ბავშვობა[ასაკი : დაბადებიდან -11-13 წლამდე] და მოზარდობა [ასაკი 11-13-დან 18-19 წლამდე]

 





სარჩევი:

ბაშვობა  [პერიოდი დაბადებიდან 19 წლამდე]

) მუცლადყოფნის პერიოდი. 1

) დაბადება. 1

) ახალშობილი. 2

L. სენსომოტორული ანუ ,,პრაქტიკული ინტელექტის სტადია. 3

II. ნივთიერ-ხატობრივი’’ აზროვნების  სტადია. 4

III. წარმოდგენით-ხატობრივი’’ აზროვნების  სტადია. 4

IV. „ლოგიკურიანუცნებითიაზროვნების სტადია. 5

აღზრდის ხუთი სტილი. 6

მეგობრობა’’  ბავშვებში. 7

მორალური ცნობიერების  განვითარება ბავშვებში. 8

მოზარდობის ასაკი [11-13-დან 18-19 წლამდე] 10

) „ფიზიკური განვითარება’’ მოზარდობის პერიოდში. 10

სქესობრივი მომწიფება’’ 10

„აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარი“  მოზარდებში. 11

გადაწყვეტილების მიღების უნარი ‘’ მოზარდებში. 11

თვითშეფასება’’ 11

ოჯახთან შეჭიდულობა 12

მარტოობის’’  განცდა მოზარდებში. 13

სწრაფვა თანატოლთა რომელიმე ჯგუფის წევრად გახდომისკენ. 13

სიყვარულირეალურიან ზოგჯერწარმოსახული ადამიანისმიმართ. 13

პროფესიის არჩევა და შრომითი საქმიანობისთვის მზადება. 14

 

 

 

ბაშვობა  [პერიოდი დაბადებიდან -11-12 წლამდე[გოგონებში]  და 12-13 წლამდე[ბიჭებში]

 

                ) მუცლადყოფნის პერიოდი

 

·        სპერმატოზოიდის კვერცხსუჯრედთან შეერთებით წარმოიქმნება უჯრედი – ზიგოტა – რომელიც ატარებს ახალი ორგანიზმის შექმნისათვის საჭირო გენეტიკურ ინფორმაციას.

·        მისი სწრაფი დაყოფის  შედეგად უკვე 8 კვირის[ანუ ორსულობის 2 თვის] განმავლობაში ხდება ჩანასასის სტრუქტურული განვითარება.

·        ჩანასახის  ზრდა არათანაბრად მიმდინარეობს:  სხეულის ზედა ნაწილი უფრო სწრაფაღ იზრდება, ვიდრე – ქვედა, ხოლო ტანი უფრო სწრაფაღ ვითარდება, ვიდრე კიდურები.

·        ჩასახვიდან 6 თვის ბოლოსთვის შინაგანი ორგანოები უკვე იმდენად არის განვითარებული (ფუნქციონირებს „შეგრძნების ორგანოები“, ჩნდება „წოვის“, „ძლიერ ბგერებზე რეაგირების“ და სხვა რეფლექსები), რომ ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში ნაყოფმა შეიძლება შეინარჩუნოს სიცოცსლე.

 

·        მუცლადყოფნის მთელ პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე გავლენას ასდენს ა)გენეტიკური და ბ)გარემო ფაქტორები:  

 

·        დედის მიერ მავნე ნივთიერებათა მოხმარებამ (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, წამლები)  შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი [!] მიაყენოს ნაყოფს.

) დაბადება

·        უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ბაეშვის დაბადება.

·        დ. უზნაძის მართებული აზრით, ჯანსაღი ბაეშვი თეითონ იბადება, თვითონ იწყებს და ამთავრებს დედის მუცლიდან გამოსვლის პროცესს (ისეეე როგორც ჯანსაღი გამოუჩეკელი წიწილა თვითონ იწყებს კვერცხის ნაჭუჭის მტერევას შიგნიდან).

 

ესაა „პირვეელი მძლავრი გამოვლინება ფუნქციონალური ტენდენციისა – ანუ შინაგან შესაძლებლობათა ამოქმედებისა და გაშლა-განვითარების „თანდაყოლილი მისწრაფებისა“.

 

ამავე „მისწრაფების“ გამოევლინებებია ბავშვის მოუსვენრობა, კუნტრუში, ცელქობა, თამაში, ცნობისმოყვარეობა და სხვა „შიგნიდან მომდინარე“ აქტივობა (ყეელა ეს აქტივობა ზრდასრულსაც ახასიათებს, ოღონდ მისთვის უფრო ტიპურია „რაიმეს კეთების მოთსოვნილება“ და „შემოქმედება“).

 

 ახალშობილისიცოცხლისუნარიანი’’ არსებაა.

მიუხედავად ძლიერი სტრესისა, როგორიცაა „მშობიარობა“, იგი ახერხებს „შეგუებას გარემოსთან“ „თანდაყოლილი მექანიზმების“ საშუალებით.

 

იგი არსებობას იწყებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სოციალურ გარემოში, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში. შეესაბამება ცოცხალი ორგანიზმის ძალთა განვითარების დონეს.

 

ბავშვის „ძალთა“ განვითარება მასზე მოქმედ „ასაკობრივ გარემოზეა“ დამოკიდებული – ამბობდა დ. უზნაძე.

) ახალშობილი

 

·        ახალშობილის „პერცეპტული“ და „მოტორული“ ჩვევების განვითარება ხელს უწყობს „სხვა“ სისტემების განეითარებას.

·        უპირველეს ყოელისა, ვითარდება თავის მოძრაობის უნარი, 5 თვიდან ბავშვს შეუძლია ჯდომა და ცდილობს ხელით საგნების ტაცებას,

·        9-10 თვის ასაკში იწყებს ხოხვას, |

·        წლისა კი ცდილობს დამოუკიდებლად ფეხზე დგომას და სიარულს.

·        ყველაფერი, რასაც ბავშვი აკეთებს თავისი ცხოვრების პირველ წლებში ხდება ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური და ემოციური განვითარების საფუძველი.

·        2-3 წლის ასაკში ყველაზე შესამჩნევია ცვლილებები „მსხვილი მოტორიკის“ განვითარებაში – ბავშვს აქვს ისეთ მოძრაობათა შესრულების უნარი, რომლებიც მთელი სხეულის მონაწილეობას ითხოვს (მაგ, სირბილი, ხტომა)

·        უფრო ნელა ხდება „წვრილი მოტორიკის“ განვითარება. ეს არის ხელის მტევნითა და თითებით მცირე ამპლიტუდის მოძრაობების (მაგ. ხატვა, კოვზის ხმარება) შესრულების უნარი.

 

·        6-7  წლისთვის ვითარდება თვალისა და ხელის კოორდინაცია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია წერის დაუფლებისთვის. ,

·        დაბადებიდან პირველსავე დღეებში ახალშობილებს შეუძლიათ დედის სახის, ხმის, სუნის ცნობა.

·        პირველ თვეებში ვითარდებაა)სამეტყველო და არასამეტყველო ბგერების გარჩევის უნარი, ბ)ვიზუალური და მოტორული აქტივობის კოორდინაცია და სიღრმის აღქმა.

·        პირველი წლის ბოლო თვეებში ბავშვი ახერსებს ბგერათა კომპლექსების წარმოთქმას, მაგრამ მეტყველებას წლინახევრის ასაკიდან იწყებს.

·        მისი ლექსიკური მარაგი ჯერ „არსებითი სახელებით“ მდიდრდება, შემდეგ „ზმნებითა ‘’ და „სხვა კატეგორიის’’  სიტყვებით.

·        მეორე წლის ბოლოსთვის რამდენიმესიტყვიან წინადადებებს წარმოთქვამს

·         ორწლინახევრის ბავშვს კი შეუძლია დამოკიდებულ წინადადებათა ჩამოყალიბება – ე.ი. ის არა მარტო აზრების ლოგიკურ დამოკიდებულებას ხვდება, არამედ იმასაც, რომელია „მთავარი“ და რომელი – „დამოკიდებული“. თუმცა თვით ამ ლოგიკურ მიმართებათა წედომა ყველაზე მეტად სწორედ მეტყველებას ემყარება – ბაეშვი ჯერენით“ ეუფლება ლოგიკას (როცა ისმენს ზრდასრულთა საუბრებს, ლექსებს და ზღაპ- რებს, თან ფრაზებს თვითონაც იმეორებს) და შემდეგ – „აზროენებით“.

·        მეტყეელების დაუფლების ტემპი ინდივიდუალურია.

·        ამავე დროს, დედაენის შეთვისების ძირეელი კანონზომიერებანი და პერიოდები, როგორც ჩანს, უნივერსალურია ყეელა ბავშვისთვის და, ამდენად, ადამიანის განვითარების „თანდაყოლილი პროგრამითაა“  განსაზღვ რული (იხ. თავი XIV).

·        3-4 წლის ასაკში ბავშეები უკვე ეუფლებიან გრამატიკულ წესებს (პრაქტიკულად), სწრაფად იმდიდრებენ ლექსიკას (ხშირად 2-3 სიტყვით დღეში).

·        ბავშვები უბრალოღ კი არ წარმოთქვამენ სიტყვებს და ფრაზებს. ისინი „საუბრობენ უფროსებთან, ერთმანეთთან და საკუთარ თაეთანაც კი. [ამ უკანასკნელს „ეგოცენტრული მეტყველება“ ეწოდება, მისი სიხშირე 4-5 წლამდე მატულობს, 8 წლისათვის კი მცირდება.]

·         6-12 წლებში თვალშისაცემია ზეპირი მეტყველების განვითარება, მაგრამ მთავარი მაინც წერა-კითხვის დაუფლებაა.

·        „კითხვა“ არაა „ასოების ცნობა და გასმოვანება“, „წერა“ კი – „წვრილი მოტორიკის ჩვევების განვითარება“. „კითხვა“ არის დაწერილი ტექსტის „აზრის“ გაგება, ხოლო „წერა“„აზრის“ წერილობითი ფორმით გამოხატვა-გადაცემა.

·        ეს ითხოვს ყურადღების, აღქმის, მეხსიერების, აზროვნების განეითარებას.

·        ამ უნარ-ჩვევათა განვითარება მნიშენელოევნადაა გაპირობებული ა)სოციალ-კულტეერული გარემოთი, ისევე როგორც ბ)თანდაყოლილი მონაცემებით.

·        „აზროვნების განვითარება“ ყველაზე ფუნდამენტურად ჟან პი აჟემ შეისწავლა.

მისი თეორიის წანამძღვარია „ბავშვის დიდი აქტიურობა და შემოქმედებითობა“, რომელიც თანმიმდევრულად გაივლის განვითარების 4 საფეხურს.

·        ხოლო ლევ ვიგოტსკიმმეტყველების“ გადამწყვეტი მნიშვნელობა წარმოაჩინა.

 

L. სენსომოტორული ანუ ,,პრაქტიკული ინტელექტის სტადია

 

·        სენსომოტორული ანუ ,,პრაქტიკული ინტელექტის“ სტადია მოიცავს  დაბადებიდან 1,5-2 წლამდე პერიოდს .

·        ამ ასაკის ბაეშეი, ისევე როგორც ცხოველი, მსოლოდ აღქმითა და მოძრაობებით შეიმეცნებს სამყაროს, ანუ „კუნთებით აზროვნებს“.

·        მისთვის არსებობს მხოლოდ ის, რასაც“ხედავს“ და რასაც „ხელს ჰკიდებს“.

·        საკუთარი აქტივობით ბავშვს „სენსომოტორულ დონეზე“ უმუშავდება ის სქემები, რომლებიც შემდგომში „ლოგიკური აზროვნების“ საფუძველი გახდება (სქემების გაშინაგანებით ანუ ინტერიორიზაციით).

·         ამიტომ „ბაეშვის მოუსვენრობას“ გონებრივი განვითარებისთვისაც  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქეს.

 

 

II. ნივთიერ-ხატობრივი’’ აზროვნების  სტადია

 

·        ნივცთიერ-ხატობრივი’’ აზროვნების სტადია გრძელდება 1,5-2 წლიდან 5-6 წლამდე.

·        თუმცა „სენსომოტორული“ აქტივობა კვლავ უმნიშვნელოვანესია, ამასთან, ბაეშვი უკვე მეტყველებს.

·        მაგრამ მას ჯერ არ ძალუძს „გონებაში მსჯელობა“ და „წარმოდგენილ ხატებზე“ მოქმედებათა ჩატარება, ის მხოლოდ ხმამაღლა ან ბუტბუტით მეტყველებს (რაც მისი „აზროევნებაცაა“), თანაც შესაბამისი საგნები თვალწინ უნდა ჰქონდეს.

·        მისი მეტყველება – და ე.ი. აზროვნებაცმიჯაჭვულია კონკრეტული საგნების „კონკრეტულ ხატებზე“.

·        მაგალითად „ტრანსპორტი“ ამ სტადიაზე შეიძლება იყოს „მხოლოდ ერთი კონკრეტული ავტომანქანის“ ან „მხოლოდ ერთი კონკრეტული  ავტობუსის“ კონკრეტული ხატი (რომელიც ბავშვისთვის ყველაზე ნაცნობია), აგრეთვე მათი მსგავსი საგნები, მაგრამ არა, მაგალითად, ეტლი, მატარებელი ან ველოსიპედი.

 

 III. წარმოდგენით-ხატობრივი’’ აზროვნების  სტადია

 

·        წარმოდგენით-ხატობრივი აზროვნების სტადია გრძელდება  6-7 წლიდან 9-11 წლამდე.

·        ყმაწვილს საუკეთესოდ შეუძლია „ხატობრიევ-სურათოვანი’’ წარმოდგენა, მისი „მხედველობითი მეხსიერება’’ ზრდასრულისასაც კი სჯობნის.

·         აზროვნება უკვე ინტერიორიზებულია ყმაწვილი ა)“გონებაშიც მსჯელობს“, ბ)“წარმოდგენით მოქმედებებსაც ატარებს“, ოღონდ მხოლოდ ისეთებს, რომლებსაც თვალსაჩინო საყრდენი მოეპოვება, ხოლო არათვალსაჩინო მიმართებათა და აბსტრაქციების წედომა არ ძალუძს.

·        „წარმოდგენილი ხატები“ განზოგადებადია, მაგალითად ტრანსპორტი ამ სტადიაზე – ესაა რაღაც ბორბლებიანის განზოგადებული „სქემატური ხატი“ და ის საგნები, რომელთა „ხატები“ ამ სქემაში ჯდება, მაგალითად: მატარებელი, ველოსიპედი, ეტლი, ურემი, სათამაშო ავტომანქანა და სხვა; მაგრამ არა ნავი, ტივი, თვითმფრინავი ან მარხილი (თუკი ყმაწვილს უფროსებისგან არ დაუმახსოერებია, რომ ესენიც ტრანსპორტია; თუმცა ამ შემთხვევაშიც ბავშვი მათ გაუაზრებლად მიაკუთვნებს ტრანსპორტს).

 

 IV. „ლოგიკურიანუცნებითიაზროვნების სტადია

 

·        „ლოგიკური“ ანუ „ცნებითი“ აზროვნების სტადია –იწყება 9- 11 წლიდან და უმაღლეს განვითარებას 15-17 წლისთვის აღწევს.

·        მოზარდს უკვე შეუძლია „რათვალსაჩინო მიმართებათა“ და „აბსტრაქციების“ წვდომა, „ფორმალურ ლოგიკურ მოქმედებათა ჩატარება“ (იხ. თავი XIII).

·        ამ სტადიაზე ტრანსპორტი – ესაა „აბსტრაქტული“ ცნება, დამოუკიჯებლად „სურათებისა“ და „სქემებისგან“.

·        ყოველი „ცნება“ კი მისი სიტყეიერი განმარტებით მოიცემა[განიმარტება].

·        მაგალითად: „ტრანსპორტი“  არის– გადაადგილების ან ბარგის გადატანის საშუალება. ამიტომ სათამაშო ავტომანქანა არაა ტრანსპორტი, ხოლო ტივი ტრანს პორტია; ციგაც კი ზოგჯერ შეიძლება იყოს ტრანსპორტი – თუკი მას ბარგის გადასატანად გამოიყენებენ.

·        წინა სტადიებზე ბავშვი „სურათების“[ხატების] გარეგნული მსგავსების საფუძველზე მსჯელობდა, IV სტადიაზე კი მას „ლოგიკური დასკენის“ გამოტანაც შეუძლია.

·        ამასთან, სტადიებს შორის არაა მკეეთრი საზღვრები:  ა)დიდხანს გრძელდება გარდამავალი, „ნარეეი“ პერიოდები; და თანაც ბ) მრავალი წლის შემდეგაც კი ჩვეულებრივია „ჩაცურება“ წინა სტადიაზე, განსაკუთრებით – დაღლილობისას, აღელეებისას, გაჭირვებისას.

·        მაგალითად, IV საფეხურზე მყარად არათუ 16-წლიანი მოზარდები, არამედ ზრდასრულთა 80-90 %-იც კი არაა.

·        ადამიანებს დასკვნები უფრო ხშირად არა ცნებების ღა ლოგიკური აზროვნების, არამედ თვალსაჩინოების, გრძნობებისა და ასოციაციების საფუძველზე გამოაქვთ.

·        და როცა ლოგიკას  „თვალსაჩინოება“ ან „პირადული გრძნობები“ უპირისპირდება, უფრო ხშირად ლოგიკა მრუდდება.

·        ამრიგად, „გონებრივი განვითარების“ ძირითადი კანონზომიერებაა:

„აღქმიდანმეტყველება-აზროვნებისკენ“,

საგნიდან „– „სიტყვა-ცნებისკენ“.

„წარმოდგენიდან– „საზრისისკენ“,

„ასოციაციიდან“ –ლოგიკისკენ“,

„კონკრეტულიდან“ აბსტრაქტულისკენ,

 

ამიტომაა, რომ ტექსტების მოსმენა[აუდიო ჩანაწერების მოსმენა] აზროვნების „განვითარებას“ ძლიერ უწყობს ხელს, ხოლო ეკრანზე (სურათებზე) მიჯაჭვაძლიერ აფერხებს.

 

და ამიტომაა, რომ თუმცა „თანდაყოლილი სიბრმავე“ ბიოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით მძიმე ნაკლოვანებაა, ვიდრე „სიყრუე“,

მაგრამ „გონებრივ-პიროვნული განვითარებისთვის“ პირიქითაა: ბრმა უკეთ ვითარდება, ვიდრე ყრუ.

·        ზოგი ბავშვი, რომელსაც აზროვნება „ნორმალური“ ან „ნორმალურზე უკეთ“ განვითარებული აქეს, ჩამორჩენილია ნებისყოფის განვითარების მხრივ.

·        ასეთ ბავშეს არ ძალუძს „ყურადღების კონცენტრაცია“ ასაკობრივი ნორმის ფარგლებში, ხანგრძლივად არ შეუძლია „მშვიდად ჯდომა“, ვერ იკავებს „იმპულსურ მოძრაობებს“. ამას „ჰიპერაქტიურობას“ უწოდებენ.

·        ჰიპერაქტიურობა თავს 6-7 წლის  ასაკიდან იჩენს (რადგან ამ ასაკამდე არც ჩვეულებრივ ბავშვს ძალუძს თავის მოთოკეა).

·        ამასთან, ბავშვი, შესაძლოა, „ძალიან მოუსვენარი’’ იყოს, მაგრამ ყოველგვარი „ჰიპერაქტიურობის“ გარეშე – თუკი მისი „მოუსვენრობა“ გამოწვეულია არა „თავშეუკავებლობით“, არამედ „აქტივობის ჭარბი მოთხოვნილებით“, ანუ „ძლიერი ფუნქციონალური ტენდენციით“. ასეთ ბავშვს ნებისყოფა შეიძლება „ნორმალური“ ან „ნორმალურზე ძლიერიც“ კი ჰქონდეს, ხშირ-სშირად ახერხებდეს „ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრაციას“. ეს იმაში ვლინდება, რომ წამოწყებული საქმე (მაგ. დაშ ლილი რთული სათამაშოს აწყობა ან სასკოლო დავალება) ბოლომდე მიჰყავს. ხოლო ,ჰ იპერაქტიულ“ ბაეშეს სწორედ ამგეარი თანმიმდევრულობა არ ძალუძს.

·        ჩვილობის ასაკში[დაბადებიდან 1,5-2 წლამდე] პირველივე დღეებიდან ხღება მიჯაჭვულობის“ ჩამოყალიბება, რაშიც დიდ როლს ასრულებს სხეულებრივი კონტაქტები დედასთან.

·        კვლევებმა აჩვენა, რომ „უცხო გარემოში“ დედის მიმართ ბავშვების დაასლოებით 60% ავლენს მყარ, დანარჩენი კი – არამდგრად „მიჯაჭვულობას“.

·        დედასთან მყარი მიჯაჭვულობა ხელს უწყობს სოციალურ ადაპტაციას.

·         ბავშვები იწყებენ „დედასთან ურთიერთობისას შეძენილი ჩვევების“ გამოყენებას „სხვა ადამიანებთან“ ან „ბავშვებთან“  (სათამაშოს ჩეენება, გადაცემა სხვისთვის), თავს გრძნობენ უფრო დაჯერებულად და „მეორე“ წელიწადში უკვე „ნაკლებ ეგოცენტრულები“ არიან. ჩვილობის  ასაკში მნიშენელოვანია პოზიტიური მე-ს განცდა.

·        6 წლის ასაკისთვის ბავშვებმა უკვე იციან თავიანთი სქესი, ფიზიოლოგიური თავისებურებები, შეუძლიათ საკუთარი თავის სხვა ბავშვებთან შედარება.

·         8-10 წლისთვის მათი მე-ს ხატი სტაბილური ხდება და დაახლოებით 12 წლისთვის ბავშვების უმეტესობას უკვე აქვს ფორმირებული „მე-კონცეფცია.

·        ბავშვები „პოზიტიური’ მე“-კონცეფციით   არიან მიმნდობი, დამოუკიდებელი, ოპტიმისტები.

·        ოჯახში არსებული „აღზრდის სტილი“ გავლენას ასდენს ბაეშვის „მე“-კონცეფციის ფორმირებაზე.

აღზრდის ხუთი სტილი

 

·        შეიძლება განვასხვავოთ აღზრდისა და უმცროსის მართვის ხუთი სტილი, რომლებიც თავს იჩენს როგორც ოჯასში, ისე სკოლაში (და ზრდასრულთა საზოგადოებაშიც „უფროს-უმცროსის“, „ზემდგომ-ქვემდგომის“ ურთიერთობაში):

 

a.      ავტორიტარული’’  ურთიერთობისას  მშობელი ადგენს ქცევის წესებს და ითხოვს მის უპირობო შესრულებას. მაგალითად, შვილის შეკითხვაზე, „რატომ? ‘’ პასუხობს: „იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი”. მართვის თითქმის ერთადერთი საშუალებაა ბრძანება-მითითებანი ანუ დირექტივები. ამიტომ ამგვარ ურთიერთობას დირექტიული ეწოდება.

b.      ავტორიტეტული“ ურთიერთობისასაც მშობელი ადგენს წესებს, მაგრამ, ამასთანავე, უხსნის ბავშეს მათ არსს და აუცილებლობას. ის მომთსოვნია, მაგრამ დათმობების თვისაც მზადაა, გულისსმიერია და ყურადღებიანი, იშვიათად იყენებს დასჯას. ·

c.      ლიბერალურ-დემოკრატიული“ ურთიერთობისას მშობელი თითქმის ყეელაფრის უფლებას აძლეეს ბავშვს, ყეელაფრის გადაწყვეტას დემოკრატიულად ცდილობს, არ არის მოთხოევნი და თითქმის არ იყენებს დასჯას.

d.     ინდიფერენტული“ ურთიერთობისას მშობელი შეზღუდვებს თითქმის არ აწესებს, გულგრილია ბავშვის მიმართ, რადგან უფრო საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.

e.      უწესრიგო-ქაოსური“ ურთიერთობისას მშობელს არა აქეს აღზრდის ჩამოყალიბებული სტილი, მოქმედებს არაკანონზომიერად, შემთხვევით ვითარებათა და, რაც მთავარია, საკუთარი გუნება-განწყობილების მიხედვით (რისთვისაც ერთსელ ბაევშეს სჯის, სსეა დროს იმაზე შეიძლება გაიცინოს); დიდხანს ყურადღებას არ აქცევს ბავშვის მეცადინეობას, მერე უეცრად მკაცრად ამოწმებს ბავშვის რვეულებსა და შეფასებებს, ერთბაშად ძალიან ბევრს ითხოვს). ეს ურთიერთობის ყველაზე უარესი ტიპჰია.

 

მეგობრობა’’  ბავშვებში

 

·        ასაკთან ერთად „ფიზიკურ სამყაროზე“ წარმოდგენების ცვლილების მსგავსად იცვლება წარმოდგენები სოციალური სამყაროს“ შესახებაც.

·        „სოციალური შემეცნება“   6-12 წლის ასაკში დაკაევშირებულია „მეგობრობის“ გაგებასთან და „მორალური მსჯელობის“ უნარის განვითარებასთან.

·        ზოგი მკვლევარის აზრით, „მეგობრობის“ განვითარებაში შეიძლება გამოიყოს ოთხი სტადია:

 

a)      6 წლამდე მეგობრობა ემყარება ფიზიკურ ან გეოგრაფიულ ფაქტორებს. მეგობარი არის პარტნიორი თამაშში, რომელიც ახლოს ცხოვრობს ან კარგი სათამაშოები აქვს. 6 წლამდე ბავშვები ეგოცენტრულები არიან და არ შეუძლიათ სხეისი პოზიციის გაგება, ამიტომ „მეგობრის“ გრძნობებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

b)      7-დან 9 წლამდე მეგობრობაში მთავარი ხდება „ქცევა“ და „მისი შეფასება“ „მეგობრის“ მიერ. ხდება „ურთიერთდამოკიდებულებისა“ და „სხვა ადამიანის გრძნობების“  გაცნობიერება.

c)      9-დან 12 წლამდე მეგობრობა ემყარება „ნამდვილად თანასწორ“ დამოკიღებულებას: „მეგობრები“ არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან. ხდება ერთმანეთის ქცევების შეფასება. ჩნდება წარმოდგენები მოვალეობებზე.

d)     11-I2 წლიდან  „მეგობრობა“ უკვე გაგებულია, როგორც მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მოვალეობები და ურთიერთნდობა.

მორალური ცნობიერების განვითარება ბავშვებში

 

·        აღმოჩნდა, რომ „მორალური მსჯელობის“ განვითარებასაც „სტადიური“ ხასიათი აქვს.

·        პიაჟემ დაიწყო იმის შესწავლა, თუ როგორ უყალიბდებათ ბავშვებს „ზნეობრივი ცნობიერება“.

·        ლოურენს კოლბერგმა განაგრძო და გააღრმავა ეს კვლევა. ის აძლევდა ბავშვებსა და ზრდასრულებს განსახილველად მოკლე მონათხრობს, რომელიც შეიცავდა რაიმე „მორალურ დილემას“. ერთ-ერთ მათგანში, მაგალითაღ, ქმარს მომაკვდავი ცოლისთვის ესაჭიროება წამალი, რომლის ფული არა აქვს. იგი მიმართავს აფთიაქარს თხოვნით, რომ ფასი დაუკლოს. როცა აფთიაქარისაგან უარს იღებს, ქმარი იპარავს წამალს.

·        პასუხების ანალიზმა აჩვენა, რომ „მორალური ცნობიერების“ განვითარება გაივლის სამ სტადის ა)“მარტივი და კონკრეტული“ შეხედულებებიდან  ბ)“აბსტრაქტულ“   და გ)“პრინციპულ პოზბიციებამდე.

 

·        უდაბლესია „პრეკონვენციური სტადია“.

 

ესაა პრიმიტიული, ეგოისტური ზნეობა“, რომელიც გაპირობებულია „დასჯის შიშით“ ან „ანგარებით“, [ე.ი. ჯილდო-გამორჩენის მიღების სურვილით-“თუ თქვენი ცოლი მოკედება, თქვენ ბევრი საზრუნავი გაგიჩნდებათ” ა „თუკი მეუღლეს გადაარჩენთ, მთელი ცხოერების განმავლობაში მადლიერ ცოლთან ბედნიერი იქნებით“].

·        10 წლის შემდგომ,  ე.წ. „კონვენციურ სტადიაზე“ ქცევისმართებელობა-მიუღებლობა“ განისაზღვრება ან „სირცხვილის გრძნობით“, ან „ადათით“ (დაუწერელი წესებით) ან „კანონმდებლობით“ (ფორმალიზებული წესებით);

·        ე.ი. იმით, თუ „რას იტყეიან სხვები“ ან იმით, „რამდენად არღვევს ქცევა „სოციალურ წესრიგს  და კანონს“ (“თქვენი ოჯახი იფიქრებს, რომ არაადამიანური ხართ, თუ არ გადაარჩენთ მეუღლეს” ან „ქურდობა აკრძალულია, კანონის დარღვევა არ შეიძლება“).

·        უმაღლეს, „პოსტკონვენციურ სტადიაზე“, რომელიც 13 წლიდან იწყება, „ქცევაზე“ მსჯელობა ზნეობის უმაღლესი კრიტერიუმების მიხედვით წარმოებს

·        საქციელი ფასდება ა)„საზოგადოებისთვის მოტანილი სიკეთისა“ და „ადამიანთა უფლებების დაცეის“ მიხედეით, ბ)„სინდისზე“ დამყარებული საკუთარი კრიტერიუმებით, [მიუხედავად „კანონიერებისა“ ან „ სხვა ადამიანთა აზრისა“];

·         „მაღალ დონეზე’’  სინდისი  „საყოველთაო ჰუმანისტურ მრწამსს“, „უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს“ ექვემდებარება: „სიცოცხლის“, „თავისუფლების“, „თანასწორობის“, „სიყვარულის“, „პიროვნების თეითგანხორციელების“ უზენაეს მცნებებს („საზოგადოების კანონებით ქმარი მართალი არ იყო, მაგრამ ბუნებისა და ღმერთის კანონებით მართებულად ის მოიქცა და არა აფთიაქარი. ადამიანის სოსოცალე ფინანსურ მოგებაზე მაღლა დგას. არა აქეს მნიშვნელობა ვინ კედება, თუნდაც სრულიად უცნობი – ადამი ანი ეალღებულია, გადაარჩინოს მისი სიცოცხლე”).

·        ამ სამი სტადიის თითოელი დონე თავის მხრივ ორ ქვედონედ იყოფა.

·         შეჯამებულად:

 

VI – პიროვნული – სინდისი, „უნივერსალური ეთიკა“.

V – პიროვნული – სინდისი, „უფლებები“, „პრინციპები“.

IV – პროსოციალური – მოვალეობა, „კანონი“.

III – პროსოციალური – მოვალეობა, „სირცხვილი“.

II) – ეგოისტური – ანგარება.

I)-–- ეგოისტური – დასჯის შიში.

 

·        კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები „სხვადასხვა კულტურაში“ მართლაც ადიან ამ “მორალური კიბით”პრეკონვენციურიდან“ „კონვენციურ“ სტადიამდე.

·        „აზროვნების განეითარების“ კეალდაკვალ ჩვენი „მორალური ცნობიერება“ ხდება ნაკლებ ეგოისტური და უფრო პროსოციალური და ჰუმანური.

·        „პოსტკონვენციური დონე“ აღინიშნება ძირითადად ისეთი ქეეყნების საშუალო კლასის განათლებულ წრეებში, რომლებშიც ბატონობს ინდივიდუალიზმი (და აქაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 5-15 % თუ არის პოსტკონეეჩნციურ დონეზე). ასეთი ქეეყნებია ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა. აქ უპირატესობა ენიჭება „საკუთარ ინტერესებს“, განსხვავებით ე.წ. კოლექტივისტური კულტურებისაგან (აღმოსავლეთი აზია, ლათინური ამერიკა და სხვა), სადაც დომინირებს „ჯგუფური  ინტერესები“ და გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქეს „ურთიერთდლამოკიდებულებას“, „ურთიერთდახმარებას“, „ლოიალობას“.

·        კოლბერგმა გააცნობიერა ამ შენიშვნის სერიოზულობა და საბოლოოდ იმ აზრზე შეჩერდა, რომ თეორიაში დახასიათებული „ზნეობის უმაღლესი დონე“ შეიძლება შესაფერისი არ იყოს განსხვავებული კულტურის ყველა ადამიანისთვის.

·        „მორალური განვითარება“ მხოლოდ „ინტელექტუალური განვითარებით“ არ განისაზღერება.

·        ზნეობრიობის განვითარების „უმაღლესი” დონეები არაა უთუოდ “საუკეთესო” და “ყველაზე დახვეწილი” მორალური პრინციჰები, რომლებითაც ხელმძღვანელობს თითოეული ინდივიდი.

·        ისინი უნდა განვიხილოთ კულტურის კონტექსტში, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არის კონკრეტული ინდივიდი და სად ცხოვრობს.

·        გამოითქვა მოსაზრება, რომ არსებობს ორი სხეადასხვა ტიპის „მორალური შეგნება“. ერთი ემყარება „აბსტრაქტული სამართლიანობის“ ცნებას, მეორე – „ადამიანურ ურთიერთობებს და მოყვასზე ზრუნვას“.

·        პირველი უფრო მამაკაცების აზროვნებისთვისაა დამახასიათებელი, მეორე – ქალებისთვის. თუმცა ეს განსხვავება შეფარდებითია. იგი არ შეინიშნება 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან.

·        სათანადო კვლევა ადასტურებს, რომ „კონვენციურ სტადიაზე“ გოგონების მორალური შეგნების ტიპი მართლაც უფრო მეტადაა გამსჭვალული სხვებზე ზრუნვითა და თანაგრძნობით.

·        თუმცა „პოსტკონვენციურ სტადიაზე“  გენდერული სხვაობები თითქმის აღარ შეიმჩნევა.

·        კოლბერგს მიაჩნდა, რომ „ჭეშმარიტი ზნეობა“ ორიეეს მოიცავს – „სამართლიანობასაც“ და „თანაგრძნობასაც“.

·        ორივე მათგანი მოცემულია ახალი აღთქმის ,„ოქროს წესში“, რომლის პირველი ნაწილი „სამართლიანობას“ უსვამს ხაზს – „მოეპყარი სხვებს ისე, როგორც გსურს, რომ სხვები მოგეჰყრონ“, ხოლო მეორე – „თანაგრძნობას“ – „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

მოზარდობის ასაკი [11-13-დან 18-19 წლამდე]

 

·         მოზარდობის ასაკი არის „ფიზიკური განვითარებისა“ და „სქესობრივი მომწიფების“ პერიოდი.

) „ფიზიკური განვითარება’’ მოზარდობის პერიოდში

 

·        მოზარდის ორგანიგზმში ცვლილებებს „ჰიპოთალამუსისა’’ და „ენდოკრინული ჯირკვლების“ ზემოქმედება იწვევს.

 

·        ყველაზე შესამჩნევი სხეულებრივი ცვლილებაა „სიმაღლეში ზრდის ტემპის“ მკვეთრი მატება, „რეპროდუქციული ორგანოების“ და „მეორადი სქესობრივი ნიშნების“ (თმა სხეულზე, კუნთურ მასის მატება და სხეა) სწრაფი განვითარება.

·        მატულობს წონა და იცვლება სხეულის პროპორციები – ჯერ ვითარდება ხელის მტენები და ტერფები, შემღეგ ფეხები და ხელები,

·        ამას მოსდეეს მხრების სრულად განვითარება.

·        მატულობს კუნთური ძალა და გამძლეობა, რის გამოც მოზარდის მოძრაობები ხშირად არის მოუქნელი, მოუსეშავი. ეს იწვევს უხერხულობის განცდას.

·        მათ უძლიერდებათ ინტერესი სხეულის აღნაგობის, წონის, საკუთარი მიმზიდველობის მიმართ.

·        განსაკუთრებით ისეთი კომპონენტებისაღმი, როგორიცაა სახე და კანის ფერი, კბილები.

·        გოგონები ღიღ ყურადღებას აქცევენ თვალებს, ფეხების სისქეს, წელს და მკერდს.

·        ბიჭები კი – სიმაღლეს, მხრების სიგანეს ღა კისერს.

სქესობრივი მომწიფება’’

 

·        მნიშვნელოვანია მოზარდების „სქესობრივი  მომწიფების“ ვადები.

·        „ადრე მომწიფების“ შემთხვევაში ბიჭები გარკეეულ შფოთვას გრძნობენ, ხშირად მათგან ითხოვენ ზრდასრულისთეის დამახასიათებელ ქცევას და გაზრდილი მოლოდინების გამო ზეწოლას განიცდიან.

თუმცა მთლიანობაში ეს ვითარება მათთვის მაინც უპირატესობაა, რადგან ხელს უწყობს „სოციალურ ურთიერთობებს“.

·        „გვიან მომწიფებული“ მოზარდი ბიჭები  კი ხშირად იტანჯებიან „არასრულფასოენების გრძნობით[კომპლექსით]“, რომელიც ზრდასრულობის ხანაშიც შეიძლება შენარჩუნდეს.

·        „ადრე მომწიფებული“ გოგონები თავიდან გარკვეულ უხერხულობას გრძნობენ, თუმცა შემდგომ ეს ცვლილება ხელს უწყობს მაღალი თვითშეფასების ფორმირებას, ზოგადად კი „ოჯახში ადაპტაციას“, „ჰარმონიული პირადი ურთიერთობების“ განვითარებას.

·        „გვიან მომწიფებული“ გოგონები აშკარად უარეს სოციალურ მდგომარეობაში არიან.

·        განვითარების პროცესში ეს სირთულეები, როგორც წესი, ქრება.

„აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარი“  მოზარდებში

 

·        „კოგნიტური განვითარების თვალსაზრისითაც მნიშენელოვანი ცელილებები ხდება.

·        აზროენების დროს“ მოზარდებს შეუძლიათ ლოგიკური მსჯელობა და „აბსტრაქტული ცნებებით“ ოპერირება კონკრეტული ობიექტებისაგან დამოუკიდებლად.

·        ვითარდება აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარი (შეუძლიათ „ყველა“ მნიშვნელოვანი „ფაქტისა“ და „აზრის“ გათვალისწინება და „სწორი დასკვნების გაკეთება“, „ჰიპოთეზების ფორმულირება“ და „ცვლადების გათვალისწინება“).

·        „ფორმალურ აზროვნებას“ დაუფლებული მოზარდები „ორიენტირებული არიან მომავალზე“, „ხშირად ოცნებობენ“. „ოცნების შინაარსი არის პოზიტიური და კონსტრუქტული, მასში ნაკლებადაა „დანაშაულის გრძნობა“ და „მარცხის შიში“.

·        „კოგნიტურ განვითარებაზე“ შეიძლება გავლენა მოასდღინოს გარემო ფაქტორებმაც (ურბანიზაციის, წიგნიერების, განათლების დონემ).

 

 

გადაწყვეტილების მიღების უნარი ‘’ მოზარდებში

 

·        მოზარდები „უკეთ ახერხებენ ინფორმაციის დამუშაეებას“ და „სწორი გადაწყვეტილების მიღებას.’’

·        მოზარდის მიერ „გადაწყვეტილების მიღებისას“ მნიშვნელოვანია, რამდენად დამოუკიდებელია იგი.

·        „დაბალი თეითშეფასება“, „ზეწოლა თანატოლების მხრიდან“, „მკაცრად განსაზღერული პირობები ოჯახში“ შეიძლება ქმნიდეს წინააღმდეგობებს[პრობლემებს] მოზარდის მიერ  გადაწყვეტილების მიღებისას.

 

თვითშეფასება’’

 

·        მოზარდის „თვითშეფასების დონე“ გავლენას ახდენს, აგრეთვე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე, სოციალურ ადაპტაციაზე, სასწავლო აქტივობის წარმატებაზე, პროფესიულ მისწრაფებებზე და ხშირად, კანონსაწინააღმდეგო ქცევის სიხშირეზე.

·        კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდობის ხანის დასაწყისშითვითშეფასება“ უფრო მაღალია, შემდგომ კი შედარებით ღაბლა იწევს.

·        გოგონების „თვითშეფასება“ უფრო მაღალია იმავე ასაკის ბიჭებთან შედარებით.

·        ამასთან, გოგონების თვითშეფასებაზე ყველაზე დიდ გავლენას მეგობრები ახდენენ, ბიჭებისაზე კი – მამები.

·        პოზიტიური თვითშეფასების“ ფორმირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ როგორია მოზარდის დამოკიდებულება მშობლებთან – ბედნიერი თუ უბედური, მეგობრული თუ კონფლიქტური.

·        ნაკლებად მნიშვნელოვანია, სრულია ოჯასი, ახლად შექმნილი თუ განქორწინებული.

·        ჩვეულებრივ, დაბალი სოციოეკონომიური სტატუსის ოჯახებში მოზარდების თვითშეფასება უფრო დაბალია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული „მშობლების თვითშეფასებაზე“.

·        „მოზარდის თვითშეფასებაზე“ გავლენას ახდენს მოზარდის წინაშე მდგარი „პრობლემების“ რაოდენობა და ხასიათი.

·         ერთი გამოკვლევის თანახმად, „სწავლა“ პრობლემური სფეროა ყველა მოზარდისთვის, მაგრამ გოგონებს ასევე აწუხებთ ჯანმრთელობისა და მშობლებთან ურთიერთობის პრობლემები, ბიჭებსსოციალური   და ფსიქოლოგიური პრობლემები

ოჯახთან შეჭიდულობა

 

·        „ოჯახთან შეჭიდულობა“ ყევლაზე მაღალია, როცა ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან.

·        შემღგომ იზრდება დისტანცია მოზარდისა და მშობლების ურთიერთობებში (ვაჟებთან უფრო სწრაფად, ვიდრე გოგონებთან).

·        უფრო ადრე ჩნდება სწრაფვა ქცევითი ავტონომიისკენ[დამოუკიდებელი ქცევა], ვიდრე ემოციური ავტონომიისკენ.

·        „დედმამიშვილებსაც“ მნიშვნელოვანი როლი აქვთ მოზარდის განვითარებაში უფროსი და-ძმა უმცროსებისთვის შეიძლება გახდეს „ქცევის მოდელი“[მისაბაძი მაგალითი], „სუროგატული მშობელი“ ან „ამხანაგიც“ კი. მათ შეუძლიათ დააკმაყოფილონ ერთმანეთის მოთხოვნილება თბილი, ნდობით გამსჭეალული და ღრმა ადამიანური ურთიერთობებისა.

·        თუმცა არის კონფლიქტური, ეჭვიანი და შურიანი ურთიერთობის შემთსვევებიც.

·        მოზარდზე „პოზიტიური გავლენის მოხდენა“ შეუძლიათ ასევე ბებიებსა და ბაბუებს.

მარტოობის’’  განცდა მოზარდებში

·        მოზარდობის ხანაში მკვეთრად მატულობს „ახლო მეგობრების“ ყოლის მოთხოვნილება.

·        ცდილობენ რა მშობლების გადაჭარბებული ზრუნვისაგან განთავისუფლებას, მოზარდები მიისწრაფიან მათკენ, ვისთანაც საერთო ინტერესები აქეთ და ეისაც შეუძლია დაეხმაროს მათ საკუთარი თავის შეცნობასა და მარტოობის განცდისაგან განთავისუფლებაში.

·        მარტოობის განცდას იწვევს „სიძნელეები ურთიერთობების დამყარებისას“ , ა)“ დაბალი თვითშეფასების“, ბ)„შფოთვის ან დათრგუნულობის“, გ)„ადამიანებისადმი უნდობლობის“ ან დ)„ზოგ შემთხვევაში საკუთარი შესაძლებლობებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გამო.

·        მოზარდობის ხანის დასაწყისში ბავშვს ბევრი ამხანაგი სჭირდება, შემდგომ ერთი-ორი, ოღონდ „ნამდვილი მეგობარიც“ საკმარისია.

·        ამასთან, გოგონებში უფრო ახლო ემოციური კონტაქტებია, ვიდრე ბიჭებს შორის.

სწრაფვა თანატოლთა რომელიმე ჯგუფის წევრად გახდომისკენ

 

·        საშუალო ასაკის მოზარდებისთვის დამახასიათებელია სწრაფვა თანატოლთა რომელიმე ჯგუფის წევრად გახდომისკენ.

·        მოზარდთა ერთობა შეიძლება იყოს სასკოლო ან არაფორმალური.

·        ჯგუფის წევრების მხრიდან აღიარებისთვის მოზარდები ცდილობენ, ა)მიაღწიონ წარმატებას სხვადასხვა სასკოლო ან სპორტულ ღონისძიებებში, ბ)დაემსგავსონ ჯგუფის წევრებს გარეგნობის, ჩაცმის, ურთიერთობის სტილის მიხედვით.

·        ზოგი აღიარებას აღწევს დევიანტური ქცევის დახმარებით, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს ამა თუ იმ ჯგუფისთვის. [დევიაცია — ქცევის აღნიშნვა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს]

სიყვარულირეალურიან ზოგჯერწარმოსახული ადამიანისმიმართ.

 

·         „მეგობრულ ურთიერთობათა მოთხოვნილება“ შეიძლება გასდეს საფუძველი ახლო ურთიერთობათა განვითარებისა – ჩნდება სიყვარული „რეალური“ ან ზოგჯერ „წარმოსახული ადამიანის“ მიმართ.

·        პაემანზე სიარულს საშუალოდ 16 წლის ასაკისათვის იწყებენ გოგონებიც და ბიჭებიც.

·        ასეთი ურთიერთობები ხშირად ადრეული ქორწინებით სრულდება.

·        ამის მიზეზი შეიძლება იყოს: სექსუალური მოთხოვნილება, ორსულობა, სოციალური გარემოს ზეწოლა, „არარეალისტურად პოზიტიური შეხედულებები“ ცოლქმრულ ურთიერთობებზე, ამ გზით პირადი ან სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობა, ანგარება.

·        ასეთი ქორწინების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ადრეულ ასაკში მშობლად ქცევა, რისთვისაც ხშირად ახალგაზრდა წყვილი მომწიფებული არ არის.ვინაიდან  შეიძლება იყოს ფინანსური სიძნელეები, სექსუალურ ურთიერთობათა სიხშირესა და ხარისხთან დაკავშირებული უთანხმოება, სოციალურ ურთიერთობებში არათანაბარი ჩართულობა, უთანხმოებები მშობლებთან, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა, პასუხისმგებლობის მატება და სსვა.

·        ადრე ქორწინება ხშირად ხელს უშლის ასალგაზრდას განათლების მიღებაში და შემდგომ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობაში კვალიფიკაციის არქონის გამო.

პროფესიის არჩევა და შრომითი საქმიანობისთვის მზადება

 

·        პროფესიის არჩევა და შრომითი საქმიანობისთვის მზადება არის მოზარდობის ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა.

·        გააზრებული და რეალისტური არჩევანი შესაძლებლობას მისცემს მოზარდს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

·        შემთხვევითმა და დაუფიქრებელმა არჩევანმა შეიძლება გააჩინოს იმედგაცრუების, დაუკმაყოფილებლობის განცდა.

·        არჩეეანის გაკეთება საკმაოდ რთულია.

·        ეს პროცესი შეიძლება დაიყოს სამ სტადიად:

 

ფანტაზიის სტადია (11) წლამდე);

ჰიპოთეტური სტადია (11-I7 წწ) და

რეალისტური სტადია (17 წლიდან).

 

·        თუმცა კარიერის არჩევანი ყოველთვის არ სრულდება პირველი პროფესიის შერჩევით.

·        მრავალი ფაქტორი მოქმედებს მოზარდის არჩევანზე:  ა)მშობლების, თანატოლების და მასწავლებლების აზრი, ბ)გენდერული და კულტურული ფაქტორები.

·        ასევე მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი მოზარდის  გ)ინტელექტი, დ)ინდივიდუალური უნარები, ე)ინტერესები, ვ)სამუშაო ადგილების არსებობა არჩეულ სფეროში, ზ)მატერიალური ანაზღაურება, თ)მორალური კმაყოფილება, ი)საზოგადოებრივ-ეკონომიური სტატუსი. კ)პრესტიჟულობა, ლ)ეროენული ტრადიციები და სხვა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები