ჭარხალი [5 რეცეპტი] : წნევა,სახსრები,ღვიძლი,გული,ნაწლავები

 


ეზოში ყეფდა ბამბურა მურა, 

ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო. 

ვაზის ბარდებში სცურავდა სურა, 

შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.


ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას, 

ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა, 

ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას

და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.


ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს 

ნახირი მოდის საღამო დროის, 

უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს 

და ქალი კივის იმ “დოი-დოი”-ს.


ეკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს, 

უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები. 

ო, სიყმაწვილე! აწი არასდროს 

იმგვარად აღარ ამეტყველდები.

  გალაქტიონი  ლექსი "ჭარხალი''



სარჩევი:

რეცეპტი № 1    -  სისხლძარღვები და წნევა. 1

რეცეპტი № 2   ქრონიკული ანთება და სახსრები. 1

რეცეპტი №3  ნაწლავები და იმუნიტეტი. 2

რეცეპტი №4   ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. 3

რეცეპტი № 5   გული და ქოლესტერინი. 3

როგორ გამოვიყენოთ  ეს რეცეპტები ? 4

სამახსოვრო ცხრილი: 4

 

 

რეცეპტი № 1    -  სისხლძარღვები და წნევა

 

1.      ერთი ცალი უმი ,გათლილი,გარეცხილი და გახეხილი ჭარხალი

2.      სამი კბილი ნიორი -გაჭყლეტილი ან გასრესილი[გაჭყლეტვის შემდეგ დაყოვნება 10-12 წუთი-აუცილებლად]

3.      ერთი სუფრის კოვზი არარაფინირებული ზეთი[რეკომენდირებულია  ზეთისხილის]

 

მიღება:

დღეში ერთხელ. დილით. საუზმემდე 30 წუთით ადრე.

კურსის ხანგრძლივობა:

21 დღე [შემდეგ 10 დღიანი შესვენება]

 

ახსნა:

აზოტის ოქსიდი[ჭარხალი] +ალიცინი[ამრიგად მომზადებული ნიორი] = ორ სხვადასხვა გზას სისხლძარღვების დასარბილებლად .

ზეთი აუცილებელია ნივრის ცხიმში ხსნადი  კომპონენტების ასათვისებლად.

 

რეცეპტი № 2   ქრონიკული ანთება და სახსრები

 

ნარევის[წვენის] ინგრედიენტები:

1.      უმი[გათლილი და გარეცხილი]  ჭარხლის წვენი 80-100 მლ

2.      ჯანჯაფილის წვენი  1 ჩ.კ.[40-50 გ ჯანჯაფილია საჭირო]

3.      100 მლ ცივი წყალი

4.      ნახევარი ლიმონის წვენი

 

ნარევის[წვენის]  მომზადება:

ეს ინგრედიენტები თავსდება ბლენდერში და შემდეგ  იწურება [წვრილ ბადიან საწურში]

 

მიღება:

დილით,უზმოზე, საუზმემდე  20-30 წუთით ადრე

კურსის ხანგრძლივობა:

14-18 დღე  [შემდეგ 14 დღიანი შესვენება]

 

ახსნა:

ბეტალაინები  ახდენენ ანთების გამომწვევი ფერმენტების დატრგუნვას.

გინგეროლები  ტკივილის მედიატორების ბლოკირებას ახდენენ.

ლიმონი ქმნის მჟავე გარემოს ,რაც ხელს უწყობს ბეტალაინების შეტვისებას 2-3-ჯერ.

წყალი უნდა იყოს აუცილებლად ცივი[არა ანადუღარი ან ადუღებული ] ,რათა არ დაშალოს აქტიური ნივთიერებები

 

რეცეპტი №3  ნაწლავები და იმუნიტეტი

 

ნარევის მომზადება:

1.      მოხარშული ჭარხლის პიურე 3-4 სუფრის კოვზი[ჭარხალი იხარშება,იჭრება და ხელის ბლენდერით იქცევა პიურედ]

2.      1 ჭიქა 1-2%-იანი კეფირი

3.      ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი

 

მიღება:

საღამოს, ძილის წინ 1-1,5 საათით ადრე. დალევა ერთბაშად.

 

კურსის ხანგრძლივობა :

28 დღე.

 

ახსნა:

ჭარხლის პეკტინი[პრებიოტიკი] ამზადებს  საარსებო გარემოს

კეფირის ლაქტობაქტერიები[პრობიოტიკი] ხვდებიან მომზადებულ გარემოში და შესანიშნავად  ეგუებიან ,ეს ხდება ღამით.

 

რეცეპტი №4   ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი

 

ნარევის მომზადება:

1.      უმი,გახეხილი  ჭარხალი [უნდა შეადგინოს ნარევის  3/6 ანუ მთელი ნარევის ნახევარი]

2.      მჟავე ვაშლი[მწვანე ვაშლი] [უნდა შეადგინოს ნარევის 2/6  ანუ მე-2 ნახევრის  2 ნაწილი]

3.      ახალი სატაცური[„ხრენ’’]  [უნდა შეადგინოს ნარევის  1/6 ანუ მე-2 ნახევრის 1 ნაწილი]

4.      1 ჩ.კ.  ზეთისხილის არარაფინირებული ზეთი ან  ლიმონის წვენი

 

მიღება:

სადილობის დროს ,15-20 წუთის შენდეგ სადილის დაწყებიდან

 

კურსის

 ხანგრძლივობა 14  დღე

 

უკუჩვენება:

კენჭები ნაღვლის ბუშტში .შეიძლება დაძრას

 

ახსნა:

ბეატინი[ჭარხალი] ხელს უწყობს ნაღველის დენადობას .

სატაცურის გლიკოზიდები აძლიერებენ ფერმენტების სეკრეციას.

ვაშლის პეკტინი  ჩაიჭერს და გამოიყვანს ნამეტ ნაღვლის მჟავებს  ნაწლავებიდან.

 

რეცეპტი № 5   გული და ქოლესტერინი

 

ნარევის შემადგენლობა:

 

1.      1 ც  გარეცხილი, კანიანად „გამომცხვარი’’ ჭარხალი [ანუ „ჭარხალი მუნდირში’’],გაფრცქვნილი და გახეხილი [ნარევის 4 ნაწილი]

2.      ახალდაფქული სელის თესლი [ნარევის 1 ნაწილი]

3.      1 სუფრის კოვზი  ნატურალური იოგურტი[მაგ. შვრიის]

4.      თაფლი 1 ჩაის კოვზი

 

მიღება:

დილით, 1 ჭიქა თბილი წყლის დალევიდან 15 წუტში, 3-4 სუფრის კოვზის ოდენობით

 

კურსის ხანგრძლივობა:

30-40 დღე

 

ახსნა :

ჭარხალი  აფართოებს სისხლძარღვებს.

სელი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ბლოკავს ცუდი ქოლესტერინის „მეორად’’ შეწოვას

ჭარხლის „გამოცხობა’’  უკეთ ინახავს ბეატინს,ვიდრე ხარშვა ,რადგან წვენი აღარ  გაედინება წყალში

 

როგორ გამოვიყენოთ  ეს რეცეპტები ?

 

1.      ერთ ჯერზე აირჩიეთ მხოლოდ ერთი ამოცანა . არ აურიოთ ერთმანეთში  სხვადასხვა რეცეპტები

2.      გაიარეთ არჩეული სრული კურსი .[მაგ. გულს და იმუნიტეტს „უყვარს’’ მუდმივობა და არა ერთჯერადი აქციები]

3.      შეაფასეთ შედეგი. გააკეთეთ შესვენება  და დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს.

 

   სამახსოვრო ცხრილი:

 

მიზანი

ჭარხლის სახე

მთავარი მოკავშირე

მიღების დრო

კურსის ხანგრძლივობა

წნევა

უმი

ნიორი

დილით[უზმოზე]

21 დღე

ანთება

წვენი [უმი]

ჯანჯაფილი + ლიმონი

დილით[უზმოზე]

14-18 დღე

იმუნიტეტი

მოხარშული

კეფირი

საღამოს[ძილის წინ 1-1,5 სთ]]

28 დღე

ღვიძლი

უმი

სატაცური +მწვანე ვაშლი

სადილი[ჭამის შემდეგ]

14 დღე

გული

გამომცხვარი

სელი

დილით

30-40 დღე

 

 

უფრო  დეტალურად იხ. ბმული :

 

https://www.youtube.com/watch?v=Z3Qak9hYSpM

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები