გარნირები - კეტო დიეტის დროს

 

1.ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე

 

1 პორცია-100 გ [კკალ -187 /ნახშ.წყ. 3,33 გ/ცხმ-19,03 გ/ცლ-1,49 გ/უჯრედისი -1,2 გ]

 

ინგერდიენტები:

·        ყვავილოვანი კომბოსტო - 500 გ

·        ნაღები[სლივკი]-50 მლ

·        მარილი

·        სუნელი[ორეგანო]- 1 ნწიკვი

·        ნაღების კარაქი -40 გ

·        ნიორი- 2 კბილი

·        შავი წიწაკა

·        მწვანილი[ კამა,ოხრახუში[პეტრუშკა] ,ქინძი]

 

·        მარილიან წყალში ხარშავ ყვავილოვან კომბოსტოს 15 წუთი ნიორთან ერტად

 

·        მერე  ამოითებ და აბლენდერებ

 

·        უმატებ კარაქს,მარილს წიწაკას ,სუნელებს

 

·        ბოლოს აყრი მწვანილს

 

 

2. გამომცხვარი კომბოსტო

 

1 პორცია- 100 გ[ კკალ-260 /ნახშ.წყ. -6,19 გ/ცხ.-23,76 გ/ცლ-3,67 გ/უჯრედისი-3,54 გ]

 

ინგრედიენტები:

·        კომბოსტო თეთრი- 300-500 გ

·        მარილი

·        დაფქული პაპრიკა

·        გამდნარი ნაღების კარაქი -1-2 სუფ .კ.

·        წიწაკა

·        არაჟანი- 2 სუფ.კ

 

მომზადება:

·        ჩამოჭერი 3-4  რგოლი კომბოსტოს თავიდან[სისქე 1,5 სმ]

·        წაუსვი გამდნარი ნაღების კარაქი [ორივე მხარეს] ,დააყარე მარილი და პილპილი

·        პერგამენტზე ,ღუმელში 180 გრადუსზე,45 წუთი

·        მიიტანე  მაგიდაზე  არაჟანთან ერთად

 

3. მოთუშული ბოსტნეული

 

1 პორცია- 150 გ[242 კკალ/ნახშ.წყ. -10 გ/ცხმ.-20,54 გ/ცლ-3,58 გ/უჯრედისი -5 გ]

 

ინგრედიენტები :

·        ბროკოლი -150 გ

·        ბულგარული წიწაკა-2 ც

·        ხახვი- 1 ც

·        ნიორი -1 კბ

·        ყვავილოვანი კომბოსტო -150 გ

·        სტაფილო- 1 ც

·        მწვანილი- 20 გ

·        ნაღების გამდნარი კარაქი 1-2 სუფ.კოვზ.

·        მარილი და პილპილი გემოვნებთ

 

მომზადება:

·        იხეხება მსხვილ სახეხზე სტაფილო

·        ხახვი წვრილად იჭრება

·        წვილად იჭრება ბულგარული

·        წვრილად იჭრება ნიორი და მწვანილი

·        იშლება ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო

·        ტაფაზე აცხელებ  კარაქს  პირველად ხახვი და სტაფილო იშუშება

·        ემატება ბროკოლი და ყვავილოვანი

·        იშუშება დაბალ ცეცხლზე,სახურავის ქვეშ 10 წუთი

·        ბოლოს ემატება ბულგარული,ნიორი და მწვანილი და იშუშება კიდევ 2-3 წუთი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები