პიროვნება და ჯანმრთელობა

 




·        გავრცელებული შესედულებით, პიროვნული დისპოზიციები’’[პიროვნული ნიშან -თვისებები]  დაკავშირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

·        მართლაც,დღეს  ჯანმრთელობა განიხილება არა მარტო როგორც ავამყოფობის არარსებობა, არამედ როგორც ა)ფიზიოლოგიური, ბ)ფსიქიკური, გ)პიროვნული და დ)სოციალური ფაქტორების გარკვეული კავშირი

·        ეს „ ბიოფსიქოსოციალური მოდელი შედარებით ახალი მიდგომაა ფსიქოლოგიასა და მედიცინაში, თუმცა მისი საფუძვლები აღმოსავლურ კულტურაში უძველესი დროიდან არსებობს.

·        მაგალითად, ძველი ჩინური მედიცინა აღიარებდა ემოციური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს როლს ავადმყოფობის ეტიოლოგიაში.[ ამ ტერმინით აღინიშნება „ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებ და პირობები“]

·        დღეს უკვე აღარ დაეობენ იმაზე. რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები’’ ხშირად  ა)ზრდის დაავადების აღმოცენების რისკს, ბ)ამწვავებს უკვე არსებულ დაავადებებს გ)აძნელებს მათ მკურნალობას.

·        პიროენებასა და ავამყოფობას შორის კავშირის შესასებ ძირითადად ორი მიდგომა არსებობს.

 

პირველი მიდგომის თანამად, გარკვეული პიროვნული მახასიათებლების მქონე ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან სპეციფიკური, ე.წ. ფსიქოსომატური დაავადებებისადმი, როგორიცაა მაგალითად კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ჰიპერტონია, ბრონქული ასთმა, თირეოტოქსიკოზი, რევმატოიდული ართრიტი, წყლულოვანი კოლიტი და ნეიროდერმატიტი.

 

ამ  აავადების გამომწვევ სიქოლოგიურ ფაქტორად ამ შემთხეეეებში უმთაერესად გვეელინება ა)სტრესი, ბ)სტრესთან  გამკლავების უუნარობა და გ)შინაგანი კონფლიქტები სსვადასხვა მოტივაციურ ტენდენციებს შორის (ამ უკანაკნელის შესახებ იხ. თავი X). აგრეთვე დ) სინდისის ქეჯნა (ხშირად არაცნობიერი).

·        მეორე მიდგომის თანასმად, პიროვნული ფაქტორები კი არ „იწვევს’’ ,არამედ ოლოდ ,აძლიერებს” ან „ასუსტებს“ იმ ბიოლოგიურ ფაქტორებს, რომელიც უშუალოდ იწვევენ ავადმყოფობას.

·        ასეთ ავადმყოფობების გამომწვევ  პიროვნული ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ: თვითშეფასება[დაბალი ,ან მაღალი]“, ნევროტიზმი, კონტროლის ლოკუსი და ა.შ.

·        მაგ. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ შიგნით“[ანუ საკუთარი თავისკენ]  მიმართული კონტროლის ლოკუსი, როგორც წესი, ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ასეთი პიროვნებები მეტ ინტერესს იჩენენ ‘’ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და უკეთ აკონტროლებენ მას.

·         კარგ ჯანმრთელობას   უკავშირდება აგრეთვე ისეთი პიროვნული თვისება, როგორიცაა კეთილსინდისიერება, რადგან ასეთი ადამიანები ზუსტად იცავენ სპეციალისტების[მაგ. ექიმების ასევე სხვა სპეციალისტების ]  რჩევებსა და რეკომენდაციებს.

·        მკვლევართა ჯგუფი აიზენკის ხელმძღვანელობით ამტკიცებს, რომ არსებობენ ისეთი პიროვნული ტვისებების’’ მქონე  ტიპები, რომლებიც გაწყობილნი არიან კიბოსა და გულის დაავადებებისადმი.

·         მათ გამოყვეს ასეთი ადამიანების შესაბამისი პიროვნული მახასიათებლები:

 

1 პიროვნული ტიპი, რომელიც მიდრეკილია კიბოსადმი.

 

·        ამ ტიპის ადამიანები განიცდიან სტიმულაციის ნაკლებობას და უმწეობას.

·        ისწრაფვიან მათთვის ღირებული ადამიანისადმი  ან ობიექტსადმი ემოციური სიასლოვისკენ.

·        ასეთი სიახლოვის არარსებობის შემთხვევაში ისინი განიცდიან სასოწარკვეთილებას და ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

·        გარდა ამისა, ამ ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ემოციების დათრგუნვა და ემოციური ექსპრესიულობის დაბალი დონე, ანუ ემოციების სუსტი გამოხატვა.

 

2. პიროენული ტიპი, რომელიც მიდრეკილია გულის დაავადებებისადმი.

 

·        ასეთი ადამიანები გამოირჩევიან მაღალი აგზნებადობით.

·        მათთვის ღირებული   ობიექტი განიხილება როგორც სტრესისა და უარყოფითი ემოციების წყარო.

·        ამავე დროს, ისინი დამოკიდებულნი არიან ამ ობიექტზე და არ შეუძლიათ მისგან გათავისუფლება.

·        ჯანმრთელობაზე პიროვნული ფაქტორის გავლენის კლასიკური მაგალითია გულის იშემიურ დაავადებასა და ე.წ. პიროენების A და B ტიპს შორის არსებული მიმართება.

·        A ტიპს ახასიათებს აწეული აგრესიულობა, შეუპოვრობა, კონკურენტულობა, ბრაზიანობა და მოუთმენლობა.

·        B ტიპი არის წყნარი, დინჯი, გულთბილი და მეგობრული.

·        ზუსტად არის დადგენილი, რომ A ტიპის ადამიანებს აქვთ აშკარად გამოსატული მიდრეკილება იშემიური დაავადებისადმი, მაშინ როდესაც B ტიპის პიროვნებები დაბალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.

X

·        ადამიანი, რომელიც იყენებს ატრიბუციის (ანუ მიზეზის მიწერის) ნეგატიურ სტილს, წარუმატებლობის მიზეზად, როგორც წესი, მიიჩნევს რომელიმე საკუთარ პიროვნულ თვისებას,

·         ხოლო ის, ვინც ატრიბუციის პოზიტიურ სტილს იყენებს, საკუთარ წარუმატებლობას განიხილავს როგორც დროებით უკანდახევას, დათმობას იმის მიმართ, რისი კონტროლიც მას არ შეუძლია.

·        ადამიანის რეაქციის სტილი  მოვლენების ასნის დროს განსაზვრავს მის მოლოდინებს

·         ამიტომაც ატრიბუციის ნეგატიური სტილი დაკავშირებულია მარტოსულობის განცდასთან, დეპრესიასთან, დაბალ თვითშეფასებასთან და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ პესიმისტურ დამოკიდებულებასთან.

·         რატომ არიან ოპტიმისტები უფრო ჯანმრთელები, ვიდრე პესიმისტები?

·        მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ოპტიმისტები მიდრეკილნი არიან ისეთი ქცევისკენ, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

·        პესიმისტები და ოპტიმისტები სტრესულ სიტუაციასთან[პრობლემასთან] შეჯახებისას განსვავებულ სტრატეგიებს ირჩევე.

·        ოპტიმისტები ორიეტირებულები არიან პრობლემაზე და არა საკუთარ ემოციებზე, ე.ი. ოპტიმისტები, პესიმისტებისაგას განსსვავებით, სტრესული სიტუაციებიდან გამოსასელელად აქტიურ მეთოდებს მიმართავენ.

·        გარდა ამისა, ოპტიმისტებს პესიმისტებისაგან განსხვავებული ჩვევები აქეთ.

მაგალითად, ისინი უფრო მეტს ვარჯიშობენ ფიზიკურად და მკაცრად იცავენ ექიმის მიერ შეთავაზებულ რეჟიმს.

·        ჯანმრთელობაზე პოზიტიურად მოქმედებს ე.წ. კეთილდღეობის განცდა, რომლის კომპონენტებია: ა)დამოუკიდებლობა, ბ)სოციალურ გარემოსთან ადეკვატური ურთიერთობა,გ) პიროვნული ზრდა, დ)პოზიტიური ურთიერთობები გარშემომყოფებთან, ე)ცხოვრებისეული მიზნების არსებობა.

·        კეთილდღეობის სუბიექტურ განცდასთან დაკაეშირებული აღმოჩნდა აგრეთვე რამდენიმე პიროვნული ფაქტორი :  ა)“დადებითი თვითშეფასება, ბ)“შიგნით მიმართული კონტროლის ლოკუსი და გ)“ექსტრავერსია.

·         ამის საპირისპიროდ, კაპიტულანტური განწყობა“[დანებებისკენ განწყობა]  სასოწარკვეთილება ზრდის აავადების აღმოცენების საშიშროებას.

·        ეს ესება არა მხოლოდ ქრონიკულ, არამედ  ვირუსულ  დაავადებებსაც კი.

·        ამაზე მეტყველებს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები: მაგალითად, დამარცხებულ არმიებში ბევრად მეტია დიზენტერიის შემთხვევები, საყოველთაო ეპიდემიების დროს ლაჩრები და უიმედოები უფრო შირად ავადდებიან.

·         თანამედროვე კვლევები ადასტურებს ხუთფაქტორიან მოელში წარმოდგენილი პიროენული მახასიათებლების, განსაკუთრებით ექსტრავერსიისა და ნევროტიზმის მკაფიო კავშირს ჯანმრთელობასთან.

·        ეს გამოკელევები აქარწყლებს შეხედულებას ორგანულ დაავადებებში ბიოლოგიური ფაქტორის ერთადერთობის შესახებ, აგრეთვე, საინტერესო პერსპექტივებს სახავს დაავადებათა პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის კუთხით.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები