პიროვნების სტრუქტურა

 



სარჩევი:

ჯეიმსის  თეორია. 1

1.„პიროვნების შემადგენელი ნაწილები“  [ჯეიმსის თეორიის მიხედვით] 1

ა)„ფიზიკური პიროვნება’’ 2

ბ)„სოციალური პიროვნება“. 2

გ)„სულიერი პიროვნება’’ 2

2.„ემოციები’’[ჯეიმსის თეორიის მიხედვით] 2

3.„მოლოდინები’’ [ჯულიან როტერის თეორია] 4

3.1„თვითცნობიერება’’[ანუ „მე’’-ს განცდა] 5

4.პიროვნების „ნიშან-თვისებები“ 5

კეტელი. 6

ნორმანი. 6

აიზენკი. 6

5.„ზოგადი“  და“ ინდივიდუალური“(ანუ უნიკალური) პიროვნული თვისებებები[კეტელი] 9

„ხასიათი’’ 9

„ტემპერამენტი’’ 9

„ინტერესი’’ 10

„ღირებულება’’ 11

„ნიჭი’’ 12

 

 

 

·        “პიროვნების”  ფსიქოლოგიური თეორიების უმრავლესობა გეთავაზობს „პიროვნების  სტრუქტურის’’ თავისებურ კონცეფციას.

·        ზოგი თეორიების მიხედვით “პიროვნებას” რთული იერარქიული სტრუქტურა აქეს. ამის მაგალითია ფროიდის მიერ შემოთავაზებული პიროენების დაყოფა სამ დონედ: „იდი“, „ეგო“ და „სუპერ-ეგო“, რაც  უკვე  განვიხილეთ.

x

·        ფსიქოანალიზის განვითარების მომდევნო ეტაპზე, ე.წ- „ეგო-ფსიქოლოგიის“ ფარგლებში, განსაკუთრებით გამოიკვეთა “მე”-ს როლი.

·         სწორედ ეგო (ანუ მე) იქნა გაიგივებული „პიროვნებასთან“;

[როგორც  უკვე ვნახეთ, აქეთკენ არის მიმართული როჯერსის თვალსაზრისიც.]

·        მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი „პიროვნებას“ და “მე”-ს  ცალ-ცალკე განიხილავს.

·        ასეთ დაყოფას  ვხვდებით უკვე ამერიკული ფსიქოლოგიის კლასიკოსის, უილიამ ჯეიმსის თეორიაში.

 

ჯეიმსის  თეორია

 

·         ჯეიმსი ხაზს  უსვამდა თვითცნობიერების ორმხრივობას: ერთი მხრივ „შემმეცნებიელ სუბიექტს“ (მე) და მეორე მხრივ „შესამეცნებელ ობიექტს“.

·        პირველს ის უწოდებდა „მე“-ს, მეორეს – „პიროვნებას“ ან  ემპირიულ „მე“-ს.

ხ

·        პიროვნება  ( ანუ ემპირიული „მე') ჯეიმსის მიხედვით შედგება ყველაფრისაგან, რასაც ადამიანი „თავისად“ მიიჩნევს – ეს არის არა მხოლოდ  ინდივიდის ფიზიკური და სულიერი თვისებები, არამედ მისი ქონება, სახელი, ოჯახი, წინაპრები, მეგობრები, ავტორიტეტი და ა.შ

ეს ყველაფერი გარკვეულ   გრძნობებს და ემოციებს აღძრავს მასში .

 

x

·        ჯეიმსის აზრით  ემპირიული „მე“[ანუ პიროვნება]  შეიძლება დაიყოს სამი ნიშნის მიხედვით, ესენია: 1)“პიროვნების შემადგენელ ნაწილები’’, 2) „ემოციები’’ და 3)“ქცევები’’.

ხ

 

1.„პიროვნების შემადგენელი ნაწილები“  [ჯეიმსის თეორიის მიხედვით]

 

·        „პიროვნების შემადგენელი ნაწილები“, თავის მხრივ, შეიძლება დაიყოს სამ კლასად: ა)“ფიზიკური პიროვნება“, ბ)“სოციალური პიროვნება“ და გ)“სულიერი (გონითი) პიროვნება“.

ა)„ფიზიკური პიროვნება’’

·        „ფიზიკური პიროვნება “   „პიროვნების“[ემპირიული  „მე’’-ს] არსებითი ნაწილია;

·        ხოლო თავად „ფიზიკური პიროვნების’’ არსებითი  ნაწილია მისი სხეული, მისი ტანსაცმელი.

[ჩვენ იმდენად ვაიგივებთ ჩვენს „მე“-ს ჩვენს ტანსაცმელთან, რომ ზოგჯერ კითხვაზე: „რა გირჩევნიათ, გქონდეთ: ლამაზი სხეული და ძონძები გეცვათ, თუ უშნო იყოთ, მაგრამ ბრწყინვალე ტანსაცმელში გამოწყობილი“ – ვირჩევთ მეორეს.]

·        „ ფიზიკური პიროვნების“ ნაწილია მისი ოჯახი, მშობლები, ცოლშვილი, „კერა“, ქონება.

ხ

ბ)„სოციალური პიროვნება“.

 

·        სხვა ადამიანთა მიერ ჩვენი,  „პიროვნებად“  აღიარება, „საზოგადოებრივ[სოციალურ] პიროვნებად“ გეაქცევს.

·         ჩვენ არა მხოლოდ გვიყვარს საზოგადოებაში ყოფნა, არამედ გვაქვს „თანდაყოლილი მიდრეკილება’’ მივიპყროთ სხვების ყურადღება.

·        ძნელია წარმოვიდგინოთ – წერს ჯეიმსი – უარესი დასჯა, ვიდრე იყო ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ გაქცევენ ყურადღებას, არ გპასუხობენ კითხვებზე, არ ინტერესდებიან შენი მოქმედებით, ისე გექცევიან, როგორც უსულო საგანს. [ანუ სადაც „იგნორირებას“ გიკეთებენ ]

·        ასეთ შემთხვევაში ან სასოწარკვეთილება გვეუფლება, ან ვცოფდებით.

ხ

·        ფაქტობრივად ადამიანი იმდენი „სოციალური პიროვნებისგან“ შედგება, რამდენი ადამიანიც „აღიარებს’’ მას პიროვნებად.

ხ

გ)„სულიერი პიროვნება’’

 

·        „სულიერი პიროვნების“ ცნებაში კი  ჯეიმსი გულისხმობდა ა)ცნობიერების მდგომარეობების, ბ)ფსიქიკური უნარებისა და  გ) ინდივიდის თავისებურებების ერთობლიობას, [რომლის ბირთვსაც „აქტივობის განცდა“ წარმოადგენს.]

2.„ემოციები’’[ჯეიმსის თეორიის მიხედვით]

 

·        „ემოციები“, რომლებიც გამოწვეულია პიროვნების ზემოთ აღწერილი „შემადგენელი ნაწილების“ განცდით, ჯეიმსის თეორიაში  აღინიშნება ,თვითშეფასების“ ტერმინით.

ხ

·        „თვითშეფასება“ უშუალოდ დაკავშირებულია ადამიანის მიერ საკუთარი „პიროვნული თვისებების“ შეფასებასთან და ასევე მათ შედარებასთან სხვა ადამიანების „პიროვნულ თვისებებთან“.

ხ

·        „თვითშეფასება“ მიეკუთენება „პიროვნების“ „სოციალურ“ ასპექტს[მხარეს] და განსაზღვრავს „პიროვნების სოციალურ ადაპტაციას“ და  მის „ქცევას“.

ხ

·        „თვითშეფასება’’ ყალიბდება „სოციალიზაციის პროცესში“;

·         „თვითშეფასება’’  დიდადაა დამოკიდებული „სხვათა’’ მიერ  ინდივიდის შეფასებაზე. [ანუ „გარე შეფასებაზე’’]

ხ

·        ზედმეტად დაბალმა[ ანუ დაქვეითებულმა] „თვითშეფასებამ“ შეიძლება გამოიწვიოს „არასრულფასოვნების კომპლექსი’’[!]

ხ

·        ზედმეტად მაღალი[ანუ გადაჭარბებული]  თვითშეფასება“ იწვევს „თვითკმაყოფილებას“, „ამბიციურობას“. [ეკლესიურად ამას „ამპარტავნება’’ ჰქვია და ერთ-ერთ  „ცოდვად’’ ითვლება]

ხ

·        „პიროვნების’’  პოზიციის დასახასიათებლად საჭიროა ვიცოდეთ როგორც მისი „თვითშეფასება“,’’  და „რას ფიქრობენ მასზე  სხვები’’ ანუ „გარე შეფასება’’ .

·         „გარე შეფასებაზე“  დიდადაა დამოკიდებული პიროვნების „სოციალური ურთიერთობები“ და „მისი თვითგრძნობა“

·        როდესაც თვითშეფასება და „ გარე შეფასება’’  ახლოსაა ერთმანეთთან, ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს  „იმ  სოციალურ წრეში“.

ხ

·        თვითშეფასება მჭიდროდაა დაკავშირებული „პრეტენზიის დონესთან“.

·         „პრეტენზიის დონე’’ – ეს პიროვნების „თვითშეფასების“ სასურველი დონეა

·        პიროვნების „პრეტენზიის დონე“  ვლინდება პიროვნების მიერ „დასახული მიზნების’’ სირთულეში. [რაც უფრო რთულად მისაღწევია მიზანი მით უფრო მაღალია პრეტენზია]

ხ

·        ჩვენი „კმაყოფილება საკუთარი თავით და ცხოვრებით“ მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ „ვაფასებთ“ ა) ჩვენ შესაძლებლობებს და ბ)ჩვენს დანიშნულებას.

·        „კმაყოფილება საკუთარი თავით და ცხოვრებით“ განისაზღერება ჩვენი „რეალური უნარის“ მიმართებით  „პოტენციურ უნართან“.

·        ჯეიმსი ამას მარტივი წილადით გამოხატაეს:

 

„თვითპატივისცემა“ = „წარმატება“/“პრეტენზიები“

 

 მრიცხველი, როგორც ეხედავთ, გამოხატავს „რეალურ წარმატებას“, ხოლო მნიშვნელი – „პრეტენზიას“.

მრიცხველის[წარმატების] გადიდებით ან მნიშვნელის[პრეტენზიის]  შემცირებით წილადის მნიშვნელობა[„თვითპატივისცემა“]   იზრდება.

 

ეს კი ნიშნავს,  რომ „პრეტენზიებზე’’ უარის თქმა გვაძლევს ისეთივე სასურველ შემსუბუქებას, როგორც „მათი განხორციელება’’ ანუ  „წარმატების“ მიღწევა

 

მაგალითად, აღწერილია შემთხვევა, როდესაც ადამიანს ომის დროს დაეკარგა მთელი ქონება და, შესაბამისად, გაუქრა პრეტენზიები მილიონერობაზე, ბედნიერად და თავისუფლად იგრძნო თავი.

ხ

·        „პრეტენზიის დონის“ ექსპერიმენტული მეთოდიკა ითვალისწინებს[სწავლობს] „ადამიანის რეაგირებას წარმატება-წარუმატებლობაზე“.

·        როცა ადამიანს წარმატების შემთხვევაში უმაღლდება პრეტენზიები, ხოლო მარცსის შემთხვევაში –უქვეითდება, მაშინ „პრეტენზიის დონე“ მეტ-ნაკლებად „ადეკვატურია“.

·        მაგრამ ექსპერიმენტები ხშირად საპირისპიროს გვიჩვენებს: დამარცხებული ადამიანი ხშირად ისახავს კიდევ უფრო რთულ მიზნებს, ხოლო წარმატებული, პირიქით, იქვეითებს თავის პრეტენზიებს, ცდილობს შეინარჩუნოს მოპოვებული წარმატება.

·        აქედან გამომდინარე პიროვნების ორი ტიპი გაირჩევა[არსებობს] :  1)“წარმატებაზე ორიენტირებული“ და 2)“წარუმატებლობის არიდებაზე მიმართული“ პიროვნების ტიპი .

 

ხ

„მოლოდინები’’ [ჯულიან როტერის თეორია]

 

·        „თვითშეფასებისა“ და „წარმატება-წარუმატებლობის“ ცნებებს უკავშირდება აგრეთვე ჯულიან როტერის მიერ „მოლოდინების“ ორი ჯგუფის გამოყოფა – ა)„ სპეციალური მოლოდინები“, [რომლებიც კონკრეტულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული] და ბ)ე.წ. „გენერალიზებული მოლოდინები“

ხ

·        „გენერალიზებული მოლოდინების“,  მიხედვითაც შესაძლებელია „პიროვნებათშორის განსხვავებებზე“  მსჯელობა.

 

·        „გენერალიზებულ მოლოდინებს’’  მიეკუთენება როტერის მიერ აღმოჩენილი ე.წ. „კონტროლის ლოკუსი“,

·        „კონტროლის ლოკუსი“,  გამოხატავს იმას, თუ სად ათავსებს პიროვნება თავისი წარმატება-წარუმატებლობის მიზეზს – „გარეთ“ თუ „შიგნით“.[ანუ „სხვას’’ აბრალებს/თუ მიაწერს   თუ თავისთავს ]

·        ადამიანები „ექსტერნალური [ანუ გარე] ლოკუსით“  „სკუთარი ქცევის’’  შედეგებს „მათგან დამოუკიდებელ ძალებსა თუ ვითარებას“ მიაწერენ,

·        „ინტერნალური[ ანუ შიგა] ლოკუსის მქონენი“ კი საკუთარი მოქმედების[ქცევის] განმსაზღვრელად „საკუთარ თავს მიიჩნევენ და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას თვითონ იღებენ“.

·        გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ „საკუთარ თავში დარწმუნებული’’  ინტერნალები უფრო სოციალურად ადაპტირებული, აქტიური და ჯანმრთელები არიან, ვიდრე „გარეშე ძალებსა თუ ბედს მინდობილი“ ექსტერნალები. [ეს დაიმახსოვრე]

 

·        „კონტროლის ლოკუსი“, ისევე როგორც ყოველგვარი „მოლოდინი’’,  „ცხოვრებისეული გამოცდილების“ პროცესში ყალიბდება, ე.ი. ის  „სოციალური დასწავლის“ შედეგია. 

ხ

„თვითცნობიერება’’[ანუ „მე’’-ს განცდა]

 

·        მიუხედავად იმისა, რომ პიროენება შეიცავს მრავალ ასპექტს, მრავალ მახასიათებელს, იგი[პიროვნება]  მაინც „მთლიანობაა“.

·        სუბიექტურად ამ „მთლიანობას“ უზრუეუნველყოფს თავისებური „განცდა“, რომელსაც „მე“-ს ცნობერებას  ზოგჯერ კი  „თვითცნობიერებას“ უწოდებენ.

·        „თვითცნობიერება’’ , უპირველეს ყოვლისა, ვლინდება საკუთარი თავის „იგივეობის“ ანუ „იდენტობის’’ განცდაში[ წარსულში, აწმყოში, მომავალში].

სხვა სიტყვებით, ნებისმიერ სიტუაციაში, შეცვლილ მდგომარეობაში „მე“ იმავე ადამიანის “მე“-დ რჩება.

ხ

·        „მე“-ს განცდა[„თვითცნობიერება’’]  პიროენების ფორმირების ხანგრძლივი პროცესის შედეგია, რომელიც იწყება ჯერ საკუთარი სხეულის, საკუთარი სახელის გაცნობიერებით, პირეელი „მე თვითონ“-ით, „მე მინდა“ და „ჩემიათი“.

·        მოზარდობის ასაკში კი  ყალიბდება ე.წ. „მე“-ს კონცეფცია, ანუ „მე“-ს ხატი –  რაც არის „შედარებით მყარი, მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული წარმოდგენა საკუთარ თაეზე“,

·        „საკუთარ თავზე გაცნობიერებული წარმოდგენის’’[ანუ „მე’’-ს ხატის ] საფუძველზე იგება ადამიანის ურთიერთობა „სხვა ადამიანებთან“.

ხ

·        „მე“-ს ხატი არის „განწყობა საკუთარი თავის მიმართ“ და, როგორც ასეთს, ახასიათებს სამი კომპონენტი:

1)კოგნიტური – წარმოდგენა საკუთარ თავზე, გარეგნობაზე, მნიშვნელობაზე;

2)ემოციური – თვითკრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ  ან თვითკმაყოფილება საკუთარი თავით

3)ქცევითი, რომელიც ვლინდება გარკვეულ „მისწრაფებებში“ (მაგ, „ მისწრაფებაში დაიმსახუროს პატივისცემა“ თუ , პირიქით, „მისწრაფებაში დარჩეს შეუმჩნეველი“).

 

პიროვნების „ნიშან-თვისებები“

 

·        თანამედროვე ფსიქოლოგიაში პიროვნების შესწავლისადმი ყველაზე პოპულარული და პროდუქტიული მიდგომა პიროვნების ‘’ინდივიდუალურ ნიშანთვისებათა“ გამოვლენაში მდგომარეობს.

ხ

·        „ნიშანთვისებათა თეორია“ აღწერითი მიდგომაა, რომელიც ახასიათებს ადამიანს გარკვეული რაოდენობის „საბაზისო ნიშნების“ საშუალებით.

ხ

კეტელი

·        ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა პიროვნების კლასიფიკაცია ენაში არსებული “ ეპითეტების „ ანალიზის საშუალებით (კეტელი).

·        ფაქტორული ანალიზის გზით კეტელმა მიიღო 16 ფაქტორი, რომლებიც მან მიიჩნია „პიროვნების“ პირველად განზომილებებად.

 

·        სხეა მკველვარებმა პირველადი ფაქტორების რაოდენობის შემცირება სცადეს.

ხ

ნორმანი

 

·        უორენ ნორმანის პოპულარულ კვლევაში 5 საბაზისო ფაქტორი გამოიყო, რომლებსაც ხშირად უწოდებენ დიდ ხუთეულს.

ესენია: 1)ნევროტიზმი, 2)ექსტრავერსია, 3)შეგნებულობა, 4)თანხმობისადმი მზაობა და 5)“გამოცდილებისადმი ღიაობა“.

·        ესენი, ცხსადია, სუპერფაქტორებია, რომლებიც უფრო „წვრილ“, „კონკრეტულ“ ფაქტორებს[ნიშნებს]  აერთიანებენ.

·         მაგალითად, “გამოცდილებისადმი ღიაობაში’’ შედის ისეთი ფაქტორები[ნიშნები], როგორიცაა a)ცნობისმოყვარეობა, b)დაინტერესებულობა, c)შემოქმედებითობა, d)რეფლექსიურობა და სსვა.

·        “შეგნებულობაში’’ შედის  – ა)ორგანიზებულობა, ბ)პასუხისმგებლობა, გ)დისციპლინირებულობა, დ)სანდოობა, ე)გულმოდგინება, ვ)პატივმოყვარეობა და სხვა.

·        „თანხმობისადმი მზაობაში“ შედის  – ა)სიკეთე, ბ)სირბილე, გ)თანამშრომლობა, დ)თავმდაბლობა, ე)მიმნდობლობა, ვ)დიდსულოენება, ზ)პირდაპირობა და სხვა.

 

·        ნორმანის აზრით, პიროვნება შეიძლება დახასიათდეს ამ ხუთი ფაქტორის საშუალებით თუმცა ასეთი აღწერა არ გამორიცხავს ადამიანთა უსასრულო მრავალფეროცნებას.

 

·        „ხუთფაქოტორიანი მოდელის“ ფარგლებში რამდენიმე ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტია შექმნილი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში, სახელდობრ, „პროფესიის შერჩევისას“, ან „ფსიქოკონსულტაციაში“.

ხ

აიზენკი

·        „ხუთფაქტორიანი მოდელის“ პარალელურად არსებობს პიროვნების აიზენკისეული სამგანზომილებიანი მოდელი: ა)ექსტრავერსია-ინტროვერსია, ბ)ნევროტიზმი-ემოციური სტაბილურობა და  გ) ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერ-ეგო.

ხ

·        აიზენკი ამოდის მოსაზრებიდან „პიროვნების ელემენტების იერარქიული წყობის შესახებ“.

·        აიზენკმა  გამოყო ქცევის ორგანიზაციის 4 დონე.

 

პირველი დონეს წარმოადგენენ „სპეციფიკური მოქმედებები, რომლებსაც შემთხვევითი ხასიათი აქვთ და არც გამოხატავენ პიროვნების თავისებურებებს“.

 

მეორე დონეზე“ საქმე გვაქეს ჩვევით მოქმედებებთან, რომლებიც რეგულარულად მეორდებიან’’.

 

 მესამე დონეს შეადგენენ „პიროვნული თვისებები“,

 

·        ხოლო უმაღლესი, მეოთხე დონე „მოიცავს  სამ      „სუპერფაქტორს“. ყოველი სუპერფაქტორი ბიპოლარულია: ა)ექსტრავერსია-ინტროვერსია, ბ)ნევროტიზმი-ემოციური სტაბილურობა და  გ) ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერ-ეგო.

 

 

 

·        ექსტრავერსია ხასიათდება ისეთი  „პიროვნული თვისებებით’’, როგორიცაა  ა)აქტიურობა, ბ)კომუნიკაბელურობა, გ)ექსპრესიულობა, დ)თავდაჯერებულობა, ე)უდარდელობა, ვ)ოპტიმიზმი და სხვა.

·        მისი საპირისპირო ტიპი -„ინტროვერსია’’  კი ხასიათდება ისეთი თვისებებით, როგორიცაა ა)პასიურობა, ბ)არაკომუნიკაბელურობა, გ)სიფრთსილე. დ)მშვიდობისმოყვარეობა, ე)მიდრეკილება თეითდაკვირვებისადმი და სხეა.

·        ექსტრავერტები „ უფრო მეტად მონაწილეობენ სოციალურ მოვლენებში“, „მეტ მიდრეკილებას იჩენენ სარისკო სიტუაციებისადმი, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი“, „სკოლაში და კოლეჯში მათი მოსწრება ჩამორჩება ინტროვერტებისას“.

 

·        ადამიანები ნევროტიზმის მაღალი მაჩვენებლით  „ძალზე ძლიერად რეაგირებენ აგზნებაზე“ და „ძნელად უბრუნდებიან ნორმალურ მდგომარეობას“. „მათ ახასიათებთ შფოთვის მაღალი დონე“, „დაძაბულობა“, „დაბალი თვითშეფასება“ და „მიდრეკილება გარკვეული ორგანული და ფსიქოლოგიური პრობლემებისადმი“.

 

 

·        ადამიანი ფსიქოტიზმის მაღალი მაჩვენებლით არის  „ეგოცენტრული“, „ცივი“, „აგრესიული“, „იმპულსური“, „ანტისოციალური’’ და „ეჭვიანი’’

.

·        ის, ვისაც ძლიერი სუპერეგო ახასიათებს, „ემპათიური ადამიანია“, „თანამშრომლობს სხვებთან“, „მზრუნველია“ და „სოციალურად კარგად არის ადაპტირებული“.

 

ხხ

 

·        „სხვადასხვა ფაქტორების“ გარკვეული კომბინაცია კორელაციაშია ისეთ მაჩვენებლებთან, როგორიცა  „მიდრეკილება სხვადასხვა ორგანული დაავადებისადმი“, „შემოქმედებითი უნარი“, „შთაგონებადობა“ და სხვა.

·         

მაგ. გამოვლენილია, რომ „კრიმინალურ და ანტისოციალურ ინდივიდებს“, როგორც წესი, აღენიშნებათ ნევროტიზმის, ექსტრავერსიისა და ფსიქოტიზმის მაღალი მაჩვენებლები.

ხ

·        სპეციალური ტესტებით ირკვევა, რომ ხუთფაქტორიან და სამფაქტორიან მოდელში გამოყოფილი „პიროვნული თვისებები’’ კარგად კორელირებს ერთმანეთთან.

·        დადასტურებულია აგრეთვე ამ „პიროვნული თვისებების“ ძლიერი „გენეტიკური განპირობებულობა“.

ხ

·        „ნიშან-თვისებების თეორიის“ მომხრეები კამათობენ „საბაზისო პიროვნული ნიშნების’’ რაოდენობაზე, მაგრამ თანხმდებიან ერთში: არსებობს „პიროვნული ნიშნები“ (დისპოზიციები), რომლებიც „სტაბილურია“ მოცემული ინდივიდისთვის და მის „უნიკალურობას“ განაპირობებს.

·        აქ შეიძლება გავიხსენოთ გ. ოლჰორტის ზემოთ მოყვანილი განსაზღვრება, სადაც ყურადღება გამახვილებულია „პიროვნებისთვის დამახასიათებელ ქცევაზე’’

·         ოლჰორტის დისპოზიციური მიდგომის თანახმად, ორი სავსებით ერთნაირი პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი იქცევა „საკუთარი“, „მტკიცედ განსაზვრული“ მოდელების შესაბამისად და არა ისე, როგორც სხვები.

·        ყოველივე ამის ახსნას ოლჰორტი გეთავაზობს „პიროვნული თვისებების’’ განხილვის საფუძველზე. იგი „პიროვნულ თვისებებს“ განსაზღვრავს, როგორც ,ნეიროფსიქიკურ სტრუქტურას, რომელსაც შეუძლია მრავალი სტიმული ექვივალენტურად აქციოს; აგრეთვე აღძრას და წარმართოს ადაპტაციური და ექსპრესიული ქცევის საკმარისად მდგრადი ფორმები.

·        „პიროვნული ნიშან-თვისება“ არის „მიდრეკილება, მოიქცე ერთნაირად სიტუაციების ფართო დიაპაზონში“.[ეს დაიმახსოვრე]

 მაგალითად, თუ ვინმე თავისი არსით მხდალია, ის მუდმივად მიდრეკილი იქნება სიმყუდროვისკენ და თავშეკავებულობისკენ განხვავებულ სიტუაციებში – მეგობრებთან ურთიერთობისას, აუდიტორიაში ყოფნისას, სადილობის დროს, ნივთების ყიდვისას და ა.შ.

ხ

·        ოლჰორტის მიხედვით,“პიროვნული ნიშან-თვისებები“ ადამიანის ქცევის სტაბილობას განაპირობებს.

·         ოლჰორტი „პიროვნულ ნიშანთვისებათა“ სამ სახეს განასხვავებს: 1)კარდინალურს, 2)ცენტრალურს და 3)მეორადს.

·         კარდინალური ნიშან-თვისებას იმდენად განზოგადებულია, რომ თუ ის ადამიანში არსებობს, მის ყოველ ქცევას ასვამს დაღს. ესაა პიროენების მთელი ცხოვრების ვნება, რომელიც, ოლჰორტის აბრით, ცოტას თუ გააჩნია. საილუსტრაციოდ ოლჰორტი მიმართავს ისტორიული პირებისა და ლიტერატურული პერსონაჟების მაგალითებს, რომელთა სახელებიც საზოგადო სახელებად გადაიქცა: შოვინიზმი, დონკიხოტობა, დონჟუანობა, სადიზმი, მაზოხიზმი გარკვეული პიროვნებებისთვის დამახასიათებელი კარდინალური დისპოზიციების მაგალითებია.

·         მათგან განსხვავებით, ცენტრალური (პირადი) ნიშან-თვისებები ყველა პიროვნებას აქვს და ისინია ინდივიდუალურობის ძირითადი ღერძი. ოლპორტი აღნიშნავს, რომ იმ ცენტრალურ თვისებათა რაოდენობა, რომლითაც შეიძლება კონკრეტული პჰიროვნების დახასიათება, მცირეა და დაახლოებით 5-დან 10-მდე მერყეობს. მაგალითად: პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა, ჰასუხისმგელობა და ა.შ.

·        მეორადი ნიშან-თვისებები – ეს თვისებები ნაკლებად შესამჩნევი, უფრო წერილმანი და, აქედან გამომდინარე, პიროვნების დასახასიათებლად ნაკლებად ინფორმატიულია. აქ ძირითადად იგულისხმება სიტუაციით გაპირობებული პიროვნული თვისებები. მაგალითისათვის გამოდგება პიროვნება, რომელიც არასდროს გამოირჩევა მორჩილებით იმ სიტუაციის გარდა, როდესაც ვთქეათ, პოლიციელი აჩერებს სიჩქარის გადაჭარბების გამო. ოლჰორტი აღნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან კარგად უნდა იცნობდე იმისთვის, რომ შენიშნო მისი მეორადი თვისებები.

ხ

„ზოგადი“  და“ ინდივიდუალური“(ანუ უნიკალური) პიროვნული თვისებებები[კეტელი]

.

·        მეორე აეტორიტეტული პერსონოლოგის, კეტელის კონცეფციის ძირითადი არსიც, ოლჰორტის მსგავსად, არის პიროვნებაში გამოვლენილი „ნიშან-თვისებების“ ნაირსახეობის აღწერა და მათი კლასიფიკაცია.

·        კეტელი, ისევე როგორც ოლჰორტი, თვლის, რომ პიროვნული ნიშან-თვისებები იყოფა ზოგად და ინდივიდუალურ (უნიკალურ) თვისებებად.

ხ

·        „ზოგადი თვისებები“ ისეთი თვისებებია, რომლებიც, მეტ-ნაელებად, ერთი კულტურის[პოპულაციის]  თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს, მაგალითად „თვითშეფასება“, „ინტელექტი“, „ინტრავერსია“ და ა.შ.

ხ

·        „ინდივიდუალური თვისებები „კი მსოლოდ რამდენიმე ადამიანს ან ერთ კონკრეტულ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს. ასეთი „უნიკალური[ანუ ინდივიდუალური] თვისებები“ უმეტესად „ინტერესებში“ ვლინდება.

 

 

·        პიროვნების „ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შორის“, პირველ რიგში, „ხასიათი“ და „ტემპერამენტი“ განიხილება.

 

„ხასიათი’’

 

·        ცნება „ხასიათი“ ტრადიციულად იწვევს ასოციაციას გარკვეულ მორალურ სტანდარტებთან, რომელთა შესატყვისადაც ხდება პიროვნების „ქცევის“ შეფასება.

·        როდესაც ვინმეზე ამბობენ, რომ მას „კარგი ხასიათი“ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი „პიროვნული თვისებები“  სოციალურად და ეთიკურად სასურველია.

·        ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს ცნობილი ფორმულა: „ხასიათი – შეფასებული პიროვნებაა, ხოლო პიროვნება – შეუფასებელი ხასიათია“.

 

„ტემპერამენტი’’

 

·        „ტემპერამენტი“ განიხილება; როგორც პიროვნების პირველადი ,საშენი“ მასალა, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება პიროვნების „ემოციურ“ თავისებურებებში.

·        ტემპერამეტი აღწერს ფსიქიკური პროცესების „თანდაყოლილ“ დინამიკურ მხარეს.

ხ

·        ტრადიციულად, უკვე ჰიპოკრატეს დროიდან არჩევენ ტემპერამენტის ოთხ ძირითად ტიპს: სანგვინიკურს, ქოლერიკულს, ფლეგმატიკურს და მელანქოლიკურს.

·        ამ ტიპოლოგიაში ნაგულისხმევი კონკრეტული ნიშნები ბოლო წლებში გამდიდრდა, მაგრამ ძირითადი შინაარსი უცვლელი დარჩა.

·        სანგვინიკი – მოძრავი ადამიანია, დადებითი, მაგრამ ზერელე ემოციების მქონე, ადვილად „შეგუებადი“ და „აგზნებადი“;

·        ქოლერიკი – ძლიერი ემოციების მქონე, „აფექტური“ და „სწრაფად გადანაცვლებადი“, უფრო უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილი;

·        ფლეგმატიკი – „ნელი“, „ინერტული“, „ღრმა“ და „სერიოზული“, უფრო დადებითი ემოციების მქონე;

·        მელანქოლიკი – სუსტი ნერვიული სისტემის მქონეა, „მეტად მგრძნობიარე“, უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილი (შფოთეა, წუხილი, უკმაყოფილება).

ხ

·        ცხოვრებაში იშვიათად გეხვდება ტემპერამენტის ასეთი „წმინდა“ ტიპები, თუმცა ყოველთვის შეიძლება გაირჩეს პიროვნების „წამყვანი მახასიათებლები“.

ხ

·        ტემპერამენტი – ადამიანის „თანდაყოლილი’’  „ინდივიდუალური თავისებურებაა“.

·        იგი ხშირად განსაზღვრავს ადამიანის საქმიანობის ინდივიდუალურ სტილს და პროფესიულ შესატყვისობას (მაგ, სპორტსმენის, მფრინავის, ოპერატორის საქმიანობას უფრო შეესატყვისება სანგვინიკისა და ქოლერიკის ტიპები, ვიდრე ფლეგმატიკის და ა.შ.

 

ხ

 

„ინტერესი’’

 

·        ინტერესი წარმოადგენს პიროვნების „ცნობიერების მიმართულებას“, რომელიც შეფერილია დადებითი ემოციით.

·        სწორედ ამ გარემოების გამო ხშირად ინტერესს ემოციის სახედაც მიიჩნევენ

·         ხაზს უსვამენ ინტერესის „შერჩევით“, „სელექციურ“ ფუნქციას – ანუ  ადამიანს რაღაც „ერთი სფერო“ უფრო  აინტერესებს, „სხვა’’ კი ნაკლებად.

ხ

ყურადღება:

·        „ინტერესების“, „ღირებულებების“, „განწყობების“ მიმართულება პიროვნების მნიშვნელოვანი ასპექტია და გავლენას ახდენს  ა)ადამიანის პროფესიაზე, ბ)მის დამოკიდებულებაზე სხვა ადამიანებთან, გ)იმ სიამოვნებაბე, რომელსაც ის განიცდის სხვადასხვა საქმიანობიდან, თავისუფალ დროს და ა.შ.

ხ

·        თანამედროვე ფსიქოლოგიაში ხაზს უსვამენ ინტერესის კავშირს „შემეცნებით სფეროსთან“: ინტერესის ობიექტის ა)გაცნობის, ბ)დაკვირვების, გ)მისი გაგების სურვილს,დ) სწრაფვას მასზე ფიქრისადმი, ე)სწრაფვას მასზე ყურადღების შეჩერებისადმი;

·        ინტერესი განიცდება „ინტელექტუალური გრძნობის“ სახით.

ხ

·        „ინტერესი’’  „ყურადღებისა“ და „ყველა ინტელექტუალური ძალის“ „ინტერესის ობიექტისკენ’’ მიმართვის ძლიერი ფაქტორია.

·        „ინტერესი“  აამოქმედებს[წარმართავს]  სათანადო მიმართულებით სუბიექტის ყურადღებას, აღქმას, მესსიერებას, აზროენებას და ხშირად მთელი პიროვნების ძალების კოსცენტრაციასაც იწვევს.

ხ

·        ინტერესი შეიძლება სხვადასხვა „ღირებულებაზეც’’ იყოს მიმართული.

 

„ღირებულება’’

 

·        „ღირებულებათა თეორია“, როგორც მოძღვრება „პიროვნების ცხოვრების საზრისის შესახებ“, XX საუკუნის პირველ მეოთხედში შეიქმნა ედუარდ შპრანგერის მიერ.

·        მან გამოყო „ღირებულებათა“ ექვსი ძირითადი ტიპი და ამის მიხედვით ააგო ადამიანთა ტიპოლოგია:

1) თეორიული ადამიანი ყველაზე მეტად დაინტერესებულია ჭეშმარიტების გარკვევით. ასეთი ადამიანი ინტელექტუალურია;

2) ესთეტიკური ადამიანისთვის უმაღლესი და აქტუალური ღირებულება მშვენიერება, ხელოვნებაა;

 3) ეკონომიკური ადამიანისთვის მთავარია ეკონომიკური ღირებულება, ნივთიერი კეთილდღეობაა; მისი მოქმედების მოტივები უმთავრესად ამ სფეროში პოულობს ძალას;

4) პოლიტიკური ადამიანისთვის ძალაუფლებაა უმაღლესი ღირებულება; იგი თავისი მოქმედებითა და მისწრაფებებით ბატონობაზეა ორიენტირებული;

5) სოციალური ადამიანისთვის ბატონობა კი არა, სხეების სამსახურია ის სფერო, რომელშიც იგი განსაკუთრებული ხალისით მოქმედებს; მას იმდენად მბრძანებლობა არ აინტერესებს, რამდენადაც სოლიდარობა და თანამშრომლობა;

6) რელიგიური ადამიანისთვის უმაღლესი ღირებულება, რომელიც აზრს და მიმართულებას აძლევს მთელ მის ქცევას, არის მთლიანობა, სამყარო, ღმერთი.

ხ

·        ოლჰორტი თელიდა, რომ ცხოერების წესრიგი და საზრისი განისაზღვრება სწორედ „ღირებულებებით“ და მიზნად დაისახა მათი გამოვლენა და გაზომეა.

·        შედეგად შექმნილია „ღირებულებათა შესწავლის“ ოლჰორტ-ვერნონის ტესტი.

·        სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებზე ამ ტესტის ჩატარებამ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები.

·         მაგალითად, ბიზნესის შემსწავლელმა სტუდენტებმა დიდი ქულები „ეკონომიკური ღირებულების“ მაჩვენებლებში მიიღეს;

·         მომავალმა დიზაინერებმა – „ესთეტიკურ ღირებულებებში“,

·        თეოლოგიის შემსწავლელებმა – „რელიგიურ ღირებულებებში“.

·        „პროფესიის არჩევა“ და შემდგომი „პროფესიული წარმატება“ დამოკიდებულია ადამიანის „ღირებულებებსა“ და „ინტერესთა“ სიმტკიცეზე – ანუ მოტივირებაზე.

ხ

·        მაგრამ მხოლოდ ინტერესი ვერ განსაზღვრავს პროფესიულ მიღწევას. ამის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის უნარი, ნიჭი.

 

„ნიჭი’’

 

·        თუ ადამიანს „სპეციფიკური მოქმედების|“ ადვილი დაუფლებისა და წარმატებით განხორციელების უნარი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სათანადო ნიჭი ჰქონია.

·        მათემატიკური ოპერაციები, მუსიკა, ხატეა, ფილოსოფიური აზროვნება თუ წარმოების მართვა ადამიანისაგან მოითხოვს სპეციფიკურ თვისებას – ნიჭს.

·        ნიჭი არის რაიმე განსაკუთრებული მოქმედების განსაკუთრებით კარგად შესრულების ან სწავლის უნარი.

·        თვისებრივ განსხვავებათა გარდა, ნიჭს ხარისხობრივი განსხვავებაც ახასიათებს.

·        ხარისხობრივი განსხვავება მრავალ საფეხურს გულისხმობს – ზოგი მცირე ნიჭის პატრონია, ზოგი ტალანტია, ე.ი. მაღალგანვითარებული ნიჭის პატრონია.

·        ეს „დიდი ინტერინდივიდუალური სხვაობები“ არ ნიშნავს, რომ ნიჭი მხოლოდ თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ არც ისაა სწორი, თითქოს ნიჭს იძენენ.

·         ნიჭის შეძენა, თუ ადამიანს არ გააჩნია „სათანადო ნასახი“, შეუძლებელია.

·        იმისთვის კი, რომ „ნასახიდან“  განვითარდეს „ნიჭი“, აუცილებელია მისი გავარჯიშება, სათანადო მიმართულებით მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ სუბიექტიც კი ვერ გაიგებს, რომ მას რაღაც „ნიჭის ნასახი ‘’  ჰქონდა (იხ. თავი XIII).

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები