დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

 

   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტ

 

 

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამ

[2026-2027 სასწავლო წელს მიიღება 900 სტუდენტი]

 

 

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი

 

პროგრამის სახელწოდება: დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა

განათლების საფეხური: ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: დიპლომირებული მედიკოსი

პროგრამის მოცულობა: 360 ECTS კრედიტი (1 ECTS კრედიტი უდრის 30 საათს)

სწავლების ენა: ქართული

სწავლის ხანგრძლივობა:  6 წელი[12 სემესტრი]

პრეამბულა

 

·        სადღეისოდ სამედიცინო განათლების ოპტიმალურ მოდელად სამართლიანად ითვლება შედეგზე ორიენტირებული განათლება.

·        იგი ეფუძნება სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებს, ითვალისწინებს ნაციონალური ჯანდაცვის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს წარმატებული და კონკურენტუნარიანი ექიმის მომზადებას.

·         საქართველოს კანონით ”საექიმო საქმიანობის შესახებ” საექიმო საქმიანობა არის: „მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება”.

·        ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის მეტად მნიშვნელოვანია საბაზო სამედიცინო განათლების ხარისხის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

·         სამედიცინო საქმეში აუცილებელია არა მხოლოდ ა) საბაზო საბუნებისმეტყველო და კლინიკური მეცნიერებების თეორიული ცოდნა, არამედ ბ)კლინიკური უნარების დაუფლება და გ)ამ პროფესიისათვის სპეციფიკურად მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.

·        ეს ყოველივე ასახულია ზოგადი და სამედიცინო საქმის დარგობრივი კომპეტენციების სტანდარტებშ

 

 

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

 

 დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, აღზარდოს კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური ექიმები (მედიკოსები), რომლებიც მზად არიან დიპლომისშემდგომი განათლებისა და სპეციალური მზადებისათვის.

სამედიცინო კადრი[ექიმი] მზადდება ქვეყნის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნილებათა შესაბამისად.

 

ამდენად, პროგრამამ უნდა:

· უზრუნველყოს თანამედროვე სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი სამედიცინო განათლება;

 · მომავალ ექიმებს გამოუმუშაოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უნარი და მოტივაცია;

· უზრუნველყოს სამედიცინო კადრების მზადება ახალი საინფორმაციო და სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით;

 · სამედიცინო განათლება შეუსაბამოს ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნებს და შესაძლებლობებს;

თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ დიპლომირებულ მედიკოსს:

 

 · აქვს სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი  ა)საბაზისო, ბ)კლინიკური, გ)ქცევითი და დ)სოციალური მეცნიერებების ცოდნა;

 · ფლობს ზოგად კლინიკურ უნარ-ჩვევებს;

 · შეუძლია სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება, სწორი შეფასება და გამოყენება კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტად;

· შეუძლია კლინიკური, ბიოსამედიცინო და ქცევითი მეცნიერებების ცოდნის ინტეგრაციით საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება;

· შეუძლია კრიტიკულად შეაფასონ სამეცნიერო და კლინიკური სიახლეები და მათი საშუალებით გააუმჯობესონ პრაქტიკული საქმიანობა;

· შეგნებული აქვს უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების აუცილებლობა.

 

 

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

·        სრული საშუალო განათლების ატესტატი;

·         საქართველოს მოქალაქეებისათვის – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

 

სწავლის შედეგები

 

1.1   კურსდამთავრებულის დარგობრივი კომპეტენციები

ა) კურსდამთავრებულს აქვს შემდეგი სახის  დარგობრივი ცოდნა :

 

· საბაზო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა

· ქცევითი და სოციალური მეცნიერებების ცოდნა

 · კლინიკური მეცნიერებების ცოდნა

· წამლები და მათი დანიშვნის პრინციპების ცოდნა

 · საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ცოდნა და ამ სისტემაში ექიმის როლის გაცნობიერება

· ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების ცოდნა

 

)კურსდამთავრებულის დარგობრივი უნარები (ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი)

 

კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს:

 

1.პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა:

·        ანამნეზის შეკრება

·        ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება

·         კლინიკური აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება

·         განმარტებებისა და რჩევების მიცემა

·         პაციენტის გამხნევება და მისი უფლებების დაცვა

·         პაციენტის ფსიქოლოგიური სტატუსის შეფასება

2.კლინიკური შემთხვევის შეფასება, გამოკვლევების დანიშვნა, დიფერენციული დიგნოზის ჩატარება, დაავადების მართვის გეგმის შესახებ მსჯელობა :

 

· კლინიკური მოხსენების სირთულის გაცნობიერება და შეფასება

· შესაბამისი გამოკვლევების დანიშვნა და შედეგების ინტერპრეტაცია

· დიფერენციული დიაგნოზის გატარება

 · პაციენტებთან და მათ მომვლელებთან დაავადების მართვის გეგმის განხილვა

· ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე და მის ოჯახზე ზრუნვა

 · ქრონიკული დაავადების მართვა

 

3. გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს დახმარების გაწევა (პირველადი დახმარება და სარეანიმაციო ღონისძიებები)

 

 · გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის ამოცნობა და შეფასება

 · გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობა

  · ბაზისური პირველადი დახმარების გაწევა

  · გაიდლაინების შესაბამისი ბაზისური სიცოცხლის შემანარჩუნებელი და კარდიოპულმონური სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება

  · გაიდლაინების შესაბამისი გაფართოებული სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება

  · ტრავმების მკურნალობა გაიდლაინების შესაბამისად.

 

4. მედიკამენტების გამოწერა

 

· მედიკამენტების გასაგებად და აკურატულად გამოწერა

 · შესაბამისი წამლებისა და სხვა სამკურნალო ღონისძიებების კლინიკურ კონტექსტთან დაკავშირება

· მედიკამენტური და სხვა სახის მკურნალობის შესაბამისობის განხილვა და პაციენტისთვის პოტენციური სარგებელისა და რისკის შეფასებ

 

·        ტკივილისა და დისტრესის მკურნალობა

·        მედიკამენტების თავსებადობის გათვალისწინება მკურნალობის დანიშვნისას

 

5. პრაქტიკული პროცედურების ჩატარება

 

· წნევის გაზომვა

· ვენეპუნქცია

 · ვენაში კათეტერის ჩადგმა

· სამკურნალო საშუალებების ვენაში შეყვანა და ინფუზიის მოწყობილობის  გამოყენება

· ინექციის გაკეთება კანქვეშ და კუნთში

· ჟანგბადის მიწოდება

· პაციენტების ტრანსპორტირება და მასთან მოპყრობა

· ნაკერის დადება

 · სისხლის ტრანსფუზია

· შარდის ბუშტის კათეტერიზაცია

 · შარდის ანალიზის გაკეთება

 · ელექტროკარდიოგრამის გადაღება და ინტერპრეტაცია

· სასუნთქი სისტემის ფუნქციური ტესტების ჩატარება

 

 6. სამედიცინო კონტექსტში ეფექტური კომუნიკაცია

 

 · პაციენტთან კომუნიკაცია

· კოლეგებთან კომუნიკაცია

· კომუნიკაცია ცუდი ამბის შეტყობინებისას

· ნათესავებთან კომუნიკაცია

· უნარშეზღუდულ პირებთან კომუნიკაცია

· კომუნიკაცია ინფორმირებული თანხმობის მისაღებად

 · წერილობითი კომუნიკაცია (სამედიცინო ჩანაწერების ჩათვლით)

· კონფლიქტის შემთხვევაში კომუნიკაცია

· კომუნიკაცია დამხმარე პირის საშუალებით

· კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან და მასმედიასთან

 · ეფექტური კომუნიკაცია ნებისმიერ პირთან განურჩევლად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა.

 

 7. სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება

 

· კონფიდენციალობის დაცვა

· მკურნალობის დროს ეთიკის პრინციპების და ანალიზის უნარის გამოყენება

· ინფორმირებული თანხმობის მიღება და სათანადო ჩანაწერის გაკეთება

· სიკვდილის ცნობის გაცემა

 · აუტოფსიის მოთხოვნა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში)

 · მკურნალობისას საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის გამოყენება

· სამედიცინო საქმიანობის წარმართვა მულტიკულტურულ საზოგადოებაში

 

8. პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება

 

· დაავადების გამოვლინებისა და პაციენტზე ზემოქმედების ფსიქოლოგიური ფაქტორების შეფასება

 · დაავადების გამოვლინებისა და პაციენტზე ზემოქმედების სოციალური ფაქტორების შეფასებ

·        დაავადებასთან დაკავშირებული სტრესის დადგენა

·         ალკოჰოლზე და წამალზე დამოკიდებულების დადგენა

 

9. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენება

 

 · მტკიცებულებების გამოყენება პრაქტიკაში

 · შესაბამისი ლიტერატურული კვლევის სწორად განსაზღვრა და ჩატარება

· გამოქვეყნებული ლიტერატურის კრიტიკული შეფასება, დასკვნების გამოტანა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.

 

10. სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება

 · კლინიკური ჩანაწერების მოწესრიგებულად და სრულად შენახვა

· პრაქტიკულ საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება

· სპეციფიკური საინფორმაციო რესურსების მოძიება

 · ინფორმაციის შენახვა და შემდეგ მისი გამოყენება

· პირადი ჩანაწერების შენახვის უნარი (პორთფოლიო)

 

 11. სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება

 

 · სამეცნიერო კვლევის წარმოების მეთოდოლოგიის ცოდნა; კვლევის დიზაინის, დეტალური დაგეგმვის, მიღებული შედეგების დამუშავებისა და დასკვნების გაკეთების უნარი.

· პრაქტიკულ საქმიანობაში ბიომედიცინის მეცნიერებების მიღწევების გამოყენების უნარი · ბიომედიცინაში სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე რეფერატის/მიმოხილვის დაწერის უნარი

· სამეცნიერო კვლევის წარმართვის ეთიკის პრინციპების ცოდნა.

 

12. ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჩართვა, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობა

 

· მკურნალობის ჩატარება, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს პაციენტისთვის ზიანის მიყენების რისკი

· ინფექციის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების გატარება

· საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გაცნობიერება და პროფესიულ მოვალეობებთან მიმართებაში საკუთარი ჯანმრთელობის შეფასება

· ჯანდავის ხელშეწყობის ღინისძიებებში მონაწილეობა, როგორც ინდივიდის, ასევე პოპულაციის დონეზე.

 

ამრიგად, დიპლომირებულ მედიკოსს შეუძლია მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამოყენება კომპეტენციის ფარგლებში  ა)სამუშაოს დაგეგმვის, ბ)სათანადო დონეზე წარმართვისა და გ)მზარდი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. უნარი შესწევს ყოველმხრივად, სათანადოდ და ზუსტად შეაფასოს პროფესიული დახმარების საჭიროება და უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება.

 

 

1.2.  კურსდამთავრებულ  ზოგადი კომპეტენციები

 

 1. ცოდნა და გაცნობიერება

 

a.    აქვს სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას,

b.     აცნობიერებს ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზებს;

c.    შეუძლია სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება,

d.    შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა.

e.    აცნობიერებს ცოდნის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობას;

f.     აქვს საკუთარი ცოდნის და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასების უნარი.

 

2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

 

a.    ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება;

b.    კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, მათ შორის კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;

c.    შეუძლია რთული, არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკული შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი, ანალიზის შედეგების გასაგებად გადმოცემა და შემდგომ მათი გამოყენება.

d.    აქვს ახალი ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა, შეუძლია სხვადასხვა მონაცემის გაანალიზება, შეჯამება, ინტეგრაცია, დასკვნის გამოტანა, მიღებული შედეგების ანალიზისას მტკიცებულებების და/ან საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა.

 

3. დასკვნის უნარი

 

a.    რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;

b.    უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი;

c.    დიპლომირებულ მედიკოსს შეუძლია სპეციფიკური პრობლემის იდენტიფიკაცია, მისი გადაჭრის სარწმუნო, უსაფრთხო გზების ოპერატიული მოძიება და, სათანადო დასკვნის გამოტანის შემდგომ, შესაბამისი ქმედება.

 

4. კომუნიკაციის უნარი

 

a.    თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით;

b.    აქვს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე, არავერბალური კომუნიკაციის უნარი.

c.    შეუძლია შეხვედრებში მონაწილეობა და თავისი მოსაზრებების ზეპირსიტყვიერად და წერილობით გადმოცემა.

d.    შეუძლია პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკების წარმართვა და კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა.

 

 5. სწავლის უნარი

 

a.    სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა,

b.    სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე;

c.    შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და მისი კრიტიკული შეფასება.

d.    პროფესიული საქმიანობისას აქვს მოძიებული ინფორმაციის გამოყენების უნარი.

 

 6. ღირებულებები

 

ირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

 

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

 

·        მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების აუცილებელი პირობაა  ა)თეორიული და ბ)პრაქტიკული სწავლების - ინტეგრაცია, გ)კლინიკური და დ) კომუნიკაციური უნარჩვევების - განვითარება კლინიკური უნარების (ვირტუალური სიმულაციის) ცენტრში და კლინიკურ გარემოში.

·        სწავლებისას უპირატესობა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

·         სწავლება სტუდენტზე ორიენტირებულ მეთოდებზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს სასწავლო პროცესში სტუდენტის აქტიურ მონაწილეობას.

·        სწავლების მეთოდები მოიცავს შემთხვევაზე[კაზუსებზე] დაფუძნებულ სწავლებას, დისკუსიებს, ემპირიულ სწავლებას, სემინარებსა და პროექტებს.

·        სწავლების პროცესში გამოყენებული სწავლების ფორმები:

 

· ინტერაქტიური ლექციები, სემინარები, კოლოქვიუმები;

· კლინიკურ გარემოში სწავლება;

· სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენება;

· პაციენტისა და ექიმის როლების შესრულება;

 · ლაბორტორიული სწავლება;

· პრეზენტაციები;

· სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობა;

· სამუშაო პრაქტიკა.

 

კლინიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბაზო სამედიცინო განათლებაში. ამ თვალსაზრისით გამოყენებულია სხვადასხვა სირთულის სიმულატორები და კომპიუტერიზებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად ასახავენ რეალურ დაავადებას, დიაგნოსტიკურ ან სამკურნალო პროცედურას.

 ვირტუალური სასწავლო მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს პაციენტთა უსაფრთხოების დაცვას, მნიშვნელოვნად განტვირთავს სამკურნალო დაწესებულებებს სტუდენტთა დიდი ჯგუფებისგან, რომლებიც პაციენტთან უშუალო კონტაქტის მეშვეობით ხშირად ვერც კი ახერხებენ ამა თუ იმ კლინიკური ჩვევის გამომუშავებას.

 

 

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

 

 

·        უნივერსიტეტში მოქმედებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS), რომელიც არის სწავლის შედეგებზე, სასწავლო პროცესი  გამჭვირვალობაზე დაფუძნებული და სტუდენტზე ორიენტირებული სისტემა.

·        მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სასწავლო ერთეულების დაგეგმვას, განხორციელებას, შეფასებას/ცნობას, აგრეთვე სტუდენტთა მობილობას.

·         კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას (ერთი კრედიტი 30 საათის ტოლია), რაც საჭიროა კონკრეტული სასწავლო კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

·        კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის.

·        სასწავლო კურსი ( ანუ თითოეული საგანი) არის ერთსემესტრიანი.

·         ერთი აკადემიური წელი საშუალოდ მოიცავს 60 კრედიტს.[ანუ სემესტრში 6 საგანი]

·         დაუშვებელია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

·         სტუდენტის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს შუალედურ შეფასებებს და დასკვნით საგამოცდო შეფასება;

·        ჯამში მაქსიმუმ 100 ქულა.

·        დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად სტუდენტს დაგროვილი უნდა ჰქონდეს 11 ქულა და მეტი.

·        გამოცდაზე სტუდენტი ფასდება მაქსიმუმ 40 ქულით.

·        კრედიტის მისაღებად საბოლოო შეფასება არ უნდა იყოს 51–ზე ნაკლები.

·         სტუდენტის შეფასების სისტემა მოიცავს ხუთი სახის დადებით (A, B, C, D, E) და ორი სახის (FX და F) უარყოფით შეფასებას.

 

1)     91 - 100- A ფრიადი

2)     81 – 90 - B ძალიან კარგი

3)     71 – 80 - C კარგი

4)     61 – 70 - D დამაკმაყოფილებელი

5)     51 – 60 - E საკმარისი

6)     41 – 50 - FX ვერ ჩააბარა. სტუდენტს ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება

7)     0 - 40 - F ჩაიჭრა. სტუდენტს საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

 

·        ცოდნისა და უნარების შეფასებისას გამოყენებულია როგორც  ა)ზეპირი, ბ)ტესტური, გ)კომბინირებული გამოცდები, დ)ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE),ე) პრეზენტაციები, ვ)რეფერატი/თეზისი.

·        საბაზო სამედიცინო განათლების დასრულებისას სწავლის შედეგების შეფასება გულისხმობს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარჩვევების შეფასებასაც.

 

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს:

 

ზოგადსაგანმანათლებლო მოდულებს:

ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ქართული ენა, უცხოური ენები, სამედიცინო ტერმინოლოგია, მედიცინის ისტორია.

 ფუნდამენტურ მეცნიერებათა მოდულებს:

ბიოფიზიკა, ანატომია, ბიოეთიკა, ჰისტოლოგია-ციტოლოგია-ემბრიოლოგია, ბიოქიმია, ფიზიოლოგია, სამედიცინო ფსიქოლოგია, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკა;

პრეკლინიკურ მოდულებს:

პათოლოგიური ანატომია,პათოფიზიოლოგია, მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ტოპოგრაფიული ანატომია, ფარმაკოლოგია; ჰიგიენა და სამედიცინო ეკოლოგია,შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა, ზოგადი ქირურგია.

კლინიკურ მოდულებს:

a.      შინაგანი მედიცინა (კარდიოლოგია, პულმონოლოგია, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია, პროფესიული დაავადებები, ჰემატოლოგია),

b.      ქირურგია (კერძო ქირურგია, უროლოგია, ურგენტული ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, ბავშვთა ქირურგია, ონკოლოგია,ნეიროქირურგია),

c.      მეანობა და გინეკოლოგია,

d.      საოჯახო მედიცინა,

e.      რადიოლოგია,

f.       კანისა და ვენსნეულებანი,

g.      ნევროლოგია,

h.     პედიატრია (ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა, ბავშვთა ნევროლოგია, ბავშვთა ინფექციური სნეულებანი),

i.       ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებანი,

j.       თვალის სნეულებანი,

k.      ფთიზიატრია,

l.       კლინიკური ტოქსიკოლოგია,

m.    ინფექციური სნეულებანი,

n.     ფსიქიატრია,

o.      ნარკოლოგია,

p.       სტომატოლოგია,

q.       სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი,

r.      ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია,

s.        რეაბილიტოლოგია,

t.       კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია სამკურნალო ტურიზმით,

u.     არჩევითი (ელექტიური) საგნები (რევმატოლოგია, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, პროქტოლოგია, თორაკოაბდომინური ქირურგია, თავისა და ყბა–სახის ონკოლოგია, ნეონატოლოგია, ლაბორატორიული საქმე, რეპროდუქციული ჯანმრთელობა);

v.      სოციალური მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ციკლს: სამედიცინო ეთიკა, ფაქტებზე დაფუძნებული მედიცინა და კვლევა, ეპიდემიოლოგია ბიოსტატისტიკით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი;

w.    კლინიკური უნარჩვევების სწავლებას: კლინიკური კომუნიკაცია და კონსულტაცია, კლინიკური და გადაუდებელი დახმარების ჩვევები.

 

სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ადამიანის ორგანიზმის აგებულების, მასში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების, დაავადებათა პათოგენეზის, პათომორფოლოგიის, კლინიკის, ეპიდემიოლოგიის, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის საკითხების შესწავლაზე:

 

 · ადამიანის ორგანიზმის განვითარება, მისი მაკრო-და მიკროსტრუქტურა (ბიოლოგია, გენეტიკა, ემბრიოლოგია, ანატომია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ტოპოგრაფიული ანატომია);

 · ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების უზრუნველმყოფელი მექანიზმები (ბიოფიზიკა, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ჰიგიენა);

· დაავადების განვითარების მექანიზმები (პათოლოგიური ანატომია, პათოფიზიოლოგია, მიკრობიოლოგია,იმუნოლოგია);

 · დაავადებათა კლინიკური გამოვლინების, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის პრინციპები (შინაგანი სნეულებანი, ქირურგია, მეანობა და გინეკოლოგია, კანისა და ვენსნეულებანი, ნევროლოგია, პედიატრია, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებანი, თვალის სნეულებანი, ფთიზიატრია, ტოქსიკოლოგია, ინფექციური სნეულებანი, ფსიქიატრია, სტომატოლოგია, სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი, ნარკოლოგია, ანესთეზიოლოგიარეანიმატოლოგია, ეპიდემიოლოგია, რეაბილიტოლოგია, კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია სამკურნალო ტურიზმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი)

 

 

სასწავლო გეგმა სწავლების ორგანიზების თავისებურებების მითითებით

 

·        მედიცინის ფაკულტეტის კურიკულუმი ნაწილობრივ ინტეგრირებულია;

·        შედგება როგორ ცალკეული დისციპლინებისგან, ასევე ინტეგრირებული მოდულებისგან. კერძოდ, კლინიკურ დისციპლინებში (შინაგანი მედიცინა, ქირურგია) სწავლება ინტეგრირებულია.

·        ინტეგრირებული მოდული "შინაგანი მედიცინა 1" მოიცავს კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის და ენდოკრინოლოგიის ნაწილებს, ხოლო "შინაგანი მედიცინა 2" მოიცავს გასტროენტეროლოგიას, ნეფროლოგიას, რევმატოლოგიას, ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიას, პროფესიულ დაავადებებს და ჰემატოლოგიას.

·         შესაბამისად, მოდული "ქირურგია 1" მოიცავს კერძო ქირურგიასა და უროლოგიას, ხოლო "ქირურგია 2" ურგენტულ ქირურგიას, ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიას, ბავშვთა ქირურგიას, ონკოლოგიას და ნეიროქირურგიას.

·        ინტეგრირებული სწავლების დანერგვა მოიცავს ასევე სტუდენტთა შეფასების ახალი მეთოდების შემოღებას (OSCE–Objective structured clinical examination – ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა). შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის მიმართულებასა და კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში სტუდენტთა შეფასება ხდება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდით.

(სასწავლო გეგმა იხ. დანართი 1)

 

 

სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარების უზრუნველყოფის სისტემა

 

·        თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხარისხის განვითარების ერთიანი კონცეფციაა;

·        მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (სისტემა), რომელიც წარმოდგენილია ხარისხის საუნივერსიტეტო ჯგუფით და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებით.

·        ხარისხის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაზე ფაკულტეტის საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულია მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

·        უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულად იზიარებს ხარისხის მართვის/უზრუნველყოფის ციკლურ პარადიგმას - შოვჰარტის ციკლის სახელწოდებით ცნობილს (PDCA):

 

· დაგეგმე (Plan=P),

· განახორციელე (Do=D)

· შეამოწმე (Check=C)

· იმოქმედე (Act=A)

 

ეს მოდელი ყველაზე მეტად შეესაბამება უნივერსიტეტში ხარისხის უწყვეტი განვითარების კონტექსტს: ციკლის ერთი ბრუნის დასრულება მეორეს, ახლის დაწყებას ნიშნავს და ა.შ.

 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ქმედითად თანამშრომლობს უნივერსიტეტის პრაქტიკულად ყველა აკადემიურ, ადმინისტრაციულ, დამხმარე რგოლთან და სტუდენტებთან.

 მის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები საჯაროა და განთავსებულია თსსუ-ის ვებ-გვერდზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რუბრიკაში.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგები და შეფასებები აკადემიურ საბჭოს წარედგინება, შინაარსის და საჭიროების მიხედვით - განთავსდება ვებ-გვერდზე.

 

სასწავლო პროგრამების შეფასება ხდება სასწავლო წელიწადში ერთხელ.

 

შეფასების პროცესში გამოყენებულია შიდა და გარე შეფასების ფორმები.

 

ორივე შემთხვევაში გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები