თავი მე-4 . "ფსიქიკის განვითარება'' ონტოგენეზში."ასაკობრივი პერიოდიზაცია''."სენსიტიური პერიოდები''."ასაკობრივი კრიზისები''
სარჩევი:
„ფსიქიკის განვითარების“ ორი ფორმა
„ემპირისტური’’ და „ნატივისტური“ შეხედულებები
ბ)“გარდატეხის ხანის’’ კრიზისი მოზარდებში
8 ფსიქოსოციალური სტადია და 8 კრიზისი [ერიკ ერიქსონი]
„ფსიქიკის
განვითარების“
ორი ფორმა
· განვითარება, საზოგადოდ, რაიმეს პროგრესულ ცვალებადობას ნიშნავს
· ფსიქოლოგიაში „განვითარება’’ არის „შედარებით ნაკლებ სრულყოფილი“ ფსიქოფიზიოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობიდან „უფრო სრულყოფილში“, „მარტივიდან რთულში“, „დაბლიდან მაღალში“ გადასვლის პროცესი.
ხ
·
„ფსიქიკის განვითარება“ ორ ფორმაში რეალიზდება: „ფილოგენეტიკურში’’ და „ონტოგენეტიკურში“.
ხ
· „ფილოგენეზი“ „ ქცევისა’’ და „ფსიქიკური სტრუქტურების’’ განვითარებაა, რომელიც სახეობათა ბიოლოგიური ევოლუციის პროცესში ხორციელდება (იხ. თაეი III).
ხ
· „ონტოგენეზი“ კი იმ „ცვლილებებს“ მოიცავს, რომელთაც განიცდის ცალკეული ინდივიდი მთელი ცხოერების განმავლობაში.
ეს „ცვლილებები’’ “ ხორციელდება ინდივიდის სამ უმნიშენელოვანეს ფუნქციონალურ სფეროში:
ა)ფიზიკური სფერო (ანატომიურ-ფიზიოლოგიური
სტრუქტურები და მოტორული უნარ-ჩვევები), ბ)კოგნიტური
სფერო (შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები და გონებრივი
უნარ-ჩვევები) და გ)ფსიქოსოციალური სფერო
(პიროვნული თვისებები და სოციალური ჩეევები). [იხ. ქვემოთ]
ყურადღება:
· მაგრამ ონტოგენეზი არ არის მხოლოდ ა)ფიზიკური, ბ)კოგნიტური ან გ)სოციალურ-პიროვნული „განვითარება’’ ,რადგან „განვითარებაში“ ჩამოთვლილი სფეროების მხოლოდ მატება და ზრდა არ იგულისხმება
ვინაიდან ამ სფეროების „განვითარება“ შეიძლება ა) შეწყდეს, ბ)დროებით გაჩერდეს, ანდა გ)დაიწყოს „უკან დახევის, ანუ დეგრადაციის“ პროცესებიც.
· აქ ორი გარემოებაა გადამწყვეტი – რა ასაკში და რა სფეროში მიმდინარეობს ესა თუ ის „პროცესი“.
ხ
· ჩასახვიდან ბავშვობის დასრულებამდე[11-13 წლამდე] „განვითარება“, არსებითად, ზრდა და პროგრესია [!!!]. ეს ორგანიზმისა და პიროვნების ყველა ფუნქციონალურ სისტემას ეხება.
მატულობს [!!!]
ძალაც, ცოდნაც, ჭკუაც, სოციალური გამოცდილებაც და პიროენული
სიმწიფეც, თუმცა განსხვავებული ტემპითა და თანმიმდევრობით.
ხ
·
შემდგომი ცხოერების
„გარკვეულ პერიოდში“, ზოგიერთ სფეროში, ჩვენი
შესაძლებლობები ძალზე ნაკლებად ან სულაც აღარ
მატულობს, ვინაიდან
ამ ეტაპისთვის ინდივიდის ფიზიკური, სენსორული თუ
ინტელექტუალური განვითარება არსებითად დასრულებულია[„შეჩერებულია’’] .
ამიტომაც ეწოდება მას -„ზრდასრულობის ხანა“.
ხ
· გარკვეული ასაკობრივი პერიოდიდან კი ინდივიდის მთელი რიგი ფუქციონალური სისტემები დაქვეითებას [!!!] იწყებს.
ხ
· „ზრდასთან“ და „ფორმირებასთან“ არის დაკავშირებული „მომწიფების’’ ცნებაც, ოღონდ ამ შემთხვევაში პროგრესული ცვალებადობა ე.წ. „თანდაყოლილი[გენეტიკური] პროგრამის“ შესაბამისად მიმდინარეობს.
„თანდაყოლილი პროგრამები’’
· პროგრესული ცვალებადობა „თანდაყოლილი პროგრამის“შესაბამისად მიმდინარეობს., მაგალითად, „ემბრიონალური (პრენატალური)“ განვითარების დროს, როცა ჩანასახი „მკაცრად განსაზღვრულ სტადიებს“ გადის.
· არსებითად იგივე ხდება „მოტორული სფეროს“ განვითარებისას: თავის დაჭერა, ჯდომა, დგომა, ხოხვა, სიარული დახმარებით და დახმარების გარეშე და ა.შ.
„ მოტორული’’ აპარატის „მომწიფების ტემპი“ ინდივიდებში შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ეტაპების თანმიმდევრობა „გენეტიკურად დაპროგრამებულია“ და „უცელელი“.
· არცერთი ბავშვი არ იწყებს სიარულს უფრო ადრე, ვიდრე ჯდომას ან დგომას.
· ნათელია ისიც, რომ სიტყვის სათქმელად ჯერ ბგერების წარმოთქმა უნდა აითვისო.
· ქვემოთ დავინახავთ, რომ მეტყველებაცა და აზროვნებაც გარკვეული „წინასწარმოცემული პროგრამის“ მიხედვით ვითარდება.
ხ
„გარემოს ფაქტორები’’
· ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ადამიანის განვითარება“ მხოლოდ „მომწიფების“ ანუ „თანდაყოლილი მექანიზმების“ მოქმედების შედეგია?
· რა თქმა უნდა, არა.
· „განვითარებასა“ და, საზოგადოდ, ონტოგენეზში უდიდეს როლს“თანდაყოლილი [გენეტიკური]მექანიზმების’’ გარდა „ გარემოს ფაქტორები“ ასრულებს.
· გარემო დაბადებამდეც კი მოქმედებს ჩვენზე.
· დედის[ასევე მამის] „ცხოვრების წესმა’’ ან „ავადმყოფობამ’’ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს ჩანასახის „ემბრიონალურ განვითარებაში“.
· გარემო „აფერხებს“ ან „აჩქარებს“ „გენეტიკურად განსაზღვრულ’’ „მომწიფების“ პროცესებს.
· მაგ. „მოტორული განვითარების“ სტიმულირება[ხელშეწყობა] შეიძლება სპეციალური ვარჯიშებით;
· მაგ.„მეტყველების განვითარებასაც“ თავისი გრაფიკი აქვს, მაგრამ „ლინგვისტიკურად მდიდარ” გარემოში – იქ, სადაც ჩვილს სულ ელაპარაკებიან, წაახალისებენ სამეტყველო ბგერების წარმოთქმისას, ბავშვები უფრო ადრე იდგამენ ენას.
· ხოლო თუკი ბავშვი არაენობრივ გარემოში აღმოჩნდება, მაშინ ის არც ამეტყველდება და მეტყველების უნარი ატროფიას[ატროფია-უნარის დაჩლუნგება, დაკარგვა] განიცდის (იხ. თავი I და XIV).
ხ
· ადამიანის ონტოგენეზში სხვა მრავალი ისეთი სფეროცაა, რომლებშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა გარემოს ზეგაელენას და ამ გარემოში მიღებულ ა)გამოცდილებას და ბ)სწაელა-აღზრდას ენიჭება.
· ანუ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც გადამწყვეტი უპირატესობა ან „თანდაყოლილ“ ან „შეძენილ“ მხარეს ენიჭებოდა
· არადა, ასეთ მოსაზრებებს მეცნიერული აზრის სათავეებთან მივყავართ.
·
ახალ დროშიც, ბავშვის განვითარების მამოძრავებელ ძალებთან
დაკავშირებით, მკაფიოდ გამოიკვეთა ორი თვალსაზრისი. [„ემპირისტური’’ და „ნატივისტური’’]
„ემპირისტური’’ და „ნატივისტური“ შეხედულებები
· „ემპირისტული შეხედულების“ თანასმად, ის, თუ როგორ განვითარდება ბავშვი და რა პიროვნებად ჩამოყალიბდება, მთლიანადაა განსაზღვრული მისი „ ემპირიული გამოცდილებით“.
· XVII საუკუნეში ჯონ ლოკი ამბობდა, რომ ადამიანი დაბადებიღან “სუფთა დაფას” ჰგავს, რომელზეც გარემოს ზემოქმედების (პირველ რიგში სწავლა-აღზრდის) მეშვეობით იწერება ყველაფერი – ცოდნაც, ჭკუაც და ხასიათიც.
· ასევე, XX საუკუნეში ბიპევიორისტი ჯ. უოთსონი ამბობდა, რომ „მეცნიერული ფსიქოლოგიის მეთოდებით“ შესაძლებელია ნებისმიერი ჩვილის აღზრდა ნებისმიერ ადამიანად: ექიმად, მხატერად, ქურდად, იურისტად ან ინდიელთა ბელადად.
ხ
· საპირისპირო, „ნატივისტური შეხედულებით“, ბავშვი ვითარდება მხოლოდ ბუნების მიერ ჩანერგილი გეგმის შესაბამისად. მაგალითად, ჟან ჟაკ რუსო ამბობდა, რომ განვითარების პროცესი მხოლოდ „შინაგანად“ არის განსაზღვრული. „გარემო“, კერძოდ აღზრდა, მხოლოდ პირობებს ქმნის განვითარების „თანდაყოლილი გეგმის“ განსახორციელებლადო.
ხ
„ინტერაქციული’’ თვალსაზრისი
· თანამედროვე ფსიქოლოგიაში და, სახელდობრ, ფსიქიკური ონტოგენეზის შემსწავლელ „ასაკობრივ ფსიქოლოგიაში“, ორივე ეს შეხედულება[ ემპირისტული და ნატივისტური] გაერთიანებულია „ინტერაქციული თვალსაზრისის’’ ფარგლებში.
· დღეს მეცნიერებისთვის ნათელია, რომ თითქმის „ყოველგვარი დინამიკური პროცესი ფსიქიკაში“, „ყოველი ფსიქოფიზიოლოგიური, კოგნიტური, პიროვნული თუ ქცევითი ხასიათის ცვლილება ონტოგენეზში“ შედეგია ორმსრივი ზემოქმედებისა – გენეტიკური და გარემოსეული, ანუ „თანდაყოლილი’’ და „შეძენილი ფაქტორების“ „ურთიერთქმედებისა“ (ანუ ინტერაქციისა).
· „განვითარების“ ორივე ფაქტორის აუცილებლობის გაცნობიერების მიუხედავად, გამოსაკვლევი რჩება მათი გავლენის თანაფარდობა ფსიქიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში.
· უკვე არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ, მაგალითად, „ტემპერამენტის“ სფერო უფრო გენეტიკურად არის განსაზღვრული;
· „პიროვნულ ნიშან-თეისებათა ჩამოყალიბებაზე“ თითქმის თანაბარ გავლენას ასდენს მემკვიდრული და გარემოსეული დეტერმინანტები,
· ხოლო „მე-კონცეფცია“[იდენტობა], „სოციალური და ზნეობრივი განწყობები“ ან „მსოფულმხედეველობრივი პოზიცია“, უპირატესად“სწავლა-აღზრდისა“ და „ სოციალური გარემოცვის“ თავისებურებებითაა გაპირობებული.
ხ
„ასაკობრივი პერიოდიზაცია’’
· „ასაკობრივი ფსიქოლოგიის“ კიდევ ერთი მუდმივი და აქტუალური საკითხი ეხება იმას, თუ ა)რა სტადიებს გაიელის ადამიანი ონტოგენეზის პროცესში, ბ)როგორი თანმიმდევრობა და გ) რა ხასიათი აქვს მის ფსიქოფიბიოლოგიურ, კოგნიტურ და ფსიქოსოციალურ ცვალებადობას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
· სხვაგვარად რომ ვთქვათ,„ასაკობრივი ფსიქოლოგიის“ შესწავლის საგანია „ასაკობრივ პერიოდიზაციასთან’’ დაკავშირებული პრობლემატიკა“.
· არსებობს „ასაკობრივი პერიოდიზაციის’’ მრავალი მცდელობა;
· ავტორები სსვადასხვა კრიტერიუმებისა და პრინციპების მიხედვით გამოკვეთდნენ „ფსიქიკური ცხოვრების განსხვავებულ სტადიებს“, განსაკუთრებით „ბავშვის ფსიქოლოგიის“ ფარგლებში.
· ამჟამად მეტ-ნაკლებად შეთანხმებული შესაბამისად მიმდინარეობს.’’ „ასაკობრივი პერიოდიზაცია’’ მოიცავს შემდეგ საფეხურებსა და ქვესაფეხურებს:
1. მუცლადყოფნა – ჩასახეიდან დაბადებამდე;
ხ
2. ბავშვობა – დაბადებიდან 18-19 წლამდე.
ბავშვობა მოიცავს 4 სტადიას:
2.1 ჩვილობა
– დაბადებიდან 1,5-2 წლამდე;
2.2 ადრეული ბავშვობა
ანუ ყრმობა – 1,5-2-დან 5-6 წლამდე;
2.3 შუა ბავშვობა
ანუ ყმაწვილობა – 6-დან -13 წლამდე:
გოგონასთვის – საშუალოდ I1-12-მდე, ვაჟისთვის – 12-13-მდე.
2.4 მოზარდობა
– 11-13-დან 18-19 წლამდე;
ხ
3. ზრდასრულობა
– 18-დან 60-65 წლამდე.
ზრდასრულობა მოიცავს 2 სტადიას:
3.1. ახალგაზრდობა – 18-19-დან 40 წლამდე;
3.2 მოწიფულობა
– 40-დან 60-65 წლამდე.
ხ
4. ხანდაზმულობა
– 60-65-დან გარდაცვალებამდე.
„სენსიტური პერიოდები“
· „ასაკობრივი პერიოდებისა თუ სტადიების“ ცნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის განვითარების „კრიტიკული პერიოდების“ არსებობის იდეა.
· ესაა ერთგვარი „გარდატეხის პერიოდები“, „გარდამავალი ეტაპები“, როდესაც უნდა მოხდეს გარკვეული ცვლელებები, რათა განვითარება“ ნორმალურად’’ გაგრძელღეს.
ხ
· ადამიანის ცსოვრების ცალკეულ პერიოდებში ინდივიდი „განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება გარკეეულ ზემოქმედებათა მიმართ“, რის გამოც წარმოიქმნება საუკეთესო (ოპტიმალური) პირობები ამა თუ იმ „ფსიქოფიზიკური“ თუ „ფსიქიკური’’ ფუნქციის განვითარებისთვის.
· თუკი ასეთი ,“მგრძნობიარების“ პერიოდის განმავლობაში „ფსიქიკური მოქმედების“ რომელიმე ასპექტი არასაკმარისად ჩამოყალიბდა, მან შეიძლება შემდგომში ეეღარც მიაღწიოს „განვითარების პოტენციაში“ ჩადებულ დონეს.
· ამგვარ პერიოდებს ეწოდება „სენზიტური პერიოდები“.
· მაგალითად, „ადრეული ბავშვობა“[– 1,5-2-დან 5-6 წლამდე] ენის ათვისებისთვის სენზიტური პერიოდია. ბავშვები, რომლებიც 6 წლამდე საკმარისად ვერ ეზიარნენ ენას, შემდგომში, შესაძლოა, ნორმალურად ვერც ამეტყველდნენ. ამას მიწმობს, თუნდაც, იმ შემთხვევების ანალიზი, როდესაც ბავშვები იზრდებოდნენ ადამიანებისაგან იზოლირებულ გარემოში.
· ასევე, 6-9 წლის ასაკი „ხატობრივი წარმოდგენის“ სენზიტური პერიოდია,
· 10-15 წლის ასაკი – „ლოგიკური აზროენებისა“ სენზიტური პერიოდია
· „12-18 წლის ასაკი“ – „თანატოლებთან სოციალურ ურთიერთობათა’’ და „სოციალიზაციის“სენზიტური პერიოდია
ხ
· ცხადია, რომ სენზიტური პერიოდების არსებობა-არარსებობა, ინტენსივობა და ხანიერება დიდწილად განსაზღერავს იმას, თუ რა, როდის და როგორ ვასწავლოთ ბავშვს.
· სენზიტური პერიოდები შეიძლება გავიაროთ შეუფერხებლად ან სირთულეებით, მაგრამ აქ გაჩენილი პრობლემები უნდა განვასხვავოთ ე.წ. „ასაკობრივი კრიზისებისაგან“
„ასაკობრივი კრიზისები’’
· „ასაკობრივ კრიზისებს’’ ხშირად ბიძგს აძლევს ინდივიდის ფიზიკური და ფსიქიკური ძალების ცვალებადობა (მატება-კლება), რომელსაც „პიროენული სფეროს“ ტრანსფორმაცია, „ფსიქოსოციალური სტატუსის“ გადასხვაფერება მოჰყვება.
· ასეთია, მაგალითად, პირველი კრიზისი, ანუ „3-5 წლის კრიზისი“.
ა)3-5 წლის ბავშვის კრიზისი
· საშუალოდ 3 წლიდან ბავშვი აცნობიერებს საკუთარ მეობას, საკუთარ ნებელობას, ჭარბად იწყებს I პირის ზმნებისა და ნაცვალსახელების ხმარებას (ადრე კი საკუთარ თავზე ხშირად III პირში საუბრობდა), მრავალ რამეზე ამბობს „ჩემია“, აღარ ეგუება აღმზრდელთა გადაჭარბებულ მზრუნველობას და ცდილობს თვითდამკვიდრებას, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი; ეს ვლინდება უაზრო ჭირვეულობასა და სიჯიუტეში, თეითნებობაში და ა.შ. ამიტომ ეწოდება 3-5 წლის ხანას „პირველი ჭირვეულობის (ჯინიანობის) ხანა“.
· თუკი ბავშემა პირეელი ან მომდევნო კრიზისის ხანა არაჯანსაღად გაიარა (მაგალითად, ზედმეტი შეზღუდვით ან ზედმეტი მიშვებულობით), მაშინ კრიზისისთვის დამასასიათებელი მოვლენები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდეც კი (და, შესაძლოა, ნევროზის მიზეზიც გასდეს).
ხ
ბ)“გარდატეხის ხანის’’ კრიზისი მოზარდებში
· „ყველაზე ცნობილი“ ასაკობრივი კრიზისი მოზარდობაში ხდება, ესაა „სქესობრივი მომწიფების“ ანუ „გარდატეხის“ ხანა, 11-13- დან 15-16 წლამდე.
· ამ დროს მართლაც ხდება თვისებრივი ხასიათის ძვრები „განვითარების ყველა სფეროში“: ა)სერიოზული ორგანიზმული ცვლილებები (ზრდა, გარეგნობის ცელილება, სქესობრივი მომწიფება და ა.შ), ბ)აქედან გამომდინარე განცდები, ემოციური არასტაბილობა, ახალი ინტერესები, ღირებულებები, პიროვნების, მე-კონცეფციის ფორმირება, გაორებული მდგომარეობის (არც ზრდასრულია და აღარც პატარა ბავშვი) გადალახვისკენ ძლიერი სწრაფეა ანუ დიდობისკენ მისწრაფება და ა.შ.
· ეს ყველაფერი ქმნის „მოზარდობის კრიზისის“ სიმპტომებს;
ესენია: ა)ნეგატივიზმი, ბ)არასრულყოფილების განცდა, გ)მძაფრი მგრძნობიარობა კრიტიკისადმი,დ) თანატოლთა გაერთიანება შეკრულ ჯგუფებად, ე)უფროსებთან უაზრო დაპირისპირება და სხვა.
· არსებითია ის, რომ მოზარდი შედარებით შორდება ოჯახს და თავს იმკვიდრებს საზოგადოებაში, კერძოდ, თანატოლთა საზოგადოებაში (ხოლო 3-5 წლის ბაეშვი თავს სწორედ ოჯახში იმკვიდრებდა). ამიტომ მოზარდი ძალიან, ზედმეტად სოციალური ხდება, ორივე ეს კრიზისი ბუნებრივი და აუცილებელია და აღმზრდელებმა უნდა იცოდნენ ეს, რათა გაგებით მოეკიდნონ ბაეშვის ბუნებრივ ჭირვეულობას.
· ბავშვის როგორც მკაცრი დასჯა და შეზღუდვა, ისე მეტისმეტი გათამამება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის პიროვნულ განვითარებას.
ხ
გ)“შუახნის კრიზისი’’
· ასევე ხშირად ლაპარაკობენ „შუახნის კრიზისზე“, რომელიც დაახლოებით 40-50 წლის ასაკში იჩენს თავს.
· „შუახნის კრიზისი’’ დაკავშირებულია „მომავლის დასრულებულობისა“ და „საკუთარი განვითარების ,ჭერის“ ხილვასთან, „განვლილი გზის შეფასებასთან“ და „დარჩენილი ცხოვრების პერსპექტივების გააბრებასთან“.
· „შუახნის კრიზისის’’ დროს ადამიანები ზედმეტაღ ემოციური ხდებიან, განიცდიან „ახალგაზრდობის დაკარგვასთან“, „ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ“ ძლიერ შფოთვას, „აწუხებთ ფიქრები უაზროდ განვლილ წლებზე“, „არარეალიზებულ შესაძლებლობებზე“ და ა.შ.
ხ
8
ფსიქოსოციალური სტადია და 8 კრიზისი [ერიკ ერიქსონი]
· აღინიშნება „სხვა“ ასაკობრიეი კრიზისებიც.
·
ერიკ
ერიქსონი, მაგალითად, რვა კრიზისს და, შესაბამისაღ, რვა „ფსიქოსოციალურ სტადიას“ გამოყოფს.
· ერიქსონის მიხედვით ყოველ სტადიაზე ჩნდება კონფლიქტი ინდივიდში „ამ მომენტისთვის ჩამოყალიბებულ მე-სა’’ და „ახალ სოციალურ და პიროენულ მოთხოენებს“ შორის.
· „კრიზისი“ აუცილებლად წარმოიქმნება, რადგან „ სოციალური“ და „ფიზიკური“ გარემო „ყველა სტადიაზე“ ახალი ამოცანების წინაშე აყენებს ინდივიდს;
· ყოველ სტადიაზე „ახალი სოციალურ-პიროვნული თვისების“ ფორმირება ხდება – დადებითის ან უარყოფითის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ „რამდენად წარმატებით დაძლია“ ინდივიდმა კრიზისი.
I. პირველ სტადიაზე (დაბადებიდან | წლამდე) კრიზისი დაკაეშირებულია იმასთან, თუ როგორ უკმაყოფილებს მომელელი პირი ბავშვს მთავარ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს. შესაბამისად, ვითარდება ან ბაზისური „ნდობა“ გარემოსადმი, ან „უნდობლობა“.
II. მეორე სტადიაზე (1-3 წ) კრიზისი უკავშირდება ტუალეტთან მიჩვევასა და ჰიგიენას. იმის მისედვით, თუ როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში მშობლები (დახმარება ან მკაცრი კონტროლი), ბავშვს უვითარდება ავტონომიურობა (დამოუკიდებლობა) _ ან სირცხვილი და დაურწმუნებლობა.
III. მესამე სტადიაზე (3-6 წ) კრიზისი სოციალიზაციის პრობლემასთანაა დაკავშირებული. ბავშმა უნდა გაითავისოს საზოგადოებაში მიღებული ნორმები და შეუფარდოს მათ თავისი აქტივობა. შედეგად ყალიბდება ინიციატივა ან დანაშაულის განცდა.
IV. მეოთხე სტადიაზე (6-12 წ.) ბავშეს უნდა გამოუმუშაედეს სერიოზული საქმის კეთების, სწავლის, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს შრომისმოყვეარეობის ან არასრულყოფილების ფორმირება.
V. მეხუთე სტადიაზე (მოზარდობა) კრიზისის მთავარი თემებია თანატოლებთან ურთიერთობა, პროფესიისა და ცხოვრების შემდგომი გზის არჩევა. აქ გადამწყვეტი ხდება საკუთარი მე-ს, საკუთარი უნარების ადეკვატური გაცნობიერება, წარსული გამოცდილებისა და მომავალი მიზნების ინტეგრაცია პიროვნების სტრუქტურაში. ამ გზაზე წარმატების შემთხევევაში ვითარდება თვითიდენტურობა, წარუმატებლობის შემთხვევაში – აღრეული იდენტურობა.
VI. მეექვსე სტადიაზე (ასალგაზბრდობა) კრიზისი სხვა ადამიანებთან, უპირატესად საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ახალ ურთიერთობათა დამყარებას და ოჯასის შექმნას უკავშირდება. წარმატებული გამოცდილება ამ სარბიელზე ავტონომიურობას[ ანუ დამოუკიდებლობას] აჩენს, წარუმატებელი – იზოლაციას.
VII. მეშვიდე სტადიაზე (საშუალო ასაკი) ადამიანის საზრუნავი ისაა, რომ შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი აქტიურობა და შემოქმედებითობა მოღეაწეობის ყეელა სფეროში (ინტიმური კაეშირი, შეილების აღზრდა, პროფესიული საქმიანობა და ა.შ). თუ ეს მოხერსდა, ვიღებთ პროდუქტიულობას, თუ არა – სტაგნაციას.
VIII. მერვე სტადიაზე (ხანდაზმულობა) ადამიანმა უნდა შეაჯამოს თავისი ცხოვრება, როგორც მთლიანობა, რომელშიც მან განახორციელა თავისი თავი. ამ შემთხვევაში მას არ აშინებს სიკვდილის გარდაუვალობა, რადგან ხედავს თავის გაგრძელებას შთამომავლობასა და შემოქმედებით წარმატებებში. იგი ხდება ინტეგრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასოწარკვეთილება იჰყრობს.
· ერიქსონი ფსიქოანალიზური სკოლის წარმომადგენელია, მაგრამ ფროიდისგან განსხვავებით, ამტკიცებს, რომ „პიროვნების ქმნადობის პროცესი“ არ მთავრდება „გარდამავალ ასაკში“;
· იგი გრძელდება მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ხ
· ის, თუ რამდენად „ცვალებადია“ რეალურად ადამიანის „პიროვნულ-სოციალური სფერო“ , თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალური და საკამათო საკითხია.
· გარკვეული მონაცემები ამასთან დაკავშირებით ქვემოთ იქნება წარმოდგენილი (იხ. თავი VIII და XV).
· საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ონტოგენეზი „სტაბილურობაცაა“ და „ცვალებადობაც’’
· „სტაბილურობა’’ გვეხმარება, შევინარჩუნოთ „სოციალური ურთიერთობები“ და „დამოუკიდებლობა“;
· „ცვალებადობა“ ქმნის დინამიკურ რეალობასთან[ანუ „ცვალებად გარემოსთან’’] „შეგუებისა“ და „თვითსრულყოფის“ შესაძლებლობას.

Комментарии
Отправить комментарий