"პიროვნების'' შესწავლის მეთოდები

 



სარჩევი:

პიროვნების შესწავლის მეთოდები. 1

თვითანგარიშის ‘’ ტესტები. 1

პროექციული ‘’ ტესტები. 2

 

 

პიროვნების შესწავლის მეთოდები

 

·        პიროვნების შესწავლა დიდ მეთოდიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პიროვნება მთლიანობაა. რომელიც არ დაიყვანება კომპონენტების, თვისებების ჯამზე.

·        მაგრამ პრაქტიკული საჭიროების გამო მივმართავთ როგორც პიროენების ზოგად შეფასებას, ისე პიროვნების ცალკეული თვისებების გაზომვას.

·        ამისთვის გამოიყენება პიროვნების ტესტები.

·        პიროვნების ტესტები   იყოფა)“ თვითანგარიშისა ბ)“პროექციულ ტესტებად.

თვითანგარიშის ‘’ ტესტები

 

·        თვითანგარიშის ტესტებს მიეკუთვნება ვადასსვა სახის კითვარები.

·        ცდისპირებს სთავაზობენ წერილობით უპასუხონ შეკითხვებს, რომლებიც ეხება მათი ა)ხასიათის, ბ)ღირებულებების, გ)განწყობების, დ)გრძნობების, ე)ინტერესებისა და ვ)უნარების თავისებურებებს.

·        ტერმინი „თვითანგარიში“ იმ მნიშვნელობით გამოიყენება, რომ ითონ სუბიექტი, სხვადასხვა პასუხის გაცემის ან განსხეავებული მსჯელობებიდან ერთ-ერთის ამორჩევის გზით, პირადად გვაწვდის ინფორმაციას საკუთარ თაეზე.

·        ცდისპირებს ზოგჯერ სთხოვენ, გადმოსცენ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არიან ამჟამად ან როგორ იყენენ წარსულში,

·        ზოგიერთ მეთოდიკაში სთავაზობენ შეაფასონ საკუთარი ქცევა და ცხოვრების წესი ან თავიანთი პიროვნული  ნიშანთვისებები’’.

·        ყველა შემთხვევაში იგულისხმება, რომ ისინი შეეცდებიან, იყვნენ გულწრფელნი და ობიექტურნი.

ამის შესამოწმებლად ბევრ ტესტს ახლავს სიცრუის სკალა. იგი მოიცავს გარკვეულ კითხვებს, რომლებზეც ცდისპირის გულწრფელობის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი პასუსები უნდა მივიღოთ.

·        „თვითანგარიშის’’ ტიპის  ტესტებში პასუები როგორც წესი  განსაზღვრულია (მაგ, „კი“, „არა“, „ყოველთვის“, „სწორია“, „არასწორია“..).

·        თვითანგარიშის ტესტები განსვავდებიან მათ მიერ გაზომილი პიროვნული მახასიათებლების რაოდენობით.

·        ერთი პიროვნული თვისების შეფასებისთეის გამიზნული ტესტები ერთგანზომილებიანად ითლება.

·        ერთგანზომილებიანი ტესტები  აფიქსირებენ სტაბილურ ინდივიდუალურ განსხეავებებს, რომლებიც პიროვნების ცალკეული თვისებების გამოხატულების ხარისხში აღინიშნება.

·        არსებობს თვითანგარიშის ისეთი ტესტებიც, რომლებიც ზომავენ პიროვნების რამდენიმე მახასიათებელს.

·        მრავალგანზომილებიანი ტესტების უპირატესობა ისაა, რომ ისინი პიროვნების შესახებ უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნიან.

·        მრავალგანზომილებიანი  პიროვნული ტესტის ყველაზე გავრცელებული ნიმუშია 567-კითხვიანი მინესოტას მრავალფაქტორიანი პიროენული ტესტი (MMPI].

X

პროექციული ‘’ ტესტები

 

·         პროექციულ’’ ტესტებში   ცდისპირებს სთავაზობენ სურათებს, ამოცანებს ან სიტუაციებს, რომლებიც თავისთავში მოიცავენ განუსაზღვრელობას ან ორაზროვნებას და სთხოვენ რაიმე ისტორიის მოყოლას, იმის ახსნას, თუ რა არის იქ გამოსახული, ან სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას.

·        იგულისსმება. რომ ამ შემთსვეევაში ცდისპირი ავლენს სავუთარ სიღრმისეულ მახასიათებლებს: მოტივებს, მისწრაფებებს, განწყობებს, მოლოდინებს, ემოციებს და ა.შ.

·        პროექციული მეთოდების თავისებურება მდგომარეობს მრავალფეროვა,თითქმის შეუზღუდავ პასუხთა შესაძლებლობაში.

·        ივარაუდება, რომ სატესტო მასალა ასრულებს ეკრანის როლს, რომელზეც ხება სუბიექტის პიროვნული მახასიათებლების პროეცირება, ასახვა.

·         ცდისპირმა არაფერი იცის ამის შესახებ.

·        მან მხოლოდ ის იცის, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები და შეუძლია უპასუსოს ისე, როგორც მოესურვება.

·        უნღა აღინიშნოს, რომ პასუხების ინტერპრეტაცია სპეციალისტისაგან მაღალ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოითხოვს.

·        „პროექციულ’’  ტესტებიღდან ყველაზე პოპულარულია რორშარხის მელნის ლაქების მეთოდი და თემატური აპერცეფციის ტესტი (TAT).

·        თემატური აპერცეფციის ტესტი (TAT).შედგება 30 სურათისაგან, რომლებზეც გამოსახულია სოციალური ცსოვრების სსეადასხვა სცენები.

·        Dისპირს ევალება, თითოეულის საფუმველზე შექმნას მოთხრობა, რომელშიც აილი იქნება, თუ რამ გამოიწვია მოცემული შემთხვევა, რა ხდება ამჟამად, რას გრძსობენ პერსონაჟები რით დამთავრდება ყოველიეე.

·        იგულისხმება, რომ სოციალური სიტუაციების ინტერპრეტაციისაადამიანი ამჟღავნებს საკუთარ პიროვნებას.

·        ცდისპირის მიერ შექმნილი ყოველი ისტორია ბაებს გარკვეულ ვარაუდს, რომელიც მოწმდება და ზუსტდება შემდგომი ისტორიების ანალიზის[ინტერპრეტაციის] პროცესში.

·        საბოლოო მიზანია მივიღოთ პიროვნების ძირითადი არაცნობიერი მისწრაფებებისა და კონფლიქტების სურათი.

·        თემატური აპერცეფციის ტესტის“ (TAT)  ავტორია გამოჩენილი ამერიკელი პიროვნების ფსიქოლოგი ჰენრი მიურეი.

·         რაც შეეხება რორშარხის ტესტს.

·         იგი შედგება 10 ბარათისაგან.

·        თითოეულ ბარათზე მოცემულია ერთი სიმეტრიული ლაქის გამოსახულება.

·        ეს ლაქები შვეიცარელმა ფსიქიატრმა ჰერმან რორშარხმა მიიღო ფურცელზე მელნის დაწვეთებით და მისი შუაზე გადაკეცვის გზით.

·        ხუთ ბარათზე შავ-თეთრი ლაქაა, ხუთზე – ფერადი.

·        ცდისპირი ათვალიერებს ბარათს და აღწერს, თუ რას ხედავს მასზე, რას აგონებს ლაქა ან რას წააგავს იგი.

·        შემდეგ ხდება პასუხების ჩანაწერების ანალიზი.

·         ამავე დროს ექსპერიმენტატორი აკვირდება ცდისპირის ქცევის ნიუანსებს;

·        განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, თუ რა დრო ესაჭიროება მას თითოეულ ბარათზე პასუსის გაცემად.

·        რორშარის ტესტის ინტერპრეტაციისას მსედველობაში მიიღება რამდენიმე ფაქტორი:

 

I) ლოკალიზაცია, რომელიც გამოხატავს იმას, თუ ლაქის რა ნაწილია გამოყეჩებული პასუხში (მაგ, მთელი ლაქა, დიდი თუ პატარა დეტალები);

2) პასუსის განმსაზღვრელი პარამეტრები (ფორმა, ფერები, ჩრდილები);

3) შინაარსი (ადამიანის ფიგურები, ადამიანის ფიგურის ნაწილები, ცხოველები, მცენარეები, სვადსხვა ობიექტები, სისხლი და ა.შ.)

4)ყურადღება ექცევა, აგრეთვე, თუ რამდენად ორიგინალურია პასუხები.

 

·        ტესტის შედეგების ინტერპრეტაციისას მონაცემთა მთელი ერთობლიობა გამოიყენება, რაც იმდენად დიდ გამოცდილებას მოითხოვს, რომ მის დაუფლებას წლები ესაჭიროება.

·        ამასთან, არსებობს გარკვეული ტიპური მახასიათებლები, რომელთა ინტერპრეტაცია მეტ-ნაკლებად სტანდარტიზებულია.

·        მაგალითად, მთელი ლაქის გამოყენება  ცდისპირის  ინტეგრალურ, კონცეპტუალურ აზროვნებაზე მიუთითებს,

·        ხოლო დეტალებისადმი უპირატესობის მინიჭებარიგიდობაზე;

·        ფერებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე დამყარებული პასუხები ემოციონალობისა და იმპულსურობის მანიშნებელია და ა.შ

·        რორშარხის ტესტი, ისევე როგორც პროექციული ტესტების დიი ნაწილი, შედარებით ცუდად არის სტანდარტიზებული, ხოლო მისი ინტერპრეტაცია საკმაოდ სუბიექტურია.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები