თავი VI. ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობები[„ცშმ’’]
სარჩევი:
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობები[„ცშმ’’]-ცნება და სახეები
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობების - კლასიფიკაცია
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობების
სახეები
3.ფსიქოაქტიური ნივთიერებები [ნარკოტიკები]
„სტიმულატორები’’ [სტიმულანტები]
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობები[„ცშმ’’]-ცნება და სახეები
·
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობები (ცშმ) ცნობილია
ყველა ადამიანისთვის.
·
ზოგი მათგანი საკმაოდ ხანმოკლეა და ანიტომ შეიძლება შეუმჩნეველიც
აღმოჩნდეს;
·
ძნელად შესამჩნევია ,მაგალითად, ა)„ყურადღების გაფანტულობა’’ ან ბ)“გარემოს აღქმის სიცხადის დაკარგვა“ [ორივე ცშმ-ა];
·
ზოგიერთი ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობა კი , ვთქვათ გ) „ძილი“ ან დ)“ ცნობიერების მოდიფიკაცია
ფსიქოაქტიური ნივთიერებებით“, უფრო შესამჩნევია და აშკარად
განსხვავდება „ჩვეულებრივი მდგომარეობებისაგან“.
ხ
·
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობები[ანუ ცშმ ] არის -„თვისებრივი ძვრა“ ფსიქიკური ფუნქციონირების
ჩვეულებრივ ხასიათში.[ანუ ესაა ცშმ-ს ცნების
განმარტება-საზეპიროდ]
ხ
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობების - კლასიფიკაცია
·
გამოიყოფა ა)„სპონტანურად წარმოქმნილი“ და ბ) „ხელოვნურად გამოწვეული“ , ან გ)“ფსიქოტექნიკურად გაპირობებული“ ცშმ. [ანუ „ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები“]
ხ
·
„სპონტანური ცშმ’’ ჩნდება ადამიანისთვის „ჩვეულებრივ პირობებში“ (მაგ, დაძინებისას ან ძლიერი გადაღლისას),
ან „უჩვეულო, მაგრამ
ბუნებრივ ვითარებაში“
(კერძოდ, ნორმალური მშობიარობისას), აგრეთვე „ადამიანის ცხოვრებისა და მუშაობის არაორდინალურ და ექსტრემალურ სიტუაციებში“.
·
„ფსიქოტექნიკურად გაპირობებული
ცშმ“ თანსდევს
ა)ფსიქიკური „რეგულაციისა’’ ან „თვითრგულაციის“ პროცესებს“ თანამედროვე ფსიქოთერაპიაში,
ასევე ბ)„რელიგიურ წეს-ჩვეულებებს /ანუ რიტუალებს’’ სხვადასხვა კულტურებში.
·
ამასთან, ცშმ-სთან მიმართებაში შეიძლება გამოიყოს ა)ამაგზნებელი და ბ)დამამშვიდებელი ფსიქოტექნიკები.
ხ
·
ცშმ [„ცნობიერების
შეცვლილი მდგომარეობები’’] „ადამიანის
ფსიქიკური ცხოვრებისთვის“ დამახასიათებელ მოვლენებს
მიეკუთვნება და მათ კვლევას, „თავისთავადი’’[ანუ სამეცნიერო] მნიშვნელობა აქეს.
·
გარდა ამისა, „ავადმყოფური ფსიქიკის“ მსგავსად, ცშმ-ს შესწავლა არის ერთ-ერთი გზა „ჩვეულებრივი[ნორმალური] ცნობიერების“ კანონზომიერებების დასადგენად. [ანუ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს მათ შესწავლას]
ცნობიერების „შეცვლილი“ მდგომარეობების სახეები
1.„ძილი’’
·
ერთი შეხედვით ძილი და
სიფხიზლე [ან ღვიძილი] ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობებია.
·
ძილში „ცნობიერება“ გაჩუმებულია და ისვენებს, ხოლო ღვიძილში აქტიურია.
·
სინამდვილეში
კი ამ მდგომარეობებს ბევრი რამ აქეს საერთო:
a. ძილში ჩვენი გონება მუშაობს, რაც იქიდან ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ სიზმრებს და ზოგჯერ ვიმახსოვრებთ მათ;
b. ძილი არ არის აბსოლუტური სიმშვიდე. ძილში ჩვენ ვმოძრაობთ, ზოგიერთები ძილში დადიან კიდეც[„მთვარეულები’’];
c. ძილში მთლიანად არ ვეთიშებით გარეგან ინფორმაციას და მზად ეართ გარკვეული სიგნალების მისაღებად. მაგალითად, მშობელს ესმის შვილის ტირილი, თუმცა სხვა სმაური მას
არ აღვიძებს;
d. ძილი არ სპობს ჩვენს განზრახვებს; ბევრი იღვიძებს ზუსტად იმ
დროს, რომელზეც წინასწარ დაგეგმა გაღვიძება.
·
ამგვარად, ღვიძილშიც და
ძილშიც ადამიანი აქტიურია, ოღონდ ეს აქტივობა „სხვადასხვა ხასიათისაა“.
·
ღვიძილისა და ძილის მდგომარეობათა მონაცვლეობა ჩვეულებრივ უკავშირდება დღე-ღამის რიტმს, რომელიც 24-საათიან ციკლს ქმნის.
·
ზრღასრულ ადამიანს აქედან საშუალოდ 8 საათის ძილი ჰყოფნის (თუმცა ეს
ძალიან ინდივიდუალურია)
·
თოთო ბავშვი დღე-ღამის ძირითად ნაწილს ძილში ატარებს.
·
ერთი წლის ასაკში ძილი და ღვიძილი დაახლოებით ერთნაირ დროს იკავებს.
·
ხანშიშესულ ადამიანებს კი, ჩვეულებრივ, 6 საათზე მეტი ძილი არ სჭირდებათ.
ხ
·
ძილის განმავლობაში „ტვინის ელექტროფიზიოლოგიური აქტივობის გრაფიკული ასახვა“ (ანუ „ელექტროენცეფალოგრამა’’) გვიჩვენებს, რომ ძილს 5[ხუთი] საფეხური[ფაზა] აქვს.
·
მათ შორის ოთხი „ღრმა“, ანუ“ ნელი“ ძილის, ხოლო ერთი ე.წ. „თვალის
სწრაფი მოძრაობის“, ანუ უბრალოდ „სწრაფი ძილის“ საფეხურია[ფაზაა].
·
„ნელი ძილის“[ღრმა ძილის] თითოეული საფეხურის[ანუ „ფაზის’’] ხანგრძლიობა დაახლოებით 90 წუთია[1,5 საათი] „სწრაფი
ძილის“ საფეხურბთან[ფაზებთან] ერთად ისინი ქმნიან ძილის „ერთ ციკლს“
·
„ძილის ციკლი’’ ერთი ღამის განმავლობაში 4-5-ჯერ მეორდება.
ხ
·
ღრმა/ნელი ძილის I საფეხური გრძელდება 5-10 წუთს. ამ დროს ხდება ადამიანის ღვიძილის მდგომარეობიდან ძილის მდგომარეობაში გადასელა.
·
ღრმა/ნელი ძილის ძ II საფეხური გრძელდება 10-20 წუთს და
ხასიათდება „საკმაოდ ღრმა ძილით“.
·
„განსაკუთრებით ღრმა არის ძილი“ III და IV საფეხურებზე, რომელთა ხანგრძლივობა 20-30 წუთს შეადგენს.
·
ამის შემდეგ „ნელი ძილის“ საფეხურები შებრუნებული თანმიმღვრობით I საფეხურს უბრუნდება და, როგორც ითქვა, დაძინებიდან დაახლოებით 90 წუთის შემდეგ გადადის „სწრაფი
ძილის“ საფეხურზე.
·
„სწრაფი ძილი’’ გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთს.
·
შემდეგ კი ახალი „ძილის ციკლი“ იწყება.
·
ასემეორდება 4-ჯერ -5 ჯერ ღამის
განმავლობაში
ხ
·
„ძილის ციკლში“ „ნელი“ და „სწრაფი“ ძილის საფეხურების[ფაზების] ხანგრძლიობა განსხვავებულია იმის მიხედვით, „ღამის რომელ ნაწილს“ განეკუთვნება ესა თუ ის „ძილის ციკლი“.
·
„ღამის მეორე ნახევრის“ „ძილის ციკლებში’’ „სწრაფი ძილის“ ხანგრძლიობა მატულობს.
·
სხეადასხვა ასაკის ადამიანებში „სწრაფი
ძილის“ საფეხური განსხვავებული ხანგრძლიობით სასიათდება:
a. თოთო ბავშვის ძილში იგი დაასლოებით 50%-ს იკავებს,
b. 5 წლიდან მოხუცებულობამდე – 20-25%,
c. ხოლო მოსუცებულობაში
– 18%-ს.
ხ
·
„სწრაფი“ და „ნელი“ ძილის საფეხურები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
a. „ნელი ძილის“ საფეხურზე თვალი თითქმის წყვეტს მოძრაობას. გულისცემა და სუნთქვის სიხშირე მნიშვნელოვნად იკლებს. აღინიშნება კუნთების საგრძნობი მოდუნება და ტვინში ნივთიერებათა ცელის დაცემა 25%-მდე.
b. „სწრაფი ძილის“ საფეხურზე პირიქით, გულისცემა, ტეინში ნივთიერებათა ცვლა და მისი ელექტროფიზიოლოგიური აქტივობა იმდენად იზრდება, რომ ოდნავ აღემატება კიდეც ღვიძილის მდგომარეობას. ამის პარალელურად სხეული აბსოლუტურად უძრავ მდგომარეობაშია, კუნთური ტონუსი მკვეთრად დაცემულია. ასეთი შეუსაბამობის გამო ძილის ამ საფეხურს პარადოქსულსაც უწოდებენ. [დამახასიათებელია, რომ ძილის ამ საფეხურზე ქალიც და მამაკაციც ხშირად სექსუალურად აღგზნებულ მდგომარეობაშია].
·
თუ გავითვალისწინებთ ამ
განსხვავებებს „ნელ“ და
„სწრაფ’’ ძილს შორის, საკმაოდ დამაჯერებელი გახდება ზოგიერთი მკელეეარის აზრი, რომ პარადოქსული
ძილი[?] არც ძილია და არც სიფხიზლე; ის რაღაც მესამე მდგომარეობაა.
ხ
·
რა ფუნქციას ასრულებს ძილი ჩვენს ცხოვრებაში?
·
ამის გარკვევას თუნდაც იმიტომ აქეს მნიშვნელობა, რომ დღე-ღამის მესამედს ძილში ვატარებთ.
·
გარდა ამისა, ისიც ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი დიდხანს უძილობას ვერ უძლებს.
·
„ძილის ფუნქციის“ შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს.
·
ერთი შეხედულების მიხედვით, ძილს „აღდგენითი
ფუნქცია“ აქეს. ეს
თვალსაზრისი უფრო ფართოდ არის გავრცელებული და
საკმაოდ მყარი საფუძველიც აქვს. უეჭველია, რომ ღვიძილის დროს დახარჯული ენერგია აღდგენას მოითხოეს. თითქოს ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს: თუ უძილობის მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა : ა)ადამიანი ადვილად იღლება, ბ)უმიზეზოდ ღიზიანდება, გ)ზოგჯერ აღქმითი პროცესები ერღვევა, დ)ჰალუცინაციები აღენიშნება და სხვა.
·
ცნობილია ისიც, რომ ზომაზე მეტი დატვირთვა და დაღლა ახანგრძლივებს და აღრმავებს ძილს.
·
მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, არ არსებობს ზუსტი მეცნიერული მონაცემები იმის თაობაზე. თუ „კონკრეტულად რისი აღდგენა“ ხდება ძილში.
·
გასათვალისწინებელია ის
ფაქტიც, რომ როდესაც ადამიანს ნორმაზე მეტსანს სძინავს, იგი თავს მოთენთილად და დალღლილად
გრძნობს და არა დასეენებულად, როგორც ამ
შეხედულების მიხედვით უნდა ყოფილიყო.
·
რა ფუნქციასაც არ უნდა ასრულებდეს ძილი, ერთი რამ ცხადია: ადამიანი, როგორც თითქმის ყველა ცოცხალი არსება, უძილობას ვერ იტანს, თუმცა იმასაც
ამბობენ, თითქოს ჭიანჭველებს საერთოდ არ სძინავთ.
·
ზოგადად კი ცხოველების ძილი პრინციპულად[ძალიან] არ განსხვავდება ადამიანის ძილისაგან, ოღონდ ცხოველების ნელი/ღრმა ძილი ნაკლებ
დიფერეცირებულია და ისინი ყოველი ციკლის მერე იღვიძებენ.
ხ
„უძილობა’’
·
უძილობა საკმაოდ ბევრს აწუხებს
·
არსებობს „უძილობასთან’’ ბრძოლის უამრავი მედიკამენტური და, ასე ვთქვათ, „ქცევითი“ საშუალება.
·
მაგალითად ის, რომ ა)ადამიანმა ძილის წინ არ უნდა ჭამოს, ბ) რეგულარულად ივარჯიშოს, მაგრამ არა გვიან საღამოს, გ)დაწვეს დასაძინებლად და ადგეს ერთსა და იმავე დროს ა.შ.
ხ
·
არსებობს ძილის მოშლის სხვა სახეებიც.
·
ერთ-ერთია „ძილის დროს სუნთქვის შეჩერება“ (ე.წ. აპნოე).
·
უფრო ხშირად ეს ემართებათ ზედმეტად მსუქან ადამიანებს.[ხვრინვისას]
·
„სუნთქვის შეჩერების“ მომენტში ადამიანი იღვიძებს და მალევე იძინებს. მაგრამ იმის გამო, რომ ღამის განმავლობაში ეს მრავალჯერ მეორდება, იგი გამოუძინებელი რჩება.
ხ
·
ძილის მოშლილობის კიდევ ერთი სახე ე.წ. „ნარკოლეფსიაა“.
·
ადამიანს დღისით „უეცრად და მოულოდნელად ერევა ძილი“.
·
ეს „სწრაფი
ძილის“ საფეხურზე ხდება და, რაკი ამ დროს სხეული თითქმის პარალიზებულია, ადამიანი ვეღარ მართავს მოძრაობებს; ადამიანი შეიძლება პირდაპირ ჩაიკეცოს იქ, სადაც დგას.
·
თავისთავად
ცხადია, რომ ძილის ამგვარი დარღვევა ბევრ საფრთხეს შეიცავს. საბედნიეროდ, ის საკმაოდ იშვიათია.
ხ
„სიზმარი’’
·
სიზმარი ძილის „ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული“ ასპექტია[მხარეა].
·
არსებობს მხოლოდ ვარაუდები
იმის თაობაზე, თუ რატომ ვხედავთ სიზმრებს, არანაკლებ ამოუხსნელი და პრობლემატურია სიზმრის შინაარსი.
ხ
·
სიზმარში „ყოველდღიური მოვლენები და ფაქტები“ ისეთ არაჩვეულებრივ და ზოგჯერ აბსურდულ შეხამებაში წარმოუდგება მძინარე ადამიანს, რომ მისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება მათი ახსნა.
·
სიზმარში „ადამიანის შესაძლებლობებიც“ უსაზღვროა. მას, მაგალითად, შეუძლია იფრინოს, გადაასტეს უფსკრულს და სხვა.
·
ამავე დროს, სიზმრის შინაარსი, რაც უჩდა ფანტასტიკური და
ალოგიკური იყოს, მძინარე ადამიანის მიერ განიცდება როგორც სინამდვილე, ე.ი. ძილში მას სავსებით რეალურად ეჩვენება ის, რომ დაფრინავს ან, ვთქვათ, ებრძვის
ურჩხულს.
·
აღსანიშნავია, რომ ადამიანი ამ ტიპის სიზმრებს ნახულობს ძილის მსოლოდ გარკვეულ საფეხურზე, სახელდობრ სწრაფი ძილის დროს. [ეს დაიმახსოვრე]
·
ამასთან, მთავარია, რომ ყველა, ვინც ამ საფეხურზე იღვიძებს, სიზმრის ნახვის
ფაქტს ადასტურებს და ახსოვს
კიდეც მისი შინაარსი.
·
მათ შორის კი, ვინც იღვიძებს „ნელი ძილის“ რომელიმე საფეხურზე, მხოლოდ 25%-ს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ სიზმარი ნახა.
ხ
·
აღსანიშნავია
ისიც, რომ ნელი ძილის დროს ნანახი სიზმრების შინაარსი მკვეთრად განსხვავდება სწრაფ
ძილში ნანახი სიზმრებისაგან.
·
ნელი ძილის დროს ნანახი სიზმრები, როგორც წესი, საკმაოდ
ლოგიკურია, ნაკლებ ემოციური და, რაც მთავარია, ასახავს სიფხიზლეში მომხდარ მოვლენებს.
ხ
·
„სიზმრის შინაარსის“ მასალას[!] „წარმოდგენები“ შეადგენს. მათი უმეტესობა „მხედველობითი წარმოდგენებია“. ამიტომაც ვამბობთ, რომ სიზმარს „ვნახულობთ“.
·
მაგრამ „სიზმრის შინაარსში“ შედის „სმენითი“, „შეხებითი“, „მოძრაობითი“, „სუნის“,
„გემოს“ და სხვა „წარმოდგენებიც“.
·
„დაბადებიდან ბრმა ადამიანების სიზმრები“ მთლიანად „სმენითი“, „შეხებითი“, „მოძრაობითი“, „სუნის“,
„გემოს“ და სხვა „წარმოდგენებისგან “. შეღგება.
·
მაგრამ, ეს „წარმოდგენები’’ მსოლოდ მასალაა, რომლითაც რეალიზდება სიზმრის სიუჟეტები.
·
„წარმოდგენების’’ მრავალფეროვნება გაოცებას იწვევს.
·
„წარმოდგენების’’ ხასიათი ცვალებადობს უაღრესად რეალისტურიდან სრულიად ფანტასტიკურამდე.
ხ
·
უკვე ფროიდმა შეამჩნია, რომ სიზმრების „ფაბულა“[სიზმრად ნანახი ამბავი] ხშირად ჩაირთავს/შეიცავს ჩვენს დამოკიდებულებებს დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების მიმართ.
·
შედარებით იშვიათად, მაგრამ სიზმარზე ზემოქმედებს გარეგამღიზიანებლებიც. „რაიმე სუნი“ ან „სატელეფონო ზარი“ ასევე შეიძლება უმალ ჩაერთოს „სიზმრის ფაბულაში“.
·
ერთ-ერთ ექსპერიმენტში მძინარე ადამიანებს წყალს ასხურებდნენ. შედეგად ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვებბე ხშირად ესიზმრებოდათ „წყალთან დაკაეშირებული“ სიზმრები, მათ სიზმრებში ხშირად იყო ჩანჩქერი, წვიმა და სახურავიდან ჩამოსული წყალიც კი.
ხ
·
ასევე მოქმედებს სიზმრის შინაარსზე შიდაგამღიზიანებლები.
მაგალითად, მშიერ ადამიანს შეიძლება დაესიზმროს, რომ საჭმელს შეექცევა.
·
მაგრამ აღსანიშნავია, რომ გარე და შიდა გამღიზიანებლები „ სიზმრის შინაარსის“ მსოლოდ უმნიშვნელო ნაწილს განსაზღვრავს და ის, თუ საიდან ჩნღება სიზმრის შინაარსის „უსაზღერო მრავალფეროენება“, მაინც აუხსნელი რჩება.
ხ
·
სიზმრის „ბუნების“[არსის] გარკვევის მრავალი მცდელობა არსებობს.
·
ყველა ისინი ორი პრინციპული მიდგომის[თეორიის] ფარგლებში თავსდება. კერძოდ, 1)“ფიზიოლოგიური’’ და
2)“ფსიქოლოგიური’’ მიდგომების ფარგლებში
1) „ფიზიოლოგიური“ თეორიის თანახმად:
a. „ძილში ტეინი ისვენებს, მისი „აქტიეობა“ შეკავებულია; რჩება მხოლოდ ცალკეული „აღზნებული’’ უბნები, რომლებიც ახდენენ სიზმრების პროდუცირებას. როგორც ტვინის შემთხვევითი და არაორგანიზებული აქტივობის შედეგი, სიზმრები განიხილება „წარმოდგენების“ „უსისტემო კომბინაციებად’’ ,როგორც ერთგვარი „ფსიქიკური ხმაური”.
b. სიზმრებს არა
აქვთ ლოგიკური კავშირი არც ერთმანთთან და
არც სიფხიზლის აქტივობის შინაარსთან.
·
„სიზმრის’’ ასეთი გაგება სიზმარს ე.წ. „სასარგებლო ფუნქციის’’ გარეშე ტოვებს, რაც „ფაქტებს“ ეწინააღმდეგება.
კერძოდ, დადგენილია, რომ „პარადოქსული ძილი“[„სწრაფი ძილი“] და მასთან დაკავშირებული სიზმრები აუცილებელია[!] ორგანიზმისთვის.
კერძოდ,
„სწრაფი ძილის“ დათრგუნვა ღამის განმავლობაში იწვევს:
ა) გამოუძინებლობის განცდას;
ბ) მისი ხანგრძლიობის მნიშვნელოვან ზრდას (კომპენსაციას) შემდგომ ღამეებში;
გ) სიზმრების მომრავლებას ნელი ძილის დროს;
დ) გარკვეულ ფსიქიკურ ცვლილებებს (ქცევის
დეზადაპტაცია, არამოტივირებული შიში, ჰალუცინაცია, აგზნება ან დეპრესია), რომელთა
ხასიათი დამოკიდებულია პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებებზე
ეს დადგენილი „ფაქტები“ მიუთითებს სიზმრის დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთულობაზე.
ამიტომ, მეორე 2)„ფსიქოლოგიური თეორიის[მიდგომის]
‘’ მომხრენი სიზმარს განიხილავენ „სერიოზული ფსიქოლოგიური შინაარსის მქონე აქტივობად’’ რომელიც
დაკავშირებულია როგორც ა)ღვიძილის აქტივობასთან, ისე ბ)სხვა სიზმრების შინაარსთან სხვადასხვა, მეტწილად, არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების საშუალებით.
„ფსიქოლოგიურ’’ მიდგომაში
აქცენტი კეთდება სიზმრის „სასარგებლო“ -ე.წ. „ადაპტაციურ“ ფუნქციაზე.
ხ
·
რაში მდგომარეობს კონკრეტულად სიზმრის „ადაპტაციური’’
ფუნქცია ? ანუ რას აკეთებს, რას აგვარებს სიზმარი?
·
ამაზე შეთანხმებული აზრი ჯერ არ არსებობს.
·
ყველაზე ცნობილია ფროიდის შეხედულება.
·
ფროიდის მიხედვით, „ადამიანები არაცნობიერში
მალავენ პრიმიტიულ და ზჩეობრივად მიუღებელ (უპირატესად სექსუალურ) სურვილებს. ძილში ცნობიერების ცენზურა რამდენადმე შესუსტებულია და
„ჩახშობილ სურვილებს“ საშუალება ეძლევა სიზმრისეულ ცნობიერებაში ამოვიდეს. მაგრამ ვინაიდან პიროენების გარკვეული კონტროლი ძილშიც შენარჩუნებულია, აკრძალული ლტოლეები
სახეს იცვლის და სიზმარში „შენიღბული“, „სიმბოლური“ სახით წარმოგვიდგება. ამიტომაცაა, რომ სიზმრები ხშირად საკეირეელი და უაზრო გვეჩვენება. სინამდვილეში ეს „უცნაურობა“ მოჩვენებითია
და მის[„უცნაურობის’’] მიღმა „რეალური“ და „არაცნობიერი“ ლტოლვებია
დაუარული.
·
სიზმრის „სიმბოლოების ‘’ გაშიფვრით ფსიქოანალიზს[ფსიქოლოგიის ერთ-ერთ დარგია] სააშკარაოზე გამოაქვს მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
·
„სიზმრის ბუნების“ ასეთი გაგება ეხმიანება პლატონის ძველ პოზიციას, რომელიც წერდა, რომ : „კარგი ადამიანები კმაყოფილდებიან „სიზმრებით“ იმის თაობაზე, რასაც ცუდი ადამიანები ჩადიან სინამდვილეში“.
ხ
·
ფროიდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სიზმრების „ფროიდისეულ ინტერპრეტაციას“ ჩიხში შეეყავართ.
·
ზოგი თელის, რომ თუ სიზმრებში სიმბოლიკა არსებობს, იგი „ინდივიდისა“ და „ვითარების“ თავისებურებათა გათვალისწინებით უნდა იქნას გაშიფრული და
არა ფროიდის მიერ შექნილი “სიზმრების განმარტებითი ლექსიკონის” მეშვეობით, სადაც „გარკვეულ ობიექტებს“ და „გარკვეულ ქმედებებს“ „ფიქსირებული“ „სიმბოლური მნიშვნელობა ‘’ მიეწერება
(მაგ, ფროიდის მიხედვით სიზმრად ნანახი
„წაწვეტებული და წაგრძელებული საგნები“ მამაკაცის სასქესო ორგანოს აღნიშნავს და
სხვა).
·
მეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიზმარში, არსებითად, არაფერია სიმბოლური და საიდუმლო. მათი აზრით, ფანქარი ან თოფი სიზმარში ის არის, რაც სინამდვილეშია და სხვა არაფერი.
·
თვით ფროიდიც, რომელსაც ძალიან უყვარდა სიგარები[წაგრძელებული ფორმის თამბაქოა], აღიარებდა, რომ “ზოგჯერ
სიგარა სიზმარში – ეს მსოლოდ და მხოლოდ სიგარაა”.
ხ
·
სხვა თვალასაზრისის მიხედვით, სიზმარი ერთგვარი „ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმის“ როლს ასრულებს.
·
იგი „ხატოვანი“, „არაცნობიერი“ აზროვნების საშუალებით ემსახურება იმ
„შინაგანი, მოტივაციური კონფლიქტების“ მოხსნას, „რომელთა მოგვარება ღვიძილში, „ლოგიკური აზროვნების“ გზით, ვერ ხერხდება“ (შენიშვნა:
„შფოთვისა“ და „დეპრესიულობის“ მაჩვენებლების აწევა „სწრაფი ძილის“ დათრგუნვისას თითქოს ამის სასარგებლოდ მეტყველებს).
ხ
·
კიდევ ერთი შეხედულებით, სიზმრის „ფუნქციად“ მიჩნეულია იმ „პრობლემების გადაწყვეტა“, რომლებიც
ადამიანის წინაშე ღეიძილში დგას (ამის დასტურად მოაქვთ სიზმარში გაკეთებული „აღმოჩენებისა“ და
„მიხვედრების“ მაგალითები .[ მაგ. „მენდელეევის ცხრილი’’ ქიმიაში მენდელეევმა სიზმარში ნახა).
ხ
·
თანამედროვე კოგნიტური თეორიების მიხედვით, ტვინი ძილის პროცესში ისე მუშაობს, როგორც
კომპიუტერი, რომელსაც დიდი მოცულობის მეხსიერება და
სხვადასსვა მაკონტროლებელი პროგრამები აქვს.
·
როდესაც ძილში ტვინი თავისუფლდება გარეგამღიზიანებლებისაგან, მეხსიერების მთელი მარაგი და მაკონტროლებელი პროგრამები მისთვის მისაწვდომი ხდება და იწყება მათი მოდიფიკაციისა და
რეორგანიზაციის პროცესი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
·
აქ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება „ფსიქიკურ“ ფუნქციონიერებას, რომელიც „სიზმრის
სახით“ მიმდინარეობს.
·
ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, „ინფორმაციის გადამუშავება“ ორ ფაზას გაივლის.
·
ჯერ ხდება ინფომაციის „შეფასება“ და
„განზოგადება“, რაც „ნელი ძილისთვის“ დამახასიათებელ სიზმრებში აისახება.
·
ეს სიზმრები ლოგიკური, მწყობრი და რეალისტურია.
·
„ინფორმაციის გადამუშავების’’ მეორე სტადიაზე ინფორმაცია გადაიგზავნება „ხანგრძლივი მეხსიერების სტრუქტურის გარკვეულ უბნებში“ და
„უკავშირდება იქ
შენახულ მასალას“.
·
ამას ახლავს „სწრაფი ძილის“ სიზმრებისთვის დამახასიათებელი „შინაარსეული უცნაურობანი“, რაც აიხსნება „ძველი“ და
„ახალი“ მასალის[ინფორმაციის] „ურთიერთმორგების“ პროცესის თავისებურებებით, ხოლო მათი „ემოციური დამუხტულობა“ კი აიხსნება – ტვინის „სათანადო ზონების“
აქტივაციით.
X
2.
„ოცნება“
·
„ოცნება“ ცნობიერების ისეთი შეცვლილი მდგომარეობაა, რომლისთვისაც, სიზმრის მსგავსად, დამახასიათებელია ფანტაზიების თავისუფალი მუშაობა.
·
ამიტომაც ზოგიერთ ენაში (მაგ, ინგლისურში) სიზმარი და
ოცნება ერთი სიტყვით გამოიხატება, მაგრამ, განსხვავებით სიზმრისაგან, რომელშიც ფანტაზია „თითქმის შეუზღუდავად “ მოქმედებს, ადამიანი „ოცნებობს“ ა)
ცხადში [ღვიძილის მდგომარეობაში ]და ბ) მისი „ოცნების შინაარსი“ არასოდეს ღებულობს აბსურდულ ფორმას, მასში[ოცნებაში] არასდროს გვხვდება გვერდიგვერდ ერთმანეთთან შეუთავსებელი „ცნებები“ ან“ ფაქტები“.
·
ოცნებაში ადამიანი არ ებრძვის ურჩხულებს, არ დაფრინავს და სხვა.
·
„ოცნება“ იმითაც განსხვავდება „სიზმრისაგან“, რომ ამ
უკანასკნელში, რაც უნდა არარეალური იყოს ფანტაზიის ნაყოფი, მძინარე ადამიანი მას როგორც სინამდვილეს განიცდის.
·
„მეოცნებესთან“[ სხვანაირად „ფანტაზიორთან’’] პირიქითაა – მართალია, ოცნების პროცესში მისი წარმოდგენები არ სწყღება სინამდვილეს, იგი მაინც ნათლად აცნობიერებს, რომ ისინი მისი „ფანტაზიის“ ნაყოფია.
ხ
·
საკითხავია, რატომ იწყებს ადამიანი ოცნებას ?.
·
ირკვევა, რომ ეს უფრო ხშირად მაშინ ხდება, როცა ადამიანს არ აკმაყოფილებს თავისი ცხოვრების კონკრეტული პირობები.
·
მაგრამ მას არც რაიმეს შეცვლის ძალა შესწევს;
·
ამიტომ „ფსიქოლოგიურ გამოსავალს“ და „ნუგეშს“
ოცნებაში პოულობს.
ხ
·
ოცნების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მისი “ეგოცენტრულობაა“.
·
ანუ ადამიანი უფრო ხშირად იმაზე ოცნებობს, რაც უშუალოდ მის “მე”-ს შეეხება.
·
ეს, ცხადია, არ ნიშნავს, თითქოს ოცნების საგანი არ
შეიძლება „სხვისი“ ან თუნდაც „ქვეყნის“ კეთილდღეობა იყოს, მაგრამ ის[ანუ „ოცნება’’] უმეტესად „საკუთარ წარმატებასთან“
არის დაეშირებული.
ხ
·
ოცნების კიდევ ერთი მთავარი ნიშანია მისი „პროსპექტულობა“ [ანუ მომავალზე მიმართულობა]
·
ოცნება მხოლოდ იმას შეეხება, „რაც უნდა მოხდეს“, და არა იმას, რაც უკვე მოხდა.
·
აქედან გასაგები ხდება, რომ ოცნების „ბუნების“ გაგებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის „მისწრაფებებს“ – ისინი ხომ სწორედ მომავლისკენაა მიმართული.
·
ადამიანის „მისწრაფება“, [რომელიც ოცნებას აღძრავს], ამ ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ პირობებში განუხორციელებადი უნდა იყოს.
·
ოცნების „ფუნქცია“ სწორედ ისაა, რომ ადამიანმა თავისი „ფანტაზიის“ მეშვეობით „წარმოიდგინოს ისეთი პირობები, რომლებშიც მისი დაუკმაყოფილებელი სურვილები დაკმაყოფილდება“.
მაგ. რომელიმე კინოვარსკვლაეზე შეყვარებულმა ახალგაზრდამ შეიძლება ოცნებაში წარმოიდგინოს, რომ ლატარიაში დიდი თანხა მოიგო, წავიდა ჰოლივუდში და გაიცნო თავისი კერპი.
·
ცხადია, რომ „განუხორციელებელი მისწრაფება’’ საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, რათა ოცნება გამოიწვიოს.
ხ
·
ოცნების აღმოცენების თავისებურებათა გასარკვევად აუცილებელია მეოცნებე ადამიანის პიროვნული თვისებების გათვალისწინებაც.
·
აქ ძირითადად იმ პიროვნულ თვისებებზეა საუბარი, რომლებზეც დამოკიდებულია ის, თუ რა მოცულობით უჩნდება ადამიანს „განუხორციელებელი სურვილები“.
·
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რაციონალურად მოაზროვნე, პრაქტიკულ პიროვნებას „განუხორციელებელი სურვილები“ ნაკლებად უჩნდება, ეიდრე „არაპრაქტიკულ’’, „რომატიკულად“ განწყობილ ნატურას[ადამიანს].
·
შესაბამისად, რეალისტი ნაკლებ დროს უთმობს ოცნებას. ვიდრე „რომანტიკოსი’’
ხ
·
დასასრულ, უნდა ითქვას იმაზეც, თუ
რა განსაზღვრავს ოცნების „კონკრეტულ შინაარსს“.
·
ზემოთ უკვეე ითქეა, რომ ოცნების „შინაარსი“ „მეოცნების’’ წარმოსახვის[ფანტაზიის] ნაყოფია, თუმცა ის, როგორც წესი, რეალისტურია, ე.ი. ადამიანს ოცნებაში ისეთი
რამ წარმოუდგება, რაც მისთვის მიუღწეველია, მაგრამ
ზოგადად[ანუ „სხვისთვის’’] განსორციელებადია.
·
ამიტომ ,ყოველი ადამიანის „ოცნების შინაარსი“ დიდად არის დამოკიდებული მის ა)“ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე’’ და ბ)“ინფორმირებულობაზე“.
·
ვერ „იოცნებებ“ იმაზე, რის შესახებაც არაფერი არ გაგიგია
და წამოდგენა არა გაქვს.
ხ
3.ფსიქოაქტიური ნივთიერებები [ნარკოტიკები]
·
ცნობიერების ჩვეულებრივი, ნორმალური
მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს ე.წ. ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა
(ნარკოტიკების) ზეგავლენითაც.
·
მათი მიღების შედეგად ადამიანის გრძნობები, წარმოსახვა, აზროვნება, აღქმა და მთელი ქცევა
სახეს იცვლის.
·
ადამიანი თავისუფლდება
დაძაბულობისაგან, უფრო გაბედულად მოქმედებს
და ამავე დროს სიამოვნებას და ზოგჯერ ეიფორიასაც
განიცდის.
·
კაცობრიობა, ყოფით და
რიტუალურ-რელიგიურ სფეროში, უძველესი დროიდან იყენებდა
სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცეელ მცენარეებს.
·
შუმერები ყაყაჩოს სიხარულის
მცენარეს უწოდებდნენ;
·
კანაფი ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი;
·
ჰალუცინოგენური სოკოების მიღებას ეფუძნება მთელი ევროპული და ამერიკული შამანიზმი,
·
კოკა ინკების წმინდა მცენარე იყო;
·
ყურძნის გადადუღებული წვენი – ღვინო –
“ქრისტეს სისხლია”, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ზიარების საიდუმლო.
·
ცნობიერებაზე ამ ნივთიერებათა ზემოქმედების სპეციფიკის
გათვალისწინებით მათ სამ ჯგუფად ყოფენ:
I. დეპრესანტები, რომელთაც დამაწყნარებელი, გამაყუჩებელი
ზემოქმედება აქვთ;
2. სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ადამიანს და
3. ჰალუცინოგენები, რომლებიც ცვლიან აღქმის ნორმალურ
მსვლელობას.
·
ამ ნივთიერებათა
ცნობიერებაზე ზეგავლენის
სხვადასხვაგვარობის მიუსედავად მათ მნიშვნელოვანი საერთო თვისებებიც
აქვთ – „ამ ნივთიერებებზე ფიზიკური
და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარება“.
·
ფიზიკური დამოკიდებულებისას
ორგანიზმში ხდება ისეთი ბიოქიმიური ძვრები, რის გამო ადამიანს
აღარ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე არსებობა.
·
მისი მიღების უეცარი შეწყვეტა იწვევს „აბსტინენციის სინდრომს“, ე.წ. “ლომკას”[რუს.ნიშნავს „მტვრევას’’] („ლომკა’’ არის -თავის, კუნთების, მუცლის
ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კრუნჩხვა, პირღებინება, თერმორეგულაციის მოშლა
და სხვა), ზოგჯერ ლეტალური[სასიკვდილო] შედეგით.
ხ
·
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება
გამოიხატება ნარკოტიკის მიღების სურვილში სიამოვნების ან კმაყოფილების
განსაცდელად.
·
ეს განსაკუთრებით „სტრესის მომხსნელი“
ნარკოტიკების შემთხვევაში ხდება.
·
ამასთან, ნარკოტიკული დამოკიდებულება აყალიბებს „ტოლერანტობას“: სასურველი ეფექტის მისაღებად სულ უფრო დიდი დოზის
მიღება ხდება საჭირო.
ხ
„დეპრესანტები’’
·
დერეპრესანტები ეწოდება
ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს[ნარკოტიკებს] , რომლებიც
აწყნარებენ ადამიანს, აცხრობენ
აგზნებას, ხსნიან ტკივილს და ზოგ შემთხვევაში ეიფორიასაც განაცდეევინებენ.
·
„დეპრესანტებს’’ მიეკუთვნება :
a. ტრანკვილიზატორები (დამაწყნარებელი საშუალებები),
b. ბარბიტურატები (ძილის აბები),
c. ალკოჰოლი და
d. ოპიატები.
·
„ალკოჰოლს’’ და „ოპიატებს’’ უფრო გამოკვეთილი ზემოქმედება ახასიათებს, ამიტომ მათზე შევჩერდეთ.
„ალკოჰოლი’’
·
თითქმის ყველა საზოგადოებაში, პრიმიტიულსა თუ განვითარებულში,
ალკოჰოლის ხმარება თანსდევს თითქმის ყველა მნიშვნელოვან
თუ უმნიშვნელო მოვლენას.
·
ალკოჰოლის ზემოქმედება
ადამიანზე თავისებურია.
·
დასაწყისში ის უფრო სტიმულანტის სახით მოქმედებს: მორცხვი ადამიანი შეიძლება გაბედული და აგრესიულიც გახდეს.
·
მაგრამ, საბოლოოდ, ალკოჰოლი მაინც დეპრესანტია, ვინაიდან ნასვამ
ადამიანს ძილი ერევა, მისი რეაქცია შენელებულია.
·
ამიტომაცაა, რომ ნასეამ მძღოლებს გაცილებით ხშირად მოსდით ავარია, ვიდრე ფხიზლებს.
·
ალკოჰოლის სისტემატური ხმარება მასბე დამოკიდებულებას ავითარებს, რასაც ხშირად ალკოჰოლიზმი მოჰყვება.
„ოპიატები’’
·
ოპიატები გაცილებით ძლიერმოქმედი დეპრესანტებია.
·
მათ მიეკუთვნება ოპიუმისაგან („ოპიუმის ყაყაჩოს’’ თავთავის გამხმარი წვენი) მიღებული ნივთიერებები – მორფინი, ჰეროინი, კოდეინი,
პრომედოლი და სხვა. ადრე
·
მათ, როგორც ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, საკმაოდ ფართოდ და კონტროლის გარეშე იყენებდნენ.
·
ჩვენს დროში ოპიატებს შორის ყველაზე გავრცელებულია ჰეროინი. იგი მორფინზე გაცილებით უფრო კონცენტრირებულია.
·
ვენაში შეყვანილი ჰეროინი
დასაწყისში
იწვევს სრული ნეტარების, ყოვლისმომცველი ორგაზმის
ხანმოკლე პერიოდს, რომელიც იცვლება კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდით.
·
ამავე დროს, სიმთვრალისაგან განსხვავებით, ჰეროინის
მიღების შემდეგ ადამიანი იშვიათადაა აგრესიული
და არ უქვეითდება ინტელექტუალური ან სხვა უნარი.
·
მაგრამ ჰეროინის მიღება ძალზე სახიფათოა, რადგან სულ რამდენიმე კვირაში ნარკომანთა 90%-ში იწვევს უძლიერეს „ფიზიკურ დამოკიდებულებას“
და „დოზის
გაზრდის აუცილებლობას“.
·
დოზის გადამეტება კი სიკვდილის მიზები
ხდება, პირველ რიგში გაგუდვით, ვინაიდან ითრგუნება ტვინის სასუნთქი
ცენტრი.
„სტიმულატორები’’ [სტიმულანტები]
·
სტიმულანტები „ტონუსის ამწევი“, „ამაგზნებელი“ ნივთიერებებია.
·
მათ მიკუთვნება კოფეინი, ნიკოტინი, ამფეტამინები და კოკაინი.
ხ
·
კოფეინს შეიცავს საყოველთაოდ
გავრცელებული სასმელები – ჩაი და ყავა.
·
მათ სუსტი მატონიზირებელი ეფექტი აქვთ.
ხ
·
ნიკოტინი პირველ რიგში
ხსნის სტრესს და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ნონაღრენალინის გამოყოფასთან
ერთად, მატულობს ტვინის აქტივობა.
ეს გრძელდება რამდენიმე
ათეულ წუთს, რის მერეც მწეველს უჩნდება
სურვილი კვლავ მოწიოს.
ხ
·
ამფეტამინები უფრო „ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას“
იწვევენ, თუმცა მათი „ამაგზნებელი
ზემოქმედება“ გაცილებით ძლიერი და ხანგრძლივია.
·
„ ამფეტამინების“ მიღება თავდაპირველად
იწვევს „ფიზიკური
კეთილდღეობის“,
„ფორმაში ყოფნის“
შეგრძნებას.
·
შემდეგ იქმნება „ინტელექტუალური ეგზგალტაციის მდგომარეობა“, „ლაპარაკის“, „რაიმეს შექმნის“
დაუოკებელი სურვილი, „გარშემომყოფებზე მაღლა
დგომის ილუზია“.
·
„ამფეტამინების“
ხანგრძლივ მიღებას მივყავართ პარანოიდულ გამოვლინებებამდე: ტოქსიკომანს უჩნდება „დევნის“
და „სოციალური
საფრთხის“ განცდა, „ბოდვითი აზრები“, „სმენითი
ჰალუცინაციები“.
ხ
·
„კოკაინი“ კიდევ უფრო ძლიერი საშუალებაა.
·
მის მიერ გამოწვეული ეიფორია უაღრესად ინტენსიურია.
·
ადამიანი თავს „ღონივრად“ და „ქმედითად“
გრძნობს;
·
იგი“ ნათლად ხედავს
სასიცოცხლო პერსპექტივას“,
„განიცდის ძალთა
მოზღეავებას“, „თაედაჯერებულობას“.
·
კოკაინი ყველაზე გავრცელებული
არალეგალური სტიმულანტია.
·
იგი ძალიან სწრაფად იწვევს
„ფსიქოლოგიურ“, ხოლო მოგვიანებით
„ფიზიკურ“ დამოკიდებულებას ყველა თანმდევი სიპტომითა და დამანგრეველი
შედეგით.
ხ
·
ჰალუცინოგენები
(ფსიქოდელიკები), კერძოდ ჰაშიში, უძველესი დროიდან მოიხმარება აღმოსაელეთში.
·
დღეს ჰაშიში და მარიხუანა „გასართობად მისაღებ ნარკოტიკებს შორის“ ყველაზე გავრცელებულია ნიკოტინისა და ალკოჰოლის მერე.
·
ეს ერთგვარად მათი მოქმედების
მრავალფეროვნებით აიხსნება, რაც ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გარკვეული კლასისადმი
მათ ცალსახა მიკუთვნებასაც კი ართულებს.
·
მათ ახასიათებთ: ა) ჰალუცინაციური,
ბ)ამაგზნებელი და გ)ეიფორიული მოქმედება.
·
ეიფორიული ეფექტი მარიხუანას მცირე დოზით მოწევას მოსდევს:
ადამიანი უკეთ უგებს თავისთავს და სხვებს, ჰარმონიაშია ბუნებასთან და მთელს სამყაროსთან, წარმოსახვა
და ასოციაციები თავისუფლდება.
·
დოზის მნიშენელოვანმა
გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს „ილუზიები“ და „ჰალუცინაციები“.
X
·
ეს ეფექტები გაცილებით უფრო გამოხატულია ისეთი ძლიერი
ჰალუცინოგენის მიღებისას,
როგორიცაა LSD
(ლიზერგინის მჟავა).
·
ამ დროს ყველაზე მეტად იცვლება „აღქმა“:
a. საგნები მკვეთრად იცლიან ფერს, ჟღერადობას,
ფორმას, ზომას.
b. იცვლება
საკუთარი სხეულის შეგრძნება,
c. იცვება დროის განცდა:
იგი ჩერდება ან საოცრად გარბის.
ეს ილუზიები, ასე თუ ისე, სუბიექტის
კონტროლის ქვეშ რჩება.
·
ჰალუცინაციები კი ჩნდება ძალიან დიდი დოზების მიღებისას;
·
მაშინ ადამიანს შეუძლია, ვთქვათ აღიქვას თავი ჩიტად და სათანადოდ
მოიქცეს.
·
ჰალუცინოგენების გამოყენების საფრთხე ესაა
– სამყაროსთან რეალური კავშირის გაწყვეტამ
შეიძლება ადამიანს მართლა “სახიფათო
მოგზაურობა” ჩაადენინოს.
·
„დამოკიდებულების“ გამომუშავების მხრივ ამ ნივთიერებებს[ჰალუცინოგენებს]
სხვა ნარკოტიკებზე ნაკლები
ძალა აქვს.
ხ
4.„ჰიპნოზი ‘’
·
„ცობიერების შეცვლილი მდგომარეობებიდან’’ [ცშმ-დან] არც
ერთი არ იწეეეს იმდენ კითხვას, რამდენსაც
ჰიპნოზი.
·
ჰიპნოზს უძველესი დროიდან იყენებდნენ, ძირითადად სამკურნალო მიზნით.
·
იგი „შამანიზმისა’’ და „შორეული აღმოსავლეთის ფსიქოტექნიკების“ მნიშენელოვანი ელემენტია.
·
„ჰიპნოზს“ ძველ ეგვიპტეშიც იყენებდნენ.
·
ძველ საბერძნეთში „მკურნალობის
ღმერთის“ ასკლეპიუსის ტაძრებში
იყო ოთახი “აბატონი”, სადაც ხელოენურად გამოწვეული “ძილის”, [ე.წ. “ინკუბაციის”] ანუ იგივე ჰიპნოზის მეშვეობით მიმდინარეობდა მკურნალობა.
·
მეთვრამეტე საუკუნიდან ჰიპნოზის მეცნიერული შესწაელა იწყება
(იხ. თავი XVI).
·
მიუხედაეად ამისა, ამ მოვლენის ბევრი ასპექტი დღესაც არ არის გარკვეული.
·
„ყოფით ფსიქოლოგიაში“ ჰიპნოზს ხშირად ძილთან აიგივებენ (ბერძნულ მითოლოგიაში „ძილის
ღმერთს“ ჰიპნოზი ერქვა). ეს არ არის სწორი.
·
ჰიპნოზის გარკვეულ სტადიაზე, ღრმა რელაქსაციისას ადამიანი შეიძლება გარეგნულად
ძილისმაგვარ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, მაგრამ მაშინაც იგი “აქტიურია”, რამდენადაც ჰიპნოტიზიორთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება და მის დავალებებს ასრულებს.
ხ
·
ჰიპნოზი ცშმ-ს სპეციფიკური
მდგომარეობაა.
·
იგი ხასიათდება „ცნობიერების
მოცულობის“ შევიწროებით
და „ჩაგონების შინაარსზე“
ფოკუსირებით, აქედან გამომდინარე, კონტროლისა და თვითცნობიერების
ფუნქციების შეცვლით.
·
იგი აღმოცენდება სპონტანურად, მიზანდასახული თვითჩაგონების (აუტოპიპნოზი) ან
ჰიპნოტიზიორის სპეციალური ზემოქმედების
(ჰიპნოტიზაციის)
შედეგად.
ხ
·
ე.წ. ვერბალური ჰიპნოტიზაციის დროს ადამიანს
აძლევენ გარკვეულ სიტყვიერ მითითებებს: დახუჭოს თვალები და განიცადოს მათი დამძიმება,
მოდუნდეს, მოეშვას და დაიძინოს.
·
არავერბალური
ჰიპნოტიზაციისტექნიკა
გულისხმობს ძლიერ, ან პირიქით სუსტ, მონოტონურ გამღიზიანებლებზე (მაგ, ბრჭყვიალა საგანზე ან მეტრონომის ხმაზე) ფიქსაციას. [გაიხსენე მულტფილმი ალადინი
,თუ როგორ აჰიპნოზებს ჯადოქარი სულთანს ბრჭყვიალა ხელჯოხით]
ხ
·
ყველა შემთხვევაში ადამიანი ერთგვარი „ტრანსის’’ მდგომარეობაში გადადის და მეტ-ნაკლებად ემორჩილება
ჰიპნოტიზიორს.
ხ
·
ჰიპნოზის მდგომარეობაში
ინდივიდში ისეთი „ფიზიოლოგიური“ და „ფსიქოლოგიური“ რეაქციები შეიძლება აღმოცენდეს, რომლებიც ნორმალური ცნობიერებისას არა მხოლოდ არ არის მის თვის დამახასიათებელი, არამედ შეუძლებელიცაა.
·
მაგ. თუ
თქვენ ჩვეულებრივ პირობებში ხელზე ცივ მონეტას დაგადებენ და გეტყვიან, რომ
ის დამწვრობას გამოიწვევს, უბრალოდ გაგეცინებათ.
ჰიპნოზში კი ეს რეალობად იქცევა.
ხ
·
„ჰიპნოზით’’ ცვალებადობას ექვემდებარება ბევრი სხვა,
ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის მიუწვდომელი ორგანიზმული პროცესი
(წნევა, ტემპერატურა, ჯირკვლების სეკრეცია
და ა.შ.]
·
ეს განაპირობებს ჰიპნოზის
გამოყენებას სამედიცინო პრაქტიკაში – განსაკუთრებით,
როგორც „ტკივილგამაყუჩებელი
საშუალება“ ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიაში,
დამწვრობის დროს და სხვა.
ხ
·
„ფსიქიკურ თვისებათა“ მხრივ, ჰიპნოზით შეიძლება
შეიცვალოს :
a. „აღქმა“ ( გაჩნდეს სხვადასხვა
სახის ილუზიები, პოზიტიური და ნეგატიური პალუცინაციები ე.ი. მოხდეს „არარსებულის აღქმა“
ან „არსებულის
აღუქმელობა“),
b. „მეხსიერება“ ( მოხდეს გარკვეული ვითარებებისა და ფაქტების „დავიწყება“
ან „მოგონება“, „ახალი მასალის“
დამახსოვრების აქტივაცია),
c. „აზროვნება“ ( მოხდეს „ნორმალური
ლოგიკის დარღვევა“ ან „რაციონალური
პოტენციალის სტიმულირება’’),
d. „პიროვნება“ ( მოხდეს ადამიანის მოტივების, ემოციების,
დამოკიდებულებათა, განწყობილებათა, ჩვეულებათა და სხვათა შეცვლა).
·
სწორედ ამიტომ პიპნოთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი
უძველესი და დამკვიდრებული ფორმაა (იხ. თავი XVI).
ხ
·
ყურადღება : ჰიპნოზს ყველა ერთნაირად არ ექვემდებარება.
·
ადამიანების 5-10% „არაჰიპნობილურია“, ანუ მათი ჰიპნოზში შეყვანა შეუძლებელია.
·
დაახლოებით ამდენივე,
პირიქით, ძალიან ადვილად გადადის „ჰიპნოზურ
მდგომარეობაში“, ანუ „ჰიპნობილურია“.
·
თუ რაზეა ეს დამოკიდებული, ჯერ კიდევ არ არის ნათლად
გარკვეული.
·
შეგვეძლო გვევარაუდა, რომ „ჰიპნოზზე ძლიერ რეაგირებადი ინდივიდები“
გამოავლენდნენ ასეთივე ჩაგონებადობასა
და მიმნდობლობას სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც,
მაგრამ პიროვნული ტესტებით ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს
კორელაციას მიმნდობლობისა და ჰიპნობილობის მაჩვენებლებს შორის.
·
არ დასტურდება ჰიპნობილობის კავშირი
ისეთ პიროენულ მახასიათებელთანაც, როგორიც კონფორმულობაა.
·
სამაგიეროდ, ჰიპნოზური ჩაგონებადობის კარგი მაჩვენებლია
„ინდივიღის მდიდარი ფანტაზია“, მისი „მიდრეკილება
ოცნებისადმი“ და „ცოცხალი წარმოდგენების შექმნის უნარი“.
ხ
·
ჰიპნოზის კიდევ ერთი დამახასიათებელი
თვისება ე.წ. პოსტპიპნოზური
ამნეზიაა.
·
ანუ ადამიანს ავიწყდება ის,
რაც მოხდა ჰიპნოზში,
თუკი ჰიპნოტიზიორისაგან
ის ასეთ ინსტრუქციას
მიიღებს.
·
თუმცა ეს ამნეზია არ
არის აბსოლუტური და ყოვლისმომცველი.
მთლიანი დავიწყება არც თუ ისე ხშირია; უმეტესობას რაღაც მაინც
ასსოვს; არიან ისეთებიც, ვისაც არაფერი ავიწყდება.
·
აღსანიშნავია, რომ ეს განსხვავებები არ უკავშირდება „ინდივიდთა მეხსიერების თვისებებს“.
ხ
·
ჰიპნოზში „მესსიერების“ გამოცოცხლებაც ხდება, რაც ე.წ.“ ასაკობრივი რეგრესიის“ ფენომენში მჟღავნდება.
·
„ჰიპნოზური ჩაგონების“ შედეგად ზოგიერთ ცდისპირს შეუძლია თავიდან განიცადოს ცსოვრების ადრეული, სრულიად მივიწყებული ეპიზოდები.
მაგალითად, დაბადების დღის აღნიშენა 8 წლის ასაკში – გაისსენოს რა აჩუქეს, რა ეცეა,
იცნოს დაწყებითი სკოლის თანაკლასელები.
·
იშვიათად, „ასაკობრივი რეგრესიის“ დროს, ხდება იმ ენის აღდგენა, რომელსაც ადამიანი ფლობდა ადრეულ
ბაევშვობაში.
·
აღწერილია შემთხვევა, როდესაც აშშ-ში დაბადებული
იაპონელი, რომელიც ადრეულ ბავშვობაში იაპონურად ლაპარაკობდა და მთლიანად მივიწყებული
ჰქონდა ეს ენა, ჰიპნოზის ქვეშ იაპონურად ამეტყველდა.
ხ
·
ჰიპნოზის ყველაზე საინტერესო
და დრამატული თავისებურება ე.წ. „პოსტჰიპნოზური რეაქციებია“.
·
ადამიანი არა
მხოლოდ ჰიპნოზში ემორჩილება ჰპიპნოტიზიორს, არამედ ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგაც ასრულებს
იმ მოქმედებებს, რომელთა შესრულება ჰიპნოზში ჩააგონეს, თანაც ისე, რომ ამ დავალების
შესახებ არაფერი ახსოვს.
·
ამ შემთხვევაში იგი ერთობ უცნაურ და აბსურდულ რამეებსაც
აკეთებს ხოლმე შთაბეჭდილება
ისეთია, რომ სუბიექტი თანასმაა, უარი თქვას საკუთარ საღ
აზრზე.
·
მაგრამ ასევე დადგენილია, რომ შეუძლებელია
ჰიპნოზის შედეგად მიალწიო ადამიანისაგან იმას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის
პიროვნულ ბუნებას, და რასაც იგი არავითარ
შემთხვევაში არ გაამართლებდა ნორმალურ მდგომარეობაში.
ხ
5.„
მედიტაცია“
·
მედიტაცია „ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის“ მიღწევის
კიდევ ერთი გზაა.
·
იგი გულისხმობს გარკვეული რიტუალებისა და პროცედურების შესრულებას, რის შედეგადაც ადამიანი „ფიზიკურად
დუნდება“, „სულიერად მშვიდდება“, მოიცავს „სიამოვნებისა“ და ზოგჯერ „ნეტარების“ გრძნობა.
·
„ხანგრძლივმა მედიტაციამ“ შეიძლება გამოიწვიოს მისტიკური განცდა იმისა, რომ „პიროვნება ქრება და რაღაც
უფრო ფართო და იდუმალი ცნობიერების ნაწილად იქცევა“.
ხ
·
„მედიტაციის
ტექნიკა“ ცნობილია უძველესი დროიდან და წარმოდგენილია თითქმის ყველა
ძირითად რელიგიაში: ინდუიზმში, ბუდიბმში, იუდაიზმში, სუფიზმში,
ქრისტიანობაში და სსვა.
ხ
·
თანამედროვე სამყაროში მედიატაცია
უპირატესად „იოგას“ პრაქტიკას უკავშირდება, [რომელიც ინდუიზმიდან და ბუდიზმიდან მომდინარეობს
]
·
ეს რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება საბოლოო მიზანს „ადამიანის მუდმიეი ტანჯვისაგან გათავისუფლებაში“ ხედავს
·
„ადამიანის მუდმიეი ტანჯვისაგან
გათავისუფლება“ მხოლოდ განსაკუთრებულ
მდგომარეობაში – ნირვანაშია შესაძლებელი.
·
„მედიტაცია“ ნირვანას მიღწევის გზაა.
ხ
·
„იოგა“, არსებითად,
ადამიანის სრულყოფისა და ფსიქიკური ტრანსფორმაციის საშუალებაა.
·
იგი ორ ურთიერთდაკავშირებულ
ასპექტს შეიცავს:
ა)თვითშეზღუდვას (ასკეტიზმი) და ბ) გონებრივ
ჭვრეტა-კონცენტრაციას.
·
ტერმინი „მედიტაცია“ პირდაპირი მნიშვნელობით ამ უკანასკნელს
ნიშნავს.[გონებრივ ჭვრეტა-კონცენტრაციას.]
·
„მედიტაცია’’ ბოლო საფეხურია „განწმენდისა“ და „სულიერი გასხივოსნების“
რთულ და ხანგრძლივ
გზაზე, რომელიც რვა სტადიას მოიცაეს:
1) „მკაცრი მორალური ნორმებისა“
და „საყოფაცხოვრებო
წესების“ შესრულებას,
2) „სხეულის ფლობას“
და „სუნთქვის
კულტურას“,
3) „თვითჩაღრმავებას“
4) „სურვილ-გრძნობებისაგან
გათავისუფლებას“.
მხოლოდ ამის შემდეგ იწყება უშუალოდ ცნობიერების შეცვლაზე მიმართული
აქტივობა, ანუ საკუთრივ მედიტაცია.
5) ხდება „რაიმე შინაარსზე’’ ყურადღების კონცენტრაცია,
6) რომელიც
გადადის ისეთ სტადიაზე, როდესაც თანდათან იშლება
ზღვარი შემმეცნებელსა და შესამეცნებელს, სუბიექტსა და სამყაროს შორის
7) ბოლოს
მიიღწევა „გასხივოსნება“,
8) და „გათავისუფლება“.
ხ
·
„ნირვანაში“ ცნობიერების „თვისებრივი შეცელა“ ხდება.
·
„ნირვანა’’ არ ექვემდებარება „რაციონალურ განსაზღვრებას და სიტყვიერ
გამოხატვას“;
·
მისი მხოლოდ
განცდაა
შესაძლებელი.
ხ
·
ფსიქოლოგიურად
„ნირვანა’’ ’’ ესაა საკუთარ თავში ჩაძირეა და გარესამყაროსაგან გამიჯვნა.
·
ნეგატიურად ეს ნიშნავს „სურვილების უქონლობას“, პოზიტიურად – „ფსიქიკური ძალების გარკვეულ გაერთიანებას“.
ხ
·
„გონების“ კუთხით ნირვანა „მოვლენების
არსის“ ნამდვილი წვდომა, გაგებაა;
ხ
·
„ზნეობრივ-ემოციური“ თვალსაზრისით „ნირვანა’’ არის – სრულყოფილება,
უცოდველობა, სიწყნარე და შინაგანი ჰარმონია;
ხ
·
„ნებელობის“ მხრივ „ნირვანა ‘’ არის – შეუზღუდავობა,
გარემოსაგან სრული გათავისუფლება და მასთან აქტიური ურთიერთობის (ქცევის) აუცილებლობის
მოხსნა, მისი[გარემოს] მიღება ისეთად, როგორიცაა
იგი.
ხ
·
„ მედიტაციის“ პროცესის
პირველ სტადიაზე
ისეთი განცდები ჩნდება რომლებიც ფსიქოლოგიისთვის და ფსიქიატრიისთვის არც უცხოა, არც
განსაკუთრებული.
·
ინდივიდი უარს ამბობს ცხოვრებისეულ ინტერესებზე, ის გულგრილი ხდება მიწიერი სიამოვნებებისადმი
და პრობლემებისადმი.
·
ეს ერთგვარად წააგავს ექსპერიმენტულად შექმნილ მელანქოლიის მდგომარეობას.
ხ
·
მეორე სტადიაზე ხდება მელანქოლიური
განცდების ჩანაცელება „თვითსიყვარულის“ გრძნობით.
·
მედიტაციაში
მყოფი სუბიექტი თავის თაეში პოულობს სულიერი არსებობის
ყველა წყაროს და ამით საზრდოობს.
·
ეს ერთგვარად წააგავს ფსიქოტურ მდგომარეობას, როცა პიროვნების
ინტერესები მთლიანად კონცენტრირებულია საკუთარ თავზე, რაც მას განუზომელ სიხარულს
ანიჭებს.
ხ
·
„მედიტაციის’’ მესამე სტადიაზე
„თვითკმარობის
სიამოვნება“ ქრება; მას გულგრილობა და აპათია
ცვლის,
·
რომელიც ბოლო [მე-8] სტადიაზე ფსიქიკურ უფორმობად და სიცარიელედ ტრანსფორმირდება.
ხ
·
„მედიტაციური განცდები“ ცვალებადობს მედიტაციური ტექნიკების
მიხედვით, რომლებიც ძალზე მრავალფეროვანია.
·
„მედიტაციის“ ზოგიერთი სისტემა იყენებს კონკრეტული ფიგურების
(ე.წ. იანტრები), სურათების, საგნების ჭერეტას,
·
ზოგი სპეციალური ბგერების,
სიტყვების (ე.წ. „მანტრები“)
ან ლოცვების გაბმულ მრავალჯერად გამეორებას,
·
ზოგი – „პარადოქსებში“ ჩაღრმავებას (მაგ,
ძენ-ბუდიზმი),
·
ზოგი იგავებს და მეტაფორებს მიმართავს (მაგ, სუფიზმი)
·
ზოგი შინაგან შეგრძნებებზე
(მაგ, სუნთქვის რიტმი, სხეულის პოზა, სხვადასხვა მოძრაობა) ახდენს კონცენტრაციას
და ა.შ.
·
ყველა ამ „შემთხვევაში’ ცნობიერების მდგომარეობა ძალიან ფართო დიაპაზონში
იცვლება, დაწყებული „უბრალო
რელაქსაციური კმაყოფილებით“,
დამთავრებული „ტრანსული
განცდებით“
ხ
·
„მედიტაციაში“ დახელოვნებული პირები „სასიცოცხლო
პროცესების ‘’
ფლობის საოცარ დონეს
აღწევენ;
·
შეუძლიათ ნივთიერებათა ცვლის,
სუნთქვის, ტემპერატურის, გულისცემისა და სხვა პროცესების რეგულირება.
·
ამიტომაა
რომ აღმოსავლური „ მედიტაცია’’ თანამედღროვე დასავლეთმაც
აითვისა, როგორც ყოფით,
ისე ფსიქოთერაპიულ სფეროში.
·
„მედიტაცია“ საკმაოდ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა
თვითმოდუნებისა და ფიზიოლოგიური აგზნების მოხსნის მხრივ.
·
სპეციალური გამოკვლეეები ადასტურებს, რომ მედიტაციის პროცესში:
a. სუნთქვა
შენელებულია და ჟანგბადის მოხმარება შემცირებული.
b. გულისცემის
რიტმი, სისხლის ნაკადი სტაბილიზდება, მასში კლებულობს ზოგიერთი მავნე ნივთიერების კონცენტრაცია;
c. დაბლა
იწევს თავის ტვინის ქერქის და, ამდენად, გონებრივი აქტიეობა.
d. მედიტაცია ესმარება
ქრონიკული შფოთვით შეპყრობილ ადამიანებს
e. თვითშეფასების
ამაღლებასაც კი უწყობს ხელს. მისი ეფექტურობა დადასტურდა სპორტის ფსიქოლოგიაში.
f. მედიტაცია
ამცირებს სასტარტო მღელვარებას და აადვილებს სსვადასხვა ჯგუფის კუნთების მოდუნებას.
·
საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მედიტაცია ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური აგზნებისა და დაძაბულობის შემცირების საკმაოდ კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით
იმათთვის, ვისაც შფოთვისა
და სტრესის
ვითარებაში უწევს ცხოვრება.

Комментарии
Отправить комментарий