"ხანდაზმულობა'' -გერონტოფსიქოლოგია
სარჩევი:
„ხანდაზმულობა“ [ასაკი: 60-65-დან გარდაცვალებამდე.]
„ფიზიკურ შესაძლებლობათა“ კლება ხანდაზმულობაში
„მეხსიერების’’ დაქვეითება ხანდაზმულებში
„ინტელექტის’’ დაქვეითება ხანდაზმულებში
„გამოცდილება’’ აბათილებს „ხანდაზმულობის’’ მრავალ ნაკლს
ახლო ნათესავის, მეგობრის ან მეუღლის სიკვდილი
მოხუცების
და უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანების დამოკიდებულება მოახლოებული სიკვდილისადმი
„ხანდაზმულობა“ [ასაკი: 60-65-დან გარდაცვალებამდე.]
· ვარაუდობენ, რომ 2050 წელს დედამიწის მოსახლეობის ყოეელი მეხუთე წარმომადგენელი ამ ასაკობრივი ჯგუფიდან იქნება. ამას განაპირობებს ჯანდაცვის გაუმჯობესება, სიკვდილიანობის შემცირება, „სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის“ ზრდა განსაკუთრებით XX საუკუნეში.
· „სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის“ მაჩვენებელი ბრინჯაოს ხანაში 18-20 წელი იყო, შუა საუკუნეებში – 35 წ., XIX ს-ში – 44 წ., ხოლო XX საუკუნეში – 68-72 წ.
x
· „ხანდაზმული’’ მოსახლეობის საერთო რაოდენობის ზრდა იწვევს მრავალრიცხოვან სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ,იურიდიულ, სამედიცინო და სსვა პრობლემებს.
· აქედან გამომდინარეობს დიდი ინტერესი გერონტოლოგიის, კერძოდ გერონტოფსიქოლოგიის მიმართ.
ხ
· „ხანდაზმულობასთან“ დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემატიკა ფართოა და მნიშენელოვანი, რადგანაც ადამიანი ცხოერების ამ ეტაპზე დგება თავისთავში და გარშემო მიმდინარე, უმეტესად ნეგატიურ ცვლილებათა ა)გაცნობიერების, ბ)ამ ნეგატიურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და გ)გარდაუვალ აღსასრულთან შეგუების მწვავე ამოცანების წინაშე.
ხ
· „ხანდაზმულობის’’ ასაკობრივი პერიოდის ქრონოლოგიური საზღვრების ზუსტი განსაზღვრა ძნელია, რასაც განაპირობებს დაბერების ნიშანთა გამოვლენის ინდივიდუალურ განსხვავებულობათა სიმრავლე.
· „ხანდაზმულობად“, ჩვეულებრივ, ითვლება პერიოდი 60-65 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.
ხ
„ფიზიკურ შესაძლებლობათა“
კლება ხანდაზმულობაში
· „ფიზიკურ შესაძლებლობათა“ კლება „ზრდასრულობაში“ იწყება, მაგრამ აღნიშნულ მიჯნამდე[60 წლამდე] ეს არც თუ ისე გამოკვეთილია.
· შემდეგ კანს ეკარგება ელასტიურობა, იგი ხდება მშრალი და ნაოჭიანი.
· მცირდება ა)სხეულის კუნთური მასა, ბ)ძალა და გამძლეობა.
· იცვლება ძვლოვანი სისტემის სტრუქტურა და შემადგენლობა, იგი მყიფე ხდება, რაც ხშირად ტრავმებისა და მოტეხილობის მიზეზია.
· სუსტდება იმუნური სისტემა და სტრესთან გამკლავების უნარები.
· ყოველგვარი სასის, ფსიქოფიზიკური თუ კოგნიტური რეაგირება ნელდება,
· ადამიანი უფრო სწრაფად იღლება;
· უარესდება აღქმა (სმენა, მხედველობა, ყნოსვა);
· შესამჩნევად ქვეითდება ყურადღების მასასიათებლები (კონცენტრაცია, გადანაცვლება, განაწილება, გადაუხრადობა და სხვა).
ხ
„მეხსიერების’’ დაქვეითება ხანდაზმულებში
· ქვეითდება მეხსიერებაც, მაგრამ ეს არაა ერთგვაროვანი პროცესი.
· მეხსიერების ფუნქციონირებაზე მოქმედებს ბევრი არამნემური ფაქტორი („აღქმისა და ყურდღების დაქვეითება“, „მოტივაციის კლება“, „აქტიური ცხოვრების შეწყვეტა“, „წამლების გეერდითი ეფექტები“ და ა.შ. ]
· მოხუცებულობაში, როგორც ჩანს, ეცემა დასამახსოვრებელი მასალის ა) ორგანიზაციის, ბ)გამეორებისა და გ)კოდირების უნარი, თუმცა გააჩნია „დახსომებისა“ და „გახსენების“ ვითარებას: ა)როცა საჭიროა „მასალის ცნობა“, გაუარესება ნაკლებია. ბ)ვითარება რთულდება, თუკი „გახსენება’’ დახმარების გარეშე ხორციელდება. [ხანშიშესულ ადამიანს გამოცდილება ეხმარება აზრიანი მასალის უკეთ „დახსომებაში“, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელშიც ის გაწაფუ ლია].
· მეხსიერების სსვადასსვა სახეები (სენსორული, ხანმოკლე, ხანგრძლივი) სხვაღასსვა დონით ქეეითდება.
· „ხანგრძლივი მეხსიერების“ ძირითადი მოცულობა თითქმის არ იცელება.
· 70 წლის მერე უმთაერესად ზიანდება მექანიკური დასწავლის უნარი („დამახსოვრება“);
· „ხანდაზმულებში’’ ყველაზე კარგად მუშაობს „ლოგიკური მეხსიერება“.
ხ
„ინტელექტის’’ დაქვეითება ხანდაზმულებში
· ხდება თუ არა ინტელექტის თანდათან დაქვეითება ხანდაზმულობაში?
· ამის შესასებ ერთმნიშვნელოვანი მონაცემები არ არსებობს.
· ხანდაზმულებთან „ინფორმაციის გადამუშავების ნეირონული მექანიზმები“ შედარებით ნელა ფუნქციონირებს, შესაბამისად, შესამჩნევად კლებულობს ყოველგვარი კოგნიტური აქტივობის ტემპი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ინტელექტის დაქვეითებას.
· ტესტებს, რომლებითაც ფასდება ლექსიკური მარაგი, ცოდნა, ინფორმაციის განზოგადების უნარი, ამ ასაკის ადამიანები საკმაოდ კარგად ართმევენ თავს.
· საზოგადოდ, განასხვავებენ კრისტალიზებულ და მოძრავ ინტელექტს.
· „მოძრავი ინტელექტი’’ გულისხმობს ახალი პრობლემებისა და ახალი ამოცანების გადაჭრას, რომელთა გადასაწყეეტად არ არსებობს ჩვეული ხერხები და რომლებიც სრულიად ახალ და არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოეს.
· „მოძრავი ინტელექტის“ დაქვეითება უფრო მკაფიოდ და უფრო ადრე ვლინდება ხანდაზმულობაში .
· „კრისტალიზებული ინტელექტი“ მოიცავს გონებრივი აქტივობის ფართო სპექტრს – ა)მსჯელობის ფორმულირების, ბ)პრობლემის ანალიზის, გ)განზოგადების უნარებს. ესენი დამყარებულია დაგროვილ ცოდნაზე და გამოცდილებაზე.
· „ კრისტალიზებული ინტელექტი’’ ასაკობრივ ცელილებათა მიმართ უფრო მდგრადია და შეიძლება მთელი ცხოვრების განმაელობაში ვითარდებოდეს.
· „საერთო ინტელექტუალური განვითარება“ ორივე სახის ინტელექტის მონაცემების ერთობლიობაა.
· „ვერბალური უნარების“ ტესტების მონაცემები (რომლებიც „კრისტალიზებულ ინტელექტს“ შეესაბამება) მიუთითებს, რომ აღნიშნული უნარები[ვებალური უნარები] ასაკთან ერთად არ ქვეითდება და შესაძლოა იმატოს კიდეც.
· ხოლო არავერბალური უნარები (ფორმალური ოპერაციები) ერთგვარად სუსტდება.
· ეს ფაქტი გვიხსნის, თუ რატომ აღწევენ ზუსტ მეცნიერებათა წარმომადგენლები შემოქმედებით მწვერვალებს ადრეულ ასაკში ხოლო ჰუმანიტარულ დისციპლინებში (გარკვეულწილად ფსიქოლოგიაშიც) მომუშავენი – მოგვიანებით, კომპეტენციისა და გამოცდილების დაგროვების კვალდაკეალ.
· შეიძლება ითქვას, რომ „გონებრივი განვითარების ასაკობრივი ცვალებადობის“ გამოვლინებები იმაზეა დამოკიდებული, თუ „რას და როგორ ვაფასებთ“.
„გამოცდილება’’ აბათილებს „ხანდაზმულობის’’ მრავალ ნაკლს
· გამოცდილება დიდი სიმდიდრეა, რომელიც აბთილებს ხანდაბმულობის მრავალ ნაკლს.
· თუკი „გამოცდილება’’ ასაკთან ერთად იზრდება „კრისტალიზებული ინტელექტი“, იგი „სიბრძნის“ სახეს იღებს.
· „სიბრძნე“ – ესაა „ღრმა დიალექტიკური აზროვნების უნარი“, „ცხოვრების ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის უნარი“,“ არაჩვეულებრივად ფართო, ღრმა და დაბალანსებული ცოდნა“, „გონებისა და ზნეობის შეხამება“.
· მისი[„სიბრძნის’’] გამოყენება შეიძლება როგორც პირადი ინტერესებისთვის, ისე „მცირე“ თუ „დიდი“ სოციალური ჯგუფების სასარგებლოდ.
· როგორც ზოგიერთი სასმელის ხარისხი მატულობს წლების განმავლობაში, ასევე ასაკს შეუძლია გაზარდოს გონივრულობა და გამჭრიახობა.
· ეს ესმოდათ ჩვენს წინაპრებს, როცა ჭკუას მოხუცებს ეკითხებოდნენ.
· დღესაც, ცივილიზებულ ქვეყნებში, გამორჩეული პასუხისმგებლობის თანამდებობებზე სხარტად მოაზროვნე ასალგაზრდებს კი არა, უფრო გამოცდილ და ჭკუადამჯდარ ასაკოვან ადამიანებს ირჩევენ. [შენიშვნა: თუმცა,აშშ-ს პრეზიდენტების ბაიდენის და ტრამპის შემხედვარე ამის თქმა გაგვიჭირდება,ამ მხრივ ჩინეთში უკეთესი მდგომარეობაა ]
ხ
· ხანდაზმულთა „სოციალურ ცსოერებაში“ შესამჩნევი ცვლილებები ხდება, და არა მხოლოდ უარყოფითი თვალსაზრისით.
· მაგალითად, ხანშიშესული ადამიანებისთვის ახალი და დიდად სასიამოვნო განცდების წყარო ხდება შვილიშვილებთან ურთიერთობა.
· იგივე შეიძლება ითქვას დიდი ბებიებისა და ბაბუების შესახებაც – შვილთაშვილები მათ ცხოვრებას მრავალფეროვნებას ანიჭებენ, სიამაყისა და განახლების განცდას უჩენენ.
ხ
ახლო ნათესავის,
მეგობრის ან მეუღლის
სიკვდილი
· ხანდაზმულ ასაკში იშვიათი არაა ახლო ნათესავის, მეგობრის ან მეუღლის სიკვდილი.
· მწუხარების განცდა განსაკუთრებით მწვავეა მეუღლის დაკარგვის დროს.
· რეაქცია „საყვარელი ადამიანის სიკვდილზე“ განსხვავდება პიროვნების, ასაკის, სქესის, კულტურული ტრადიციებისა და გარდაცვლილისადმი დამოკიდებულების მიხედვით.
· საჭიროა ადაპტაციის ხანგრძლეი პერიოდი, განსაკუთრებით მეუღლის დაკარგვის შემდეგ.
· ზოგი მეცნიერის აზრით, ახლობელი ადამიანის სიკვდილზე პირველი რეაქცია არის შოკი, პირველი ფაზა რომელიც ხშირად გრძელდება რამდენიმე დღეს, ზოგჯერ კი გაცილებით მეტსაც.
„მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში“ ახლობლები შესაძლოა სრულად ვერ აცნობიერებღნენ დანაკარგს და გაოგნებული იყვენენ.
· მეორე ფაზაზე შესაძლოა მწუხარება უფრო აქტიურად გამოისატოს (ტირილი, მოთქმა).
ჩნდება ტანჯვისა ღა მონატრების განცდა.
ზოგჯერ შეინიშნება სისუსტე, უძილობა, უმადობა, ინტერესის დაკარგეა, შეიძლება გამოვლინდეს დეპრესიის ნიშნებიც.
დროთა განმავლობაში თანდათან ხდება ახალ გარემოებებთან შეგუება.
ხ
· მარტო მცხოვრებ ქერივებს ხშირად უჩნდებათ პრატიკული ღა ფსიქოლოგიური სიძნელეები (ყოფითი პრობლემების მოგვარება, სოციალური კონტაქტების შენარჩუნება და სხვა).
· მათ მხარდაჭერას ცდილობენ ნათესავები, მეგობრები, მაგრამ ყველაზე დიდი წილი მაინც შვილებზე მოდის.
· ყველაზე „მარტოსულად“ თავს უშვილო ქვრივი ქალები გრძნობენ.
ხ
მოხუცების
და უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანების დამოკიდებულება მოახლოებული სიკვდილისადმი
· მოხუცების და უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანების დამოკიდებულება მოახლოებული სიკვდილისადმი რამდენიმე სტადიას გაივლის:
a. უარყოფის სტადიაზე ადამიანს არ უნდა აღიაროს, რომ შეიძლება მოკვდეს და ეძებს სხვა, იმედისმომცემ არგუმენტებს და დიაგნოზებს. როცა აცნობიერებს, რომ მართლა კვდება, ეუფლება ბრაზი, წყენა და შური სხვა ადამიანების მიმართ („რატომ მე?“) – ესაა „ბრაზის“ სტადია.
b. „ვაჭრობის“ სტადიაზე ადამიანი ეძებს საშუალებებს, რომ გაისანგრძლივოს სიცოცხლე, შეიმსუბუქოს ტკივილი, ტანჯვა. მზადაა დადოს პირობა და შეთანხმება ღმერთთან, ექიმთან, სხვა ადამიანთან.
c. შემდეგ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს უიმედობის განცდა. დგება დეპრესიის სტადია. მომაკვდავი იკეტება თავის თავში, დარდობს იმაზე, რომ უხდება განშორება ახლობლებთან.
d. „მიღების“ სტადიაზე ადამიანი ემორჩილება ბედს და მშვიდად ელის აღსასრულს.
· ეს სტადიები საკმაოდ ხშირად მოიხსენიება სათანადო ლიტერატურაში, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება.
· ვინც მიიჩნევს, რომ ადამიანის ცხოვრების ზუსტ და მკაფიო სტადიებად დაყოფა პირობითია, „სიკედილის ფორმულის” სტადიების აუცილებელ თანმიმდევრულობასაც უარყოფს.
· აქ ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და სიკვდილთან შეგუების პროცესიც ინდივიდუალურად მიმდინარეობს.
· ჩვეულებრიე, მოხუცები გარდაცვალებას ელოდებიან დიდი შიშისა და ცხოვრებასა თუ ბედზე წყენის გარეშე.
ხ
· მოახლოებულმა სიკვდილმა შეიძლება აიძულოს ადამიანი, გადახედოს თავის ცხოვრებას და შეაფასოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, რას წარმოადგენს სინამდვილეში. .
· ზოგი ადამიანისთვის ცხოვრებაში არარეალიზებული შესაძლებლობანი და შეცდომები ჭარბობს.
· ისინი აცნობიერებენ, რომ გვიანია ყველაფრის თავიდან დაწყება.
· ეს ყოველივე მათ უჩენს სიკვდილის მიმართ ძრწოლას, გამუდმებული სინანულისა და სასოწარკვეთილების განცდებს.
· მაგრამ როცა ადამიანს შეუძლია უთხრას თავის თავს: „მე კმაყოფილი ვარ“ – სიკვდილისა აღარ ეშინია.
· ასეთი ადამიანები ცხოვრების გაგრძელებას შთამომავლებში და საკუთარ ნამოღვაწარში ხედავენ.
· ე. ერიკსონი მათ „ეგო-ინტეგრირებულთა“ კატეგორიას მიაკუთვნებდა.
· ასეთი ადამიანები “უკეთეს სამყაროში” მიდიან „გავლილი ცხოვრების მნიშვნელობის განცდით’’ , „კმაყოფილების გრძნობით, რომ ყველაფერი ასე თუ ისე კარგად განხორციელდა“ და „მათ ტყუილად არ უცხოვრიათ“.
ხ
· მიუსედავად იმისა, რომ სიკედილი უთუოდ არასასურველია და საშიში, სიცოცხლეს თვითდამკვიდრება სიკვდილშიც შეუძლია.

Комментарии
Отправить комментарий