10.4 სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე

 

სარჩევი:

1.    სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. 1

1.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე’’ სარჩელის მიზანი. 1

2. სარჩელის  დასაშვებობა 2

) „ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა 2

)“პირდაპირი და უშუალო ზიანი 3

)გასაჩივრების ვადები 3

3.სარჩელის დასაბუთებულობა’’ 3

3.1 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარისკანონიერების’’ შემოწმება. 3

3.2 „პირდაპირი და უშუალო ზიანი’’ 4

 

 

1.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე’’ სარჩელის მიზანი

 

·        სასკ-ის 23-ე მუხლის თანახმად, “სასარჩელო მოთხოვნის” მიზანია სასამართლოსადმი მიმართვის გზით “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის” გამოცემა.

·         აღნიშნული სარჩელის სახე ემსახურება ადმინისტრაციულ-სა- მართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის შეცვლას.

·        მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა, საპროცესო საშუალებების გამოყენებით მოახდინოს “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე” მისი სამშენებლოსამართლებრივი უფლების რეალიზება.

·         მოსარჩელის მატერიალურსამართლებრივი უფლების შინაარსი ისაა, რომმშენებლობის ნებართვას”, რომელიც უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით, აქვს  სამართლებრივი საფუძველი.

·        სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის  მოთხოვნით ასევე მნიშვნელოვანია მესამე პირების[მეზობლების]  უფლების დაცვის შემთხვევაში. მშენებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით მეზობელი უფლებამოსილია, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანოს მოსთხოვოს მშენებლობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა. [გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, თუკი სახეზე არ არის ასეთი უფლებამოსილების ნულამდე რედუცირების შემთხვევა.]

·         როდესაც სახეზეა მეზობლის უფლებების ხელყოფა, რაც იწვევს არსებით ზიანს, მართლწესრიგის დამცავი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს წესრიგის დაცვის ღონისძიება.

·        კაზუსის ამოხსნისას, პირველ რიგში, უნდა ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეზა.

·        სამშენებლო დავებში, როდესაც მოსარჩელის მიზანია მშენებლობის უფლების მოპოვება, ჰიპოთეზის ფორმულირების ნიმუშია: მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება იყოს დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელში მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვის გაცემა ან სამშენებლო წესრიგის დაცვის ღონისძიების განხორციელება.’’

·        სავარაუდო სარჩელის სახის შემოწმების კრიტერიუმებია:  ა)განსახორციელებელი მმართველობითი ღონისძიების სამართლებრივი ფორმა და ბ)მოსარჩელის მიზანი.

·         მშენებლობის ნებართვა, ისევე როგორც სამშენებლო წესრიგის ღონისძიება, გამოიცემა ინდივიდუ- ალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით, [რაც არის მოსარჩელის მიზანი].

·        სარჩელი სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე არის შედეგიანი, როდესაც ის შე- ესაბამება სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის კრიტერიუმებს.

 

2. სარჩელის  დასაშვებობა

სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე დასაშვებია, თუკი ის აკმაყოფილებს სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის კრიტერიუმებს.

დასაშვებობის ფარგლებში უნდა შემოწმდეს:

  ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა;

  პირდაპირი და უშუალო ზიანი;

სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები.

 

)ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა

 

·        „ადმიმისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის შემოწმება ხდება იმავე მეთოდით, როგორც ეს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაშვებობის განხილვისას არის მოცემული.

·        ოღონდ ამ შემთხვევაში შემოწმების თავისებურებაა, რომ უნდა შემოწმდეს არა უკვე „განხორციელებული,[როგორც  სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის შემტხვევაშია]    არამედ   ადდმინისტრაციული ორგანოს   მომავალში „განსახორციელებელი მმართველობითი ღონისძიების სამართლებრივი ფორმა;

·        ანუ უნდა დადგინდეს, მშენებლობის ნებართვა ან სამშენებლო წესრიგის დაცვის ღონისძიება, რომლის გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე, არის თუ არა ინდივიდუალური ადმინის- ტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით განსახორციელებელი.

·        თუკი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უარს ამბობს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მოცემულ ტერიტორიაზე დაუშვებელია მოთხოვნილი მშენებლობის განხორციელება და მშენებლობის ნებართვის მაძიებელი თვლის, რომ არ არსებობდა უარის თქმის მოცემუ- ლი საფუძველი, მისი უფლების დაცვის საშუალება იქნებოდა სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი სარჩელი.

·         გამონაკლისს ქმნის ის შემთხვევა, როდესაც დავის ეტაპზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი  კარგავს ინტერესს მშენებლობის განხორციელებაზე.

 რამდენადაც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის კანონიერ ძალაში შესვლისას ის მომავალში იმავე საფუძვლით ვერ მოითხოვს მშენებლო- ბის ნებართვას, მხარეს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელით მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილად ცნობის მოთხოვნით და აღმოფხვრას ის ბარიერი, რომელიც შეზღუდავს მის უფლებას მომავალში.

·        მეორე გამონაკლისს ქმნის შემთხვევა, როდესაც პირს ეჭვი ეპარება, განზრახული სამშენებლო საქმიანობა საჭიროებს თუ არა მშენებლობის ნებართვას.

 დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვალდებულება, რომ განზრახული საქმიანობის განსახორციელებლად მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა, გახადოს დავის საგანი სასკ-ის 25-ე მუხლით დადგენილი აღიარებითი სარჩელის’’ ფარგლებში, ანუ მოითხოვოს მისი უფლების არსებობა არა მშენებლობის ნებართვის, არამედ შეტყობინების საფუძველზე.

 

)პირდაპირი და უშუალო ზიანი

 

·        სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი დასაშვებობის მეორე კრიტერიუმია პირდაპირი და უშუალო ზიანი, რომელიც ადგება მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

·        დასაშვებობის ეტაპზე საკმარისია იმის ვარაუდი, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა იწვევს პირის სუბიექტური უფლების შეზღუდვას. აღნიშნული მოწმდება მოთხოვნის სამ- შენებლოსამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით.

 

)გასაჩივრების ვადები

გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით გამოიყენება სასკ-ით დადგენილი 1-თვიანი ვადა.

 

3.სარჩელის დასაბუთებულობა’’

·        სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაბუთებულობა მოწმდება სასკ-ის 33-ე მუხლის საფუძველზე.

·        სარჩელის დასაბუთებულობა მოწმდება ორი ელემენტის[ნიშნის] გამოყენებით: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის  კანონიერება და  ბ)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უკანონო უარით გამოწვეული  პირდაპირი და უშუალო ზიანი.

 

3.1 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარისკანონიერების’’ შემოწმება

·        სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე კანონიერების შემოწმების ფარგლები ვერ იქნება აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერების შემოწმება, რამდენადაც უარის უკანონობა ჯერ კიდევ არ ასაბუთებს აქტის გამოცემის  სამართლებრივი საფუძვლების არსებობას.

·        აქტის გამოცემაზე „უარის კანონიერების შემოწმების ფარგლებში უნდა შემოწმდეს მოსრჩელეს „მოთხოვნის დასაბუთებულობა, რომელიც უფრო ფართოა და მოიცავს „|უარის უკანონობას.

·        ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მშენებლობის ნებართვის გამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია რა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა, შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები, რამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი.  

[იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება ბს-1031-1002(კ-10).]

 

·         სასამართლოს სასკ-ის 33-ე მუხლის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს მშენებლო- ბის ნებართვა, ან თავისი განჩინებით წესრიგებს სადავო საკითხს.

·         ეს და- მოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის საკითხი მომზადებული გადაწყვეტილების მისაღებად.

·         თუკი საკითხი საჭიროებს შესწავლას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ან საკითხი ეხება შემფასებლის თავისუფალ სფეროში მისაღებ გადაწყვეტილებას, ან აუცილებელი ხდება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა წარმოებაში, სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უბრუნებს საკითხს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით.

·         როდესაც საკითხი არ საჭიროებს დამატებით შესწავლას, ან ეხება ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ არის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შესასწავლი, სასამართლო, პროცესის ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გათვალისწინებით, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

[იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება ბს-1031-1002(-10).]

·        სამშენებლოსამართლებრივი დავა განიხილება იმ საპროცესოსამართ- ლებრივი ნორმის გამოყენებით, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე.

·        მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ქმნის სამშენებლოსამართლებრივი ნორმა, რომლის ცვლილებამ შესაძლებელია, სარჩელი გახადოს დაუსაბუთებელი. მაგ., სამშენებლო დავის განხილვის პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე სამშენებლო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას, დააკმა- ყოფილოს მხარის მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

 

3.2 პირდაპირი და უშუალო ზიანი’’

·        სასკ-ის 33-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაბუთებულობის მეორე ელე- მენტია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უკანონო უარით გამოწვეული პირდაპირი და უშუალო ზიანი.

·        დასაშვებობის ეტაპზე დაშვებული ვარაუდი უფლების სავარაუდო შეზღუდვაზე საჭიროებს შე-მოწმებას და დადგენას, თუ როგორ[რაში] გამოიხატება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარით გამოწვეული ზიანი.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები