თავი IX. ქცევის ფსიქოლოგია - "ქცევის'' ცნება და ზოგადი დახასიათება

 

სარჩევი:

ქცევის   ცნება .რომელი მენიერებები იკვლევენ ადამიანის „ქცევას’’. 1

ქცევის’’   ზოგადი დახასიათება. 2

 

 

 

ქცევის   ცნება .რომელი მენიერებები იკვლევენ ადამიანის „ქცევას’’.

 

·        ცოცხალი არსების ყოველგვარი აქტივობა, რომელიც რაიმე  მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, ქცევის სახელწოდებით აღინიშნება. [ესაა „ქცევის’’ ცნების მოკლე განმარტება]

 

·        ქცევის სათავე მისი აღმძვრელ-მამოძრავებელი მოთხოვნილებაა, ხოლო მისი[„ქცევის’’] ბუნებრივი დასასრული ამ მოთხოვნილების  დაკმაყოფილება.

·        ადამიანის ქცევა მრავალმხრიეი მოელენაა.

·        ამიტომ იგი რამენიმე მეცნიერების კვლევის საგანს შეადგენს.

·        ქცევის ფიზიკურ მსარეს ბუნებისმეტყველება (ფიზიოლოგია) სწავლობს. იგი ქცევაში ჩართული ორგანიზმისა და მისი ცალკეული ორგანოების ფუნქციონირების ფიზიკო-ქიმიურ და ბიოლოგიურ კანონზომიერებათა დადგენით კმაყოფილღება.

·         ქცევის სულიერი ან  საზოგადოებრივი კანონზომიერებანი შეიძლება ეკონომიკური, ეთიკური, იურიდიული და კიდევ სვა მეცნიერებათა კველევის საგნად იქცეს.

·        ეკონომიკა ქცევას უპირატესად მატერიალურ ფასეულობთა შექმნის კუთხით შეისწავლის.

·        ეთიკა ქცევის ზნეობრივ მხარეს აფასებს,

·        ხოლო იურისპრუდენცია მას[ქცევას]  სამართლის კანონებთან მიმართებაში განიხილავს.

·         ფსიქოლოგიას ქცევის ოლოდ ფსიქოლოგიური მხარე აინტერესებს.

·        იგი ქცევის სხვა მომენტებზე იმდენად ჩერდება, რამდენადაც ეს ქცევის ფსიქოლოგიური ბუნების გათვალისწინებისთვისაა აუცილებელი.

·        ამ მრივ ყველაზე მეტად ქცეეის ფიზიოლოგიური მარე გამოირჩევა, ვინაიდან ქცევა, უპირველესად, ფსიქოფიზიოლოგიური ფაქტია და, ძირითადად, სხეულისა და მისი ორგანოების მოძრაობის გზით ხორციელდება.

·        მაგრამ მოძრაობა ქცევის ტექნიკური მხარეა. ამიტომ იგი ბევრს არაფერს გვეუბნება ქცევის ბუნების, მისი შინაგანი კანონზომიერების შესახებ.

·        ეს იქიდანაც ჩანს, რომ შესაძლებელია მოძრაობათა ერთი და იგივე რიგით ორი, ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული ქცევის აქტი განხორციელდეს.

·        ზოგჯერ, მაგალითად, გარეგან მოძრაობაზე უშუალო დამკვირვებლისთვისაც გაურკვეველი რჩება, დანაშაულებრივი ქმედება განრახ იქნა ჩადენილი, თუ გაუფრთხილებლობის შედეგად.

·        ფსიქიკური შინაარსის გამორიცვის შემთეევაში ქცევა გაუგებარ, შეუკავშირებელ, ცალკეულ ფიზიკურ მოძრაობებად იშლება.

·         ქცევისოლოდ ფსიქიკური შინაარსის გათვალისწინება კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამ ქცევის ძირითაღ თავისებურებებს ჩავწვდეთ.

·        ფიზიკურ მოძრაობებს ქცევის ფაქტად  ფსიქიკური შინაარსი აქცევს.

·        ამიტომ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას: მიუედავად იმისა, რომ ქცევა ყოველთვის შეიცაეს მრავალ განსხვავებულ, არაფსიქიკურ კომპონენტს, იგი, არსებითად, ფსიქოლოგიური მოვლენაა და, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური კვლევის სფეროს მიეკუთვნება.

 

 

ქცევის’’   ზოგადი დახასიათება

 

·        ქცევა, როგორც ფსიქოლოგიური მოვლენა, აღმოცენდება ცოცალი არსებისა და გარე სამყაროს ურთირთქმედების პროცესში.

·        ქცევა ყოველთვის განსაზღვრულია ორი რიგის ფაქტორებით.

·        ერთნი ინდივიდს ასასიათებენ (მის მისწრაფებებს თუ შესაძლებლობებს), მეორენისიტუაციას.

·        ქცევას ყოველთვის ჰყავს ავტორი, ანუ მოქმედი სუბიექტი. ეს შეიძლება იყოს ყოველგვარი ცოცხალი არსება, უმარტივესით დაწყებული და ადამიანით ღამთავრებული.

·        ქცევა ცხოველისა და ადამიანის არსებობის ფორმაა.

·        ქცევაში, სულ ცოტა, სამი მხარე გამოიყოფა:

 

I. დინამიკა.[ ქცევა, როგორც აქტივობა, გულისხმობს ძალას, რომელიც მას აღძრავს და წარმართავს.]

 2. მიმართულება. [ქცევა მიმართული აქტივობაა. მის საერთო მიმართულებას განაპირობებს ის სასურველი ვითარება, რომელიც ამ ქცევის განხორციელების შედეგად უნდა იქნეს მიღწეული. ამასთან ქცევას აქვს კონკრეტული მიმართულებაც“;  ესაა მოძრაობის ტრაექტორია, რომელიც ინდივიდის შესაძლებლობებზე და სიტუაციაზეა დამოკიდებული.]

3. საზრისი[აზრი] ,მიშვნელობა, ღირებულება. [ქცევა, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტი, არის სინამდვილისამი სუბიექტის დაინტერესებული და აქტიური დამოკიდებულების ამსახველი მოვლენა. ამასთან ,ქცევა ყოველთვის რაღაცისთვის სრულდება. მას აქვს გარკვეული საზრისი[აზრი]“, მნიშვნელობა, ღირებულება.

·        ქცევის ქ ჩამოთვლილ  მხარეებს’’  [დინამიკას, მიმართულებას,საზრისს] კონკრეტული ფსიქოლოგიური ფენომენები განსაზღვრავს, ისეთები, როგორიცაა : ა)“მოთხოვნილება, ბ)“მიზანი, გ)“გეგმა და დ)“მოტივი’’.

·        ყოველი მათგანი შეიძლება შედიოდეს ქცევის შემადგენლობაში, როგორც მისი ორგანიზაციისა და რეგულაციის საყრდენი.

·        აღნიშნული ფსიქიკური მოვლენები’’[ „მოთხოვნილება’’,“მიზანი’’,“გეგმა’’“მოტივი’’] შეადგენს ქცევის შინაგან სტრუქტურას ან, სხვაგვარად, ქცევის შინაარსს.

·         ქცევის საერთო სტრუქტურაში გამოიყოფა მეორე ბლოკიც, რომელსაც შეიძლება ქცევის გარეგანი სტრუქტურა, ან ქცევის ფორმა ეწოდოს.

·        „ქცევის ფორმის’’  ერთეულებია მოქმედება და ოპერაცია.

·        რეალურ ქცევაში ყველა ელემენტი და ერთეული  ურთიერთდაკავშირებულ ერთიანობას ქმნის.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები