"ქცევის'' გარეგანი სტრუქტურა[ ანუ ფორმა ]
სარჩევი:
„ჩვევის’’ მახასიათებელი ნიშნები
ახალი „ჩვევების’’ ფორმირებაში ხელსშემშლელი ან ხელისშემწყობი ფაქტორები
„ქცევის“ გარეგან სტრუქტურას ქმნის პროცესები,
რომლებიც მისი[ქცევის] განხორციელების, ანუ შესრულების ფორმას
განსაზღერავს.
ქცევის
„გარეგანი’’ სტრუქტურის
მთავარ
ერთეულს „მოქმედება“ შეადგენს.
„მოქმედება’’
· „ქცევა“ „მოქმედებებისაგან“ [!] აიგება[შედგება]
ხ
· მოქმედებები მრავალგვარია: დაკვირვება, მოგონება, გაგება, წერა, კითხვა, ლაპარაკი, სიარული, კერვა, მანქანის ტარება, ჩაცმა და სხვა.
· როგორც ამ ჩამონათვალიდან ჩანს, მოქმედება შეიძლება იყოს თეორიულიც (გონებრივი) და პრაქტიკულიც (მოტორული).
· ეს არ არის ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური პროცესების უბრალო ერთობლიობა.
· მოქმედება სრულიად გარკვეული აზრისა და მნიშვნელობის მქონე აქტია.
ასეთად მას ქცევის მოტივი და მიზანი აქცევს;
· მოქმედება ქცევის საბოლოო მიზნის მიღწევის საშუალებაა.
· ამასთან, რაც უფრო ძლიერია მოტივი, რაც უფრო დიდი ღირებულება აქვს ქცევას სუბიქტისთვის, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მასში შემავალი ესა თუ ის მოქმედებაც.
· ამდენად, მოქმედება ყოველთეის ქცევაში და ქცევისთვის არსებობს;
· მოქმედება მხოლოდ ქცევის „საშემსრულებლო მხარის“ ელემენტია
ხ
· ერთი და იგივე ქცევა შეიძლება განსხვავებული მოქმედებებით შესრულდეს.
მაგ. მდინარის მეორე ნაპირზე გადასელა შესაძლებელია ნავით, ცურვით და ფონით.
· პირიქითაც სდება. როცა ერთი და იგივე მოქმედებით სხვადასხვა ქცევები ხორციელდება. მაგ. ადამიანი, რომელიც წერს, შეიძლება ა)თვითონ სწავლობდეს,ან ბ)სხვას ასწავლიდეს, ან გ)მხატვრულ შემოქმედებას ეწეოდეს.
ხ
· ქცევა ზოგჯერ მხოლოდ ერთი მოქმედებით სრულდება.
· მაგრამ შედარებით რთული ადამიანური ქცევები უმეტესად საკმაოდ მრავალრიცსოვან მოქმედებათა წყებისაგან შედგება.
· ამასთან, თითოეული მათგანი, ქცევის გეგმის შესაბამისად, საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე გარკვეული შუალედური მიზნების განსორციელებას ემსასურება.
· მაგალითად, მზარეულის საქმიანობა გულისხმობს მოქმედებათა მთელი რიგის შესრულებას: ესაა ა)შეკვეთის გაცნობა, საჭიროების შემთხვევაში ბ)კერძის დამზადების ტექნოლოგიის დადგენა-დაზუსტება, გ)კერძისთვის საჭირო მასალის დახარისხება, დ)პროდუქტების დამუშავება, ე)სანელებლების დოზირება, ვ)კერძის კონდიციამდე მიყვანა, ზ)დეგუსტირება და თ)თეფშზე განლაგება.
ხ
„ოპერაციები’’
· „მოქმედება“ თავის მხრივ „ოპერაციებად“ იშლება.
· „ოპერაციები“ „ქცევის ფორმის“ უმცირესი ნაწილები, ელემენტებია. ეს ის საშენი მასალაა, რომელსაც სუბიქტი, აქტივობის გარე თუ შიდა პირობების გათვალისწინებით, მოქმედების აგებისას გამოიყენებს.
· მაგალითად, „ჩაცმის მოქმედება“ გულისხმობს გარკვეულ „ოპერაციებს“: ა)სახელოში ხელის გაყოფა, ბ)ღილების შეკვრა და სხეა.
· მაგრამ, იმის მიხედეით, თუ რას ჰკარნახობს სიტუაცია, რა ტანსაცმელს იცვამს ადამიანი, ევროპულს თუ იაპონურ კიმონოს, მოქმედება განსხვავებული „ოპერაციებით“ დაკომპლექტდება.
· მოქმედების „ოპერაციულ შემადგენლობას“ ინდივიდის ფსიქოფიზიკური შესაძლებლობებიც განსაზღვრავს. ვთქვათ, თქვენ გსურთ მონახოთ გარკვეული ადგილი წიგნში და აღმოაჩინეთ, რომ ადრე ჩადებული სანიშნი ამოვარდნილია. თქეენ იძულებული ხდებით, მიმართოთ საჭირო აბზაცის მონახვის სხვა გზას და შეეცდებით, მოიგონოთ გვერდის ნომერი, ხოლო თუ მეხსიერებამ გიმტყუნათ, იწყებთ წიგნის გადაფურცელას.
ხ
· „ოპერაციები“, ისევე როგორც მოქმედებები, ქცევის შესრულების „ტექნიკური მხარის“ მახასიათებლებია.
· ამიტომ ბუნებრივია, რომ მოქმედება შეიძლება გადავიდეს „ოპერაციაში“ და პირიქით.
მაგალითად, დისკუსიის პროცესში თქვენ გაგიჩნდათ აზრი და გამოთქვით ისე, რომ არ გიზრუნიათ მის ფორმაზე.
ესაა მოქმედება, რომელიც სხადასხვა ოპერაციებსაგან შედგება: გონებრივი, სამეტყველო, არტიკულაციური და ა.შ.
მათი ერთობლიობა გარკვეული მოქმედების რეალიზაციას – აზრის გამოთქმას უზრუნველყოფს.
· მაგრამ, დავუშვათ რომ თქვენ ვერ მოახერხეთ უცებ მოგენახსათ საჭირო სიტყვა. იწყება მისი ძიების პროცესი.
ის, რაც მანამდე ოპერაციულ დონეზე სდებოდა (სიტყვის
მოჩახვა); იქცა მოქმედებად.
·
უცხო ენის შესწავლისას ყეელას ჰქონია საქმე საწინააღმდეგო
ვითარებასთანაც:
სწავლის დასაწყისში თითოეულ სიტყვისა თუ ბგერის წარმოთქმა მცირე, მაგრამ მაინც
დამოუკიდებელი მოქმედებაა.
ენის თავისუფალი ფლობის სტადიაზე კი პრაქტიკულად ყველა ფონეტიკური, ლექსიკური
თუ გრამატიკული პრობლემა ოპერაციულ დონეზე წყდება.
ხ
„ჩვევის“ ფსიქოლოგია
·
იმას, რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ „სიმარჯევეს“, „მოხერხებულობას“, „გაწაფულობას“ ,“ოსტატობას’’ – მოქმედება-ოპერაციების მახასიათებლებია.
·
მოქმედებები
და მით უფრო ოპერაციები
ან ცუდად, ან სულაც არ ცნობიერდება.
·
ისინი, არსებითად, „ავტომატურ რეაქციებს“ ან, უფრო ზუსტად, „ჩვევებს“ ემყარება.
ხ
„ჩვევა’’ ცნება
·
ჩვევა ეწოდება „ვარჯიშის შედეგად“
შეძენილ მეტად თუ ნაკლებად ავტომატიზებულ აქტივობას ან პროცესს. [ეს არის „ცვევის’’ ცნების განმარტება,
დაიმახსოვრე]
მოცემულ განსაზღვრებაში
სიტყვა „ვარჯიში’’
უპირველესად იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვევა აქტივობის
„შეძენილი“ ფორმაა და არა „თანდაყოლილი“.
„ავტომატიზებულობა“ იმას ნიშნავს, რომ ჩვევა სწრაფად, ზუსტად
და ადვილად სრულდება და, აგრეთვე იმას, რომ მისი შესრულება
ცნობიერ კონტროლს არ მოითხოვს.
„აქტივობა ან პროცესი“არის როგორც სხეულებრივი, ისე ფსიქიკური,
ამიტომ ჩვევის
ამ სიტყვებით დახასიათება იმაზე მიუთითებს, რომ ჩვევა შეიძლება
იყოს ა)მოტორულიც და ბ)გონებრივიც.
[იგივე ითქმის მოქმედებებსა და ოპერაციებზე, ხოლო ჩვევა სხვა არაფერია, თუ არა მათი არსებობის ფორმა.]
ხ
ყურადღება:
·
ადამიანის თითქმის
ყველა „მოქმედება“ და „ოპერაცია“ „შეძენილია“ და,
როგორც წესი, „ავტომატიზებული“, რაც მათი ჩვევის ფორმით მოცემულობას ნიშნავს.
ჩვენ შეიძლება
ცალკეული, „მარტივი
მოძრაობის“ ჩვევაც გვქონდეს და ისეთი „რთული მოქმედებისაც“, როგორიცაა თვითმფრინავის მართვა ან კომპიუტერის გამოყენება.
·
„ჩვევადქცეული
მოქმედება ან ოპერაცია“ ყოველგვარ ქცევას შეიძლება მოემსახუროს
– მაგ. „კითხვის ჩვევა“ ყველგან ერთნაირად
ფუნქციონირებს: მაშინაც, როცა ადამიანი კითხულობს სასამართლო განაჩენს, სასიყვარულო ბარათს, რომანს, სწავლობს თუ მეცნიერულ
საქმიანობას ეწევა.
„ჩვევის’’ მახასიათებელი ნიშნები
·
„ჩვევადქცეული რაიმე მოქმედებისთვის თუ ოპერაციისთვის“ რამდენიმე მომენტია განსაკუთრებით
დამასასიათებელი:
1. იგი ავტომატურად მიმდინარეობს;
2. საჭიროებისამებრ დროულად აღმოცენდება და სწრაფად მოქმედებს;
3. მინიმალურ შინაგან დაძაბულობასთან
არის დაკავშირებული;
4. თავისუფალია ზედმეტი მოძრაობებისაგან ან გონებრივი აქტივობისაგან;
5. ზუსტია და სტანდარტულ პირობებში უშეცდომო;
6. ქცევაში და ქცევისთვის ფუნქციონირებს;
7. „სხვა
ჩვევებისაგან“ დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება.
ხ
„ჩვევების’’ სახეები
·
იმის მიხედვით, თუ რა ფუნქციონალურ სფეროში გამომუშავდება
ჩვევა, ადამიანის რომელ ფსიქოფიზიკურ ძალებს უკავშირდება იგი, განასხვავებენ ა)მოტორულ (სამოძრაო),
ბ)სენსომოტორულ და გ)გონებრიე (მნემურ, ინტელექტუალურ)
ჩეევებს.
·
სიარული,
მაგალითად, მოტორული ჩვევაა; ტექსტის აკრეფა – სენსომოტორული,
რადგანაც სენსორული და მოტორული სისტემების მჭიდრო კოორდინაციას გულისმობს; ანგარიში – გონებრივი
ჩვევა.
ხ
·
ჩვევები შეიძლება განვასსვავოთ იმის მიხდევითაც, თუ რა სახის აქტივობაში (ქცევაში) შემუშავდა და ფუნქციონირებს.
·
გამოიყოფა საყოფაცხოვრებო-ჰიგიენური
(მაგ. ჩაცმა,ხელების დაბანა ), კულტურულ-ზნეობრივი (მაგ. სალმის მიცემა,ადგილის დათმობა ტრანსპორტში)
და პროფესიულ-შრომითი ( მაგ. ჩაქუჩის
ან კომპიუტერის ხმარება) ჩვევები.
·
საგულისმოა, რომ მოტორული, სენსომოტორული და გონებრივი ჩვევები
შეიძლება კულტურულ-საყოფაცხოვრებო ან პროფესიულ-შრომითი ჩვევების კომპონენტები იყოს.
მაგალითად,
„ტექსტის აკრეფის“ სენსომოტორული
ჩვევა შეიძლება „კომპიუტერთან მუშაობის“ ნაწილად განიხილებოდეს.
ხ
„ჩვევების’’ მნიშვნელობა
·
„ჩვევად
გადაქცეული“, ანუ „ავტომატიზებული'' მოქმედება
თუ ოპერაცია ცნობიერების
მონაწილეობის გარეშე სრულდება.
·
„ცნობიერების“ ასეთი განტვირთვა „პიროვნებას“ ფართოდ გაშლილი აქტივობის შესაძლებლობას
აძლევს.
ჩვენ
რომ ჩვევები
არ გვქონოდა და ყველა მოქმედებას ცნობიერად ვასრულებდეთ, ყოველი მოტორული ან გონებრივი აქტი რომ ცნობიერების კონტროლით მიმდინარეობდეს,
ადამიანი სხვა მიზნებისთვის
ვერ მოიცლიდა.
·
ამრიგად, ჩვევების შემუშავება
დროისა და ენერგიის
უდიდეს ეკონომიას იძლევა.
·
ხოლო, რამდენადაც ჩვევები ადამიანის
ყოვლედღდღიური საქმიანობის თითქმის ყველა სახეშია, ამ „ეკონომიის“ მნიშენელობა განუზომელია.
·
ამავე დროს, ჩვევების
უდიდესი მნიშვნელობა ცოცხალი არსების ცხოვრებაში ისაა, რომ
მათი შეძენა ახალ მოქმედებაოპერაციების ათვისებას,
ანუ „გამოცდილების“ გაფართოება-გამდიდრებას
ნიშნავს.
·
გარდა ამისა, ჩვევის
განმტკიცების კვალობაზე, „ახალშეძენილი“ მოქმედებები და ოპერაციები სულ უფრო ზუსტი, სწრაფი, ადვილად შესასრულებელი და, მაშასადამე,
სრულყოფილი ხდება.
·
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვევათა დაუფლების გარეშე
წარმოუდგენელია რამდენადმე სერიოზული მიღწევები შრომაში, ხელოენებაში, სპორტში და ა.შ.
·
„ჩვევები’’ ადამიანის ცხოვრებისეული
წარმატებების ერთ-ერთი საწინდარია.
·
ხოლო იმ ცხოველებისთვის,
რომელთა „ქცევითი“ რეპერტუარი არ შემოიფარგლება „თანდაყოლილი აქტივობის’’ ფორმებით, ჩვევები, ანუ
„დასწავლილი მოქმედებები“, საზოგადოდ, გარემოსთან შეგუებისა და, საბოლოოდ, გადარჩენის პირობაა (იხ. თავი III).
ხ
„ჩვევის’’ შეძენა
·
ახლა ვნახოთ, როგორ ხორციელდება „ჩვევის შეძენა“.
·
უმთავრესი, უთუოდ, გამეორებაა.
·
რაიმე „ ჩვევის შეთვისების“ პროცესი შესაბამისი
„ მოქმედება-ოპერაციების“ ზოგჯერ საკმაოდ მრავალჯერადი გამეორების
პროცესია.
·
ეს პროცესი , როგორც წესი, ორ პერიოდს გაიელის.
·
პირველ
პერიოდში ინდივიდი ეუფლება
ახალ მოქმედებას ან ოპერაციას.
·
მეორეში
ამ მოქმედებისა თუ ოპერაციის გაუმჯობესებას, დახვეწასა
და განმტკიცებას ახდენს.
·
შესაბამისად, „გამეორებები“ ორ სხვადასხვა რამეს ემსახურება.
·
პირველ ეტაპზე „გარკვეული ალგორითმის
(პროგრამის, ინსტრუქციის) საფუძველზე საჭირო ქმედებათა მონახვას, მათ კოორდინირებას
და გამთლიანებას ერთიან მოქმედებად (ოპერაციად) და ამით მოქმედების შინაგანი მოდელის
გამომუშავებას“.
·
მეორე ეტაპზე – „მონახული მოქმედების
(ოპერაციის) დახვეწას და ავტომატიზმამდე მიყვანას“
·
. მაგალითად, როცა ინდივიდი ველოსიპედის ტარების ჩვევას ითვისებს,
იგი თავდაპირველად გარკვეულ წესებს ეცნობა. შემდეგ ინსტრუქციის შესაბამის მოძრაობათა შესრულებას ცდილობს.
პირველ ხანებში ეს სრულებით არ გამოსდის, მაგრამ თანდათან, განმეორებით მცდელობათა შედეგად, იგი „ნახულობს საჭირო მოქმედებას“, მას „უჩნდება შესაბამის მოძრაობათა
კოორდინაციის შინაგანი გრძნობა“, რის საფუძველზეც ხერხდება ველოსიპედის ტარება.
აქედან
მოყოლებული იწყება მეორე პერიოდი.
პირველი
სწორი მოქმედება ესკიზური ხასიათისაა.
ის მოკლებულია სიმყარეს, სიზუსტესა და გამძლეობას, მოითსოვს დაძაბულობას, განუწყვეტლიე
ყურადღებას, დამძიმებულია ზედმეტი მოძრაობებით, ადვილად ირღეევა.
მეორე
პერიოდის განმეორებათა შედეგად მოქმედებას
ჩამოშორდება ზედმეტი ელემენტები, იგი დაზუსტდება, დაიხვეწება და განმტკიცდება.
ხ
·
ხშირად ამბობენ: ჩვევა ვარჯიშის შედეგად
შეიძინებაო.
·
ეს დებულება არსებითად სწორია, მაგრამ მოითხოვს დაზუსტებას და „გამეორების“
ცნებასთან დაკავშირებას.
·
„ ვარჯიში“ მიზანდასახული
გამეორებაა ჩვევის
შეთვისების მიზნით.
·
ეს, თავის მხრივ ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს რაღაც,
რისი გამეორება შეიძლება.
·
თუ ამოვდივართ იქიდან, რომ ჩვევის შეთვისების პროცესი ორ პერიოდს შეიცაეს,
უნდა ვაღიაროთ, რომ ვარჯიში
მხოლოდ მეორე ფაზას შეიძლება უკავშირდებოდეს.
·
პირველ ფაზაში
საჭირო „მოქმედება’’ ჯერ არაა მონახული და, შესაბამისად, არც არაფერია გასავარჯიშებელი.
·
მეორე პერიოდში უკვე მონახულია ჩვევის პირველი
მონასაზი, რომელიც უნდა დაიხვეწოს და განმტკიცდეს.
·
„ვარჯიში“
ჩვევის „საჭირო კონდიციამდე მიყეანას“ ემსახურება.
·
ასეთი ვარჯიში, რომელსაც „სასწავლო ვარჯიშს“
უწოდებენ, ჩვევის
შეთვისებაზეა მიმართული.
ხ
·
არსებობს სხვა
სახის ვარჯიშიც, რომლის დანიშნულება „ახალი ჩვევის დაფიქსირება“ კი არა, არამედ „უკვე არსებული ჩვევის
შენარჩუნებაა“.
·
მას „მზაობაში ყოფნის“ ან “ფორმაში ყოფნის”
ვარჯიშს უწოდებენ.
·
მაგალითად, ვირტუოზი პიანისტიც კი მუდმივად უკრავს გამებს, ვარჯიშობს.
ცხადია, ამ შემთხვევაში ის არ სწავლობს, არამედ ცდილობს, იყოს სრულ მზადყოფნაში,
კარგ ფორმაში.
·
იგივე ითქმის სხვა საშემსრულებლო, სპორტულ თუ პროფესიულ ჩვევებზე.
ხ
„ჩვევა’’ -სტუაციის შეცვლისას
·
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოქმედება
„ოპერაციებისაგან“ , შედგება.
·
„ჩვევადქცეული
მოქმედება“ „ავტომატიზებული ოპერაციების ჯაჭვი ან
ერთობლიობაა“.
·
ამასთან, ჩვევა[„ჩვევადქცეული მოქმედება’’] არაა „ოპერაციების უბრალო მექანიკური კრებადობა“.
·
ჩვევა, როგორც მოქმედების
არსებობის ფორმა, „მთლიანობითი“
ბუნებისაა.
·
„სიტუაციის შეცელისას“ ინდივიდი იყენებს
ჩვევას როგორც „მთელს“, „ცალკეული
ოპერაციების გამოტოვებით“, ან „სხვა
ოპერაციათა დამატებით’’
.
·
ცხოველიც კი ასერხებს ერთი და იმავე ჩვევის (მოქმედების) „სხვადასხვა
ოპერაციებით განხორციელებას“.
·
დასწავლის ბიპჰევიორისტულ ფსიქოლოგიაში ცნობილია შემდეგი ცდები:
ვირთაგვას ლაბირინთში „სწორი
გზით“ სიარულის მტკიცე ჩეევა ჰქონდა გამომუშავებული, მერე ლაბირინთში
წყალი შეუშვეს. ცხოველმა გზა,
რომელსაც იგი ჩვეულებრივ ფეხებით გაირბენდა, ახლა
ცურვით გაიგნო შეუცდომლად.
ადამიანთან მსგავს მოვლენებს ხშირად ვხედებით. მაგალითად, ცალ ხელში გამომუშაეებული ჩვევა მეორეთი სრულდება და სხვა.
ხ
ახალი „ჩვევების’’ ფორმირებაში ხელსშემშლელი ან ხელისშემწყობი ფაქტორები
·
რომელიმე ჩვევის შემუშავება იმაზეც
არის დამოკიღებული,
თუ რა ჩეევები აქეს უკვე განმტკიცებული ამ ინდივიდს.
·
„ძველი’’ ჩვევები ხელს უწყობენ, ან
ხელს
უშლიან ახალი ჩვევების
ფორმირებას ან შესრულებას.
·
პირველ შემთხვევაში[ხელის შეწყობისას ] ლაპარაკობენ „ჩვევის გადატანაზე’’,
·
მეორე
შემთხვევაში [ხელის შეშლისას] საუბრობენ „ინტერფერენციაზე’’ [ძველი და ახალი ჩვევების ზედდებაზე].
·
„გადატანის“ (ანუ ტრანსპოზიციის, ტრანსფერის) დროს ერთი ჩვევა მეორის ათვისებაზე დადებით გავლენას ახდენს, რამდენადაც მზამზარეული
სახით შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც „გამოსამუშავებელ“ ახალ ჩვევაშიცაა. ამიტომ ჩვევის ფორმირების პროცესში ამ კომპონენტებზე საგანგებო მუშაობა აღარ
ხდება საჭირო, ისინი თითქმის პირდაპირ გადმოდიან ახალ
ჩვევაში.
მაგალითად, ტენისის თამაშის ჩვევა აადვილებს ბადმინტონის დაუფლებას;
ერთი ევროპული ენის შესწავლა, ჩვეულებრივ, ხელს უწყობს სხვა ევროპული ენების
ათვისებას და ა.შ.
ხ
·
„ინტერფერენციისას“ ერთი[„ძველი’’]
ჩვევა
უნებლიეთ ერევა მეორე[„ახალი’’] ჩვევის განსორციელებაში და ხელს უშლის მას.
მაგალითად, თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპოტსმენი, კლასიკურ ჭიდაობაზე გადასვლის
მერე, შერკინების კრიტიკულ მომენტში უნებურად ფეხს გაჰკრავს მოწინააღმდეგეს, ე.ი. აკეთებს
ამ ჩვევითი სისტემისთვის დაუშვებელ მოძრაობას.
ან მეორე
უცხო ენის სწავლის პროცესში ჩვენდაუნებურად წარმოვთქვამთ პირველი უცხო ენის სიტყვას
ან გრამატიკულ ფორმას და ა.შ.
ხ
„ჩვეულება’’
·
ერთი და იგივე მოქმედების
მრავალგზისი გამეორების შემთხეევაში შეიძლება გაჩნდეს ამ მოქმედების შესრულების
მოთხოვნილება.
·
ეს ნიშნავს, რომ ჩვევა „ჩვეულებად“
გადაიქცა.
·
ამის შემდეგ ჩვევა აღარ განიცდება ქცევის უბრალო „ტექნიკურ საშუალებად“, არამედ „დამოუკიდებელ“ „ მოტივაციურ ღირებულებას“ იძენს;
·
მას უჩნ დება „ავტონომიურად ამოქმედების უნარი“ სიტუაციურად, სუბიექტის
სანქციისა და ნებისყოფის გარეშე.
·
„ჩვეულების“
შეზღუდვა[ან აკრძალვა] სუბიექტის
მიერ ყოველთვის უსიამოვნებად
განიცდება.
·
ამრიგად,“ ჩვეულება“ იგივე
„ჩვევაა“, იმ განსხვავებით, რომ თვითონ შეიცავს „დროდადრო აქტუალიზაციისა“ და „გამეორების“ ტენდენციას, რომლის შეფერხება[დაბრკოლება]
ერთგვარი „მოთხოვნილების“ სახით განიცდება.
ხ
·
განასხვავებენ ა)„დადებით“ (სასარგებლო), ბ)“ნეიტრალურ“ და გ)“უარყოფით“ (მავნებელ ან უხერხულ) „ჩვეულებებს“ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად
მისაღებია ესა თუ ის მოქმედება „მოცემული საზოგადოებისთვის“ ან „თვით სუბიექტისთვის“.
·
მაგალითად, ჰიგიენური ან საყოფაცხოვრებო-კულტურული „ჩვეულებები“ (კბილების
ხეხვა) დადებითად მიიჩნევა,
ხოლო სიგარეტის მოწევა – უარყოფითად.
ხ
·
ჩვეულებათა მაგალითებია
ყოველგვარი “ჰობი” (მუსიკა, ცეკვა, მსატვრული ლიტერატურა, კინო, ბაღში მუშაობა, სპორტი
თუ თამაში, კროსვორდების ამოსსნა და სხვა).
ხ
·
ჩვეულებათა აღმოფხვრა ძალზე ძნელია,
ვინაიდან ისინი მტკიცედ არიან ფიქსირებული.
“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”, ასე ამბობენ.
ხ
·
რამდენადაც ჩვეულება, არსებითად, „მოთხოვნილებად ქცეული ჩვევაა“,
მისი „ფსიქოლოგიური
ბუნება“ ქცევის
„საშემსრულებლო“
ასპექტსაც მოიცაეს და „მოტივაციურსაც“
·
. პირველი ასპექტი[„საშემსრულებლო’’] ქცევის „გარეგან“
სტრუქტურას ეხება, მეორე[„მოტივაციური’’] – „შინაგანს“.
ხ

Комментарии
Отправить комментарий