ლექსის ანალიზის[ანუ გარჩევის] 7 [შვიდ] აბზაციანი სქემა
ლექსის ანალიზი [7 აბზაცი]
ვიდრე წერას
შეუდგები :
·
თავდაპირველად
ყურადღებით წაიკითხე ლექსი.
·
სულ
მცირე- ორჯერ;
წინასწარ გამოარკვიე:
1. ვინ საუბრობს?
2. ვინ არის ლირიკული გმირი ?
3.
რაზე საუბრობს ?
ამ და სხვა თითოეული კითხვის პასუხად
ლექსში
მონიშნე „ციტატა
-არგუმენტი“
თხზულების
პირველ აბზაცში განსაზღვრე ლექსის მთავარი თემა
და ქვეთემები
რაზეა ლექსი ?
·
ლექსში
„(ლექსის სათაური)“ პოეტი გადმოგვცემს...
·
ლექსში
აღწერილია...
·
ლექსში
პოეტი გვიზიარებს..
·
ლექსში
პოეტი გულწრფელად საუბრობს..
მე-2 აბზაცში განსაზღვრე:
·
რას
ამბობს ამ მთავარ თემაზე ?
·
რას
აღწერს ?
·
ემოციურად
რას გრძნობს ავტორი ამ დროს ?
·
როგორ
გადმოსცემს ამ გრძნობას ?
მე-3 აბზაცში განსაზღვე :
·
როგორი განწყობაა გადმოცემული ლექსით?
·
რა მოტივია გადმოცემული
?
·
როგორი ატმოსფეროა გადმოცემული ?
რა მოტივები ან განწყობები შეიძლება
იყოს
ლექსში გადმოცემული?
მაინც რას უნდა მიაქციო ყურადღება?
დაუკვირდი ხომ არ არის :
·
აღწერილი
ბუნების სურათი
·
აღწერილი
გარემო
·
აღწერილი
ბავშვობა
·
აღწერილი
წარსული ლირიკული გმირის
·
აღწერილი
სიყვარული
·
აღწერილი
ლირიკული გმირის საყვარელი ქალი ან კაცი ?
·
აღწერილი ავტორის ემოცია:
წუხილი/დარდი/შიში/სიხარული და ა.შ.
·
ავტორის
მსჯელობა ეგზისტენციურ საკითხებზე:
·
ავტორის
მოგონება
·
აღწერილი
რაიმე ისტორია,ამბავი
·
სამშობლო
·
პატრიოტული
გრძნობები
·
ავტორის
რწმენა
·
რწმენის
დაკარგვა
·
ავტორის
სინანული
·
ავტორის
მონანიება
·
დ სხვა.
·
სევდიანი
ატმოსფერო
·
სადღესასწაულო
ატმოსფერო
·
საზეიმო
ატმოსფერო
·
და
სხვა
მე-4 აბზაცში გამოარკვიე
.
პოეტის რა განწყობას,ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს ლექსი
როგორი ემოციითაა გადმოცემული ლექსის მთავარი თემა და ქვეთემები .
·
პოეტს
აღაფრთოვანებს..
·
მისთვის
აღმაშფოთებელია..
·
პოეტი
აღტაცებით აღწერს...
·
პოეტს
ვერ გაუგია...
·
პოეტი
სინანულით იხსენებს...
·
პოეტი
არ ურიგდება...
·
პოეტი
ირონიულად შენიშნავს...
·
პოეტი
გულწრფელად გვიზიარებს...
მე-5 აბზაცში დააკვირდი გამოყენებულ მხატვრულ საშუალებებს:
მას შემდეგ რაც მიმოიხილავ თუ რას გადმოსცემს პოეტი
ყურადღებაა გაამახვილე იმაზე თუ როგორ
გადმოსცემს ის თავის სათქმელს
რა მხატვრულ საშუალებებს და ხერხებს იყენებს
·
ტროპის რომელ სახეებს იყენებს: ეპითეტები,შედარებები,გაპიროვნება,მეტაფორა,ჰიპერბოლა
·
რომელ მხატვრულ ხერხებს
იყენებს: ალიტერაცია,ალეგორია,ალუზია.. და სხვა.
·
ლირიკული გმირი :ავტორი
თავადაა თუ ვისიმე პირით გადმოგვცემს სათქმელს;
მაგ. ლექსის ლირიკული გმირია...
მე-6 აბზაცში ისაუბრე :
·
რა
სალექსო ფორმა იყენებს ამ ლექსში პოეტი
(სონეტი;ტრიოლეტი;ჰაიკუ... და ა.შ.)
·
რამდენი სტრიქონია ლექსში
·
რამდენი სტროფია
·
როგორი რითმებია(ჯვარედინი,პარალელური,ციკლური
და ა.შ.)
·
როგორი
რიტმია ლექსში
·
რა
საზომით არის შექმნილი ლექსი
·
არის
თუ არა ლექსი მუსიკალური/მელოდიური(რა ქმნის ამ მუსიკას? ალიტერაცია;გამეორება;ასონანსი
..)
ბოლო მე-7 აბზაცში დაწერე:
·
რა
შთაბეჭდილება მოახდინა ლექსმა შენზე
·
რა
იყო ისეთი რაც შენს განწყობას შეეხმიანა ?
·
რა
საფიქრალი გაგიჩინა,
·
რა
გაგახსენა ლექსმა?
·
რითი
დაგაინტერესა ლექსმა ?
·
და
სხვა..
Комментарии
Отправить комментарий