თავი II. ფსიქოლოგიური „კვლევის მეთოდები“
სარჩევი:
„დაკვირვება“[ ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 1 ] „დაკვირვების’’
სახეები
„საუბარი“[ ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 2 ]
„ანკეტირება’’ [ ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 3 ]
„ტესტები’’ [ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 4]
„კორელაციური კვლევა“ [ ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 5]
„ექსპერიმენტული კვლევა“.[ ფსიქოლოგიური
კვლევის
მეთდი
№ 6]
1. „კვლევის“ ზოგადი პრინციპები
· ფსიქიკური ცხოვრება განსაკუთრებით რთული სინამდვილეა.
· მისი შესწავლისთეის ფსიქოლოგიას მრავალი განსხვავებული მეთოდის გამოყენება უხდება
· თანამედროვე ფსიქოლოგია ემპირიული (ანუ ცდისეული) მეცნიერებაა.
· ამა თუ იმ მეთოდის შერჩევა ა)საკვლევი ფენომენის ბუნებით და ბ)კონკრეტული ემპირიული კელეეის ამოცანებითაა განსაზღვრული.
· თუმცა ერთი რამ ყველა შემთსვეეაში ცხადია – კვლევის მეთოდი მიმართულია საკვლევი მოვლენის[ფენომენის] ზუსტ დახასიათებაზე, მისი სხვა მოვლენებთან მიმართებებისა თუ კავშირების გამოელენაზე.
ხ
· „კვლევის მეთოდებით’’ მოიპოვება მეცნიერული მონაცემები, ანუ „ფაქტები“.
· თუ ორ და მეტ მონაცემს[ფაქტს] შორის მყარი, რეგულარული კავშირი დასტურდება, მაშინ ვამბობთ, რომ დადგენილია „კანონზომიერება“ ( ანუ „კანონი’’).
· ყველა მეცნიერება, მათ შორის ფსიქოლოგიაც, მიმართულია იმაზე, რომ მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი „ფაქტობრივი მონაცემი“ და „კანონზომიერება“.
ხ
· მაგრამ ამ ემპირიული მასალის სიმრავლეს სისტემაში მოყვანა ესაჭიროება.
· “მეცნიერება, ამბობდა ანრი პუანკარე, ფაქტებისაგან აიგება, ვითარცა სახლი ქვებისაგან, მაგრამ ფაქტების კრებული ჯერ კიდევ არ არის მეცნიერება, ისევე როგორც ქვების გროვა არ არის სახლი”.
· ფაქტები და ემპირიული კანონები გარკვეული პრინციპების შესაბამისად უნდა დალაგდეს ცოდნის ერთიან სისტემაში, რომელიც საკვლევი მოვლენის შესახებ მთლიან სურათს შეგვიქმნის.
· ასეთ რაიმეს[სისტემას] «მეცნიერული თეორია’’ ეწოდება.
· თეორია არის სინამდვილის ამა თუ იმ “ფრაგმენტის” შესახებ განზოგადებული ცოდნის სისტემა, რომელიც ა)აღწერს, ბ)ახსნის და გ)წინასწარმეტყველებს მოვლენებს. [დაიმახსოვრე]
ხ
· სინამდვილის ეს “ფრაგემენტები” შეიძლება სხვადასხვა სიდიდისა იყოს.
· შესაბამისად, არსებობს „დიდი“ და „მცირე’’ თეორიები.
· „მცირე თეორიები’’ ეხება ცალკეულ მოვლენებსა თუ პროცესებს. მაგალითად ფსიქოლოგიაში არსებობს ა) “მეხსიერების’’ თეორია ან კიდევ უფრო მცირე და კონკრეტული – ბ)“დავიწყების’’ თეორია.
· „დიდი თეორიები’’ მიმართულია მოვლენათა ფართო წრის აღწერა-ასსნაზე.
· ფსიქოლოგიაში ასეთებია ა) “ ქცევის’’ ზოგადფსიქოლოგიური თეორიები ან ბ)“პიროვნების’’ თეორიები, რომლებიც ფსიქიკური ცხოვრების თითემის ყველა ასპექტს მოიცავს.
ხ
· ფაქტებსა და თეორიას შორის მიმართება ორმხრივია.
· „თეორია“ ა)განსაზღვრავს ფაქტების აღწერის საშუალებებს („ენა“, „ტერმინები“, „ფორმალიზაციის ხარისხი“), ბ)ახდენს „ფაქტების’’ კლასიფიკაციას და გ) მოაქცევს „ფაქტებს’’ მიმართებათა ერთიან სისტემაში.
· სსვაგვარად თუ ვიტყვით , თეორია ემპირიული[ცდით მიღებული მონაცემების] მონაცემების განზოგადებასა და ორგანიზებას ემსახურება.
· ამავე დროს, თეორია აუცილებლად უნდა აყალიბებდღეს ვარაუდებს მოვლენათა შორის არსებული კავშირების შესასებ.
· ამ ვარაუდებს „ჰიპოთეზები’’ ეწოდება.
· თეორია, რომელსაც ჰიპოთეზების გამომუშავების უნარი არ გააჩნია, უვარგისია.
ხ
· ჰიპოთეზა უნდა შემოწმდეს გარკვეული ემპირიული მეთოდებისა თუ პროცედურების მეშვეობით.
· ცდების შედეგად მიღებული "ფაქტობრივი’’ მონაცემები და „კანონზომიერებანი“ აისახება თეორიაში, ამდიდრებს მას, ხელს უწყობს მის დაზუსტებას და, საჭიროებისამებრ – გადახალისებას[განახლებას]
· ამდენად, ჰიპოთეზის ემპირიული[ცდებით] შემოწმება თეორიის დადასტურებასა და სრულყოფას ემსახურება.
ხ
· „ მეცნიერულ ღირებულებას“ რაიმე თეორია მხოლოდ „დადასტურების’’ შემდეგ იძენს.
· უნდა გვახსოვდეს: ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ვირწმუნოთ თეორიის მოხდენილი ფორმულირებები იმის შეუმოწმებლად, რამდენად ზუსტად წინასწარმეტყველებს და აღწერს იგი ემპირიულ მოელენებს.
მაგალითად,
ფსიქოლოგთა უმეტესობისთვის ნათელია, რომ ასტროლოგია მაღალორგანიზებული
ფორმალური სისტემაა (თეორიაა), რომელსაც რეალურ ემპირიულ
მოვლენებთან ძალზე ცოტა ან სულ არაფერი აქეს საერთო.
ხ
· ჰიპოთეზები წარმართავენ მთელ კვლევა-ძიებას გარკვეული მიმართულებით, აჩენენ კვლევის ახალ სფეროებს და ამით მეცნიერების პროგრესს განსაზღვრაეენ.
· გარდა ამისა, სწორედ „წინასწარმეტყველური“ ვარაუდების წყალობით, ანუ თავისი „პროგნოსტული ფუნქციით“ იძენს თეორია პრაქტიკულ ღირებულებას.
· ამასთან ღაკავშირებით ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი კურტ ლეეინი ამბობდა, რომ “არაფერია იმაზე უფრო პრაქტიკული, ვიდრე კარგი თეორია”.
· მაგალითად, „დავიწყების“ თეორია შესაძლებლობას იძლევა, მასზე დაყრდნობით გამოითქვას პრაქტიკული რეკომენდაციები „მეხსიერების“ გასაუმჯობესებლად,
· ხოლო „ქცევის“ თეორია და „პიროვნების“ დთეორიები საფუძვლად დაედოს ა)ფსიქოდიაგნოსტიკურ, ბ)ფსიქოკორექციულ თუ გ)“სხვა“ სახის პრაქტიკას.
ხ
· საზოგადოდ, მეცნიერული კვლევა ჰიპოთეზებით იწყება,
· გაივლის კვლევით სტადიას, რომლის შედეგები[!] აისახება თეორიაში.
· ამ „თეორიის’’ შესამოწმებლად გამოთქმული ვარაუდები ისევ ემპირიულ კვლევასთან გვაბრუნებს და ასე გრძელდება იქამდე, სანამ არ შეიქმნება თეორიული სისტემა, რომელიც ამომწურავად და ზუსტად დაგვიხასიათებს საკვლევ სფეროს.
· „კარგი თეორია“ უნდა გვატყობინებდეს, თუ ა)რას წარმოადგენს მოვლენა, ბ)რატომ აღმოცენდება და გ)როგორ ფუნქციონირებს იგი.
ხ
· ემპირიული კვლევისა და თეორიის ურთიერთმიმართების საილუსტრაციოდ განვიხილოთ კელევის მიმართულება, რომელიც, ბიჰევიორისტული[ანუ ქცევითი] პარადიგმის ფარგლებში, მრავალი წლის განმავლობაში პრიორიტეტული იყო ამერიკის ბევრი კელევითი ცენტრისთვის.
· საქმე ეხება „მოტივაციისა“ და „დასწავლის“ ერთმანეთან მიმართების პრობლემას[საკითხს]
· ვთქვათ, დასაწყისში გამოვიკვლიეთ კავშირი „კეების შეწყვეტასა“ ( ფსიქოლოგები იყენებენ ტერმინს „კვებითი დეპრივაცია“) და „დასწავლის სისწრაფეს“ შორის.
· „დასწავლის დონე“ განისაზღვრება მცდელობათა რიცსვით, რომელიც დასჭირდება ცხოველს ლაბირინთიდან გამოსასვლელად.
· მრავალი ექსპერიმენტის შედეგად გაირკეა, რომ რაც უფრო დიდსანს გრძელდება კვებითი დეპრიეაცია, მით უფრო ჩქარა დაისწავლის ცხოველი ლაბირინთიდან გამოსასვლელ გზას.
· ეს გარკვეული კანონზომიერებაა, რომელიც „უსაჭმელოდ ყოფნის დროსა“ და „დასწავლის“ კავშირს ეხება.
ხ
· შემდეგ მკვლევარები გადადიან „წყლის დეპრივაციის“ შესწავლაზე და აღმოაჩენენ, რომ რაც უფრო დიდხანს რჩება ცხოველი წყლის გარეშე, მით უკეთ ართმევს თავს ლაბირინთის დასწავლის ამოცანას. ეს უკვე მეორე კანონზომიერებაა.
ხ
· შემდეგ“ სქესობრივი მოტივაციის“ ჯერი დგება.
· ისევ დასტურდება კანონზომიერება, რომ „სექსუალური კავშირების უქონლობის ხანგრძლივობა“ უფრო „სწრაფ დასწავლას“ იწვეეს.
ხ
· აქ უკვე მწიფდება ამ „ფაქტობრივი’’ მონაცემების განზოგადებისა და შემდგომი კვლევის მიმართულების განსაზღვრის ამოცანა, რაც თეორიული მსჯელობის სფეროს მიეკუთვნება.
· შეიძლება გაჩნდეს ისეთი თეორიული მტკიცებები, რომლებიც უშუალო დაკვირვების მონაცემებს სცილდება.
· მაგალითად, მკვლევარებმა მიიჩნიონ[ივარაუდონ] ,რომ „მშიერი ცხოველები“ საზოგადოდ უკეთ სწავლობენ, ვიდრე „მაძღრები“.
· აქ მეცნიერებს შემოაქვთ “შიმშილის” ცნება, რომელიც „დეპრივაციის“ ყეელა მდგომარეობას ესება.
· „შიმშილი“ ჰქვია იმასაც, როცა ცხოველს 10, ან 20 ან 40 საათი არ მიუღია საკვები და იმასაც, როცა უჭმელობა 4, 6 და 8 საათს გრძელდება, რაც ნახსენებ ექსპერიმენტებში ხდებოდა.
· ამრიგად, შიმშილის“ არადაკვირვებადი მდგომარეობის“ დაშვებით მკვლევარები ცდილობენ გააერთიანონ და განაზოგადონ კონკრეტული დაკვირვებები[ანუ რეალურად ჩატარებული ცდების შედეგები].
· მეტიც, ერთგვარად იწინასწარმეტყველონ კვლევის შემდგომი მიმართულება.
· იგივე ითქმის „წყურვილისა“ და „სქესობრივი შეკავების’’ შესახებ.
· მკვლევარებს ასევე შეუძლიათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან ამ მიმართულებით და შეეცადონ, სამი თეორიული მოსაზრება ერთ თეორიულ დებულებად აქციონ.
· მაგალითად, შესაძლებელია გამოითქეას ვარაუდი, რომ „დეპრივაცია“ აძლიერებს მოტივაციას [!!]
· და რომ, საზოგადოდ, ცხოველები[და ადამიანებიც] „მაღალი მოტივაციით’’ უფრო „სწრაფად სწავლობენ“.
· ამ შემთხვევაშიც თეორია „განაზოგადებს ცდების მონაცემებს“ და შემდგომი კვლევის მიმართულებას მოხაზავს .
· მართლაც, მტკიცება იმის შესახებ, რომ „მაღალმოტივირებული ცხოველები“ „დაბალმოტივირებულებზე“ სწრაფად სწავლობენ, შეიცაეს ვარაუდებს“ სხვა სასიცოცხლო მოტივების“ , მაგალითად „სუნთქვის“, „ტემპერატურის“ ან „ტკივილის“ თაობაზე.
· მკვლევარი შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს თავის თეორიულ განზოგადებებში და „მოტივაციის“ უფრო ფართო გაგების ფარგლებში, რომელიც არ იზღუდება „ბიოლოგიური მოტივებით“, დაუკავშიროს ერთმანეთს „დასწავლა“ და „ფსიქოგენური“ თუ „სოციოგენური“ ბუნების მოთხოვნილებები ადამიანებში (მაგალითად, „მიღწევის“, „პრესტიჟის“ თუ „თვითაქტუალიზაციისა“ და სხვა მოთხოვნილებები).
· რა თქმა უნდა, ამ ჰიპოთებების შემოწმებაც გახდება საჭირო.
ხ
·
ასეთია „ემპირიული[ცდით მიღებული] მონაცემებისა“ და „თეორიის“ ურთირთმიმართება-ისინი ყოველთვის ერთმანეთს
გულისსმობენ.
ხ
„დაკვირვება“[ ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 1 ] „დაკვირვების’’
სახეები
·
„ემპირიული[ცდისეული] მონაცემები’’ სხვადასხვა მეთოდებით მოიპოვება.
·
ეს არც შეიძლება სხვანაირად იყოს, თუ გავითვალისწინებთ,
რამდენად რთული და შესწავლისთვის
„ძნელად მიწვდენადია“ ფსიქოლოგიური მოვლენები.
·
ზემოთ აღწერილ კელევაში „ექსპერიმენტული მეთოდი“ გამოიყენებოდა.
·
ფსიქოლოგი ხელოვნურად იწვევდა „შესასწავლ
მოელენებს“
(„მოტივაცია“
და „დასწაელა’’) და ადგენდა
მათ შორის არსებული ურთიერთკავშირის
ბუნებას.
ხ
·
ისტორიულად „ექსპერიმენტის’’ სისტემატური გამოყენება ფსიქოლოგიამ
შედარებით გვიან ღაიწყო.
·
როგორც პირველ თავში აღინიშნა, ფსიქოლოგიის „დამოუკიდებელ მეცნიერებად“ ჩამოყალიბების საქმეში სწორედ „ექსპერიმენტული კვლევის’’ დამკვიდრებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
·
მანამდე ფსიქოლოგიური ცოდნა მოიპოვებოდა ძირითადად ა)„საკუთარ
სულიერ ცსოერებაზე დაკვირვების (თვითდაკვირვების)“, ბ)“გონებაჭვრეტითი
მსჯელობებისა’’ და გ)“სხეა’’ ადამიანების ქცევაზე დაკვირვების შედეგად.
·
„ცხოვრებისეული ფაქტების“ ანალიზისა და განზოგადების
შედეგად წარმოიქმნა პირველი
მეცნიერული თეორიები.
·
ისინი მიმართული იყვნენ „ფსიქიკური ფენომენებისა“
და „ადამიანთა
ქცევის“ ასსნაზე.
·
როგორც ყველა თეორია, ისინი[თეორიები] შეიცავდნენ, აგრეთვე, „აღწერით“ ნაწილსაც, სადაც
ამ მოვლენების დახასიათება და კლასიფიკაცია ხდებოდა.
·
ამისთვის საჭირო ინფორმაციას „აღწერითი“ ანუ
დაკვირვებითი მეთოდები იძლეოდა.
·
„ახსნით“ ანუ „ექსპერიმენტულ
მეთოდებთან“ ერთად დაკვირვებითი მეთოდები დღესაც
წარმატებით გამოიყენება ფსიქოლოგიურ კვლევაში.
·
ამ ორ მეთოდოლოგიას შორის განსხვავება არსებითად „შესასწავლი მოვლენისა“ და „მკვლევარის“ ურთიერთმიმართებაში მდგომარეობს.
·
„ექსპერიმენტის“ შემთხვევაში:
a.
მოვლენა ხელოვნურად
გამოიწეეეა.
b.
დაკვირვება მიმდინარებს
„ჩვეულებრივ“
გარემოში
c.
არ ხდება „ შესასწავლი პროცესების გამოწვევისთვის
საჭირო პირობების შექმნა’
d.
თუმცა არ გამორიცხავს დასახული ამოცანებისთვის
უფრო მეტად ხელსაყრელი დროის, ადგილისა და სიტუაციის წინასწარ დაგეგმვას.
·
„ფსიქოლოგიური დაკვირვების“ რამდენიმე ვარიანტი არსებობს
·
პრინციპულად განსხეავდება ერთმანეთისაგან
ა)“სხვათა დაკვირვება“
და ბ)“თვითდაკვირვება“ (ანუ „ინტროსპექცია“ -ეს ტერმინი დაიმახსოვრე ),
·
დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ე.წ. “ემპირიული ფსიქოლოგიის” ბატონობის ხანაში
(XVII-XIXს].,
„თვითდაკვირვება“ მიიჩნეოდღა სულიერი სამყაროს შესწავლის ერთადერთ ადეკვატურ მეთოდად, რამდენადაც ითვლებოდა, რომ
„განცდების“ უშუალო დანახვა (წვდომა) მხოლოდ თვით განმცდელს შეუძლია.
·
დღესაც, როცა ფსიქოლოგს სურს, შეისწავლოს მისთვის საინტერესო მოვლენა ისე, როგორც იგი „უშუალოდაა“ წარმოდგენილი მის ცნობიერებაში, იგი მიმართაეს „თვითდაკვირვებას“ როდესაც
მკვლევარი „უშუალოდ“ აკვირდება საკუთარ ა)გრძნობებს, ბ)წარმოდგენებს, გ)აზრებს და დ)“სხვა“ განცდებს – ეს არის „უშუალო თვითდაკვრვება“.
ხ
·
ხოლო თუ ფსიქოლოგი „სხეა’’ ადამიანების „ინტროსპექციის შედეგებს“ აანალიზებს,
მაშინ საქმე გვაქვს „გაშუალებულ თვითდაკვირვებასთან“.
·
„სხვათა’’ დღიურების, ავტობიოგრაფიების, მოგონებების,
წერილების და ა.შ. შესწავლა ამ მეთოდის გამოყენების მაგალითებია.
ხ
·
ყურადღება : დაკვირვების „ინტროსპექციული“
სახეობა უკიდურესად სუბიექტურია
და აუცილებლად საჭიროებს „სხვა მეთოდებითაც’’ გადამოწმებას.[ეს დაიმახსოვრე]
·
ამ „სუბიექტურობის“ გამო ე.წ.
“ობიექტური ფსიქოლოგია” (ბიჰევიორიზმი], ფსიქოლოგიური კვლევის არსენალიდან მის[ინტროსპექციის მეთოდის] მოკეეთას მოითსოვდა.
·
მაგრამ კვლევის პრაქტიკა აჩეენებს, რომ ინტროსპექციის მონაცემების გარეშე საქმის ვითარებაში გარკვევა უაღრესად
ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვლევ
მოვლენას არ გააჩნია სანდო
სხეულებრივი, ქცევითი, სამეტყველო თუ სხვა გარეგამოელინებანი.
ხ
·
ზოგჯერ პირიქით, მხოლოდ „სხვათა“ დაკვირვების გამოყენებაა შესაძლებელი.
·
მაგალითად, ა)ცხოველის,ბ) პატარა ბავშვის ან გ)ზოგიერთი მძიმე ფსიქიკური აშლილობის შემთხეევაში, როცა ინდივიდი
პრინციპულად მოკლებულია „საკუთარი ფსიქიკური ცხოვრების“ წვდომისა და დახასიათების უნარს.
·
საზოგადოდ,“ გარეგანი[გარედან] დაკვირვება“ ფსიქოლოგიაში ფართოდ გამოიყენება.
·
„თვითდაკვირვების“ მსგავსად, „სხვათა დაკეირვებასაც“ აქვს ა)„უშუალო“ და ბ)“გაშუალებული“ ფორმა.
·
„ გამუალებული“ დაკვირვების მეთოდოლოგიის ფარგლებში
ა)“შემოქმედების“, ბ)“კლინიკურ“, გ)“ბავშვის“, დ)“ისტორიულ“ ფსიქოლოგიაში და სხვაგან, გამოიყენება ე.წ. „მოქმედების პროდუქტების“ შესწავლის მეთოდი.
·
ანუ ამ შემთხვევაში ხდება „შემოქმედებისა“ თუ „შრომის“ პროდუქტების ანალიზი, რათა გამოვლინდეს
იმ „ქცევის“ თავისებურებანი, რომლის შედეგსაც ისინი წარმოადგენენ.
·
ასე შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენა ინდივიდის ა)„ინტერესებზე“,ბ) „უნარ-შესაძლებლობებზე“,გ) „ფსიქოფიზიკური
პროცესების“ განვითარებისა თუ დაზიანების დონეზე და ა.შ.
·
მაგალითად, ძალზე მნიშენელოვანი
ინფორმაციის მოპოვება შეიძლება ბავშვებისა
თუ სულით ავადმყოფთა შესახებ მათი ნაწერებისა ან
ნახატების შესწავლის გზით.
ხ
·
„უშუალო
დაკვირვების“ დროს
მკვლევარი პირადად და პირდაპირ ახდენს დაკვირვებას.
·
ეს დაკვირვება
შეიძლება მიმდინარეობდეს წინასწარგნსაზღვრული „ჩარჩოებისა“ და „პროგრამის“
გარეშე. მაშინ „თავისუფალ დაკვირვებასთან“ გვაქვს საქმე.
·
„სტანდარტიზირებული
დაკვირვების“ შემთხვევაში კი , პირიქით, მკაცრად არის განსაზღვრული რას და როგორ
უნდა დავაკვირდეთ.
·
„თავისუფალი დაკვირვება“ მიზანშეწონილია მაშინ,
როდესაც შეუძლებელია, ზუსტად განისაბღეროს, რას უნდა დავაკეირდეთ, როდღესაც
მკვლევარი წინასწარ ვერ ასერხებს განსაზღვროს, რა ნიშნებს გამოავლენს შესასწავლი
პროცესი და როგორ წარიმართება იგი.
·
„სტანდარტული დაკვირვება“ უმჯობესია გამოვიყენოთ მაშინ, როცა მკვლევარი
საკმარისად ზუსტად არჩევს შესასწავლი მოვლენის ნიშნებს.
·
ხ
·
„სხვათა დაკვირვების“ ორივე ეს სახეობა[„უშუალო’’
და „გაშუალოებული’’] , თავის მხრიე, შეიძლება იყოს „ჩართული“ დაკვირვება და „გარეგანი“დაკვირვება .
ხ
·
„ ჩართული’’ დაკვირვება უფრო ხშირად
გამოიყენება „ასაკობრივ“, „პედაგოგიურ“ და „სოციალურ“ ფსიქოლოგიაში.
·
ამ დროს მკვლევარი
თვითონ ხდება იმ პროცესის მონაწილე, რომელსაც შეისწავლის.
·
მაგალითად, „ადამიანების ურთიერთობის“ კვლევისას, ფსიქოლოგს შეუძლია თაეად ჩაერთოს დასაკვირვებელ ადამიანებთან კომუნიკაციაში, ისე, რომ არ შეწყვიტოს დაკვირვება იმ ურთიერთობაზე, რომელიც მათ შორის ყალიბდება.
ხ
·
„გარეგანი
დაკვირვება“ კი არ გულისხმობს დამკვირვებლის
პირად მონაწილეობას შესასწავლ პროცესში.
ხ
·
„ ჩართული დაკვირვება“ სასარგებლოა,
როდესაც ფსიქოლოგი ვერ ახერხებს მოვლენის
სწორ შეფასებას, თუ ის „თავის თავზე“ არ გამოსცადა.
·
მაგრამ, თუკი მკვლევარის
„პირადი მონაწილეობის
გამო“ მოვლენების მისეული აღქმა და გაგება
შეიძლება „დამახინჯდეს“, უმჯობესია მივმართოთ „გარეგან დაკვირვებას“, რომელიც დასაკვირვებელის უფრო „ობიექტური“ დახასიათების საშუალებას
იძლევა.
ხ
·
საზოგადოდ კი „დამკვირვებლის სუბიექტურობა“ ყოველგვარი დაკვირეების თანმდევი
პრობლემაა.
·
ეს იმიტომ ხდება,რომ „დამკვირვებელი“ თავისდაუნებურად
ინტერპრეტაციას უკეთებს ინფორმაციას „თავისი განწყობებისა“ თუ „პიროვნული თვისებების“ შესაბამისად
·
მბადაა აღიქვას
უფრო ის, „რასაც ელოდება“, ვიდრე ის
„რაც
სინამდვილეშია“.
·
ასეთი რამ გამოცდილ ფსიქოლოგებსაც ემართება.
·
ამიტომ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, საშურია[მიზანშეწონილია] გამოვიყენოთ აუდიო და ვიდეო ჩამწერი სელსაწყოები.
·
თუმცა, ამ ჩანაწერების ინტერპრეტაციისას,
აგრეთვე, შეიძლება თავი იჩინოს დამკვირვებლის ტენდენციურობამ[!].
·
ასეთ შემთსვევაში მიმართავენ [სხვადასხვა] ექსპერტებს – “გადამუშავდება” მათი შეფასებები, გამოითვლება
ურთიერთშეთანსმებულობის კოეფიციენტი და განიხილება[ან მიიღება] მსოლოდ იმ „დაკვირვებათა“ შედეგები, რომელთა მიმართ ექსპერტების „შეთანხმების“
საკმარისი დონეა მიღწეული.
ხ
·
არანაკლებ სირთულეს უქმნის „ფსიქოლოგიურ
დაკვირვებას“ ის
გარემოება, რომ დამკვირვებლის დასწრებას[ჩართულობას/მონაწილეობას] თავისთავად შემოაქვს „დაკვირვების სიტუაციაში“
ახალი ცვლადი და, ასე თუ ისე, აისახება
იმის ქცევაზე, ვისაც ვაკვირდებით.
·
„დასწრების ეფექტი“ შეიძლება შევამციროთ იმით, რომ საშუალება
მივცეთ ინდივიდს ან ჯგუფს [დასაკვირვწბელ ცხოველს ან ადამიანს] შეეჩვიოს
დამკვირვებელთან ყოფნას ერთ სიტუაციაში. მაგალითად საკლასო ოთახში,
და ბუნებრივად მოიქცეს,
·
საუკეთესო გამოსავალი ამ სირთულის დაძლევისა კი ისაა,
რომ დასაკვირვებელმა არც კი იცოდეს, რომ მასზე დაკვირვება მიმდინარეოებს.
·
ამისთვის გამოიყენება სხვადასსვა საშუალება, რომელთა
შორის გავრცელებულია ე.წ. “ცალმხრივი ჭერეტის” შუშით გადატიხრული ოთახები.
·
ასეთ დაკვირვებას „დაფარულს“ უწოდებენ, განსხვავებით „ღია დაკვირვებისაგან“, რომლის დროს დამკვირვებელი
არ მალავს „დაკვირვების ფაქტს.“
„საუბარი“[ ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 2 ]
·
„საუბარი“ (კლინიკური მეთოდი) წარმოადგენს
„უშუალო“
და „ღია“ დაკვირვებას „მკვლევარ სუბიექტსა“ და „საკელევ პირს“ შორის
კომუნიკაციის პროცესში.
·
ფსიქოლოგი
დიალოგის მსვლელობაში ცდილობს, მიიღოს
მაქსიმალურად სრული ინფორმაცია „საკვლევი პირის’’ ა)ინდივიდუალურ-პიროვნულ თავისებურებათა, ბ)სასიცოცხლო გზის, გ)აზროვნების წესის, დ)ცნობიერების თუ ე)არაცნობიერის შინაარსებისა და ვ)სხვათა შესახებ.
ხ
·
ე.წ. „კლინიკური საუბრის“ მეთოდი ფართოდ გამოიყენება
„ფსიქიატრიასა“ და
„პათოფსიქოლოგიაში“.
·
ხოლო „ფსიქოანალიზში“ მონაცემები დიდწილად ამ მეთოდითაა მოპოვებული.
ხ
·
„კლინიკური საუბარი“ არ გულისხმობს მის ჩატარებას აუცილებლად პაციენტთან კლინიკაში.
·
ამ მეთოდის „თავისებური ვარიანტით“
უაღრესად მნიშვნელოვანი მონაცემები მოიპოვა გამოჩენილმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ „ბაეშვების გონებრივი განვითარების კანონზომიერებათა
შესასებ“.
ხ
·
საზოგადოდ, „სხვადასსვა“ ფსიქოლოგიურ მიმართულებათა წარმომადგენლები
საუბრის წარმართვის განსხვავებულ სტრატეგიებს მიმართავენ.
·
ზოგჯერ საუბარი მკაცრად მიჰყვება
„წინასწარ შემუშავებულ გეგმას“, ზოგჯერ კი უფრო „იმპროვიზებულია“.
„ანკეტირება’’ [ ფსიქოლოგიური
კვლევის მეთდი № 3 ]
·
უკვე აღინიშნა, რომ „სხვათა[სხვებზე] დაკვირვება“ შეიძლება იყოს „უშუალო“ ან „გაშუალებული“.
·
„გაშუალებული’’ „ სხვათა დაკვირვება’’ გულისსმობს სსვადასხვა
სახის ანკეტების, ანუ კითხვარების გამოყენებას.
·
ანკეტა არსებითად „დაუსწრებელი“ გამოკითხვაა.
·
მისი მეშვეობით შესაძლებელია მიღებულ იქნას
ინფორმაცია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე
(ანუ „გენერალურ ერთობლიობაზე“) მათი „გარკვეული ნაწილის“ (ე.წ. „ამონაკრების“), გამოკითხვის გზით.
ხ
·
„ანკეტურ“, „ექსპერიმენტულ“ თუ სსვა სახის გამოკვლევაში, როდესაც “ ამონაკრების“ მონაცემებს
„მთელ პოპულაციაზე“ ავრცელებენ, დგება[ჩნდება] პრობლემა – „გამოკვლეული შედარებით მცირე ჯგუფი“ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანთა დიდი ერთობლიობის
წარმომადგენლად ?,
იმეორებს თუ არა იგი პოპულაციის ზოგად მახასიათებლებს (მაგ, ასაკი, სქესი და სხვა)?, ანუ არის თუ არა
– რეპრეზენტატული ?.
ხ
·
რეპრეზენტატულობის
მისაღწევად სხვადასსვა პროცედურებს მიმართავენ რომელთაგან გავრცელებულია „საკვლევი ჯგუფის“ დაკომპლექტება „შემთხვევითი არჩევანის“ წესით.
·
„ამონაკრების“ არარეპრეზენტატულობასთან
დაკავშირებული შეცდომის კლასიკურ ნიმუშად ითვლება შემთხვევა,
რომელიც აშშ-ში მოხდა 1935 წლის საპრებიდენტო არჩეენების დროს.
·
ჟურნალმა
“ლიტრერი დაიჯესტ”, რომელიც მანამდე წარმატებით ახორციელებდა წინასაარჩევნო გამოკითხვებს,
დაუგზბავნა ათი მილიონი წინასწარი ბიულეტენი ა)თავის ხელმომწერებს,
აგრეთვე ბ)სატელეფონო წიგნებიდან და გ)ავტომობილების
სარეგისტრაციო სიებიდან შემთხვევით არჩეულ პირებს.
·
უკან მიბრუნებულ 2,5 მილიონ ბიულეტენში 40%-მა მისცა ხმა მოქმედ დემოკრატ პრეზიდენტ რუზველტს და
57%-მა რესპუბლიკელ კანდიდატს.
·
მაგრამ
არჩევნებში 60%-ზე მეტი ხმით დამაჯერებლად გაიმარჯვა რუზველტმა.
·
ასეთი დიდი შეცდომის მიზეზები მალე გაირკვა.
·
ჟურნალში თავიდანვე იცოდნენ, რომ მათი მკითხველების
უმრავლესობა რესპუბლიკელებს უჭერს მსარს.
·
ამიტომ გადაწყეიტეს, გაეფართოებინთ ამონაკრები ტელეფონებისა
და მანქანების მფლობელთა სიებიდან, მაგრამ მაშინ ტელეფონებისა
და მანქანების მესაკუთრეები ძირითადად შეძლებული
ფენების წარმომადგენლები იყენენ. მათ შორის კი ტრადიციულად რესპუბლიკელები ჭარბობენ.
·
ამდენად, გამოკვლევის ავტორებმა,
სინამდვილეში, კიდევ უფრო გააძლიერეს რესპუბლიკელთა წარმომადგენლობა[წილი] „ ამონაკრებში“, რომელიც
ამით ერთობ არარეპრეზენტატული გახდა.
ხ
·
ანკეტების შედგენისას დიდი
მნიშვნელობა ენიჭება კითხვების შინაარსის მკაფიო ფორმულირებას.
·
კითხვები ისე უნდა იყოს დასმული, რომ მათ ერთმნიშვნელოვნად და ერთნაირად იგებდეს ყველა გამოკითხული.
·
ეს არსებითია,
რადგან ანკეტირების დროს გამოკვლევაში მონაწილე ინდივიდებთან უშუალო კონტაქტი არ არსებობს.
ხ
·
ანკეტები იყოფა ორ ჯგუფად[ორ სახეობად] „დახურული“ და „ღია“ ანკეტები.
·
„ღია ანკეტებში“ ინდივიდებმა თვითონ უნდა მოხდინონ დასმულ კითხვებზე პასუხების ფორმულირება.
·
„დახურულ ანკეტებში’’ [კითხვარებში] მათ უნდა აირჩიონ „შეთავაზებული პასუხებიდან ერთ-ერთი.“
ხ
·
„ღია ანკეტების“ „უპირატესობა’’[პლუსები] ისაა,
რომ ისინი უფრო მდიდარი და სრული ინფორმაციის
მიღების საშუალებას იძლევა.
·
ხოლო მათი „ნაკლოვანება“[მინუსები] პასუხების სხვადასხვაობის გამო ,მათი დამუშავების
სირთულეა.
·
გარდა ამისა, სხვადასხვა რესპონდენტი განსხვავებული მოცულობითა და მიმართულებით აყალიბებს პასუხებს,
ზოგ რამეს არ წერენ იმიტომ,
რომ „თავისთავად
ცხადად“ გულისსმობენ – ეს კი ასე არაა
ხოლმე.
·
ამიტომ „ღია ანკეტებით“ მიღებული მონაცემები ნაკლებად
ზუსტია და ნაკლებად სანდო.
ხ
·
„დახურული
ანკეტების“ დამუშავება ადვილია, პასუხებიც ზუსტია, მაგრამ მათი საშუალებით მიღებული მონაცემები
შეზღუდულია „წინასწარ
ფორმულირებული პასუხებით“.
·
ამიტომ ოპტიმალურია „კომბინირებული“ კითხვარები[ანკეტები],
რომლებშიც „ღია შეკითხვები“ ცოტაა; უმრავლესობა „დახურული შეკითხვებია“, მაგრამ თვითეულ „დახურულ შეკითხვას’’ ,
ასარჩევი პასუხების გარდა, ახლაეს ცარიელი ადგი–- ლი
– დამატებითი, „თავისუფალი“
კომენტარებისთვის.
ხ
·
ანკეტური გამოკითხვა მოიცავს
ადამიანთა ფართო წრეს და გვაძლევს ცნობებს მათი ცოდნის, ინტერესების, ღირებულებების, განწყობების და ა.შ.
შესახებ.
„ტესტები’’ [ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 4]
·
ტესტირება გულისსმობს,
რომ ადამიანი, რომელსაც ვამოწმებთ, სპეციალისტის ღავალებით ასრულებს გარკვეულ მოქმედებას (გამოყენებული მეთოდის შესაბამისად ეს შეიძლება იყოს ა)ამოცანის ამოხსნა, ბ)დახატვა, გ)კითხვებზე პასუხი,დ) სურათის მიხედვით მოყოლა და სხვა), ანუ იგი გაივლის გარკვეულ გამოცდას (ინგლისურად სიტყვა “test’’”
ნიშნავს “შემოწმებას”, “გასინჯვას”), რის საფუძველზეც
ფსიქოლოგი აკეთებს დასკენას შესამოწმებელ პირში ამა თუ იმ თვისების არსებობის, თავისებურებისა თუ განვითარების დონის შესახებ.
ხ
·
ტესტირება შემოწმებისა და გაზომვის,
ე.ი. „ფსიქიკური მოვლენების
დიაგნოსტირების“ საშუალებაა.
ხ
·
ტესტი „კითხვების“, „ამოცანებისა“ და „სხვადასხვა
საინტერპრეტაციო მასალის“
სტანდარტული ნაკრებია, რომლითაც მუშაობს ცდისპირი.
·
სტანდარტიზებულია,
[ანუ შემოწმებული
და მკაცრად გაწერილია] „დავალებების მიწოდების’’ პროცედურაც.
ხ
·
თუმცა ზოგიერთ შემთსვევაში ფსიქოლოგს ეძლევა მოქმედების გარკვეული თავისუფლება – მაგალითად, შეიძლება
დასეას დამატებითი კითხვა ან ააგოს საუბარი მასალის გარშემო.
·
სტანდარტიზირებულია
[ანუ შემოწმებული
და მკაცრად გაწერილია] აგრეთვე „ტესტირების’’ შედეგების შეფასების პროცედურაც.
·
სტანდარტიზირებულია
იმას ნიშნავს, რომ წინასწარ განსაზღვრულია „გასაზომი უნართვისების განვითარების
ნორმები ანუ საშუალო მაჩვენებლები“ და „მათი გამოთვლის ხერხები“.
·
ასეთი სტანდარტიზაცია გულისხმობს
ტესტირების ა)ჩატარებისა და ბ) შეფასების პროცედურების „ერთგვაროვნებას“, რის გარეშე შეუძლებელია ერთმანეთს შედარდეს სხვადასხვა ცდისპირის მონაცემები.
·
ტესტირების „პირობები“ ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.
·
ტესტის ავკარგიანობა რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღერება.
·
აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტესტის სანდოობა და ვალიდობა.
ხ
·
ტესტის სანდოობა – ესაა
ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდიკის უნარი, მოგვცეს ერთნაირი მონაცემები განმეორებითი გამოყენებისას
იდენტურ პირობებში.
თუ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი ორშაბათს გამოვიდა 120, ხოლო პარასკევს
– 80, ასეთი მაჩვენებელის სანდოობა ფრიად საეჭვოა.
ხ
·
ტესტის ვალიდობა, არსებითად,
მის ხარისხს გვიჩვენებს.
·
ტესტის ვალიდობა, ესაა
ტესტის უნარი, გაზომოს სწორედ ის მახასიათებელი,
რომლის გასაზომადაც არის გამიზნული.
ვთქვათ, თუ ტესტი ინტელექტის გასაზომადაა -შექმნილი, მაშინ ის მართლაც ინტელექტს უნდა
ზომავდეს და არა
სხვა რაიმეს (მაგ, ცოდნას ან განწყობა-დამოკიდებულებებს)
·
ვალიდობის
სხვადასხეა მაჩვენებლები არსებობს.
·
ვალიდობაზე
მეტყველებს ტესტით მიღებული მაჩვენებლების შესატყვისობა
„სხვა ხერსებით“ მიღებულ მონაცემებთან. ეს
შეიძლება იყოს იმავე თვისების გამზომი
„სხვა ტესტები“ (მაგ. ინტელექტის), ან
„სსვადასხვა სიტუაციებში ადამიანის
რეალურ ქცევაზე დაკვირვების შედეგები“ და სხვა.
·
ტესტის ვალიდობის ერთ-ერთი მაჩვენელია მისი
უნარი „იწინასწარმეტყველოს“ ადამიანის რეალური ქცევა ან მოგეცეს დამაჯერებელი პროგნობზი ადამიანში ამა თუ იმ თვისების განვითარების შესახებ მომავალში.
ხ
·
ტესტები ძალზე მრავალფეროვანია.
·
ისინი
რამდენიმე ნიშნით შეიძლება განვასხვავოთ
ერთმანეთისაგან,
·
მაგალითად
იმით, თუ რა სახის მასალა გამოიყენება მათში
– ვერბალური ან არავერბალური (გრაფიკული).
·
მაგრამ
მთაეარი ისაა, თუ რა თვისების გამოვლენა თუ გაზომვა
ხდება მათი
საშუალებით.
·
ამ
თვალსაზრისით ტესტების სამი
ჯგუფი გამოიყოფა:
1. ცოდნა-ჩვევების ოდენობის გამზომი;
2. ფსიქიკური ფუნქციებისა და უნარების განვითარების დონის გამზომი (მაგ, ინტელექტის, მეხსიერების, ყურადღების და ა.შ. ტესტები);
3. პიროვნების ამა თუ იმ ნიშანთვისების არსებობისა და გამოხატულების ხარისხის შემფასებელი (ე.წ.
„პიროვნული ტესტები“).
ხ
·
დღეს
ტესტები და ტესტირება გასცდა
ფსიქოლოგიურ ლაბორატორიას
და კულტურის, ცივილიზებული
ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
·
დაიმახსოვრე: „ტესტების’’ მეშვეობით ხდება:
a. ადამიანთა გადარჩევა[ანუ შერჩევა] სხვადასხვა მიზნით,
b. გამოცდების ჩატარების ნაცვლად ,მათი ცოდნის გამოვლენა,
c. ნორმიდან გადახრების დიაგნოსტირება
d. ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის გარკვევა,
e. პირის პროფესიული ვარგისიანობის გარკვევა
f. და
ა.შ.
ხ
შენიშვნა:
ინტელექტისა და პიროვნულ ტესტებზე საგანგებოდ იქნება საუბარი შესაბამისად XII და VIII თავებში
„კორელაციური კვლევა“ [
ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 5]
·
ა)დაკვირვების, ბ)ანკეტირების, გ)ტესტირების თუ დ) სხვა
სახის კვლევის[საუბარი,ექსპერიმენტი]
მონაცემები შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს და აღმოვაჩინოთ, რომ მათ შორის გარკვეული კავშირი არსებობს.
·
მაგალითად, კავშირი იარსებებს
ა)„აგრესიულობის“
მაჩვენებელსა და „ტელევიზორში ნანახი ძალადობის
სცენების რაოდენობას“ შორის; ბ) „დეპრესიისა“
და „თვითშეფასების“ მაჩვენებლებს შორის; გ)“სტრესისა“
და „ინტელექტუალური ამოცანის გადაჭრის მაჩვენებელს“
შორის; დ)“შიზოფრენიის’’ სიხშირისა და „მატერიალური
უზრუნველყოფის მაჩვენებელს’’ შორის და ა.შ.
·
ყოველთვის, როდესაც ვამჩნევთ, რომ ადამიანის რაიმე
ნიშან-თვისება
ან ქცევის თავისებურება
თანხვედრაშია რომელიმე სხვა ნიშან-თვისებასთან
ან ქცევასთან,
ვამბობთ, რომ ისინი „გარკვეულ კავშირში’’ ან, სხვანაირად, კორელაციაში
იმყოფება ერთმანეთთან.
·
„ცვლადებს“ შორის არსებული ურთიერთკავშირების გარკვევაზე
მიმართულ კვლევას კორელაციური
კვლევა ეწოდება.
·
ასეთი კვლევა იწყება გარკვეული ცვლადების
„მნიშვნელობათა’’ გაზომვით.
·
მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია საკმრისად ზუსტად გავზომოთ „აგრესიულობის“ მაჩვენებელი და
„ნანახ
ტელეგადაცემებში ძალადობის შემცველი სიუჟეტების რაოდენობა“;
·
ან „ სტრესის’’ მაჩვენებელი
და „სააზროვნო ამოცანების სწორად ამოხსნის პოტენციალი“.
·
ამის შემდეგ, გარკვეული სტატისტიკური[„სტატისტიკა’’
მათემატიკის დარგია .სტატისტიკის კურსს გაივლი
1-ელ და მე- სემესტრებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე] მანიპულაციების მეშვეობით,
გამოითვლება „სტატისტიკური ინდექსი’’, რომელსაც „კორელაციის კოეფიციენტი’’ ეწოდება.
·
„კორელაციის
კოეფიციენტი’’
[ აღინიშნება ასე -CC]
იცვლება +1-დან –1-მდე.
·
ეს ნიშნავს, რომ არსებობს ა)„დადებითი“ და ბ)„უარყოფითი“
კორელაცია.
·
„დადებითი“ კორელაციის შემთხვევაში „ერთი ცვლადის“ ზრდასთან (კლებასთან)
ერთად იზრდება (იკლებს)
„მეორე ცვლადის“ მაჩვენებელიც.
·
ხოლო „უარყოფითი კორელაცია“ გვიჩვენებს,
რომ, პირიქით, „ერთი ცვლადის“ ზრდა „მეორეს“ შემცირებას უკავშირდება.
·
„ ნულთან ახლო“ მნიშვნეობა კი ნიშნავს, რომ კორელაცია
ანუ კავშირი არ არსებობს.
·
რაც უფრო მეტია კორელაციის მაჩვენებელი[ ნულიდან ერთამდე], მით უფრო მჭიდროა კავშირი გაზომილ ცვლადებს შორის.
·
ვთქვათ, მაგალითად, რომ „სტუდენტების მიერ მეცადინეობებზე დასწრების რაოდენობასა“
და „სემესტრის ბოლოს მიღებულ ნიშნებს“ შორის
„დადებითი“ კორელაციაა (ანუ რაც მეტია დასწრება, მით მეტია ნიშანი) და იგი უდრის +0.40-ს
·
ხოლო , კორელაცია „ნიშნებსა“ და „ლექციების გაცდენას“ შორის არის უარყოფითი(ანუ რაც მეტია „გაცდენა’’ , მით მნაკლებია“
ნიშანი“) და იგი უდრის –0.40.
·
როგორც ხედავ,ცვლადებს შორის „კავშირის
სიმტკიცე“ [0,40]
ერთი და იგივეა, მაგრამ დადებითობა- უარყოფითობის ნიშანი
დამოკიდებულია იმაზე, თუ „რა მონაცემს“ ვითვლით – „დასწრებას“ თუ „გაცდენებს“.
ხ
·
ზემოთ დასასელებულ მაგალითებშიც ასევე „უარყოფითი“ კორელაციაა,
a. „თვითშეფასებასა“ და „დეპრესიას“
შორის („ადამიანები დაბალი თვითშეფასებით დეპრესიისადმი უფრო მიდრეკილნი არიან“);
b. აგრეთვე „შიზოფრენიის რისკსა“
და „ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს“ შორის; [რაც უფრო დაბალია „სტატუსი’’ მით
უფრო მაღალია შიზოფრენიის რისკი]
c. „სტრესის სიძლიერესა „ და „ინტელექტუალურ პროდუქტულობას“ შორის.[რაც უფრო
მაღალია სტრესი მით უფრო ნაკლებია „ინტელექტუალური პროდუქტიულობა’’]
ხ
·
მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი კვლევებით გამოვლენილი „დადებითი“ კორელაციებიდანაც
·
კორელაცია „ინტელექტის ტესტირების შედეგებს“
შორის ა) 7 წლის ასაკში და ბ)განმეორებითი ტესტირებისა 18 წლის ასაკში ძალიან მაღალია – +0,70;
·
ერთკვერცსუჯრედოვანი ტყუპების მაჩვენებლები „ექსტრავერსია-ინტროვერსიის“
ტესტებში კორელირებს +0,60-ის ფარ გლებში;
·
„სწავლის უნარის მაჩვენებლები“ სკოლასა და კოლეჯში კორელირებს +0,40 ოდენობით;
·
„აგრესიული
სოციალური ქცევის“ კორელაცია „ტელევიზორით
ნანახ ძალადობის სცენებთან“ დაახლოებით +0.,30 უდრის;
ხ
·
დაიმახსოვრე :ფსიქოლოგიურ კვლევებში „კორელაციის კოეფიციენტი“ 0,60 და მეტი, ითვლება საკმარისად მაღალ მაჩვენებლად.
·
მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ დიდი ალბათობით ვიწინასწარმეტყველოთ,
მაგალითად, რომ ადრეულ ასაკში გამოვლენილი
ინტელექტის დონე შენარჩუნებული იქნება მოგვიანებითაც;
·
აგრეთვე ის, რომ თუ ერთი იდენტური
ტყუპი გამოკვეთილი ექსტრავერტია, მისი წყვილიც ასეთივე იქნება
ხ.
·
კორელაციას 0,.20-0,60 დიაპაზონში
აქვს ერთგვარი „პრაქტიკული“ და „თეორიული“ მნიშვნელობა რეკომენდაციებისა და პროგნოზების
გამოთქმის თვალსაზრისით.
·
ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებით
ვურჩიოთ მშობლებს მოარიდონ
ბავშვები აგრესიის შემცველ გადაცემებს ტელევიზორში.
ხ
·
კორელაციას 0-0,20
ფარგლებში კი უნდა მოვეპყრათ ერთობ ფრთხილად, მისი პროგნოსტული მნიშვნელობა მინიმალურია, რადგან მოსალოდნელია, რომ ასეთი სუსტი
კავშირი ცვლადებს შორის „შემთხვევითია“ და არა კანონზომიერი.
ხ
·
ამრიგად, საკმარისად მაღალი კორელაცია პროგნოზის გაკეთების
საშუალებას გვაძლევს:
·
„ძალადობის სცენები“ „ აგრესიულობასთან“ კორელირებს და ამდენად
მის პროგნოზირებას ახდენს.
ხ
·
მაგრამ დაისმის კანონიერი კითხვა
– არის კი „ძალადობის სცენების ყურება“ „აგრესიის“ გამომწვევი მიზეზი?
·
ან კიდევ, იწვევს
თუ არა „დაბალი თვითშეფასება“ „დეპრესიას“?
·
თუ ხოლოდ „კორელაციის მონაცემების
საფუძველზე“ პირდაპირ დავასკვნით მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივი
დამოკიდებულების არსებობას, შეიძლება
სერიოზული შეცდომა დავუშვათ.
·
„კორელაციური კავშირი“ შეიძლება ასახავდეს მიზეზობრიობას,
მაგრამ, როგორი მაღალიც არ უნდა იყოს კორელაცია, ის
შეიძლება არც იყოს იმის
გამოხატულება, რომ ერთმა ცვლადმა მეორე გამოიწვია.
·
„ძალადობა ტელეეკრანზე“ „დადებით“
კორელაციაშია „ აგრესიულობასთან“ სოციალურ
ცხოვრებაში, ოღონდ ნიშნაეს კი ეს იმას, რომ „ძალადობის სცენების ყურება“ „უშუალოდ განაპირობებს „ აგრესიულ ქცევას“?
·
ხშირად ასეთი რამ მოსალოდნელია. თუმცა, შეიძლება, ისეც იყოს, რომ „აგრესიულობისკენ მიდრეკილი ადამიანები“ უპირატესობას ანიჭებენ „ძალადობის შემცველი პროგრამების ყურებას“.
ხ
·
ან კიდევ, რა უნდა ვთქვათ თვითშეფასებასა და დეპრესიას შორის
არსებულ უარყოფით კორელაციაზე?
·
შესაძლებელია, „დაბალი თვითშეფასება“ ხშირად მართლაც იწვევდეს „დეპრესიას“.
·
თუმცა ჩვენ გვექნება ზუსტად იგივე
კორელაცია, თუკი პირიქითაა
და სწორედ „დეპრესია „აიძულებს ადამიანებს, „დაბალი შეფასება მისცენ საკუთარ თაეს“.
უფრო მეტიც, შესაძლოა რაიმე სულ სხვა, ე-წ. „მესამე ფაქტორი“,
მაგალითად მემკვიდრეობა ან ტვინის ქიმიური შემადგენლობა იწვევს, როგორც
„დაბალ თვითშეფასებას“, ისე – „დეპრესიას“.
ხ
მაგალითი:
·
ვთქვათ, X დაY ცვლადებს შორის გამოვლინდა ძალიან მაღალი კორელაცია +80.
რას ნიშნავს ეს?
I. არც X-ის მატება იწვევს Y-ის მატებას 100%-ით და არც Y-ის მატება იწვევს X-ის მატებას 100%-ით (რადაგან
მაშინ კორელაცია +1 უნდა ყოფილიყო);
2. დიდი ალბათობით საკმაოდ ხშირად Xდება, რომ ერთ-ერთის მატება მართლაც იწვევს მეორის მატებას X®Y ან Y® X;
3. შესაძლოა, არსებობს რაღაც სხვა ცვლადი Z, რომლის მატება ძალიან დიდი ალბათობით
იწვევს ორივეს მატებას Z®X
და თან Z®Y;
ამიტომ ყოველ ცალკეულ
შემთხვევაში ვერ ვიწინასწარმეტყველებთ
და არც დადასტურდება, რომ ერთ-ერთი ცვლადის
მატება მეორეს გამოიწვევს.
·
მაგრამ 100 ინდივიდისაგან შემდგარ
ჯგუფში (“პოპულაციაში”) დიდი უმრავლესობის
შემთხვევაში მართლაც ასე მოხდება. [ანუერთ-ერთი ცვლადის მატება მეორეს
გამოიწვევს.]
·
თანაც ეს მით უფრო მოსალოდნელია, რაც უფრო მრავალრიცსოვანი იქნება პოპულაცია.
·
მაშასადამე, კორელაციური კვლევის
დასკვნა გაცილებით უფრო სანდოა დიდი პოპულაციებისთვის,
ვიდრე ცალკეული ინდივიდებისთვის;
·
ანუ გაცილებით უფრო სანდოა „სოციალური პროცესებისთვის“, ვიდრე „ინდივიდუალური
მოვლენებისთვის“.
ხ
·
გამოვლენილი კაეშირების ბუნების ინტერპრეტაცია კორელაციური კვლევის სერიოზული სირთულეა.
·
ზოგიერთ შემთხვევაში სირთულის გადალახვა „დამატებითი მონაცემების’’ შეგროეების ხარჯზე ხერხდება.
·
მაგალითად, ზოგჯერ
შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელი ფაქტორი
გაჩნდა უფრო ადრე: ადამიანი ჯერ დაავადდა დეპრესიით
და მერე დაუქვეითდა თვითშეფასება, თუ ჯერ ძლიერ დაეწია თვითშეფასება და მერე განუვითარდა დეპრესია.
·
აქ ამოვდიეართ იმ უბრალო ჭეშმარიტებიდან, რომ მიზეზი ყოველთვის წინ უსწრებს შედეგს;
·
ვერაფერი იქნება იმის შედეგი,
რაც ჯერ არ დამდგარა.
·
მაგრამ, საზოგადოდ, უნდა გვასსოვდეს, რომ თავისთავად კორელაცია არ ამტკიცებს მიზეზობრივი (კაუზალური)
კავშირის არსებობას.
·
მიზეზობრივი (კაუზალური)
კავშირის დასადგენად სპეციალური სამუშაოა ჩასატარებელი, კერძოდ
„ექსპერიმენტული კვლევა“.
ხ
„ექსპერიმენტული კვლევა“.[ ფსიქოლოგიური კვლევის მეთდი № 6]
·
ექპერიმენტი მეცნიერული და, კერძოდ, ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდია.[!]
·
„დაკვირვებისაგან’’ განსხვავებით ექსპერიმენტი
გულისხმობს მკვლევარის აქტიურ ჩარევას სიტუაციაში;
·
ექსპერიმენტატორი თვითონ იწვევს შესასწავლ მოვლენას და საჭიროების მიხედვით
აქტიურად ზემოქმედებს მასზე.
·
აქედან გამომდინარე, ჩნდება ცდის პირობებისა და
ცდის შედეგების მრავალგზისი გამეორების შესაძლებლობა.
·
ეს, თავის მხრიე, საშუალებას გვაძლევს დავაგროვოთ „ფაქტობრივი’’ მონაცემები და დავასკვნათ, შესასწავლი მოვლენები კანონზომიერია თუ
შემთხვევითი.
·
ექსპერირიმენტით გამოვლენილი
კანონზომიერება წინასწარ არის ნავარაუდები ჰიპოთეზაში, რომელიც ყველა ექსპერიმენტულ გამოკვლევას უდევს საფუძვლად.
·
კარგად მოფიქრებული და კარგად განსორციელებული ექსპერიმენტი საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ ჰიპოთეზები მიზეზშედეგობრივ მიმართებათა შესახებ და
არ შემოვიფარგლოთ ცვლადებს შორის კავშირის (კორელაციის) უბრალო კონსტატაციით.
ხ
·
ექსპერიმენტული გამოკელევის არსი ისაა, რომ ექსპერიმენტატორის მიერ ხდება შესასწავლი მოვლენებისა და ცვლადების გეგმაზომიერი მანიპიულირება და გაკონტროლება.
·
ამავე დროს, ექსპერიმენტულ სიტუაციაში ჩართული ყველა დანარჩენი ფაქტორი[ცდის პირობები] უცველელი უნდა რჩებოდეს.
ხ
·
ექსპერიმენტში[ცდაში] ოპერირება ხდება ორგვარი ფაქტორით: დამოუკიდებელით და
დამოკიდებულით.
·
დამოუკიდებელი ცვლადი არის ფაქტორი ან ფაქტორები, რომელიც ზემოქმედებს სხვა ფაქტორბე და რომლის ვარირებასა და კონტროლს ახდენს ექსპერიმენტატორი.
·
დამოკიდებული ცვლადი არის მოვლენა, რომელიც იცელება დამოუკიდებული ცვლადის ზემოქმედების შედეგად.
·
დამოკიდებული ცელადი ფსიქოლოგიაში
ყოველთვის არის ორგანიზმული, მენტალური ან ქცევითი რეაქცია დამოუკიდებელ ცვლადზე, რომლის როლში შეიძლება გამოდიოდეს ფიზიკური, სოციალური ან ფსიქიკური სამყაროს სხვადასხვა მოვლენა.
·
ცხადია, ექსპერიმენტში უნდა იზომებოდეს ორივე სახის ცვლადი და
გათვალისწინებული იყოს მათ აღრიცხვასთან დაკაეშირებული თავისებურებები.
·
ექსპერიმენტში რეალურად მონაწილეობს აგრეთვე ფაქტორები, რომელთა იზოლაცია ან ნიველირებაა საჭირო, რათა ისინი დამატებით გავლენას არ ახდენდნენ ცდის მიმდინარეობაზე.
·
თუ, მაგალითად, „ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობის სცენები“ საგანგებო მუსიკალური გაფორმების თანხლებით მიმდინარეობს, ან უფრო ხმამაღალია და ექსპრესიული, ვიდრე სხვა ტიპის სცენები, მაშინ “ძალადობას” სცენებს ეს ასპექტებიც დაემატება და ჩვენ გაგვიჭირდება გავარკვიოთ, რომელი ფაქტორი განაპირობებს ცდის პირის[ტელე მაყურებლის] აგრესიულ ქცევას – სცენები თუ მუსიკა. [მაგ. ამ ბინძურ ხერხებს მიმართავს ტვ პირველი თავის პროპაგანდისტულ ტელე გადცემებში]
·
ექსპერიმენტატორი ვალდებულია, გააკონტროლოს მსგავსი ფაქტორები, ამიტომ მათ „კონტროლირებული“ ან „დამატებითი“ ცვლადები ეწოდება.
ხ
·
ფსიქოლოგიურ
ექსპერიმენტში მონაწილე ინდივიდს ცდისპირი ეწოდება.
·
ცდისპირთა რაოდენობა განსხვავებულია ექსპერიმენტის თავისებურებიდან გამომდინარე და
წინასწარ განისაზლვრება სპეციალური სტატისტიკური პროცედურების[!] მეშვეობით.
·
ექსპერიმენტულ გამოკვლევათა უმრავლესობაში ცდისპირებს სულ ცოტა ორ ჯგუფად
ყოფენ: ა)“ექსპერიმენტული ჯგუფი“, [რომელიც დამოუკიდებელი ცვლადით სპეციალურ მანიპულირებას განიცდის] და ბ)“ საკონტროლო ჯგუფი“, [რომელშიც ეს
არ ხდება, მაგრამ სსვა ყველაფერი ისევეა, როგორც ექსპერიმენტულ ჯგუჟუში].
·
ამ ჯგუფების მონაცემების შედარება იმის შესამოწმებლად ხდება, რომ გაირკვეს, იქონია თუ არა ექსპერიმენტულმა ზბემოქმედებამ რაიმე გავლენა შერჩეულ
დამოკიდებულ ცელადზე.
·
აღვწეროთ რამდენიმე მაგალითი „მეხსიერების“ ექსპერიმენტული კვლევიდან, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ფსიქოლოგიაში.
ხ
·
ვთქვათ, მკვლევარს სურს გაარკვიოს, დამოკიდებულია თუ არა გახსენების უნარი იმაზე, რამდენი
ხანი ეძინა ადამიანს,
·
მკვლევარს შეუძლია გააკონტოლოს[გაზომოს] ძილის დრო და
შექმნას რამდენიმე „ექსპერიმენტული ჯგუფი“ 2, 4 და 6-საათიანი
ძილით და „საკონტროლო ჯგუფი“ 8 საათიანი ნორმალური ძილით.
·
ძილის წინ ყველა ცდისპირს აძლევენ დასამახსოვრებლად ერთი და იმავე მასალას.
·
გაღვიძების შემდეგ ამოწმებენ გახსენებული მასალის ოდენობას და
ადგენენ რა გაელენა მოხდინა „დამოუკიდებელმა ცვლადმა“ ანუ
ძილის სანგრძლივობამ „დამოკიდებულ ცელადზე“ – გახსენების ნაყოფიერებაზე.
·
ცხადია, ძილთან, გაღვიძებასთან, დამახსოვრებასთან თუ გახსენებასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები ყველა ცდაში ერთნაირი უნდა იყოს.
ხ
·
მეორე ექსპერიმენტი ეხება ნარკოტიკის, ვთქვათ, მარიხუანას ზემოქმედებას მეხსიერებაზე.
·
ცდისპირებს აძლევენ ნამცხვარს მარიხუანას სხვადასხვა – მცირე, საშუალო
და დიდი დოზით.
·
ექსპერიმენტატორი აკონტროლებს ცდის ყველა სსვა პირობის მუდმივობას (სეანსების ჩატარების დროს და ადგილს, ინსტრუქციას, დასამახსოვრებელ მასალას, დამახსოვრებაზე დასარჯულ დროს, მასალი აღდგენის პირობებს).
·
ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ცვალებადობს ამ
სამ ჯგუფში, ნარკოტიკის დოზაა – „დამოუკიდებელი ცვლადი“.
·
„დამოკიდებული ცვლადი“ არის სიტყვების რაოდენობა, რომელიც
ცდისპირებმა აღადგინეს ერთი კეირის შემდეგ.
·
მარიხუანას დოზები
იზომება მილიგრამებით,
·
ხოლო დამახსოვრება – აღდგენილი სიტყვების რაოდენობით.
·
იყო მეოთხე, საკონტროლო ჯგუფიც, სადაც იმავე მასალის დამახსოვრება და გახსენება ხდებოდა მარიხუანას ზემოქმედების გარეშე.
·
მაგრამ იმისთვის, რომ ექსპერიმენტის პირობები ერთნაირი ყოფილიყო, საკონტროლო ჯგუფშიც, მასალის დამახსოერებამდე, ცდისპირები მიირთმევდნენ ისეთივე გემოს ნამცხვარს, ოღონდ ნარკოტიკის გარეშე („დამატებითი ცვლადი“).
·
ყველა ჯგუფი ცდისპირების ერთნაირი რაოდენობისაგან შეღგებოდა და
დაკომპლექტებული იყო რეპრეზენტატულობის ყველა მოთხოენის გათვალისწინებით.
ხ
ყურადღება:
·
ექსპერიმენტის გამოყენებას ფსიქოლოგიაში გარკვეული სირთულეები ახლაეს.
·
სირთულეებს ფსიქოლოგიური კვლევის სპეციფიკა იწვევს.
·
საქმე ისაა, რომ „კვლევაში მონაწილეობის ფაქტი“
გავლენას ახდენს დამკვირვებელზეც (ექსპერიმენ ტატორბეც) და
დასაკვირვებელზეც (ცდისპირზეც).
·
ცდისპირი მართლაც შეიძლება განიცდიდეს უხერხულობას ექსპერიმენტულ სიტუაციაში, შფოთავდეს და ა.შ., მით უფრო, თუ ცდა აპარატურული საშუალებების გამოყენებით, ლაბორატორიაში მიმდინარეობს.
ხ
·
ე.წ. „დასწრების ეფექტის“ ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. “ხოტორნის
ეფექტი”, როდესაც ცდისპირები უნებურად ცდილობენ, დაეხმარონ ექსპერიმენტატორს;
·
ხშირად, თუ მათთვის ცნობილია სამუშაო ჰიპოთეზა, ისინი ცნობიერად ან არაცნობიერად, აჩვენებენ დაახლოებით იმ შედეგს, რომელსაც
ელოდება ექსპერიმენტატორი.
ხ
·
ასევე , საჭიროა დიდი სიფრთხილე, რათა მკვლევარმა ძალაუნებურად არ გაამჟღავნოს საკუთარი მოლოდინები და
არ მიანიშნოს ცდისპირებს მათთვის სასურველ რეაქციებზე (ე.წ. “მოლოდინის ან როზენტალის ეფექტი”).
ხ
·
მოკლედ, საფრთხე ცდაში მონაწილე ორიეე მხარის სუბიექტურობასთან არის დაკავშირებული.
·
ეს დამატებით ხელისშემშლელ ფაქტორად გვეელინება, რომლის გამორიცხვა ან ნიველირება ხდება საჭირო.
·
ექსპერიმენტული კვლევისას ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მონაცემები „ექსპერიმენტული ფაქტორის“ (მაგ., ნარკოტიკი) შედეგია და არაა „დამატებითი ფაქტორების ‘’ (მაგ., მკვლევარის მოლოდინი ან 'ცდისპირის ნერვიულობა) მოქმედების შედვგი.
·
„დაკვირეებისა’’ არ
იყოს, ამ შემთხვევაშიც საუკეთესო გამოსავალია ექსპერიმენტის
ჩატარება იხე, რომ ცდისპირმა არ იცოდეს, რომ იგი ფსიქოლო გიურ გამოკვლევაში მონაწილეობს.
·
ასეთ ცდას, „ლაბორატორიული ექსპერიმენტისაგან“ განსხვავებით, ბუნებრივი ექსპერიმენტი ეწოდება.
·
თვითონ სახელწოდება გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ცდა ტარდება ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ვითარებაში, ბუნებრივად წარმართული ქცევის პირობებში.
·
ინდივიდი ასრულებს თავის როლს, წყვეტს ამოცანას და ვერ ხვდება იმას, რომ
იგი სინამდვილეში ცდისპირია.
·
ამით გასნსსვავდება ბუნებრივი ექსპერიმენტი სოციალურ ფსიქოლოგიაში გავრცელებული საველე ექსპერიმენტისაგან, რომელიც აგრეთვე ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს, ოღონდ ცდის მონაწილეებმა იციან თავიანთი ცდისპირობის შესახებ.
ხ
·
ბუნებრივ ექსპერიმენტში, პრინციაში, შენარჩუნებულია ექსპერიმენტის ძირითადი ნიშნები:ა) სასურველი პროცესების ხელოვნური გამოწვევა, ბ)სასურველი პროცესების გამეორება და გ)ამ პირობების ვარირება[ცვლა].
·
მაგალითად, „მეხსიერების ასაკობრივი განვითარება“ შეისწავლება ლაბორატორიაში.
·
ამისთვის საჭიროა შევადაროთ ერთმანეთს, როგორ იმახსოვრებენ გარკვეულ მასალას სხეადასსვა ასაკის ბავშვები.
·
ამავე დროს, ეს გამოკვლევა შეიძლება ლაბორატორიაში კი არა, გაკვეთილის ბუნებრივ პირობებში ჩატარდეს. ამ დროს მოსწავლეები ჩართულნი არიან მათთვის ჩვეულებრიე სასწავლო პროცესში. ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორს, რომელიც მოსწავლეებისთვის მასწავლებლის როლში გამოდის, შეუძლია შესასწავლი მასალის ვარირება თავისი კვლევითი ამოცანებიდან გამომდინარე – ცვალოს მისი ოდენობა, ხასიათი
(სიტყვები თუ ციფრები, აბსტრაქტული თუ თვალსაჩინო მასალა და ა.შ.]
·
მთავარი ისაა, რომ ბუნებრივი ექსპერიმენტი დიდწილად თავისუფალია იმ სიძნელეებისაგან, რომელთაც
ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი წარმოშობს.
·
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ბუნებრივ
ექსპერიმენტში“ უფრო შეზღუდულია „დამატებითი ცელადების“ კონტროლის შესაძლებლობანი.
·
სამწუხაროდ,“ ბუნებრივი ექსეპრიმენტის“ ორგანიზება საკმაოდ რთულია, ბევრ შემთხეევაში კი უბრალოდ შეუძლებელი.
·
ამიტომ, „დასწრების ეფექტის“ დასაძლევად, შემუშავებულია ე.წ. “ბრმა მეთოდი”. ამ
შემთხვევაში ინდივიდმა იცის, რომ იგი ცდის მონაწილეა, მაგრამ
არ იცის გამოკვლევის მნიშვნელოვანი დეტალები, მაგალითად რომელ ჯგუფს მიეკუთვნება იგი – ექს- პერიმენტულს თუ საკონტროლოს.
·
თუ გვინდა ავირიდოთ გამოკელეევეაში მონაწილე ორივე მხარის მოლოდინებისა ან სხვა სუბიექტურ გამოვლინებათა ზემოქმედება ცდის შედეგებზე, გამოიყენება ორმაგად ბრმა მეთოდი.
·
ამ დროს არც ცდისპირმა და
არც ექსპერიმენტის უშუალო ჩამტარებელმა, ფაქტობრივად, არ იცის ცდის რეალური მიზნებისა თუ ტექნოლოგიის მნიშენელოვანი დეტალები.
ხ
·
იმავე მეთოდოლოგიის გამოყენება შეიძლება კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოების თავიდან ასაცილებლად. მხეღველობაში გეაქეს ე.წ. “პლაცებო ეფექტი”.
·
„პლაცებო“ არის სამკურნალო თვისებების არმქონე პროცედურა ან ნივთიერება (აბები, ინექცია).
·
„პლაცებო
ეფექტი’’ კი ასეთი ნეიტრალური პრეპარატის მიღებით გამოწვეულ „დადებით ეფექტს“ ეწოდება.
·
იგი „პლაცებოს“ ეფექტურობის რწმენის, „სამკურნალო ეფექტის მოლოდინის’’ შედეგია.
·
ზოგჯერ ადამიანის ფსიქიკური ღა ფიზიკური მდგომარეობა მართლაც უმჯობესდება, როდესაც იგი იღებს პლაცებოს, რადგან დარწმუნებულია, რომ მკურნალობს რეალური სამედიცინო საშუალებით.
·
ტკივილის გაყუჩებისას, მაგალითად, მარილიანი ხსნარის ინექციის ეფექტურობა მორფიუმის ეფექტურობის 70%
აღწეეს.
·
ეს არის რეალური ფსიქოსომატური ზემოქმედების გამოვლინება.
·
სასელდობრ, ამ დროს სათანადო განწყობის (მოლოდინის) მქონე ინდივიდის ჰიპოფიზი [თავის ტვინშია] გამოყოფს ენდორფინს – მორფიუმის მსგავს ქიმიურ ნივთიერებას ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
·
პლაცებო ეფექტის დადებითი მხარეები გამოიყენება „ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში“.
·
მაგრამ იგი შეიძლება ხელისშემშლელ ფაქტორად გადაიქცეს ექსპერიმენტული კვლევისას, თუ
კი ეს ექსპერიმენტი რაიმე ახალი პრეპარატის სამკურნალო თვისებების დადგენას ეხება.
·
მართლაც, საიდან ვიცით, რომ “მკურნალობის სიტუაცია” თავისით არ
იწვევს გაუმჯობესების ეფექტს?
·
ამის გასარკვევად „ექსპერიმენტულ ჯგუფს“ ნამდვილი პრეპარატი, ხოლო. „საკონტროლო ჯგუფს“ პლაცებო უნდა მივაღებინოთ.
·
„საკონტროლო ჯგუფის’’ წევრებიც ანალოგიური სამედიცინო ზრუნვისა და
ზედამსედველობის ქვეშ იქნებიან დაეგონებათ, რომ ახალი წამალი დაენიშნათ, თუმცა რეალურად ნეიტრალურ აბებს მიიღებენ.
·
მთავარია, ორივე ჯგუფის წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ ნამდვილად მკურნალობენ, ერთნაირი „მოლოდინები“ ჰქონდათ.
·
ეს ნიშნავს, რომ კვლევაში რეალიზებულია „ბრმა მეთოდი“
·
პაციენტები “ბრმანი” არიან იმის მიმართ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან .
ხ
·
„ორმაგად ბრმა“ კონტროლი კიდევ უფრო ეფექტური იქნება.
·
ამ შემთხეევაში არც სამედიცინო პერსონალს ეცოდინება პაციენტებში „წამლისა“ და „პლაცებოს“ განაწილების წესი და
ვერ გადასცემს ცდისპირებს „ახალ პრეპარატთან“ დაკავშირებულ განწყობებს.
·
იდეალში, ერთადერთი, ვისაც ეცოდინება ჯგუფების შემადგენლობის შესასებ, იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც გეგმავენ კვლევას და არა აქვთ უშუალო კონტაქტი პაციენტებთან.
ხ
·
„ექსპერიმენტის შედეგებს“ ისევე სჭირდება სტატისტიკური დამუშავება, როგორც „ანკეტირების შედეგებს’’.
ხ
·
ამასთან, ექსპერიმენტის შემთსვევაში კიღევ უფრო მნიშენელოვანი ხდება „ინსტრუქციის საკითხი“.
·
„ ინსტრუქცია“ [ცდის პირებს ეძლევათ] ჩამოყალბებული უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ და სრულიად გასაგებად.
·
ამიტომ ექსპერიმენტის ინსტრუქციის შედგენას საკმაო კვალიფიკაცია და შრომა სჭირდება.
·
შემოწმებული
უნდა გექონდეს[დარწმუნებული უნდა ვიყოთ] , რომ ყველა ცდისპირი მას[ინსტრუქციას] ერთნაირად მოიაზრებს[ერთნაირად გაიგო ყველამ].
·
ინსტრუქციის
ერთიდაიგივე ტექსტი უნდა მიეწოდოს ერთნაირ
პირობებში და ერთნაირად.
·
უამისოდ ექსპერიმენტის „ფსიქოლოგიური სიწმინდე“ ირღვევა, შედეგების სანდოობა კლებულობს.
ხ
·
ექსპერიმენტული კვლევის მეთოდის უდავო უპირატესობათა მიუხედავად, მას ყოველთვის ვერ გამოიყენებ.
·
ექსპერიმენტი
ხომ გარკვეული
(დამოუკიდებელი) ცელადებით მანიპულირებასა
და ამით გამოწვეულ შესაბამის ეფექტებზე დაკვირვებას გულისხმობს, რაც, ხშირად, ფაქტობრივად შეუძლებელია.
·
მაგალითად, ჩვენ შეიძლება გვაინტერესებდეს განსხვავდება თუ არა დეპრესიული პაციენტების აზროვნება ჯანმრთელთა აზროენებისაგან.
·
„დამოუკიდებელი ცვლადი’’ ამ შემთხვევაში არის „დეპრესიის არსებობა-არარსებობა“, რომლითაც მანიპულირება
მკვლევარს არ შეუძლია.
·
იგი იძულებულია გამოიყენოს „ბუნებრივად არსებული ჯგუფები დეპრესიული და ჯანმრთელი ადამიანებისა“, „გამოავლინოს მათი გონებრივი მუშაობის თავისებურებანი“ და „შეადაროს ერთმანეთს“, მოკლედ, მიმართოს კორელაციურ კვლევას.
·
სხვა შემთხვევებში მკვლევარს პრინციპში შეუძლია „დამოუკიდებელი ცვლადით“ მანიპულირება, მაგრამ ეს დაუშვებელია ეთიკური მოსაზრებებით.
·
იწვევს თუ არა
დეპრესიას ტვინის გარკვეული უბნის დაზიანება?
·
ან როგორ მოქმედებს დეპრესიის აღმოცენებაზე გარკვეული ჰორმონის ზემოქმედება?
·
მიუხედავად
ამ საკითხების უდიდესი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობისა, არავინ
წავა იმაზე, რომ ხელოვნურად მიაყენოს ბიანი ადამიანის ჯანმრთელობას.
ხ
·
საზოგადოდ,ფსიქოლოგიური კვლევის ყველა მეთოდს
აქვს თავის ძლიერი და სუსტი მხარეები.
·
ამიტომ ამჟამად ფსიქოლოგები იყენებენ მეთოდების ერთობლიობას.
·
ფსიქოლოგიის
განვითარების უურო ადრეულ ეტაპზე მეთოდის არჩევა ბევრად იყო განპირობებული მკელევარის „თეორიული ორიენტაციით“;
·
ფსიქოლოგიის
სხვადასსვა მიმართულების წარმომადგენლები სხვადასსვა მეთოდებს ანიჭებდნენ უპირატესობას.
·
თანამედროვე ფსიქოლოგიაში მეთოდების „პლურალიზმია“ დამკვიდრებული.
·
მაგ., „დეპრესიის შესწავლისას“ გამოიყენება ა)ექსპერიმენტული და
ბ)კორელაციური კელევა, გ)ტესტებისა და დ)კლინიკური საუბრის, ე)ქცევაზე დაკვირვებისა და ვ)ფიზიოლოგიური მონაცემები.
ხ
·
როგორც ითქვა, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი [ ისევე როგორც ყოველგვარი ფსიქოლოგიური გამოკვლევა) ეთიკურ პრობლემებს აწყდება.
·
ეს ბუნებრივია, როცა გამოკვლევა „ცოცხალ ადამიანებს“ ეხება, მათ კი თავიანთი უფლებები აქვთ, რომელთა დაცვაც აუცილებელია.
·
დღეს ამ
საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
·
ამერიკის, კანადის, ბრიტანეთისა და
ზოგიერთი სხვა ქვეყნის ფსიქოლოგიური ასოციაციების მიერ შემუშავებულია „ემპირიული კვლევის ეთიკური პრინციპები“, რომელთა თანახმად: ა) ექსპერიმენტატორმა უნდა მიიღოს ფორმალური თანხმობა ცდისპირებისაგან ცდაში მონაწილეობის თაობაზე; ბ)კელევამ არ უნდა მოუტანოს ზიანი მათ ჯანმრთელობას; გ)დაცული უნდა იყოს კონფიდენციალობისა და ანონიმურობის პრინციპი; დ)ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე პირს უნდა განემარტოს ცდის ნამდვილი მიზანი და შედეგები.
Комментарии
Отправить комментарий