10.3.სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე

 

სარჩევი:

1.    სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე’’ 1

ქმედების განხორციელების თაობაზე ‘’ სარჩელის მიზანი. 1

ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელის დასაშვებობა. 2

) „ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა’’ 2

)“პირდაპირი და უშუალო ზიანი’’ 3

)ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელი   ხანდაზმულობის ვადები. 3

2.ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელი  დასაბუთებულობა. 4

) „რალაქტის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის კანონიერების შემოწმება 4

)პირდაპირი და უშუალო ზიანი. 5

 

 

ქმედების განხორციელების თაობაზე ‘’ სარჩელის მიზანი

 

·        “ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელი გულისხმობს ისეთი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნას, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმი- ნისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას.

·        სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღვრულ მავალდებულებელ სარჩელს სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვ- რული სარჩელისაგან განასხვავებს მოსარჩელის მიზანი – მმართველობითი ღონისძიების განხორციელება ადმინისტრაციული რეალაქტის ფორმით.

x

·        კაზუსის ამოხსნისას, პირველ რიგში, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფლების დაცვის საშუალებაა’’ სარჩელი სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე.

·        ვარაუდის შემოწმება ხდება ორი ელემენტის საფუძველზე, ესენია:  ა)“ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ან განსახორციელებელი მმართველობითი ღონისძიების სამართლებრივი ფორმა’’ და ბ) მხარის მიზანი’’.

·        მიუხედავად იმისა, რომ უარი ქმედების განხორციელებაზე არის ინდივიდუალური ად- მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის მიზანი მიიღწევა არა უარის ბათილობით, არამედ ქმედების განხორციელებით.

·        უნდა შემოწმდეს, ქმედების განხორციელების მოთხოვნა ‘’ ხომ არ საჭიროებს სამართლებრივ საფუძველს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთ შემთხვევაში მხარემ უნდა მოითხოვოს აქტის გამოცემა და არა ქმედების განხორციელება.

·        სამშენებლო სამართალში მნიშვნელოვანი ხდება უფლების დაცვა სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე, როდესაც უფლების დაცვა ვერ ხდება სასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე.

·        ასეთი შემთხვევა გვაქვს სახეზე, როდესაც, მაგ., სამშენებლო კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე ქალაქთ-მშენებლობითი ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში ამ ღონისძიებების არეალში მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო აჩერებს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.

·        დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება და ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება;

·        აგრეთვე, სამშენებლო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული, განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულად ჩაითვლება.

·        დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გასცეს წერილობითი თანხმობა მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

·        ამ მოთხოვნის შეუსრუ-ლებლობის შემთხვევაში უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი სა- შუალებაა სასკ-ის 24-ე მუხლი.

·        ასევე უნდა აღინიშნოს ისეთი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო იღებს დადგენილებას კანონმდებ- ლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობ- რივ დემონტაჟის შესახებ.

·        იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ხდის სადა- ვოდ გადაწყვეტილების კანონიერებას, არამედ არ ეთანხმება მისი აღსრუ- ლების სამართლებრივ საშუალებას დემონტაჟს, მისი უფლების დაცვის საპროცესოსამართლებრივი საშუალებაა სასკ-ის 24-ე მუხლი.

·        სარჩელი სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე არის შედეგიანი, როდესაც ის არის დასაშვები და დასაბუთებული.

 

ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელის დასაშვებობა

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის დასაშვებობის საფუძვლები მოცემულია სასკ-ის 24-ე მუხლში.

სარჩელის დასაშვებობის ფარგლებში მოწმდება:

 

  საქმიანობის სამართლებრივი ფორმა;

  პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი;

  სარჩელის ხანდაზმულობის ვადები

 

) „ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა’’

·        სამშენებლოსამართლებრივი ღონისძიება, რომლის განხორციელება ან განხორციელებისაგან თავის შეკავება არის მოსარჩელის დავის საგანი, უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული რეალაქტის სამართლებრივ ბუნებას.

·        რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება, უბრალო მმართველობითი საქმიანობა) არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის’’ წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების’’ დადგომისაკენ.

·        ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან’’  რეალაქტის’’ გამიჯვნის კრიტერიუმია ცნების ელემენტი – მოწესრიგება.

·        მიუხედავად იმისა, რომ რეალაქტი არ ახდენს სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მას საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელებაში.

·        ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახორციელებელი ან განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების სამართლებრივი ფორმა არის ადმინისტრაციული რეალაქტი, რამდენადაც მათ არ აქვთ ცნების ელემენტი მოწესრიგება.

·        ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს შეიძლება ქმნიდეს ა)კონკრეტული კანონი, ბ)ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან გ)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

·        სასკ-ის 24-ე მუხლით დადგენილი სარჩელის გამოყენების სფერო არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული რეალაქტით. მმართველობითი ღონისძიება, რომელიც არ გულისხმობს ადმინის- ტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიძლება იყოს მოთხოვნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელოს ქმედება არ გამოსცეს მშენებლობის ნებართვა,362 თუკი ის დაასაბუთებს, რომ მისი გამოცემის შედეგად დამდგარი შედეგი ვერ აღმოიფხვრება ან უფლების დაცვა არ იქნება სრულყოფილი სასკ-ის 22-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე.

 

)პირდაპირი და უშუალო ზიანი’’

·         “ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელი  დასაშვებობი მეორე კრიტერიუმია პირდაპირი და უშუალო (ინ- დივიდუალური) ზიანი, რომელიც ადგება მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

·         მოსარჩელე შეიძლება იყოს  ა)“ადმინისტრაციული რეალაქტის ადრესატი ან  ბ)“მესამე პირი, რომლის სუბიექტური უფლება იზღუდება ქმედების განხორციელებით.’’

·         მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ რეალაქტს არ აქვს მომწესრიგებელი სამართლებრივი ბუნება, მისი განხორციელება ან განხორციელებისაგან თავის შეკავება შეიძლება იწვევდეს სა- მართლებრივ შედეგს.363


362 სარჩელის სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება 22-ე მუხლს. თუკი მოსარჩელე დაასაბუთებს სასკ-ის 22-ე და 29-ე მუხლების საშუალებით უფ- ლების ეფექტიანად დაცვის შეუძლებლობას, ის უფლებამოსილია, გამოიყენოს 24-ე მუხ- ლი.

363 საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმები ზღუდავს რეალაქტის მიმართ არასათანადო მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნის შესაძლებლობის რეალი- ზაციას. იმავდროულად, სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების სტადიაზეც სასამარ- თლო კვლავ მსჯელობს სადავო რეალაქტის შედეგების გავლენაზე მოსარჩელის უფლებისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ან კანონიერი ინტერესის ხელყოფის ფაქტზე, რომლის არდადასტურების პირობებში გამოირიცხება რეალაქტის განხორცი- ელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობა (იხ. საქმე ბს-52-51 (კ-14)).

)ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელი   ხანდაზმულობის ვადები

·        ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელის წარდგენა არ არის დაკავ- შირებული კონკრეტულ ვადებთან.

·        მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელებაზე უარის შემთხვევაში სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს უარის ოფიცი- ალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

·        სასკ-ის 24-ე მუხლით წარდგენილი სარჩელი ქმედების განხორციელების მოთხოვნით ასევე მოიცავს უარის ბათილად ცნობის მოთხოვნას, რაც მოსარჩელეს აიძულებს, დაიცვას გასაჩივ- რების ერთთვიანი ვადა.

·        ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელი

 

ქმედების განხორციელების თაობაზე’’ სარჩელი  დასაბუთებულობა

სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმება ხდება სასკ-ის 331 მუხლის საფუძველზე.

 

სარჩელის დასაბუთებუ- ლობის ფარგლებში მოწმდება:

 

ა) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უარის კანონიერება

და

ბ) პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანი, რომელიც  უარით ადგება    სარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

) „რალაქტის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის კანონიერების შემოწმება

·        ადმინისტრაციული რეალაქტის კანონიერების შემოწმება ხდება ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმების შემოწმების საფუძველზე.

·        ფორმალური კანონიერების ძირითადი ელემენტია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება განახორციელოს მმართველობითი ღონისძიება რეალაქტის ფორმით.

·        ადმინისტრაციული რეალაქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია მისი განხორციელების სამშენებლოსამართლებრივი საფუძვლების დადგენა.

·        ადმინისტრაციული რეალაქტის  განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს  ა)კანონი, ბ)კანონქვემდებარე აქტი, გ)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, დ)ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ე)ადმინისტრა- ციული ორგანოს დაპირება ან ვ)ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი უფ- ლებამოსილება.

·        მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების კრიტერიუმები მოცემულია სასკ-ის 331 მუხლში, რომლის თანახმადაც, სარჩელი დასაბუთებულია, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ადმი- ნისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა, ანუ არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

)პირდაპირი და უშუალო ზიანი

 

·        ადმინისტრაციული რეალაქტის განხორციელები ან განხორციელებისაგან თავის შეკავების უკანონობის შემოწმების შემდეგ უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა ეს მოსარჩელის უფლების შეზღუდვას.

·        დასაშვებობის ეტაპზე გაკეთებული ვარაუდი უფლების დარღვევაზე საჭიროებს დასაბუთებულობის ფარგლებში დაზუსტებას.

·         ამ ეტაპზე კონკრეტულად უნდა განისაზღვროს უფლების შეზღუდვის მოცულობა, რამდენადაც ეს გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ მმართველობითი ღონისძიების უკანონობის შინაარსი და დავის განხილვის შედეგი.

·        სასკ-ის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გადაწყვეტილებაში მოცემული სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით განახორციელოს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები