რა უნდა იცოდე ლექსის ანალიზი[გარჩევა] რომ შეძლო
სარჩევი:
ლექსის ანალიზის დასაწერად საჭიროა იცოდე რას ნიშნავს
შემდეგი ტერმინები[ანუ ცნებები] :
1 „ლირიკა’’[ლირიკული
ლექსი]
ლირიკა არის პოეზიის გვარი[ერთ-ერთი
სახე], რომელშიც უშუალოდ არის გადმოცემული ავტორის პირადი მისწრაფება, განცდა, შთაბეჭდილება, რასაც იგი იღებს ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენისაგან.
·
მწერლის მიერ პირადი განცდების უშუალო გამოხატვის მაგალითები ეპოსში და დრამაშიც გვხვდება,
მაგრამ “ლირიკული ადგილი” ეპოსში და დრამაში გამოსახვის ძირითადი საგნის
ან საშუალების მხოლოდ „შემადგენელი ნაწილია“ (ანუ ელემენტია).
თვით სიტყვა „ლირიკა” წარმოდგება სამუსიკო იარაღის სახელისაგან, რასაც ლირა ეწოდება.
·
ლირიკა პოეზიის ერთ–ერთ გვარს იმიტომ უწოდეს, რომ ასეთი სახის ნიმუშებს
ძველ საბერძნეთში „ლირაზე ‘’ამღერებდნენ.
ხ
ლირიკულ ნაწარმოებში პოეტი გამოხატავს ა)თავის შინაგან სამყაროს, ბ)თავის პირად განცდებს, გ)თავის სურვილს, დ)მისწრაფებას, ე)აღტაცებას,ვ) სევდას, ზ)სიხარულს და ა.შ.
ხ
ლირიკული ლექსების მაგალითები :
ავიღოთ სანიმუშოდ აკაკის ცნობილი ლექსი „გაზაფხული”:
„დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა,
„გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი ჩამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ,
ახლოს არის მომავალი!
მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა,
დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: ტია, ტიას!”
·
ლირიკული ნაწარმოებისათვის ავტორის ისეთი განწყობილების გამოხატვაა მნიშვნელოვანი,
რომელიც არა მარტო თვით ავტორს, არამედ მასთან ერთად სხვა ადამიანებსაც ახასიათებს;
სიხარული და აღტაცება, რომელიც გამოხატა აკაკი წერეთელმა „გაზაფხულში”,
ავტორთან ერთად, დამახასიათებელი იყო სხვა მოწინავე ადამიანებისათვისაც,
რომლებიც თვითმპყრობელური რუსეთის დახავსებული
საზოგადოებრივ–პოლიტიკური წყობილების დამხობაზე ოცნებობდნენ.
·
ლირიკული ნაწარმოები უფრო ხშირად გამოხატავს ავტორის მღელვარე გრძნობას.
მაგრამ დაძაბული მღელვარება,როგორც
წესი, დიდხანს ვერ გრძელდება და
ლირიკული ნაწარმოების „თემა“, ჩვეულებრივ, ავტორის „წუთიერი განცდაა’’.
ამიტომ, ლირიკული ნაწარმოები, ხშირად, მცირე მოცულობისაა
(შეიძლება დაიწეროს დიდი მოცულობის ლირიკული ნაწარმოებიც,
მაგალითად – ლირიკული პოემა. მაგრამ ეს იშვიათად ხდება),
უმთავრესად ლირიკული განცდები მცირე ზომის ლექსის საშუალებით სახიერდება.
·
ლირიკული ნაწარმოების თემატიკა მდიდარია.
ცხოვრებაში უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანის „სულიერი მღელვარება“
გამოიწვიოს. ყველაფერი ის, რაც წარმოშობს პოეტის მღელვარებას, რაც შეიძლება გახდეს
მიზეზი მისი სევდისა თუ აღტაცების გამოწვევის, შესაძლებელია ლირიკული ნაწარმოების
თემად იქნეს გამოყენებული.
ლირიკული ნაწარმოების ყველაზე უფრო გავრცელებული თემებია:
·
1. ბუნება. -ბუნების თავისებურება, დღე და ღამე, მწუხრი თუ დილა, ზამთარი თუ ზაფხული,
კამკამა ზეცა თუ სეტყვა–ქუხილი ადამიანში იწვევს სხვადასხვა შთაბეჭდილებას.
ბუნების თავისებურებასთან დაკავშირებით ხშირად აღეძვრება მწერალს
მისთვის რთული ფილოსოფიური საკითხები: ფიქრები ადამიანის დასაბამის, მისი ბუნების,
მისი დანიშნულებისა და მისი მომავლის შესახებ
(გაიხსენე ნ. ბარათაშვილი – „ფიქრნი მტკვრის პირას”, „შემოღამება მთაწმონდაზედ” და სხვ.);
·
2. სიყვარული.
(„გახსოვს, ტურფავ” – ი. ჭავჭავაძის, „მერი” – გ. ტაბიძის,
„შენ გეტრფი მარად” – გ. ვოლსკის,
„რა კარგი ხარ, რა კარგი” , „დამიბრუნდი, დამიბრუნდი” – ი. გრიშაშვილის და სხვ).
სატრფიალო ლირიკაში გამოხატულია სიყვარულის ობიექტით აღტაცება, განშორება,
სევდა, სატრფოს სიახლოვის და თანაგრძნობის სურვილი, იჭვი და სხვა;
·
3. საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრება და სხვა.
რევოლუცია და ბრძოლა („ხანჯალს” – ა. წერეთლის,
„დროშები ჩქარა” – გ. ტაბიძის და სხვ);
4.პატრიოტიზმი და ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა
(„ელეგია”; „მესმის, მესმის” – ი. ჭავჭავაძის,
„თავო ჩემო”, „სულიკო”, „აღმართ–აღმართ”, „მუხამბაზი” – ა. წერეთლის,
„დაბრუნება” – გ. ტაბიძის,
„სამშობლოს ნანგრევებში” – ი. გრიშაშვილის)
ხხხხხხხხხხხ
2.“ლირიკული გმირი“
„ლირიკული გმირი ‘’ არის
-მოქმედი პირი ლექსში
ხხხხხხხხ
3. “ციტატა-არგუმენტი”
არგუმენტი [ლათ. argumentum – მტკიცება] არის საბუთი, რომელიც მოჰყავთ რისამე დასამტკიცებლად;
„ციტატა-არგუმენტი’’ არის - ამონარიდი ტექსტიდან , შენს თხზულებაში გამოთქმული აზრის დასამტკიცებლად
4.
ნაწარმოების “თემა’’
თემა არის: საკითხი, მოვლენა, რის შესახებაც არის ნაწარმოებში ლაპარაკი.
(„თემა” ბერძნულად სიტყვა–სიტყვით ნიშნავს საკითხს, საგანს, ფუძეს, საძირკველს).
მაგ: აკაკის „ჩონგურში” ლაპარაკია პოეზიის დანიშნულების შესახებ.
მაშასადამე, აკაკის „ჩონგურის” თემა პოეზიის დანიშნულებაა.
ამავე საკითხის შესახებ ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძე ლექსში „პოეტი” და
ამ ლექსის თემაც იგივეა, რაც „ჩონგურის” – „პოეზიის დანიშნულება’’.
თუ ავიღებთ რომელიმე დიდტანიან მხატვრულ ნაწარმოებს და დავაკვირდებით მის შინაარსს,
ვნახავთ, რომ მასში მრავალი სხვადასხვა ხასიათის მოვლენაა აღწერილი.
მაგ: „კაკო ყაჩაღში” ი. ჭავჭავაძე გვიხატავს საღამოს სურათს, ლაპარაკობს ზაქროს ბავშვობის
შესახებ, აგვიწერს ზაქროს მამის გაროზგვას, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან და სხვა,
მაგრამ ეს ეპიზოდები მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ ავტორმა უფრო ნათლად
დაგვიხატოს პოემის მთავარი საგანი[მთავარი
თემა] – ბატონყმური ურთიერთობა.
შესაბამისად, ილიას „კაკო ყაჩაღის“ თემა „ბატონყმობაა“.
„ვეფხისტყაოსანში” მოთხრობილია ავთანდილისა და თინათინის, ტარიელისა და
ნესტან–დარეჯანის, ფრიდონის ამბები, ქაჯეთის ციხის აღება და სხვ მაგრამ ავტორი
მათ შესახებ მოგვითხრობს მხოლოდ იმ მიზნით, რათა დაგვიხატოს თავისი აზრი
ადამიანთა კავშირის ძალის, ერთობის მნიშვნელობის შესახებ, ე.ი. მთავარი მოვლენა,
რის შესახებაც ლაპარაკობს რუსთაველი ზემოჩამოთვლილ „ამბავთა” საშუალებით,
– ადამიანთა სოლიდარობის, ხალხთა ერთობის მნიშვნელობაა
(ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი ერთობლივი ძალით აღწევენ მიზანს –
ათავისუფლებენ ნესტან–დარეჯანს).
დაიმახსოვრე :ხშირად თემა ლიტერატურული ნაწარმოების სათაურის სახითაა მოცემული:
მაგ, „ბედი ქართლისა”, „სული ობოლი” (ნ. ბარათაშვილი),
„რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?” (ი. ჭავჭავაძე),
„ჯანყი გურიაში” (ე. ნინოშვილი),
„გამზრდელი” (აკაკი წერეთელი),
„ეპოქა” (გ. ტაბიძე) და სხვ.
5 .“ქვეთემა“
ეპიზოდი არის: მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ქვეთემაა განვითარებული, სადაც აღწერილია მომხდარი ამბის „ცალკეული შემთხვევა“.
ხ
მთავარი თემის განვითარების მიზნით მხატვრული ნაწარმოები დაყოფილია ცალკეულ ნაწილებად[ეპიზოდებად/თავებად/
სტროფებად ] და თითოეულ მათგანში განვითარებულია მთავარ იდეაზე[მთავარ თემაზე] დამოკიდებული[ან დაკავშირებული] ქვეთემები.
ხ
მაგ მოთხრობა „პალიასტომის ტბის” ქვეთემებია:
1. ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა გურული გლეხისათვის და პალიასტომის ტბა;
2. დავა ტყის შესახებ;
3. ფოთისაკენ ტივის დაცურება;
4. ივანეს და ნიკოს დაღუპვა;
თითოეული ზემოაღნიშნული ქვეთემათაგანი მოთხრობის თემატიკის აუცილებელი ელემენტია, რადგან მათი საშუალებით ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის მიზეზი, გარემო და პირობა, რაც იწვევს მამა–შვილის დაღუპვას.
მხატვრული ნაწარმოების გეგმა წარმოადგენს ქვეთემების დაწყობას– დალაგებას შესაფერისი თანმიმდევრობით.
ზოგი ავტორი თვითონვე უკეთებს ქვესათაურებს თავის ნაწარმოებს და ზოგჯერ თვითონვე ჩამოთვლის ნაწარმოების ქვეთემებს სარჩევის სახით.
მაგ. „ვეფხისტყაოსანი” 64 ნაწილად არის დაყოფილი.
„ბედი ქართლისა” ორი კარისაგან, ე.ი. ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება.
მასში ორი მთავარი ეპიზოდია. პირველი გადმოგვცემს კრწანისის ბრძოლას, მეორე კი პოლიტიკური ორიენტაციის ძიებას მტრის შემოსევის შედეგად შექმნილ მდგომარეობაში.
ვაჟა–ფშაველას პოემა „ბახტრიონი” შემდეგი ეპიზოდებისაგან შედგება:
პირველ თავში ავტორი გვიხატავს ბუნების სურათს.
მეორე თავიდან ვიგებთ, რომ ხატობის დღეს სანათა მარტო მისულა სალოცავთან, რათა აღასრულოს მამაკაცური მოვალეობა–ხატს შესწიროს საკლავი, რადგან მტრის შემოსევის მიზეზით მთელ სოფელში არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩენილა.
ამას მოსდევს ეპიზოდი, რომელშიც კვირია ატყობინებს სანათას, რომ იგი თუშებმა გამოგზავნეს ლაშქრის მოსაგროვებლად მტრის განდევნის მიზნით.
შემდეგ ეპიზოდში აღწერილია ფშავ– ხევსურთა ერთობლივი ლაშქრობის სურათი. ლაშქარი ლაშარის ჯვრისაკენ მიემართება დასალოცად და რჩევის საკითხავად.
ლაშარის ჯვარი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ამხედრებულებს და თვითვე ჰპირდება წინამძღოლობას.
ამის შემდეგ აღწერილია ლაშქრის ღრეობა, კვირიას სიზმარი
ვეშაპის დამარცხებისა და მასთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ.
მას მოსდევს ლელას გამოჩენა ბანაკში და ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი. ლაშქრის უარი ლელას თან წაყვანაზე და კვირიასა და ლელას შეთანხმება მტრის ბანაკში შეპარვასა და
თავისიანებისათვის ციხის კარის გაღების შესახებ.
მომდევნო ეპიზოდში საომრად მიმავალ ლაშქარს ეჩვენება, რომ თითქოს წინ მიუძღვის ლაშარის ჯვარი.
შემდეგ ეპიზოდებში აღწერილია ფშავ–ხევსურთა ლაშქრის შეერთება
თუშების ლაშქართან, ბახტრიონის აღება და ლაშქრობის გმირების ბედი.
6. „მოტივი“
მოტივი არის: მოვლენის, მოქმედების, პერსონაჟის საქციელის გამომწვევი მიზეზი
(ლათ. movere„მოტივი” ლათინურად ნიშნავს მოძრაობას).
·
მხატვრული ნაწარმოების რომელიღაც ეპიზოდი გვეხმარება სხვა ეპიზოდებში ასახული მოვლენების ახსნასა და მთავარი იდეის გამოვლენაში.
მისი (ასეთი ეპიზოდის) საშუალებით მხატვრულ ნაწარმოებში ასახული მოვლენები გვეხატება ერთმანეთთან კავშირ–ურთიერთობაში.
ამ ჯაჭვში ერთი მოვლენა წარმოიშობა როგორც შედეგი სხვა მოვლენისა და ეს შედეგი თვითონ იქცევა სხვა, მისი მომდევნო მოვლენის მიზეზად.
·
ლიტერატურულ ნაწარმოებში მოტივი, ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე წინადადებისგან შედგება.
მასში გამოხატულია ისეთი ხასიათის მოვლენები ან პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს
ა) მხატვრული ნაწარმოების შინაარსის განვითარებაზე,
ბ) მოქმედ პირთა ურთიერთობაზე და, საერთოდ,
გ)მათ განწყობილებაზე, მოქმედების გეგმაზე და სხვ.
ხ
·
მოტივები ნაწარმოებში გამოხატულ მოვლენებს ერთიმეორესთან მიზეზობრივად აკავშირებენ.
ხ
·
„კაკო ყაჩაღში” ზაქროს მამის ციებით დაავადება იწვევს მამის წასვლას ბატონთან, ბატონის უსამართლო და უხეში უარი იწვევს ყმის მიერ ბატონის უსამართლობის მხილებას,
მხილება– ბატონისაგან ჩიბუხის ტარით ცემას, ეს უკანასკნელი – გლეხისაგან ხელის შებრუნებას, ხელის შებრუნება – ყმის გაროზგვას და მოკვლას, ყმის მოკვლა კი შვილის მიერ შურისძიებას, ბატონის მოკვლას და ყაჩაღად გავარდნას. აქ ჩამოთვლილი ადგილები „კაკო ყაჩაღის” მოტივებია.
·
„გოგია უიშვილში” სოფლად ფირალების გამოჩენა მოტივი აღმოჩნდება იმისათვის, რომ სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენონ. ეგზეკუციის ჩაყენება იწვევს ზედმეტი გადასახადის გაწერას,
რომელიც ახალ წლამდე უნდა გადაიხადონ. გოგიას სიღარიბე მოტივია იმისა, რომ ის დანიშნულ ვადამდე გადასახადს ვერ იხდის.
გადაუხდელობა იწვევს გოგიას დარბევას, დარბევა – გოგიას ფიზიკურ წინააღმდეგობას, წინააღმდეგობა მისი დაპატიმრების გამო – დატუქსვას,
უსამართლოდ დატუქსვა – გოგიას საჯარო პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს პროტესტი – გოგიას საჯაროდ გაწკეპვლას, გაწკეპვლა – შეურაცხყოფას, შეურაცხყოფის გრძნობა – გოგიას თვითმკვლელობას.
·
„ვეფხისტყაოსანში” როსტევანის სიბერე და მემკვიდრე ვაჟის უყოლობა იწვევს თინათინის გამეფებას,
გამეფება – ნადიმობას,
ნადიმობის დროს მეფის მოწყენა – სანაძლეოს დადებას როსტევანსა და ავთანდილს შორის. ეს უკანასკნელი იწვევს ნადირობას,
ნადირობა უცხო მოყმის ნახვას და მისი ახლოს გაცნობით დაინტერესებას,
უკანასკნელი – ავთანდილისაგან ტარიელის ძებნას და მასთან შეხვედრას. შეხვედრა და ტარიელის ამბის მოსმენა – ტარიელისადმი ავთანდილის ღრმა თანაგრძნობას და
ნესტანის მონახვის გადაწყვეტილებას, უკანასკნელი მიზანდასახულობა კი – ავთანდილის, ფრიდონის და სხვა გმირების მიერ ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებას.
ხ
დაიმახსოვრე :
·
ლირიკული ლექსის
მოტივი არის ის გარემოება და მოვლენა ან პირობები,
რომლებმაც გავლენა მოახდინეს ავტორის განწყობაზე
ხ
“ტროპი“
·
ტროპი არის -მწერლის მიერ გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვები და გამოთქმები.
·
ზოგიერთი სიტყვა, ფრაზა გამოთქმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგება,
ზოგჯერ კი ზემოაღნიშნულს (სიტყვას, ფრაზას, გამოთქმას) გადატანითი მნიშვნელობა აქვს.
„ტროპი” ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი გაგებით შემოვლას, ე.ი. გადაკრულად რამეს თქმას ნიშნავს. ყოველდღიურ მეტყველებაშიც ხშირად ვხვდებით გადატანითი მნიშვნელობით ნახმარ სიტყვებს და
ზოგჯერ გამოთქმებს:
მაგ.ღვინით გალეშილ კაცზე ამბობენ – „უწვიმიაო”,
პუდრით შეთითხნილ ქალზე ამბობენ – „უთოვიაო”
·
„რუსუდანიანში” არის ერთი ადგილი, რომელიც გვიხატავს ხელმწიფის დატირებას:
„იყო დიდი ზრუნვა და ტირილი. გრგვინავდნენ ვითა ცა და დუღდნენ ვითა ქვაბი”.
აქ ქვაბის დუღილი არ შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, რადგან
პირდაპირი მნიშვნელობით გაგების დროს ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ქვაბი და
მასში მოთავსებული სხეულის, წყლის, საჭმლის და სხვა სხეულის დუღილის
დამახასიათებელი ფიზიკური მოვლენა.
1. „ეპითეტი’’
ეპითეტი არის: მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგანს ან მოვლენას და ხაზს უსვამს
მის დამახასიათებელ თვისებას.
ხ
იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ მივიჩნიოთ ეპითეტად,
ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ ა) „მხატვრული განსაზღვრება’’ და ბ)“ლოგიკური განსაზღვრება“.
მაგ.წინადადებაში „სკოლა დავამთავრე”, არ არის განსაზღვრული კერძოდ რომელი სკოლა
დავამთავრე, ხოლო წინადადებაში „საშუალო სკოლა დავამთავრე”, უკვე განსაზღვრულია,
დაკონკრეტებულია სკოლის ტიპი.
ამ მაგალითში სიტყვა „საშუალო” ლოგიკური (ანუ აზრობრივი) განსაზღვრებაა.
გამოთქმებში „ნაზი ია”, „მოციმციმე ვარსკვლავი” , „შავი ყორანი”, „ანკარა წყარო” –
ხაზგასმული სიტყვები მსაზღვრელები არიან, მაგრამ პირველი განსაზღვრება
(„საშუალო”) ლოგიკური(აზრობრივი) განსაზღვრებაა.
მეორე ჯგუფის განსაზღვრება კი არ არის ლოგიკური.
მათი გამოყენება არ არის აუცილებელი აზრის გასაგებად, რადგანაც ია რომ ნაზია,
ვარსკვლავი რომ მოციმციმეა, წყარო რომ ანკარაა (წმინდაა), ყორანი რომ შავია,
ჩვენთვის ეს ისედაც გასაგებია.
უკანასკნელი ჯგუფის მსაზღვრელი სიტყვები უფრო „მხატვრულად გვისახავენ საგნებს და
აძლიერებენ შთაბეჭდილებას“.
ასეთ განსაზღვრებას მხატვრული განსაზღვრება ანუ ეპითეტი ეწოდება.
ეპითეტი
არის მხატვრული
განსაზღვრება არსებითი სახელის
ხ
მეტაფორული ეპითეტები!!
ხშირად გვხვდება ისეთი მხატვრული განსაზღვრებაც, რომელიც ერთსა და იმავე დროს
ეპითეტიც არის და მეტაფორაც.
მხატვრულ ეპითეტ–მეტაფორას მეტაფორული ეპითეტი ეწოდება.
მეტაფორული ეპითეტის ნიმუშებია –
მოალერსე ნიავი (ნიავს არ ახასიათებს სულიერი საგნის თვისებები),
„მხიარული გაზაფხული”, „ანთებული გული”, „ჭაღარა თბილისი”,
„თეთრწვერა ზამთარი” და ა.შ.
ხ
„მუდმივი“ ეპითეტები
·
ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვასთან მუდმივად ხმარობენ ერთსა და იმავე ეპითეტს.
როგორიცაა, მაგალითად, „კუდა–მელია”, „ტრიალი მინდორი” – ასეთ ეპითეტებს
მუდმივ ეპითეტებს უწოდებენ.
ხ
ეპითეტების წარმოება
·
ეპითეტებად ძირითადად ზედსართავ სახელებს მოიხმარენ, მაგრამ ასევე გვხვდება
მიმღეობისაგან (ანუ ზმნებისგან)(„მოალერსე ნიავი” , „მოდუდუნე მტკვარი”) ან
არსებითი სახელისაგან („მხეცი ბატონი”, „ცეცხლის ხმები”) წარმოშობილი ეპითეტებიც.
ხ
2.. „შედარება“
·
„შედარება“-ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით
ერთი საგანი ან მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო ნაცნობ მოვლენასთან.
·
იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების მეორე საგანზე გადატანა
მეტაფორის შემდეგ ყველაზე უფრო მკვეთრად შედარებაში ხორციელდება.
„მალია, როგორც ხირიმის ტყვია
და ტყვიასავით დაუნდობელი”(ი. ჭავჭავაძე).
·
ამ შედარებაში მინიმუმ ორი წევრია (დასაშვებია მეტიც), ერთი მთავარია,
მეორეს კი დამხმარე მნიშვნელობა აქვს.
დამხმარე მნიშვნელობა აქვს შედარების მეორე წევრს – „ხირიმის ტყვიას”
და პერსონაჟის ბუნების შედარებით ხირიმის ტყვიასთან ხორციელდება
ტყვიის თვისებების გადატანა კაკოს ბუნებაზე.
·
შედარება ორგვარი ხასიათისაა: პირდაპირი და მხატვრული
·
ზოგჯერ შედარების გამომხატველი ფრაზის შინაარსი
ჩვენ გვესმის პირდაპირი მნიშვნელობით – შავი ზღვის საშუალო ტემპერატურა ბათუმში
ისეთივეა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისა სიცილიის ნაპირებთან;
ჭოროხის ხეობა დარიალივით ვიწროა; „ელმავლის სიჩქარე აღმართში ისეთივეა,
როგორც დაღმართში” და სხვ.
დაიმახსოვრე: პირდაპირი შედარება არ ახასიათებს მხატვრულ ენას.
·
მხატვრული შედარების დროს ორი სხვადასხვა მოვლენა შეფარდებულია ერთიმეორესთან
არა სრული მსგავსების, არამედ ერთ–ერთი რომელიმე ნიშნის მსგავსების ნიდაგზე
მოვლენის მხატვრულად გამოსახვის მიზნით. მაგ:
„პავლია მამასახლისი
მაღალია ხესავითა,
ბოქაულს რომ დაინახავს
მაშინ წავა თხლესავითა”
·
პავლია მამასახლისის სიმაღლის ზუსტად გათვალისწინება ხის სიმაღლესთან შედარების
საშუალებით შეუძლებელია, რადგან თვით ხეები სხვადასხვა სიმაღლისა არიან და
არ ვიცით ზუსტად – როგორი სიმაღლის ხეზეა ლაპარაკი.
სამაგიეროდ, ხის საერთო წარმოდგენა ჩვენში ზემოაღნიშნული სიტყვის წაკითხვისთანავე
აღძრავს სიმაღლის შთაბეჭდილებას.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: პავლია მაღალია.
შეგვიძლია ასეც გამოვთქვათ: პავლია ხესავით მაღალია.
ცხადია, უკანასკნელი ფრაზა, რომელშიც პავლიას სიმაღლე ხის სიმაღლესთან არის
შედარებული, თუმცა არა სიზუსტით, არა პირდაპირი გაგებით, გამოხატავს პავლიას თვისებას,
მაგრამ იგი უფრო ნათლად, უფრო თვალსაჩინოდ ახასიათებს მოვლენას და
იწვევს გაცილებით მდიდარ შთაბეჭდილებას, ვიდრე შედარების გამოუყენებლობის დროს.
·
აი, რა ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს, რა თანაგრძნობისა და პატივისცემის
გრძნობას აღძრავს მკითხველში ტარიელ გოლუას მიმართ ავტორი მხატვრული შედარების
გამოყენების გზით:
·
„ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის, როგორც დროის ქარიშხლით
ტოტებ–შემომსხვრეული, აქა–იქ კანდაკორძებული,
მაგრამ ფესვებმაგარი და ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე
ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”
შედარების წარმოება:
·
შედარებისათვის აუცილებელია ორი მოვლენა:
რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ.
·
უმეტეს შემთხვევაში, წინადადებაში, ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდებიან
გრამატიკული კავშირებით: „როგორც”,
„ვითარცა”, „ თითქოს”, „მსგავსად”,
ან ნაწილაკებით: „ვით”,
„ებრ” და სხვ.
ზემოაღნიშნული სიტყვები და ნაწილაკები, ცნებათა დაკავშირებასთან ერთად ხაზს უსვამენ
შესადარებელ საგნებს შორის საზღვრის არსებობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ,
თვით წარმოადგენენ ასეთ საზღვარს.
·
აი, მხატვრული შედარების ნიმუშები:
·
1.„მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი” (აკაკი).
·
2. „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,
მწუხარე არის ვით გლოვის ზარი,
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,
უკუ–ჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი” (ი. ჭავჭავაძე).
·
3. „დგას საქართველო ოქროს თასივით,
შენი ლექსების ნექტარით სავსე” (ალ. აბაშელი).
·
4. „ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: დაუკარით, დაუკარითო!
უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ–იქით დაიწყო ყურება.
წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი
ახალგაზრდა. შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების
შლა. უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი,
ჯირკვივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან”(აკაკი)
·
ზოგჯერ შედარებაში გამოყენებული არ არის კავშირი და ნაწილაკი.
ასეთ შედარებას უკავშირო შედარებას უწოდებენ
. „ჩემი სამშობლო ჩემი გულია” (აქ კავშირი არ არის, მაგრამ იგულისხმება – სამშობლო ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი გული).
„სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ” (საიათნოვა. სანთური და ქამანჩა სამუსიკო იარაღებია).
·
ოთარაანთ ქვრივი მსჯელობს კესოსთან სამოჯამაგიროდ მიმავალი გიორგის შესახებ:
„სურვილია, იღბალია ... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს”(ილია).
·
უკავშირო შედარების ნიმუშებია აგრეთვე ქვემოთ მოტანილი მაგალითები,
რომლებიც შედგენილია სახელის ვითარებით ბრუნვაში დასმით და ხარისხების
გამოყენების საშუალებით:
„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელგადაგდებული,
თმახშირი, მთვარე პირადა
ეკვრებოდა გულმკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა” (ვაჟა–ფშაველა).
·
„მგზავრის წერილებში” ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ადარებს თერგსა და მყინვარს,
დღესა და ღამეს. იგი ამ შედარების დროს შესადარებელი საგნების,
ე.ი. დღისა და ღამის, თერგისა და მყინვარის ვრცელ სურათს გვიხატავს.
ასეთ შედარებას გავრცობილი შედარება ეწოდება.
·
შედარების ერთ–ერთი სახეობააა აგრეთვე უარყოფითი შედარება.
·
„იმას (ბატონს) კაცებრი გული არ ჰქონდა,
რომ მამაჩემი შებრალებოდა” (ილია ჭავჭავაძე)
უარყოფითი შედარება ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება.
ხ
3. „გაპიროვნება“
„გაპიროვნება“ არის:
ტროპი, რომლითაც უსულო საგანი, ცხოველი ან რაიმე განყენებული მოვლენა გვეხატება როგორც
ცოცხალი, გრძნობიერი, გონიერი არსება მასზე ადამიანის რამდენიმე ან მთელი რიგი თვისებების
გადატანის საშუალებით.
·
როდესაც ჩვენ ვამბობთ:
„მუხა იგრძნობს ალიონს,
„სიზმარმა ფრთები შეისხა”,
„არაგვი მორბის”,
„დღემ დაიხურა პირბადე” – ეს მეტაფორის ნიმუშებია,
რადგან მოვლენის ერთი თვისება გადატანილია მეორე მოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს გაპიროვნებაა,
რადგან დასახელებულ ნიმუშებში ადამიანის თვისებები უსულო საგნებზე, ან განყენებულ მოვლენებზეა გადატანილი.
·
არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსულო საგანზე, ან განყენებულ ცნებაზე
გადატანილია ადამიანის, ან სულიერი საგნის რამდენიმე თვისება:
„ბუნება თვლემდა... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს.
უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ.
ხეების ტოტებმა თახთახი დაიწყეს სიბრაზისგან.
მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები” (ვაჟა–ფშაველა)
·
ან კიდევ:
„ყვავილნი ყელგადაგდებით,
დახატულები კალმითა,
მინდიას გაუმარჯოსო,
ერთხმადა სტეხენ ყიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა,
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
„მე ვარო ამის წამალი”,
სხვა გაიძახის – „იმისა” (ვაჟა–ფშაველა)
ამ მაგალითებში მრავლადაა მეტაფორული გამონათქვამები.
მასში თითოეული ფრაზა მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ მთლიანობაში ეს ეპიზოდი
არის გაპიროვნება, რადგან უსულო საგნებზე გადატანილია ადამიანის დამახასიათებელი
მთელი რიგი თვისება, რის შედეგად ბუნება ჩვენ გვეხატება როგორც ცოცხალი არსება.
·
ზოგჯერ გაპიროვნებულია აბსრაქტული/განყენებული მოვლენა:
სიცოცხლე, სიყვარული, სევდა, იმედი, სიხარული, თავისუფლება, ოცნება და სხვ.
განყენებულ მოვლენათა გაპიროვნების ნიმუშებია:
1. სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამაძგერა” (აკაკი წერეთელი)
2. „სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს,
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს,
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა” (ალ. ჭავჭავაძე)
·
„საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს!
როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულობა,
ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი, მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ,
მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზე და შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” (ჭ. ლომთათიძე).
·
ნოდარ დუმბაძე ნოველაში „ძაღლი” ბაბუის და შვილიშვილის (სპირიდონის და გოგიტას) ძაღლთან დამოკიდებულებით ამ პერსონაჟების უმაღლეს გულკეთილობას ასახიერებს. ძაღლიც გრძნობს მათ მზრუნველობას, მინდობილია მათზე და არა მარტო გრძნობს, ადამიანივით ფიქრობს, აზროვნებს და ამ ხერხით პირუტყვის გაპიროვნების ხარისხი უმაღლეს წერტილს აღწევს.
ხ
4. „მეტაფორა’’
მეტაფორა არის:
ბერძნ. Metaphora
სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება ა)რაიმე
ნიშნით
მსგავსებას, ბ)რაიმე ნიშნით შედარებას, გ)რაიმე ნიშნით ანალოგიას.
·
ჩვენ ვამბობთ – „ბუნებამ გაიღვიძა”, რადგან მსგავსებას ვპოულობთ ბუნებასა და ადამიანს
შორის და ცოცხალი ადამიანის თვისება – „გაღვიძება” ბუნებაზე გადაგვაქვს.
მეტაფორის ნიმუშებია:
·
„ცა განრისხდა”,
·
მთაწმინდა „ჩაფიქრებულა”,
·
ვარსკვლავები „ფერხულს უვლიან’’,
·
ღამემ „იცის” ჩემი საიდუმლო,
·
გული „გაქვავდა” და ა.შ.
როდესაც ვამბობთ „გული გაქვავდა, ამით გამოვხატავთ იმ აზრს, რომ „გული ქვასავით გახდა”.
ეს კი უკვე შედარებაა.
ამრიგად, მეტაფორას საფუძვლად უდევს მხატვრული შედარება.
ხ
ყოველგვარი მეტაფორა შეიძლება მხატვრულ შედარებად გადაიქცეს და
მხატვრული შედარება მეტაფორად.
მაგალითად, შედარება: „ივანეს რკინასავით ნებისყოფა აქვს, (შედარება)
ჩვენ შეგვიძლია მეტაფორად გადავაკეთოთ – „ივანეს რკინის ნებისყოფა აქვს”.(მეტაფორა)
ხ
·
მეტაფორა, თუმცა შედარებას ეყრდნობა, მაგრამ იგი მაინც არ არის ჩვეულებრივი შედარება.
·
შედარების დროს ჩვენ ვამბობთ: „აღტაცებამ მდინარესავით ჩაიქროლა”. ეს შედარებაა,
·
რადგან დასახელებულია ისიც, თუ რას ვადარებთ და ისიც, თუ რასთან ვადარებთ,
ე.ი. შედარების ორივე წევრი გვაქვს.
იგივე შედარება ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ მეტაფორად.
ამისათვის საჭიროა მოვსპოთ შედარების ორი წევრის დამაკავშირებელი სიტყვები
ან ნაწილაკები („ვით”, „როგორც”) და
ორი ცნება – აღტაცება და მდინარე ერთ საგანში გავაერთიანოთ.
ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ „აღტაცების მდინარემ ჩაიქროლა”.(მეტაფორა)
·
შედარების დროს ჩვენ ორი საგანი გვქონდა: აღტაცება და მდინარე.
·
ორივე მათგანი დამოუკიდებელ მოვლენად გვქონდა გათვალისწინებული,
ისინი ორ საგანს შეადგენდნენ.
·
მეტაფორაში კი ჩვენ ვამბობთ: „აღტაცების მდინარე” და ამ გამოთქმაში ჩვენ წარმოვიდგენთ
არა ორ ცალ–ცალკე არსებულ მოვლენას (აღტაცებასა და მდინარეს),
არამედ – ერთ საგანს, ერთ მოვლენას.
აღტაცებაში ერთდება მდინარე და თვით მდინარეში კი აღტაცება.
ე.ი. თავად აღტაცება წარმოგვიდგება მდინარის სახით.
ხ
·
შედარების დროს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და ყურადღებას ორი,
სავსებით გარკვეული ცნების შეფარდება იპყრობს.
ხ
მეტაფორაში კი ა)სიტყვები არაპირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და ბ)მეორე საგნის
თვისება უშუალოდ ერთდება მეტაფორულად განმარტებულ საგანში.
·
ამის გამო ლიტერატურის ზოგიერთი თეორეტიკოსი მეტაფორას განმარტავს
როგორც „შემოკლებულ შედარებას“.
მეტაფორისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ერთი საგნის თვისების მეორეზე გადატანას
განურჩევლად იმისა, თუ რა საგნიდან რა საგანზე გადაგვაქვს აღნიშნული თვისება.
ჩვენ შეგვიძლია მეტაფორის მეშვეობით:
·
ა) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ უსულოზე
(„ბუნებამ გაიღვიძა, „თავს იწონებს ნაზი ია”).
·
ბ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ სულიერზე(„როსტომი ღელავდა”).
·
·
გ) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ სულიერზე(„ატირდა ხარი ნიკორა”).
·
·
დ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ უსულო საგანზე
(„სამშობლოვ, ჩემო ლამაზო, ზურმუხტო, ანუ ალმასო!).
·
როგორც ვხედავთ, მეტაფორის საზღვრები ბევრად ვრცელია.
ამიტომ მეტაფორა ტროპის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.
მას უხვად იყენებენ როგორც ფოლკლორში, ისე სიტყვაკაზმულ მწერლობაში:
„იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგავხარ სურნელებითა” (ხალხური)
·
„გვადი სირცხვილში ჩავარდა”(ლ. ქიაჩელი)
·
„მთები თავჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა” (ვაჟა–ფშაველა)
5..“ჰიპერბოლა“
·
ჰიპერბოლა არის
საგნის ან მოვლენის გაზვიადებულად გამომხატველი ტროპი.
თვით სიტყვაც „ჰიპერბოლა” ბერძნულად გაზვიადებას ნიშნავს.
ნიმუშები:
1.”სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი წამოუხტათ,
ცასა სწვდება რქანი მისნი” (ხალხური).
2.”ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ისეთი გასუქებულან,
ღობეს ამტვრევენ კბილითა„.(ხალხური).
3. ”აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, და იქით გორას ძვრას ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ, კევივითა და ყლაპს ვუზამ”(ხალხური).
ხ
·
ჰიპერბოლურია ასეთი მეტაფორები:”გომბორი მხრებით ცას ებჯინება”, ”მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდა”.
ხ
·
ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ეპითეტიც, გაპიროვნებაც და სხვ.
მხატვრულ ხერხები
1.
„ალეგორია“
ეს არის ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.
„ალოს ეგოროვო” ბერძნულად ნიშნავს „სხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”.
ალეგორია მეტაფორას უახლოვდება, მაგრამ მაინც განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან.
მეტაფორაში ჩვენ არაპირდაპირი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ ცალკეულ სიტყვას, გამოთქმას, ან ფრაზას. ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგება.
·
კრილოვის იგავში „მგელი და კრავი” ცალკეული სიტყვები და გამოთქმები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ–” ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა”, „მდინარის პირას მიადგა” და ა. შ. შეგვიძლია მდინარეში მართლაც ვიგულისხმოთ მდინარე, წყურვილში მართლაც წყურვილი, მაგრამ მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.
·
ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ავტორმა ის აზრი გამოთქვა, რომ ძლიერი უსამართლოდ ჩაგრავს უძლურს. მართალია, ასე ხდება როგორც ადამიანთა შორის, ისე ცხოველთა სამეფოშიც, მაგრამ ავტორს ამ შემთხვევაში აინტერესებს არა ცხოველთა ურთიერთობა, არამედ ადამიანთა უსამართლობის გაკიცხვა. ამიტომ, რასაც ის ამბობს ცხოველებზე, ე.ი. ნაწარმოების მთელი შინაარსის აზრი(ძლიერი უძლურს უსამართლოდ ჩაგრავს) ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.
·
აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოები „პირუტყვების არჩევანი”. მასში პოეტს დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი, ვეფხი, მგლები და სხვ. ეს ნაწარმოები გადაკრულად, ქარაგმულად გვიხატავს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევას ძველ დროში და ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები.
·
ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა: „ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა აქვს– რა ,
მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.
·
ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია გამოყვანილი, ზოგჯერ კი მცენარეები, ადამიანები და სხვ. ალეგორიული შინაარსისაა იგავ– არაკები, ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები და სხვ. მაგალითად, ცნობილ „გულივერის მოგზაურობაში” ლილიპუტების სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგჯერ ალეგორიულად გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოს„ ნაცვლად აკაკი ხმარობს შემდეგ ალეგორიულ სიტყვებს– „ამირანს” , „ნესტანს”
, „სატრფოს” , ვაჟა– ”არწივს”
(„ არწივი ვნახე დაჭრილი”). საქართველოს მტრებს ვაჟა ალეგორიულად უწოდებს „ყვავ– ყორნებს”.
·
ალეგორიულად აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ალეგორიას ხშირად მიმართავდა აკაკი წერეთელი. თავის ლექსებში ის ლაპარაკობს ამირანის შესახებ, უმღერის სატრფოს, სულიკოს , ნესტან–დარეჯანს და ყველა ამ ხაზგასმულ სიტყვაში არ იგულისხმება არც ზღაპრული ამირანი, არც პოეტის ვინმე მიჯნური ქალი, არც რუსთველის ნესტანი, არამედ იგულისხმება საქართველო. აი, როგორ მოგვითხრობს აკაკი ალეგორიულად საქართველოს თავგადასავალს, ვითომდა ამირანის თავგადასავლის სახით:
·
„კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ–ყორნები ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ნელდებოდა და რაღაცა მანქანებით გული ისევ მთელდებოდა. ჰქონდა ჭირში მოთმინება, არც კვნესოდა, არც ოხვრიდა, მონურად ქედს არ უხრიდა უსამართლო ძლიერებას. ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა!... ყველა გააოცა!... და ის ღვაწლი, მაგალითად, მიწის შვილთა მან გადმოსცა...”
·
რასაც პოეტი მოგვითხრობს ამირანის შესახებ, ის ყველაფერი საქართველოს გადახდენია. ზოგჯერ პოეტი კიდეც განმარტავს თავის ალეგორიას. ამ ლექსის ბოლოს აკაკი ამბობს:
·
„კავკასიის მაღალ ქედზე . მიჯაჭვული ამირანი, არის მთელი საქართველო და მტრები კი– ყვავ– ყორანი. . მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა– გმირი!.... სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!”.
·
ალეგორიის გახსნა აკაკიმ მოახერხა იმით, რომ ამ ლექსით აამღერა მეათე საუკუნეში საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯარი. ცენზურამ ვერ გაითვალისწინა, რომ აკაკი ამ ლექსში წარსულთან ერთად მისი დროის საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც გამოხატავდა.
·
ალეგორიული ხასიათისაა ნ. ბარათაშვილის „სუმბული და მწირი”, ვაჟას „კლდე და მდინარე”, „არწივი” და სხვ.
2 „ალეგორიული სახე“
ეს არის ისეთი სახე, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომლის საშუალებითაც სხვა მოვლენა უნდა განვიცადოთ, ან წარმოვიდგინოთ.
მაგ სიმბოლური მნიშვნელობისაა ვაჟა–ფშაველას პერსონაჟი – ლუხუმი.
მასში შეიძლება ვიგულისხმოთ, საერთოდ, მაღალი იდეალისათვის თავდადებული და დროებით დაუძლურებული ყველა გმირი.
ასეთ შემთხვევაში ლუხუმი სიმბოლური სახეა, მაგრამ ლუხუმის მნიშვნელობა შეიძლება უფრო დავაზუსტოთ: შეიძლება მასში ვიგულისხმოთ საქართველო.
ასეთ შემთხვევაში ლუხუმი, სიმბოლურის ნაცვლად, ალეგორიული სახე იქნება.
ერთი და იგივე სახე შეიძლება იყოს ერთსა და იმავე დროს ეპიკური, გმირული, ალეგორიული და სხვ. ასეთი სახეა, მაგალითად, ვაჟას სახალხო გმირი – ლუხუმი.
ხ
3 “სიმბოლო“
ანუ
„ფართო მნიშვნელობის“ ალეგორია.
ჩვეულებრივ სიმბოლოს ნიშანს უწოდებენ. ამ ტერმინს ორგვარი პირველადი მნიშვნელობა აქვს: სიმბოლო არის ნიშანი და ამავე დროს სიმბოლური სიტყვა–სიტყვით ნიშნავს „შეერთებულს ‘’(„სიმბოლო” – ბერძნ. ვაერთებ). სიმბოლურ სახეში ან საგანში, როგორც სხვა საგნის ნიშანში, მართლაც შეერთებულია თვით საგნის „პირველად“ მნიშვნელობასთან „სხვა“ მნიშვნელობაც.
სიმბოლური სახის ნიმუში გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან „მერი”:
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
მერი, იმ ღამეს, მაგ თვალთა კრთომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”
აქ, ერთი შეხედვით, პოეტი ცის ფერზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ცა რაღაც მოვლენის სიმბოლოა, იგი სხვა მოვლენასთან არის შეერთებული. შესაძლებელია გავიგოთ რისი სიმბოლოა „ცა”. ამავე ლექსის პირველი ვარიანტი იწყებოდა ასე:
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა,
მაგ უცხო სახის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”
ამ სტროფში მერის სახეზეა ლაპარაკი. მეორე ვარიანტში კი პოეტმა მერის კონკრეტული სახის ნაცვლად „ცა” დაგვისახელა. ამ შემთხვევაში „ცა” გალაკტიონისათვის არის მერის სახის სიმბოლო.
მაგრამ სიმბოლური სახის დაზუსტება მკითხველისათვის ძნელია. სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული სანთლები გ. ტაბიძის ლექსის ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტში:
„შორს, თვალუწვდენელ ლაჟვარდს იქით სანთელი ჩანდა,
დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა,
ტალღებმა შექმნეს ვაი–ვიში, აურზაური
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა”
ამ ლექსში იგრძნობა, რომ სანთელები არის სიმბოლო რაღაც შორეული მიზნის, საითკენაც ისწრაფვოდა პოეტი.
თავისი ბუნებით სიმბოლო ალეგორიას უახლოვდება, მაგრამ მათ შორის არის განსხვავება. ალეგორიული ისეთი სახეა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომელიც სხვა სახის წარმოდგენის საშუალებად არის გამოყენებული
. აკაკის „განთიადში” გვხვდება ალეგორიული გამოთქმები: „რაინდი”, „თავდადებული”, „მგოსანი”. ამ სიტყვებში არ იგულისხმება ყველა რაინდი, ყველა თავდადებული ან ყველა მგოსანი, არამედ იგულისხმება კონკრეტული პიროვნება – დიმიტრი ყიფიანი.
ალეგორიული სახეების შეთავაზების დროს ზოგჯერ პირდაპირ არის მითითებული იმაზე, თუ კერძოდ ვის ან რას გულისხმობს ავტორი, რა მოვლენაზეა ლაპარაკი (მაგალითად, იგავ–არაკებში).
სიმბოლური სახის შინაარსის გადატანა კი ერთ გარკვეულ მოვლენაზე ძნელია. სიმბოლურ სახეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და მისი კავშირი სხვა მოვლენებთან მხოლოდ იგრძნობა; სიმბოლური სახე არ იზღუდება ერთი მოვლენით. მისმა შინაარსმა მთელი რიგი მოვლენები უნდა განგვაცდევინოს.
4.ალუზია..
Fr. allusion
"გადაკრული სიტყვა"
რიტორიკული ხერხი - გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ა)ისტორიული ამბის ან ბ) ლიტერატურული ნაწარმოებისა.ან გ)პერსონაჟისა
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
სალექსო ფორმები
1.სონეტი;
·
„სონეტი’’ არის თოთხმეტტაეპიანი ლექსი,
·
შედგება ორი ოთხტაეპიანი და ორი სამტაეპიანი სტროფისაგან.
·
თვით სახელწოდება „სონეტი” წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან „სონორე”,
რაც ნიშნავს ხმიერებას, სონეტი–ხმიერს, მჟღერს.
·
სონეტი, როგორც წესი, თოთხმეტმარცვლიანი ტაეპებით იწერება.
2.ტრიოლეტი;
ტრიოლეტი არის:
ლექსი, რომლის ყოველი სტროფი (ხანა) რვა–რვა ტაეპისაგან შედგება და ყოველი სტროფის სამი ტაეპი – პირველი, მეოთხე და მეშვიდე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებს. მაგ:
1. „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
2. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
3. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,
4.ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
5. მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,
6. ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
7. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
8. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი”. (ვ. გაფრინდაშვილი).
3.მუხამბაზი
პირველი სტროფის ხუთივე ტაეპი ატარებს ერთ რითმას და იგივე რითმა შემდეგ დანარჩენი სტროფების ბოლო ტაეპებში მეორდება.
პირველი სტროფის მომდევნო სტროფების ყოველ პირველ ოთხ ტაეპს საკუთარი საერთო მომდევნო რითმები აქვთ.
მაგ:
1. „ბულბულის შურსა შევდგომილვარ მუდამ მძახველი,
მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი,
ვარდის ეკალი გულს დამესვა პირგამმახველი,
შენგან დაკოდილს შემიბრალებს ჩემი მნახველი,
დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით, ახ ველი.
2. ვარდი ხარ ჯერეთ არაშლილი, ედემს ნარგები,
შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები,
შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები,
ჩემგან რად უნდა გაგიკვირდეს – დავიდაგები.
ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს, მიწის მლახველი.
3.მე გული სრულად შემოგწირე – შენ ხმა არ გამეც,
შენ ჩემი ჭირი გიხარიან – მე ვტირი დღე, ღამეც,
მითხარ, სიცოცხლის სანაცვლო რა მამეც,
უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც.
ლამის, რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი.
4. თუ სამართალი არი სადმე – გეზიანების,
ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების,
შენგან მოკლული ბევრი ვინმე გაიმჟღავნების,
შენი ბრალები ჩინუმაჩინს გაიგზავნების,
კაი და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი.
5. მღიმარის პირით წამეპარე, დამიდგი მახე,
ასე მეგონა შეგრჩებოდა ეგ შენი სახე,
ანებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე,
დამწვარ მაინც შემიბრალე, ბესიკი ნახე.
ვა, შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი.” (ბესიკი).
4. „ელეგია’’
ელეგია არის: სევდის გამომხატველი ლირიკული ლექსი.
ტერმინი „ელეგოს” ბერძნულად ნიშნავს მწუხარე, ანუ სამგლოვიარო სიმღერას.
ეს სიტყვა ბერძნებმა მცირე აზიაში მცხოვრები ხალხებისაგან შეითვისეს.
ეს უკანასკნელნი ელეგიას ფლეიტაზე დასამღერებლად სამგლოვიარო ლექსს უწოდებდნენ.
(ელეგია პირდაპირი მნიშვნელობით სალამური იყო).
საბერძნეთის ძველი პატრიოტი მწერალი სიმონიდე ქიოსელი თავის ელეგიებში დასტიროდა
მარათონის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
იგი გამოსთქვამდა სევდას ამქვეყნიური ცხოვრების ამაოების გამო.
ელეგიას, ვიდრე
წმინდა ლირიკულ სახედ იქცეოდა, ჯერ
ეპიკური, შემდეგ ლირიკულ–ეპიკური ხასიათი ჰქონდა:
იგი სრულდებოდა მოთქმა–სიმღერით გუნდის მიერ და მოთქმის დროს
ერთ–ერთი მთხრობელი ჩამოთვლიდა საინტერესო ეპიზოდებს გარდაცვალებულის ცხოვრებიდან
(შეიძლება აქედან წარმოდგება ქართულ ენაში „მოთქმა”).
ლირიკის ეს სახე წარსულში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული.
მის გავრცელებას ხელს უწყობდა მრავალი მიზეზი, როგორც, მაგალითად,
ეროვნული და კლასობრივი ჩაგვრა,
მომავლისადმი უიმედობა,
პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნება,
რომელიმე ძვირფასი მახლობლის დაღუპვა,
სატრფოს ღალატი და სხვ.
მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიაში ელეგიის ნიმუშებია :
ნ.
ბარათაშვილის – „სულო ბოროტო”, „ვპოვე ტაძარი”,
გრ.
ორბელიანის – „ჩემს დას ეფემიას”,
ი.
ჭავჭავაძის – „ელეგია”, „გახსოვს ტურფავ”, „მას აქეთ რაკი...”,
ა.
წერეთლის – „თავო ჩემო”, „აღმართ–აღმართ”, „ ვედრება” და სხვ.
·
იმისდა მიხედვით თუ რა მოვლენას ასახავს ან რა შინაარსს გამოხატავს,
– გვხვდება ელეგიის შემდეგი ფორმები:
პატრიოტული(ი. ჭავჭავაძის „ელეგია”),
სატრფიალო(„გახსოვს, ტურფავ”),
ფილოსოფიური(ნ.
ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირას”),
პესიმისტური (ნ. ბარათაშვილის „სულო ბოროტო”,ა. წერეთლის „ვედრება”, „ახალი წელი”),
საგმირო და სხვ.
·
საბჭოთა პერიოდის ქართულ ლტერატურაში უმთავრესად საგმირო ელეგიის ნიმუშები
გვხვდება. ასეთია, მაგალითად, ს. ჩიქოვანის ლექსი,
მიძღვნილი 1942 წელს კავკასიის დაცვისათვის ბრძოლაში დაღუპულ ვლ. კანკავასადმი:
„ყამირი, სისხლით ნაკვები, ნაღმების ქროლვამ მონისლა,
მტრის საზიზღარი ტანკები მოვარდნენ, ჯახი მოისმა,
არ შედრკი, შეხვდი გარეწართ, სიკვდილთან ჯიქურ მიხვედი,
ორი ურჩხული დალეწე, მოძმეს აუნთე იმედი.
რა გული გქონდა, რა ცეცხლი, ფიქრი მტკიცე და ნათელი
ყაბარდოს ველზე დაეცი, თავდადებული ქართველი!
მოძმეთა მიწას აკოცე, თითქო უთხარი მადლობა,
მტარვალი ბევრი დახოცე, ისევ გინდოდა ადგომა.
ყაბარდოს ველზე იწექი, კაცი ცეცხლი და მამაცი!
რას გიამბობდა მდინარე მშობლიურ მთიდან მქუხარი!
მკვდარი იყავ თუ მძინარე, ბედნიერი თუ მწუხარი!
თითქო სიმშვიდით გეძინა, მტერს ჩაუქციე ნაღველი
და როგორც დროშა გეფინა მკერდზე ვაჟკაცის სახელი.„
·
ხშირად ელეგიის ერთი და იგივე ნიმუში, მაგალითად, აკაკის „აღმართ–აღმართ” ,
ერთსა და იმავე დროს პატრიოტული ელეგიაცაა, საზოგადოებრივ–პოლიტიკურიც და პესიმისტურიც
5.„შაირი“
შაირი არის თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს
ა)რვამარცვლიანი და ბ)ოთხმარცვლიანი ტაეპები,
რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სრული სალექსო სტრიქონის ორად და ოთხად დაყოფის შედეგად მიიღება.
·
თექვსმეტმარცვლიანი შაირებია:
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ–გულოვანი;
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!” – (შოთა).
„ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო,
ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.”–(გ. ტაბიძე).
·
რვამარცვლიანი შაირია:
„ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ, სენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო.” – (აკაკი).
·
თოთთხმეტმარცვლიანი შაირია:
„თავდახსნის და ძლევის ხმები ეფინება ზურმუხტ მდელოს,
გაუმარჯოს ბორკილაყრილ თავისუფალ საქართველოს!”– (გ. ქუჩიშვილი).
·
შაირი ქართული ლექსის ყველაზე ძველი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სახელწოდება არაბულიდან წარმოდგება(შერ) და ქართულად ლექსს ნიშნავს
(„მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა” – შოთა)
·
შაირი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა.ზოგჯერ მისი მნიშვნელობა ფართო იყო.
რუსთაველი ყველა ღირსეულ მელექსეს მოშაირეს უწოდებს
(„მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი ორი”).
შაირში იგულისხმებოდა ყველა იმ ზომის ლექსი, რომელიც კლასიკურ პერიოდში იწერებოდა.
იმ დროის ლექსებში ჩვენ უმთავრესად გვხვდება ოცმარცვლიანი, თექვსმეტმარცვლიანი და
ათმარცვლიანი შაირი.
აღორძინების პერიოდში შაირის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა.
ჩვენს ეპოქაში შაირის ასე ფართო მნიშვნელობით გაგება გაუმართლებელია,
რადგან, როგორც ოცმარცვლიან ლექსს, ასევე ათმარცვლიანს
და ტაეპთა რაოდენობით შექმნილ ლექსს თავიანთი სპეციფიკური სახელები აქვთ.
·
ქართულ პოეზიაში შაირი ყველაზე უფრო გავრცელებული ზომაა.
შაირით არის დაწერილი „ვეფხისტყაოსანი”.
რუსთაველის მიერ ამ ზომის გამოყენებამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ქართულ
მწერლობაში შაირის გავრცელებას.
შაირით მეტყველება ახასიათებს აგრეთვე ქართულ ხალხურ პოეზიას
6.“თეთრი ლექსი“
·
„თეთრი
ლექსი“ არის ურითმო ლექსი.
მაგ:
„რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,
ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა,
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული.
კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა...
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია,
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა–პურისა...” – (გრ. ორბელიანი).
· ძველად, ტაეპის დამთავრებისას, თეთრ ადგილს ტოვებდნენ რითმის ჩასაწერად და,
თუ იქ შესაფერ რითმებს ვერ ჩაწერდნენ,
გასარითმავი ადგილების თეთრად დატოვების გამო, მთელ ლექსს „თეთრი ლექსი“ ეწოდებოდ
7. „ბალადა’’
·
ბალადა არის ლირიკული ან ლირიკულ–ეპიკური შინაარსის მოკლე თხრობითი ხასიათის ლექსი.
ფრანგ. BALADE
ტერმინი წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ცეკვას.
·
ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა საფრანგეთში. ბალადებს მღეროდნენ ტრუბადურები, რომლებიც მეტწილად ხალხის ქვედა ფენებიდან გამოსული მოხეტიალე პოეტები იყვნენ. ისინი უმთავრესად დაიოდნენ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და მღეროდნენ ლექსებს მეფეებისა და რაინდების საგმირო
საქმეებზე, მათ ბრძოლებზე, მამაცობაზე. ამ ლექსების მღერის დროს ცეკვავდნენ და თან საკრავებს უკრავდნენ.
ასეთი მომღერალი პოეტები მოგზაურობდნენ აგრეთვე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.
ლექსის სიმღერასთან ერთად ცეკვას ასრულებდნენ თვით შემთხზველები ან სხვა მოცეკვავენი.
·
სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა, მაგალითად, ქართული ფერხული.
·
წარსულში ბალადა სპეციალურად ითხზვებოდა, როგორც საცეკვაო სიმღერა, შემდეგში კი იგი განვითარდა როგორც ლირიკის ერთ–ერთი ფორმა, რომელიც წასაკითხავად და სადეკლარაციოდ (ზეპირად წარმოსათქმელად) იწერებოდა.
·
ბალადაში ეპიკური ელემენტიც არის და ლირიკულიც. იგი ლირიკულია, რადგან გამოხატავს ავტორის პირად განწყობილებას;
·
იმავე დროს, ბალადას ეპიკურ გვარსაც აკუთვნებენ, რადგან ბალადა პოეტის განწყობილებას გამოხატავს არა უშუალოდ, არამედ ავტორის ცხოვრებისა და მისწრაფების ნაცვლად გვიხატავს სხვა მოქმედი პირის ცხოვრებას ან აგვიწერს რაიმე საინტერესო შემთხვევას, რაც პოეტის პიროვნების გარეშე ხდება.
·
ბალადას, უფრო ხშირად, საფუძვლად უდევს რაიმე ზღაპრული გადმოცემა. ამიტომ, მისი შინაარსი, ჩვეულებრივ, ფანტასტიკურია.
მაგ. ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბა” ბალადის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში:
„ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო
და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ჰყვავისო,
მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ ჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი
და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია ის აკვანი ასვენია
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, – თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
იმას კი აღარ ამბობენ, აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ნატრულობა ჩუმის ნატვრითა ქართველი?”
·
ამ ლექსის შინაარსი ფანტასტიკურია. ავტორს გამოყენებული აქვს ძველი გადმოცემა ბაზალეთის ტბის შესახებ.
ამ ბალადის საშუალებით ავტორი ნათლად გამოსახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას სამშობლო ქვეყნის აყვავებისადმი, მაღალი ეროვნული იდეალის განხორციელებისადმი.
ეს ლექსი გამოხატავს აგრეთვე ავტორის პატრიოტულ იდეალს. იგი იმით განირჩევა ზღაპრისაგან, რომ ზღაპარში შემთხზველს, როგორც ცრუმორწმუნეს, სწამს მისგან მოთხრობილი ფანტასტიკური ამბის მოხდენის შესაძლებლობა, სწამს „სასწაულთმოქმედი” ძალები. ი. ჭავჭავაძე კი შეგნებულად იყენებს გადმოცემას როგორც არა მისი ცრუმორწმუნეობის გამომხატველს, არამედ მხოლოდ როგორც პოეტურ ფორმას.
თანამედროვე ბალადა რეალისტურია.
ფანტასტიკური გამონაგონის ნაცვლად მას ტიპური ან სინამდვილის დამახასიათებელი რაიმე საინტერესო მოვლენის ასახვა ახასიათებს.
ასეთი ბალადის ნიმუშია ა. მირცხულავას მიერ მიერ დიდი სამამულო ომის დროს დაწერილი ბალადა „ძმები”:
„ისინი დილით ნახეს ფლატეში,
ერთად ჩაკრული მშობლიურ გრძნობით,
და მოათავსეს ერთ პალატაში
მტერთან ბრძოლაში დაჭრილი ძმები;
ერთად იბრძოდნენ, ერთი მიზნისთვის
ცეცხლის ალში თუ კვამლში გართული,
– სამშობლოსათვის, სამშობლოსათვის –
– მტერს მიჰკიოდნენ ხმალაღმართული!
მაგრამ დაეცნენ მკერდზე მახვილით,
თვალთ ყორნისფერი ნისლი ებურათ,
და „ვაი–ნანას” ამოძახილით
სიკვდილს ებრძოდნენ ვეფხისებურად!
კვლავ წამოდგომა ეწადათ, მაგრამ
ვეღარ დგებოდნენ, ხმალს ვერ წვდებოდნენ,
ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს მაგრად,
ჩოქვით ერთმანეთს ეზიდებოდნენ!
ძლივს მიაწვდინეს მეგობრებს ხმები,
პირაღმა იწვნენ თოვლის ფლატეში,
და სასიკვდილოდ დაჭრილი ძმები
მოთავსებულან ერთ პალატაში!
დილით, როდესაც მზე ოქროს მკერდით
ჭერს გაანათებს, გაამზეურებს,
– ძმა როგორ არის? – კითხულობს ერთი,
– ძმა როგორ არის? – დარდობს მეორე!
ძილში, როდესაც ყუმბარის ფერდი
ციდან მოწყდება, ვით მეტეორი,
– ძმა ცოცხალია?– ბუტბუტებს ერთი,
– ძმა ცოცხალია? – გმინავს მეორე!
სიზმრების ზღვა კი, როგორც ხომალდებს,
ტახტებს არწევს და ღელვა ჰგონიათ
და ასე, სულის ამოხდომამდე,
ძმას აწამებდა ძმის აგონია!
ერთ მრისხანე დღეს, როცა ავდარი
სძრავდა მიდამოს; ცა რისხვით ჰქუხდა,
პალატა სდუმდა, ვით ნასაყდარი,
ძმა ძმის შესახებ აღარა სწუხდა!”
·
დასავლეთ ევროპის მწერალთა შორის ბალადა დაამუშავეს
ულანდმა, შილერმა, გოეთემ („ტყის მეფე”, „მინიონი”),
·
რუსულ ლტერატურაში ბალადებს წერდა პუშკინი („დამხრჩვალი”),
ლერმონტოვი („ჰაეროვანი ხომალდი”),
ნეკრასოვი, მაიაკოვსკი და სხვ.
·
ქართულ პოეზიაში ბალადები გვხვდება ფოლკლორულ მასალებში.
ასეთია
„ლექსი ვეფხისა და მოყმისა” და სხვ.
ბალადისებურია ხალხური ლექსი „თამარ მეფე და ხონთქარი”, რომელიც სიმღერითა და ცეკვით სრულდებოდა.
ქართულ ლირიკაში ბალადის ნიმუშებია: რ. ერისთავის „ალები”, „ქალების აყვანა”,
ი. გრიშაშვილის „ზღაპარი ჰამაკში” და ა.შ.
8.“ოდა“
„ოდა’’
არის სახოტბო ლექსი,რომელიც გამოხატავს რომელიმე გამოჩენილი პიროვნების ქება–დიდებას ან აღფრთოვანებას რაიმე შესანიშნავი მოვლენის გამო.
თვით სიტყვა „ოდა” ბერძნულად ნიშნავს სიმღერას. ამ სიტყვაში ბერძნები გულისხმობდნენ ისეთ სახოტბო ლექებს, რომლებსაც მღეროდნენ ღმერთების,
გმირების ან რომელიმე დღესასწაულის დროს მოწყობილ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მოქალაქეთა სადიდებლად.
ასეთ ლექსებს სპეციალურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე – ლირაზე ამღერებდნენ. ასეთი ხოტბა –
სიმღერიდან წარმოიშვა ლირიკა;
ლირიკული ლექსი თავდაპირველად ნიშნავდა ლირაზე დასამღერებელ ლექსს, ხოლო ისეთ ნაწარმოებს, რომელიც
კი არ უნდა დაემღერებინათ, არამედ უნდა წარმოეთქვათ, ეპიკური ეწოდებოდა
(„ეპოსი” ნიშნავს თქმას, სიტყვას).
საბერძნეთის კლასიკურ ლიტერატურაში ოდების შესანიშნავი მწერალი იყო პინდარი (I საუკ, ჩ. წ–მდის).
მან დაწერა „გამარჯვებათა მადიდებელი ოდები” („ეპინიკები”), რომლებშიაც იგი ხოტბას ასხამს საბერძნეთის სხვადასხვა ადგილას დღესასწაულებზე
გამართულ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს; მოწყობილი შეჯიბრების დამთავრების შემდეგ მეგობრები და მახლობლები ზეიმს უმართავდნენ გამარჯვებულთ.
ზეიმის წინ ტაძარში შედიოდნენ და ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ.
შემდეგ ლხინი იწყებოდა, რომელიც მხიარული ფერხულითა და სიმღერებით თავდებოდა.
ფერხულის დროს სიმღერით ამბობდნენ გამარჯვებულის სადიდებლად დაწერილ ხოტბას (ოდას). ამ მიზნით იყო დაწერილი პინდარის ოდებიც.
9.„ტერცინა’’
იტალ. სამეული
სამტაეპიანი სტროფებისაგან (ხანებისაგან) შედგენილი და ჯვარედი რითმებით დაწერილი ლექსი.
იგი ძველი იტალიური ლექსის ფორმაა. ტერცინებით არის დაწერილი დანტე ალიგიერის პოემა ”ღვთაებრივი კომედია”.
ტერცინით იწერება როგორც პოემები, ასევე ლირიკული ლექსები.
ტერცინა გავრცელებულია თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანაში.
10.
„თავისუფალი ლექსი’’
ეს არის ლექსი, რომელშიც ტაეპებისათვის სავალდებულო რიტმი დარღვეულია.
ზოგჯერ ტონურ ლექსში დარღვეულია უკანასკნელისათვის სავალდებულო მახვილთა თანაბრობა, სილაბურში – მარცვალთა თანაბრობა და სხვ. მაგ:
„სიმღერის მინდა მე წამოწყება, (10)
რომ გაიშალოს გამოცოცხლება! (10)
გამოცოცხლება, გამოცოცხლება, (10)
და არა ძილი (5)
დღეს ერთმა შეხვედრამ ილანდა (9)
დილით” (2)–(გ. ტაბიძე).
მოყვანილ ნიმუშში გვხვდება უთანაბრო ზომის ტაეპები. ზოგ მათგანში 10 მარცვალია, ზოგში – 9, ზოგში – 5 და ზოგი ორი მარცვლისაგან შედგება.
11.
„ეპიგრამა’’
მოკლე სატირულ ლექსი, რომელიც მიმართულია რომელიმე პიროვნების, საზოგადოებრივი წრის, ჯგუფის ან დაწესებულების წინააღმდეგ.[დაცინვაა]
ეპიგრამა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც „დაწერილი” („ეპი” – ზევიდან და „გრამა” – ნაწერი).
ძველ საბერძნეთში ჩვეულებად ჰქონდათ, შეეწირათ ღმერთებისათვის ნივთი პირად ან საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი რომელიმე
საინტერესო მოვლენის აღსანიშნავად (მტერზე გამარჯვების, ბავშვის დაბადების დასხვა მსგავს მოვლენასთან დაკავშირებით).
ამ ნივთებზე ისინი აღწერდნენ შემწირველის ვინაობას და მოკლედ აღნიშნავდნენ შეწირვის გამომწვევ მიზეზს.
ზოგჯერ ღმერთებს სწირავდნენ ღვთაების ქანდაკებებს და მასაც წარწერას უკეთებდნენ. პირველ ხანებში წარწერას არ ჰქონდა პოეტური ხასიათი.
შემდეგ კი დაიწყეს წარწერის მოკლე ლექსის სახით ამოკვეთა ან მოჭედვა და იგი მხატვრული ლიტერატურის ნიმუშად გადაიქცა.
ძველ ბერძნულ ეპიგრამას ფართო მნიშვნელობა ჰქონდა.
ამ სიტყვით აღინიშნებოდა სხვადასხვა შინაარსის მოკლე ლირიკული ლექსი (სატრფიალო, სალხინო, ელეგიური, სატირული, სახოტბო და სხვა).
შესანიშნავი მოქანდაკის ფიდიასის მიერ შექმნილ ზევსის ქანდაკებას ასეთი წარწერა ჰქონდა:
„ან ღმერთი ციდან ჩამოვიდა, რომ მისი სახე ეჩვენებინა შენთვის, ფიდიას,
ან შენ თვით აფრენილხარ ზეცას ღმერთის სახილველად”.
ამ ეპიგრამაში აღნიშნული იყო ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკების მსგავსება ზევსისადმი.
იგი წარმოადგენს ხოტბას, რომელიც ფიდიასს მიუძღვნეს ხელოვნების დიადი ძეგლით კმაყოფილმა ბერძნებმა.
შემდეგ ხანებში ეპიგრამის შინაარსი შეიკვეცა და იგი მოკლე, დამცინავ ლირიკულ ნაწარმოებად გადაიქცა.
ასეთი მნიშვნელობა პირველად ეპიგრამას ძველმა რომაელმა მწერლებმა მიაკუთვნეს (მაგალითად: ლუკრეციუსმა).
XIX საუკუნის ქართველი მწერლებიდა ეპიგრამებს წერდნენ ა. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ვაჟა–ფშაველა და სხვა პოეტები.
აი, რამდენიმე ნიმუში ი. ჭავჭავაძის ეპიგრამებიდან:
რევაზ ანდრონიკაშვილისადმი
„ულვაშ–სრული მელოტია, უთაური თავიანი,
ხელთ–მლოკი ქონდრის კაცია, დიდ–გულა და ბოხ–ხმიანი,
თუმცა ტანად პატარაა, სხვაფრივ კი კარგა დიდია,
ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას ფეხებზეც ჰკიდია.”
გ. კ. მუხრანბატონს
„კოხტაა და ღობემძვრალა, პატარა და ჩამომხმარი,
ცხვირ–ნისკარტა, ნიკაპ–წვეტი, უჟმური, განს გამდგარი,
ჭკვით და გულით მოცვეთილა, ქვეყანაზედ უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, – ქვეყნის საქმე მასაც ფეხებზედ ჰკიდია”.
ევროპის და რუსეთის ახალ ლიტერატურაში ეპიგრამებს წერდნენ გოეთე, პუშკინი (ცნობილია პუშკინის მკვეთრი ეპიგრამების სერია იმპერატორ ალექსანდრე I-ზე, რეაქციონერ არაკჩეევისა, არქიმანდრიტ ფოტისა, ბულგარინისა და სხვათა წინააღმდეგ) და სხვ.
12.
„ეპიტაფია“
ეპიტა ფია არის - საფლავის ქვაზე მინაწერი ლექსი ან მხატვრული აფორიზმი, რომელიც დაკავშირებულია მიცვალებულის ცხოვრებასთან ან მის სახელთან.
„ეპიტაფიოს” ბერძნულად ნიშნავს კუბოზე ან საფლავის ქვაზე მინაწერს. ზოგიერთ ეპიტაფიაში მიცვალებულის პირადი ცხოვრების მაგალითის მიხედვით გამოთქმულია აზრი ადამიანთა ცხოვრების შესახებ. ასეთია, მაგალითად, თამარ მეფის სახელთან დაკავშირებით გამოთქმული ეპიტაფია:
„უბისს ავაგე საყდარი, უწყლოსა წყალი გავიღე,
ისპაანს დავსდე ბეგარა, სტამბოლს ხარაჯა ავიღე,
თეთრ ზღვაში რკინა ჩავაგდე,– ხმელეთი ჩემკენ მოვიღე.
მისრეთს ხმალი ვკარ, დერუბანდს, მუნ საბალახე ავიღე,
ამდენი საქმის მოქმედმა ცხრა ადლი ტილო წავიღე”.
ფილოსოფიური შინაარსისაა წარწერა, რომელიც ძველად ერთ–ერთ საფლავის ქვაზე ამოუკითხავთ:
„რაც ხარ შენ, ის ვიყავი მე, – რაც ვარ მე, ის იქნები შენ”.
ფრანგმა ბელეტრისტმა ანრი ბეილმა(სტენდალი) თვითონვე დაამზადა თავის საფლავის ქვაზე წასაწერი ეპიტაფია:
„აქ განისვენებს მოქალაქე არიგო ბეილი: ცხოვრობდა, წერდა, უყვარდა”
ზოგჯერ ეპიტაფია მიცვალებულის ქება–დიდებას გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში იგი, პარალელურად, ხოტბის ნიმუშად გვევლინება.
ზოგიერთი ეპიტაფია კი დაცინვას გამოხატავს. ასეთია ი. ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ”.
დაცინვის გამომხატველი ეპიტაფია სატირული ლირიკის სახეობაა.
ეპიტაფია, თუმცა წარსულში მხოლოდ საფლავის ქვაზე წარწერილს გულისხმობდა, ამჟამად ფართო მნიშვნელობით იხმარება.
ამ სახელს ისეთ ლექსებსაც უწოდებენ , რომლებიც საფლავის ქვაზე არ ყოფილა წარწერილი, მაგრამ გარეგნული ფორმით ჰგავს ეპიტაფიას და გამოდგება
საფლავის ქვაზე წასაწერად. ი. ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ” საფლავის ქვაზედ წარწერილი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ეპიტაფიის ნიმუშს წარმოადგენს.
ხ
ლექსის შემადგენელი ელემენტები
1.სტრიქონი ანუ ტაეპი
ტაეპი არის: მუხლების განსაზღვრული მწკრივი.
ტაეპი, ანუ სალექსო სტრიქონი ლექსის რიტმული ერთეულია.
ტაეპის შემადგენლობა შეგვიძლია თვალსაჩინოდ გამოვხატოთ სქემის საშუალებით:
|
„რა ესმოდის (მღერა) ყმისა,
|| სმენად (მხეცნი) მოვიდიან"
ტაეპის სინონიმია: სტრიქონი
ხ
2.“მუხლი’’
მუხლი — საზომის მეტრული მონაკვეთი;
„მუხლს’’ საშუალო ადგილი უჭირავს ტაეპსა (ლექსის ძირითად რიტმულ ერთეულსა) და
ტერფს შორის.
მაგ., ქართულ ქორეულ-დაქტილური ათმარცვლედი 2 ხუთმარცვლიან მუხლს შეიცავს (5/5).
თითოეულ მუხლში კი 2-2 ტერფია: 2-3 (ქორე-დაქტილი) ან 3-2 (დაქტილი-ქორე):
|
ჩვენ მივ/დიოით/ /ტაძრისკენ/ ორი. |
10 (5/5) |
|
იყო /საღამო/. /ლოცვები/. ზარი. |
10 (5/5) |
|
და ჩვენს /საოცარ/ გ/ზაზე/, ლენორა, |
10 (5/5) |
|
რტოებს /ტირილით/ /ამტრევდა/ ქარი. |
10 (5/5) |
|
(გ. ტაბიძე) |
ხ
3.“სტროფი’’
სტროფი არის:ლექსის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან რითმებითა და ინტონაციით დაკავშირებული ტაეპებისაგან შედგება.
თითოეულ სტროფში, ჩვეულებრივ, დამთავრებული აზრია მოცემული, ან ლექსის მთავარი თემის ერთ–ერთი ქვეთემაა დასრულებულად გამოხატული.
სტროფი შეიძლება იყოს:
ა) ორტაეპიანი:
„მასპინძელ კარგადა მასპინძლობს გულითა მხიარულითა,
მწვანე ქოშები გაცვითა მარანში სიარულითა.” – (ხალხური).
ბ) სამტაეპიანი:
„...გოგომ ფიჩხი ჩაყარა, თონე ააპრიალაო,
მორჩა საქმეს და დამღერა, ხმები ააწკრიალაო,
რომ შევხედე, შემომხედა, რეტმა დამატრიალაო”–(ხალხური).
გ) ოთხტაეპიანი:
„ჭირიმე თრიალეთისა,
ეს არის ჩემი სულია,
კალმახი იცის ოქროსი,
დაწინწკლულ– დაჩითულია...” – (ხალხური).
დ) ხუთტაეპიანი:
„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია,
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ–შვილნი წამოგვესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები.
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?...” – (ილია).
ე) ექვსტაეპიანი:
„გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რომ მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, –
იმათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!
თმებს უკუ იყრის ნაკადი,
ცისაკ დაიწყებს ცქერასა,
შეჰყურებს გაოცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!” – (ვაჟა–ფშაველა).
·
ქართულ და სხვა ენებზე გვხვდება აგრეთვე შვიდ, რვა, ცხრა, ათ და მეტტაეპიანი სტროფები (ზოგჯერ ოცტაეპიანიც კი)
4“საზომი’’
ზომავენ ანუ ტაეპს
მარცვლების რაოდენობას ითვლიან
5. რითმა
რითმა არის: ერთი და იმავე ან დამსგავსებული ბგერების გამეორება ლექსის ტაეპში ან ხანაში(სტროფში).
რითმის საშუალებით უფრო იგრძნობა რიტმული ერთეულის (მაგ. ლექსის სტრიქონის) საზღვარი.
მაგ:
„აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზე შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა”(აკაკი)
„ჩვენისთანა ბედნიერი ,
განა არის სადმე ერი”–(ილია)
რითმის სახეები:
არსებობს შემდეგი
რითმის შემდეგი სახეები:
ა) „ბოლორითმები“
„ბოლორითმები ‘’ ეწოდება -ტაეპების დაბოლოებათა შემთანხმებელ რითმებს.
მაგ:
„ორმოში ფეტვი ჩავყარე შესანახადაო,
ორმოში წყალი ჩასულა, დასალპობადაო,
ორმოდან ამოვყარე გასაშრობადაო,
ჩიტი ღობეზე შემოჯდა ასაკენკადაო”–(ხალხური)
„მეგობრებო, წინ-წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი გული,
დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და შუბლს ოფლის ნაკადული”– (ი. ევდოშვილი).
ბ) „დაქტილური რითმა“
რითმა, რომლითაც სამი მარცვალია შეთანხმებული.
მაგ:
„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი." – (შოთა).
ხ
გ)“ვაჟური რითმა“
რითმა, რომლითაც მხოლოდ ერთი მარცვალია შეთანხმებული.
მაგ:
„ალვა მწვერვალსა ხრის, ნაზი ქალივით სწორს,
მთიდან ნიავი ქრის, შორს, უბრალოდ შორს.
შევხვდით ისევე ჩვენ, გზით მიმავალი გზად,
კვლავ მოგონებებს მფენ, მაგრამ არ ვიცი: რად?“... – (გ. ტაბიძე).
ხ
დ) „ზუსტი რითმა’’
ეს არის რითმა, რომელშიც ერთი და იგივე ბგერები მეორდება.
მაგ:
„ჩემს ხეხილებს შეეჩვია ჩიტუნების მთელი კრება,
გამიკენკეს ყვავილები, არ აცალეს აკოკრება.” – (ი. გრიშაშვილი).
ხ
ე) „თავრითმები’’
ლექსის დასაწყისის შემთანხმებელი რითმები მაგ:
„ახმეტელი ქალი ვიყავ,
ახ, ნეტავი მეო...“ – (ხალხური)
ვ) „თეთრი ლექსი“
იგივე რაც „ ურითმო’’ ლექსი.
მაგ:
„რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,
ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა,
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული.
კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა...
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია,
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა–პურისა...” – (გრ. ორბელიანი).
ძველად, ტაეპის დამთავრებისას, თეთრ ადგილს ტოვებდნენ რითმის ჩასაწერად და, თუ იქ
შესაფერ რითმებს ვერ ჩაწერდნენ, გასარითმავი ადგილების თეთრად დატოვების გამო, მთელ ლექსს თეთრი ლექსი ეწოდებოდა
ზ)“კიბური’’[კიბე] რითმა,
რითმა, რომელიც წარმოადგენს წინა ტაეპის დამამთავრებელი ბგერების შეერთებას მეორე ტაეპის დასაწყისთან ან
პირველი ტაეპის დაბოლოებასთან. მაგ:
„ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა,
გადააქსოვა სარკის მწვანე ბროლს,
სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა,
და დაათოვა სურათებს, საწოლს.” – (გ. ტაბიძე)
თ) „კლაუზულა“
სალექსო სტრიქონის დამთავრებული ნაწილი, საიდანაც რითმა იწყება.
კლაუზულა ლათინურად ნიშნავს დასკვნას, დამთავრებას. კლაუზულა ლექსის ტაეპის უკანასკნელი მახვილიანი მარცვალია.
მაგ:
„მონას რად უნდა კრული სიცოცხლე,
რისთვის დაანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – (აკაკი).
მოყვანილ ტაეპში ერთმანეთს ერითმება სიტყვები „ლამპარი–მკვდარი“, უფრო ზუსტად მათი დაბოლოებანი : არი–არი.
ამ შემთხვევაში ბოლოდან მეორე მარცვალი არის კლაუზულა, რადგან იგი არის რითმის დამწყები მახვილიანი მარცვალი[ლამპ და მკვდ]
ლ) „კონსონანსი’’
ეს არის რითმა, რომელშიც მხოლოდ თანხმოვნებია შეთანხმებული. მაგ:
„გარჯა – გიჯობს;
სიცხე – საცხობს.”
ხ
მ) „მაჯამა’’
ანუ ომონიმური [იხ. განმარტება] რითმა.
„აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზე შევდეგ, ჭმუნვის ალი მენელა,
მზემც სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.” – (აკაკი).
ნ) „მდიდარი“ რითმა
რითმა, რომელსაც უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერებიც ერთნაირი ან დამსგავსებული აქვს.
უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები ერთნაირია:
„გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა წყლისა ჩქერამა,
პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთისა ცქერამა.” – (ხალხური).
უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები დამსგავსებულია:
„ ...და მრცხვენიან, ყმაწვილებო, ეს ამბავი სათხრობელად...
ასე გახდა ერთი წიგნი ჩემი ბაღის საფრთხობელად”.–(ი. გრიშაშვილი).
ო) „მუხამბაზი’’
ხუთტაეპიანი სტროფი (ხანა).
პირველი სტროფის ხუთივე ტაეპი ატარებს ერთ რითმას და იგივე რითმა შემდეგ დანარჩენი სტროფების ბოლო ტაეპებში
მეორდება.
პირველი სტროფის მომდევნო სტროფების ყოველ პირველ ოთხ ტაეპს საკუთარი საერთო მომდევნო რითმები აქვთ.
იხ. მუხამბაზის მაგალითი
[ზემოთ]
პ) „ტერცინა“
სამტაეპიანი სტროფებისაგან (ხანებისაგან) შედგენილი და ჯვარედი რითმებით დაწერილი ლექსი.
იგი ძველი იტალიური ლექსის ფორმაა.
ტერცინებით არის დაწერილი დანტე ალიგიერის პოემა ”ღვთაებრივი კომედია”.
ტერცინით იწერება როგორც პოემები, ასევე ლირიკული ლექსები.
ტერცინა გავრცელებულია თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანაშ
ჟ) „ფისტიკაური’’
ე.წ. შავთელური ლექსი, რომელსაც მხოლოდ გარეგანი რითმა აქვს.
მაგ:
„რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორსა და მეგობარსა,
ნუღარ ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა”. – (ნ. ბარათაშვილი).
„კმარა მონობა, კმარა მოთმენა,
დრო არის ადგეს ერთპირად ერი,
ან ბრძოლის ველზე სული დალიოს,
ან მოიგეროს მოსული მტერი!” – (აკაკი)
რ) „ქალური’’ რითმა
·
რითმა, რომლითაც ორი მარცვალია შეთანხმებული.
მაგ:
„ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავით ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა.“ – (რუსთაველი).
ხ
ს) „შერეული’’ რითმა
·
ლექსი, რომელსაც ტაეპების დასასრულს სხვადასხვა რითმა აქვს. მაგ:
„დაჰკრეს ნაღარა, გული შეჰზარა,
და მტერთ საომრად ჯარი შეჰყარა,
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა,
ვით არ აღგანთებს გმირო, ქართლისა!
მხდალსა განამხნევს, მხნეს განაღვიძებს
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!” (ნ. ბარათაშვილი ).
ხ
ტ) „შინაგანი“ რითმები
ტაეპების შინაგანი ნაწილების შემთანხმებელი რითმები. მაგ:
ტანო, ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! –(ბესიკი)
უ) „შინაგან–გარეგანი’’ რითმა
რითმა, რომელიც შინაგანი ტერფების ან მუხლების დაბოლოებასაც ათანხმებს და იმავდროულად ტაეპების დაბოლოებასაც. მაგ:
„სავარგონია, მგონია, ეს სიტყვა გასაგონია,
ბაღ–წალკოტისა მოქმედთა ვარდი დასთესონ, რგონია” – (დ. გურამიშვილი).
ფ) „ღარიბი’’ რითმა,
რითმა, რომელშიც ბგერების მეტად მცირე რაოდენობაა შეთანხმებული.
მაგ:
„
a. ყვავილ-ი – სახელ–ი
b. როგორმ-ე – იწამ–ე
c. სათოფ-ე – ხელმწიფ–ე და სხვ.
ხ
ქ)“ჯვარედნი“ რითმები
·
რითმები, რომლითაც ლექსის სტროფის პირველი ტაეპი შეთანხმებულია მესამე ტაეპთან და მეორე – მეოთხესთან. მაგ:
„მე ეს თასი საზაფხულო,
ყვავილებით ამივსია.
გაიხარე, ჩემო გულო,
გამარჯვების მაისია.„ – (ი. გრიშაშვილი).
ხ
ღ) „ასონანსური’’ რითმა
არაზუსტი რითმა, რომლშიც მხოლოდ ხმოვანი ბგერებია შეთანხმებული და თანხმოვნები კი ნაწილობრივ, ან სრულებით სხვადასხვაა.
მაგ:
ვით ბუნების და ხალხის გულის ხმა
ისმის სიმღერა გაზაფხულისა. – (ი. ნონეშვილი).
„შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა,
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა.” – (ხალხური).
ასონანსურია აგრეთვე შემდეგი რითმები:
გადაფენა–შეაჯერა;
ბაგა–სხვაგან;
მედინა–მეძინა;
დარიალს–დაიარს;
თავზე–მოვათავსე და სხვ.
ყ)
„დისონანსური’’ რითმა
ეს
არის უკიდურესად არაზუსტი რითმა
მაგ:
კავები – გეკავა;
ბეჯითი – ნაბიჯით და სხვ.
შ)
„ზედაქტილური“ რითმა
რითმა, რომლითაც სამზე მეტი (ოთხი, ხუთი, ექვსი და მეტიც) მარცვალია შეთანხმებული.
მაგ:
ოთხმარცვლიანი:
„მე ჯავახეთს რა მიშავდა,
მთვარე იდგა მზესავითა,
კალმახი და ქერის პური,
წინ მეყარა ბზესავითა.“ – (ხალხური)
ხუთმარცვლიანი:
„მასპინძელ კარგად მასპინძლობს,
გულითა მხიარულითა,
მწვანე ქოშები გაცვითა,
მარანში სიარულითა.“ – (ხალხური).
ჩ)
„რკალური’’ რითმა
რითმები, რომელშიც სტროფის პირველი ტაეპი მეოთხეს ეთანხმება(ერითმება), ხოლო მეორე მესამეს.
მაგ:
„ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა,
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია,
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „ სამშობლო უპირველეს ყოვლისა!
არ მოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება,
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება,
მამულს გული!– უპირველეს ყოვლისა!”– (გ. ტაბიძე).
ხ
ლექსის რიტმი
·
რიტმი არის: თანაზომიერი „სამეტყველო ერთეულების“(ანუ ტაეპების ან სიტყვების) მოწესრიგებულ გამეორება.
„რიტმოს” ბერძნულად ნიშნავს თანაზომიერებას, სინატიფეს.
თანაზომიერება ანუ რიტმულობა მრავალ მოვლენას ახასიათებს.
რიტმულად გამოთქმული აზრი უფრო მკვეთრად იჭრება ადამიანის გონებაში.
ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხალხურ ანდაზებსა და გამოთქმებსაც კი რიტმი ახასიათებთ.
ლიტერატურის თეორიის შესწავლის დროს რიტმი ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს,
როგორც ლექსის დამახასიათებელი თვისება.
·
ლექსის „ სამეტყველო ერთეულებად’’!!! ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მისი
სტრიქონები, ანუ ტაეპები. !!!!!!!!!!!!!!
„ტოკავდა, ტოკავდა,
პატარა ნარგიზი,
პატარა ნარგიზი,
კოხტა და ფაქიზი.” ( ი. გრიშაშვილი)
თუ დავითვლით მარცვალთა რაოდენობას ყოველ აქ მოყვანილ სტრიქონში,
ასეთ სურათს მივიღებთ:
„ტოკავდა, ტოკავდა,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
კოხტა და ფაქიზი.(6)
·
აქ მოყვანილი ლექსის ნაწყვეტი ოთხი „სამეტყველო ერთეულისაგან“ –ოთხი სტრიქონისაგან შედგება.
ოთხივე სტრიქონი ერთმანეთის „თანაზომიერია“ – სამეტყველო ერთეულების,
ანუ თანაბარმარცვლიანი სიტყვებისა (3)და
სიტყვათა ჯგუფების (3+3) გამეორებას წარმოადგენს.
დაიმახსოვრე:
ლექსებში უმთავრესად „თანაბარი რაოდენობის მარცვალთა“ სტრიქონები მეორდება.
ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებში ორ–ორჯერ მეორდება „სამმარცვლიანი სიტყვები“:
„ტოკავდა, ტოკავდა(3+3)
პატარა ნარგიზი(3+3)
როგორც ვხედავთ, თვით „სალექსო სტრიქონშიც“ თანაზომიერი ერთეულები
(ამ შემთხვევაში სიტყვები) მეორდება.
ლექსში „თანაზომიერი ერთეულების“ გამეორება არ არის შემთხვევითი,
იგი გარკვეული წესით, გარკვეული რიგის მიხედვით მეორდება –
ზოგჯერ ერთმანეთს მიჰყვება,
ე.ი. განუწყვეტლივ მეორდება თანაბარმარცვლიანი ტაეპები,
ზოგჯერ კი პირველი ტაეპის „თანაზომიერი ტაეპი“ მეორდება მესამე სტრიქონში,
მეორე ტაეპისა – მეოთხეში და ა. შ. მაგ:
„როცა დროშა ჩავიბარე,(8)
მე შევფიცე კაცურად,(7)
შენთვის ქარს არ შევუდრკები,(8)
შენთვის ცეცხლში გავცურავ.(7) – (ხ. ბერულავა)
·
დაიმახსოვრე :ლექსისათვის თანაზომიერი “ სამეტყველო ერთეულების“ მოწესრიგებული
გამეორება ანუ რიტმი - აუცილებელი თვისებაა.
ლექსის „მუსიკა“
ლექსის მუსიკალურობას ქმნის :
ა)“ალიტერაცია“,ბ) „ასონანსი“, გ)“გამეორება“
ა) ალიტერაცია;
ალიტერაცია არის:
ერთი და იგივე ან დამსგავსებული თანხმოვანი ბგერების განმეორება.
მაგ:
ა) „შუბლთა შუქი შემოადგა, შაბაშ შვენის შენობაი...”–(ბესიკი).
ბ) „სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი”-(გ. ლეონიძე).
გ) „მთვარეში შავი შრიალებს ჩალა,
შავი ლეჩაქი დაეცა შარებს”.–(გ. ტაბიძე)
ბ) „გამეორება“
პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიც ერთი და იგივე სიტყვა ან გამოთქმა მეორდება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით.
ამ ხერხით
მკითხველის ყურადღება
განსაკუთრებით მახვილდება
იმ ცნებაზე,
რასაც გამეორებული
სიტყვა ან
წინადადება
გამოხატავს.
გამეორების ნიმუშები:
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა,
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს
სამშობლოს
სხვა ქვეყნის
სამოთხეზედა” (რ. ერისთავი)
„გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა” (გ. ტაბიძე)
„როდემდის დამრჩეს
ეგ ტკივილი
გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?” (ი. ჭავჭავაძე)
ქვევით მოყვანილ
მაგალითში გამეორება ორ დანიშნულებას ემსახურება:
იგი აზრსაც
აძლიერებს და
ლექსის ცალკეულ
ეპიზოდებსაც აკავშირებს:
„კიდევაც ვნახავ გაზაფხულს
ყელმოღერებულ იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ
მქცეველს,
იმის სიტურფეს
ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა–ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა,
კიდევაც ვნახავ,
ცა სჭექდეს,
თოვლის წილ
წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა
შიოდეს:
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი
ყიოდეს,
მეც მას
ბანს ვეუბნეოდე,
გული აღარა
მტკიოდეს!
კიდევაც ვნახავ,
– უხვადა
ვარდნი, იანი,
ყვაოდნენ,
ნაცარ–მტვრად
იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა
ზღვაობდნენ:
შხამის და
გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდნენ,
ჩვენი სიკვდილის
მსურველნი
ყორნები ვეღარ
ჩხაოდნენ!” (ვაჟა–ფშაველა)
გ) ასონანსი
ასონანსი -ერთი და იგივე ხმოვანი ბგერების განმეორებაა.
მაგ:
„დავეცი, დავბნდი, წამიხდა,
ძალი მხართა და მკლავისა”. – (რუსთაველი).
ასონანსი აძლიერებს შინაარსის გამომსახველობას. ზემოთმოყვანილ ციტატში „ა”–ს გამეორება თითქოს გვაგრძნობინებს მოქმედი პირის გულისცემის აჩქარებას.
ტარიელის ბაგიდან ნესტანის მშვენიერების მიმანიშნებელი სიტყვები „ა” ბგერის გამეორების საშუალებით გლოვის მწუხარე მელოდიად ისმის..
ასონანსი გამოიყენება აგრეთვე ვიწრო მნიშვნელობით და იგი არაზუსტი რითმის ერთ–ერთი სახეობაა.იხ. ზემოთ
Комментарии
Отправить комментарий