რომელმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელში კენჭების დაგროვება

 

·     ყურადღება:   წიწიბურა და პომიდორი თირკმლის კენჭების წარმოქმნას იწვევს.

 

·        თირკმლის კენჭების დაახლოებით 60-80% კალციუმის ოქსალატებია. ისინი მყარი და უხსნადია და რთულად იშლება.

 

·        ისეთ საკვებში, როგორიცაა წიწიბურა, პომიდორი, შავი ჩაი, ჭარხალი და სხვა, ოქსალატის მაღალი დონეა, რაც ზრდის თირკმლის კენჭების განვითარების რისკს.

 

X

 

·        ოქსალატები ოქსალის მჟავას კალციუმის შემცველი მარილია.

·        მათი 30% ორგანიზმში საკვების მეშვეობით ხვდება, ხოლო 70% ორგანიზმში C ვიტამინის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება.

·        ოქსალატები მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტია.

·         ეს ნიშნავს, რომ ისინი არ იშლება ან არ გადამუშავდება და შარდში გამოიყოფა.

·         შარდში მოხვედრისას ისინი ურთიერთქმედებენ და უერთდებიან კალციუმს, წარმოქმნიან კომპლექსებს, რომლებიც იწყებენ კრისტალიზაციას და ქმნიან კენჭებს.

 

·        შარდში ოქსალატის მომატებული კონცენტრაცია, ანუ ჰიპეროქსალურია, კენჭების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

x

·        ჰიპეროქსალურიას ორი მიზეზი აქვს:  a)ალიმენტური (საკვებით ჭარბი მიღება) და b)ენტერალური (ოქსალატის ჭარბი შეწოვა ნაწლავებში),

·        ჰიპეროქსალურიის მთავარი შემზღუდველი ფაქტორი კი კალციუმია.

 

·        კალციუმი უკავშირდება ოქსალატებს, ხელს უშლის მათ შეწოვას, რის შემდეგაც კალციუმ-ოქსალატის კომპლექსი გამოიყოფა განავალში.

 

·        ამ მიზეზით, ოქსალურიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია რძის პროდუქტების ადეკვატური მოხმარება, რომელიც კალციუმის ძირითადი წყაროა.[ანუ ჭამეთ რძის პროდუქტებიო]

 

x

საშუალოსტატისტიკური ადამიანი დღეში საკვებთან ერთად 300-დან 1000 მგ-მდე ოქსალატს მოიხმარს. მკურნალობის მთავარი მიზანია ამ დონის შემცირება დღეში 50 მგ-მდე.

 

ოქსალატების შემცველი საკვებია:

·        კაკაო,

·        შოკოლადი,

·        შავი ჩაი,

·        ბადრიჯანი,

·        ჭარხალი,

·        სტაფილო,

·        ოხრახუში,

·        მწვანე წიწაკა,

·        ისპანახი,

·        მჟაუნა,

·        ნიახური,

·        პომიდორი,

·        ლეღვი,

·        ჟოლო,

·        კეშიუ,

·        ნუში,

·        ნიგოზი,

·        თხილი,

·        წიწიბურა.

 

ოქსალატური კენჭების შემთხვევაში, შარდში ოქსალატის დონე უნდა გაიზომოს. თუ მომატებულია, შეზღუდეთ ზემოაღნიშნული საკვების, C ვიტამინის, მარილის და ცხოველური ცილის[ხორცის]მიღება და რაციონში გაზარდეთ რძის პროდუქტების და ბოჭკოების რაოდენობა.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

მიწის რეფორმა [1992-224 წლები]- მიზანი,ხარვეზები,შედეგები