სათანადო მოტივაციური ტენდენციები.

·        შესწავლილია აგრეთვე ის მექანიზმები და სტრატეგიები, რომლებსაც ადამიანები მიმართავენ არათავსებადობის მდგომარეობის მოსახსნელად.

·        ერთ-ერთი თვალსაზრისის მიხედვით, თუ ცნობიერების“ რონელიმე  ორი ელემენტი გარკვეულად ეწინააღმდეგება ერთმანეთ, წარმოიქმნება დისონანსის მდგომარეობა, რომელიც აღძრავს მისი მოხსნის, ანუ წონასწორობის აღდგენის ტენდენციას.

·        ვთქვათ, ადამიანს უნდა რომ დაიკლოს წონაში და ვერ ამბობს უარს შოკოლადზე.

·        სახეეა დისონანსი[„არათავსებადობა’’] .  

 

·        ამ „არათავსებადობის’’  მოხსნისთვის“[გადაჭრისათვის]  სუბიექტმა[გახდომის მსურველმა პირმა]  შეიძლება სხვადასხვა ას მიმართოს:  ა) „შეცვალოს დისონანსური ურთიერთობის ერთ-ერთი წევრი (შეწყვიტოს დიეტა ან შოკოლადის ჭამა)  ბ)“შეცვალოს დისონანსურ ურთიერთობაში მყოფი ელემენტების მნიშვნელობა (ჩათვალოს, რომ შოკოლადი არც ისე ასუქებს, ან რომ სიმსუქნე დიდი უბედურება არ არის);  გ)“ცნობიერებაში შეიყვანოს ახალი ელემენტი (შოკოლადი ასუქებს, მაგრამ სამაგიეროდ კარგად მოქმედებს გონებრივ უნარებზე) და ..

·        არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველივე ამას ინდივიდი ცნობიერად და შეგნებულად აკეთებს. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში დისონანსიდან მომდინარე ტენდენცია ცნობიერების მონაწილეობის გარემე ცვლის სუბიექტის განწყობებს და, საბოლოოდ კი , მათზე დამყარებულ ქცევას.

·        მაგალითად, თუ ადამიანი დათანხმდა განახორციელოს მის მორალურ მრწამსთან შეუსაბამო ქცევა, ეს გამოიწეევს დისონანსს, რომელსაც მომავალში შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი სოციალური განწყობების თავისთავადი შეცვლა მათი ზნეობრიობის შესუსტების მიმართულებით.

·         ასევე კარგადაა შესწავლილი .. გადაწყვეტილების შემდგომი დისოანსის ეფექტი.

·        დაახლოებით ერთნაირი მიმზიდველობის ალტერნატივებიდან არჩევანის გაკეთების შემდეგ’’ ადამიანი ასეთ  დისონანსს განიცდის:  არჩეულ ვარიანტს აქვს ნეგატიური ნიშნები, ხოლო უარყოფილსპოზიტიური.

·        ექსპერიმენტულად ნაჩვენებია, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იზრდება არჩეული და მცირდება უარყოფილი ალტერნატივის სუბიექტური მიმზიდველობა.

ამით ინდივიდი   „იმცირებს ან  საერთოდ „იხსნის დისონანსს.

 

 მაგ. ადამიანისთვის, რომელმაც დიდი ყოყმანის შემდეგ ორი მარკის მანქანიდან ერთ-ერთის ყიდვა გადაწყვიტა, არა მხოლოდ ეს[არჩეული]  კონკრეტული მანქანა გახდება უფრო მიმზიდველი, არამედ დადებითისკენ შეეცვლება დამოკიდებულება საერთოდ ამ მარკის მანქანების მიმართ. [ყურადღება :იგივე ითქმის „პარტიებს’’ შორის გაკეთებულ არჩევნებზე,ან  „საცოლის’’ ან „საქმროს’’ არჩევაზე და ა.შ. ]

·        დამოკიდებულებების, პოზიციების, სოციალური განწყობების ფუნქციონირებისა და შეცვლის სხვა სიტუაციებიც არის შესწავლილი. მათზე აღარ შევჩერდებით.

·        აქ მთავარი ისაა, რომ თავად ცნობიერების შინაარსების ჰარმონიზაციისა და დაბალანსების დროსაც კი ჩეენი ფსიქიკა ავტომატურ რეჟიმში, უპირატესად არაცნობიერად მუშაობს.

·        მეტწილად არც ამ სამუშაოს  მძვრელი ტენდენცია ცნობიერდება და არც მოტივაციური პრობლემის გადაწყვეტის ტექნოლოგია.

 

 მიზანი’’ იშვიათად არის „ცნობიერის’’ საგანი

 

·        ის, რომ მოტივაციური წარმონაქმნების ფუნქციონირება ხშირად ცნობიერების ველის მიღმა მიმდინარეობს, კარგაღ ჩანს იმის მაგალითზე, თუ როგორ მოქმედებს მიზანი.

·        მიზანი   მოტივაციური სფეროს ერთ-ერთი მოვლენაა და ფსიქიკაში მეტ-ნაკლებად ხანგრძლივად რჩება.

·        „მიზანი’’ დასახვიან განხორციელებამდე ყოეელთვის არსებობს, მაგრამ ის  ცნობიერების საგანი იშვიათად ხდება.

·        როცა დასახული მიზნის რეალიზაციის ებზე და საშუალებებზე’’ ვიწყებთ ფიქრს და პრაქტიკულ მოქმედებაზე გაღავდიეართ, თვითონ მიზნისთვის ცნობიერებაში ადგილი აღარ რჩება, რის გამოც იგი გადის ცნობიერებიდან, მაგრამ ჩვენში მაინც არსებობს რაღაც ფორმით ‘’და მონაწილეობას იღებს მისი[ამ „მიზნის’’]  რეალიზაციისთვის საჭირო ქცევითი აქტების რეგულაციაში.

·        როცა განხორციელების გზაზე ზოგჯერ ვაცნობიერებთ მიზანს, ეს ისე განიცდება, რომ იგი ყოველთვის იყო და იგულისხმებოდა, მაგრამ ცნობიერება მხოლოდ ახლა მიბრუნდა მისკენ’’.

·        აქ დაახლოებით ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ვთქვათ მაშინ, როდესაც სტადიონზე გატაცებით ვუყურებთ ფეხბურთს და ჩვენ გვერდით მჯდომი მეგობარი ჩვენს ცნობიერებაში არაფრით არ არის წარმოდგენილი, მაშინაც კი, როცა მას შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ.

მიუხედავად ამისა, მისი ჩვენ გვერდით არსებობა მაინც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს აქტივობას.

შემთხვევით თავი იქით რომ მივაბრუნოთ, სადაც მეგობრის არსებობას ვგულისხმობთ და იგი იქ არ დაგვხედეს, განცვიფრება ან შიში შეგვიპყრობს.

ეს შიში არსებული ვითარების გაცნობიერების შედეგად კი არ აღმოცენდა, არამედ წინ უსწრებს მას, და მაშასადამე, იმ ნაგულისხმევი არაცნობიერი მოცემულობიდან გამომდინარეობს.

·        საზოგადოდ, ემოციური განცდები, რომელთა გამომწვევი მიზეზები მოცემულ მომენტში ცნობიერებაში არ ჩანს, გვაფიქრებინებს, რომ მათი[ე.ი. ემოციების] შესატყვისი მოვლენები, გარკვეული ფორმით, აღქმისა და წარმოდგენის აქტებამდეც არსებობდა, რომ გარესამყარო ჩვენთვის მხოლოდ ცნობიერების ფორმაში არ არის მოცემული.

მოთხოვნილებები და ინტერესები ყოველთვის არ „ცნობიერდება’’

 

·        ჩვენი მოთხოვნილებები აქტივობის[ქცევის] პროცესის წარმართვისას ყოველთვის არ ცნობიერდება.

·        მოთხოვნილებები და ინტერესები, სხვადასხვა სახის მისწრაფება და გადაწყვეტილება, სიძულვილი და სიყვარული არსებობას ცნობიერების ველზე არც იწყებენ და არც ამთავრებენ;

·        ისინი ღრმად იდგამენ ფესვებს  ადამიანის სულში [ე.ი. „არაცნობიერში’’]და იქიდან წარმართავენ ცნობიერების პროცესებს.

·        ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ერთ-ერთი დაკვგირვება: ზოგჯერ, ვთქვათ წიგნზე მუშაობისას, რომელიმე, განსაკუთრებით გააქტიურებული მოთხოვნილება ისე შეუმჩნევლად გააქტიურდება და გამოგვითიშავს ცნობიერებას კითხვის პროცესიდან, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, როდის შეწყვიტა ცნობიერებამ წაკითხულის გააზრება და შეუდგა წარმოსახვის სურათების შექმნას.

·        ხელი ფურცლავს გვერდებს, თვალი კითხულობს ტექსტს, მაგრამ მთელი ეს მოქმედება ისევე გაუცნობიერებელი რჩება, როგორც ის მოთხოვნილება, რომელმაც ცნობიერების შინაარსიმოიპარა.

·         შემდეგ უეცრად გამოვარკვევთ, რომ ოცნებას წავუღივართ და უკანასკნელი გვერდები ისე გადაგვიკითხავს, არაფერი გაგვიგია.

·        მსგავს  შემთხვევებში  მოთხოვნილება თავის საქმეს ცნობიერების გარეშე აკეთებს;

·        თვალი ნამდვილად კითხულობს სტრიქონებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვებისა და ასოების ხატები გვაქვს, მაგრამ ისინი არ არიან წარმოდგენილი ცნობიერებაში, ვინაიდან ცნობიერება მთლიანად მოწყვეტილია რეალობას და ფანტაზიის სამყაროშია გადასული; მისთვის არც წიგნი არსებობს და არც მისი სიტყვები.

არაცნობიერი კონიტური პროცესები

 

)„ზღურბლქვედა [ან სუბსენსორული] გამღიზიანებლების არაცნობიერი გავლენა

 

·        შეგრძნებისა და აღქმის სფერო მდიდარ მასალას იძლევა არაცნობიერი ფსიქიკის დახასიათებისთვის.

·        ირკვევა, მაგალითად, რომ ადამიანის ფსიქიკაში აისახება იმდენად მცირე ინტენსივობის გამღიზიანებლები (ინფორმაცია), რომლებსაც ცნობიერება ვერ აფიქსირებს.

 

მათ ზღურბლქვედა [ან სუბსენსორული] გამღიზბიანებლები ეწოდებათ.

 

·        მაგალითად, ეკრანზე ვიზუალურად შეიძლება მოცემული იყოს ინფორმაცია, რომელსაც აბსოლუტურად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ იგი მაინც ერთგვარ ზემოქმედებას ახდენს სუბიექტზე, აღძრავს მასში გარკვეულ სურვილებს და მოტივაციურ ტენდენციებს.

·         ხშირად გაიგებთ, რომ ამ მოვლენას იყენებენ სარეკლამო ბიზნესში.

·        ერთ-ერთ გახმაურებულ გამოკვლევაში ფილმის მსვლელობისას წამის I/24- განმავლობაში (.. ისე, რომ ადამიანი ამას ვერ ამჩნევს) ეკრანზე მრავალჯერ ჩნდება კადრები, რომლებიც ხოტბას ასხამენ კოკა-კოლას ან სიმინდის ბურბუშელას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრები არავის ცნობიერად  არ აღუქვამს, მაყურებელში გაიღვიძა აღნიშნული პროდუქტების შეძენისა და მოხმარების გამოკვეთილმა სურვილმა.

·        აკუსტიკური და ვიზუალური სუბსენსორული გამღიზიანებლები გამოყენებულია ენის სწავლებაში (ლექსიკური მარაგის განმტკიცებისთვის),

·        ასევე  მავნე ჩეევებთან საბრძოლველად (მსმელი, მწეველი, გაუმაძღარი ადამიანების დასახმარებლად) და ..

·        ზოგიერთი სპეციალისტი, საგანგებო ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, სკეპტიკურად აფასებს ამგვარი ემოქმედების ეფექტურობას სამედიცინო, სასწავლო, სარეკლამო თუ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის სფეროში.

·        თუმცა დღეს თითქმის არავინ უარყოფს თვით ურბლქვედა’’[ ანუ არაცნობიერი გავლენის] არსებობას, რაც არაერთი ექსპერიმენტით დადასტურდა.

·        მაგალითად, ცდისპირებს სთხოვენ შეაფასონ სლაიდებზე გამოსახული ადამიანები. მანამდე ექსპერიმენტის მონაწილენი უყურებენ ეკრანს, რომელზეც სურათები იმდენად სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, რომ მათზე რაიმეს ამოცნობა აბსოლუტურად შეუძლებელია. ამდენად, ამ სურათების შინაარსი სუბიექტის ცნობიერებისთვის დაფარულია, უცნობია. ობიექტურად კი სურათების ემოციური შეფერილობა ან დადებითია (კნუტები, ლეკეები ან შეყვარებული წყვილი), ან უარყოფითი (მაქცია, გვამი, გაბრაზებული სახე).

·        ის ცდისპირები, რომლებზეც დადებითი არაცნობიერი ზეგაელენა მოდა, სლაიდებზე გამოსახულ ადამიანებს უფრო დადებითად ახასიათებენ, ვიდრე უარყოფითი არაცნობიერი ზეგავლენის მქონენი.

·        სხვა ცდებში ნაჩვენებია, რომ სუბსენსორულად მიწოდებული სიტყვის მნიშვნელობა საგრძნობლად ცელის მომდევნო სიტყვების ამოცნობადობას.

·        მაგალითად, სიტყვაპურისარაცნობიერი ზემოქმედების შემდეგ, გართულებული აღქმის პირობებში, ეკრანზე უფრო ადვილად ამოიცნობა მასთან მნიშვნელობით ახლო მყოფი სიტყვა კარაქი, ვიდრე, ვთქეათ, ექიმი.

ბ) ადამიანები გაუცნობიერებლად და  არჩევითად რეაგირებენ სპეციფიკურ ემოციონალურ სტიმულებზე.

 

·        ცნობილია .. პერცეპტული დაცვის ფენომენი.

·        ესაა პროცესი, რომლის მეშვეობითაც სუბიექტი თავს იცავს    ა)სხვადასხვა ხიფათის შემცველი ან ბ) სოცილურად თუ პიროვნულად მიუღებელი სტიმულებისაგან

·        ერთ-ერთ ექსპერიმენტში ცდისპირებს განსვავებული სისწრაფით აწდიდნენ ამოსაცნობად ერთნაირი რაოდენობის ასოებისაგან შემდგარ და ერთნაირი სტრუქტურის მქონე ორი ტიპის სიტყვებსნეიტრალურს და  ტაბუირებულს[ სექსთას დაკავშირებულს].

·        ამასთან ერთად ხდებოდა ემოციებთან დაკავშირებული ფიიოლოგიური რეაქციების რეგისტრაცია.

·        გამოირკვა, რომ ცდისპირები მნიშვნელოვნად მეტ დროს ხარჯავენ ემოციურად შეფერილი სიტყვების ამოსაკითხავად და ავლენენ ამ სიტყვებზე გამოხატულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს მანამ, სანამ მათ ამოიცნობენ.

·        მსგავსი გამოკვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები გაუცნობიერებლად არჩევითად რეაგირებენ სპეციფიკურ ემოციონალურ სტიმულებზე.[ეს დაიმახსოვრე]

გ)აღქმა’’ [რომელსაც ჩვენი ქცევა ემყარება], დიდწილად ცნობიერების მონაწილეობის გარეშე’’  ხორციელდება.

 

·        თავი რომ დავანებოთ სუბსენსორულ ან გართულებულ პერცეფციას,  ჩვეულებრივი აღქმაც“ კი , რომელსაც ჩვენი მოქმედება[ქცევა]  ემყარება, დიდწილად ცნობიერების მონაწილეობის გარეშე’’  ხორციელდება.

·        ვაცნობიერებთ თუ არა ჩვენ ა)ქვაფენილის უსწორმასწორო ზედაპირს, რომელზეც მივდივართ. ბ)შემხვედრ ადამიანებს, რომელთაგან ნაცნობებს ზოგჯერ გაუცნობიერებლად ვესალმებით კიდეც, გ)მაღაზიის ვიტრინების საგნებს, რომელთაც თვალს ვავლებთ და ბევრ სხვა რაიმეს მაშინ, როცა თანამგზავრთან საუბრით ვართ აქტიურად ჩართული?

·        პასუხია:  არა!

·        მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერების საგანია მხოლოდ თანამგზავრთან საუბრის შინაარსი.

·        მაგრამ განა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ აღვიქეამთ იმას, რაც ირგვლივ ხდება?

·        ქუჩაში ჩვენს მიერ განხორციელებული მოძრაობები და ‘“მთელი ჩვენი ქცევა ზუსტად შეესატყვისება ყველაფერ იმას, რაც ირგვლივ მიმდინარეობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მას აღვიქვამთაღვიქვამთ არაცნობიერად.

·        შემხვედრი ნაცნობი რომ არ აღგვექვა, მას ხომ არ მივესალმებოდით.

 

ამ ვითარებას ასახავს მოვლენა, რომელსაც წვეულების ეფექტი უწოდეს.

 

·        ხმაურიან წვეულებაზე რაღაცით ხართ დაკავებული და ყურადღებას არ აქცევთ შორიახლოს მიმდინარე საუბარს იქამდე, ვიდრე თქვენი სახელი არ გაიჟღერებს.

·         მხოლოდ მაშინ ხდება ნათელი, რომ თურმე გაუცნობიერებლად უსმენდით საუბარს და რაწამს თქვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალი გაჩნდა, მაშინვე გაარჩიეთ ის, თუმცა საუბრის დანარჩენ შინაარსზე წარმოდგენაც არა

გ)   ბევრი რამ  ადამიანის  მეხსიერებაშიცნობიერი განზრახვის გარეშე აღიბეჭდება და აღდგება

 

·        .იგივე ითქმის სხვა შემეცნებით [ანუ კოგნიტურ]პროცესებზეც,

·         მაგალითად მეხსიერებაზე.

·        ადამიანის მეხსიერებაში  ბევრი რამ მისი ცნობიერი განზრახვის გარეშე აღიბეჭდება (დამახსოვრების პროცესი). 1

·         ასევეა გახსენების დროსაც (აღდგენის პროცესი).

·        მეხსიერებაში დაცული მასალა შეიძლება ისე ამოეიეს ცნობიერებაში, რომ ადამიანმა არც იცოდეს, თუ რატომ გაასსენდა იგი.

·        ასეთია .. პერსევერაცია (წარმოდგენის თავისთავადი და აკვიატებული ამოტივტივება ცნობიერებაში), ან .. ასოციაციური მეხსიერება (ესაა მოვლენა, როცა რაიმეს აღქმას ან წარმოდგენას უნებურაღ მოჰყვება ცნობიერებაში მეორე წარმოდგენა)

·        ყოეელივე ეს ცნობიერი კონტროლის გარეშე ხდება.

[დაიმახსოვრე ეს ტერმინები და მათი მნიშვნელობები]

 

·        მეხსიერებაში შენახვის პროცესი   თავისი არსით არაცნობიერია.

 

 ინფორმაცია მოძრაობს ცნობიერებიდან მესიერების’’ „ არაცნობიერი საცავებისკენ და პირიქით.

 

·        აღბეჭდილი[დამახსოვრებული] ინფორმაცია არაცნობიერში უბრალოდ კი არ ინახება, არამედ გარკვეულ ფსიქიკურ გადამუშავებას განიცდის;

·        იგი სათანადოდ სტრუქტურირდება და შემდგომში აქტივირდება სუბიექტის წინაშე მდგარი ამოცანის შესატყვისად.

·         ამიტომ ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ ის შემოდის ცნობიერებაში, რისი გაცნობიერებაც ამ მომენტისთვისაა აუცილებელი.

·        ეს ფაქტი მეხსიერებაში მიმდინარე არაცნობიერ ფსიქიკური პროცესებზე მიუთითებს (იხ. თავი XII).

·        აქ კი განვიხილოთ უბრალო მაგალითი.

·        მეხსიერებაში საშუალოდ მრავალი ათასი სიტყეაა დაცული.

·        ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ამ სიტყვებს და საოცარია, რომ მეტყველების დროს ყოველი სიტყვა თავის დროზე და თავის ადგილზე ჩნდება ისე, რომ სიტყვათა მთელ მარაგში მისი საგანგებო ძებნა არ გვიხდებ.

·         ათეულობით ათასი სიტყვა ცალ-ცალკე ქაღალდის პატარა ნაჭრებზე რომ დაგვეწერა და ყუთში ჩაგვეყარა, წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი დღაგეჭირდებოდა, რომ იქიდან თუნდაც ერთი წინადადების სათქმელად საჭირო სიტყვები ამოგვერჩია.

·         მეტყველების დროსაც ასე რომ ხდებოდეს მეხსიერებაში სიტყვების ძებნა, მთელ დღეს ორი წინადადების გამოთქმასაც ვერ მოვახერხებდით.

·        მეტყველების პროცესში ცნობიერება, ჩვეულებრიე, არც აზრის გამოთქმისთვის საჭირო სიტყვების შერჩევას ახდენს და არც სიტყვათა გრამატიკულ შეთანხმებაში მონაწილეობს. ერთიც და მეორეც მას მოცემული ვითარების შესატყვისად გამზადებულად ეძლევა.

·        დაკვირვება ადასტურებს, რომ წინადადება და მასში მოცემული აზრი ცნობიერების გარეთ სტრუქტურირდება იქამდე, ვიდრე მას წარმოვთქვამდეთ.

·         ჩვეულებრივი საუბრის, მეცნიერული კამათისა თუ მოხსენების დროს, ხშირად საკმაო გრძელ წინადადებას ვიწყებთ სიტყვით, რომელსაც ამ წინადადების უკანასკნელი სიტყვა მოითსოვს, ისე, რომ ეს უკანასკნელი სიტყვა წინადადების დასაწყისში გაცნობიერებული არ არის.

·        როდესაც მოკამათეს სიტყვას ვაწყვეტინებთ, იმ მომენტში ჩვენი ცნობიერების ველზე არც ერთი აზრი, არც ერთი სიტყვა, რომლის სათქმელადაც იგი შევაჩერეთ, არ ჩანს,

·        მაგრამ, რაღაცნაირად, მაინც მაქსიმალური გარკვეულობით გვაქვს მოცემული ის, რისი თქმაც გვინდა და იმის რწმენაც, რომ სწორედ ჩვენს მიერ გამოსათქმელი აზრია ჭეშმარიტი

·        .სათქმელი შეიძლება წინასწარ გაცნობიერებული და გააზრებულიც იყოს, მაგრამ ეს ვითარებას არსებითად არ ცვლის.

·        საქმე ისაა, რომ იმ მომენტში, როცა ლაპარაკს ვიწყებთ, წინასწარ ნაფიქრალი’’ ცნობიერებაში არა გეაქვს მოცემული.

·         ეს ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ცნობიერების მოცულობა  მეტად მცირეა;

·        იგი ერთ გრძელ წინადადებასაც ვერ გასწვდება.

·         აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ კათედრასთან მდგარ ლექტორს ლექციის დაწყებისას მთელი სათქმელი ცნობიერებაში ჰქონდეს.

·        მან, ცხადია, იცის მასალა და ისიც იცის, რომ შესაბამისი ცოდნა აქვს, მაგრამ თვით ლექციის შინაარსი არაცნობიერადაა მოცემული;

·        მისი გაშლა-გაცნობიერება მხოლოდ ლექციის მსვლელობაში წარმოებს.

·        მაგ.ის გარემოება, რომ   ფროიდის თეორია ვიცი’’ , არ ნიშნავს, რომ ეს თეორია  მოცემული მაქეს ცნობიერების რაიმე შინაარსისწარმოდგენის ან აზრის სახით.

·        ფროიდის  კონცეფცია, როგორც ერთი მთლიანობა, ჩემში არაცნობიერადაა შენახული’’ და იგი ცნობიერებას მხოლოდ თანდათანობით, მსჯელობათა გრძელი რიგის სახით შეიძლება მიეწოდოს.

აზროვნების  პროცესები და მექანიზმები ადამიანის მიერარ ცნობიერდება’’

 

·         თუ მეხსიერების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების არაცნობიერ მექანიზმებზე ლაპარაკი სავსებით გამართლებულია (ვინაიდან მეხსიერება, არსებითად, ფსიქიკური შინაარსების ცნობიერების მიღმა შენახვასთან არის დაკავშირებული),

·        აზროვნებასთან მიმართებაში ეს შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, რადგან აზროვნება, ჩვეულებრივ, ცნობიერი გონებრივი მოქმედების საჩვენებელ ნიმუშად ითვლება.

·        მაგრამ უკვე გასული საუკუნის დასაწყისში წარმოებულმა პირველმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა, რომლებიც ძირითადად ქალაქ ვიურცბურგის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში შესრულდა, შემდეგი რამ აჩვენა: აზროვნების არსებითი მსარეები,აზროვნების  პროცესები და მექანიზმები (ანუ ის თუ როგორ გადადის აზრი ერთი მნიშვნელობიდან მეორეზე, როგორ ხდება ამოცანის ამოხსნა, როგორ ჩნდება გაგება, მიხვედრა, წვდომა) არ განიცება და სუბიექტის თვითდაკვირვებაში არ არის მოცემული;

·        მათზე[აზროვნების არსებითი მსარეებზე, მის პროცესებზე და მექანიზმებზე] შინაგანი მზერის გადევნება, მათი შემჩნევა და ცნობიერების არეში მოქცევა ფაქტობრივად შეუძლებელია.

·        ცნობიერებაში მოცემულია  ა)აზროენების პროცესის შედეგი ახალი ცოდნა, რი და ბ) აზროვნების პროცესის თანმხლები ემოციური ელფერის ინტელექტუალური მდგომარეობებივის, ძიების, დარწმუნება-დაურწ მუნებლობის და სხვა განცდები.

·        თაეად ინტელექტუალური ოპერაციები   კი, როგორც წესი, არ ცნობიერდება.

 

·        თანამედროვე მონაცემები ადასტურებს, რომ სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტისას სათანადო ცოდნისა და გონებრივი წესების გამოყენება ძირითადად არაცნობიერად ხდება.

 

·        ამგვარად, შემეცნებითი ფსიქიკური ცხოვრების  დიდი ნაწილიკულისებს მიღმამიმდინარეობს და მიუწვდომელია ჩვენი დაკვირვებისთვის.

·        როგორც ჩანს, ცნობიერებას თითქმის არა აქვს წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს აღქმას, მეხსიერებასა თუ აზროვნებას განსაზღვრავს.

·        ადამიანები აღიქვამენ სტიმულებს, ამოაქვთ მეხსიერებიდან და იყენებენ ინფორმაციას, მსჯელობენ და გამოაქვთ დასკვნები და ეს ყველაფერი მეტწილად ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ხდება, რასაც ამ პროცესების შემადგენელი მოქმეედებებისა და ოპერაციების ავტომატიზებულობა[!] განაპირობებს.

 

 არაცნობიერი ავტომატიზმები

 

·        არაცნობიერ აევტომატიზმებში ჩვეულებრივ ის აქტები იგულისხმება, რომლებიც თავისთავადმიმდინარეობენ, ცნობიერების მონაწილეობის გარეშე.

·        როგორც ყოველგვარი მოქმედება თუ ოპერაცია, ისინი შეიძლება იყენენ ა)„გონებრივი და ბ)„პრაქტიკული (იხ. თავი IX).

·        ავტომატურ ფსიქიკურ პროცესთა ანალიზი მათ ორმაგ წარმომავლობას ადასტურებს:

 

ა)ზოგიერთი მათგანი არასდროს ცნობიერდებოდა,  

ბ)ზოგი კი არაცნობიერი გახდა ცნობიერების გავლის შემდე.

 

·        პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირველად ავტომატიზმებთან’“, რომელთაც ავტომატური მოქმედებები ეწოდება.

·        მეორე შემთხვევაშიმეორად ავტომატიზმებთან, რომლებიც ავტომატიზებული მოქმედების ’ [ანუ ჩვევები]  სახით ვლინდება.

·        ავტომატურ მოქმედებათა ჯგუფში ერთიანდება თანდაყოლილი ან ისეთი აქტები, რომელთა ფორმირება ძალიან ადრეულ ასაკში ხდება[პირველი წელის განმაელობაში].

·        ამგვარი ავტომატიზმებია, მაგალითად,ა) თვალის ხამხამი, ასევე ბ)წოვის, გ)ტაცებისა და სხვა მსგავსი რეფლექსები.

·        ეს ისეთი აქტებია, რომელთა ცნობიერი კონტროლი  ან შეუძლებელია, ან უაღრესად გაძნელებული.

·         ავტომატიზებულ მოქმედებათა ანუ ჩვევათა ჯგუფი განსაკუთრებით მრავალფეროვანია.

·        ჩვევის ფორმირების წყალობით ორმაგი ეფექტი მიიღწევა:

 

1) მოქმედების სწრაფად და ზუსტად შესრულება;

2) “ ცნობიერების განტვირთვა, [რომელიც უფრო რთული მოქმედებისკენ შეიძლება წარიმართოს.]

·        ამ პროცესს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშენელობა აქეს;

·        სწორედ ის[ანუ „ჩვევების’’ ფორმირება]  უდევს საფუძვლად ჩვენს რაიმეში „გაწაფულობას, ამა თუ იმ  ცოდნასა თუ  ამათუ იმ „უნარებს.

·        განვიხილოთ რომელიმე მაგალითი, ვთქვათ ის, თუ როგორ ვსწავლობთ ფორტეპიანოზე დაკვრას.

·         ყველაფერი იწყება ელემენტარული აქტების შეთვისებით.

·        ჯერ საჭიროა სწორად დაჯდომის, ფეხებისა და ხელების სწორად მოთავსების, კლავიატურაზე თითების განლაგების დასწავლა.

·        შემდეგ ცალკე მუშავდება თითების მოძრაობები, აკორდის აღება, სტოკატოს ან ლეგატოს შესრულება და ..

·        ყველაფერი ეს მხოლოდ საფუძველია გამომხატველობითი დაკვრის სწავლისათვის (იხ. თავი IX).

 

·        ამგვარად, ადამიანი ჩვევას იძენს, ოსტატდება მარტივი მოძრაობებიდან რთულზე გადასვლის გზით, რასაც განაპირობებს უკვე დაუფლებულ მოქმედებათა გადატანა არაცნობიერ დონეებზე.

 

·        როცა ცნობიერი კონტროლისაგან მოქმედების გათავისუფლების შესახებ ვლაპარაკობთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს აბსოლუტური გათავისუფლებაა და ადამიანმა საერთოდ არ იცის, რას აკეთებს.

 

·        ცნობიერების ველს აქვს ა)ფოკუსი, ბ)პერიფერია და გ)“საზღვარი, [რომლის მიღმაც იწყება არაცნობიერის სფერო].

 

·        ცნობიერების ეს არაერთგვაროვანი სურათი მიესადაგება სწორედ რთული  მოქმდების იერარქიულ სისტემას.

 

·        ცნობიერების “ [ანუ ყურადღების ფოკუსში“] კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება  რთული  მოქმდების იერარქიული სისტემის ყველაზე მაღალი საფეხურები, ანუ მოქმედების ყველაზე გვიანდელი და რთული კომპონენტები.

 

·        უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედების’’  სხვადასხვა კომპონენტების ცნობიერებასთან მიმართება არასტაბილურია. ცნობიერების ველში შინაარსები მუმივად იცელება: მასში მოქმედების აქტების იერარქიული სისტემის ხან ერთი, ხან მეორე ფენაა წარმოდგენილი. დასწავლილი კომპონენტების გადანაცვლება ცნობიერების ფოკუსიდან  „ცნობიერების პერიფერიაზე და „ცნობიერების პერიფერიიდან’’  ცნობიერების საზღვრების მიღმაარაცნობიერის სფეროში, -ერთი მიმართულებით მოძრაობაა.

 

·        საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა კი ვევის ამა თუ იმ კომპონენტის ცნობიერებაში დაბრუნებას გულისხმობს.

 

ჩვეულებრივ, ეს  „დაბრუნება’’ ხდება სირთულეთა წარმოშობისას, შეცდომების“ ან  დაღლილობის შემთხვევაში, ან ემოციური დაძაბულობის დროს

 

ჩვევის ომპონენტების გაცნობიერების შესაძლებლობა ფრიად მნიშენელოვანია;

 

იგი უზრუნველყოფს ჩვევის  გარკვეულ მოქნილობას, მისი სრულყოფისა და შეცვლის შესაძლებლობას.

თუმცა აქ არსებობს შეღუდვებიც.

 

ბევრი „ჩვევად’’ ქცეული ოპერაციის გაცნობიერება უბრალოდ ვერ ხერხდება, როგორც ეს კოგნიტური არაცნობიერის ანალიზისას ვნახეთ.

 

ეს ეხება როგორც გონებრივ’’, ისე სენსომოტორულ მოქმედებებს.

 

ყველას შეუმჩნევია, რომ ზოგიერთ ავტომატიზებულ მოქმედებაში ცნობიერების ჩარევისას ეს მოქმედება უბრალოდ იშლება.

 

და მაინც, სადაც ეს შესაძლებელია, ცნობიერების კონტროლი აუცილებელია.

 

მართალია, ჩვენ უფრო შირად ავტოპილოტით დაეფრინავთ, რაც მოსახერხებელიცა არის და ეფექტურიც.

მაგრამ უამრავ შემთხეევაში, მოქმედების გონიერ მართვაზე გვიწევს გადასვლა.

 

ავტომატიმმზე’’  სრულმა მინდობამ ჩვევის ან ჩვეულების მსხვერპლად შეიძლება გვაქციოს.

 

საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია ქცევითი ამოცანა.

 

ზოგიერთი ამოცანის ბუნება მოითხოვს ცნობიერი მოქმედებების წყებას.

 

ასეთი „ამოცანების’’  გადაწყვეტისთვის აქტიური ცნობიერების რეჟიმი შეიძლება აუცილებელი იყოს.

 

სხვა ამოცანები საჭიროებს მხოლოდ გარკვეულ რეგულირებას, რათა მოხდეს ჩვევად ქცეულ მოქმედებათა კორექტირება დასახული მინის შესაბამისად.

მაგალითად, თუ ჩვენ მთლიანად მივენდობით ჩვეულებას, შეიძლება ისე მოხდეს, რომ დავიწყოთ ერთი და იმავე ანეკდტის მოყოლა ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა მოგეეცემა. ეს, სავარაუდოდ, იმას გამოწვეეს, რომ ამ ანეკდოტს რამდენჯერმე მოვუყვებით ერთსა და იმავე აუდიტორიას.

 ასეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ უნდა შევზღუდოთ მეხსიერებიდან ანეკდოტების ამოტანის ავტომატური რეჟიმი და ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ ბოლოს სად და ვისთან მოვყევით მოცემული ანეკდოტი.

 

არაცნობიერი  დისოზიციები

 

·        ყველა ფსიქიკურ პროცესს, ცნობიერი იქნება ის თუ არაცნობიერი, აქვს თავისი საფუძველი ანუ დისპოზიცია.

·        დისპოზიცია არის ინდივიდის მზაობა, უნარი, მიდრეკილება გამოავლინოს გარკვეული თავისებურების მქონე ფსიქიკური აქტივობა.

 

„დისპოზიციებია’’ :

 

a.      ტემპერამენტი განსაზღვრავს ამა თუ იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციური სფეროს თავისებურებებს,

b.      ხასიათი და პიროენული თვისებები განსაზღვრავენ  ადამიანის ქცევის შინაარსს (იხ. თავი VIII);

c.      ინტელექტი’’ განსაზღვრავს  გონებრივ შესაძლებლობებს (იხ. თავი XIII).

 

 

·        მთავარი აქ ისაა, რომ თავად დისპოზიცია, რომელიც განსაზღვრავს ცნობიერი ფსიქიკური პროცესის ხასიათს, ყოველთვის არაცნობიერია.

·        ადამიანს შეიძლება რაციონალური წარმოდგენა ჰქონდეს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების ან სხვა უნარების შესახებ, გაზომოს ისინი ტესტებით და სხვა, მაგრამ საკუთრივ ინტელექტის ფსიქიკური ფაქტის სახით განცდა (როგორც ეს ხდება გრძნობების, წარმოდგენების ან მოთხოენილებების შემთხვევაში), მას არ შეუძლია.

·        ამით განსხვავდება ფსიქიკური პროცესი მის საფუძვლადმდებარე დისპოზიციისაგან.

·        ფსიქიკური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ცნობიერად ან არაცნობიერად (მაგ, მოტივაციური ან კოგნიტური პროცესები),

·        „დისპოზიციები’ კი ყოველთვის არაცნობიერია.

·        ის, რომ ზემოთ აღნიშნული დისპოზიციები ცნობიერების მიღმაა, ეჭვს არ იწვევს.

·        სხვა საკითხია, მიეკუთვნება თუ არა ისინი ფსიქიკის სფეროს.

·        ის, რაც ცნობიერება არ არის, არამედ მისი საფუძველია, შეიძლება ფიზიოლოგიურიც იყოს.

·        მაგრამ ფიზიოლოგიის არსებობის ფაქტი სულაც არ გამორიცხავს ფსიქიკური დისპოზიციების არსებობას.

·        ისეთი დისპოზიციები, როგორიცაა ხასიათი, პიროვნული თვისებები და სხვა, არ დაიყვანება მხოლოდ  ფიზიოლოგიაზე.

ისინი ფსიქიკური მოვლენებია და ფსიქოლოგიის მიერ შეისწავლება.

·        ეჭ მათი ფსიქიკურობის შესახებ იმათ უჩნდებათ, ვინც ფსიქიკისა და ცნობიერების ცნებებს აიგივებს, ცნობიერების გარეშე ფსიქიკის არსებობას არ სცნობს და არაცნობიერის სამკვიდროს ფიზიოლოგიური პროცესებით შემოფარგლავს.

·        ერთ დროს ასეთ თვალსაზრისს საკმაოდ ბეერი მიმდევარი ჰყავდა, მაგრამ ფსიქოლოგიის განვითარების კვალდაკეალ იგი სულ უფრო არაპოპულარული ხდება, ვინაიდან აშკარად ეწინააღმდეგება ფაქტებს.

·        ზემოთ ნახსენები „ფსიქიკური  მოვლენების გარდა, რომელთა სრულყოფილი დახასიათება და ახსნა არაცნობიერი ფსიქიკური რეალობის დაშების გარეშე შეუძლებელია, საჭიროა ითქვას ცხოველების ფსიქიკის შესახებაც.

·        იგულისხმება, რომ ცხოველებს არა აქვთ ცოდნა თავიანთი განცების არსებობის შესახებ, ანუ ცნობიერება,როგორც საკუთარი განცდების ხედვის აქტი, ანუ ის, რასაცრეფლექსიაეწოდება (ის. თავი V).

მაგრამ ძნელია იმის მტკიცება, რომ მათ თვით განცდებიც არ გააჩნიათ.

·        უკიდურესი მექანიციზმი, რომელიც ამას ამტკიცებდა და ცხოველს მანქანასთან აიგივებდა, წარსულს ჩაბარდა.

დღეს ნაკლებად შეხვდებით მეცნიერს, ვინც დაეთანხმება მალბრანშს, რომელიც ამბობდა, რომ შეიძლება არხეინად ვაწამოთ ძაღლი და ყურადღება არ მივაქციოთ მის წკმუტუნს, რადგან ეს მხოლოდ ცუდად დაზეთილი მექანიზმის ჭრიალიაო.

·        არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმაში ეჭვის შესატანად, რომ ცხოველებს აქვთ აღქმის ხატები, წარმოდგენები, გრძნობები, მოთხოვნილებები, მოკლედ, საკმაოდ მრავალფეროვანი განცდები.

·         ამგვარად, უამრავი ცოცხალი არსების ფსიქიკა არაცნობიერია იმ გაგებით, რომ მათ აქვთ განცდა და არა აქვთ ცნობიერება.

ეს, ასე ვთქეათ, განცდადი არაცნობიერია.

·        ადამიანების ფსიქიკური ცხოვრების დიდი ნაწილიც ასეთ არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს.

მაგ. ადამიანის ე.წ.  იმპულსური ქცევა, რომელიც დაუბრკოლებლად ხორციელდება და არ საჭიროებს ცნობიერ მართვას, კონტროლს და კორექციას, სწორედ ამგვარი არაცნობიერი აქტივობაა.

·        ამავე დროს, უნდა ვილაპარაკოთ არაცნობიერის  სხვა ფორმებზეც.

·        როგორც ზემოთ ნახეთ, არსებობს ისეთი მოტივაციური, კოგნიტური თუ სხვა სახის მოვლენები და მექანიზმები, რომლებიც სუბიექტის მიერ არ განიცდება, მაგრამ დრო და დრო განცდად სახეს იღებენ და, საჭიროებისამებრ, შემოდიან ცნობიერების სფეროში.

·        ასეთ არაცნობიერს’’  ა) ქვეცნობიერი ან ბ)წინაცნობიერი შეიძლება ეწოდოს.

·        და ბოლოს, დისპოზიციების სახით, საქმე გვაქვს ისეთ არაცნობიერ ფსიქიკასთან, რომლის განცდა შეუძლებელია და, მაშასადამე, იგი ვერც ცნობიერდება.

·        მას, პირობითად, შეიძლება სიღრმივი არაცნობიერი დავარქვათ.

·        თავის დროზე ფროიდმა ადამიანის ფსიქიკა აისბერგს შეადარა, რომლის ცხრა მეათედი არაცნობიერ ზღვაშია ჩაძირული.

·        არაცნობიერში ფროიდი განდევნილ სურვილებს, ლტოლვებს და გრძნობებს გულისხმობდა.

·        როგორც ეხედავთ, ამ არაცნობიერი სფეროს შემადგენლობა ბევრად უფრო მრავალფეროვანია.

·        და მაინც, არაცნობიერი სინამდვილის შესახებ საყოველთაოდ აღიარებული  აზრი მეცნიერებას ჯერ არ მოეპოვება.

·         ეს, პირველ ყოვლისა, იმით არის გამოწვეული, რომ არაცნობიერზე უშუალო დაკვირვება შეუძლებელია.

·        მის არსებობასა და რაგვარობაბე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია იმ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც, თავისთავად, არაცნობიერს არ წარმოადგენენ.

·        ამ თავში ზოგიერთი ასეთი ფაქტი იქნა აღწერილი.

·        სწორედ ამ ყოველიეეს გამო აქვს უდიდესი მნიშვნელობა დიმიტრი უზნაძისეულ განწყობის თეორიასიგი გვიჩვენებს არაცნობიერისა და ცნობიერების ურთიერთქმედების კონკრეტულ კანონზომიერებებს.

·        განწყობა არის ინდივიდის ძალების თავისებური განლაგება-მოგეზვა-მზადყოფნა, რომელიც მოთხოვნილებისა და სიტუაციის შესაბამისად ყალიბდება.

·        განწყობა’’  წარმართავს ინდივიდის გარე აქტივობას (ქცევას) და შიგა აქტივობასაც (განცდების მდინარებას], თვითონ კი არაგანცდადია, მით უმეტეს, არაცნობიერიც.

·        განწყობა ცნობიერების მონაწილეობის გარეშეც უზრუნველყოფს ქცევის მიზანშეწონილ მიმდინარეობას.

·        ყოველგვარი დისპოზიცია, მიდრეკილება, ჩვევაარსებითად, სხვადასხვა სახის მყარი ,ფიქსირებული განწყობაა.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები