თავი მე-3 .„ფსიქიკისა“ და „ქცევის“ ცხოველური ფორმები

 



სარჩევი:

§ 1. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები. 1

ა)ფსიქიკის’’ განვითარებისუმარტივესიფორმა - გამღიზიანებლისდიფუზური შეგრძნების უნარი. 2

ბ)თანდაყოლილი ქცევა’’ - )“ტაქსისი’’,)“რეფლექსი’’ ,)“ინსტიქტი’’ 3

§ 2. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები 5

ა)  ცხოველთა მიერ „ქცევის’’   დასწავლის უნარი’’. 5

ბ)ცხოველთა მიერ  „ქცევის’’ „დასწავლის’’  სახეები. 5

3. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფომები’’ 8

 

 

§ 1. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები

 

·        ფსიქიკა მხოლოდ იქ არის, სადაც სიცოცხლეა.

·        მაგრამ ყოველივე ცოცსალს არ გააჩნია ფსიქიკა.

·        მეცნიერებაში დღეს ამაზე არ დავობენ.

·        თუმცა თავის დროზე არსებობდა თვალსაზრისი) რომლის თანამადაც სიცოცხლის ყოველგვარი ფორმა, მცენარეების ჩათვლით, ფსიქიკის მატარებელია(ბიოფსიქიზმი).

·         უფრო შორსაც მიდიონენ და სულიერებას მთელ ბუნებას, მათ შორის არაცოცხალსაც მიაწერდნენ (პანფსიქიზმი).

·         ანთროპოფსიქიკური თეორია, პირიქით, ავიწროებდა ფსიქიკით დაჯილდოებულთა წრეს; მის მისედვით, ფსიქიკა ოლოდ ადამიანს გააჩნია.

·        ფსიქიკისა და ქცევის ცხოველური ფორმების განვითარების ანუ ფილოგენეის დახასიათება უნდა დავიწყოთ იმ საკითხის განხილვით, თუ ა)სად იწყება ფსიქიკური სინამდვილე,ბ) რა არის ფსიქიკის კრიტერიუმი, გ)ცოცსალი ორგანიზმის ფუნქციონირების რა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ესა თუ ის  არსება უკვე ფსიქიკის მქონეა.

·        პასუ ამ კითხვებზე მრავალნაირია: ა)’’ძიებითი ქცევის უნარი, ბ)გარემოსთან “მოქნილი” შეგუების, ანუ დასწავლის უნარი და ა.შ.

·        აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ვარაუდი ფსიქიკის ობიექტურ კრიტერიუმს ეხება, ანუ ისეთ გარედან დაკვირვებად ნიშან-თვისებას, რომელიც ულებას მოგეცემს ვამტკიცოთ, რომ ორგანიზმს აქეს ფსიქიკა.

·        სუბიექტური კრიტერიუმი აქ მართლაც არ გამოდგება,  მაგალითად  ჩვენ ვერასოდეს ვიტყვით დანამდვილებით, აქვს თუ არა განცდა ჭიაყელას და თუ აქვს – როგორი.

·        ამჟამად ყველაზე მიღებული შეხედულება ფსიქიკის არსებობის  ობიექტურ კრიტერიუმად განისილავს ცოცხალი ორგანიზმების თვისებასრეაგირება მოახდინონ ბიოლოგიურად ნეიტრალურ ზემოქმედებაზე.

·        ბიოლოგიურად ნეიტრალური, ანუ აბიოტური ზემოქმედებები – ესაა ა)ენერგიის ის სახეები, ან  ბ)საგნების ის თვისებები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ  ორგანიზმების „ნივთიერებათა ცვლაში.

·         ამგვარი[აბიოტური]  ზემოქმედება ორგანიზმებზე  თავისთავა არც სასარგებლოა და არც მავნე; იგი არ კვებავს ორგანიზმს და არც ანგრევს მას.

·        მაშ რატომაა სასარგებლო მისი ასახვა ან მასზე რეაგირება?

·         იმიტომ, რომ ის[ ე.ი. აბიოტური ზემოქმედებები]  იმყოფება მდგრად კავშირში    

ბიოლოგიურად მნიშენელოვან ობიექტებთან და, მაშასაამე, მათი პოტენციური სიგნალია.

·        თუ ორგანიზმს უჩნდება უნარი, ასაოს ბიოლოგიურად ნეიტრალური თვისება და დაუკავშიროს იგი ბიოლოგიურად მნიშვნელოვან თვისებებს, მისი სასიცოცხლო პოტენციალი განუომლად იზრდება.

·        მაგალითად, არც ერთი ცხოველი არც იკვებება და არც იღუპება ჩვეულებრივი ინტენსივობის ბგერებით

·        მაგრამ ბგერები ბუნებაში უმნიშვნელოვანესი სიგნალია  ორგანიზმებისთვის  საკვების არსებობის ან საფრთხის მოალოების შესაებ.

·        ბიოლოგიურად ნეიტრალური თვისებების ასახვა მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოცხალი არსებების აქტივობის თვისობრივად აალ ფორმასთან – ქცევასთან.

·        აქამდე ცხოველქმედების პროცესები დაიყვანებოდა ა)საკვები ნივთიერებების შეთვისებაზე, ბ)გამოყოფაზე, გ)ზრდაზე, დ)გამრავლებაზე და ა.შ.

·        ახლა ჩნდება ახალი სახის’’ აქტივობა, რომელიც, ასე ვთქვათ, “ჩასმულია”   ა)“აქტუალურ სიტუაციასა’’ და ბ)სასიცოცხლო აქტს – ნივთიერებათა ცვლას შორის’’.

·        ამ აქტივობის (ქცევის) აზრი ისაა, რომ მიღწეულ იქნეს ბიოლოგიურად სასარგებლო შედეგი იქ, სადაც პირობები მისი უშუალოდ მიღების საშუალებას არ იძლეეა.

·        ფსიქიკის  არსებობის ეს კრიტერიუმი (ბიოლოგიურად ნეიტრალური ზემოქმედების ასახვა და სასიგნალო ქცევა’’) არ გააჩნია მცენარეებს;

იგი თავს იჩენს უმარტივესი, ერთუჯრედიანი ორგანიზმების დონეზე.

·        მცენარე მხოლოდ ბიოლოგიურად მნიშენელოეან  გამღიზიანებლებზე რეაგირებს. ამ თვისებას გაღიზიანებადობა ეწოდება.

მცენარის ფესვები გაღიზიანებადნი არიან ნიადაგში არსებული საკვები ნიეთიერებების მიმართ, რომელთაც შეიწოვენ.

·        ცხოველებისთვის  კი  დამახასიათებელია ე.-წ. მგრძნობელობა, რაც მათთან ფსიქიკის გაჩენას უკავშირდება.

·        მგრძნობელობა, როგორც აბიოტური გამღიზიანებლის [ზემოქმედების]  ასახვა, ორ ასპექტს შეიცავს: ობიექტურს და სუბიექტურს.

·        ობიექტური თვალსაზრისით, ასახო და იყო მგრძნობიარე, ნიშნავს რეაგირება მოახდინო მოცემულ აგენტზე“[გამღიზიანებელზე]  გარკვეული მოძრაობის სახით.

·        გრძნობიერების სუბიექტური ასპექტი  კი საგნის თუ მოვლენის შინაგან განცდაში ვლინდება.

მაგ.  აბიოტური გამღიზიანებელი ბგერა, შინაგანი განცდის, კერძოდ შეგრძნების სახით უნდა მოგვეცეს, რათა მან თავისი სასიგნალო ფუნქცია შეასრულოს.

 

·        ფსიქიკის განვითარება   „მგრძნობელობის’’ ამ ორი ურთიერთდაკავშირებული მხარის[ობოექტურის და სუბიექტურის]  გართულებაში მდგომარეობს.

 

ფსიქიკის’’ განვითარებისუმარტივესიფორმა - გამღიზიანებლისდიფუზური შეგრძნების უნარი.

 

·        ფსიქიკის განვითარების  საწყის საფეხურზე მოცემულია  ფსიქიკისუმარტივესი“ ფორმა - გამღიზიანებლის დიფუზური შეგრძნების უნარი.

·        „შინაგან განცდათა სამყარო , პირველ ყოვლისა, შეგრძნებათა გამრავალფეროვნების გზით ვითარდება.

·        ორგანიზმებს, გარემოსთან შეგუების პროცესში, უჩნდებათ ვადასხვა გამღიზიანებლის ასავის უნარი შესაბამისი გრძნობის ორგანოების მეშვეობით.

·        დიფუზური, პირველადი შეგრძნება დიფერენცირდება[იყოფა]  შეხების, გემოს, ტემპერატურის, სუნის, სმენის, მხედველობის და სხვა შეგრძნებებად.

·        „დიფუზური შეგრძნება’’ ესაა მხოლოდ დაქსაქული გამღიზიანებლებისსაგნების ცალკეული თვისებების შეგრძნება.

·        ფსიქიკის ფილოგენეტური განვითარების შემდგომ ეტაპზე  კი თანდათანობით ჩნდება აგრეთვე მთლიანი საგნების ასახვის , ანუ მათი აღქმის უნარი.

·        ეს ნიშნაეს ე.წ. სენსორული (შეგრძნებითი) სტადიიდან პერცეპტულ (აღქმით) სტადიაზე გადასელას.

 

თანდაყოლილი ქცევა’’ - )“ტაქსისი’’,)“რეფლექსი’’ ,)“ინსტიქტი’’

 

·        ფსიქიკის განვითარების   პარალელურად მიმდინარეობს ცხოველთა ქცევის განვითარების პროცესი.

 

·        ცხოველთა  ქცევები არსებითად ორი სახისაა: თანდაყოლილი’’ და შეძენილი.

 

·        „შეძენილ ქცევათა’’  მნიშვნელობა ფილოგენეტურ განვითარებასთან ერთად მატულობს.

·        რაც შეეხება თანდაყოლილი ქცევის  პირველად ფორმას, მას ტაქსისი ეწოდება და, უპირველესად, უმარტივეს ერთუჯრედოვან ორგანიზმებს’’ ახასიათებს.

·         ტაქსისი იმაში ვლინდება, რომ ორგანიზმი ან უახლოვდება, ან განერიდება გარკვეულ გამღიზიანებელს.

·         ასეთი ქცევა ზოგჯერ გვხვდება უფრო მაღალი ორგანიზაციის არსებებშიც. მაგალითად, მწერებს საღამოთი იზიდავს ანთებული ლამპარი, რაც ტაქსისის გამოვლინებაა.

·         ტაქსისი ორგანიზმის პირველადი რეაქციაა გარემოს ერთ გამღიზიანებელზე.

·        ევოლუციურ კიბეზე ასვლასთან ერთად ხშირდება უფრო ზუსტი და დიფერენცირებული რეაქციები სხვადასხვა გამღიზიანებლებზე.

·        ეს ნერვული სისტემის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.

·        რომელიმე შეგრძნების ორგანოდან სიგნალი ნერვული სისტემით გადაეცემა სამოძრაო ან სეკრეტორულ სისტემას და იწვევს სათანადო რეაქციას.

·        რეფლექსი არის ცხოველის დაპროგრამებული და ორგანიზმის გარკვეულ ნაწილში ლოკალიზებული რეაქცია,

·        მაგალითად თვალის დახუჭვა ან ნერწყვის გამოყოფა სათანადო გამღიზიანებელზე

·        რეფლექსი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეიძლება იყოს შეძენილიც, [ე.წ. პირობითი რეფლექსი“] .

·        „შეძენილი რეფლექსის’’[„პირობითი რეფლექსის’’]   შემთხვევაში დასწავლის შემდეგ რეფლექსური რეაქცია უკავშირდება რაიმე ალ’’, არასპეციფიკურ  გამღიზიანებელს. მაგალითად, ძაღლში ნერწყვის გამოყოფას იწვეეს არა მარტო ხორცის დანახვა (უპირობო რეფლექსი), არამედ აგრეთვე, ზარის ხმის  გაგონება (პირობითი რეფლექსი“ ]  [იხ. „პავლოვის ექსპერიმენტი“ ).

·        ბუნებრივ პირობებში ცხოველები ახორციელებენ საკმაოდ რთულ ქცევებს, რომლებშიც მრავალი რეფლექსური რეაქცია ერთიანდება [!]

·        ესაა ა)საჭმლის მოპოვებასთან,ბ) თავდაცვასთან, გ)საცხოვრებლის მშენებლობასთან, გამრავლებასთან, დ)შთამომაელობის პატრონობასთან და ა.შ. დაკავშირებული ქცეები, რომლებიც ხშირად გვაოცებენ თავისი სირთულით, სიზუსტით და მიზანშეწონილებით. მათ ინსტინქტები ეწოდებათ.

·        აღეწეროთ ერთი მაგალითი: კრაზანა – სფექსი, სანამ კვერცების დადებას დაიწყებდეს, წინასწარ უზრუნველყოფს თავის მატლს საკვებით“კონსერვირებული” კალიით.

·        სფექსი თავს ესხმის კალიას, ზუსტად ჩხელეტს მას სამ ნერვულ კვანძში, რომლებიც კიდურების მოძრაობას აკონტროლებენ და ამით მის პარალიზებას ახდენს.

·        შემდეგ შეათრევს ცოცხალ პარალიზებულ  კალიას სპეციალურად გაკეთებულ სოროში და ფრთხილად დებს კვერცხს მის მკერდზე.

·        ინსტინქტური აქტების ამ სერიაში ყველაფერი ძალზე მიზანშეწონილია;

·        ჯერ ერთი, მსხვერპლის პარალიზება: მკდარი კალია არ ვარგა,რადგან  მანამ გაიხრწნება, სანამ მატლი გამოიჩეკება, ხოლო აქტიურ მდგომარეობაში დარჩენილი არ ვარგა,რადგან  ადვილად მოკლაეს მატლს; [ამიტომ კალია უნდა იყოს ცოცხალი და პარალიზებული]

·        მეორე – სფექსის მიერ კალიის განგლიების[პარალიზების]  საოცრად ზუსტი ჩხვლეტით;

·        და ბოლოს, ის აკურატულობა, რომლითაც კვერცხი თავსდება სწორედ კალიის მკერდზე. ეს ერთადერთი უსაფრთხო ადგილია, საიდანაც მატლს არ შეუძლია გადმოვარდნა, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი კალია ამოძრავებს მუცელს, ყბებს და ულვაშებს. ხოლო, თუ უსუსური მატლი მიწაზე აღმოჩნდება, იგი აუცილებლად დაიღუპება.

·         ინსტინქტების მაღალი მიზანშეწონილება ოდითგანვე კეებავდა შეხედულებას მათი “გონივრულობის” შესახებ.

·        დროთა განმავლობაში მისი ადგილი დაიკავა საწინააღმდეგო შეფასებამ. დაიწყეს ლაპარაკი ინსტინქტების “სიბრმავეზე”. [„ბრმა ინსტიქტი’’]

·        ამის საბაბი გახდა ცდები, რომლებითაც ირკვევა, რომ თუ ცხოველების ინსტინქტურ მოქმედებებს დავუკარგავთ არს, ისინი მათ მაინც შეასრულებენ.

·        მაგალითად, უკვეე აღწერილი სფექსი, დადებს რა კვერცხს კალიის მკერდზე, მაინც გულმოდგინედ ამოქოლავს სოროს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა ახლახან ამოიღო იქიდან კალია. ამასთან, სანამ სოროს დალუქავს, სფექსი აუცილებლად შედის მასში და შეუძლებელია არ ხედავდეს, რომ ის ცარიელია. მისი ეს  საბოლოო მოქმედება აზრს უკარგავს ყველა წინამორბედ მოქმედებას.

·        ამ და მსგავსი ფაქტებიდან თითქოს შეიძლება გაკეთდეს დასკვნა ინსტინქტების “სიბრმავის” შესასებ.

·         მაგრამ იგი[ასეთი დასკვნა]  არ იქნება კორექტული ისევე, როგორც დასკენა მათი “გონივრულობის” თაობაზე

·        ინსტინქტების “გონივრულობის ნაცვლად უნდა ვილაპარაკოთ ინსტინქეტების ბიოლოგიურ მიზანშეწონილებაზე,

·        ხოლო ინსტიქტების სიბრმავის” ნაცვლად  ინსტიქტების ფიქსირებულობაზე

 

·        ინსტინქტები მართლაც კარგადაა მორგებული სრულიად გარკვეულ გარემო პირობებს.

·        სიტუაციის ტლანქი, ხელოვნური შეცვლა, რასაც ადგილი აქვს ცდებში, იწვევს ინსტინქტების “სიბრმავის” ილუზიას.

·        სიტუაციის’’ ასეთი ცვლილებები ბუნებრივ პირობებში ნაკლებ მოსალოდნელია.

·        ინსტინქტის მექანიზმი “სწორ”[ბუნებრივ]  სიტუაციაზეა გათვლილი.

·         ამასთან ერთად, ისიც რეალობაა, რომ აქტივობის სიტუაცია ბუნებრივ პირობებში მუდმივად და ხშირად მნიშვნელოვნად ცვალებადობს.

·        კრაზანას მაგალითი ის შემთხვევაა, როდესაც ცოცხალი არსება ალღოს ვერ უღებს ახალ ვითარებას; რამდენჯერაც არ უნდა ჩატარდეს ცდა, იგი ერთსა და იმევე გაიმეორებს – ვერ გამოიმუშავებს არასტანდარტულ მოქმედებასთან დაკავშირებულ ახალ გამოცდილებას.

·        არადა, ბევრი ცხოველი ხომ სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მას შეუძლია ქცევის ახალი ადაპტური ფორმების შეძენა, რაც მას ცვალებად გარემოსთან შეუდარებლად უფრო შეგუებადს ხდის.

§ 2. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები

 

ა)  ცხოველთა მიერ „ქცევის’’   დასწავლის უნარი’’.

 

·        რთულ ინსტინქტურ მოქმედებებს’’ უმაღლესი ადგილი უკავია თანდაყოლილი ქცევების იერარქიაში.

·        ცხოველების ქცევის შემდგომი განვითარება აქტივობის ახალი, ადაპტური, ფორმების’’ შეთვისების უნარის გამომუშავებასთან არის დაკავშირებული.

·         რაც უფრო მრავლადააოველის ქცევის რეპერტუარში  შეძენილი, „დასწავლილი მოქმედებები და რაც უფრო ნაკლებია მასში თანდაყოლილი, ინსტინქტური მოქმედებები, მით უფრო მაღალ საფეხურზე იმყოება იგი ევოლუციური განვითარების რიგში.

·        ეს მართლაც ასეა, მაგრამ არ არის მართებული თანდაყოლილისა და შეძენილის, ინსტინქტურისა და დასწავლილის“ [„ქცევაზეა’’ საუბარი] მკაცრი დაპირისპირება, მით უფურო მათი ერთმნიშენელოვანი მიწერა ცსოველთა სხვადასხვა სახეობისთვის: აბალგანვითარებულისთვის ან მაღალგანვითარებულისთვის.

·         ირკვევა, რომ ახალ სიტუაციასთან მორგება[ადაპტაცია] , გამოცდილების შეძენა უმდაბლეს ცხოველებსაც შეუძლიათ.

·         სპეციალური ცდებით დადგინდა, რომ უმარტივესი ნერვული სისტემის მქონე ჭიაყელას შესაძლებელია ვასწავლოთ, მოუვიოს მოლოდ მარჯენივ თ-ს მაგეარ ლაბირინთში.

თუმცა ამისთეის მას მრავალი მცდელობა დასჭირდა, როცა მარცხნივ მოხვევისას ეჯაებოდა მავთულს, რომელშიც დენი გადიოდა.

    ცხოველთა მიერ  „ქცევის’’ დასწავლის’’  სახეები

 

·        დასწაელისუნარი ფილოგენეტური განვითარების კვალობაზე საგრძნობლად მატულობს და უმაღლესი ცხოველების ცსოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

·        „დასწავლის  უნარს’’  ცხოველთა სამყაროში მუდამ ეხედებით.

·        ხშირად იგი მჟღავნდება იმდენად ადრეულ ასაკში, რომ იქმნება ილუზია, თითქოს ქცევა თავიდან ბოლომდე თანდაყოლილია.

·        ამის ნათელი მაგალითია ე.წ. იმპრინტინგი (აღბეჭდვა).

·        ეს მოვლენა აღმოაჩინა ცხოველთა ქცევის უდიდესმა სპეციალისტმა კონრად ლორენცმა.

·        იგი დარწმუნდა, რომ ახალგამოჩეკილი ბატის ჭუკები აუცილებლად თავის დედას კი არ მიჰყვებიან, არამედ იმ ობიექტს, რომელსაც ისინი გამოჩეკვისას პირველად ნახულობენ.

·        ამ შემთსვევაში ეს იყო თვით ლორენცი, რომლისადმი ეს ბატები მოზრდილობაშიც გასაოცარ მიჯაჭვულობას ამჟღავნებდნენ.

·        ბუნებრივ პირობებში ის, ვისი აღბეჭედვაც ხდება, დედაა და ჭუკებიც მას ავტომატურად დაჰყვებიან.

·         მაგრამ სინამდვილეში ეს ინსტინქტის კი არა, ადრეული დასწავლის გამოელინებაა.

 

·        იმპრინტინგის მექანიზმი განაპირობებს ერხემლიანთა ბევრ ისეთ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მშობლების, თავის გარემოცვის, სასიცოცხლო გარემოს ნიშანთვისებათა ამოცნობასთან.

·         საოგადოდ, ცსოველთა ქცევაში ინსტისქტურისა და ასწავლილის ურთიერთმიმართება რთული მრავალფეროვანია.

·        უწინ ერთმანეთს უპირისპირებდნენ ინსტინქტზე და დასწავლაზე დაფუძნებულ ქცევებს.

·        მიაჩნდათ, რომ ინსტინქტური მოქმედებები მკაცრა არის დაპროგრამებული და ცხოველებს შეუძლიათ მათი შესრულება ყოველგვარი ინდივიდუალური გამოცდილების გარეშე.

·        თანამედროვე მონაცემებით, ეს ასე არაა.

·        ნაჩეენებია, რომ ზოგიერთმა ინსტინქტურმა მოქმედებამ ცხოველის ინდივიდუალური განვითარების მსვლელობაში უნდა გაიაროს ჩამოყალიბებისა და ვარჯიშის პერიოდი.

·        დასწავლის ასეთმა ფორმამ მიიღო ობლიგატური (ე.ი. აუცილებელი) დასწავლის სახელწოდება.

·         მაგალითად, მიუსედავად იმისა, რომ წიწილა გამოჩეკვისთანავე ახორციელებს ინსტინქტურ საკენკ მოძრაობებს, მათ სიზუსტე აკლია.

·        ირველი დღეების განმავლობაში სიზუსტე მნიშენელოენად მატულობს.

·         ობლიგატური დასწავლის მეორე მაგალითია ჩიტების ფრენა.

·        ბარტყი გამოჩეკვისთანავე აქნევს ფრთებს და მხოლოდ გარკეეული ხნის შემდეგ აფრინდება ჰაერში.

·        მაგრამ მისი ფრენა, განსაკუთრებით დაშვებისას, პირველ ხანებში მაინც ძალიან არასრულყოფილია.

·        ჩიტის გალობა ობლიგატური დასწავლის კიდეე ერთი მაგალითია.

·        ზოგიერთ მგალობელ ჩიტს არ შეუძლია გაიმეოროს თავისი სახეობის ჩიტების გალობა, თუ ის გაიზარდა იზოლაციაში ან სხვა სახეობის ჩიტების გარემოცვაში. [გაიხსენე ზღაპარი „მახინჯი იხვის ჭუკი’’]

·        მაშასადამე, ბევრი ინსტინქტური (თანდაყოლილი) „ქცევის აქტი’’  საჭიროებს სრულყოფას ცსოველის ინდივიდუალურ გამოცდილებაში[ანუ ვარჯიშს]

·        შეიძლება ითქვას, რომ ობლიგატური დასწავლა’’ [ვარჯიში ]აგრეთვე დაროგრამებულია.

·         იგი უზრუნველყოფს ინსტინქტური მოქმედების მორგებას გარემო პირობებისადმი.

·        ქცევის ბევრად მეტ მოქნილობას[მეტ ვარიანტებს]  უზრუნველყოფს ე.წ. ფაკულტატური დასწავლა.

·        ამ ტერმინით აღინიშნება ახალი,ნამდვილად ინდივიდუალური ქცევის ფორმების ათვისების პროცესი.

·        ობლიგატური დასწავლის დროს ამ სახეობის ყოველი წარმომადგენელი იწაფება სახეობისთვის დამახასიათებელ ერთსა და იმავე მოქმედებაში,

·        ოლო ფაკულტატური[არჩევითი] დასწავლისას ცხოველები შეითვისებენ ქცევის ინდივიდუალურ და განსაკუთრებულ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობენ მათ შეგუებას არსებობის კონკრეტული პირობებისადმი.

·        ამის ფართოდ გავრცელებული მაგალითია შინაური ცსოველების  ყოველგვარი სასარგებლო ჩვევა ან ცხოველთა წერთნა ცირკში.

·        თუმცა ფაკულტატური დასწავლის “ მაგალითები  ბუნებრივ პირობებშიც მრავლადაა.

·        არსებითად, ცხოველის ყოველ ქცევაში შერწყმულია სახეობისთვის დამახასიათებელი „თანდაყოლილი’’ და შეძენილი ქცევის ელემენტები.

·        საქმე ისაა, რომ ცხოველის „ქცევა შედგება ორი ძირითადი ფაზისაგან:  ა)“ძიებითი (ან მოსამზადებელი) და ბ)დამამთავრებელი“[„ფინიში’’] მოქმედებისაგან.

·        პირველი ფაზა[„ძიებითი’’]  ყოველთვის რაიმე მოთხოენილებით არის აქტივირებული.

იგი გამოისატება ცხოველის  საერთო აღგზნებულობაში და ცხოველის ძიებით ქცევაში, ანუ ცხოველის არამიმართულ, “უმისამართო” გადაადგილებაში, გარემოს გამოკელევაში.

·        ამ აქტივობის პროცესში ცხოველი, როგორც წესი, წააწყდება სოლმე ე.წ. ჩამრთველ სტიმულებს, რომლებიც აღძრავენ საკუთრივ ინსტინქტურ მოქმედებას, ან, უფრო ხშირად, ინსტიქტურ მოქმედებათა წყებას.

·        მაგალითად, მტაცებლის კვებითი ქცევა  ა)იწყება ქაოტური სირბილით და ტერიტორიის გამოკვლევით. ბ)ნადავლის გამოჩენა ქცევას ორიენტირებულს ხდის: ცხოველი ჯერ ეპარება, მერე მისდევს და ბოლოს კლავს თავის მსვერპლს,ბოლოს გ)გლეჯს ნანადირევს და ყლაპავს ხორცს.

·        ქცევითი აქტების ამ რიგში მხოლოდ ორი უკანასკნელი[ანუ „გ’’]  წარმოადგენს საკვების მოპოვების ქცევის    ინსტიქტურ დამამთავრებელ ფაზას.

·        ყველაფერი, რაც მას წინ უსწრებს, შედის ძიებით ფაზაში, რომლის შემადგენლობაც არაა ინსტინქტებით დაპროგრამებული.

·        ქცევა ყველაზე უფრო პლასტიკური ძიებით ფაზაშია.

·        სწორედ აქ[„ძიებით ფაზაში’’] ითვისებს ცხოველი ქცევის ახალ ხერხებს“[ახალ ინდივიდუალურ ფორმებს].

·        რაც უფრო ვუახლოვდებით დამამთავრებელ ფაზას, მით უფრო სტერეოტიპული ხდება ცხოველის [ფრინველის]  მოძრაობები;

·        საკუთრივ დამამთავრებელ ფაზაში კი მოძრაობები მთლიანად სტერეოტიპულია.

ამიტომ ხშირად ინსტინქტურის ნაცვლად მათ ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსს (ფმკ) უწოდებენ.

·        ცხოველთა და ფრინველთა ყველა სახეობას მისთვის დამახასიათებელი ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსი’’ [ფმკ] გააჩნია.

·        კვლევის შედეგად ზოგიერთი სახეობისთვის გამოიყო სპეციფიკური ჩამრთველი სტიმულები.

·        ანა თუ იმ სახეობის   ფმკ - „ჩამრთველი სტიმულები’’ შესაძლოა, სრულიად განსსვავებული გამღიზიანებლების სახით წარმოგვიდგნენ: ა) ან გარკვეული ფერის სახით , ბ)გარკვეული ფორმის სახით , გ)გარკვეული სუნის სახით , დ)გარკვეული ხმის სახით ,ან ე)გარკვეული მოძრაობების სახით  და ა.შ.

·        ძიებითი და დამამთავრებელი ფაზების თანაფარდობა განსხვავდება სსვადასხეა ცხოველებში.

·        მთავარი კი ისაა, რომ რაც უფრო მაღალია ცხოველის ფსიქიკური ორგანიზაცია, მით უფრო გაშლილი და ხანგრძლივია ძიებითი ფაზა, მით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი ინდივიდუალური გამოცდილების მიღება შეუძლია ცხოველს.

·        ახალი ქცევის, „ახალი გამოცდილების შეძენის პროცესი ცხოველებში მცდარი მოქმეღებებიდან  სწორი მოქმედებების გამორჩევასა და ამ უკანასკნელთა განმტკიცებას გულისსმობს.

·        გამოცდილების მიღების ასეთ ერხს  ცდისა და შეცდომის მეთოდს უწოდებენ.

·        რაც უფრო ხშირად შეასრულებს ცხოველი შეუმცდარ, სასარგებლო მოქმედებას რომელიც მის რაიმე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, მით უფრო განმტკიცდება იგი, მით უფრო ძლიერი და მყარი იქნება კავშირი მოცემულ სტიმულსა და ასალ მოქმედებას შორის.

·        ასალი ქცევის შეძენა, ანუ დასწავლა,  ჩვევის ჩამოყალიბების ანალოგიურად (იხ. თავი IX), ხორციელდება ა)თანდათანობით, და ბ)წარმატებული მოქმედების მრავალჯერადი გამეორების გზით.

 

3. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფომები’’

 

·        ცხოველთა სამყაროში გეხდება ქცევის უფრო მაღალი ფორმაცგონიერი ქცევა’’,

·        „გონიერი ქცევა’’ არის  ახალ სიტუაციასთან სწრაფად შეგუებ და ახალი ამოცანის უცბად გადაწყვეტის უნარი, მოქმედებათა მრავალჯერადი გამეორების გარემე (ე.წ. ინსაიტი).

·        ქცევის ეს სახეობა – გონიერი ქცევა, ბევრად უფრო მაღალი საფეხურია.

·        ჯერ ერთი, ჩვევისაგან განსხვავებით, ინდივიდი ახალი სიტუაციის შესატყვის მოქმედებას მიაგნებს (ასორციელებს) ყოველგვარი გაწვრთვნისა და წინასწარი გავარჯიშების გარეშე;

·        მაგალითად, გალიაში მყოფი ადამიანის მსგავსი მაიმუნი (ანთროპოიდი) შორს დადებული საკვების ხელში ჩასაგდებად გამოიყენებს შორიახლოს მდებარე ჯოხს, თუმცა მას არასდროს ამ მიზნისთვის ჯოხი არ უხმარია;

·        ან მაღლა კალათით დაკიდებული ბანანის მისაწვდომად შიმპანზე მოიტანს და ერთმანეთზე დადგამს მახლობლად მდებარე ცარიელ ყუთებს, ავა მათზე და მისწვდება საჭმელს, თუმცა მსგავსი ქცევის გამოცდილება მას არ ჰქონია და ა.შ.

·         მნიშვნელოვანია გონიერი ქცევის მეორე განსხვავებაც დასწაელით შეძენილი ქცევისაგან.

·         ეს არის ერთგვარი პრაქტიკული განზოგადება (გავრცელება/გადატანა): ასალი ამოცანის ერთჯერადი გადაწყვეტა საკმარისია, რომ ინდივიდი[ცხოველი] ამ მოქმეღებას “ერთხელ და სამუდამოდ” დაეუფლოს.

·        არავითარი გაწერთნა, ამ მოქმედებათა გამეორება ამისთვის საჭირო არ არის, რადგან მოქმედება გონიერია.

·        თუ, მაგალითად, შიმპანბე ერთხელ შეძლებს ყუთების გამოყენებას მაღლა დაკიდებული საგნის მისალწევად, იგი სხვა ანალოგიურ სიტუაციაშიც უმალვე გამოიყენებს ამ საშუალებას, ამას გადატანა [„ ტრანსპოზიცია’’] ეწოდება.

·        ის გარემოება, რომ გონიერ ქცევას ახასიათებს ა)“ინსაიტი და ბ)“ტრანსპოზიცია, იმას მოწმობს, რომ იგი აზროვნების პირველი გამოვლინებაა.

·        „გონიერ ქცევად’’  გარკვეული ადგილი უკავია ადამიანის ქცევით რეპერტუარშიც.

·        ხოლო ცხოველთა სამყაროში გონიერი ქცევა განვითარების მწვერვალია.

·        იგი დასტურდება ყველაზე მაღალგანვითარებულ ცხოველებშიანთროპოიდებში, როგორც ექსპერიმენტულ, ისე ბუნებრივ პირობებში.

·         გალიაში მყოფი ძალლის წინ რომ მოათავსოთ ძაფის წვერი, რომლის ბოლოს საკვებია მიბმული, ძაღლი ვერასდროს მიხვდება, რომ ძაფი თავისკენ უნდა მიწიოს.

 ხოლო თუ კი შემთხვევით გააკეთებს ამას, შემდეგ ანალოგიურ სიტუაციაში ისევ უსუსური აღმოჩნდება.

·         ანთროპოიდი[ადამიანის მსგავსი მაიმუნი] მაშინვე მიხვდება, როგორ უნდა ჩაიგდოს ხელში საკვები ამ ვითარებაში და შეძლებისდაგვარად სხვა სიტუაციებშიც გამოიყენებს თავის ამ მიგნებას.

·        ყველაფერი, რაც ითქვა ცხოველთა ინსტინქტების შესახებ, ძალიან მნიშენელოვანია სპეციფიკურად ადამიანური ქცევის ფორმების ბიოლოგიური წინა ისტორიის გასაგებად.

·        მა პირველ რიგში მიეკუთვნება  ა)ცხოველების ენა და ბ)ცხოველების ურთიერთობა და, აგრეთვე, გ)მათ მიერ იარაღების გამოყენება.

·        ცხოველთა ენა წარმოადგენს სიგნალიზაციის რთულ სისტემას.

·         სრულიად განსხვავებული სახის სიგნალებისა)ხმა, ბ)მოძრაობა, გ)პოზა, დ)სუნი, ე)ფერი და ვ)სხვათა საშუალებით ცხოველები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი  მოვლენებისა და მდგომარეობების შესახებ.

·        ცხოველის ენის ადამიანის ენისაგან უმნიშვნელოვანეს განმასხვავებელი ნიშანია ისაა, რომ მას არ გააჩნია სემანტიკური ფუნქცია.

·        ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველის ენის ელემენტები არ აღნიშნავენ  ა) საგნებს, ბ)მათ თვისებებსა დაგ) მიმართებებს.

·        ცხოველის ენის ელემენტები ყოველთვის დაკავშირებული არიან კონკრეტულ ბიოლოგიურ სიტუაციასთან და ემსახურებიან კონკრეტულ ბიოლოგიურ მიზნებს.

·        ცხოველის სიგნალი უშუალოდ გრძნობებს გამოხატავს (ისე როგორც  ადამიანური ენის შორისდებულები), ანდა უშუალო ინსტინქტური რეაქციების აღმძერელია (როგორც, მაგ., სირენის წუილი საფრთხის სიგნალია).

·         ბევრი სიგნალი, გამოსახავს რა ცხოველის ემოციურ მდგომარეობას, მოქმედებს ემოციური “გადადების” მექანიზმის მეშვეობით. მაგალითად, განგაშის ან შფოთვის სიგნალი, რომელსაც გამოსცემს ჩიტების გუნდის ერთერთი წეერი, აიძულებს გუნდის დანარჩენ წევრებს, რომ აფრინდნენ.

·        ანალოგიურად მოქმედებს ფუტკრების ქიმიური სიგნალიზაცია.

·        ფუტკარი, რომელიც გესლავს მტერს, გამოყოფს გარკვეული სუნის მქონე ნივთიერებას.

·        ეს ნივთიერება აგრესიულად განაწყობს სხვა ფუტკრებს, რომლებიც მიემართებიან მტრისკენ და გესლავენ მას.

·        ამის შედეგად საგრძნობლად იზრდება ქიმიური სიგნალის ინტენსიობა და, მასთან ერთად, შეტევაზე გადასული ფუტკრების რაოდენობაც.

·        ცხოველთა ენის განმასხვავებელი ნიშანია აგრეთვე მისი გენეტიკური ფიქსირებულობა.

·        „ცხოველის ენა’’  დახურული სისტემაა სიგნალების შეზღუდული რეპერტუარით, თუმცა სიგნალების რაოდენობა შეიძლება არც ისე მცირე იყოს.

·        მაგალითად, გაშიფრულია ქათმების 20-მდე სხვადასხეა სიგნალი, ადამიანის მსგავსი მაიმუნისა – 90-მდე.

·         ცხოველთა სამყაროს ყოველმა წარმომადგენელმა დაბადებიდანვე “იცის თავისი ენა”.

·        ხოლო ადამიანი ენას ცხოვრების განმავლობაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში ითვისებს. თანაც ადამიანის ენა ღია სისტემაა: იგი მუდმივად ვითარდება, მდიდრდება ახალი ცნებებითა და სტრუქტურებით.

·         ცხოველთა ენის გენეტიკური ფიქსირებულობა იმაში გამოიხატება, რომ მისი ელემენტები წარმოადგენენ .წ. “ჩამრთველ სტიმულებს”, რომლებიც იწვევენ ან ამუხრუჭებენ ინსტინქტურ მოქმედებას.

·        ბარტყების გამოკვების პერიოდში ბევრი ფრინველი აქტიურად ესხმის თავს მცირე ზომის ყველა მოძრავ არსებას, რომელიც ბუდის სიასლოეეს აღმოჩხდება (ასეთებია პატარა მტაცებლები, რომლებიც ბარტყებით იკვებებიან). გაჩნდა კითხვა, რატომ არ ერჩიან ფრინველები თავიანთ საკუთარ ბარტყებს? გამოირკვა, რომ ბარტყებს იცავს მათი წრიპინი. ეს სიგნალები ამუხრუჭებს ფრინველთა აგრესიას და აძლიერებს მშობლის ინსტინქტთან დაკავშირებულ ქცევებს. ერთ ცაში ბუდეში ბაწრით უშვებდნენ ბარტყის ფიტულს – ჩიტი გააფთრებული ეკვეთებოდა მას, მაგრამ ბარტყის წრიპინის ჩანაწერის ჩართეისთანავე შეტევა მკვეთრად მურუჭდებოდა.

·        მეორე ცდაში დაყრუებული ინდაური უმალ კლავდა წიწილებს.

·        ცხოველთა ენის თაობაზე მოყვანილი ზოგადი დებულებების კარგ ილუსტრაციად გამოდგება მდიდარი მასალა, რომელიც არსებობს “პოზებისა და მოძრაობების ენასთან” დაკავშირებით.

·         დიდი მეცნიერული მონაპოერია ფუტკრების “ცეკვების” მნიშენელობის გაშიფრვა, რაშიც ავსტრიელმა სწავლულმა ფრიშმა ნობელის პრემია დაიმსახურა.

·        ფუტკარი, რომელმაც აღმოაჩინა ნექტარი, სკაში დაბრუნებისას ახორციელებს მოძრაობათა რთულ კომპლექსს, სადაც შედის წრიული გარბენები ფიჭაში, მუცლის ქნევა და ა.შ.

·        ამ მოძრაობათა ასიათი, მათი ორიენტაცია და ინტენსივობა ზუსტად შეესაბამება საკვებისკენ ფრენის მიმართულებასა და სიშორეს.

·        ფუტკრები ეხებიან “მოცეკვავე” ფუტკარს და გემოსა და სუნის მეშვეობით დამატებით ინფორმაციას საკვების შემადგენლობის შესახებ.

·        ამ ერთობ რთული ინფორმაციის კოდირება-დეკოდირების უნარი ფუტკრებს თანდაყოლილი აქვთ.

·         შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ისწავლონ ადამიანური ენა?

·         XX საუკუნის დასაწყისში ამ საკითხის ემპირიული[ცდისეული] შესწავლის რამდენიმე მცდელობა იყო.

·        ექსპერიმენტატორები იყეანდნენ ახლადდაბადებულ შიმპანზეს ოჯახში და ზრდიდნენ საკუთარ შვილთან ერთად, ერთნაირ პირობებში.

·         მაქსიმუმი, რასაც მაიმუნებმა მიაღწიეს ასეთი ცდებით, ის იყო, რომ ესმოდათ რამდენიმე ათეული სიტყვის მნიშენელობა და წარმოთქვამდენენ რამდენიმე მარტივ სიტყვას, მაგრამ დიდის გაჭირვებით და დაუნაწევრებლად.

·        მალე გაირკვა, რომ მაიმუნების აკუსტიკური აპარატი არაა მორგებული ადამიანის მეტყველების ბგერათა გამოსაცემად.

·        გაჩნდა იდეა, გამოეყენებინათ ჟესტების ენა. პირველი, ვისზეც ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტი, იყო შიმპანზე სახელად ვაშუ.

·        ოთხი წლისთვის ვაშუმ ისწავლა ასზე მეტი ჟესტის მნიშენელობა და შეეძლო მარტივი ორ-სამ სიტყვიანი ფრაზების ფორმირება: “'მოდი აქ” ან “მომეცი კბილის ჯაგრისი”, “ გთხოვ შენ მე სეირნობა” ა სხეა.

·        ასეთივე მეთოდით ნასწავლმა სხვა შიმანზემ სახელად ბასია გამოიყენა თავისი 130-სიტყვიანი მარაგი და ივის დასასეაზე წარმოთქვა: “წყალი და ჩიტი”.

·        მრავალ გამოკელევაში გამოიყენებოდა ნიშნების სხვა ხელოვნური სისტემები, როგორებიცაა ფერადი კლავიატურა ან კომპიუტერ·ელი გამოსახულება და ა. შ. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის მონაწილე მაიმუნმა პინოქიო აღწერა, როგორც “ბავშვი სპილო";

·        მეორე მაიმუნი, რომელიც ღილაკებზე დაჭერით “ლაპარაკობდა” და არ იცოდა სასურველი ფორთოხლის სახელი, შექმნა იმპროვიზაცია ნაცნობი სიტყვებიდან: “მომეცი ვაშლი, რომელიც ნარინჯისფერი”.

·         თავდაპირველად ყოველივე ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამეცნიერო და არასამეცნიერო წრეებში. ფიქრობდენენ, რომ ალოსაა დრო, როცა დამყარდება ნამდვილი კონტაქტი ადამიანისმაგვარ მაიმუნებთან და ისინი მოგვიყეებიან თავიანთი შინაგანი სამყაროს შესახებ. მაგრამ მალე გაჩნდა სერიოზული ეჭვი ამ მონაცემთა მიმართ.

·        გამოითქვა მოსაზრება, რომ მაიმუნების “ფრაზები” სინამდვილეში უმეტესწილად ექსპერიმენტატორის ან სხვა ადამიანების უნებლიე ჟესტიკულაციის უბრალო წაბაძვას წარმოადგენენ.

·        გაჩნდა ეჭვი, რომ ექსპერიმენტატორები სასურველს სინამდვილედ ასაღებდნენ, იმასსოერებდნენ მსოლოდ საინტერესო გამონათქვამს და უყურადღებოდ ტოვებდნენ უამრაე უაზრო სიტვათშეთანხმებას.

·        მოკლედ, სიტუაცია ერთგვარად წააგავდა “ჭკვიანი ჰანსის” ისტორიას.

·        XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ალაპარაკდა მოაზროვნე ცსენზე, სახელად ჰანსი. ცხენი მშვენივრად ფლობდა შეკრებაგამოკლებას, მარტივ მოქმედებებს წილადებზე, არჩევდა ფერებს, რიცხვებს საათზე და ა.შ.

·        საკმარისი იყო მიგვემართა შესაბამისი კითხვით, რომ ჰანსი იძლეოდა სწორ პასუხს წინა ფეხის ჩლიქის კაკუნით ან თავის ქნევით.

·        ამან საგონებელში ჩააგდო ბევრი სოლიდრი კომისია და ცნობილი მეცნიერი.

·         საბოლოოდ ჭკვიანი ჰანსის საიდუმლო გაიხსნა.

·         თურმე ჰანსი მხოლოდ მაშინ პასუსობდა სწორად, როცა გამომცდელმა იცოდა პასუი.

·        გაირკვა, რომ გამომცდელი თავისდაუნებურად “ჰკარნახობდა' ცხენს სწორ პასუხს.

·        ჰანსი ამჩნევდა მის არაცნობიერ, არაკონტროლირებად დაძაბულობას, გამომხატველ მოძრაობებს, მიმიკის, სუნთქვის სისშირის და სხვა სულ უმნიშვნელო ცეალებადობას და იყენებდა ამას სიგნალად, რათა დაეწყო ან შეეწყვიტა ჩლიქების ბაკუნი.

·        ჭკვიანი ჰანსის ფენომენის გამოვლენის შემდეგ ცხოველთა ქცევის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არაცნობიერი მინიშნებების არსებობას.

·        პრიმატების ენობრივ უნარებს რომ დავუბრუნდეთ, ძნელი სათქმელია, ნამდვილად ქმნის მაიმუნი აზრიან ფრაზას, თუ მხოლოდ იმეორებს უნებლიედ ნაკარნახევს, ან იქნებ შემთხვევითი კომბინაცია იქმნება.

·        სიტყვათწყობა “წყალი ჩიტი” თითქოს გამოიყურება როგორც შთამბეჭდავი ფრაბა: “ჩიტი რომელიც წყალში ცხოერობს”. მაგრამ, რამდენად მართებულია ასეთი ინტერპრეტაცია? ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად უნდოდა თუ არა შიმპანზეს რამენაირად დაეკავშირებინა ეს სიტყვები; ან იქნებ სხვა რაიმეს ამბობდა, მაგალითად “ეს წყალი ჩიტისთვისაა”. ამ კითხვებზე დამარწმუნებელი პასუსის გარეშე ძნელია შეაფასო ამ შიმპანბეს რეალური ენობრივი მიღწევები.რთა სხვადასსვაობა ამ საკითხში დღესაც არსებობს.

·        ერთნი საერთოდ უარყოფენ მაიმუნების რაიმე ენობრივ პოტენციალს. მათი აზრით, მტკიცება, რომ მაიმუნები ენას ითვისებენ, ვინაიდან შეუძლიათ ჟესტებით სიტყვების გამოხატეა, იგივეა, რაც იმის თქმა, რომ ადამიანებს შეუძლიათ იფრინონ, რადგანაც ხტუნავენ.

·         პრიმატების ენობრივი შესაძლებლობები მართლაც ძალზე შეზღუდულია და საშუალოზე დაბალგანეითარებული ორი წლის ბავშვის მიღწევებს არ აღემატება.

·         პოტენციურად კი მასაც ჩამოუვარდება, ვინაიდან მაიმუნებისთვის უცხოა ის სპონტანური “ტიკტიკი”, რაც აგრერიგ დამახასიათებელია ბაეშეისთვის და მისი უდიდესი ენობრივი ინტერესის გამოხატულებაა.

·        დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ადამიანისმსგაეს მაიმუნებს აქვთ ნიშნებით ინტელექტუალური ოპერირების პრიმიტიული უნარი. მაგრამ მათი კონკრეტული ენობრივ-სამეტყველო უნარი არ არის თანდაყოლილი, როგორც ეს ადამიანის შემთხვევაშია.

·        სიძნელეები, რომლითაც პრიმატები ენას ეუფლებიან, ახალი ენობრივი კონსტრუქციების შექმნის შემოქმედებითი უნარის შეზღუდულობა, სინტაქსის ძალზე მარტივი დონე და ენობრივი ურთიერთობის შინაგანი მოტივაციის არარსებობა, ნათლად მიანიშნებს ადამიანსა და ცსოველთა სამყაროში მის უახლოეს ნათესავებს შორის არსებულ უზარმაზარ განსხვავებაზე.

·         ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ მეტყველების უნარი ადამიანის ექსკლუზიურ თვისებად უნდა იქნეს მიჩნეული.

·         არსებობს სეა პოზიციაც, რომლის მიედვით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქეს იმას, თუ რას ვიგულისხმებთ ენის ფლობაში.

·        თუ ეს არის რთული გრამატიკის სიტყვებით ან სვა ნიშნებით გამოხატვის უნარი, მაშინ, ცხადია, ენას მსოლოდ ადამიანები ფლობენ.

·        თუ კი გულისსმობთ უბრალოდ ნიშნების აზრიანი თანმიმდევრობის საშუალებით ურთიერთობის უნარს, მაშინ · ადამიანისმსგავსი მაიმუნები ნამდვილად მეტყველებენ. ამ უნარის უკიდურესი პრიმიტიულობის მიუხედავად, ისინი, როგორც ჩანს, იზიარებენ ჩვენთან იმას, რასაც ადამიანები თავის უნიკალურ თვისებად თვლიდნენ.

·        როგორც ითქვა, საკითხი ჯერ კიდევ კველევის პროცესშია. მისი გადაჭრისთვის მნიშვნელობა აქვს ახალ მონცემებს, რომელთა თანახმად მაიმუნებს შეუძლიათ გადასცენ თავისი ენობრიი გამოცდილება სხეებს, ასწავლონ ჟესტების ენა საკუთარ შვილებს ან სხვა პატარა პრიმატებს. ამ ფაქტების ინტერპრეტაცია იმ მოსარებასთან დაპირისპირებაში უნდა მოსდეს, რომლის თანახმად ინდივიდუალური გამოცდილების გადაცემა მომავალი თაობისთვის, ჯგუფის სხვა წევრებისთვის ადამიანურობის ერთ-ერთი კრიტერიუმია.

·        ფართო გავრცელება ჰპოვა დამორჩილების პოზების აღწერამ, რომელთა მეშვეობითაც უფრო სუსტი ცხოველები აჩერებენ მოწინააღმდეგის აგრესიას;

·        ისინი განსაკუთრებით გავრცელებულია მტაცებელ ცხოველებთან.

·        ორი მგლის ჩხუბისას დამარცხებული მგელი ქვავდება ჩვენთვის წარმოუდგენელ პოზაში: იგი გაწევს თავს მოწინააღმდეგისაგან და მიუშვერს დაუცველ კისერს – იმ აგილს, სადაც ვენა გადის. მაგრამ სწორედ ეს პოზა აქვავებს ადგილზე გააფთრებულ მოწინააღმდეგეს; უკიდურესად აგზნებული, იგი ჯერ კიდევ კანკალებს და კბილებს აღრჭიალებს, მაგრამ მას უბრალოდ “ძალა არ შესწევს” მიეკაროს მიშვერილ კისერს. მისი დანახვა მოქმედებს როგორც ჩამრთველი სტიმული, რომელიც ამურუებს, ბლოკირებას უკეთებს აგრესიულ მოქმედებას. საკმარისია, მსხვერპლმა შეიცვალოს პოზა, რომ შეტევა უმალ განალდება.

·        ურთიერთობის განსაკუთრებით რთულ ფორმებს ვხვდებით იმ ცხოველებში, რომლებსაც ჯგუფუური ცხოვრების წესი აქვთ.

·        ცხოვრება ჯოგში, გუნდში, ოჯახში ფართოდაა გავრცელებული ცხოველთა სამყაროში.

·        ოველთა ბევრი ჯგუფის დამახასიათებელ თვისებას მისი წევრების იერარქია წარმოადგენს.

·        თითოეულმა ინდივიდმა, ჩვეულებრივ, იცის, ვინაა მასზე ძლიერი და ვინ სუსტი.

·        იერარქია მკვიდრდება ურთიერთობის სხეადასხვა აქტების მეშვეობით: წაკინკლავება, რიტუალები, ტურნირები და სვა.

·        უფრო ძლიერი ინდივიდები უპირატესობით სარგებლობენ საკვების განაწილებისას, სექსუალური პარტნიორის შერჩევისას და ა.შ.

·        მაღალი რანგის ინდივიდებს, განსაკუთრებით წინამძღოლებს, უფრო დიდი “ავტორიტეტი” აქვთ, მათ ემორჩილებიან, ბაძავენ, მიჰყვებიან.

·        გუნდის ან ჯოგის წინამძღოლად, ჩვეულებრივ, ხდება ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ინდივიდი. ეს ხელს უწყობს სრულფასოვანი მემკვიდრეობისა და მდიდარი ინდივიდუალური გამოცდილების გადაცემას.

·        ზოგიერთ ჯგუფში შეინიშნება  ინდიეიდებს შორის ფუნქციების მკაფიო დაყოფა. ამის საფუძველს ქმნის სქესობრივი, ასაკობრივი თუ რანგული ნიშან-თვისებები[განსხვავებები].

·        ფუნქციების დაყოფა ყველაზე უფრო მკაფიოდ წარმოდგენილია რეპროდუქციულ სფეროში.

·        ბევრი სახეობის მამრი მოიპოვებს და მიაქვს საკვები მდედრთან, რომელიც ზის კვერცხებზე ან უვლის შვილებს. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. არცთუ იშვიათად, დედალი და მამალი ფრინველი რიგ-რიგობით სხედან კვერცხებზე.

·        განსაკუთრებით შთამბეჭდავია თანაცხოვრების ორგანიზაციის სირთულე ფუნქციების მკაფიო განაწილებით ისეთ საზოგადოებრივ მწერებთან, როგორიცაა ფუტკრები, ჭიანჭველები და სხვა.

·        ფუტკრის ოჯახი შედგება ერთი დედა ფუტკრისაგან, ბევრი ასეული და, შესაძლებელია, ათასი მუშა ფუტკრისა და, გარკვეულ პერიოდში, მამრი ფუტკრებისაგან.

·        დედა ფუტკარი დაკავებულია მხოლოდ კვერცხების დებით;

·        მუშა ფუტკრები უვლიან მას და ასრულებენ მრავალრიცხოვან ფუნქციებს: აშენებენ და წმენდენ ფიჭას, უზრუნველყოფენ მატლების კვებას, აგროვებენ თაფ ლის მარაგს, აწესრიგებენ სკას და იცავენ მას მტრის შემოსევისაგან. ამასთან, მუშა ფუტკრებს შორის აღინიშნება ვიწრო სპეციალიზაცია: მათ შორის არიან “აღმზრდელები”, “ამკრეფები”, “მცველები” და სხვა.

·        მამალი ფუტკრები სამუშაოში არ მონაწილეობენ და არსებობენ მსოლოდ იმისთვის, რომ გაანაყოფიერონ მდედრი. შემოდგომაზე მათ კლავენ, ან აგდებენ სკიდან.

·         მაიმუნების ჯოგში აგრეთვე არსებობს ფუნქციების მკაცრი განაწილება. ახალგაზრდა მამრები, რომლებიც განსაკუთრებით მოძრავნი არიან და ჯოგის ადგილსამყოფელიდან საკმაოდ შორს გადაადგილდებიან, გუშაგების როლს ასრულებენ.

·        ბებერი და გამოცდილი წინამძღოლი თვალს ადევნებს წესრიგს ჯოგში და უზრუნველყოფს გარეგან უსაფრთხოებას. დიდი მტაცებლის მოახლოებისას მას გაჰყავს ჯოგი უსაფრთხო ზონაში.

·         ჯოგის გადაადგილებისას შვილებიან მდედრებს გარს ერტყმიან ღონიერი მამრები ერთნი წინამძღოლთან ერთად სათავეში უდგანან მსვლელობას, ხოლო მეორენი – ბოლოში.

·        ამ ფაქტების განზოგადებისას უნდა გამოიყოს მთავარი, რაც განასვავებს ცხოველების ჯგუფურ ქცევას ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან – ესაა მისი დაქვემდებარებულობა მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური ა)მიზნებისადმი, ბ)კანონებისადმი და გ)მექანიზმებისადმი.

·        ცხოველების ჯგუფური ქცევა განმტკიცებულია ბუნებრივი შერჩევის გზით;

·        ფიქსირდება მხოლოდ ჯგუფური ქცევის ის ფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ პირდაპირი ბიოლოგიური ამოცანების – კვების, თვითშენახვისა და გამრავლების უკეთეს გადაწყვეტას.

·        თანამედროვე ევოლუციური ფსიქოლოგია ადამიანთა ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ[ჯგუფურ]  ქცევებშიც პოულობს ბევრ ისეთ მომენტს, რომელთაც აშკარად ბიოლოგიური ძირი აქვს.

·        მაგრამ ადამიანთა საზოგადოებას არსებითად სხვა საფუძვლებიც გააჩნია, მათ შორის, ალბათ, ძირეულია ერთობლივი შრომითი ქცევა, რომელიც ცხოველებისთვის უცხოა და მიუწვდომელი.

·        ამის გამო[ერთობლივი შრომით]  ანტროპოგენეზის გარკვეულ ეტაპზე ადამიანი გამოვიდა ბიოლოგიური კანონების ტყვეობიდან და სულ უფრო მეტად და მეტად დაექვემდებარა სოციალურ კანონებს.

·        ადამიანის  წარმოებითი შრომა შესაძლებელი ხდება იარაღის გამოყენების გამო.

·         შრომა იარაღის შექმნით იწყება.

·        ამიტომ იარაღის გამოყენებაზე დაფუძნებული ცხოველების ქცევა განიხილება, როგორც ანთროპოგენეის ერთ-ერთი ბიოლოგიური წინაპირობა.

·        ადრე მიიჩნევდნენ, რომ იარაღის გამოყენება მისაწვდომია მხოლოდ ადამიანის მსგავსი მაიმუნებისთვის

·        ბოლო ღროს დადგინდა იარაღის გამოყენების ფაქტები ბევრი სახეობის ცხოველებში, მათ შორის დაბალიგანვითარების  მაიმუნებში, ჩიტებში ღა მწერებშიც კი.

·        ბუნებრივ პირობებში შიმპანზეს ქცევაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი იყენებენ ჯოხებს იმისთვის, რომ გააკეთონ ხვრელი ტერმიტების[ჭიანჭველების] საცხოერებელში და ამოიყვანონ იქიდან მწერი;

·        ღეჭავენ რა ფოთლებს, ამით მაიმუნები ამზადებენ თავისებურ “ღრუბელს”, რისი მეშვეობითაც ამოაქვთ წყალი ხეებში არსებული ღრმულებიდან.

·        ნიშანდობლივია, რომ ორივე შემთხეევაში ცხოველები არა მარტო იყენებენ, არამედ ამზადებენ და სრულყოფენ იარაღებს: ტოტების გამოყენებისას აცლიან მათ ფოთლებს და გვერდითა ყლორტებს; ფოთლები “ღრუბლებისთეის” იღეჭება. მაგრამ ამისთეის ისინი თითქმის ყოველთვის იყენებენ ბუნებრივ საშუალებებს, თავის ორგანოებს: კბილები, კიდურები და სხვა.

·        პირველყოფილმა ადამიანმა კი  დაიწყო იარაღის დამუშავება სხვა იარაღის საშუალებით. შესაძლოა, აქ გადის ის საზღვარი, რომელიც გამოყოფს ცსოველს ადამიანისაგან.

·        მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ ცხოველი არ ინახაეს იარაღს შემდგომი გამოყენებისთვის.

·         იარაღის დამადება მეორე საგნის დახმარებით ნიშნავს მოქმედების გამოყოფას ბიოლოგიური მოტივისაგან და ამით ქცევის ახალი სახეობისშრომის აღმოცენებას.

·        იარაღის დამზადება შესანახად გულისხმობს მომავალი მოქმედების წარმოდგენის არსებობას, ე.ი. ცნობიერების წარმოქმნას.

·        იარაღის დამზადება  გულისხმობს შრომის განაწილებასაც, ანუ სოციალურ ურთიერთობათა დამყარებას თავისი შინაარსით არაბიოლოგიური ქცევის საფუძველზე.

·        იარაღის დამზადება  ნიშნავს შრომითი ოპერაციების მატერიალიზაციას (იარაღის ფორმაში), ამ გამოცდილების შენახვას და შემდგომი თაობებისთვის გადაცემას.

 

·        ცხოველთა საგნობრივ ქცევას ჩამოთვლილი ნიშნები არ ახასიათებს.

 

·        ცხოველები იარას გამოიყენებენ მხოლოდ ბიოლოგიური მოტივების საფუძველზე და მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში.

 

·        ისინი არასოდეს შედიან ერთმანეთთან ურთიერთობაში იარაღის გამოყენებასა და, მით უფრო, მის დამზადებასთან დაკავშირებით.

 

·        ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, ცხოველის მიერ იარაღის გამოყენება განისაზღვროს, როგორც ბიოლოგიური ადაპტაციის ერთ-ერთი ფორმა. მას მხოლოდ გარეგანი მსგავსება აქვს ადამიანის შრომით საქმიანობასთან.

 

 

·        ბოლოს, ჩამოვთვალოთ მთავარი თავისებურებანი, რომლებიც განასხვავებენ ცხოველთა ფსიქიკურ აქტივობას’’  ადამიანის ფსიქიკისაგან.

1. ცხოველების მთელი აქტივობა განსაზღვრულია ბიოლოგიური მოტივებით. ეს კარგადაა გამოხატული ერთ ცნობილ გამონათქვამში: ცხოველს არ შეუძლია უაზრო რაიმეს გაკეთება, ამის უნარი მოლოდ ადამიანს გააჩნია.

2. ცხოველების მთელი ქცევა შეღუდულია თვალსაჩინო კონკრეტული სიტუაციების ჩარჩოებით. მათ არა აქვთ უნარი, დაგეგმონ მოქმედება, იხელმძღვანელონ წარმოდგენილი მიზნით. მათთვის არ არსებობს მომავალი. [ეს მჟღავნდება მაგალითად იმაში, რომ ისინი ვერ ამადებენ იარაღს შესანახად’’].

3. ცხოველების ქცევის საფუძველი ყველა სფეროში, ენისა და ურთიერთობის ჩათელით, არის თანდაყოლილი სახეობითი პროგრამები.  დასწავლა მათთან შეზღუდულია ინდივიდუალური გამოცდილების შეძენით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება „თანდაყოლილი სახეობითი პროგრამების შეგუება ინდივიდის არსებობის კონკრეტულ პირობებთან.

 4. ცხოველებთან არ არსებობს თაობათა გამოცდილების  ა)განმტკიცება, ბ)დაგროვება და გ)გადაცემა მატერიალური კულტურის საგნების’’ ფორმით, ან  ენის საშუალებით.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები