თავი მე-5 "ცნობიერების'' ფსიქოლოგია .

 



სარჩევი:

ცნობიერებისზოგადი დახასიათება. 1

„ცნობიერების პროცესების“ კლასიფიკაცია. 3

ა)„შემეცნებითი’’ ფსიქიკური  პროცესები. 4

ბ)„ემოციური’’ ფსიქიკური  პროცესები. 4

)„მოტივაციური“ [ანუქცევითი“]  პროცესები. 4

2. „ცნობიერების’’ -  მთავარი თავისებურებანი. 5

)„ცნობიერების პროცესი“[„ცნობიერების აქტი’’] უთუოდრაღაცაზეამიმართული. 5

)„ცნობიერების პროცესი   რაიმესაგნისხედვაცაა დათავისთავისაც 5

)„ცნობიერების პროცესები’’ სწორედ ისეთები არიან, როგორადაც გვეჩვენება. 6

6

)ადამიანის ცნობიერებადანაწვრებულიდადიფერენცირებულია“. 7

)ადამიანის  ცნობიერების ველი“ „ერთი მთლიანობაა“. 7

) ადამიანის ცნობიერებაშიგანცდებიდაფსიქიკური პროცესებიგანუწყვეტლივ ცვლის ერთმანეთს[„ცნობიერების ნაკადი’’] 8

)„შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები’’ ნაკლებად სუბიექტურებია[ანუ უფრო ობიექტურია’’] , ვიდრემოტივაციურიან  ემოციურიფსიქიკური  პროცესები. 9

)რა არის “ცნობიერების ფოკუსი’’ დაცნობიერების ბუნდოვანი ველი’’ 9

)ყურადღება’’  ცნობიერებისყველაზენათელი და აქტიური“ ნაწილი და ნებელობითი ქცევის აუცილებელი პირობაა. 10

3.1 „ყურადღების  რამდენიმეარსებითი ნიშანი“ 11

3.2 ყურადღებისძირითადი სახეები’’ 11

3.3 ყურადღების ძირითადი თვისებები: 12

1)ყურადღებისინტენსივობა“. 12

2)ყურადღებისრხევადობა 12

3) ყურადღებისმოცულობა“. 13

4) ყურადღებისგადანაცვლება“. 13

5) ყურადღების  განაწილება“ 14

6) ყურადღებისგამძლეობა 15

7) ყურადღებისსიმყარე 15

4. „ყურადღების  გამომწვევი“ ფაქტორები. 16

ყრადღების გამომწვევიობიექტური ფაქტორები 16

)  ძლიერი გამღიზიანებლები 16

)“საგნის ზომა’’ 16

) „საგნის სიახლოვე. 17

)“საგნის განცალკევება’’ 17

)“კონტრასტი’’ 17

)“სიახლე’’,“ცვლილება’’ ან „მოძრაობა’’ 17

ყურადღების გამომწეევისუბიექტური ფაქტორები 18

) „მოთხოვნილება’’ 18

. 18

)“ინტერესი’’ 18

)“განწყობა’’ 18

)“ნებისყოფა’’ 19

ფაქტორები’’’ რომლებიც ნეგატიურად[უარყოფითად]  მოქმედებენ  ყურადღებაზე’’ 19

 

 

 ცნობიერებისზოგადი დახასიათება

 

·        „ფსიქიკური სამყარო“, პირველ ყოვლისა, განცდების სამყაროა

·        განცდა  „შინაგანი ცხოვრების“,ასე ვთქვათ,  პირველადი „ფაქტია“.

·         როდესაც ჩვენ  ა)ვხედავთ ან ბ)გვესმის, დ)გვცივა ან ე)გვშია, ვ)გვეშინია ან ზ)გვიყვარს, თ)რაიმე წარმოდგენა ან აზრი გვაქვ, ეს ყველაფერი „განცდებია.

·        „ფსიქიკის“ აღმოცენება ცოცხალ სამყაროში სხვა არაფერია, თუ არა განცდის, ე.წ. „მგრძნობელობის“, ანუ „პრიმიტიული დიფუზური შეგრძნების“ გაჩენა.

·         ცოცხლი ორგანიზმების „ფსიქიკის განვითარება“  - განცდებისა და მათთან დაკავშირებული ფსიქიკური პროცესების  დიფერენციაცია და გართულებაა.

·        „განცდა“თავისით[ცარიელ ადგილზე]  არ წარმოიქმნება, ის გარკვეული “ფსიქიკური პროცესის’  შედეგია, რომელთანაც იგი „განუყოფელ მთლიანობას“ ქმნის.

·        მაგ. ზემოთ ჩამოთვლილ განცდებს ისეთი „ფსიქიკური პროცესები შეესაბამება, როგორიცაა ა)“შეგრძნება ანუ აღქმა’’, ბ)“მოთსოვნილება“, გ)“გრძნობა“, დ)“მეხსიერება“, ე)“აზროვნება“.

·        „ფსიქიკური პროცესები“ და „განცდები“, თავის მსრივ, ცოცხალი არსების „ქცევას“, [ანუ მოქმედებას] განაპირობებს.

·        ცოცხალი ორგანიზმის გარემოსთან  „შეგუება“   „აქტივობის“ გზით ხორციელდება,

·        ფსიქიკა“  გარემოსტან დაპტაციის[„შეგუების’’]  ყველაზე მაღალი დონეა.

 

·        ქცევა“ და „ფსიქიკა“ ერთმანეთისაგან დაუშორებელია.

·        ქცევის“  აღმოცენება და რეგულაციაფსიქიკისმეშეეობით ხდება.

·        ქცევის“  მიმდინარეობის, მისი დაწყებისა თუ დასრულების აუცილებლობის შესახებ ცოცხალ არსებას შესაბამისი განცდები ატყობინებს.

·         თავის მხრივ „ფსიქიკაც ქცევის [ადაპტაციის ] პროცესში ვითარდება.

·        ჩნდება სულ უფრო რთული „შეგუების“ ფორმები:  ა)ტაქსისები, ბ)რეფლექსები, გ)ინსტინქტები, დ)დასწავლილი და ე)გონიერი ქცევა.

·        „აქტივობის“[„ქცევის’’]  აღნიშნული ფორმები „ფსიქიკის განვითარების“ ეტაპების გამოვლინებაა (იხ. თავი III).

·        ადამიანთან[ჰომო საპიენსთან]  ქცევა  უკვე „ნებელობით’’ [სიტყვიდან „ნება’’] და „შეგნებულ“ ხასიათს იღებს, ხოლო „ფსიქიკა“, თავისი განვითარებისა და გართულების უმაღლეს საფეხურზე,ცნობიერებისდონეზე ადის.

·        თუ აქამდე[იგულისხმება ადამიანამდე] „ფსიქიკური ცსოვრების“ განცდები თავისთავად,“უნებურად“[სიტყვიდან „ნება’’]  მიმდინარეობდა და ერთმანეთს ცვლიდნენ, ამიერიდან[ე.ი. ადამიანის გაჩენის შემდეგ]  ისინი თვით განმცდელი სუბიქტისთეის[ადამიანისთვის] ხდებიან „მოცემულნი“; ანუ  მან “იცის” მათი[ე.ი. „განცდების’’]  არსებობის შესასებ.

·        დაიმახსოვრე:

„ცნობიერება“ ეწოდებაგანცდების ასეთ უშუალო “ჭვრეტას”,  მათი განმცდელი სუბიექტისთვის მათ უშუალო „მოცემულობას“.

ყურადღება:

·        „ფსიქიკის უმაღლესი საფეხურის“ აღსანიშნად ზოგჯერ „რეფლექსიის’’ ცნებასაც იყენებენ.

·        „რეფლექსია’’  ნიშნავს „დაკვირვების“ მიმართვას საკუთარ შინაგან სამყაროზე

·        „რეფლექსირება“ – ესაა „გარკეეულობის’’ შეტანაა საკუთარ თაეში, საკუთარ „განცდებსა“ და მოქმედებებში[ანუ „ქცევებში’’]“.

·        „რეფლექსირების’’ უნარი არ გააჩნიათ ა)ცსოველებს, ბ)პატარა ბავშვებს და გ)ზოგიერთი სულიერი აშლილობის მქონე პირებს.

ყურადღება:

აქ  ნახსენები ტერმინი „ რეფლექსია“ არ უნდა ავურიოთ „რეფლექსის“ ცნება'მი.

რეფლექსი ეწოდება ორგანიზმის კანონზომიერ და ავტომატურ რეაქციას გამღი'ხიანებელზე

 

 

·        „რეფლექსიის“ უნარი მეტია, ვიდრე „ცნობიერების“ ქონა.

·         ნათელია, რომ „ცნობიერების“ მქონე არსება განუზომლად დიდ შესაძლებლობათა მფლობელი ხდება.

·        მას უჩნდება უნარი, დაეუფლოს „განცდებს და წარმართოს თავისი „ქცევა“, ან განზრახ  გამოიყენოს მის განკარგულებაში მყოფი სხვადასხვა „ფსიქიკური პროცესები“.[ ე.ი. ა)“შეგრძნება ანუ აღქმა’’, ბ)“მოთსოვნილება“, გ)“გრძნობა“, დ)“მეხსიერება“, ე)“აზროვნება“.]

·         ფსიქიკის განვითარების „ცნობიერებამდელ საფეხურზე“  ა) ფსიქიკური პროცესები, ბ)შესაბამისი განცდები და გ)აქტივობაც[ქცევა]  მხოლოდ „გარემოზე“ ანშინაგან იმპულასზე“  პასუხის, ანუ „რეაქციისსახეს ატარებს; მათი[ა-ს ბ-ს,გ-ს]  “ჩართვა-გამორთვა” და მიმდინარეობა ავტომატურად (ანუ „რეფლექტორულად’’) ხორციელდება.

·        „ცნობიერებით დაჯილდოებული“ ადამიანის ქცევა კი უფრო ხშირად მიზანდასახული და დაგეგმილია.

·         მას[„ცნობიერებით დაჯილდოებულ’’ ადამიანს]  ესმის, რას და რატომ აკეთებს, ანუ იგი შერაცხადია.

·        „ცნობიერებით დაჯილდოებული“ ადამიანი იყენებს მის ხელთ არსებულ ფსიქიკურ უნარ-შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა ფუნქციებს ქცევის დაგეგმვისა და განხორციელებისას, აგრეთვე მაშინ, როცა მოქმედების[„ქცევის’’] ამა თუ იმ უბანზეშეფერხებები“[დაბრკოლებები]  გაჩნდება.

·         ჩვენი ფსიქიკური ცსოვრება ორ სფეროში მიდინარეობს: ცნობიერებამდელ, [ანუ იმპულსურ] და ცნობიერების, [ანუ ობიქტიევაციის] სფეროებში .

·        ცოცხალი არსებები, რომელთაც ცნობიერება არ გააჩნიათ, ყოველთვის  მხოლოდ „პირველ სფეროში“[„ცნობიერებამდელ’’ სფეროში] მოქმედებენ;

·        ზრდასრული, ნორმალური ადამიანი „ორივე სფეროში’’  ცხოვრობს. იგი „აქტივობათა’’[ქცევათა]  ნაწილს  არაცნობიერად ახორციელებს,ხოლო  ნაწილს  ცნობიერად.

·        მარტივი, ავტომატური მოქმედებები ან ქცევები, რომელთა შესასრულებლად არავითარი გარეგანი თუ შინაგანი სირთულე არ არსებობს, იმპულსურად [მექანიკურად] მიმდინარეობს.

·        მაგრამ საკმარისია გაჩნდეს რაიმე დაბრკოლება, [რომელიც ავტომატურად ვერ გვარდება], და მაშინვე ირთვება ცნობიერება. ქცევა ობიექტივაციის სფეროში  გადადის.

·        ეს „გადასვლა’’ შეიძლება მოსდეს ქცევის საწყის ეტაპზე – მაგალითად, „გაჩნდეს ეჭვი, ღირს თუ არა ამ ქცევის შესრულება“ (ამას ჰქვია „გადაწყვეტილების მიღება“) და თუ ღირს – როგორ (ამას ჰქვია „დაგეგმვა“).

·        მგავსი  შეფერხება[დაბრკოლება]  შეიძლება გაჩნდეს ქცევის განხორციელების პროცესშიც.

 

·        ასეთ დროს , ადამიანს შეუძლია, შეწყვიტოს განცდების თავისუფალი დინება, დაუპირისპირდეს რაიმე განცდას, რომელიც გარკვეულ სიგნალს იძლევა გარემოსა ან  მისი შინაგანი სამყაროს შესახებ, გაარკვიოს, თუ რას ნიშნაეს მოცემული სიგნალი, როგორია კონკრეტული დაბრკოლების ბუნება და რა ზომებია მისაღები მის მოსაგვარებლად.

·         ამის ნათელსაყოფად სულ უბრალო მაგალითიც გამოდგება: ჩაცმის „იმპულსური ქცევის“ [„მექანიკურად ჩაცმის’’] მსვლელობაში გაჩნღა განცდა (სიგნალი), რომ ფეხი არ ჩადის ფესსაცმელში. „იმპულსური აქტივობა“[იმპულსური[მექანიკური] „ქცევა’’] უმალ ჩერდება და გადადის ობიქტივაციის სიბრტყეში. ანუ საქმეში ერთვება ცნობიერება, კერძოდ „უმაღლესი შემეცნებითი პროცესები“, რომელთა მეშვეობითაც ირკვევა პრობლემის[დაბრკოლების]  ბუნება (მაგ, ფეხსაცმელი „მეორე  ფეხისა“ იყო) და მისი გადაჭრის გზაც. ამის შემდეგ, თუ სხვა პრობლემა არ დგას, ქცევა უბრუნდება „იმპულსურ სიბრტყეს’’ .

·        დაიმახსოვრე:“ ცნობიერების’’ თვისების შეძენით ადამიანის ფსიქიკა განუზომლად უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ხოლო მისი ქცევის რეგულაცია გაცილებით რთულ და სრულყოფილ სახეს იღებს.

„ცნობიერების პროცესების“ კლასიფიკაცია

 

·        ცნობიერებაში მიმდინარე „ფსიქიკურ პროცესთა“ მრავალფეროვნებაში შესამჩნევია „სხვადასხვა ხასიათისა“ და „სხეადასხვა ფსიქოლოგიური ბუნების“  მოვლენები, რაც მათი კლასიფიკაციის აუცილებლობას წარმოშობს.

·        მრავალი კლასიფიკაციიდან ყველაზე გავრცელებული და ყველაზე  მარტივი ის კლასიფიკაციაა, რომლის საფუძველია „სუბიექტისა“ და „გარემოს“  ურთიერთობის პრინციპი.

·        იმის მიხედვით, თუ რა ფუნქციას ასრულებს „სუბიექტისა“ და „გარემოს“   ურთიერთობაში „ცნობიერების პროცესები“, მათი სამი კლასი გამოიყოფა:

 

ა)შემეცნებითი’’ ფსიქიკური  პროცესები

 

ამ ჯგუფს მიეკუთვნება „ის ფსიქიკური პროცესები“, რომლებიც „სინამდვილის შემეცნებას“ ემსახურებიან, ასახავენ მოვლენებს და მათ შორის მიმართებებს.

ეს არის:

a.      „აღქმა, რომელიც „აქ და ამჟამად მოცემულ საგანთა და მოვლენათა“ თვალსაჩინოასახეას იძლევა;

b.      „მეხსიერება“, რომელიც უწინ[ანუ ადრე] „აღქმულს“ ინახავს და აღადგენს,

c.      „აზროვნება“, რომლის მეშვეობით „სინამდვილის გაგება“ ხორციელდება;

d.      ყურადღება“, რომელსაც რაიმე საგნები „ნათელი ცნობიერების ველში ‘’ შემოაქვს[„ყურადღებაზე’’  ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი. ]

 

ბ)ემოციური’’ ფსიქიკური  პროცესები

 

·        „ემოციასუბიექტის „შინაგანი მდგომარეობაა“, რომელიც გამოხატაეს მის დამოკიდებულებას სხვადასხვა ვითარების მიმართ : ა)მოსწონს თუ არ მოსწონს,ბ) უყვარს თუ სძულს, გ)ახარებს თუ აწუხებს და ა.შ.

·        „ემოციურ პროსცესებში’’  ერთიანდება სხვადასხვა ხასიათის „გრძნობები“ და „ემოციები“.

 

)„მოტივაციური“ [ანუქცევითი“]  პროცესები.

 

·        ესენი  „ცნობიერების’’ ის პროცესებია, რომლებიც განაპირობებენ „ადამიანის აქტივობას“, ანუ მის ქცევას.

·        „მოტივაციური პროცესების’’ კლასს ეკუთენის: 1. ა)“გადაწყეეტილების მიღების“ , ბ)“მიზნის დასახვისა“ დაგ)“მოქმედების გეგმის შედგენის“, ასევე დ)“შედგენილი გეგმების  რეალიზაციის პროცესები“,  2. „მოთხოვნილებები“, 3.“ლტოლვები“, 4.“ტენდენციები“ და ა.შ.

·        „ცნობიერების’’ პროცესების’’ სამივე კლასი [ანუ „შემეცნებითი’’,“ემოციური’’ და მოტივაციური’’  პროცესები] „ ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ხშირად ძნელია მათი გამიჯვნა.

 

2. „ცნობიერების’’ -  მთავარი თავისებურებანი

 

)„ცნობიერების პროცესი“[„ცნობიერების აქტი’’] უთუოდრაღაცაზეამიმართული

 

ცნობიერების პროცესები’’  არის ერთგვარი აქტები .

და  ამ  „აქტებში’’   გარკვეულიშინაარსებია“ მოცემული.

სხვა სიტყვებით,

„ცნობიერების პროცესი“[აქტი’’] უთუოდ „რაღაცაზეა“ მიმართული, იგი „რაიმე საგანს“ ან  რაიმე ვითარებას“ გულისხმობს.

ანუ  „ცნობიერება“ აუცილებლად რაღაცის“ ცნობიერებაა.

მაგალითად, აღქმა აუცილებლად „რაიმეს“ აღქმაა, სურვილი – „რაიმეს“ სურვილი, მოგონება – „რაიმე“ საგნის ან მოვლენის მოგონება, ხოლო გრძნობა „რაიმეს“ ან „ვინმეს“ მიმართ გრძნობა.

„ცნობიერების პროცესი“ , არსებითად, მასში[ანუ ამ პროცესში]  მოცემული შინაარსის  „მიმდინარეობა“, „მსვლელობაა“.

 მაგალითად, „მხედეელობით აღქმაში  ფერი“ შინაარსია, ხოლო „ხედვა ამ ფერისა“ (პროცესია]– „აქტია’’.

)„ცნობიერების პროცესი   რაიმესაგნისხედვაცაა დათავისთავისაც

 

 „ფსიქიკურ პროცესში“ ცნობიერდება არა მხოლოდ „მის გარეთ მყოფი რაიმე შინაარსი“, არამედ თვით ეს „ფსიქიკური  პროცესიც“.

„ფსიქიკურ პროცესში“  „საგნისა“ და „თავისთავის“[ფსიქიკური პროცესის]  ცნობიერება ერთდროულად, მთლიანობაშია მოცემული.

„ცნობიერების“ არსებითი ნიშანი, როგორც ითქვა, ხომ სწორედ ისაა, რომ მან “იცის” თავისთავის „თავისთავისაც[თავად „ფსიქიკური პროცესის“].

შესახებ.

ადამიანს აქვს იმის „შეტყობინება“, „შინაგანი დადასტურება“, რომ მას სცივა, სწყურია, რომ იგი ახლა წარმოიდგენს ან ფიქრობს.

„ცნობიერების პროცესი“   რაიმე „საგნის“ ხედვაცაა და „თავისთავისაც[თავად „ფსიქიკური პროცესის“].

ამ უკანასკნელის გარეშე საკუთარი ფსიქიკური სამყარო ჩეენთვის სრულებით უცნობი, გაუცნობიერებელი იქნებოდა.

 „ფაქტია’’ , რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა საკუთარი თავის, საკუთარი სულიერი სამყაროს შესახებ.

უეჭეელია, რომ ეს „ფაქტი’’  „ცნობიერების პროცესის“თვითგანცდის თვისებაზეა“ დამყარებული.

ამ თვისებას ეწოდება თვითცნობიერება, ხოლო მის „ღრმა სახეს“, როგორც ზემოთ აღინიშნა, „რეფლექსია“.

)„ცნობიერების პროცესები’’ სწორედ ისეთები არიან, როგორადაც გვეჩვენება.

 

 „თვითცნობიერების თვისების“ გამო „ცნობიერების პროცესებს“ „უშუალო“ და „ნამდვილი“ მოცემულობა ახასიათებთ.

ანუ

„ცნობიერების პროცესები“  სწორედ ისეთები არიან, როგორადაც გვეჩვენება.

ეს კი ყოველთვის არ ითქმის იმ „შინაარსისა“ თუ „საგნობრივი ვითარების“ შესახებ, რომელზეც „ცნობიერების პროცესია“ მიმართული.

ანუ  შინაარსი, რომელიც „გარედან“ გვეძლევა, ზოგჯერ არ შესატყვისება რეალურ ობიექტს.

მაგალითად, ჩოგბურთის ყვითელი ბურთი ხის ძირას შეიძლება ხიდან ჩამოვარდნილ ფორთოხალად აღვიქვათ.

 ამის „შემოწმებას“ სპეციალური პროცედურა ესაჭიროება, რაც სრულიად არ არის საჭირო „ცნობიერი პროცესების“ შემთხეევაში.

 

„სიხარული“, „სურვილი“, „მოგონება’’[და სხვა „ფსიქიკური პროცესები’’ ] ჩვენში ჩნდება და ისე გვეძლევა, როგორც „სინამდვილეშია“.  მაგ. არ შეიძლება ახლა რაიმეს „გრძნობდე“ და აღმოჩნდეს, რომ „ამ რაიმეს“  ამ კონკრეტულ მომენტშიარ გრძნობ.

ამრიგად, ჩვენ მხოლოდ ის „ფსიქიკური პროცესები’’ გვაქვს ცნობიერებაში , „რომლებსაც უშუალოდ  განვიცდით

და, პირიქით, რა „ფსიქიკურ პროცესებსაც“ განვიცდით“, მხოლოდ ისინი გვაქვს ცნობიერებაში.

 

)ადამიანის ცნობიერებადანაწვრებულიდადიფერენცირებულია“.

 

4. „ცნობიერების“ დახასიათებისას, ფსიქოლოგები ჩვეულებრიე, ლაპარაკობენ „ცნობიერების ველზე“, რომელზეც ფსიქიკური განცდები, აქტები და პროცესები იშლება.

პირველი, რასაც აღმოვაჩენთ ხოლმე „ცნობიერების ველის“ ხილვისას, ეს მისი გასაოცარი სიჭრელე და მრავალფეროვნებაა;

იგი სავსეა სხვადასხვაგვარი შინაარსით და მართლაც შეიძლება შედარდეს ნაირფერად აყვავებულ მინდორ-ველს:  ა)“მხედველობითი ხატები“, ბ)“სმენითი შთაბეჭდილებები“, გ)“ემოციური მდგომარეობები“, დ)“აზრები“, ე)“მოგონებები“, ვ)“სურვილები“ცნობიერების ველში ეს ყველაფერი შეიძლება ერთდაროულად იყოს მოცემული, ადამიანის ცნობიერება „დანაწვრებული“ და „დიფერენცირებულია“.

)ადამიანის  ცნობიერების ველი“ „ერთი მთლიანობაა“.

 

 მიუხედავად ცნობიერების ველის შთამბეჭდავი მრაეალფეროვნებისა და შინაარსების ამოუწურავი მრავალეგვარობის»ა, იგი მაინცერთი მთლიანობაა“.

„განსხვავებული განცდების“ დადასტურებასთან ერთად, ჩვენ იმასაც უშუალოდ ვგრძნობთ, რომ თითოეული მათგანი „საერთო მთლიანის“ ნაწილია.

ეს ასეა, ვინაიდან ყოველი განცდა უთუოდ ვისამე განცდაა.

აღქმა, მაგალითად, ვინმე კონკრეტული პირის აღქმაა. წარმოდგენაც ასეა – იმის გარეშე, ვინც წარმოიდგენს, იგი არ არსებობს და ა.შ.

ეს საერთო “ფოკუსი” ყველა განცდას აქვს.

ცნობიერებაში მოცემულ ყოველ განცდას თუ ფსიქიკურ პროცესს ახლავს იმის შეტყობინებაც, რომ ის ჩემია (თვითცნობიერება).

განცდათგაუცხოება “მე”-საგან პათოლოგიის ნიშანია.

სწორედ “მე”-სადმი ეს უშუალო მიკუთვნებულობაამთლიანებს ‘’ ცნობიერების მრავალფეროვან შინაარსებს.

„ცნობიერების მთლიანობა’  სხვაგვარადაც მჟღავნდება, კერძოღ იმაში, რომ ადამიანის მოქმედებათა[„ქცევათა’’]  უმეტესობა სხვადასხვა „აქტებისა“ თუ „ფსიქიკური პროცესების“ თანამონაწილეობას, მათ ერთიან განხორციელებას გულისხმობს.

მაგალითად, „ლექციის დაკონსპექტება“  შესაძლებელია მხოლოდ ფუნქციათა რიგის „კომპლექსური ამოქმედების“ გზით: კონსპექტს ვერ დაწერ ვერც აღქმის, ვერც მეხსიერების, ვერც აზროვნების, ან მოტივაციის  ანუ „ფსიქიკური პროცესების“  კომპლექსის გარეშე.

 

) ადამიანის ცნობიერებაშიგანცდებიდაფსიქიკური პროცესებიგანუწყვეტლივ ცვლის ერთმანეთს[„ცნობიერების ნაკადი’’]

 

 „ცნობიერების მოვლენები’’[ ანუ განცდები და ფსიქიკური პროცესები]’’  მუდმივ მოძრაობასა და ცვალებადობაშია.

ცნობიერებაში „განცდები“ და „ფსიქიკური პროცესები“ განუწყვეტლივ ცვლის ერთმანეთს: „წარმოდგენას“ მოჰყეება „სხვა წარმოდღგენა“, ამ უკანასკნელს – „აზრი“, აზრს – „მეორე აზრი“, ის კი „გრძნობას“ აღძრავს, რომელიც, თავის მხრივ, რაღაც „მოგონებას“, მოგონება – რაიმე „სურვილს“  და ა.შ.

ცნობიერების ამ თვისებას, მდინარის ნაკადთან ანალოგიით, „ნაკადისებურობას“ უწოდებენ.

„ცნობიერების ნაკადი“ მუდმივად მიედინება;

„ცნობიერების ერთი და იმავე ნაკადში“, მდინარისა არ იყოს, ორჯერ ვერ შეხვალ. „ცნობიერების“ ესა თუ ის მდგომარეობა არასოდეს მეორდება აბსოლუტურად იდენტური სასით.

შეიძლება განმეორდეს „ობიექტი“,  „შინაარსი“ ,მაგრამ არა მისი განცდა, თენდაც იმიტომ, რიმ უწინდელმა[ადრინდელმა] განცდამ სუბიექტში რაღაც კვალი მაინც დატოვა.

მართალია, ცნობიერების ნაკადი უწყვეტი ერთიანობაა, მასში მაინც გამოიყოფა შედარებით მყარი მდგომარეობები, ეს მაშინ ხდება როდესაც ნაკადი ძალზე ნელა მიედინება, ან მორევივით არის დაგუბებული;

ცნობიერების ნაკადში  აგრეთვე აღინიშნება შედარებით არამყარი, გარდამავალი მდგომარეობები, ეს მაშინ ხდება როდესაც ნაკადი იმდენად სწრაფია, რომ ნაკლებ ექვემდებარება აღწერას ღა თეითღაკვირვებას.

 რაც უფრო „მარტივი“ და „პერიფერიულია“  განცდა, მით უფრო ნაკლებ ატარებს ამ თვისებებს, ხოლო რაც უფრო „რთული“ და „ცენტრალურია“, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს და მეტადაც იცელება.

„შეგრძნებები“, მაგალითად, ჩვენი ცნობიერების „ყველაზე მყარი“ მოელენებია.

 სამაგიეროდ „გრძნობები“, „სურვილები“ და „აზრები“, გაცილებით „ნაკლები სიმტკიცით/სიმყარით’’  ხასიათდება. [მალე იცვლებიან]

ცნობიერების სხვადასხვა  „მდგომარეობებს“ ან „შინაარსებს“  შორის არ არის წყვეტა.

უბრალოდ „ჩვენი თვითდაკვირვება“ ვერც ასწრებს მათი „ურთიერთცეალებადობის მომენტის“  დაჭერას.

„ცნობიერების“ სხვადასხვა  „შინაარსების“  მიმდინარეობა ნაკადია და არა რიგში ჩამწკრივებული ჯარისკაცების მსვლელობა, რომელთა შორის ყოველთვის არსებობს რაღაც შუალედი.

ცნობიერების  სხვადასხვა „მდგომარეობებს’’ შორის  შუალედი არ არის.

ყოველ შემთხვევაში, „ღვიძილისას“ ადამიანის ცნობიერება „უწყვეტია“.

)„შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები’’ ნაკლებად სუბიექტურებია[ანუ უფრო ობიექტურია’’] , ვიდრემოტივაციურიან  ემოციურიფსიქიკური  პროცესები.

 

 „ცნობიერებაში’’  მიმდინარე“ ფსიქიკური  პროცესები“   მეტ-ნაკლები სუბიექტურობით ხასიათდება.

„ზოგიერთი ფსიქიკური პროცესი“   ღრმა პიროვნულ შრეებს ეხება და  უფრო სუბიექტის შინაგანი მდგომარეობაა“, ვიდრე „ობიექტური ვითარების“ ასახვა-დახასიათება. განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება მათ შორის  განსხვავება, თუ ერთმანეთს შევადარებთ ჩვენი ცნობიერი სამყაროს ისეთ მოვლენებს, როგორიცშეგრძნებები“ და „გრძნობებია“.

შეგრძნება“ შედარებით „პერიფერიული“ და “ობიექტური” განცდაა, ხოლო „გრძნობაუფრო „ცენტრალური“ და „სუბიექტური’’.

საზოგადოდ კი „შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები“[იხ. ზემოთ] , როგორც საგნობრივი ვითარების ამსახველი განცდები, ნაკლებად სუბიექტურებია[ანუ შედარებით „ობიექტურია’’] , ვიდრე „მოტივაციური“ ან  „ემოციური“ ფსიქიკური  პროცესები. [ამ ტერმინთა მნიშვნელობაც იხ. ზემოთ]

ცნობიერებაში ეს ასეა მოცემული.

 )რა არის ცნობიერების ფოკუსი’’ დაცნობიერების ბუნდოვანი ველი’’

 

 ცნობიერების ველში გამოიყოფა „ცენტრალური არე“, რომელშიც „შინაარსები“ განსაკუთრებით მკაფიოდ და ცხადადაა მოცემული.

ცნობიერების ამ არეს ეწოდება „ცნობიერების ფოკუსი“ ან „ ყურადღების არე“.

ამ „ყურადღების არეს’’[„ცნობიერების ფოკუსს’’]  მიღმა განლაგებულია ცხობიერების ველის ის ნაწილი, რომლის „შინაარსიც“  ბუნდოვანი და დაუნაწევრებელია.

ეს „ცნობიერების პერიფერია“ ანუ „ცნობიერების ბუნდოვანი ველია“.

მაგალითად, როცა „ყურადღებითეკითხულობთ წიგნს, ჩვენ მაინც გვესმის ირგვლივ ლაპარაკი, თუმცა რას ლაპარაკობენ, ამას ვერ აღვიქვამთ.

როდესაც დაფაზე დასატულ ფიგურას მივაპყრობთ ყურადღებას, ამ დროს იმასაც ვხედავთ, რომ ნახაზის გარშემო სიტყვები წერია, თუმცა მათ იმ მომენტში ვერ წავიკითხავთ და ა.შ.

მაშასადამე, „ცნობიერების მოცულობა“ უფრო ფართოა, ვიდრე „ყურადღების მოცულობა“,

მაგრამ ისიც ცხადია, რომ „ცნობიერების მოცულობაც“ განსაზღვრულია[ანუ შემოფარგლულია] .

ადამიანი ბუნდოვნადაც ვერ განიცდისყველა“ იმ საგანსა თუ გამღიზიანებელს, რომელიც მასზე მოქმედებს.

„ყოველ მოცემულ მომენტში“ მთელ რიგ გამღიზიანებლებს სრულიად ვერ ვამჩნეეთ;

 ჩვენს ცნობიერებაში[ცნობიერში]  არ შემოდის უამრავი „საგანი“ თუ „შინაარსი“.

ეს, სხვათა შორის, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი „საერთოდ არ აისახება“ ჩვენს ფსიქიკაში, სახელდობრ, „არაცნობიერ ფსიქიკაში“ ( „არაცნობიერის ფსიქოლოგია’’ იხ. თავი VII).

 

ამგვარად, „ცნობიერება“ და „ყურადღება“  ურთიერთდაკავშირებული ცნებებია.

ეს კავშირი იმდენად მჭიდროა, რომ როგორც „მეცნიერულ“, ისე „ცხოვრებისეულ“ ფსიქოლოგიაში ისინი ხშირად სინონიმებად იხმარება (მაგ, „ცნობიერების და ყურადღების მიპყრობა“, „ცნობიერების და ყურადღების გადატანა“ ღა ა.შ).

 „ცნობიერების“ ცნების ღრმა ანალიზისთვის სასარგებლო იქნება ამ ცნებების მკაფიო გამიჯვნა.

 მათი შინაარსი არ ფარავს ერთმანეთს.

ყურადღებაშედის „ცნობიერებაში“, როგორც მისი „ცენტრალური ნაწილი’’

„ყურადღების“ ცნებით აღინიშნება აგრეთვე „ცნობიერების აქტიური მხარე“.

ადამიანს აქვს უნარი, მიმართოს თავისი ცნობიერება „რაიმე ვითარებაზე“ და „მოათვსოს იგი ცნობიერების ცენტრში, ანუ ყურადღების არეში“, ე.ი. სხვა სიტყვებით, მიაქციოს რაიმეს ყურადღება.

ეს აქტივობა ვლინდება „ცნობიერების დავიწროებაში“, „მის კონცენტრაციაში“.

გავრცელებული შეხედულებით,

 ყურადღება, როგორც მოქმედება, გულისხმობს:  „ცნობიერების შევიწროებას და ამ სახით წარმართვას ობიექტზე“, რის შედეგადაც მიიღწევა ამ ობიექტის „ნათლად განცდა“, ანუ ობიექტის “სუბიექტური სინათლე”.

 

)ყურადღება’’  ცნობიერებისყველაზე ნათელი და აქტიური“ ნაწილი და ნებელობითი ქცევის აუცილებელი პირობაა

 

ქცეეაში „ცნობიერების“ ჩართვა, როგორც დავრწმუნდით, ამდიდრებს ქცევის შინაარსეულ მხარეს, ართულებს მას და გარემოსადმი უფრო მორგებულს ხდის.

ამ კუთხით დიდ მნიშენელობას იძენს ის, არის თუ არა ადამიანის „ფსიქიკური აქტივობა“ მოქცეული „ცნობიერების ფიკუსში“, ანუ იმყოფება თუ არა „ყურადღების არეში“. როგორც აღინიშნა,

ყურადღება“ ცნობიერების ის არეა, სადაც „ფსიქიკური შინაარსები“ და“ფსიქიკური  პროცესები“  ყველაზე „ნათლად და ცხადადაა“მოცემული.

შესაბამისად, „ყურადღების არეში“ საუკეთესო პირობები არსებობს „ფსიქიკური აქტივობის“ წარმართვისა და რეგულაციისთვის.

„ყურადღება’’ , როგორც „ცნობიერების“ ყველაზე ნათელი და აქტიური ნაწილი და „ნებელობითი ქცევის“ აუცილებელი პირობა, დიდი ხანია მეცნიერული ინტერესის ცენტრში იმყოფება.

ფსიქოლოგიაში შესწავლილია „ყურადღების’’  ძირითადი თვისებები და მოქმედების კანონზომიერებები.

 

 

3.1 ყურადღების  რამდენიმე არსებითი ნიშანი“

 

·        ყურადღება „ცნობიერების“ ნათელი ადგილიცაა და ამ ადგილის “განათების” პროცესიც.

·        ამდენად, „ყურადღებისცნებაში ორი ასპექტი[მხარე] გამოიყოფა – იგი „ცნობიერების“ „მგომარეობაცაა“  და „აქტივობაც“,[ ანუ ფსიქიკური პროცესი]

·        . აქეღან გამომდინარე, „ყურადღების  ფენომენის რამდენიმე არსებითი ნიშანი ან კრიტერიუმი შეიძლება გამოიყოს:

 

1) სელექციურობა ანუ არჩევითობა იმ შინაარსების (ინფორმაციის) მიმართ, რომლებიც „ცნობიერების ცენტრში“ უნდა განთავსდეს.

2) „ყურადღების არეში’’  მოქცეული „შინაარსების“ სიცხადე და მკაფიობა.

3) „ცნობიერების“ შინაარსებზე და, საზოგადოდ, ფსიქიკურ მოქმედებაზე კონცენტრაცია. 4) „ყურადღების“ თანხლებით მიმდინარე თეორიული და პრაქტიკული მოქმედების მეტი პროდუქტიულობა.

3.2 ყურადღებისძირითადი სახეები’’

 

·        „ყურადღება“, [როგორც აქტივობა, ფსიქიკური პროცესი], შეიძლება ორი სახისა იყოს: ა)“ნებელობითი’’ და ბ)“უნებლიე’’.

·         „ნებელობითი ყურადღების“  ძირითადი დამახასიათებელი ის არის, რომ სუბიექტი ყურადღებას შეგნებულად, გამიზნულად აამოქმედებს და მას მართავს.

·        „უნებლიე ყურადღებაში“ ორი, არსებითად განსხევავებული ბუნების აქტივობა იგულისხმება.

·         ერთი მხრივ, ეს არის „მარტივი ე.წ. საორიენტაციო რეფლექსის ხასიათის მოქმედება, როდესაც გამღიზიანებელი თავისთავად, ავტომატურად მიიზიდავს სუბიექტის ყურადღებას“. ასეთი გამღიზიანებელი შეიძლება იყოს „მოულოდნელი ძლიერი ბგერა“, „უეცრად გაელვებული საგანი“ და ა.შ. რომელიც ჩვეულებრიე, მისკენ მიმართულსაორიენტაციო რეფლექსს“ იწვევს.

·        მეორე მხრივ, „უნებლიე ყურადღება“ ვლინდება „სუბიექტის მოთხოვნილებით ან ინტერესით წარმართული აქტივობის სახით“: ანუ ყურადღება მართალია უნებლიედ, მაგრამ სათანადო მოვლენით  ზოგადი დაინტერესების გამო წარიმართება.

·         მაგალითად, საინტერესო რომანმა შეიძლება ა)მიიზიდოს ყმაწვილის ყურადღება და შემდეგ ბ) დიდხანს ვერ მოსწყდეს მის კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძილის დროა და ა.შ.

·        ყურადღების „უნებლიე’’სახე პიროვნების მეტ აქტივობას გულისხმობს და გენეტიკურად რეფლექსურ ყურადღებაზე უფრო მაღალი ფორმაა.

3.3 ყურადღების ძირითადი თვისებები:

 

1)ყურადღებისინტენსივობა“.

 

·        „ყურადღების“  ყოველი პროცესი სუბიექტის ნებით თუ უნებლიედ წარმართული მოქმედებაა.

·        „ყურადღების“ ყოველი აქტი მეტ-ნაკლები ინტენსივობისაა.

·        „ყურადღების კონცენტრაცია“  ხან მეტი, ხანაც ნაკლები ინტენსივობით ხასიათდება

·        რამდენადაც ყურადღება ძირითადად მისი ობიექტის  „ნათლად“ განცდის პირობაა, ბუნებრივია, რომ „ყურადღების“ მეტ-ნაკლები ინტენსივობა, პირველ ყოვლისა, ყურადღების საგნის მეტ-ნაკლებ „სინათლეში“ იჩენს თავს.

·        იმ შემთსვევაში, როდესაც „ყურადღების კონცენტრაცია“ რომელიმე ძნელად შესასრულებელი მოქმედების პირობას წარმოადგენს, „ყურადღების ინტენსივობა“ მისი [ანუ ამ მოქმედების] შესრულების ხარისხს განსაზღვრავს. მაგალითად, წვრილ ყელიან ჭურჭელში სითხის გადასხმა, „ყურადღების კონცენტრაციის“ ინტენსივობის შესაბამისად, განსხვავებული წარმატებით მოხდება.

 

 2)ყურადღებისრხევადობა

 

·         რაც უნდა „ინტენსიურად“ იყოს მიმართული სუბიექტის  „ყურადღება“ რაიმე საგანსა თუ მოელენაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში მისი  „შინაარსი“  ხან მეტი სიცხადით განიცდება, ხან ნაკლებით.

·        მაშასადამე, „ყურადღების ინტენსივობა“ პერიოდულად ირხევამატულობს ან სუსტდება.

·        მაგალითად, საათის „ობიექტურად“ თანაბარი წიკ-წიკი სუბიექტის მიერ ტალღისებურად განიცდება – ხან ძლიერდება და ხან  სუსტდე ბა.

·        ეს „ყურადღების ისტენსივობის“ „რხევის“ შედეგია.

·        ამ „რხევის ტემპი’’  სხეადასხვა პირობებში განსხვავებულია და. ჩვეულებრიე, რამდენიმე წამის დიაპაზონში მერყეობს.

·        „ყურაღღების რხევა“ განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ვლინდება სუსტი გამღიზიანებლის აღქმისას. [ანუ „სუსტი გამღიზიანებლის“ შემთხვევაში]

·        „შინაარსეული მასალის“ აღქმის შემთხვევაში, როდესაც ეს შინაარსი დინამიკურად იშლება (მაგ, წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას), ყურადღების რხევა ერთი და იგივე პერიოდულობით აღარ მიმდინარეობს და დამოკიდებულია პიროვნების ინტერესის გაძლიერებაზე ან შესუსტებაზე.

3) ყურადღებისმოცულობა“.

 

·        „ყურადღების მოცულობა’’ ესაა ობიექტების რაოდენობა, რომელიც საკმარისი სიცხადით შეიძლება მოიცვას ყურადღებამ მყისიერად, შეზღუდულ დროში.

·        მყისიერების“ მომენტი აქ მნიშვნელოვანია, რაღგან ყურადღებას შეუძლია ძალიან სწრაფად გადაინაცვლოს ერთი ობიექტიდან მეორეზე, რაც ქმნის მისი „დიდი მოცულობის ილუზიას“.

·        სპეციალური მოწყობილობის (ტაქისტოსკოპის) გამოყენებით, ცდიპირებს 0,1 წამის განმავლობაში მიეწოდებოდათ აღსაქმელად რამდენიმე ობიექტი (ასოები, ციფრები, გეომერტიული ფიგურები).

·        რამდენადამთელი მასალა აღებეჭდება თვალის ბადურაზე, ფიზიკურად შესაძლებელია მისი „მთელი მოცულობით“ აღქმა.

·        თუკი ცდისპირი მაინც ვერ დაინახავს ყველა ასოს ან ფიგურას, ეს უკვე „ყურადღების მოცულობის“ შეზღუდულობის ბრალია.

·         ექსპერიმენტულად გაირკვა, რომ „ყურადღების მოცულობა“  შეზღუდულია                     5-% მარტივი შთაბეჭდილებით. [ეს დაიმახსოვრე]

·        ვინაიდან „ცნობიერების მოცულობა“ არ ემთხვევა „ყურადღების მოცულობას“, სუბიექტი იმის გარდა, რასაც ნათლად და გარკვევით აღიქვამს, როგორც ყურადღების საგანს, სხვა ობიექტებსაც განიცდის, ოღონღ ბუნდოვნად.

·        მაგალითად, აცნობიერებს, რომ ტაქისტოსკოჰში მის მიერ ამოკითხული ციფრების გარდა სხვა ციფრებიც ან რაღაც “სსვაც” იყო დაწერილი ან დახატული.

4) ყურადღებისგადანაცვლება“.

 

·        ეს თვისება ყურადღების ერთი ობიექტიდან ან მოქმედებიდან მეორეზე სწრაფი გადატანის ან გადანაცვლების უნარში მჟღავნდება.

·        ამ უნარის მიხედვით ადამიანები საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუმცა ყურადღების „გადანაცვლების“ ამოცანა მუდამ იჩენს თავს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში.

·        ექსპერიმენტული მონაცემებით. ყურადღების ერთი სენსორული (თვალსაჩინო) მასალიდან მეორეზე გადატანის მაქსიმალური სისწრაფე წამის დაასლოებით მესამედს უდრის.

·        ყურადღების „ გადანაცვლება“ მით უფრო ძნელია[უფრო დაგვიანებულია] , რაც უფრო მეტად არის ჩართული ინდივიდი მოცემული მიმართულებით მოქმედებაში.

·        ცხადია, ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს „მოქმედების შინაარსს“ და „პიროვნების დამოკიდებულებას ამ შინაარსისადმი“. '

 

5) ყურადღების  განაწილება“

 

·        „ყურადღების განაწილება“ მისი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით წარმართვაში მდგომარეობს.

·        ყურადღების ეს თვისება უკავშირდება რამდენიმე მოქმედების პარალელურად შესრულების „პრაქტიკულ პრობლემას“.

·        თუმცა ორი და მეტი მოქმედების ერთდროული შესრულება აუცილებლად „ყურადღების განაწილებას“ არ მოითხოვს.

·        ვარჯიშის შედეგად „მოქმედებათა რიგი“ ერთ მოქმედებაში ერთიანდება და ამიტომ მათ შესრულებას ყურადღების განაწილება აღარ სჭირდება,

·        მაგალითად ორი ხელით როიალზე დაკვრა. სანამ ეს მოქმედება ერთ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, მისი[ორი ხელით დაკვრის]  ყოველი ელემენტი (თითოეული ხელის მოძრაობა კლავიატურაზე, ფესების დაჭერა პედლებზე) ცალკე მოქმედებაა და ყურადღების სწრაფი გადატანის გზით ხორციელდება.

·        „დაკვრის მოქმედების“ განმტკიცება-ავტომატიზაციასთან ერთად ისინი ამ მოქმედებაში[ორი ხელით დაკვრაში]  შემავალ ოპერაციებად იქცევიან და საგანგებო ყურადღების აქტს აღარ საჭიროებენ.

·        მოცემულ შემთხეევაში[ორი ხელით დაკვრისას] , ფაქტობრივად, ერთი რთული მოქმედება სრულდება.

·        მაგრამ, რა ხდება, როცა სუბიექტს ერთდროულად ორი ან მეტი დამოუკიდებელი მოქმედება აქვს შესასრულებელი?

·        აქ ყველაფერი დამოკიდებულია ამ მოქმედებათა ბუნებასა და რეალიზაციის ხასიათზე.

·        „ორი დამოუკიდებელი მოქმედების შესრულება“ და, შესაბამისად, „ყურადღების განაწილება“ რეალურად შესაძლებელია:

ა) თუ „ინტენსიურ ყურადღებას“ არც ერთი მათგანი არ მოითხოვს, ან მოითხოვს მსოლოდ ერთი. ასეთებია, მაგალითად,“ ანგარიში“ და „სიარული“.

 ბ) თუ „მოქმედებები“ ყურადღების სწრაფი გადანაცვლება-გადმონაცვლების გზით ხორციელდება. ამ შემთხვევაში „თითოეულის მთლიანი შესრულება ყურადღების უწყვეტ მუშაობას არ მოითხოვს და ამიტომ ორივე მოქმედება სრულდება ყურადღების სწრაფი გადასვლით ერთიდან მეორეზე“

გ) თუ  „ერთდროულად ხორციელდება  ორი ისეთი მოქმედება რომლებიც მოითხოვენ ყურაღღების ტალღისებურ აქტივობას“.  ანუ თუ ერთ-ერთის მიმართ ყურადღების ტალღის აწევა დროში ემთხვევა მეორის მიმართ ტალღის დაწევას, ისინი წარმატებით სრულდება ერთღროულად.

მაგალითად, „ტელეფონით საუბარი“ და „წერა“, ან „ლექციის მოსმენა“ და „კონსპექტის წერა“. არც ლექციის მოსმენა. არც კონსპექტის წერა ცალ-ცალკე არ მოითსოვს ყურადღების მუდმივ და მაქსიმალურ დაძაბვას; ეს დაძაბეა მხოლოდ “კრიტიკულ” მომენტში ხდება.

 კვლევა ადასტურებს, რომ ერთდროულად ორი ისეთი დამოუკიდებელი და რთული მოქმედების სრულყოფილი შესრულება, რომელიც ყურაღღების სრულ კონცენტრაციას მოითხოვს, შეუძლებლია.

მაგ. შეეცადეთ თქვათ ლექსი და თან რთული მათემატიკური ოპერაცია შეასრულოთ. მაშინვე იგრძნობთ, რომ ერთი მოქმედება მეორეს ამუხრუჭებს.

მსგავს სიტუაციებში ან ორივე მოქმედების ნაყოფიერება ქვეითდება, ან სრულდება მხოლოდ ერთი.

ამგვარად, „ყურადღების განაწილება“, მისი „სრული გახლეჩის“ მნიშვნელობით, არ შეიძლება.[არ ხერხდება]

 

 6) ყურადღებისგამძლეობა

 

·        „ყურადღების გამძლეობა“  ეწოდება ყურადღების ხანგრძლივ წარმართვას ერთი მიმართულებით, ყურადღების შეჩერებას ერთი და იგივე ობიექტზე ან შინაარსზე.

·        ყურადღების ეს მნიშვნელოვანი გამოვლინება საგრძნობლად იცვლება მთელი რიგი ფაქტორების გავლენით, ასეთებია: „ინტერესი“, „ემოციური მდგომარეობა“, „დაღლილობა“ და სხვა.

·        ამ მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნება ადამიანთა შორისაც; ზოგის ყურადღება გამძლეა, ზოგისა გაფანტული.

·        „სუსტი გამძლეობის ყურადღებას“,ომლისთვისაც აუცილებელია ობიექტების ხშირ-ხშირი შეცელა, ლაბილურს უწოდებენ,

·        ხოლო „დიდი გამძლეობის მქონე ყურადღებას“, რომელსაც ერთი მიმართულებით დიდი ხნით უწყვეტი კონცენტრაცია შეუძლიასტაბილურს.

 

7) ყურადღებისსიმყარე

 

·        „ყურადღების სიმყარე ‘’  ვლინდება „ხელისშემშლელი გამღიზიანებლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მეტ-ნაკლებ ხარისხში“.

·        ეს თვისება მნიშვნელოენად ცვალებადობს „სხეადასხვა პირობების“ მიხედვით.

·        კერძოდ, გადახრადობა განსხვავებულია „ძირითადი მოქმედების ბუნების „მიხედვით;

·        მაგალითად, აზროვნების პროცესში ყურადღების გადახრა  უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აღქმის დროს.

·         მნიშვნელობა აქვს „ხელისშემშლელი გამღიზიანებლის“ ბუნებასაც: „ემოციური გამღიზიანებლები“[მაგ.ჩვილის ტირილი]  უფრო გადახრის ყურადღებას, ვიდრე „ინდიფერენტული“[მაგ. კედლის საათის წიკწიკი].

·        შეგრძნებათა“ შემთხეევაში, ცხადია, უფრო ხელშემშლელია „ინტენსიური გამღიზიანებლები“. [მაგ. ღამით  ძილისას  ძაღლების ყეფა ეზოში  ,ვიდრე ნათურის ანთება და ჩაქრობა  საძინებელში]

 

4. ყურადღების  გამომწვევი“ ფაქტორები

 

·        ყურადღების „გამომწვევ ფაქტორთა“ შორის ასხვავებენ „ობიექტურ“ (ე.ი. გარეგან) და „სუბიექტურ“ (ე.ი. შინაგან) ფაქტორებს.

·        „ობიექტურ“ (ე.ი. გარეგან)  ფაქტორთა  ჯგუფს „გარემოში მოცემული ობიექტების თვისებები“ ეკუთენის,

·         „სუბიექტურ“ (ე.ი. შინაგან)  ფაქტორთა  ჯგუფს – „თვით სუბიექტში, მისი შინაგანი მდგომარეობების სახით მოცემული ფაქტორები’“.

·        „ჩვეულებრივ პირობებში“ მრავალი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს.

·        თითოეული ფაქტორი   შეიძლება „სხვა“ ფაქტორით დაიჩრდილოს.

 

ყრადღების გამომწვევი ობიექტური ფაქტორები

 

·        ყრადღების გამომწვევ „ობიექტურ ფაქტორებს“ მიეკუთვნება:  

 

)  ძლიერი გამღიზიანებლები

 

ა)“ძლიერი გამღიზიანებელი“ (მაგ. კაშკაშა შუქი, ძლიერი ბგერა, ელვა, ქუხილი, გასროლის ხმა, მძაფრი სუნი და ა.შ.

 

ამ ტიპის გარეგანი ფაქტორის მოქმედებაზეა აგებული ყურადღების გამომწვევი უამრავი საშუალება – რეკლამა (ძლიერი შუქი), სიგნალები (ტრანსპორტზე, წარმოებაში) და სხვა.

 

ყრადღების გამომწვევ  „ობიექტური/გარეგანი  ფაქტორის“- „ძლიერი გამღიზიანებლის ‘’ მახასიათებელი სიდიდეა-   „ინტენსივობა’’

)“საგნის ზომა’’

 

·        ყრადღების გამომწვევ „ობიექტურ ფაქტორებს“ ასევე მიეკუთვნება:  ბ) „საგნის ზომა’’

·        „პატარასთან“ ან „საშუალოსთან“ შედარებით, „დიდი საგნები“ უფრო იზიდაეს ყურადღებას.

·        მაგ. „უცნობ ოთახში“  თვალში გეცემათ „დიდი ზომის“ ნივთები.

·        ჟურნალშიან გაზეთში  „დიდი ასოებით“ დაბეჭდილი სათაური უფრო  იზიდაეს ყურადღებას.

·        მაგ. რეკლამაში „ზომის’’ ფაქტორი ფართოდ გამოიყენება.

) „საგნის სიახლოვე’’

 

·        სიახლოვე, განცალკევება, კონტრასტი.

·        ყრადღების გამომწვევ „ობიექტურ ფაქტორებს“ ასევე მიეკუთვნება:  გ)“საგნის სიახლოვე’’

·        „ახლოს მდებარე საგნები“ უფრო იქცევს ჩვენს ყურადღებას.

·        ქუჩაში ჩვენ „ახლოს გავლილს“ მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ვიდრე „შორს მიმავალს“;

·        აუდიტორიაში „ახლოს მჯდომს“ ძალაუნებურად მეტ ყურადღებას ვაქცევთ და ა.შ.

 

)“საგნის განცალკევება’’

·        ყრადღების გამომწვევ „ობიექტურ ფაქტორებს“ ასევე მიეკუთვნება:  დ)“საგნის განცალკევება’’

·        სხვა საგნებიდან იზოლირებულად მოცემული საგანი აგრეთვე ადვილად იზიდავს ყურადღებას.

·        მაგ. ტყის პირას განცალკევებულ ხეს ყველა ამჩნევს, მაგრამ ტყეში ასეთივე ხეე- ბი სულაც არ იზიდავს ჩვენს ყურადღებას.

·        აღლუმის დროსაც ჩვენს ყურადღებას რიგებიდან გამოსული პირი მიიპყრობს ხოლმე.

 

)“კონტრასტი’’

 

·        ყრადღების გამომწვევ „ობიექტურ[ანუ გარეგან] ფაქტორებს“ ასევე მიეკუთვნება:  ე)საგნებს შორი „კონტრასტი’’

·        მაგალითად, როცა ა) ერთმანეთის გვერდით სიდიდით ძალიან განსხვავებული ობიექტებია, ან ბ) ფერადი საგანი რუს საგნებს შორის არის მოთავსებული და ა.შ.

 

)“სიახლე’’,“ცვლილება’’ ან „მოძრაობა’’

 

·        ყურადღებას იზიდავს ყოველივე, რაც სუბიექტისთვის „ახალია“, „უჩვეულოა“, „მოულოდნელია“

·        ასევე ყოველივე ის, რაც „შეცვლილია“,

·        ასევე ყოველივე  ისიც რაც „მოძრავია“. [მაგ. გაშეშებული[უძრავი] ცხოველი ხშირად შეუმჩნეველი რჩება მტაცებლისთვის] ;

·        „უცვლელი“, „ჩვეული“,“ყოველდღიური’’  ყურადღებას აჩლუნგებს,

·        ხოლო „ახალი ამბავი“ „ახალი ფაქტი“ ან „შეცელილი გარემო“ პირიქით, ყურადღებას ამახვილებს.

·        ჩვენს ყურადღებას ხშირად „გამღიზიანებლის გაქრობაც“ კი აღძრავს, თუ იგი მანამდე ხანგრძლივად და უცვლელად მოქმედებდა.  მაგ. წისქვილის ხმაურში მძინარე მეწისქვილეს ამ ხმაურის შეწყვეტა, ე.ი. „ცვლილება“ აღვიძებს.

·         ასეთი მაგალითები მრავლადაა.

ყურადღების გამომწეევისუბიექტური ფაქტორები

 

·         ყურადღების გამომწეევი „სუბიექტური ფაქტორებია“: „მოთხოვნილება“ და „ინტერესი“.

) „მოთხოვნილება’’

 

·        ყურადღება, პირველ რიგში, სუბიექტის მოთხოვნილების“  საფუძველზე წარიმართება.  

·        მაგ.მშიერი ცოცხალი არსება  ყურადღებას აქცევს იმას, რაც საჭმელთან არის დაკაეშირებული – უმალვე შენიშნავს საჭმლის სუნს;

·        ასევე ამჩნევს დაღლილი დასაჯდომ ადგილს და სხვა.

)“ინტერესი’’

 

·        „ინტერესი“  ფართო მნიშენელობით „მოთხოვნილების“ კერძო გამოვლინებაა.

·        ის, რაც გვაინტერესებს, აუცილებლად ყურადღებას იწვევს/იქცევს .

·        „ძლიერი ინტერესი“ ხშირად სძლევს „სხვა“ ფაქტორებს. მაგ. წვრილი შრიფტით დაწერილ წიგნსაც დიდი ყურადღებით ვკითხულობთ, თუ ის ინტერესს იწვევს. წეეულებაზე ხმაურის, სიმღერისა და ხმამაღალი ლაპარაკის პირობებში გულისყურით ვისმენთ საინტერესო მოსაუბრის მონაყოლ ამბაეს, თუმცა იგი ჩუმი ხმით გველაპარაკება და ა.შ.

)“განწყობა’’

 

·        განწყობა“ ყურადღების წარმართვის ძლიერი ფაქტორია.

·        იმ მიმართულებით ყურადღების წარმართვა, „რა მიმართულებითაც განწყობილია სამოქმედოდ ადამიანი“, თავისთავად, უნებურად ხდება. [ეს დაიმახსოვრე]

·        ეს ფაქტორი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გამორიცხულია ყურადღების ცნობიერი წარმართვა, მაგალითად ძილის დროს.

·        ცნობილია, რომ დაღლილი, ღრმად ჩაძინებული დედისთვის (რომელსაც ძლიერი გამღიზიანებლებიც ვერ აღვიძებს) საკმარისია, მისმა ბავშვმა ძილში დაიკვნესოს, დაახველოს ან დააცემინოს, რომ დედას უმალვე გაეღვიძოს.

·        ეს გამღიზიანებლები იმიტომ იპყრობს დედის ყურადღებას, რომ მას სძინავს „ბავშვის მიმართ სიფხიზლის“ განწყობით, ხოლო ამ განწყობის შეუსატყევისი ძლიერი გამღიზიანებელიც კი (ზარის დარეკვა, სინათლის ანთება) ვერ აღვიძებს, ვერ იპყრობს მის ყურადღებას. [ეს დაიმახსოვრე რადგან  სხვა შემთხვევებშიც ზუსტად ასეა,ანუ ადამიანი ყურადღებას აქცევს იმას ,რის მიმართაც წინასწარ არის „განწყობილი’’ და არა იმას რის მიმარტაც  წინასწარი „განწყობა’’ არ გააჩნია]

)“ნებისყოფა’’

 

·        აქამდე უმთავრესად „უნებლიე ყურადღების“ გამომწვევი  ფაქტორები განეიხილეთ.

·         მაგრამ ადამიანისთვის ნიშნეული[დამახასიათებელი]  სწორედ „ნებელობითი ყურადღებაა“.

·        „ნებელობითი ყურადღების “ მამოძრავებელი კი ნებისყოფაა.

·        „ნებისყოფა’’ ,როგორც  სუბიექტური  ფაქტორი წამყვანია „ყურადღების ყოველი მიზანდასახული მიმართვის“ შემთსვევაში.

·        ანუ „ნებისყოფის“ საფუძველზე ადამიანს შეუძლია ყურადღების წარმართვა იმ მიმართულებით, რომელიც არ შეადგენს მისი უშუალო ინტერესის საგანს, რომელიც მას უშუალოდ არ იზიდავს, მაგრამ შეგნებული აქვს ამის საჭიროება.

ფაქტორები’’’ რომლებიც ნეგატიურად[უარყოფითად]  მოქმედებენ  ყურადღებაზე’’

 

·        აქამდე ვსაუბრობდით ისეთ ფაქტორებზე, რომელთა არსებობა ან არარსებობა დადებითად ან უარყოფითად აისახებოდა ყურადღების ფუნქციონირებაზე.

·        ახლა მოკლედ შევეხოთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად მოქმედებენ ყურადღებაზე.

·         მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „მობეზრებისა“ და „მოყირჭების“ განცდა.

·        ასეთი  განცდა მკვეთრად ასუსტებს „ნებელობით ყურადღებას“ , „უნებლიე ყურადღებას“ კი სულაც აქრობს.

·        სპეციფიკურად მოქმედებს „ყურადღებაზე’’ „ აფექტი

·        „აფექტი’’ არის -ძლიერი სულიერი მღელვარება, რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება მისთვის უჩვეულო საქციელი ჩაადენინოს. უეცრად წარმოქმნილი, სწრაფწარმავალი ემოცია.

 

·         ერთი მხრივ “აფექტი’’ იწვევს ყურადღების „ინტენსიფიკაციას“[გაძლიერებას] თავისი გამომწვევი ობიექტის მიმართულებით ანუ  „აფექტის’’ გამომწვევი საგანი/ან ადამიანი  დომინირებს ადამიანის ცნობიერებაში; მაგრამ, მეორე მხრივ, აფექტური მდგომარეობა იწვევს „ცნობიერებისა“ და „ყურადღების მოცულობის“  უკიდურეს შევიწროებას, რის გამოც აფექტის გამომწვევი საგნის/ადამიანის  გარდა გარემოს „სხვა გამღიზიანებები“აფექტით შეპყრობილისთვის“ შეუმჩნეველი რჩებამას არ ესმის, რას ელაპარაკებიან და ა.შ.[მაგ. „გამიჯნურებული ტარიელი’’ –„ვეფხისტყაოდნიდან’’]

·        ყურადღებაზე, ისევე, როგორც „სხვა“ ფსიქიკურ აქტივობებზე  („მეხსიერებაზე“, „აზროვნებაზე“ და ა.შ), შემაფერხებლად მოქმედებს დაღლილობა [!], მიუხედაევად იმისა, ფიზიკური მუშაობის შედეგია იგი თუ გონებრივისა. [მაგ. „დაღლილი’’ მძღოლი საჭესთან ძალზე საშიშია]

·        ყურადღებას აქვეითებს ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება.[ „ნარკოტიკით გაბრუებული ‘’ მძღოლი ასევე ძალზე საშიშია]

·         „ყურადღება’’ ასევე ექვემდებარება „სეზონურ თუ „დღე-ღამურ’’ რიტმს

[ანუ „ყურადღება’’ ცვალებადობს წელიწადის დროების და დღე-ღამის პერიოდების მიხედვით] [ეს დაიმახსოვრე დაააკვირდი საკუთარ თავს და გაითვალისწინე]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები