რომელია ქორწინების ყველაზე რთული წელი
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ქორწინების პირველი წლები შეიძლება ყველაზე რთული იყოს.
ქორწინებაში უნივერსალური „სახიფათო წელი“ არ არსებობს, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ურთიერთობები სერიოზულ განსაცდელებს განიცდის.
ქორწინების პირველი წელი შეიძლება რთული იყოს ტვინში ნეიროქიმიური მხარდაჭერის ბუნებრივი შემცირების გამო.
ურთიერთობის დასაწყისში დოფამინი და ოქსიტოცინი აფერხებს კრიტიკულ აზროვნებას, მაგრამ წლის ბოლოს ქიმია ნორმალიზდება და პარტნიორები პირველად ხვდებიან ერთმანეთს იდეალიზაციის გარეშე, რამაც ზოგჯერ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს.
კვლევები ადასტურებს, რომ ქორწინების პირველ წლებში განქორწინების ყველაზე მაღალი რისკია, მაგრამ ეს არ არის განპირობებული მათი ობიექტური სიმძიმით, არამედ იმიტომ, რომ ისინი პირველი წლებია.
პირველი შვილის დაბადება წყვილისთვის ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველი პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს.
49 კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ქორწინებით კმაყოფილება ორივე მშობლისთვის მცირდება და შეიძლება არ აღდგეს ბავშვის დაბადებიდან მეორე წელსაც კი.
ძილის ქრონიკული უკმარისობა ამცირებს ტვინის იმ რეგიონების აქტივობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანაგრძნობაზე.
ამასთან იზრდება სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონე, ხოლო ოქსიტოცინი გადამისამართებულია ბავშვთან მიჯაჭვულობისკენ, რაც პარტნიორებს ართმევს ერთმანეთის მხარდაჭერის რესურსებს.
ხ
რაც შეეხება ე.წ. "შვიდი წლის" კრიზისს, ეს ეტაპი ხშირად ემთხვევა ყოფითი სტრესის პიკს და რომანტიკისთვის მინიმალურ დროს.
კლვევის 165 000-ზე მეტი მონაწილის მონაცემების მეტაანალიზმა აჩვენა, რომ "ურთიერთობით კმაყოფილება" პირველი ათი წლის განმავლობაში მცირდება, დაახლოებით ამ დროს აღწევს მინიმუმს და შემდეგ კვლავ იზრდება იმ წყვილებში, რომლებმაც შეინარჩუნეს ოჯახი.
ე.წ. "შვიდი წლის" კრიზისი "ურთიერთობის კრიზისი" კი არა, არამედ "რესურსების კრიზისია."[ანუ მატერიალური კრიზისი]
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
.jpg)
Комментарии
Отправить комментарий