10.2.სარჩელი მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის თაობაზე
სარჩევი:
2.სარჩელი მშენებლობის ნებართვის ბათილად
ცნობის თაობაზე
„მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის
თაობაზე“ სარჩელის მიზანი
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის „დასაშვებობა’’
1.„დასაშვებობის’’ 1-ლი კრიტერიუმი .„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი
ფორმა“
3.სარჩელის „დასაშვებობის’’ მე3 კრიტერიუმი
„გასაჩივრების ვადები“
ადმინისტრაციული სარჩელის საგანი[ზოგადად და სამშენებლო ურთიერთობებში კერძოდ ]
სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის სარჩელის „დასაბუთებულობა“
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილის „უკანონობა’’
„მეზობლის უფლების დამცავი“ სამართლებრივი ნორმების შესახებ
ბ)
„პირდაპირი და უშუალო ზიანი“
„მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის თაობაზე“ სარჩელის მიზანი
·
სამშენებლოსამართლებრივ
ურთიერთობაში სასკ-ის
22-ე მუხლის საფუძ- ველზე „უფლების დაცვა’’ გულისხმობს სასამართლოსადმი მიმარ- თვის
გზით როგორც ა)
“ შემზღუდველი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის’’ ე.ი.
“სამშენებლო ნებართვის’’ გაუქმებას’’ და მის გამოცემამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, ისე ბ) „აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის’’ – ე.ი. „მშენებლობის ნებართვის’’ გამოცემით შექმნილი “სამართლებრივი
მდგომარეობის” შენარჩუნებას.
ხ
·
მოსარჩელის [ანუ
ა)„მშენებლობის
ნებართვის ადრესატის“[ მშენებლის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ] „მატერიალურსამართლებრივი უფლების“ შინაარსი ისაა, რომ მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული
ორგანოს
გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება
მის „სამშენებლო სამართლის ნორმით მინიჭებულ უფლებას’’,
·
ხოლო მესამე პირის[მეზობლის] შემთხვევაში[ანუ როცა მოსარჩელე „შეტყობინების ავტორია’’[მეზობელია] – მშენებლობის ნებართვა, რომელიც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით, ეწინააღმდეგება სამშენებლოსა-მართლებრივ ურთიერთობაში მესამე პირების[მეზობლის ან მეზობლების] უფლების დამცავი
მატერი- ალურსამართლებრივი ნორმის
მოთხოვნებს.
·
„მშენებლობის ნებართვის“, ისევე როგორც „მშენებლობის აკრძალვის“ ა) სამარ-
თლებრივი ფორმა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ბ) მოსარჩელის მიზანი – აღმოფხვრას „მშენებლობის
აკრძალვით“ (მშენებლობის ნებართვის
ადრესატის შემთხვევაში) ან „ნებართვის გამოცემით“ („მეზობლის“ შემთხვევაში) დამდგარი სამართლებრივი შედეგი, განსაზღვრავს
სარჩელის სახეს[შინაარსს].
ამრიგად
დაიმახსოვრე:
·
კაზუსის ამოხსნისას, პირველ რიგში, უნდა ჩამოვაყალიბოთ თეზისი –
[პირველი
წინადადება]
„კაზუსში
მოცემული სარჩელის
სახეა სზაკ-ის 22-ე
მუხლით დადგენილი
„ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობის თაობაზე“
სარჩელი“ .
[მე-2 წინადადება ]:
სამშენებლო
დავაში, სადაც
მოსარჩელის მიზანია მის
მეზობლად მიმდინარე მშენებლობის აკრძალვა, ჰიპოთეზის ფორმულირების ნიმუშია:
„მოსარჩელის[ ამ შემთხვევაში იგულისხმება „მეზობელი’’] მოთხოვნა შეიძლება იყოს „მშენებლობის ნებართვის“ ბათილად ცნობა და მშენებ- ლობის ნებართვის გამოცემამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენა“,
ხოლო სამშენებლო დავაში, სადაც მოსარჩელის მიზანიააღმოფხვრას „მშენებლობის
აკრძალვით“ დამდგარი სამართლებრივი შედეგი, :
„მოარჩელის [ამ შემთხვევაში იგულისხმება „მშენებლობის ნებართვის ადრესატი“]მოთხოვნა შეიძლება იყოს – „მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტი-ლების[„მშენებლობის
აკრძალვის’’] ბათილად ცნობა და
მშენებლობის ნებართვის გამოცემით დამდგარი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა“.
[მე-3 წინადადება]:
სარჩელი სასკ-ის
22-ე მუხლის
საფუძველზე მხოლოდ მაშინ იქნება „შედეგიანი“, როდესაც ის შეესაბამება სარჩელის „დასაშვებობისა“ და „დასაბუთებულობის“ კრიტერიუმებს.
„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“
ბათილად ცნობის
თაობაზე სარჩელის „დასაშვებობა’’
სარჩელი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ ბათილად ცნობის [[„მშენებლობის ნებართვის’’ ბათილად ცნობის ან „მშენებლობის აკრძალვის’’ ბათილად ცნობის] თაობაზე „დასაშვებია“, თუკი ის აკმაყოფილებს სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის
კრიტერიუმებს.
სარჩელის
„დასაშვებობის“ ფარგლებში უნდა შემოწმდეს:
1.
„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა“;
2. „პირდაპირი და უშუალო ზიანი“;
3. „სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები“.
1.„დასაშვებობის’’ 1-ლი კრიტერიუმი .„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა“
·
სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული
სარჩელის
სახე არის „დასაშვები’’, რო დესაც ის მიმართულია „მოსარჩელის უფლების
შემზღუდველი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’
გაუქმებისაკენ.
·
სარჩელის მოთხოვნის საგანი [!] უნდა იყოს „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ ან „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ ბათილად ცნობა.
·
ასეთი სარჩელის „დასაშვებობის“ წინაპირობაა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „ფაქტობრივი არსებობა“. მხოლოდ მხარის მტკიცება მის არსებობაზე არ არის საკმარისი.
ხ
·
„ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ ფორმას“ განსაზღვრავს მოსარჩელის მატერიალურსამართლებრივი ინტერესი ( ანუ მოსარჩელეს „მოთხოვნის“ მატერიალურსა-
მართლებრივი საფუძველი).
ხ
·
კანონმდებელი უშვებს ისეთი შემთხვევის „გასაჩივრების
უფლებაში მოქცევას, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი, მაგრამ ეს უმოქმედობა მიიჩნევა როგორც
ადმინისტრაციული ორგანოს პოზიტიურ (თანხმობა) ან ნეგატიურ (უარი) გადაწყვეტილებად.
ანუ როდესაც მშენებლობის ნებართვის გამოცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო კანონით დადგენილ ვადებში
არ გამოსცემს
ადმინისტრაციულ-სა-მართლებრივ აქტს, მხარის უფლების დაცვის
ინტერესიდან გამომდინარე, კანონმდებელი
იყენებს ფიქციას და „უმოქმედობას“ ანიჭებს „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ მნიშვნელობას.
ასეთ შემთხვევაში პრობლემური ხდება მესამე პირის
(მეზობლის) უფლების
დაცვა – რამდენადაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული „ადმინისტრაციული წარმოების“ ფარგლებში, შესაბამისად, მესამე
პირს[მეზობელს] არ
ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეყენებინა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის უფლების დამცავი ნორმები (წარმოებაში მონაწილეობის უფლება, მოსაზრებების გამოთქმისა და მტკიცებულებების წარდგენის
უფლება და ა.შ.).
2.„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“
ბათილად ცნობის
თაობაზე სარჩელის „დასაშვებობის’’ მე-2 კრიტერიუმი
„პირდაპირი და უშუალო ზიანი“
·
სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის მეორე კრიტერიუმია მოსარჩელის უფლებების სავარაუდო შეზღუდვა.
·
სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი
ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ)
ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ „უფლებას’’ ან „ინტერესს“, ან უკანონოდ ზღუდავს მის „უფლებას“.
აღნიშნული
დათქმა გამომდინარეობს „სუბიექტური უფლების დაცვის პრინ-
ციპიდან’’ და გამორიცხავს „პოპულარულ’’[სახალხო] სარჩელს.
ხ
·
როდესაც მოსარჩელე არის „მშენებლობის ნებართვის“ ადრესატი, მარტივია უფლების შეზღუდვის შესაძლებლობის
ვარაუდი.
·
პრობლემურია უფლების შეზღუდვის დადგენა, როდესაც მოსარჩელე არის არა მშენებლობის ნებართვის ადრესატი,
არამედ „მესამე პირი“.
·
„უფლების შესაძლო დარღვევისათვის“ აუცილებელია, რომ მატერი- ალურსამართლებრივ ნორმას, რომელიც ხდება მოთხოვნის საფუძველი, ჰქონდეს
„მესამე პირის’’ უფლების
დაცვის ეფექტი.
„მეზობლის“ სუბიექტური უფლება შეიძლება გამომდინარეობდეს:
ა) მეზობლის უფლებების დამცავი შინაარსის
მქონე მატერიალურსამართლებრივი ნორმიდან, ან ბ)“ადმინისტრაციულ წარმოებაში’’ მეზობლის უფლებების
განმსაზღვრელი პროცესუალური ნორმიდან.
3.სარჩელის „დასაშვებობის’’
მე3 კრიტერიუმი
„გასაჩივრების
ვადები“
·
სარჩელის „დასაშვებობის“ კიდევ ერთი კრიტერიუმია კანონით
დადგენილი გასაჩივრების ვადების
დაცვა.
·
„გასაჩივრების უფლების’’ ვადებით შეზღუდვა გამომდინარეობს „სამართლებრივი
სტაბილურობის“ ინტერესებიდან.
·
„მშენებლობის ნებართვის“, როგორც აღმჭურველი აქტის, ადრესატს უნდა ჰქონდეს
კანონიერი ნდობა, რომ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ საფუძველზე განხორციელებული მშენებლობა („იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება“) არ დაექვემდებარება გადახედვას.
·
ხოლო „ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ გამოცემული „შემზღუდველი აქტის’’ ადრესატს[ანუ მას ვისაც უჩერებენ ნ უკრძალავენ
მშენებლობას] უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის
მიმართ გამოცემული
მავალდებულებელი (შემზღუდველი) აქტი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ იძენს
შესასრულებლად სავალდებულო ძალას, მიუხედავად
შემდგომში მისი უკანონობის
საფუძვლების გამოვლენისა.
საყურადღებოა საქართველოს
უზენაესი სასამართლოს განმარტება,
რომლის თანახმადაც, „აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშ- ვნელობა ისაა, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასა- ჩივრების ვადის ათვლა არ ხდება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი
გახდა არაოფიციალური წყაროდან. „საჩივრის უფლება“ წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების დარღვევით, რომელიც მხო- ლოდ ძალაში
შესული აქტით არის შესაძლებელი. აქტი უნდა შეიცავდეს მი- თითებას მისი გასაჩივრების
წესის შესახებ. შეუძლებელია, პირს მოეთხო- ვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება, რა
გახდა უარის თქმის საფუძველი
და, შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის სა-
ჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით
შეძლებს თა- ვისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. ადმინისტრაციული საჩივრის უფლების მნიშვნელობა ისაა, რომ ის სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს, რაც განაპირობებს სა- ჩივრის უფლების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას.’’ [იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებანი, 2016,]
·
უზენაესი სასამართლოს ამ განმარტებაში პრობლემურია ორი საკითხი:
·
პირველი, ყოველთვის არ არის აუცილებელი, მხარე ადასტურებდეს აქტის შინაარსის გაცნობას, რათა ის ჩაითვალოს ოფიციალურ გაცნობად. საკმარისია
აქტის შინაარსის გაცნობის
შესაძლებლობის არსებობა (მაგ., მის საფოსტო ყუთში მოხვედრა, საჯარო გაცნობა), რომ აქტის
გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს;
·
მეორე პრობლემა უკავშირდება შემთხვევას, როდესაც
მხარისთვის, ფაქტობრივად,
ცნობილი ხდება აქტის
შინაარსი და ბოროტად
იყენებს მის უფლებას,
გაასაჩივროს აქტი. მაგალითად, როდესაც მეზობელი მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემულ აქტს გამოითხოვს ერთი წლის შემდეგ და ასაჩივრებს მას, შესაძლებელია, უარი
ეთქვას უფლების დაცვაზე სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით, რამდენადაც ის
არის არაკეთილსინდისიერი მოსარჩელე; მისთვის ცნობილი იყო ამ მშენებლობის შესახებ და გაშვებული აქვს ყველა გონივრული ვადა უფლების
დასაცავად.
ხ
ადმინისტრაციული სარჩელის
საგანი[ზოგადად და სამშენებლო ურთიერთობებში
კერძოდ ]
·
„ადმინისტრაციული სარჩელის“ საგანია ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი იმ შინაარსით, რომელიც ასახულია ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.
[ეს დაიმახსოვრე]
·
ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოშისარჩელის წარდგენისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ადმინისტრაციულლ
საჩივარზე მიღებული
გადაწყვეტილების შინაარსსა და დასაბუთებას.
·
ადმინისტრაციული
ორგანოს „პირველადი“ გადაწყვეტილება’’ შესაძლებელია იყოს
უკანონო, მაგრამ, თუკი „ადმინისტრაციულ
საჩივარზე მიღებული
გადაწყვეტილებით“ აღმოიფხვრა ეს უკანონო-ბა, ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენა სასამართლოში არ იქნება შედეგიანი.
ხ
·
ადმინისტრაციული ორგანოს „პირველადი“ გადაწყვეტილება მაშინ
ხდება ადმინისტრაციული სარჩელის
საგანი
[!], როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული
გადაწყვეტილება არის უკანონო და ის სასამართლოს მიერ ბათილად იქნება ცნობილი.
·
ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იწვევს „პირველადი“ გადაწყვეტილების „გაცოცხლებას“. ხოლო როდესაც ეს „პირველადი’’
გადაწყვეტილებაც არის უკანონო, აუცილებე-ლი ხდება ამ „პირველადი
გადაწყვეტილების“ ბათილად ცნობა.
ხ
·
მხოლოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება მაშინ ხდება ადმინისტრაციული სარჩელის საგანი, როდესაც ის იწვევს მოსარჩელის უფლების ხელყოფას.
·
სამშენებლოსამარტლებრივ
ურთიერთობებში ეს ის შემთხვევაა,
როდესაც „მშენებლობის
ნებართვა“ უქმდება მეზობლის
ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე განხორციელებული “ადმინისტრაციული წარმოების“ ფარგლებში.
·
„მშენებლობის ნებართვის“ მომპოვებელი პირი ასაჩივრებს არა პირველად, არამედ ადმინისტრაციულ
საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ხ
·
„ადმინისტრაციულ საჩივარზე“ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლად
გასაჩივრება სასამართლოში ასევე ხდება მაშინ, როდესაც ა)ის აუარესებს მოსარჩელის[მეზობლის] სამართლებრივ მდგომარეობას, ან ბ)“დამატებით’’ იწვევს წარმოების წესების დარღვევებს.
სასკ-ის
22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის სარჩელის
„დასაბუთებულობა“
·
სასკ-ის
22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის „დასაბუთებულობა“ მოწმ- დება სასკ-ის
32-ე მუხლის [!!] საფუძველზე.
·
სასკ-ის 32-ე მუხლის თანახმად სარჩელი
დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი ან მისი
ნაწილი:
a)“უკანონოა“
და
b) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი ან მისი
ნაწილი „პირდაპირ და უშუალო ზიანს’’ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას
ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას“.
ხხხხ
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილის „უკანონობა’’
·
“ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობის” თაობაზე სარ- ჩელის „დასაბუთებულობის’’ ცენტრალური ელემენტია აქტის ან მისი
ნაწილის „უკანონობა’’.
·
სამშენებლოსამართლებრივი
შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა მოწმდება ა)ფორმალური კანონიერების
და ბ)მატერიალური კანონიერების კრიტერიუმების გათვალისწინებით.
·
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების კრი-
ტერიუმები: a)აქტის გამოცემის უფლებამოსილება, b) ადმინისტრაციული წარ- მოების სათანადო სახე, c) აქტის ფორმა, e) დასაბუთება, v) მითითება გასაჩივრე- ბის უფლებაზე
იდენტურია ადმინისტრაციული საჩივრის [!] ფარგლებში ფორ- მალური კანონიერების შემოწმების კრიტერიუმების შინაარსთან.[იხ. შესაბამისი ფაილი ]
·
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური
კანონიერების ფარგლებში
მოწმდება მისი შესაბამისობა უფლებამოსილების სამშენებლოსამართლებრივ საფუძველთან.
ხ
ყურადღება:
·
სამშენებლოსამართლებრივი კაზუსის ამოხსნის დროს „დასაბუთების’’ შე- მოწმების დასაწყისშივე უნდა განვსაზღვროთ სამართლებრივი
საფუძველი.
·
ანუ სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმება
გულისხმობს „მმართველობითი ღონისძიების“ „სამართლებრივი საფუძვლების“ შემოწმებას.
·
მისი კანონიერების შემოწმება არის მატერიალური
კანონიერების თ შემოწმება .
·
„სამშენებლოსამართლებრივი ღონისძიება“ არ შეიძლება იყოს კანონიერი, თუკი
მისი სამართლებრივი საფუძველი არის უკანონო.
ხ
·
როდესაც კანონი, რომელიც არის მმართველობითი
ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, არ არის
არაკონსტიტუციური, მოწმდება მისი შეფარდების პროცესში დაშვებული შეცდომის
შესაძლებლობა.
·
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნორმის შეფარდების პროცესში რამდენად
არის გათვალისწინებული
კანონმდებლის ნება, ამისთვის შემოწმების საფუძველი შეიძლება გახდეს როგორც „სამშენებლო დაგეგმვის“, ისე „სამშენებლო წესრიგის“ სამართლის ნორმები.[იხ. სსასსკ]
ხ
·
„სამშენებლოსამართლებრივ
ურთიერთობაში“ მნიშვნელოვანი
როლი უჭი- რავს სამეზობლო დავებს, რომლებიც როგორც საჯარო, ისე კერძო სამარ-
თლის მოწესრიგების სფეროა.
·
საჯაროსამართლებრივი სამეზობლო დავა წესრიგდება საჯარო სამართლის
ნორმების საფუძველზე და ის არ
გამორიცხავს და არ ცვლის კერძოსამართლებრივ
სამეზობლო დავებს.
·
მეზობლის დავის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი
შეიძლება გახდეს როგორც მეზობლის უფლების
დამცავი ნორმა, ისე ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი, რომლის დაუცველობაც გავლენას ახდენს მეზობლის სამართლებრივ
მდგომარეობაზე.
·
მეზობელს აქვს მოთხოვნის უფლება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ „მშენებლობის ნებართვის“ გაცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრა-ციული წარმოების ფარგლებში გათვალისწინებულ
იქნეს მეზობლის უფლე ბის დამცავი ნორმები, რაც მოიცავს როგორც ა) მეზობლის
წარმოებასამარ- თლებრივ
უფლებებს (მათ შორის, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწი- ლეობის უფლებას), ისე ბ) ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში
უშეცდომო გადაწყვეტილების
მიღებას.
·
აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა იწვევს მეზობლის სუბიექტური საჯა- როსამართლებრივი უფლების დარღვევას, რაც
წარმოშობს მის
უფლებას, მოითხოვოს მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა.
„მეზობლის
უფლების
დამცავი“ სამართლებრივი
ნორმების შესახებ
· სამშენებლო სამართლის ძირითადი მიზანი მეზობლების ინტერესებს შორის ბალანსის დაცვაა,
· მაგრამ სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ყველა საჯაროსამართლებრივი
ნორმა არ იცავს მეზობლის უფლებებს.
·
სამშენებლო სამართლის ნორმების დიდი ნაწილი ემსახურება საჯარო და არა კერძო ინტერესების
დაცვას.
·
ნორმის მოწესრიგების მიზნის დადგენა, ანუ ნორმა
ადგენს თუ არა
კერძო ინტერესების
გათვალისწინების ვალდებულებას, უნდა მოხდეს ნორმის შინაარსზე დაყრდნობით.
·
თუკი ეს ვერ დგინდება სამართლის ნორმის ტექსტიდან,
უნდა მოხდეს ნორმის განმარტება (ინტერპრეტაცია).
ხ
·
თუკი სამართლებრივ ნორმაში მოცემულია ზოგად-აბსტრაქტული
დათქმა მეზობლის
ინტერესების დაცვაზე – ეს არის მეზობლის ინტერესების გათვალისწინების პრინციპის საკანონმდებლო დაკონკრეტება.
·
ასეთ შემთხვევაში ცალკეული გადაწყვეტილებების
მიღებისას არ ხდება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების შემოწმება, რამდენადაც
კანონმდებელმა უკვე გაითვალისწინა ეს ინტერესი.
·
მეზობლის დავის საგანი შეიძლება
გახდეს მშენებლობის ნებარ-თვის გაცემის დროს „ასეთი სახის“ ნორმების დაუცველობა.
ხ
·
იმ შემთხვევაში, როდესაც
სამართლის ნორმა უშუალოდ არ არის მეზობლის ინტერესების დაცვისკენ მიმართული, თუმცა ემსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერესთა დაბალანსებას, კანონმდებელი ასეთი ნორმის შექმნით ადმინისტრაციულ
ორგანოს უდგენს ვალდებულებას, ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში შეამოწმოს
მეზობლის უფლების
შესაძლო დარღვევის
შემთხვევა.
·
ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსაზღვრული მესამე პირების დაცვის ობიექტური საფუძვლები მაშინ იძენს
„მოსარჩელის
სუბიექტური
საჯაროსამართლებრივი უფლების
დაცვის საფუძვლის
ხასიათს’’, თუკი არსებობს დაცვის ღირსი სამართლებრივი მდგომარეობის ხელყოფა. ეს ის
შემთხვევაა, როდესაც ხდება უფლების ისეთი ხელყოფა, რაც არსებითია და სცდება მისი ადრესატის თმენის ვალდებულებას.
·
თავის მხრივ, იმისდადგენა, უფლება არის თუ არა დაცვის ღირსი, ან როგორია უფლებაში ჩარევის ინტენსიურობა და არსებობს
თუ არა თმენის ვალდებულება – ეს მოწმდება
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
ინტერესთა შეპირისპირების საფუძველზე.
·
„თმენის ვალდებულების“ ფარგლები განისაზღვრება ნორმაში მოცემული კრიტერიუმების
და ნორმით დაცული სამართლებრივი სიკეთის
გათვალისწინებით.
·
„სამშენებლო
წესრიგის სამართალში’’ მეზობლის
უფლებების დაცვას ემსახურება, მაგ., „სამეზობლო
მიჯნის დამდგენი ნორმები’’, ასევე „სახანძრო
უსაფრთხოების მომწესრიგებელი ნორმები’’.
·
„დაგეგმვის სამართალში“მეზობლის უფლებების დაცვას ემსახურება, „სამშენებლო
ტერიტორიის სტატუსის
განმსაზღვრელი ნორმა“.
·
აღ- ნიშნულის საპირისპიროდ, „მშენებლობის კოეფიციენტის დამდგენ ნორმას“ არ აქვს „მეზობლის უფლებების“ დაცვის მიზანი.
·
სამშენებლო კანონმდებლობის
ნორმების დიდი ნაწილი არ არის მიმარ- თული მესამე პირების
უფლებების დაცვაზე, არამედ
აწესრიგებს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, მის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთების ინტერესების გათვალისწინების
გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის ნორმების დაცვა იწვევს მე- ზობლისათვის ხელსაყრელ სამართლებრივ შედეგებს, მათი დარღვევა არ წარმოშობს მეზობლის უფლებას, იდავოს ამ ნორმების დარღვევიდან გამომდინარე.
ბ) „პირდაპირი
და უშუალო ზიანი“
·
მშენებლობის უკანონობა ყოველთვის არ იწვევს მოსარჩელის მიმართ პირ-
დაპირ და უშუალო ზიანს.
·
ასევე, ზოგადად შეუძლებელია იმის თქმა, რომ „მეზობლის უფლებების დამდგენი ნორმის დარღვევა ყოველთვის იწვევს
ფაქტობრივ უარყოფით შედეგს (ზიანს).’’
·
მეზობლის უფლების
დამცავი ზოგადი ნორმის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს,
ნორმით განსაზღვრული ქმედების
შემადგენლობა ემსახურება თუ არა „კონკრეტული ზიანის თავიდან აცილებას.“
·
მეზობლის უფლების დამცავი ობიექტური კრიტერიუმების
დამდგენი ნორმის შემთხვევაში
აუცილებელია „ფაქტობრივი ზიანის“ არსებობა, [რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს ქცევის წესების დამდგენი ნორმა იმ შემთხვევაში ხდება სუბიექტური
საჯაროსამართლებრივი უფლების დაცვის საფუძველი, თუკი სახეზეა მეზობლის ინტერესების გაუმართლებელი [!]უგულებელყოფა (ხელყოფა).
Комментарии
Отправить комментарий