10.5. უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალებები[დროებითი საშუალებები]
სარჩევი:
უფლების დაცვის „დროებითი საშუალება’’
- ტერმინის განმარტება
1. სასკ-ის 29-ე მუხლით განსაზღვრული „უფლების დაცვის“ „საპროცესოსამართლებრივი დროებითი საშუალება’’
სამშენებლო კოდექსის 116-ე
მუხლი
უფლების
დაცვის „დროებითი
საშუალება’’ - ტერმინის განმარტება
·
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით
გარანტირებული „უფლების სასამართლო წესით დაცვა“ გულისხმობს „დარღვეული უფლების’’ აღდგენას, რომელიც მიიღწევა „უფლების
დაცვის ეფექტიანი საშუალების“ გამოყენებით.
·
უფლების დაცვის „დროებითი საშუალებები“ უზრუნველყოფს განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ან იმდაგვარ შეცვლას, რომელიც „საბოლოო გადაწყვეტილებას’’ გახდის აღსრულებადს.
·
სასკ-ი[საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი] გვთავაზობს უფლების დროებითი დაცვის სისტემას, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული
სარჩელის სახეებთან.
·
კერძოდ,თუკი სარჩელის
დასაშვები სახეა სარჩელი „აქტის ბათილად
ცნობის მოთხოვნით“, უფლების „დროებითი დაცვა“ ხორციელდება 1) სასკ-ის
29-ე მუხლის
შესაბამისად,
ხოლო სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლებით
განსაზღვრული სარჩელების შემთხვევაში
გათვალისწინებულია 2)სასკ-ის
31-ე მუხ-ლში
მოცემული უფლების „დროებითი დაცვის“ საშუალება
1.
სასკ-ის 29-ე მუხლით განსაზღვრული „უფლების დაცვის“ „საპროცესოსამართლებრივი დროებითი საშუალება’’
·
სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მიზანია „ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა“.
·
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელი ხდება დამატებითი[დროებითი] ღონისძიების განხორციელება, რათა არ მოხდეს სადავო აქტის აღსრულება, რაც აზრს დაუკარგავს დავას, რამდენადაც სასამართლოს
გადაწყვეტილება არ
იქნება აღსრულებადი.
·
სასკ-ის
29-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი საშუალება იწვევს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას.
·
მისი მიზანია სადავო აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის
შენარჩუნება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი
ხ.
სამშენებლო კოდექსის 116-ე მუხლი
·
სამშენებლო კოდექსის 116-ე მუხლი ითვალისწინებს
ზოგადი წესისგან [ ე.ი. სასკ-ის 29-ე მუხლისგან] განსხვავებულ
მოწესრიგებას, რომლის თანახმადაც, მშენებლობის ნებართვის ან მშენებლობის შეტყობინების საფუძველზე მოპოვებული მშენებლობის განხორციელების უფლების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის) მოქმედება[ავტომატურად] არ ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გამო.
·
ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული
ორგანო უფლებამოსილია, დაინტერესებული
მხარის მოთხოვნით შეაჩეროს აქტის მოქმედება, თუ ა)არსებობს დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული
აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ ბ)ამ აქტის
გადაუდებელი აღსრულება
არსებით ზიანს აყე-
ნებს დაინტერესებულ მხარეს, ან გ)შეუძლებელს გახდის აღნიშნული მხარის
კანონიერი უფლებისა
თუ ინტერესის დაცვას.
ხ
·
„უფლების დაცვის დროებითი საშუალება“
[აქტის მოქმედების შეჩერება] შეიძლება გამოყენებულ იქნეს „ადმინისტრაციული
სარჩელის“ აღძვრამდეც.
ამ შემთხვევაშიც მხარის
მოთხოვნაში უნდა გამოჩნდეს, რომ მისი
„უფლების
დაცვის საშუალებაა’’ სარჩელი „აქტის ბათილად ცნობის
თაობაზე’’ და ის [სარჩელი] იქნებოდა „დასაშვები“.
2.„დროებითი განჩინება’’ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ
·
სასკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, დავის საგანთან
დაკავშირებით მიიღოს
დროებითი განჩინება.
·
დროებითი განჩინების მიღება შესაძლებელია სარჩელის აღძვრამდე.
·
განსხვავებით სასკ-ის 29-ე მუხლისგან, 31-ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის დროებითი საშუალება არ არის უფლების დაცვის ძირითადი საშუალების
ავტომატური შედეგი.
სამართალწარმოება
მხოლოდ განცხადების საფუძველზე ხორციელდება.
·
პროცესუალური თვალსაზრისით, ის წარმოადგენს
დამოუკიდებელ პროცესუალურ მოქმედებას.
·
დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნით
შემოსული სასარჩელო
განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას მოწმდება სადავო საქმეზე დასაშვები „უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალება“ (სარჩელის სახე).
·
დაინტერესებული მხარის უფლება, მოითხოვოს დროებითი განჩინების მიღება, გამომდინარეობს მისი უფლებიდან, აღძრას სარჩელი
„ინდივიდუალური ად- მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის“ ან „ქმედების განხორციელების“ მოთხოვნით.
·
ეს ის
შემთხვევებია, როდესაც სარჩელის შეტანა თავისთავად[ავტომატურად] არ იწვევს მოსარჩელის უფლებების დროებით
დაცვას და აუცილებელი
ხდება დამატებითი
ღონისძიებების განხორციელება პირის სამართლებრივი მდგომარეობის დასაცავად.
·
უფლების დაცვის ეს დროებითი
საშუალება[ „დროებითი განცინება’’] მაშინ არის რელევანტური, როდესაც ა)პირი
ითხოვს მიმდინარე
მშენებლობის მიმართ
სამშენებლო წეს- რიგის
დავის ღონისძიების
განხორციელებას სასკ-ის
23-ე მუხლის
საფუძ- ველზე, ან როდესაც ბ) 24-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს მოქმედების გან- ხორციელებას
ან თავის შეკავებას.
·
მას შემდეგ, რაც გაირკვევა სასარჩელო განცხადების დასაშვებობა, აუცილებელია,
სასკ-ის 31-ე მუხლის ტექსტის თანახმად და
იმ თანამიმდევრობით,
როგორც ეს აქ
არის მოცემული,
გაირკ- ვეს, თუ
რისი მიღწევა
სურს მოსარჩელეს: სურს მას დროებითი განჩინების მიღებით ა)“არსებული მდგომარეობის შენარჩუნება“ (სასკ-ის 31-ე მუხლის I ნაწილის I წინადადება), თუ ბ) „სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგება „(სასკ-ის 31-ე მუხლის I ნაწილის II წინადადება).
ხ
·
მხარის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით არის „დარღვეული ან სადავო სამშენებლოსამართლებრივი უფლების დაცვის საპროცესო საშუალება.“
·
ამ საშუალებით შეუძლია ისარგებლოს პირმა, რომელსაც სურს მისი
საკუთარი “ სუბიექტური უფლების’’ სასამართლოს მეშვეობით დაცვა.
·
დაუშვებელია
სარჩელის შეტანა სხვისი უფლებების დასაცავად.
მოსარჩელეს უნდა შეეძლოს საკუთარი უფლების მითითება, რომელიც დარღვეულია ან ემუქრება ხელყოფა;
ხ
·
სარჩელის აღძვრამდე დავის საგანთან დაკავშირებით დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, განცხადებაში ნათლად
უნდა იყოს წარმოდგენილი ა)ის
საშიშროება, რომ არსებული მდგო- მარეობის შეცვლით
ხელი შეეშლება
განმცხადებლის უფლების
რეალიზა-ციას, ან ბ)აღნიშნული
მნიშვნელოვნად გართულდება.
·
ხოლო როდესაც მოსარჩელის მიზანია „სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგება“, მან
ნათლად უნდა წარმოაჩინოს, რომ ეს მოწესრიგება აუცილებელია „მნიშვნელოვანი ზიანის ან
არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.
ხ
·
სარჩელის აღძვრის უფლების შემოწმებასთან ერთად უნდა შემოწმდეს დროებითი განჩინების მიმართ მოსარჩელის უფლებადამცავი
ინტერესი. განცხადებით მოთხოვნილი დროებითი განჩინება უნდა იყოს მოსარჩელის უფლების დროებითი დაცვის აუცილებელი საშუალება.
·
ასეთ აუცილებლობასთან არა გვაქვს საქმე,
როდესაც ა)მოსარჩელეს
სხვა უფრო იოლი
გზით შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა, ან ბ)როდესაც სარჩელის უშედეგობა თუ მისი განზრახ
არამიზნობრივი გამოყენება აშკარაა.
ხ
·
დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი განცხადების მიღებისა და განხილვის ვადების მიმართ მოქმედებს განსა- კუთრებული წესები: ა)სარჩელის მიღების
შესახებ განჩინების გამოტანის ხუთდღიანი ვადა, რომელიც
გათვალისწინებულია სსსკ-ის 183-ე მუხლით, ასევე ბ) განმწესრიგებელი სხდომის ინსტიტუტი, რომელიც გათვალისწინებუ-
ლია სასკ-ის 26² მუხლით და ემსახურება სარჩელის დასაშვებობის
საკითხის გარკვევას, არ გამოიყენება დროებითი განჩინების დასაშვებობის დადგენის შემთხვევაში.
·
განცხადებას დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ გადაწყვეტს დავის საგანთან დაკავშირებული
სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანის დღესვე, მოპასუხის შეუტყობინებლად.
ამ შემთხვევაში ანალოგიურად გამოიყენება სსსკ-ის
193-ე მუხლი.
ხ
·
დროებითი განჩინების გამოცემასთან დაკავშირებით
შემოსული განცხადების დასაშვებობის შემოწმების შემდეგ, სასამართლო
განცხადების დასაბუთებულობას ზეპირი
მოსმენის გამართვის
გარეშე ამოწმებს.
·
დავის საგანთან დაკავშირებული განცხადება
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნით,
ჩაითვლება დასაბუთებულად, ანუ სასამართლო
დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, როდესაც დადგინდება,
რომ არსებობს რეალური საფრთხე, არსებული მდგომარეობის შეცვლით
ხელი შეეშლება
განმცხადებლის სამშენებლოსამართლებრივი
უფლებების რეალიზაციას, ან აღნიშნული მნიშვნელოვნად
გართულდება.
·
ე.ი. დროებითი განჩინება „არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე“ გამოიცემა, როდესაც
საქმე ეხება არსებული
ფაქტობრივი
ან სამართლებრივი
მდგომარეობის შენარჩუნებას.
·
ხოლო განცხადება დროებითი განჩინების „სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების მიზნით“ გამოცემის მოთხოვნით დასაბუთებულია,
ანუ სასამართლო მიიღებს დრო- ებით განჩინებას, თუ დადგინდება, რომ „ეს
მოწესრიგება აუცილებელია
მნიშვნელოვანი ზიანის ან არსებული საფრთხის
თავიდან ასაცილებლად“.
ხ
·
დაინტერესებული მხარის განცხადების დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმების
შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება „დროებითი განჩინების გამოცემის
შესახებ“, რომელიც უნდა პასუხობდეს განჩინებისათვის სსსკ-ის 285-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ხ
·
დროებითი განჩინების გამოცემის
ან გამოცემაზე
უარის თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც შეაჩერებს ამ განჩინების
აღსრულებას.
ხ
·
თუ სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განჩინება გაუმართლებელი გამოდგება, იმის
გამო რომ დავის საგანთან
დაკავშირებით არ
დაკმაყოფილდება მისი
მოთხოვნა და დადასტურდება,
რომ თავიდანვე არ
ჰქონდა მას ამ მოთხოვნის
სამართლებრივი საფუძველი, მაშინ
მხარე,
რომლის მოთხოვნის საფუძველზეც გამოიცა დროებითი განჩინება, ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს
ის ზარალი, რომელიც მას დროებითი განჩი- ნების გამოცემის შედეგად მიადგა.
·
აქედან
გამომდინარე, ნათელია, განსხვავება უფლების დროებითი დაცვის იმ საშუალებებს შორის,
რომლებიც განსაზღვრულია სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით.
·
დროებითი
განჩინების გამოცემის
მოთხოვნა შეიცავს
გარკვეულ რისკს, რაც არ ახასიათებს სასკ- ის 29-ე მუხლით განსაზღვრულ უფლების დაცვის დროებით საშუალებას სარჩელის სუსპენზიური ეფექტის
სახით.
·
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია დავის საგანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ.
·
ზიანის ანაზღაურების საკითხს წყვეტენ საერთო სასამართლოები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
Комментарии
Отправить комментарий