ტემპერამენტის ტესტი
სარჩევი:
ტემპერამენტის ტესტი[ავტორი -ა. ბელოვი].
„ტემპერამენტი’’
·
„ტემპერამენტი“ „პიროვნების
ფსიქოლოგიაში’’ განიხილება როგორც „პიროვნების“
პირველადი ,საშენი“ მასალა,
·
„ტემპერამენტი’’ განსაკუთრებით ვლინდება პიროვნების „ემოციურ“
თავისებურებებში.
·
ტემპერამეტი აღწერს პიროვნების ფსიქიკური
პროცესების“ „თანდაყოლილ“ დინამიკურ მხარეს.
ხ
·
ტრადიციულად, უკვე ჰიპოკრატეს დროიდან არჩევენ ტემპერამენტის ოთხ ძირითად ტიპს: სანგვინიკურს, ქოლერიკულს, ფლეგმატიკურს და მელანქოლიკურს.
·
ამ ტიპოლოგიაში ნაგულისხმევი კონკრეტული ნიშნები ბოლო წლებში გამდიდრდა,
მაგრამ ძირითადი შინაარსი უცვლელი დარჩა.
·
სანგვინიკი – მოძრავი ადამიანია, დადებითი, მაგრამ ზერელე
ემოციების მქონე, ადვილად „შეგუებადი“ და
„აგზნებადი“;
·
ქოლერიკი – ძლიერი ემოციების მქონე, „აფექტური“ და „სწრაფად
გადანაცვლებადი“, უფრო უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილი;
·
ფლეგმატიკი – „ნელი“, „ინერტული“, „ღრმა“ და „სერიოზული“,
უფრო დადებითი ემოციების მქონე;
·
მელანქოლიკი – სუსტი
ნერვიული სისტემის მქონეა, „მეტად მგრძნობიარე“, უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილი
(ახასიათებს შფოთეა, წუხილი, უკმაყოფილება).
ხ
·
ცხოვრებაში იშვიათად
გეხვდება ტემპერამენტის ასეთი „წმინდა“ ტიპები, თუმცა ყოველთვის შეიძლება გაირჩეს
პიროვნების „წამყვანი მახასიათებლები“.
ხ
დაიმახსოვრე:
·
ტემპერამენტი – ადამიანის „თანდაყოლილი’’ „ინდივიდუალური
თავისებურებაა“.
· ტემპერამენტი ხშირად განსაზღვრავს ადამიანის საქმიანობის ინდივიდუალურ სტილს და "პროფესიულ შესატყვისობას" (მაგ, სპორტსმენის, მფრინავის,
ოპერატორის საქმიანობას უფრო შეესატყვისება სანგვინიკისა და ქოლერიკის ტიპები, ვიდრე ფლეგმატიკის და ა.შ.
ტემპერამენტის ტესტი[ავტორი -ა. ბელოვი].
ინსტრუქცია ცდისპირისათვის:
აღნიშნეთ „+’’ ნიშნით ის თვისებები ,რომლებიც თქვენთვის „ჩვეულებრივი’’
და „ყოველდღიურია’’
მაშ ასე, თუ თქვენ ხართ:
1.
მოუსვენარი
2.
თავშეუკავებელი,ადვილად
ღიზიანდებით
3.
მოუთმენელი
4.
მკვეთრი
და სწორხაზოვანი ადამიანებთან ურთიერთობაში
5.
ენერგიული
,ინიციატივიანი
6.
დაჟინებული
მიზნისკენ სწრაფვისას
7.
ჯიუტი
8.
მოხერხებული
კამათისას
9.
რისკისკენ
მიდრეკილი
10. გადაწყვეტილების სწრაფად მიმღები და სწრაფდ
მოქმედების უნარის მქონე
11. გაუწონასწორებელი და იმპულსური
12. აგრესიული
13. ნაკლოვანებებისადმი შეუწყნარებელი
14. არაშურისმაძიებელი და არ იმახსოვრებ წყენას
15. გამუდმებით „სიახლისკენ“ მსწრაფველი
16. მუშობთ „ნახტომისებურად’’[ე.ი. არა უწყვეტად]
17. გაქვთ მკვეთრი ,იმპულსური მოძრაობები
18. ფლობთ სწრაფ, ვნებიან და არათანმიმდევრული ინტონაციებით
მეტყველებას
19. ფლობთ გამომხატველ მიმიკას და ჟესტიკულაციას
20. განწყობის სწრაფი ცვლისკენ მიდრეკილი
მაშინ თქვენ ხართ - „ქოლერიკი“
თუკი თქვენ
ხართ :
1.
მხიარული
და სიცოცხლის მოყვარული
2.
ენერგიული
და საქმიანი
3.
ხშირად
არ მიგყავთ დაწყებული საქმე ბოლომდე
4.
მიდრეკილი
ხართ გადაჭარბებული თვითშეფასებისკენ ,
5.
უნარი
გაქვთ სწრაფად აითვისოთ „ახალი’’,
6.
არ ხართ
სტაბილური ინტერესებში და მიდრეკილებებში,
7.
ადვილად
გადაგაქვთ წარუმატებლობა და უსიამოვნება,
8.
ადვილად
ეგუებით სხვადასხვა გარემოებებს ,
9.
გატაცებით
იწყებტ ნებისმიერ ახალ საქმეს,
10. სწრაფად ხდებით გულგრილი,თუკი „საქმე’’ აღარ
გაინტერესებთ.,
11. სწრაფად ერთვებით „ახალ საქმეში’’ და სწრაფად
„გადაერთვებით’’ ერთი სამუშაოდან მეორეზე
12. გამძიმებთ ყოველდღიური
,ერთფეროვანი,შრომატევადი სამუშაო
13. კომუნიკაბელური და ყურადღებიანი ხართ,არ
გრძნობთ თავს შეზღუდულად „ახალი ადამიანების’’ წინაშე
14. ,ინარჩუნებთ თვითკონტროლს მოულოდნელ ,რთულ
სიტუაციაში
15. ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე ხართ
16. ხშირად ხართ დაბნეული,რებულობთ ნაჩქარევ
გადაწყვეტილებებს
17. ხშირად გეფანტებათ ყურადღება
18. სწრაფად იძინებთ და იღვიძებთ
19. ამტანი და შრომისუნარიანი ხართ
20. ფლობთ ხმამაღალ,სწრაფ, მკაფიო
მეტყველებას,ცოცხალ ჟესტიკულაციას,გამომხატველ მიმიკას
–მაშინ თქვენ ფლობთ „სანგვინიკის ‘’ ფსიქოლოგიურ მახასიათებელ
ნიშნებს
თუკი
თქვენ ხართ:
1.
მშვიდი
და ცივსისხლიანი
2.
თანმიმდევრული
და საფუძვლიანი საქმეებში
3.
ფრთხილი
და ანგარიშიანი
4.
შეგიძლიათ
ლოდინი
5.
მდუმარე
და არ გიყვართ ლაყბობა
6.
თავშეკავებული
და მომთმენი
7.
მიგყავთ
დაწყებული საქმე ბოლომდე
8.
ფუჭად
არ ფლანგავთ ძალებს
9.
მკაცრად
იცავთ გამომუშავებულ ცხოვრების განრიგს და მუშაობის სისტემას
10. ადვილად უმკლავდებით ლტოლვებს და სურვილებს
11. ნაკლებადმგრძნობიარე ხართ „მოწონების’’ და „გაკიცხვის’’
მიმართ.
12. არ ბრაზდებით,მოთმინებით ეკიდებით თქვენი
მისამართით გამოვლენილ დამცინავ გამონათქვამებს ან ,მიმიკებს და ჟესტებს
13. მუდმივობას ინარჩუნებთ ურთიერთობებში და
ინტერესებში[არ იცვლით მათ]
14. ნელა ერთვებით სამუშაოში და ნელა
გადაერთვებით ერთი სამუშაოდან მეორეზე
15. თანაბრად უდგებით ყველა ადამიანთან
ურთიერთობას
16. გიყვართ აკურატულობა და წესრიგი ყველაფერში
17. ძნელად ეგუებით „ახალ’’ გარემოებას ან
სიტუაციას
18. ფლობთ „თავშეკავებას“.
19. სერიოზულად და გულდასმით უდგებით „გადაწყვეტილების’’
მიღებას
20. ფლობთ,მშვიდ,თანაბარ მეტყველებას, შესვენებებით
,მკვეთრად გამოხატული ემოციების,მიმიკის და ჟესტიკულაციის გარეშე
მაშინ თქვენ ხართ - „ფლეგმატიკი“
თუკი
თქვენ ხართ:
1.
მორცხვი
და გაუბედავი
2.
იბნევით
„ახალ’’ გარემოში
3.
გიჭირთ
კონტაქტის დამყარება უცნობ ადამიანებთან
4.
ხშირად
არ გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების
5.
ადვილად
გადაგაქვთ მარტოობა
6. გრძნობთ დატრგუნულობას და დაბნეულობას წარუმატებლობის დროს
7.
მიდრეკილი
ხართ „საკუთარ თავში ჩაკეტვისაკენ’’
8.
ადვილად
იღლებით
9.
უნებლიედ
ცდილობთ მოერგოთ მოსაუბრის ხასიათს
10. შთაბეჭდილებების ქვეშ ცრემლები გერევათ
11.
ზედმეტად
მგრძნობიარე ხართ სხვათა მიერ „მოწონების’’
ან „გაკიცხვის’’ მიმართ.
12.
,უყენებთ
მაღალ[გადაჭარბებულ] მოთხოვნებს საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს.
13. მიდრეკილი ხართ ეჭვიანობისა და უნდობლობისაკენ
14. ავადმყოფურად მგრძნობიარე და ადვილად
მოწყვლადი ხართ
15. ზედმეტად იცით „წყენა’’
16. ჩაკეტილი
და არაკომუნიკაბელური ხართ,თითქმის არავის უზიარებთ საკუთარ აზრებს.
17. ხარტ ნაკლებად აქტიური და მშიშარა
18. ხართ უსიტყვოდ მორჩილი
19. ცდილობთ
გამოიწვიოთ თანაგრძნობა გარშემო
მყოფებში და მიიღოთ მათგან დახმარება
20. ფლობთ ხმადაბალ მეტყველებას,რომელიც ზოგჯერ
ჩურჩულში გადადის
მაშინ თქვენ ხართ - „მელანქოლიკი’“
.
ტესტის შედეგების
დამუშავება:
თუკი „დადებითი’’ [„+’’] პასუხების რაოდენობა ამა თუ იმ ტიპისთვის იქნება 16-დან-20-მდე ,ეს
ნიშნავს,რომ თქვენ გაქვთ „აშკარად განოხატული ‘’ ნიშნები
მოცემული ტემპერამენტისა .
ხოლო თუკი
ასეთი პასუხების რაოდენობა
აღმოჩნდება 11-დან-15 მდე,ეს იმას ნიშნავს
,რომ მოცემული ტემპერამენტის ნიშნები თქვენ „მნიშვნელოვანი
ოდენობით’’ გაქვთ.
ხოლო თუკი
„დადებითი’’ პასუხების რაოდენობა იქნება 6-დან -10-მდე ,მაშინ მოცემული ტიპის ტემპერამენტის ნიშნები თქვენ
გაქვთ“უმნიშვნელო რაოდენობით’’

Комментарии
Отправить комментарий