12-დან 17 წლამდე ასაკის პიროვნების მახასიათებელი ნიშან-თვისებების სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი
სარჩევი:
პიროვნების[მოზარდის] მახასიათებელი ნიშან-თვისებები და მათი კორექციის
რეკომენდაციები
ტიპი N 3[ ე: 20-24: ნ: 20-24].
ტიპი № 12 [ე: 20-24: ნ: 8-16.]
ტიპი №
14 [ე:
16-20: ნ: 20-24.]
ტიპი № 15 [ე:
8-16: ნ: 20-24. ]
ტიპი №
20 [ე:
16-20; ნ: 16-20. ]
ტიპი №
21 [ე:
12-16: ნ: 8-12. ]
ტიპი № 27 [ ე: 4-8; ნ: 12-16.]
ტიპი № 28 [ე: 8-12; ნ: 16-20.]
ტიპი № 29 [ე: 12-16; ნ: 16-20].
ტიპი№ 30 [ ე: 16-20: ნ: 12-16.]
ტიპი № 31 [ე: 8-12; ნ: 12-16.]
ტიპი №
32[ე:
12-16; ნ: 12-16. ]
ეს მეთოდიკა
განკუთვნილია 12-დან 17 წლამდე ასაკის ცდისპირებისათვის
შესაძლებელია
ამ მეთოდიკის გამოყენება:
1. საკლასო ჯგუფების ჩამოყალიბებისას.
2. როდესაც მასწავლებელი ან პედაგოგი
გაიცნობს მოზარდებს, რომლებიც ცოტა ხნის
წინ შეუერთდნენ კლასს ან ჯგუფს.
3. მოზარდების სამუშაოზე დაქირავებისას
4. ახალგაზრდების პროფესიულ შერჩევისას
სხვადასხვა ტიპის პროფესიებისთვის
(კერძოდ, "ადამიანი-ადამიანის"
ტიპის პროფესიებისთვის),
5. ჯგუფების შედგენისას ოპტიმალური ბიზნეს და სოციალური თანამშრომლობის
მისაღწევად.
6. სპორტული გუნდების შედგენისას
.
7. ურთიერთობის გამოსწორების
მიზნით:" მოსწავლეს და მასწავლებელს შორის’’
და"მოსწავლესა და კლასს შორის".
მუშაობის ეტაპები:
1. ეიზენკის ტესტის ჩატარება.
2. შედეგების გაანგარიშება.
3. შედეგების გრადაცია ტიპთა
ცხრილის მიხედვით.
4. მონაცემების შერჩევა, სადაც " სიცრუის’’შკალაზე ქულა 5-ზე მეტია.
ეს ტესტი ემყარება ტემპერამენტის ტიპის მახასიათებლებს,
სადაც ორი ვექტორია მთავარი[ექსტავერსია-
ინტროვერსია და ნეიროტიზმი]
1. ექსტრავერსია-ინტროვერსია
ახასიათებს ადამიანის „ძირითად ინდივიდუალურ ორიენტაციას“,რომელიც არის მიმართული ან „შინაგან სამყაროზე“ (ინტროვერტი) ან „გარშემო
არსებული სამყაროსა და გარე მოვლენებზე’’ (ექსტრავერტი). ექსტრავერტები არიან: კომუნიკაბელური, მობილური,
იმპულსური, ემოციური, რისკის მატარებელი ადამიანები. ინტროვენტები, პირიქით , უფრო თავისთავში ჩაკეტილები,,
მშვიდები, თვითანალიზისკენ მიდრეკილები , არ არის ძალიან კომუნიკაბელური, ფრთხილები
და პედანტურები.
2. ნევროტიზმი-[ანუ „ემოციური სტაბილურობა“] ახასიათებს
ადამიანის ნერვული სისტემის სტაბილურობის ან არასტაბილურობის მაჩვენებლებს.
„ნევროტიზმის“ შკალაზე მაღალი ქულების მქონე ადამიანები[ანუ „ემოციურად არასტაბილური’’
ადამიანები ] ა)ძალიან მტკივნეულად
რეაგირებენ წარუმატებლობებსა და წარმოქმნილ პრობლემებზე,
ბ)წვრილმანებზე ნერვიულობენ, გ)მიდრეკილნი არიან განწყობის უეცარი ცვალებადობისკენ, დ)შეშფოთებულები და უკიდურესად მგრძნობიარენი არიან ყველაფრის მიმართ,
რაც მათ ემართებათ.
„ემოციურად სტაბილური“ ადამიანები, პირიქით, ა)არ არიან
მიდრეკილნი წვრილმანებზე ფიქრისკენ, ბ)ადვილად იკავებენ ემოციებს და გ)აკონტროლებენ
საკუთარ ემოციურ მდგომარეობას, დ)შესანიშნავად ეგუებიან
შეცვლილ სიტუაციებს.
ინსტრუქცია:
·
"შემოთავაზებულ
კითხვებს ცდისპირმა უნდა
გაეცეს პასუხი " დიახ "ან
" არა".
·
შეიყვანეთ
პასუხი კითხვარზე შესაბამისი ნომრის
ქვეშ.”
|
კითხვები |
«დიახ» |
«არა» |
|
1. მოგწონთ ხმაური და აურზაური თქვენს გარშემო? |
||
|
2. ხშირად გჭირდებათ მეგობრები თქვენს მხარდასაჭერად? |
||
|
3. ყოველთვის პოულობთ სწრაფ პასუხს, როდესაც ვინმე რამეს გთხოვთ? |
||
|
4. ხდება ისე, რომ „რაღაც“ გაღიზიანებთ? |
||
|
5. ხშირად გეცვლებათ განწყობა? |
||
|
6. მართალია, რომ წიგნებთან უფრო
ადვილი და სასიამოვნოა,
ვიდრე ბიჭებთან? |
||
|
7. ხშირად სხვადასხვა
აზრები, რომლებიც ხელს გიშლით დაძინებაში? |
||
|
8. ყოველთვის ისე აკეთებ[იცქევი], როგორც გეუბნებიან? |
||
|
9. მოგწონთ ვინმეს დაცინვა? |
||
|
10. ოდესმე გიგრძნია თავი უბედურად, მიუხედავად იმისა,
რომ არ იყო რეალური მიზეზი? |
||
|
11. შეგიძლიათ თქვათ საკუთარ თავზე, რომ მხიარული,
„სიცოცხლით სავსე“ ადამიანი ხართ? |
||
|
12. ოდესმე დაგირღვევია სკოლაში ქცევის წესები? |
||
|
13. მართალია, რომ ხშირად გაღიზიანებთ რაღაც? |
||
|
14. მოგწონთ თუ არა ყველაფრის კეთება სწრაფი ტემპით
(თუ, პირიქით, ნელი ხართ, უპასუხეთ ამ კითხვას "არა"), |
||
|
15. გაწუხებთ ყველა საშინელი რამ, „რაც თითქმის მოხდა“, მიუხედავად იმისა,
რომ ყველაფერი კარგად დასრულდა? |
||
|
16. თქვენთვის ნებისმიერი საიდუმლოს ნდობა
შეიძლება? |
||
|
17. შეგიძლიათ მარტივად გამოაცოცხლოთ თქვენი თანატოლების მოწყენილი კომპანია? |
||
|
18. ხდება ისე, რომ თქვენი გული ძლიერად იწყებს ცემას უმიზეზოდ (ფიზიკური
დატვირთვის გარეშე)? |
||
|
19.ჩვეულებრივ, დგამთ თუ არა პირველ
ნაბიჯს რათა ვინმეს დაუმეგობრდეთ ? |
||
|
20. ოდესმე გითქვია სერიოზული ტყუილი? |
||
|
21. ადვილად განაწყენდებით, როდესაც ადამიანები
გაკრიტიკებენ
თქვენ ან თქვენს საქმეს? |
||
|
22. ხშირად ხუმრობთ და მეგობრებს სასაცილო ისტორიებს
უყვებით? |
||
|
23. ხშირად გრძნობთ დაღლილობას? |
||
|
24. ყოველთვის აკეთებთ საშინაო დავალებას ჯერ და
შემდეგ ყველაფერს? |
||
|
25. ჩვეულებრივ ხალისიანი და კმაყოფილი ხართ ყველაფრით? |
||
|
26. ბუტია ხარ? |
||
|
27ძალიან გიყვარს სხვა თანატოლებთან საუბარი? |
||
|
28. ყოველთვის ასრულებთ თქვენი ოჯახის თხოვნებს
საოჯახო საქმეებში დახმარების შესახებ? |
||
|
29.ხდება
ხოლმე რომ თავბრუ
გეხვევა? |
||
|
30. ხდება ისე, რომ თქვენი ქმედებები და ქცევა სხვა ადამიანებს უხერხულ
მდგომარეობაში აყენებს? |
||
|
31. ხშირად გრძნობთ, რომ რაღაც მოგბეზრდა ? |
||
|
32. ზოგჯერ ტრაბახი გიყვარს ? |
||
|
33. ხშირად ზიხარ და დუმხარ, როდესაც უცხო ადამიანების კომპანიაში
ხვდები? |
||
|
34. ხანდახან ისე ღელავ, რომ იმ ადგილას ვერ ჩერდები? |
||
|
35. ჩვეულებრივ სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებთ? |
||
|
36. კლასში არასდროს ხმაურობთ, მაშინაც კი, როცა
მასწავლებელი არ არის? |
||
|
37. ხშირად გაქვთ საშინელი სიზმრები? |
||
|
38. შეგიძლიათ მიუშვათ თქვენი გრძნობები და გაერთოთ მეგობრებთან ერთად? |
||
|
39. თვენი წყენინება ადვილია
? |
||
|
40. ოდესმე ვინმეზე ცუდად გილაპარაკიათ? |
||
|
41. მართალია, რომ თქვენ ჩვეულებრივ ლაპარაკობთ და მოქმედებთ სწრაფად , ისე რომ ფიქრს დიდ
დროს არ ანდომებთ? |
||
|
42. თუ თქვენ აღმოჩნდებით სულელურ სიტუაციაში, შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში განიცდით? |
||
|
43. მოგწონთ ხმაურიანი და
მხიარული თამაშები? |
||
|
44. ყოველთვის ჭამთ იმას, რასაც მოგიტანენ? |
||
|
45. ძნელია თქვენთვის "არა"-ს თქმა , როდესაც ვინმე
რამეს გთხოვს? |
||
|
46. გიყვართ სტუმრად ხშირად სიარული ? |
||
|
47. არის შემთხვევები, როდესაც არ გინდა ცხოვრება? |
||
|
48. ოდესმე ყოფილხართ უხეში თქვენი მშობლების მიმართ ? |
||
|
49. თანატოლები მხიარულ და ცოცხალ ადამიანად გთვლიან? |
||
|
50. ხშირად ერთვებით სხვა რამეზე საშინაო
დავალების შესრულებისას? |
||
|
51. უფრო ხშირად ზიხართ და უყურებთ, ვიდრე აქტიურ მონაწილეობას
იღებთ საერთო გართობაში? |
||
|
52. ჩვეულებრივ გიჭირთ დაძინება სხვადასხვა აზრების გამო? |
||
|
53. ხართ თუ არა სრულიად დარწმუნებული, რომ თქვენ შეძლებთ შეასრულოთ სამუშაო
,რომელიც თქვენ
უნდა გავაკეთოთ[რომელიც
გევალებათ]? |
||
|
54. ხდება ხოლმე,როცა თავს მარტოსულად გრძნობთ? |
||
|
55. თქვენ გერიდებათ
პირველმა დაიწყოთ ადამიანებთან საუბარი ? |
||
|
56. ხშირად მაშინ მოდიხართ გონს, როცა რაღაცის
გამოსწორება უკვე გვიანია? |
||
|
57. როდესაც რომელიმე თანატოლი გიყვირით, თქვენც უყვირით? |
||
|
58. ხდება ისე, რომ ზოგჯერ უმიზეზოდ გრძნობთ თავს
მხიარულად ან სევდიანად? |
||
|
59. ფიქრობთ, რომ ძნელია ნამდვილი სიამოვნების მიღება თანატოლების კომპანიაში ? |
||
|
60. ხშირად ნერვიულობთ, რადგან რაღაც გააკეთეთ დაფიქრების გარეშე? |
შედეგი:
I. ექსტრავერსია (ე);
“დიახ”: 1, 3, 9, 11, 14, 17, 19, 22, 25, 27, 30, 35. 38,
41, 43, 46,49,53,57.
“არა”: 6, 33, 51, 55, 59.
II. ნეიროტიზმი (ნ):
“დიახ”: 2. 5, 7, 10, 13, 15, 18, 21, 23, 26, 29, 31, 34,
37, 39, 42, 45, 47, 50, 52, 54, 56, 58, 60.
III. “სიცრუე”:
“დიახ”: 8, 16, 24,28,36,44. “არა ”: 4, 12, 20, 32, 40, 48.
ნორმა
12-17 წლის
მოზარდებისთვის :
ექსტრავერსია (ე)-11-14 ქულა ,
“სიცრუე ” - 4-5 ქულა ,
„ნეიროტიზმი’’ (ნ) - 10-15 ქულა
ტიპთა ცხრილი
|
ტიპის № |
აიზენკის ტესტის შედეგები |
|
|
ექტრავერსია[ე] -ქულებში |
ნეიროტიზმი[ნ] -ქულებში |
|
|
1. |
0-4 |
0-4 |
|
2. |
20-24 |
0-4 |
|
3. |
20-24 |
20-24 |
|
4. |
0-4 |
20-24 |
|
5. |
0-4 |
4-8 |
|
6. |
0-4 |
16-20 |
|
7. |
0-4 |
8-16 |
|
8. |
4-8 |
0-4 |
|
9. |
8-16 |
0-4 |
|
10. |
16-20 |
0-4 |
|
11. |
20-24 |
4-8 |
|
12. |
20-24 |
8-16 |
|
13. |
20-24 |
16-20 |
|
14. |
16-20 |
20-24 |
|
15. |
8-16 |
20-24 |
|
16. |
4-8 |
20-24 |
|
17. |
16-20 |
4-8 |
|
18. |
4-8 |
16-20 |
|
19. |
4-8 |
4-8 |
|
20. |
16-20 |
16-20 |
|
21. |
12-16 |
8-12 |
|
22. |
8-12 |
8-12 |
|
23. |
16-20 |
8-12 |
|
24. |
12-16 |
4-8 |
|
25. |
8-12 |
4-8 |
|
26. |
4-8 |
8-12 |
|
27. |
4-8 |
12-16 |
|
28. |
8-12 |
16-20 |
|
29. |
12-16 |
16-20 |
|
30. |
16-20 |
12-16 |
|
31. |
8-12 |
12-16 |
|
32. |
12-16 |
12-16 |
პიროვნების[მოზარდის] მახასიათებელი ნიშან-თვისებები და მათი კორექციის რეკომენდაციები
ტიპი N 1 [ე: 0-4: ნ: 0-4.]
მშვიდი, მშვიდობიანი, აუღელვებელი . ის ჯგუფში
მოკრძალებულია. ის თავს არავის ახვევს თავის მეგობრობას, მაგრამ არც უარყოფს მას, თუ მას შესთავაზებენ.
ის მიდრეკილია სიჯიუტისკენ, თუ გრძნობს, რომ მართალია. არ არის სასაცილო. მისი მეტყველება
მშვიდია. მომთმენი. გულგრილი.
კორექტირების მეთოდები:
ამ ტიპის პიროვნებები პედაგოგებს დიდად არ აწუხებენ,
რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის განიცდიან მასწავლებლების,
მწვრთნელებისა და უფროსების უყურადღებობას. მათთან მიდგომაში მთავარია მათი თვითშეფასების გაზრდა ამ ადამიანის მიმართ
ჯგუფის ყურადღების მიპყრობით. სასურველია, რომ ინდივიდს ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს
მუშაობის ტემპი.
[მასწავლებლებო,მწვრთნელებო,უფროსებო]
ხაზი გაუსვით მის ისეთი თვისებების ღირებულებას, როგორიცაა მოკრძალება
და სიმშვიდე.
ტიპი N2 [ე: 20-24; ნ: 0-4.]
მხიარული, კომუნიკაბელური, მოლაპარაკე. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ოპტიმისტი, სჯერა წარმატების. ზედაპირულია.
ადვილად პატიობს შეურაცხყოფას, კონფლიქტებს ხუმრობად აქცევს. შთაბეჭდილებების ქვეშ
ექცევა, მოსწონს სიახლე. სარგებლობს საერთო სიყვარულით. თუმცა, თავად ის ზედაპირული
და უყურადღებოა. ახირებულია. არტისტულია . არ იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს (ანუ იწყებს
გატაცებით, მაგრამ მისი ინტერესი სწრაფად კლებულობს).
გამოსწორების[კორექციის] გზები:
საჭიროა მასში „შრომისმოყვარეობის“ წახალისება, მისი „ბუნებრივი
არტისტიზმის“ და „სიახლისადმი მიდრეკილების“
გამოყენება . სასურველია თანდათან ასწავლოთ გამძლეობა,
დისციპლინა და ორგანიზებულობა (მაგალითად,
მისთვის „ორიგინალური დავალებების“ შეთავაზების გზით).
ასევე გირჩევთ, რომ დაეხმაროთ მას „ დროის ორგანიზებაში“ ( კლუბშუი[წრეში] მუშაობით,
ექსპედიციებში მონაწილეობით და ა.შ.).
ტიპი N 3[ ე: 20-24: ნ: 20-24].
აქტიური, აქვს კარგად განვითარებული საბრძოლო
თვისებები. დამცინავი. ცდილობს ყველასთან კომუნიკაციას
"თანასწორი პირობებით ’’ . ძალიან ამბიციური. მასზე უფროსის პოზიციასთან უთანხმოების შემთხვევაში ის აქტიურ დაპირისპირებულ
პოზიციას იკავებს. ვერ იტანს იგნორირებას.
კორექტირების გზები:
მთავარი ტაქტიკა ასეთ ტიპთან ურთიერთობისას არის ხაზგასმული პატივისცემა. მასთან ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს:
ა) დარწმუნებას, და ბ)კომუნიკაციის
მშვიდ, მეგობრულ ტონს. თქვენი აფექტური ქცევით
შესაძლებელია გამოიწვიოთ მისი ირონიული რეაქცია. კონფლიქტის მომენტში არ უნდა
დაუწყოთ " საქმის გარჩევა". უმჯობესია პრობლემების განხილვა მოგვიანებით, მშვიდ ვითარებაში.
ამავე დროს, სასურველია ყურადღება გაამახვილოთ პრობლემაზე და მისი გადაჭრის შესაძლებლობაზე
დიდი ემოციური ფონის გარეშე.
ამ ტიპის მოზარდებს სჭირდებათ „შესაძლებლობა“
გამოავლინონ თავიანთი „ორგანიზაციული უნარები“, ასევე მოახდინონ
თავიანთი
„ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაცია“ (მაგ. „სპორტულ მიღწევებში’’
და ა.შ.)
ტიპი №4 [ე: 0-4; ნ 20-24].
ეს ტიპი არის მოუსვენარი[მშვიდად არ არის], ფრთხილი,
დაუცველი. ეძებს მფარველს[მფარველობას]. ის არაკომუნიკაბელურია, ამიტომ აქვს „წანაცვლებული’’
[არასწორი] შეფასებები და თვითშეფასებები.არის
ადვილად მოწყვლადი . მის ადაპტაციას[გარემოსთან შეგუებას] დიდი დრო სჭირდება, ამიტომ მისი მოქმედებები ნელია. არ მოსწონს აქტიური ცხოვრების
წესი. დამკვირვებელია . ის ხშირად მიდრეკილია ფილოსოფიისკენ. მარტივად ახდენს სიტუაციების
დრამატიზირებას[ართულებს,გადაჭარბებულ შეფასებებს აძლევს სიტუაციებს] ]
კორექტირების გზები:
ვეცადოთ მხარი დავუჭიროთ. დავიცავთ დაცინვისგან . გამოვყოთ მისი დადებითი ასპექტები („სერიოზულობა“ , „ერთფეროვანი
ასაქმიანობის მიმართ’’ მიდრეკილება ). შევურჩიოთ საქმიანობა, რომელიც არ
საჭიროებს „ადამიანებთან აქტიურ კომუნიკაციას“, „დროის მკაცრ შეზღუდვებს“ და „არ შედის სუბორდინაციის[დაქვემდებარების] მკაცრ
სისტემაში“ . გავუაქტიუროთ სხვების მიმართ ინტერესი. თანდათანობით შევახვედროთ „მეგობრულ და ენერგიულ ადამიანებთან“
ტიპი № 5 [ ე: 0-4; ნ: 4-8].
დაფიქრებული, მშვიდი. აქვს დაბალი დონის
ინტერესი რეალური ცხოვრების მიმართ , რაც იმას ნიშნავს,რომ აქვს დაბალი მიღწევები. მიმართულია საკუთარ „შიდა“
გამოგონილ ან სადღაც
ამოკითხულ კოლიზიებზე[კონფლიქტებზე] .
მორჩილად[უპრეტენზიოდ]
გულგრილია.
კორექტირების გზები:
მწვავედ[გადაუდებლად] საჭიროებს თვითშეფასების გაზრდას, ეს გაანადგურებს მის გულგრილობას და გაზრდის მის პრეტენზიების დონეს და, შესაბამისად, მუშაობის ან სწავლის ხარისხს.
სასურველია იპოვოთ მისი ძლიერი მხარეები
(შესაძლებლობები, მიდრეკილებები), რათა როგორმე დააინტერესოთ
ტიპი № 6 [ე: 0-4: ნ:
16-20].
.
თავშეკავებული, მორცხვი, მგრძნობიარე,
უხერხულად გრძნობს თავს უცნობ სიტუაციაში. არათავდაჯერებული, მეოცნებე. უყვარს ფილოსოფოსობა, არ მოსწონს ხალხმრავლობა. აქვს ეჭვიანობისკენ ტენდენცია. მცირე რწმენა აქვს საკუთარი ძალების მიმართ. ზოგადად დაბალანსებულია[გაწონასწორებულია]. არ არის მიდრეკილი პანიკისკენ და სიტუაციის დრამატიზებისკენ.
შეშფოთებულია[მშვიდად არ
არის]. ხშირად ყოყმანობს და ფანტაზიებისკენ არის მიდრეკილი.
კორექციის გზები:
შეეცადეთ მხარი დაუჭიროთ, იზრუნოთ და
ხაზი გაუსვათ ჯგუფის წინაშე მის
დადებით თვისებებსა და გამოვლინებებს (სერიოზულობას, კარგი მანერებს და მგრძნობელობას). თქვენ შეგიძლიათ გაიტაცოთ
იდეა (მაგალითად, დაეხმაროთ ვინმეს სუსტს). ეს გაუზრდის თვითშეფასებას და წარმოშობს ცხოვრებისადმი მის უფრო ოპტიმისტურ დამოკიდებულებას
ტიპი № 7 [ე: 0-4; ნ: 8-16].
მოკრძალებული, აქტიური და საქმეზე ორიენტირებული
ადამიანია. სამართლიანი, ერთგული მეგობარი. ძალიან კარგი, კარგი ასისტენტი[დამხმარე],
მაგრამ ცუდი ორგანიზატორი. მორცხვი. ურჩევნია ჩრდილში დარჩეს. როგორც წესი, ის არ ეკუთვნის
კომპანიებს. ერთთან მეგობრებს. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს.
ზოგჯერ ცოტა მოსაწყენად-მორალური.
კორექციის გზები:
სასურველია, რომ უზრუნველყოთ „თავისუფალი რეჟიმი“
მის საქმიანობაში; წაახალისეთ, ეს გააქტიურებს მის ინიციატივას. ეცადეთ გაათავისუფლოთ იგი ისე, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებდეს
და არა ბრძანებების მიხედვით (ბუნებით ის დაქვემდებარებადია).
მოერიდეთ მის საზოგადოებაში კრიტიკას. შთააგონეთ საკუთარი შესაძლებლობებისა და უფლებების ნდობა. არ
დაუშვათ მისი ბრმა რწმენა ვინმეს ავტორიტეტში.
ტიპი № 8. [ე: 4-8; ნ: 0-4.]
ის არის მშვიდი ადამიანი, მიდრეკილია კომპანიებში
კომუნიკაციისკენ. ესთეტიურად ნიჭიერი. „დამკვირვებელია’’, ვიდრე „მოქმედი’’ . დაბალანსებული[გაწონასწორებული].
გულგრილი წარმატების მიმართ. მას უყვარს ცხოვრება ისე " როგორც ყველას."ურთიერთობებში
„სტაბილურია’’ , მაგრამ არ შეუძლია ღრმა განცდა
. ადვილად ირიდებს კონფლიქტებს.
კორექტირების გზები:
ამ ტიპთან დაკავშირებით მთავარი ამოცანაა აქტივობის[მოქმედების]
მოთხოვნილების გააქტიურება. იპოვნეთ მისთვის
ისეთი აქტივობა, რომელმაც შეიძლება დააინტერესოს ( უფრო„მხატვრულ გამოვლინებასთან'' რომ იყოს დაკავშირებული). წაახალისეთ წარმატება. მიზანშეწონილია
მოზარდთან უფრო ხშირად კომუნიკაცია, ყურადღება მიაქცევინეთ სოციალური ინტელექტის
განვითარებას.
ტიპ № 9 [ე: 8-16;
ნ: 0-4.]
აქტიური, მხიარული. კომუნიკაბელური. ის „განურჩეველ’’
ურთიერთობებშია. ადვილად ხვდება ასოციალურ
ჯგუფში. სიახლისკენ მიდრეკილი, ცნობისმოყვარე. სოციალური ინტელექტი ცუდად არის განვითარებული.
არ აქვს ადეკვატური შეფასებებისა და თვითშეფასების უნარი. ხშირად არ აქვს მყარი პრინციპები. ენერგიულია. მიმნდობი.
კორექტირების გზები:
მისთვის სასურველია უფრო მკაცრი, მობილიზაციის რეჟიმი. დაამყარეთ მეგობრული ურთიერთობები,
მაგრამ მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ მას თვალყურსადევნებენ. შეეცადეთ მისი ენერგია წარმართოთ
სასარგებლო საქმეზე (მაგალითად, შთააგონოთ
იდეა „რაღაცის მისაღწევად“ (მაგ. უნივერსიტეტში შესვლა და ა.შ.).). ამასთან, ასეთ შემთხვევაში
აუცილებელია „მომავალი სამუშაოების“ ერთად დაგეგმვა, ვადებისა და მოცულობების განსაზღვრა
და განხორციელების მკაცრად კონტროლი. მიზანშეწონილია
ამ ტიპის მოზარდის შეყვანა ჯგუფში ან გუნდში ძლიერი ლიდერით
და პოზიტიური დამოკიდებულებით.
ტიპი № 10 [ე: 16-20
ნ: 0-4. ]
არტისტულია . მას უყვარს ისტორიების მოყოლა.
არ არის საკმარისად გულმოდგინე. კომუნიკაბელურია. ურთიერთობებში ზედაპირული.
დაბალანსებული.
კორექტირების გზები:
მხარი დაუჭირეთ მის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს საინტერესო
მიზნების მიღწევას (მას თავად აქვს საკმარისი ინიციატივა აირჩიოს რაიმე სახის საქმიანობა
ან მიზანი, მაგრამ არ გააჩნია სიმტკიცე ). ხელი შეუწყეთ მის არტისტიზმს , მაგრამ არ დაუშვათ კლოუნობა..
ტიპი № 11 [ე: 20-24 ნ:
4-8. ]
აქტიური, კომუნიკაბელური, კეთილშობილი, ამბიციური.
ის ადვილად ეთანხმება სარისკო გართობას. ის ყოველთვის არ არის დაკვირვებული მეგობრებისა
და მიზნების მიღწევის საშუალებების მიმართ.
კეთილშობილი. ხშირად ეგოისტური. მომხიბლავი. აქვს ორგანიზაციული მიდრეკილებები.
კორექციის გზები:
წაახალისეთ და განავითარეთ მისი ორგანიზაციული უნარები. ის შეიძლება იყოს ლიდერი,
მაგრამ ის უნდა აკონტროლოთ,რათა ქედმაღლობას
თავი დაანებოს. გუნდში „ხელმძღვანელის“ პოზიცია[სტატუსი] ადვილად ასწორებს მის მოშვებულებას
და სიზარმაცეს. მას უყვარს " ცხენზე ჯდომა"[ანუ
გამარჯვებები] საჭიროების შემთხვევაში მის
მიმართ კოლექტიური კრიტიკა შეიძლება დასაშვები იყოს.
ტიპი № 12 [ე:
20-24: ნ: 8-16.]
.
ადვილად ემორჩილება დისციპლინას. აქვს
საკუთარი ღირსების გრძნობა. ორგანიზატორი.
ის მიდრეკილია ხელოვნებისა და სპორტისკენ. აქტიური. ადვილად უყვარდება. ადვილად იტაცებს ხადამიანები და მოვლენები. ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ.
კორექციის გზები:
ლიდერია ბუნებით, როგორც ემოციური, ისე საქმიანი
კუთხით. საჭიროა მისი ლიდერული ძალისხმევების
მხარდაჭერა, დახმარება, სამიან და პიროვნულ
ასპეტებში.
ტიპ № 13 [ე:
20-24;ნ: 16-20.]
რთული ტიპია. პატივმოყვარე. ენერგიული. მხიარული. როგორც
წესი, მას არ აქვს მაღალი სულიერი ორიენტაცია. ჩაფლულია ცხოვრებისეულ სიხარულში.
ის ყოფით მოთხოვნილებებს[მატერიალურ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას] აყენებს
წინა პლანზე. ის თაყვანს სცემს პრესტიჟს. ის მთელი ძალით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას
და სარგებელს. სძულს დამარცხებულები. კომუნიკაბელური, დემონსტრაციული . ის მკაცრად
აყენებს თავის მოთხოვნებს.
კორექციის გზები:
უფროსის[მწვრთნელის,მასწავლებლის,მშობლის]
მიზანი უნდაიყოს მოზარდის შეკავება "ჩარჩოებში",
რადგან ის მიდრეკილია ამპარტავნებისკენ, სხვების დამორჩილებისკენ. უფროსმა უმჯობესია მშვიდად
და მტკიცედ იმოქმედოს. კარგი
იქნება „სხვების“ გამოყოფა, ან მისი „დადებითი პიროვნული თვისებების’“ ხაზგასმა. შეგიძლიათ შესთავაზოთ „ორგანიზატორის როლი“. ამავე დროს, მოითხოვოთ
მოვალეობების შესრულება. სასურველია მისი „ესთეტიკურად ‘’
აღზრდაც
ტიპი № 14 [ე: 16-20: ნ:
20-24.]
დომინირების მოყვარე, უნდო, ეჭვიანი, პედანტური.
ის ყოველთვის ისწრაფვის უპირატესობისკენ. მეწვრილმანე. სიამოვნებას ღებულობს ნებისმიერი უპირატესობით. სარკასტული და ღვარძლიანი.
ის მიდრეკილია სუსტების დაცინვისკენ. შურისმაძიებელი, გულგრილი, დესპოტური . დამღლელი.
კორექტირების გზები:
არ უნდა იყოთ ამ ტიპის
მოზარდის მიმართ გულგრილი[უყურადღებო] ,არამედ შეიძლება იყოთ მის მიმართ მეგობრული, ასევე ირონიული. შესაძლებლოია მიისცეთ ხელმძღვანელის პოზიცია, თუმცა, საჭიროა შეირჩეს პოსტი,
რომელზეც ის უფრო მეტ ყურადღებას
დაუთმობს ნაშრომებს[დოკუმენტებს], ვიდრე ადამიანებს .
წაახალისეთ მისი ნებისყოფა და სიჯიუტე . ამავე დროს,
სასურველია ამ ტიპის
მოზარდმა
შეიმუშაოს გარშემომყოფების
მიმართ პოზიტიური ემოციური დამოკიდებულება და პოზიტიური განწყობა .
ტიპი № 15 [ე: 8-16: ნ:
20-24. ]
ყოველთვის უკმაყოფილო, გაბრაზებული , მიდრეკილი
შენიშვნების მიცემისკენ, წვრილმანი და მომთხოვნი. დაცინვისკენ არ არის მიდრეკილი, ადვილად ნაწყენედება უმნიშვნელო რამეზე.
ხშირად პირქუში, გაღიზიანებული. შურიანი. არათავდაჯერებული საქმეში. ურთიერთობაში
დაქვემდებარებული. ის უკან იხევს სირთულეების წინაშე. თავი ცალკე უჭირავს ჯგუფისა და კლასისგან. შურისმაძიებელი. მეგობრები არ ჰყავს. ის თავის თანატოლებს უბრძანებს.
ხმა მშვიდი, მკვეთრი.
კორექტირების გზები:
სასურველია
თუნდაც მინიმალური ურთიერთობების დამყარება.
ამის გაკეთება უფრო ადვილია ამ ადამიანის უნდობლობის საფუძველზე. კონფიდენციალურ საუბარში
შეგიძლიათ დაინტერესდეთ თავს როგორ გრძნობს
ან მისი წარმატებებით როგორც გარკვეული სახის „საზოგადოებრივი დატვირთვა’’
, რომელიც საშუალებას მოგცემთ გქონდეთ საფუძველი მასთან ურთიერთობებში, შეგიძლიათ მისცეთ „საკანცელარიო სამუშაო“
(მისი პედანტური თვისებები საშუალებას მოგცემთ ეს კარგად გააკეთოს). წაახალისეთ ისი
გულმოდგინებისთვის მთელი ჯგუფის წინაშე ,
რაც მას საშუალებას მისცემს როგორმე დაამყაროს ურთიერთობა თანატოლებთან. ამ ტიპის მოზარდები
საჭიროებენ მუდმივ ყურადღებას და ინდივიდუალურ მიდგომას
.
ტიპი № 16 [ე: 4-8; ნ:
20-24.]
უაღრესად მგრძნობიარე ტიპი, უნდობელი,
ფარულად ვნებიანი, ჩუმი, თავის
თავში ჩაკეტილი[ინტროვერტი] ,ადვილად წყინს, მგრძნობიარე. ამაყი, დამოუკიდებელი, აქვს
კრიტიკული გონება. არის პესიმისტი. ის მიდრეკილია განზოგადებული აზროვნებისკენ. ხშირად ეპარება საკუთარ თავში ეჭვი.
გამოსწორების გზები:
მასთან მიდგომაში სასურველია ჩართოთ „მფარველობითი’’ რეჟიმი, კერძოდ თანაკლასელების წინაშე წახალისება, კეთილგანწყობა
და პატივისცემა. მხარი
დაუჭირეთ მის სამართლიან კრიტიკულ განსჯას, მაგრამ თავიდან უნდა
იქნას აცილებული ასეთ მოზარდებში
ზედმეტად მორალიზაციისა
და კრიტიკანობის განვითარება.
ტიპი № 17 [ე: 16-20: ნ:
4-8.]
ძალიან ემოციურია. ენთუზიაზმით სავსე, მხიარული,
კომუნიკაბელური, ადვილად უყვარდება.. კონტაქტებში ის არის განურჩეველი , მეგობრულად
არის განწყობილი ყველას მიმართ. მერყევი, გულუბრყვილო,
ბავშვური, ნაზი. სარგებლობს სხვების სიმპათიით. ფანტაზიორია[მეოცნებეა]. ის არ ცდილობს
ხელმძღვანელობას[ლიდერობას], ამჯობინებს ინტიმურ
და მეგობრულ ურთიერთობებს.
კორექციის გზები:
მხარი დაუჭირეთ მის პოზიტიურ დამოკიდებულებას. სასურველია მასში ესთეტიკური
მიდრეკილებების განვითარება, მისი ჰობის მხარდაჭერა (როგორ ? ა)წაახალისეთ,
ბ)დაინტერესდით,
გ)შესთავაზეთ საუბარი მის ჰობიზე კლასის ან ჯგუფის წინაშე). ყურადღება მიაქციეთ მასში ნებისყოფის
განვითარებას ( იგულისხმება "გულმოდგინება'' ," „პრეტენზიების დონე“).
ტიპი № 18[ ე: 4-8; ნ:
16-20].
ემპათიური. ძალიან თანამგრძნობი, მიდრეკილია
სუსტების მხარდაჭერისკენ,
ურჩევნია ინტიმური და მეგობრული კონტაქტები. განწყობა ხშირად მშვიდი და დეპრესიულია.
მოკრძალებული. მორცხვი. საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. აკვირდება[ვიდრე მოქმედებს]. ხდება ფრთხილი და ეჭვიანი არახელსაყრელ პირობებში.
კორექციის გზები:
რეკომენდებულია რბილი და
მისი განვითარებისკენ მიმართული რეჟიმის დამყარება.
ფარულად გაკონტროლება, მშვიდად და კეთილად მოპყრობა. რთულ სიტუაციებში დხმარება, რაც ამ შემთხვევაში
არის მის მიერ დასახული
მიზნების მიღწევა, „აქტიური
პოზიციის“ ჩამოყალიბება და „კონტაქტების დამყარება“ (თანატოლებთან და უფროსებთან). გამორიცხეთ მისი საჯაროდ განხილვა , თუ მოსალოდნელია მისი უარყოფითად შეფასება..
ტიპი № 19 [ე: 4-8;ნ;
4-8. ]
მშვიდი ტიპი. ჩუმი, გონიერი. დინჯი, ძალიან თანმიმდევრული,
დამოუკიდებელი, ბეჯითი.
მიუკერძოებელი, მოკრძალებული, მცირედ ემოციური. ზოგჯერ სცილდება რეალობას
კორექტირების გზები:
ამ ტიპის მოზარდებში აუცილებელია „თვითშეფასების გაზრდა“, „პრეტენზიების სისტემის
შემუშავება“ და მათი
„მიდრეკილებებისა“
და „შესაძლებლობების“
გამოვლენა. თქვენ შეგიძლიათ დაინტერესოთ რაიმე სამუშაოს მიცემით,რომელიც მოითხოვს მაღალ პირად
პასუხისმგებლობას (ყურადღება: საქმიანობის
ტიპი უფრო მეტად უნდა იყოს დაკავშირებული ქაღალდებთან, ვიდრე ადამიანებთან). ამ ტიპის მოზარდებს სჭირდებათ
რჩევა სხვადასხვა საკითხებბზე,
მაგრამ რჩევა გამოხატული უნდა იყოს დელიკატური ფორმით.
ტიპი № 20 [ე: 16-20; ნ:
16-20. ]
ის ძალიან დემონსტრაციულია, არ იცის[არ შეუძლია] თანაგრძნობა. ემოციურად
ღარიბია. მას უყვარს
გუნდის[ჯგუფის] წინააღმდეგ საკუთარი თავის დაყენება. ის ძალიან მტკიცეა საკუთარი თავისთვის
მნიშვნელოვანი ღირებულებების მიღწევაში. პრესტიჟულია. ხშირად ყალბია. პრაქტიკულია.
კორექციის გზები:
მასთან ურთიერთობის რეჟიმი
უნდა იყოს რბილი, ტოლერანტული, ისე,
რომ არ გაამწვავოთ მისი
უარყოფითი
თვისებები. ჩართეთ ისინი სპორტულ თუ ტექნიკურ აქტივობებში, რათა მოზარდმა შეძლოს ენერგიის პოზიტიურ არხში ,ხოლო პირველობისთვის ბრძოლის მოთხოვნილების მისაღებ
ფორმაში გადაყვანა . ამ ტიპის მოზარდის ესთეტიკური
განათლება სასურველია. ჩართეთ ასეთი მოზარდი პოზიტიურ სოციალურ ჯგუფში რომელსაც ჰყავს ძლიერი და გავლენიანი ლიდერი.
ტიპი № 21 [ე: 12-16: ნ:
8-12. ]
.
ძალიან ენერგიული და მხიარულია. "ყველას
უყვარს ."ითვლება, რომ ამ ტიპის მოზარდებს „გაუმართლათ“. მართლაც, ისინი ხშირად
ძალიან ნიჭიერები არიან, ადვილად სწავლობენ, არტისტულები არიან და არ იღლებიან.
თუმცა, ამ თვისებების არსებობას ხშირად მოაქვს
უარყოფითი შედეგები. ამ ტიპის მოზარდები (და ახალგაზრდები) ბავშვობიდან ეჩვევიან რომ
მათთვის ხელმისაწვდომია ყველაფერი.. შედეგად, ისინი არ სწავლობენ სერიოზულ მუშაობას
თავიანთი მიზნების მისაღწევად. ადვილად შეუძლიათ ყველაფრის დატოვება და ხშირად წყვეტენ მეგობრობას . ისინი ზედაპირულები
არიან. . აქვთ საკმაოდ დაბალი „სოციალური ინტელექტი“
კორექციის მეთოდები:
ამ ტიპის მოზარდი მოითხოვს მეგობრულ და მკაცრ
დამოკიდებულებას. ჯგუფში არ უნდა აირჩიოთ ლიდერის
პოზიციაზე (უმჯობესია ხშირად შესთავაზოთ „ორგანიზაციული
‘’ ხასიათის ერთჯერადი დავალებები).
მკაცრად მოითხოვეთ მისგან დავალებულის შესრულება. სასურველია მოზარდთან ერთად რაიმე მნიშვნელოვანი მიზნის პოვნა (მაგალითად, უცხო
ენის დაუფლება), საჭიროა დასახული მიზნის მიღწევის ვადის პერიოდებად და ამოცანებად[ეტაპებად] დაყოფა, და ასევე თითოეული
ეტაპის[ამოცანის] შესრულების კონტროლი . ეს,
ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დასახული მიზნის მიღწევას, მეორე მხრივ, ის მიეჩვევა მოწესრიგებულად მუშაობას.
ტიპი № 22 [ე: 8-12;
ნ: 8-12.]
ძალიან პასიური და გულგრილი. საკუთარ
თავში დარწმუნებული. სხვებთან მიმართებაში ის მკაცრი და მომთხოვნია. შურისმაძიებელი.
ის ხშირად აჩვენებს პასიურ სიჯიუტეს. ძალიან
პედანტური და მეწვრილმანეა . გონიერია, ცივსისხლიანია. მას არ
აინტერესებს სხვა ადამიანების მოსაზრებები. ხისტი, ურჩევნია ყოველდღიური ცხოვრების
რუტინა და ერთფეროვნება. მისი მეტყველების ინტონაციები არ არის
გამომხატველი. მცირდ ესთეტიკა აქვს.
კორექციის მეთოდები:
ამ ტიპის მოზარდში უნდა შეიქმნას განცდა, რომ ის საინტერესოა პედაგოგისთვის
(მწვრთნელისთვის და მშობლისთვის
ა.შ.). უფროსი უნდა
იყოს დაინტერესებული მოზარდის
ყოფითი ცხოვრებისა
და თვითშეგრძნების დეტალებით. „საზოგადოებრივ დავალებებს“
შორის სასურველია მისთვის აირჩიოთ ისეთი რამ, რაც მოითხოვს აკურატულ შესრულებას (ჟურნალის წარმოება ან რაიმეს აღრიცხვა
და ა.შ.). შეაქეთ ეფექტურობისთვის. დაეხმარეთ
საქმიანობის სახეობის არჩევაში
(მისთვის სასურველია
„ინდივიდუალური“, ვიდრე „გუნდური“ სპორტის
სახეობა ან „სამოყვარულო მხატვრული თვითშემოქმედება’’).
ტიპი№ 23 [ ე:
16-20; ნ
8-12.]
კომუნიკაბელური, აქტიური, ინიციატივი, აქვს ენთუზიაზმი.
ამავე დროს, მან იცის როგორ გააკონტროლოს საკუთარი თავი. იცის როგორ მიაღწიოს დასახულ
მიზანს. ამბიციური. მას უყვარს ლიდერობა და იცის როგორ იყოს ორგანიზატორი. სარგებლობს
სხვების ნდობითა და გულწრფელი პატივისცემით. ხასიათი აქვს მსუბუქი, ესთეტიური და ცოცხალი[მხნე]
კორექციის მეთოდები:
შეუქმენით ლიდერობის შესაძლებლობა. დაეხმარეთ
ჯგუფური და ინდივიდუალური ამოცანების გადაჭრაში დახმარება, უზრუნველყავით , რომ მისი
სამუშაო დატვირთვა (აკადემიური, სამრეწველო და სოციალური) გონივრულ ფარგლებში იყოს.
ტიპი № 24 [ე:
12-16. ნ: 4-8.]
აქტიური, დაბალანსებული ტიპი. ენერგიული.
საშუალოდ კომუნიკაბელური. ჰყავს რამოდენიმე მეგობარი. მოწესრიგებული. მან იცის,
თუ როგორ უნდა დასახოს მიზნები საკუთარი თავისთვის და მიაღწიოს გადაწყვეტილებებს. არ არის
მიდრეკილი იყოს კონკურენტუნარიანი. ზოგჯერ არის ბუტია.
გამოსწორების გზები:
ურჩევნია მის მიმართ მშვიდი დამოკიდებულება.მოსწონს
როცა ენდობიან. მისთვის რეკომენდირებულია ისწავლოს მკაფიო „საქმიანი კონტაქტების“ დამყარება.
ტიპი № 25 [ე: 8-12;
ნ: 4-8.]
აქტიური, ზოგჯერ ფეთქებადი, ზოგჯერ დაუდევრად
მხიარული. ის ხშირად მშვიდად გულგრილია. ის თითქმის არ იჩენს ინიციატივას,
ის მოქმედებს მითითებებით.
ის პასიურია სოციალურ კონტაქტებში. არ არის მიდრეკილი ღრმა ემოციური
გრძნობებისკენ. მიდრეკილია ერთფეროვანი, შრომატევადი
სამუშაოსკენ.
კორექციის გზები:
სასურველია მასთან მშვიდი და საქმიანი დამოკიდებულება.
უკეთესია უპოვოთ და ურჩიოთ რაიმე ინდივიდუალური საქმიანობა . კარგად ართმევს თავს ადმინისტრაციულ სამუშაოს.
ტიპი № 26[ ე:
4-8: ნ: 8-12].
მშვიდი, გაწონასწორებული, მომთმენი,
პედანტური.[ვინც ფორმალურ წესებს მკაცრად
იცავს.დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს.ყველა მოთხოვნას მეტისმეტი სიზუსტით ასრულებს]
ამბიციური.
მიზანდასახული. აქვს მყარი პრინციპები. დროდადრო ბუტია
გამოსწორების გზები:
მათ მოსწონთ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები და მუშაობის მშვიდი ტემპი. ისინი არ
არიან მიდრეკილნი ფამილარობისკენ.[მის
მიმართ მეტისმეტად შინაურული მოურიდებელი ქცევისაკენ]
სასურველია
კლასის (ან ჯგუფის) წინაშე მათი წახალისება სიზუსტისა
და ეფექტურობისთვის. იმუშავეთ მასთან „თავდაჯერებულობის“[საკუთარი
ძალების რწმენის ] გაზრდაზე.
ტიპი № 27 [
ე: 4-8; ნ: 12-16.]
გაწონასწორებული და მელანქოლიური. ძალიან მგრძნობიარე.
მოსიყვარულეა. აფასებს კონფიდენციალურ[ის
რაც არ უნდა გახმაურდეს,საიდუმლოდ უნდა დარჩეს] და ინტიმურ[ანუ რაც პირად საკითხებს უკავშირდება] ურთიერთობებს, სიმშვიდეს.
აფასებს იუმორს. ზოგადად, ის ოპტიმისტია. ზოგჯერ პანიკაში ვარდება, ზოგჯერ დეპრესიაში
ვარდება. თუმცა, უფრო ხშირად ის მშვიდი და ჩაფიქრებულია
კორექციის მეთოდები :
შეუქმენით „აქტიური და მშვიდი“ საქმიანობის გარემო.
მიზანშეწონილია მასთან მიმართებით მკაცრი რეგულაციების[წესების] თავიდან აცილება. ურჩიეთ ესთეტიკური[მშვენიერებასთან დაკავშირებული] და ლიტერატურული საქმიანობები .
ტიპი № 28 [ე: 8-12; ნ:
16-20.]
მელანქოლიური, ამბიციური, დაჟინებული[ახირებული], სერიოზული.
ზოგჯერ ის მიდრეკილია პირქუში და შეშფოთებული განწყობისკენ. ის მეგობრობს ადამიანთა
მცირე წრესთან. არ არის
ბუტია , მაგრამ ზოგჯერ უნდობლობას ამჟღავნებს. ის დამოუკიდებელია პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებში,
მაგრამ ემოციურად ახლობელ ადამიანებზეა დამოკიდებული.
კორექტირების გზები:
ამ ტიპისთვის რეკომენდებულია „თვითშეფასების გაზრდისკენ“, „თავდაჯერებულობის განმტკიცებისკენ “ ძალისხმევის
წარმართვა.
ტიპი № 29 [ე:
12-16; ნ: 16-20].
ის მკაცრად მომთხოვნია სხვების მიმართ. ჯიუტია, ამაყია, ძალიან ამბიციურია.
ის არის ენერგიული, კომუნიკაბელური და ხშირად საბრძოლო განწყობით. ის მალავს თავის
წარუმატებლობას. ცდილობს იყოს ცნობადი სახე[პოპულარული
პირი] . გულგრილია.
კორექციის გზები:
ურთიერთობების დამყარება მასთან საჭიროა „პატივისცემასა“ და „მაღალ მოთხოვნებზე“ დაყრდნობით.
შეგიძლიათ სიცილი მის ნაკლზე , თუ ასეთი მოზარდი ამპარტავანია.
ტიპი№ 30 [ ე:
16-20: ნ: 12-16.]
ამაყი, მიისწრაფვის პირველობისკენ, შურისმაძიებელი.
ყველაფერში ლიდერობისკენ ისწრაფვის. ენერგიული, დაჟინებული. მშვიდი, ანგარიშიანი. უყვარს გარისკვა,
დარწმუნებულია თავის მიღწევებში. ის არ არის მოკლებული არტისტულობას , თუმცა ცოტა ემოციურად ცივია[თანაგრძნობა
ნაკლები აქვს]
.
გამოსწორების გზები:
არ უნდა დაუშვათ ასეთი მოზარდის „ქედმაღლობა’’.
მხარი დაუჭირეთ მის „პოზიტიურ ძალისხმევებს“.
დაეხმარეთ ლიდერობაში, არ დაუშვათ ბრძანებლური
სტილი მასთან ურთიერთობებში. გაანეიტრალეთ მისი რისხვა[ბრაზი]. განუვითარეთ „სოციალური ინტელექტი’’.
ტიპი № 31 [ე: 8-12;
ნ: 12-16.]
არის მორცხვი, არ არის შურიანი, მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ
, ახასიატებს
ვინმეზე „მიბმა’’. მეგობრული. ახლობელთა წრეში ამჟღავნებს დაკვირვებულობას და
იუმორის გრძნობას. ის მიდრეკილია ღრმა, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებისკენ. თავს არიდებს რისკისა და საფრთხის სიტუაციებს.
ის ვერ იტანს მისთვის დაწესებულ
ტემპს. ზოგჯერ ის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებიკენ
არის მიდრეკილი . ის ხშირად
ნანობს თავის ქმედებებს. ის თავის წარუმატებლობაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს.
კორექციის გზები:
უზრუნველყავით მისთვის მშვიდი და მეგობრული გარემო. შეეცადეთ ჩართოთ
ისინი ბიზნეს საკითხების აქტიურ გადაწყვეტაში. წაახალისეთ მათი სოციალური აქტივობა, ჩაერთეთ ნებისმიერ
ღონისძიებაში (სემინარები, კონფერენციები და ა.შ.)
ტიპი № 32[ე: 12-16; ნ:
12-16. ]
ამბიციური[პატივმოყვარე], წარუმატებლობები არ ამცირებს მათ თავდაჯერებულობას.
ამპარტავანი. შურისმაძიებელი. ენერგიული. ჯიუტი. მიზანდასახული. ის კონფლიქტისკენ არის მიდრეკილი. ის არ
თმობს , მაშინაც
კი, თუ ცდება. ის არ გრძნობს სინდისის ქენჯნას. ის არ არის მიდრეკილი კომუნიკაციაში
თანაგრძნობისკენ. აფასებს მხოლოდ ინფორმაციის შინაარსს. ემოციურად შეზღუდული ტიპია.
კორექციის მეთოდები:
არ დაუჭიროთ მათ მხარი კონფლიქტურ სიტუაციებში. იმოქმედეთ მათზე მათი „პატივმოყვარეობის’’ მეშვეობით. ურთიერთობები მათან შეინარჩუნეთ თანაბარი. ეცადეთ განუვითაროთ „ სოციალური ინტელექტი“.

Комментарии
Отправить комментарий