„თანდაყოლილი“ და „შეძენილი“ პიროვნებაში

 






მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, 

    თუ ბუნებამც არ უშველა?

 

აკაკი წერეთელი „გამზრდელი’’

 

 

 

·        ყოველი პიროვნება უნიკალურია.

·        რა განაპირობებს „პიროვნების ‘’ თავისებურებებს, გენეტიკური თუ გარემოს ფაქტორები,ანუ  ადამიანის ბუნება თუ აღზრდა?

·      სხვადასხვა თეორიაში რომელიმე მათგანია წინ წამოწეული.

·        ფსიქოანალიზი ქცევისა და პიროვნების დეტერმინაციაში[განსაზღვრაში] გადამწყვეტ როლს ბიოლოგიურ-ინსტინქტურ საწყისს ანიჭებს,

 ბიჰევიორიზმი კი  – გარემოსეულ საწყისს.

ხ

·        ამჟამად სულ უფრო იკრებს ძალას. ორმხრივი, ე.წ. „ინტერაქციული“ თვალსაზრისი, რომლის მიხედვით ის, თუ როგორ იმოქმედებს ინდივიდი, განსაზღვრულია მისი „პიროვნული მახასიათებლებისა“ და „გარემოს“ ურთიერთქმედებით.

·        „ინტერაქციული“ თვალსაზრისით პიროვნების „წყობა“, მისი „ინდივიუალური თავისებურებები“ ყალიბდება ა)მემკვიდრეობისა და ბ)გარეგანი ზემოქმედებით შეძენილი მონაცემების საფუძველზე საბოლოოდ, პიროვნების ფორმირებისთვის აუცილებელია ორივე ფაქტორი,

·        თუმცა პიროვნების „ სხვადასხეა  მახასიათებლების“ ჩამოყალიბებაში ამ ფაქტორების[მემკვიდრეობითი და გარემოს ფაქტორების]  მონაწილეობის ხარისხი და ხასიათი სხვადასხვაა.

·        „გენეტიკურ’’[მეკვიდრეობით] ფაქტორებს, როგორც წესი, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ისეთი მახასიათებლებისთვის, როგორიცაა „ინტელექტი“ და „ტემპერამენტი“

    ხოლო სოციალურ  გარემოცვას[ ანუ  სოციალურ გარემოს]  – „ღირებულებების“, „იდეალებისა“ თუ „მრწამსის“ ფორმირებისთვის.

ხ

·        „სოციალური გარემოცვა“ [ანუ „სოციალური გარემო“]  მოიცავს როგორც ა)ადამიანის უშუალო საკონტაქტო წრეს (ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და ა.შ), ისე ბ)სოციალურ კლასს, რომელსაც მიეკუთვნება „ინდივიდი“  თავისი „სოციალური როლებითა’’ და „სოციალური სტატუსით“ , აგრეთვე გ)კულტურა, ეთნოსი[ხალხი], რომელსაც მიეკუთენება ადამიანი თავისი რიტუალებით, რწმენებით, ნორმებით ა.შ.

·        „სოციალური გარემოს“ ყველა ეს ფაქტორი პიროვნებაზე თავისებურად ზემოქმედებს ასაკის, სქესის და სხვა პარამეტრის მიხედვით.

ხ

·         საერთოდ, პიროვნების ფსიქოლოგიის მთავარი პრობლემა იმის გარკვევაა, რა და როგორ მოქმედებს ამა თუ იმ პიროვნული თვისებისა და პიროვნების მთელი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე.

ეს ეხება როგორც „შეძენილსა“ და „გარემოსეულს“, ისე „თანდაყოლილსა“ და „შინაგანს“

·        დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ფსიქოლოგი არ აღიარებდა, რომ პიროვნებას გენეტიკური საფუძველი აქვს.

·        მაგრამ, თანდათან დაგროედა დაკვირვების მასალა, რომელიც მიუთითებდა გენეტიკური [მემკვიდრეობითი,თანდაყოლილი] ფაქტორის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით პიროენების ტემპერამენტის გამოვლინებებთან დაკავშირებით.

·        მართლაც, ზოგიერთი ბავშვი უფრო აქტიურია და უშიშარი, ვიდრე სხვა.

ამ თავისებურებას ინდივიდი „მთელი სიცოცხლის განმავლობაში“ ინარჩუნებს:

·        ადამიანების ერთი ნაწილი მუდამ მომართულია სამოძრაოდ და სამოქმედოდ, მეორე ნაწილს ურჩევნია წყნარად იკითხოს, ან სულაც ჩათვლიმოს;

ერთნი გაბედულები და უშიშარნი არიან, სხვები – მორიდებულები და ფრთხილები.

·        ის გარემოება, რომ აღნიშნული ინდივიდუალური თავისებურებები  ა)თავს იჩენს ადრეულ ასაკში, ბ)დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება  და გ)ნაკლებადაა დამოკიდებული დასწავლაზე[ვარჯიშზე], უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ისინი მიეკუთვნება პიროვნების გენეტიკურად განსაზღვრულ, თანდაყოლილ მახასიათებლებს.

·        ასეთ ვარაუდს ადასტურებს ზუსტი გამოკვლევები, რომლებშიც იზომება „ერთნაირ“ და „განსხვავებულ“ გარემოში გაზრდილი იდენტური (ერთკვერცსუჯრედიანი) ტყუპების პიროვნული ნიშანთვისებები.

·        თუკი გენეტიკური ფაქტორი უპირატეს როლს ასრულებს, მაშინ „სხვადასსვა გარემოში“ გაზრდილი იდენტური ტყუპები ისევე უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს, როგორც „ერთად“ გაზრდილები;

·        და პირიქით, თუკი „აღზრდას“ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა[და რა „გარემოს’’] , მაშინ „სხვადასსვა გარემოში“ გაზრდილი ტყუპების პიროვნული თვისებები მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდეს იმათგან, ვინც „ერთი და იგივე  გარემოში“ გაიზარდა.

·        მრავალრიცხოვანი კვლევები ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ მსგავსებას იდენტურ ტყუპებს შორის, მიუხედავად იმისა, სად აღიზარდნენ ისინი.

·        ამასთან, ეს მსგავსება ეხება „პიროვნული მახასიათებლებების“ უაღრესად ფართო დიაპაზონს – დაწყებული „რეაქციის დროიდან“, დამთავრებული ადამიანის „რელიგიურობით“.

·        სადღეისოდ ეს ფაქტები ეჭვს აღარ იწვევს.

·        მათზე დაყრდნობით პიროვნების ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ „გენეტიკური ფაქტორის“ საერთო წელილი „პიროვნულ ნიშან-თვისებებში“ სულ ცოტა 40%-ის ტოლია.

·        დაახლოებით ამდენივე[ე.ი 40 % ]  მოდის გარემოს ზეგავლენაზე,

·        დანარჩენი  20 % „გაზომვის შეცდომებს“[ცდომილებას]  მიეწერება.

·        როგორც ვხედავთ, ორივე ფაქტორი[ ანუ გენეტიკა და სოციალური გარემო  მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

·        თანამედროვე ფსიქოლოგია უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ საერთოდ არ შეიძლება ლაპარაკი გარემოს ფაქტორზე მემკვიდრეობის გარეშე და მემკვიდრეობაზე – გარემოს გარეშე.

·        ეს ფაქტორები უბრალოდ კი არ ურთიერთზემოქმედებენ, არამედ თავიდანვე ერთმანეთს გულისხმობენ და განაპირობებენ.

·        მაგალითად, მემკვიდრეობა [გენეტიკა] არა მხოლოდ ჰირდაპირ განსაზღვრაეს ზოგიერთ „პიროვნულ თვისებას“, იგი გარკვეულ გავლენას ახდენს იმაზეც, თუ „რა გარემოში“ წარიმართება პიროვნების ფორმირების პროცესი.

·        „წყნარი, მოსიყვარულე ჩვილი“  მის მშობლებში[მის უახლოეს გარემოცვაში]  საგრძნობლად განსხვავებულ რეაქციას იწვევს, ვიდრე „ფიცხი“ ან „გულჩათხრობილი“.

·         ასევე, „ჩუმ“ და „პასიურ“ ბავშვზე ოჯახი და სკოლა[გარემო]  სრულიად განსხვავებულად რეაგირებს და, მაშასადამე, სხვადასხვაგვარ გარემოს უქმნის.

·        უფრო მეტიც, „აგრესიული ბავშვი“ თავიდანვე მიილტვის ამაგზნებელი გარემოსკენ.

·        ამ აზრით, მართებულია გამონათქვამი, რომ ადამიანები თავად ქმნიან თავიანთ გარემოს.

ხ

·        ფსიქოლოგია არა მხოლოდ იმას შეისწავლის, თუ რა წვლილი შეაქვს გენეტიკურ და გარემოსეულ ფაქტორს ამა თუ იმ თ;ვეისების ჩამოყალიბებაში, არამედ ამუშავებს ამ ფაქტორების ურთიერთზემოქმედების მექანიზმის გააზრების თეორიულ მოდელებს;

·        მაგალითად, შემოტანილია „რეაქციის დიაპაზონის“ ცნება.

·        მისი არსი ისაა, რომ მემკვიდრეობა ადგენს პიროვნული თვისების განვითარების დიაპაზონს, რომლის ფარგლებშიც „ამ თვისების ფორმირების კონკრეტულ თავისებურებას“ გარემო განსაზღვრავს.

·         სხეაგვარად რომ ვთქვათ, მემკვიდრეობა[გენეტიკა]  გვაჯილდოვებს უნარებით, რომელთაც „სოციალური გარემოცვა“ და მთლიანად კულტურა ან ჩამოაყალიბებს და განამტკიცებს, ან დათრგუნაეს და სულაც მოსპობს.

·        მაგალითად, მემკვიდრეობა შემოსაზღვრავს ინდივიდის „მუსიკალური“ ან „მათემატიკური“ უნარების[ნიჭის]  ფარგლებს, ხოლო გარემო, ამ ფარგლებში განაპირობებს ამ „უნართა“[ნიჭთა]  განეითარების კონკრეტულ დონესა და ფორმას.

ხ

·        ზოგადი კანონზომიერება ასეთია:

რაც უფრო ძლიერი და გამოკვეთილია „თანდაყოლილი მიდრეკილება“, მით უფრო ნაკლებმნიშენელოვანია „გარემოს ზეგავლენა მისი განვითარებისთვის“.

და პირიქითაც:

თუკი ბავშეს არა აქვს „არცერთი თანდაყოლილი ძლიერ გამოკვეთილი მიდრეკილება“, მაშინ მის განვითარებაში „გარემოს ზეგავლენა იქნება გადამწყეეტი“ და ის „გარემოს შესაბამის“ ადამიანად ჩამოყალიბდება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები