"კაცია ადამიანი ?!'' - კითხვები

 

სარჩევი:

„მწერლობის დანიშნულება“  [ილიას შეხედულება იხ. „კაცია ადამიანის ?!’’ შესავალი ნაწილი] 1

თაქარიძის  სახლ-კარი ანუ საცხოვრებელი გარემო [ 1-ლი თავი] 1

თათქარიძეთა’’ [ქართველ თავადთა  ]  შეხედულება „ადამიანზე’’  [თავი მე-2] 2

ყმების მოხმარება (მართვა) ანუ თათქარიძეთა’’  მენეჯერული თვისებები[„ბიჭების დაწიოკება’’] 2

თათქრიძეთა’’   ა)ჭკუის ვარჯიში  და  ბ)შეხედულება სწავლა-განათლებაზე. 8

თათქარიძეთა’’  სხვადასხვა უზნეობანი და ნაკლი[მე-4 თავი] 12

თათქარიძეთა’’ ყმების(დაბალი ფენის)  საძაგელი სახე. 12

„თათქარიძეთა’’ მლიქვნელი  ყმები და მათი მოტრაბახე ბატონები. 13

როცათათქარიძე’’ პირადი კეთილდღეობის საფრთხეს გრძნობს. 13

ქართული ელიტის შეზღუდული გონება და  გაუნათლებლობა. 13

ქართველი ბატონების აზრი ყმების გონებრივ შესაძლებლობებზე. 13

თათქარიძეების’’  წესია პირადი ინტერესების საქვეყნოზე მაღლა დაყენება. 13

რითია გამორჩეული მოთხრობის მე-4 თავი. 14

თათქარიძეთა’’ პაექრობა -დებატები და არგუმენტები[მე-5 თავი] 14

„თათქარიძე’’   „ამაო კაცია’’ 14

თათქრიძეთა’’ „კმაყოფილება’’ დაბედნიერება’’- მომაკვდინებელი სენია. 14

ლუარსაბის სიზმარი [კოშმარი]  [მე-10 თავი] 16

გონებრივი შეზღუდულობა და სულიერი სიღატაკე [მე-11 თავი] 16

ახალგაზრდა[გამოუცდელი]  ყმა  და  გამოცდილი  ცბიერი ყმები[მე-12 თავი] 16

თათქარიძის მე-3 პორტრეტი-დასასრული[მე-14 თავი] 16

„ფუჭად ჩავლილი“  ცხოვრება. 17

ადამიანის აღქმა ყოველთვის სუბიექტურია. 17

როდის  ემსახურება მანკიერების მხილება სიკეთეს ?. 17

გულმოკლე პატროტი’’  და ჭეშმარიტი მოყვარე -განსხვავება. 17

 

 

 

„მწერლობის დანიშნულება“  [ილიას შეხედულება იხ. „კაცია ადამიანის ?!’’ შესავალი ნაწილი]

 

1.      მწერლის აზრით შესაძლებელია,ვინმემ ლუარსაბზე დაწერილი თავის თავზე მიიღოს,როგორც ჩანს,ლუარსაბის მსგავსნი ბევრნი ყოფილან.რა უწოდა მწერალმა ამ გავრცელებულ სამწუხარო სენს ?

 

პასუხი: „თათქარიძეობას“,ხოლო მათ ვინც ამ სენს მალავს „გულმოკლე პატრიოტებს’’ უწოდებს

 

2.      ავტორის აზრით,ვინ არის „შეუცდომელი და ყოველთვის მართალი ‘’ ?[იხ. „შესავალი ნაწილი’’]

 

პასუხი: „ხალხის გენია’’

 

3.      გაიხსენეთ ილიას „ჩემო კალამო’’ ,მოთხრობის „შესავალი ნაწილის“ რომელი ადგილი ეხმიანება ამ ლექსის ბოლო სტროფს ?

 

 

„ჩემო კალამოს’’ ბოლო სტროფი:

 

ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს

   ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

 

  „კაცია ადმიანის ?!’’   შესავალი ნაწილიდან ამონარიდი:

„ვინც ლუარსაბის სახეში თავისთავს იცნობს ,ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავისთავზედ მიიღებს,ის რასაკვირველია,ლაფის სროლას დაიწყებს და „გიჟიას’’ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა’’

ასევე:

„ზოგი გულისტკივილს იმით იჩენს,რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს,და ზოგი კი იმითი,რომ ცუდს უწუნებს.ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო ჭეშმარიტი გულისტკივილი სიყვარული აქვს-ესთვითონ მკითხველმა გამოიცნოს’’

 

ასევე:

  „კაცია ადმიანის ?!’’   ბოლო,მე-14 თავიდან   ამონარიდი:

იცინე და თანაც გაჯავრდი ამ მოთხრობის დამწერზედ და მამიგონე ჭორიშენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარსრომ მე ვითომც ქართველობას ვღალატობ, რადგანაც იმის სასაცილო ამბავს გიამბობ და არა ვმალავ ზოგიერთ გულ-მოკლე პატრიოტივით. ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირშიროგორც მოყვარეგეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან. გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს, შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქნას, რომ ეგ აგრე იყოს.’’

    თაქარიძის  სახლ-კარი ანუ საცხოვრებელი გარემო [ 1-ლი თავი]

 

4.      ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარის აღწერისას ბევრი რამ შეულამაზებლად არის ნაჩვენები :სასიმინდე უბადრუკია და მგლოვიარე.ჩალური-დაღრეჯილი,ღობე-გადაქცეული,ჭიის კარები-საცოდავად დაღრეჯილი,საბძელი-სასაცილოდ ჩაფიქრებული,ეზო-უწმინდური,ბუხარი-მწუხარე და დაღეჯილი და ა.შ.  მიუხედავად ამისა,დასაწყისში ვკითხულობთ „კარგი რამ იყო თავად ლუარსაბ-თათქარიძის სახლ-კარი’’.

როგორ მნიშვნელობას იძენს ამ წინადადებაში სიტყვა „კარგი ‘’?

 

5.      მოძებნეთ სხვა ადგილები,სადაც დაცინვის მიზნით სიტყვები მათი საპირისპირო მნიშვნელობითაა გამოყენებული.

 

6.      შესადარებლად მოხმობილია მერცხლის ბუდე,ნეკრესის ქარის[პოდაგის,ანუ სახსრების ანთების] ტკივილებით წამოხრილი ბებერი,ფრთამოტეხილი ბატი,ძველი ჩინოვნიკის გული,უკბილო დედაბერის დაღებული პირი.როგორი აზრობრივი დატვირთვა ახლავთ მათ ?აქედან  რომელი შედარება მიანიშნებს ქართველთა ყოფაში დამკვიდრებულ უცხო მოვლენებზე ?

7.      მწერალი დაწვრილებით (ანუ დეტალურად) აღწერს თათქარიძეთა კარ- მიდამოს.რა დატვირთვა ეძლევა აქ დეტალებს ?

 

დეტალი

Fr. détail

1. მექანიზმის, მანქანის ნაწილი.
2.
მთელის ნაწილი; წვრილმანი რამ.

Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

 

8.      ლუარსაბის კარ-მიდამოს აღწერის შემდეგ მწერალი ამბობს :

’’ ეს გარეგანი,ეხლა ,ბატონებო,შიგ ვეწვიოთ თავად თათქარიძესა ‘’... იგი თითქოს მეგზურობას უწევს მკითხველს ჯერ კიდევ უცნობი პერსონაჟის სამყაროში.რამდენად შესაძლებელია ამ გზით პერსონაჟთა გაცნობა ? თქვენი აზრით,როგორი პიროვნება უნდა ცხოვრობდეს აღწერილ გარემოში ?

9.      თათქარიძეთა ოთახის სამკაულებზე საუბარი ნათელს ხდის,რომ სინამდვილეში ირგვლივ სრული უწესრიგობაა,ქაოსია.ასეთსავე შთაბეჭდილებას ქმნის ლუარსაბის გარეგნობაც-„ცით მონაბერი სულის ღირსეული სამკაული ‘’

ამ პორტრეტის მიხედვით,როგორ პიროვნებად წარმოგიდგებათ ლუარსაბ თათქარიძე ?

 

 

თათქარიძეთა’’ [ქართველ თავადთა  ]  შეხედულება „ადამიანზე’’  [თავი მე-2]

 

10.   ლუარსაბის აზრით, კაცი(ადამიანი) ძირგავარდნილი ქვევრი იყო,რომელსაც „დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი,მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო ‘’.

 

ქრისტიანული თვალსაზრისით კი,დამბადებელმა ღმერთმა ადამიანი სხეულის შემკობილობით შექმნა საღვთო ჭურჭლად,რომელშიც ღვთვბოძებულმა,ცით მონაბერმა სულმა[იხ. მე-2 თავი ] უნდა დაივანოს.

შეადარეთ ეს ორი თვალსაზრისი,რა დასკვნას გამოიტანდით ამ ორი შედარებიდან?

 

პასუხი: „თათქარიძეები’’ ურწმუნოებიარიან [ქრისტიანობისგან შორს არიან]

 

ყმების მოხმარება (მართვა) ანუ თათქარიძეთა’’  მენეჯერული თვისებები[„ბიჭების დაწიოკება’’]

 

11.   დააკვირდი იმ ეპიზოდებს,რომლებშიც მწერალი ლუარსაბისა და დარეჯანის საქმიანობას- „ყმების მოხმარების ცოდნას“ აგვიწერს;

 

ეპიზოდი 1 [იხ.თავი მე-2]

დარეჯანი კი არ იყო ეგრე ზანტი, როგორც ლუარსაბი, — ამაში კი ღვთის წინაშე, ისინი ერთმანეთს არა ჰგვანდნენ; გამოვიდა, რომ ფერი ერთი ჰქონდათ და ზნე კი არა. რაკი, ბატონო, კნეინა თვალს გააჭყეტდა, შავარდენივით გადმოფრინდებოდა ტახტიდამ, გადიკრავდა შუბლსაფენსა, ზედ წაიკრავდა ჩითმერდინსა, გადიცვამდა ჩითის კაბასახანდისხან სიჩქარისაგან უკუღმაცაშიშველა ფეხს შეიმოსავდა ჩუსტითა დაჰერი ბიჭოდაეშვებოდა ჩალურისაკენ, სადაც მოსამსახურენი სუფევდნენ, ესე იგი ვაინაჩრობით და გულში ჩაკეტილ გაბოროტებით სულს იბრუნებდნენ. საკვირველიც იყო და სასაცილოც ამ ჩვენის კნეინის ტყუილ-უბრალოდ ფაცა-ფუცი. ეს ამოდენა დედაკაცი, ჩაგოდრებული, ჩასორსლებული, ხშირად დილიდამ შუადღემდინ ფეხზედ იდგა და გორგალსავით დაგორავდა. უსაქმო არ იყო, როგორც სჩანს: იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ პატარა მურიან ბიჭსა, რომელიც მთქნარებით და ზარმაცად სწმენდდა საღამოსათვის ჯერ კიდევ წუხანდელ გაქონილს შანდალსა; აქ იმას გაუწყრებოდარაზედ? თითონ კნეინამაც არ იცოდარაზედ; აქ ამას გამოგილანძღავდარისთვის? — არც ეს იცოდა კნეინამა; დასწყევლიდა, დაჰქოლავდა, დასტუქსავდაერთის სიტყვითმთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ, — და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დაჰხვდებოდა, ვერ მაითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცა“-საც ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო, — და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში, საცა ხანდისხან ხოლმე რუმბსავით გაბერილი თავადი გორავდა და, თუ ზაფხული იყო, ჭერში ბუზებსა სთვლიდა.

 

ეპიზოდი 2[იხ. თავი მე-2]

ერთხელ ფრიად ღირსსაცნობი სჯა და ბაასი გამართეს. ეს იყო შუა ზაფხულის პაპანაქებაში, სადილ-წინ, როცა დარეჯანმა გაათავა ერთი ზემოხსენებულ-გვარი მოგზაურობა და თავში ტყაპუნი და ოფლში გაწუწული შემოვიდა ოთახში. ლუარსაბმა შეხედა, და დაინახა თუ არა, რომ ოფლი წურწურით ჩამოსდის წითელ ლოყებზედ, თავის გულში სთქვა სრულიად კმაყოფილმა: კაი ოჯახის ბურჯია, კაი მადლიანი დედაკაცია, გმადლობ, ჩემო გამჩენო, რომ ამისთანა შემახვედრე!

ესა სთქვა და კმაყოფილი თავისი უბრყვილო ბედისა გადატრიალდა ერთის გვერდიდამ მეორეზედ ღვთისა და კაცის მადლიერი თავადი. ეს გადატრიალება იმის ნიშანი იყო, რომ ლუარსაბს იამა რამე.

სად იყავ, შენი ჭირიმე, — ჰკითხა მერე კნეინასა, — რომ ეგრე დაიღალე?

როგორ თუ სადა, შენი ჭირიმე? ოჯახობაა, სახლია, კარია, თვალყურის ჭერა უნდა, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, — მიუგო კნეინამ.

ეგრე, ჩემო დარეჯან, ეგრე გეთაყვანე! დედაკაცობაც ეგ არის და.

მაშ? — მიუგო ქებით თავგაზვიადებულმა ცოლმა, — ესე უნდა თვალგაფაციცებული დასტრიალებდე მოსამსახურესა, თორემ ჭამის მეტს არას გააკეთებს. ბიჭებს მოვლა უნდა.

მაშ, მაშ!

ბევრმა არ იცის, როგორ მოეპყრას.

მაშ, არ იცის, თორემ, რომ იცოდეს, კარგია, მაშ!

ხანდისხან ტყუილ-უბრალოდაც უნდა დასტუქსო. რომ გამოლანძღო კიდეც, ცუდი არ იქნება. აი, მე გავლანძღავ კიდეც, გავუჯავრდები, დავტუქსავ, დავწყევლი, — სულ რისთვის? იმისთვის, რომ შიში და კრძალვა ჰქონდეს, თორემ შენი მტერი!..

ოღონდაც, შენი მტერი!.. ოღონდაც!..

ეს გლეხები არიან: გაქირ ვირსავით თუ ერთხელ შედგა, მერე, თუნდა შვინდის სახრით მისდგე, ფეხს ვერ გადაადგმევინებ, თუ ადრევე დატუქსული არა გყავს.

ოღონდაც, დატუქსული უნდა გყვანდეს, — მიუგო ხელახლად თავის ცოლის სიბრძნისაგან გაოცებულმა ლუარსაბმა, — ოღონდაც, გაქირ ვირსავით შედგება.

არა, გეთაყვა, ეს, რაცა ვთქვი, ტყუილია?

ტყუილი რად იქნება? მართალია. შენოდენა დედაკაცს სიზმარიც დაეჯერება, — წამოროხა უთავბოლოდ ლუარსაბმა. თითონაც არ იცოდა, „სიზმარირისთვის ჩააკერა ლაპარაკში.

 

ეპიზოდი 3 [იხ. თავი მე-3]

ლუარსაბმაც კი იცოდა ბიჭების [ყმების]დაწიოკება, როგორც თითონ იტყოდა ხოლმე. მართალია, ცოტა ზანტი იყო, მაგრამ იმოდენა მამულ-დედულს მოვლა არ უნდოდა? ეს მამულის მზრუნველობა ძალას დაატანდა ხოლმე და წამოახტუნებდა ტახტიდამა. მაშინ უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში მიგორდებოდა მოაჯირის გადასაყუდებელთან და გადასძახებდა ძილისაგან გაბოხებულ ხმითა თავის მოურავს დათოსა:

 

-დათო! ხორცი ხომ ჩამოიტანე ბაზრიდამ? (იმ სოფელში ბაზარიც გახლდათ).

დიაღ, შენი ჭირიმე.

რა ნაჭერია?

 ჩალაღაჯი.

სამწვადედ?

— 
სუკი ვიშოვე, შენი ჭირიმე.

ძვირფასი კაცია, — გაიფიქრებდა ხოლმე მადლიერი მებატონე, მერე დათოს ეტყოდა: ბარაქალა, ჩემო დათო! თუ კაცმა დაივიწყა, ღმერთი არ დაივიწყებს ბატონის ერთგულობასა. ბარაქალა! შენ ჩემი მარჯვენა მკლავი ხარ, მაგარი მკლავი.

დათო თავს მოიფხანდა ხოლმე და უხეიროდ გაიღიმებდა ამგვარ ქებაზედა.
-მეზვრემ მწვანილი მოიტანა? — ჰკითხავდა კიდევ ბატონი.
მოიტანა.

ტარხუნა ხომ არის?

გახლავს.

კიტრი?

კიტრიც გახლავს.

ლუარსაბს იამა. ტახტი რომ ყოფილიყო, ერთი ორჯერ მაინც გადატრიალ-გადმოტრიალდებოდა.

მაშ სახლი სავსე ყოფილა, — სთქვა ბატონმა სიამოვნებით.

როდისა გხლებიათ ნაკლული, შენი ჭირიმე, რომ ეხლა იყოს?..

ეგრე, ჩემო დათო! ბატონის ოჯახის პატივი და სახელი ერთგულმა ყმამ ქვეყანას უნდა მოსდოს. ბარაქალა! თუნდ ნაკლული იყოს, უნდა სთქვა, რომ სავსეაო. შენ გამოცდილი კაცი ხარ, — ეს ყველაფერი იცი.

ამოდენა კაცი შენს ხელში ვარ და როგორ არ მეცოდინება, შენი ჭირიმე!

ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ, — სთქვა პატარა ხანს უკან მზრუნველმა მებატონემ, — ურმები გაისტუმრე?

გავისტუმრე, შენი ჭირიმე! ეხლა თუნდ ორღობეებს იქნებიან გაცილებულნი.

სად გაისტუმრე?

ყანაში, შენი ჭირიმე!

რამდენია?

ოთხი საბატონო და ათი ბეგრისა.

რატომ ბეგრისა ხუთმეტი არ არის?

ხუთმეტი ჩვენ კაცებში თავის გაჩენაში არ შებმულან, შენი ჭირიმე, და დღეს საიდამ იქნებოდა!

ხუთმეტი უნდა ყოფილიყო, ვეჟო! რატომ არ არის? მე არ ვიცი, ხუთმეტი უნდა ყოფილიყო. როგორ იქნება? ბატონს სამსახური უნდა, მაშ მე ბატონი აღარ ვყოფილვარ!.. გაგონილა!.. ფიე! ხუთმეტი უნდა ყოფილყო. მე ვუჩვენებ იმათ, რომ მე ბატონი ვარ და ისინი ყმები არიან.

მართლა-და ლუარსაბსა თავის დღეში ათის ურმის მეტი არ შეჰბმია და რაზედ გაწყრა ეგრე უწყალოდ? დათოსაც არ ესმოდა, ეს წყრომა რის ნიშანი იყო. გაუკვირდა და ბატონს ყურება დაუწყო, ხომ არ გაგიჟდაო. დიაღ, ლუარსაბი კი იქნება, რომ გაგი- ჟდეს!.. და თუ ტყუილ-უბრალოდ გაწყრა, მაგისი საბუთები სულ გოგრაში ჰქონდა. როგორც ამისი ძვირფასი კნეინა, ისე თითონაც ძალიანა ჰჩემობდა მოსამსახურეების და ყმის მოხმარებასა.

გლეხკაცს ეგრე უნდა მოეპყრას ბატონიო, — იტყოდა ხოლმე ბრძენი თავადი, — ეგრე უნდაო, რომ ყოველ ცისმარა დღეს ეშინოდეს, თორემ, ღორის მკბენარსავით, რომ გლეხკაცი ფეხზედ დაისო, თავზედ აგაცოცდებაო. მაშ! შიში შეიქმს სიყვარულსაო. ოღონდაც, ჩემო ლუარსაბ, ოღონდაც!

ის კი არ იცოდა ამ ბედნიერმა ადამიანმა, რომ უმიზეზო და ამგვარ ტყუილ-უბრალო აპილპილებაზედ გლეხებს სულ სხვა მსჯელობა და დასკვნა აქვთ ხოლმე. ეჰ, შენ რაც უნდა სთქვა, მკითხველო, და ამ ცოლ-ქმარს კი ეგონა, რომ თუ მუცელი მაძღარი აქვთ, ამ-გვარ ყმების მოხმარების ცოდნისაგან აქვთ.

ამისთანა სულელობას ჩვენი გულწრფელი თავადი ეძახდა ბიჭების დაწიოკებასა“. დარწმუნებული იყო, რომ ესდაწიოკებაისე აუცილებლად საჭიროა ოჯახისათვის, როგორც სმა-ჭამა კაცისათვისა. ამიტომაც, რომ შემოვიდოდა ოთახში, თავის-თავის კმაყოფილებით ეტყოდა ხოლმე ცოლსა:

ძლივს არ გავისტუმრე ურმები (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბსა), ძლივს! დალახვროს ღმერთმა გლეხკაცი! ვეჟო, მინამ თავს არ დაადგები და კარგად არ დას- ჭყივლებ, ხელს კი არ გასძრავს და. გაგონილა! მე რომ არ ვყოფილიყავ, ყანა მინდორში დაგვილპებოდა.

ეგრე, შენი ჭირიმე, — გაუკეთებდა გულს და თავს უფრო მოაწონებდა დარეჯანი, — ეგრე უნდა. მას აქეთ, რაკი ევამ ადამი შეაცდინა, მას აქეთ ნაბძანებია ღვთისაგან, რომ ჩვენის ოფლით პური უნდა ვჭამოთ

 

გაიხსენეთ,რომელ ანდაზას იყენებს მწერალი მე-2 თავში „თათქარიძეთა’’ ამგვარი საქმიანობის[ყმების მართვის]  არსის გადმოსაცემად.[იხ. მწერლის „ჩანართი’’ „მკითხველო ,ხომ არ მოგეწყინა ?....’’]

 

პასუხი:   ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია’’

12.   დააკვირდით თათქარიძეთა „ზღაპრობების“ მოჩვენებით სიდიადეს.რა მიმართებაშია მათთან რეალობა( ანუ სინამდვილე)- ანუ . „ქვეყნის ყაყანი“ ?

 

13.   ავტორის თქმით,წუთისოფელმა და თათქარიძეებმა(ქართველებმა) ერთმანეთისა არაფერი იციან. რა ვუწოდოთ ასეთ ცხოვრებას ?

 

პასუხი :  არსებობა

 

 

აი,როგორია ლუარსაბის და დარეჯანის  „ დღის რეჟიმი“[იხ. მე-3 თავის ფინალი]

 

დილით ლუარსაბი და მისი მეუღლე კნეინა დარეჯანი, რაკი მოიცლიდნენ იმ საუცხოვო ოჯახის მოვალეობისაგანრომლის ნიმუშიც ზევით მოვიხსენიე, მიუჯდებოდნენ ჩაის და ერთი ლაზათიანად გაიბერებოდნენ თბილის წყლით, როგორც ამბობს ჩვენი გლეხკაცი. პატარა ხანს უკან, ორიოდ გონიერ ბაასის შემდეგ, თუნდ იმის მსგა ვსისა, როგორც ზემოხსენებულია, სადილობაც მოვიდოდა, ერთი მაშინ მიძღებოდნენძველებურადა, ჩვენებურადა“, და ლუარსაბი რაღაც დაღლილის სიამოვნებით წამოიძახებდა ხოლმე გულწრფელად: „გმადლობ შენ, უფალო, რათა განმაძღე მე“. ამას იტყოდა თუ არა და, გამოისახავდა პირჯვარსა, მსწრაფლ სუფრიდამ იქავ ტახტზედ გადაგორდებოდა და, სრულიად კმაყოფილი თავისის ცხოვრებისა, დაიკრავდა მუცელზედ ხელსა და იტყოდა რაღაც ტრაბახობითა: მე თუ უსწავლელი ვარ, მე ვიცი... რა ჰქვიან... მე ვიცი, შიმშილით კუჭი მიდნება, დიაღ, მიდნება! ზედაც ემჩნევა ჩემ სტომაქსა“. გამოსაცდელად ერთს კიდევ დაიკრავდა მუცელზედ ხელსა, თითქო სინჯავსო, კარგად არის გატენილი თუ არა, და რა ჰნახავდა, რომ კარგად არის, როგორც ცხენი დააკრაჭუნებდა კბილებს მეტის სიამოვნებისაგან. „დიაღკიდევ იტყოდა, — „ლუარსაბი უსწავლელი გახლავთ, იმიტომაც მშიერია“. სადილს შემდეგ ძილი, მერე ისევ გაღვიძება, მერე ისევ ჩაი, მერე ვახშამი, და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი, — და ესრეთ ტკბილად და აუმღვრევლად მიდიოდა ამ ორთა უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრება ამ წუთის-სოფელში, რომელმაც ისე არაფერი არ იცოდა ამათის ვინაობისა, როგორც ამათ არა იცოდნენ-რა, ჭამა-სმის გარდა, ღვთისაგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის-სოფლისა

 

სიზარმაცე „ თათქარიძეთა ‘’ ცხოვრების წესია

 

14.   დააკვირდი „ორთა უმანკოთა სულთა ცხოვრების წესს“.

ქრისტიანული მოძღვრება გვასწავლის:  რომელსა არა ეშინის ღმერთისა,მარადის ეძიებს იგი განცხრომასა და განსუენებასა.. დაიძინის უსაბამოდ და არა ჰნებავენ ზე აღდგომაი საქმისათვის სათანადოისა,არამედ იქმნის იგი ჭურჭერ მცონარობისა .“

ამ თვალსაზრისის მიხედვით,რამდენად „უბოროტოა“ თათქარიძეთა(ქართველ თავადთა ) ცხოვრება ?

 

პასუხი: მცონარობა[სიზარმაცე] ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ურწმუნოების ნიშანია.“თათქარიძეები’’ ურწმუნო,

 

15.   ალბათ შეამჩნევდით,ქართველის ხსენება დადებით შინაარსს იშვიათად იძენს ნაწარმოებში. ლუარსაბის „ქართველობაზე“ საუბარი კი აშკარა დაცინვაა[სატირაა].

მოძებნეთ ტექსტში შესაბამისი ადგილები; რა მიმართებაშია ეს ადგილები „კაცია ადამიანის?!’’ეპიგრფთან -მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო?

 

განმარტება:

ეპიგრაფი (ბერძ. ἐπιγρᾰφή, epigraphē — წარწერა) — ციტატაანდაზააფორიზმი და მისთანანი, რომელიც თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილებს აქვს წამძღვარებული. მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე.

ეპიგრაფს ხშირად იყენებდა ილია ჭავჭავაძე. მაგ., „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ (კაცია-ადამიანი?!“) ანრა ქნას კარგმა მონარდემა. დროზე შაში თუ არ მოვა“ (გლახის ნაამბობი). ეპიგრაფი ახლავს მიხეილ ჯავახიშვილის არსენა მარაბდელის ყველა თავს.

პასუხი: ილია როცა ლუარსაბს და დარეჯანს[ანუ ქართველ თავადებს]  დასცინის მათი მტერი კი არ არის არამედ მოყვარე ,რომელსაც აწუხებს მათი ასეთი მდგომარეობა

 

 

თათქრიძეთა’’   ა)ჭკუის ვარჯიში  და  ბ)შეხედულება სწავლა-განათლებაზე

 

16.   ამ ყოფაში და „ჭკუის გონიერ ვარჯიშობაში გადიოდა დილა ‘’- მოგვითხრობს ავტორი.მოძებნეთ ამ ირონიული ნათქვამის დამადასტურებელი დეტალები და ეპიზოდები შესწავლილ მასალაში ;

 

პასუხი:

 

„---  მას აქეთ, რაკი ევამ ადამი შეაცდინა, მას აქეთ ნაბძანებია ღვთისაგან, რომ ჩვენის ოფლით პური უნდა ვჭამოთ.

ეგ თავადებზედ ხომ არ არის ნათქვამი, გლეხებზედ არის ნათქვამი, გლეხებზედ, — მიუგო ლუარსაბმა.

მაშინ თავადები სად იქნებოდნენ?

როგორ არა, იყვნენ: ჩვენი გვარი მაშინდელია.

რას ამბობ? ისე ჰლაპარაკობ, ასე გგონია, არა იცოდე-რაო. მაშინ ადამის და ევას მეტი არავინა ყოფილა და ადამი თავის თავზედ თავადი ხომ არ იქნებოდა?

მართლა, ეგ კი ვეღარ მოვიფიქრე. არა, გეთაყვანე, ის რა ხე იყო, იმათ რომ ხილი მოიპარეს?

ხე ბოროტისა და კეთილისა.

ეხლა აღარ არის იმისთანა ხე?

როგორ არა: ამბობენ, რუსთ ხელმწიფის ბაღში ერთი ოქროს ოთახიაო, იმაში არის, სულ იაგუნდის ფოთლები ასხიაო.

ზურმუხტისა იქნება, — გაუსწორა ლუარსაბმა.

ჰო, მართლა, ზურმუხტისაა, ზურმუხტიც ხომ ფოთოლსავით მწვანეა: დიაღ, ზურმუხტისაა, სულ ალმასები და იაგუნდები ასხია ხილის მაგიერად.

ნეტავი მაჭამა, აბა გემო იმაში იქნება.

ძალიან კი მიგიშვებენ: ქვიშაზედ უმრავლესი ჯარი ახვევია თურმე

 

მაშ ხონთქარს როგორ მოუპარვინებია?
აი როგორ: ერთი ფერია ყოფილა, ფერია არწივად გადაქცეულა, შეპარულა, მოუგლეჯია ერთი დიდი ალმასი, ჩაუყლაპავს და ისე გამოპარულა.

წაუღია, წაუღია! რა ეშმაკი ყოფილა!

მაშ, წაუღია. მერე დედოფალი შებძანებულა, უნახავს, რომ ერთი დიდი ალმასი აკლია, მაშინვე რუსთ ხელმწიფისთვის შეუტყობინებია. რუსთ ხელმწიფე მაშინვე მიმხვ დარა, რომ ეს ხონთქრის საქმეა და ომი დაუწყია. ის ომი ხომ დღესაც არ გადაწყვეტილა.

მაშ შერჩა, შერჩა?

ვინ იცის? ჯერ ომი არ გათავებულა.

ნეტავი მე მამეპარა.

ხომ დაგარჩობდნენ.

რომ არ შევატყობინებდი: ჩავყლაპავდი და მუცელს ხომ ვერ გამიჭრიდნენ.

გაგიჭრიდნენ კი არა, მეტსაც გიზამდნენ.

რა ეცოდინებოდათ, რომ მე მაქვს?

შენი ჭირიმე, მკითხავს ვერ იშოვიდნენ, რომ ეკითხნათ.

მართლა, ეგ აღარ მომაგონდა. დაიცა, რა გითხრა: ადამმა რომ შეჭამა, ის რაღა იქნა?

კუნძულელ ხელმწიფეს ზღვაში ეპოვნა თურმე და იმასა აქვს.

აბა, დახე ღვთის სამართალსა! მე მეპოვნა, უფრო მადლი არ იქნებოდა

მერე ვინ შეგარჩენდა? ორასი წელიწადია თურმე მაშრიყ-მაღრიბის ხელმწიფე სულ იმისათვის ებრძვის კუნძულელსა

აქამდინ ვერ წაართო?

ვერა.

პაი, პაი, პაი! ღონიერი არა ყოფილა ისიცა!..

მე კი არ ვიცი, რომ ღონიერი ყოფილა!.. ხელმწიფე და უღონო გაგონილა!

ერეკლე მეფე რომ ყოფილიყო ეხლა, ის კი უთუოდ წაართმევდა, დიდ ვაჟკაცს ამბობენ.

ის, რასაკვირველია, წაართმევდა, მაგრამ სად არის?

ცოდო არ არის, ის ეხლა მიწაში ლპებოდეს და შენი მაზლი დავით კი ცოცხალი იყოს!

აბა, უყურე წუთის-სოფლის მუხანათობას! ეგ რა კიდევ, თამარ დედოფალი შავ მიწაში უნდა იყოს და შენი რძალი ელისაბედი კი მზეს უყურებდეს!

აბა, წუთის-სოფლის ანგარიში ეგ არის და, — დაატანდა ლუარსაბი და ამოიოხრებდა, მერე ისე, რომ სანთელი წინ სდგომიყო, გააქრობდა

 

17.   ლუარსაბი (ქართველი) სკოლებს „ეშმაკურს’’ უწოდებს.ავტორისეულ მსჯელობაში კი „წყეულ განათლებაზეა ‘’ საუბარი. ერთი შეხედვით,მწერლისა და პერსონაჟის აზრი თითქოს ერთმანეთს ემთხვევა.რა ანიჭებს მწერლის ნათქვამს განსხვავებულ ელფერს ?რით აძლიერებს ავტორი სათქმელისადმი თავის დამოკიდებულებას? მოძებნეთ ტექსტში სათანადო ადგილები;[იხ. თავი მე-2]

 

 

ავტორი:

 

სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა არა ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ეგრე მსუქანიც აღარ იქნებოდა. ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება _ ხორცის დღეობა მაშინ არის, როცა სული ჰყვავისხორცი დნება. ამიტომაც ჭლექები ჭკვიანები არიანო, ამბობენ ხოლმე. ჩვენი ლუარსაბი, მგონი, თითონაც ბევრს არ იცემდა თავში, — რატომ სწავლა არა მაქვსო, — სწორედ ამის გამო.

ლუარსაბი:
ეგ ეხლანდელი ჭირიაო, — იტყოდა ხოლმე გულმტკივნეულად, თითქო ქვეყანა ამ ჭირისაგან ებრალებაო.

მართალიც ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება: მისის აზრით, კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო. მისი ბრწყინვალება თავის თავზედ ჰხედავდა თავის ბრწყინვალე გონიერებით, რომ ამ მნიშვნელობას კაცი უსწავლელადაც კარგად ასრულებს, ნამეტნავად ჯოგის და ყმის პატრონი, ყმისარომელსაც ჯოგში დიდი განსხვავება არა აქვს.

 

-დრო გამოიცვალა, — იტყოდა ხოლმე აღმოოხვრით ლუარსაბი, — დრო გამოიცვალა. რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით ისინი ვერა სჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, — ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი.

 

ავტორი:

ეჰ, ჩემო ლუარსაბ! ვიცი, გულწრფელი კი ხარ, როგორც ყველა ძველი ქართველი, მაგრამ ძველს დროს ტყუილად შეჰნატრი. რომ არც კი იცი, რა იყო სანატრელი ძველს დროში? ცხენი განა ეხლა კი არ არის? თოფი განა ეხლა კი ნიშანში ვერ მივა? მარჯვე მკლავი ცოტაა? ეხლაც არის ეს ყველაფერი, მაგრამ ის გული აღარ არის, ის გულის სიმხურვალე. ის თავგამოდება მამულისათვის, რომელიც კაი ცხენს და კაი თოფს კაი საქმეში ახმარებდა. უწინ კაცი აშვენებდა ცხენსაც და თოფსაც. ეხლა კი ცხენი და თოფი კაცს აშვენებს. კარგი იყო ძველი დრო, მაგრამ არც ეს ბესარიონ გაბაშვილის სიტყვებია ურიგო: „ერთი მაქვს სჯობს ათასს მქონდას“, ესა ვთქვათ და ენა მოვიკვნიტოთ, თორემ...

[„რაც გვაქვს იმასაც დავკარგავთო ‘’ამ მრავალწეტილში ეს  იგულისხმება]

 

 

თათქარიძეთა’’  სხვადასხვა უზნეობანი და ნაკლი[მე-4 თავი]

 

ა)ანგარება

18.   დარეჯანს თითქოს „სოფლის აყაყანების „ რიდი აქვს,მაგრამ ნათლიდედისგან ქრთამს-„ერთ გაბმა აბრეშუმს“ მაინც აიღებს;მოძებნეთ ადგილები სადაც „სხვისი ანგარების’’ გამო გამკილავი თავადები თავადები თავიანთ ნამდვილ სახეს ამჟღავნებენ;

 

ბ)პირფერობა და ერთმანეთთან ქიშპობა

19.   დააკვირდით დარეჯანის და ელისაბედის საუბარს.რამდენად გამოხატავენ მათი სიტყვები,გამოთქმები ერთმანეთისადმი რეალურ დამოკიდებულებას ? შემდგომ მათი დიალოგი ფარული თუ აშკარა ქიშპის სახეს იძენს.მოძებნეთ ტექსტში შესაბამისი ადგილები ;

 

გ) სხვების დამცირება

 

20.   ლუარსაბი,დარეჯანი და ელისაბედი თავადებსაც ამცირებენ და გლეხებსაც.რა უდევს საფუძვლად თავადის დამცირებას ? გლეხისას ?(მოძებნეთ სათანადო ადგილები )

თათქარიძეთა’’ ყმების(დაბალი ფენის)  საძაგელი სახე

 

21.   საღამო ხანს მოსაუბრენი და მათი უტყვი დამსწრენი,ილიას თქმით,“მშვენიერ სურათს წარმოადგენდა’’.ბოლოს კი ყოველივე ამას მწერალი  ‘’საძაგელი მიწის საძაგელ სურათს ‘’ უწოდენს.რამ განაპირობა ერთი და იმავე ეპიზოდის ერთმანეთის საპირისპირო ეპითეტებით შეფასება ? მათგან რომელი გამოხატავს სათქმელს პირდაპირ ?

22.   გაიხსენეთ მე-2 თავში ნათქვამი: „ყმას ჯოგში[ანუ პირუტყვში] განსხვავება არ აქვს“; დაძებნეთ ამ აზრის დამადასტურებელი მაგალითები მეოთხე თავში;

23.   „გოგოც ჩემია და ჩითმერდინიც ‘’- ამბობს დარეჯანი.მოძებნეთ სხვა ადგილები,სადაც ადამიანური ურთიერთობა ასეთსავე „პრინციპებს’’ ემყარება;

რა განაპირობებს მებატონის ამგვარი „ზნეობის’’  ადამიანად(პიროვნებად) ჩამოყალიბებას ?

 

„თათქარიძეთა’’ მლიქვნელი  ყმები და მათი მოტრაბახე ბატონები

 

24.   დარეჯანი და ლუარსაბი ბევრს იკვეხნიან,ტრაბახობენ,დაძებნეთ სათანადო ადგილები. თავის მხრივ,რითი უწყობენ ხელს ბატონების „განდიდებას’’ ყმები ? მოძებნეთ სათანადო ადგილები; როგორ ფიქრობ რატომ უწყობენ ხელს ?

როცათათქარიძე’’ პირადი კეთილდღეობის საფრთხეს გრძნობს

25.   როდის გამოავლინა ლუარსაბმა ნამდვილი აღელვება ? რა მიაჩნია მას წარღვნის მომასწავებლად ?

ქართული ელიტის შეზღუდული გონება და  გაუნათლებლობა

26.   მწერალმა ადრე უკვე გაგვაცნო ლუარსაბისა და დარეჯანის „შეხედულებები“ სამყაროს შესახებ.მოძებნეთ სხვა ეპიზოდები,რომლებშიც კვლავ გამოჩნდება თათქარიძეების შეზღუდული გონების „თვალსაწიერი ‘’. რატომ უბრუნდება მწერალი ამ საკითხს არაერთხელ და ასე დეტალურად ?

27.    ლუარსაბი და დარეჯანი სომხური კარაბადინის და გარეჯელი მკითხავის „სიბრძნის ‘’ გვერდით წმინდა წერილს მოიხმობენ,რითაც იგი უფასურდება,ჭეშმარიტ აზრს კარგავს.მოძებნეთ ამის დამადასტურებელი ადგილები.(მარგალიტი წინაშე ღორთა)

 

ქართველი ბატონების აზრი ყმების გონებრივ შესაძლებლობებზე

 

„გლეხები არიან ,ტყუილსაც დაიჯერებენ და მართალსაც’’-ფიქრობენ თავადები.რამდენად მართლდება ეს აზრი დათოს მაგალითზე ?

 

 

თათქარიძეების’’  წესია პირადი ინტერესების საქვეყნოზე მაღლა დაყენება

 

ლუარსაბი ამბობს: „მე თუ არ ვიქნები,ქვეყანა თუნდ ძირიანად ამოვარდნილა’’. რა ვუწოდოთ ასეთ ადამიანს ?

რითია გამორცეული მოთხრობის მე-4 თავი

 

ავტორი დასაწყისსი თათქარიძის ეზოს აღგვიწერს,შემდგომ სახლს.ამის შემდეგ ლუარსაბი და დარეჯანიც „ამოქმედდებიან“. რა ამრავაფეროვნებს წინა თავებთან შედარებით მე-4 თავს ?

 

პასუხი:  მე-4 თავში  მოცემული თათქარიძეთა  სხვადასხვა უზნეობანი და ნაკლი

 

თათქარიძეთა’’ პაექრობა -დებატები და არგუმენტები[მე-5 თავი]

 

მე-5 თავში მწერალი კიდევ ერთხელ გვიხატავს,აღელვებულ ლუარსაბს.მეუღლესთან გაცხარებულ მოპაექრედ ქცეულა დარეჯანიც.ამჯერად რამ მიანიჭა პერსონაჟებს მათთვის ესოდენ უჩვეულო დიდი შინაგანი მგზნებარება ? დააკვირდით როგორ არგუმენტებს იშველიებენ თათქარიძეები კამათის დროს ?

„თათქარიძე’’   „ამაო კაცია’’

 

არსებობს ასეთი ქრისტიანული შეგონება:“სარწმუნოება საქმის გრეშე მკვდარია,ამგვარ „მორწმუნეთ“   „ამაო კაცად ‘’ მოიხსენიებენ ხოლმე;

 

ამ შეგონების ფონზე როგორ წარმოგიდგებათ „მორწმუნე“, „ღვთისმოსავი“ ლუარსაბი ?

      პასუხი: „თათქარიძეები’’  -  „ამაო კაცები’’ არიან . ისინი ვითომ „მორწმუნეები’’,ვითომ „ღვთისმოსავები’’ არიან

ხხხხხ

თათქრიძეთა’’ „კმაყოფილება’’ დაბედნიერება’’- მომაკვდინებელი სენია

 

მე-9 თავის დასაწყისში ბედს შეგუებული ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრების შესახებ ავტორს განზოგადოებული დასკვნა გამოაქვს.

რას მიიჩნევს იგი[ავტორი] ნამდვილ „ბედნიერებად“ ? ვინ არის მწერლის აზრით „მადლიანი“ ?

იხ. მე-9 თავის ტექსტი :

კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა, — და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი.

ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ;

კმაყოფილება კიდევვიღაცამა სთქვაბედნიერება არისო. ბევრჯერ უთქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფიქრია: კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.

 ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯერდებიან მას, რაც არის’’, იმიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი  , მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, მჯობს მჯობი არ დაელევაო”,ნათქვამია;

 

 

 „კმაყოფილ’’ „თათქარიძეს’’[ქართველს]   არ უყვარს საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა

 

უშვილო ცოლ-ქმარი თელეთისკენ მიმავალ გზას დაადგა.მოთხრობაში ეს ერთადერთი ეპიზოდია,როცა თათქარიძეები თავიანთ“დიდებულ“ ეზო-კარს გასცდნენ;

 რამ მიიყვანა ისინი თელეთში: ნამდვილმა რწმენამ თუ ცრურწმენამ ? ან იქნებ ძმის „გამოჯავრებით’’ შვილის ყოლის სურვილმა ?

 

ცხენზე მჯდომი „თათქარიძის’’  პორტრეტი- „ორშაბათის ყეინი’’ [ იხ. მე- 9 თავი]

ადრე დახატულ პორტრეტში დეტალურადაა(თვალები,ლოყები,ღაბაბი,ღიპი და ა.შ.) ნაჩვენები ლუარსაბის (ტიპური ქართველი თავადის ) გარეგნობა,ამჯერად,პორტრეტის აღწერისას ყურადღება უკვე სხვა დეტალებზეა გადატანილი.რა შეუსაბამობა განაპირობებს აქ ირონიას ?

იხ. „როგორც ბამბის ტომარა ,ისე იდო ცხენზედა’’ და სხვა

 

ქართველს წარსულთან კავშირი გაწყვეტილი აქვს ,მაგრამ თამედროვეობასთანაც  არ აქვს  ხელშესახები კავშირი

 

ლუარსაბი და დარეჯანი ძველ დროს რომ ყურმოკვრით იცნობენ,ამის მაგალითი მოთხრობაში საკმაოდ ბევრია.მათ არც თანამედროვე ყოფასთან აქვთ რაიმე ხელშესახები კავშირი.რომელი ადგილი იძლევა ამგვარი დასკვნის საშუალებას ?

 

რისი ეშინია ქართველს გადაშენებაზე უფრო?

 

პასუხი: ძმის(ან კონკურენტის) გახარების;

 

 

28.   მე-10 თავში პირველად ვნახეთ დანაღვლიანებული ლუარსაბი.გარეგნულად ამ უგუნებობის მიზეზი თითქოს უშვილობაა.სინამდვილესი რა ადარდებს მას ?

 

29.   თაქთაქიძეთა იმედი შვილის ყოლისა ხან თელეთის ხატს უკავშირდება,ხან სიზმარში ნანახ თეთწვერა მოხუცს,მაგრამ იმედზე ძლიერია ძმის(დავითის) გახარების შიში;ყველაზე მძლავრად რომელ ეპიზოდში მჟღავნდება ეს შიში ?

 

ლუარსაბის სიზმარი [კოშმარი]  [მე-10 თავი]

 

ლუარსაბის სიზმრის აღწერის დროს მწერალი რამდენჯერმე იმეორებს : „იცის რომ მკვდარია“.

ეს სიტყვები „ცოცხალ-მკვდარი ‘’  პერსონაჟის მდგომარეობას ამძაფრებს.

დაფიქრდი ამ ფრაზას სხვა დატვირთვაც ხომ არ აქვს ?

ლუარსაბის რომელ უმთავრეს პიროვნულ ნაკლზე შეიძლება მიგვანიშნებდეს იგი ?

 

 

30. სიზმრიდან რეალობაში გადასვლა სხვადასხვა სასაცილო ამბით ხდება(ლუარსაბის ტახტიდან გადმოვარდნა,დარეჯანის შიში-ქმარი გაგიჟებული ჰგონია,კნეინას გარეთ გადავარდნა და კიბეზე დაგორებამუკან მიდევნებული ლუარსაბი). როგორია ამ ეპიზოდის „კეთილი ბოლო ‘’ ?

გონებრივი შეზღუდულობა და სულიერი სიღატაკე [მე-11 თავი]

 

31.   მოძებნეთ ის ეპიზოდები,რომლებშიც თათქარიძეებს გონებრივი და სულიერი „ავლადიდების“ გამოვლენის ახალ-ახალი შესაძლებლობები ეძლევათ;

 

ახალგაზრდა[გამოუცდელი]  ყმა  და  გამოცდილი  ცბიერი ყმები[მე-12 თავი]

32.   მართალია,ლუარსაბს ეს არ გაუგონია,მაგრამ ერთმა ყმა გლეხმა მაინც თქვა სიმართლე მკითხავის თვალთმაქცობის შესახებ. როგორ გვიხატავს ავტორი ამ გლეხს? მის მიერ ნათქვამი სიმართლის ფონზე როგორ წარმოგვიდგებიან სხვა გლეხები ?

ხხხხხ

თათქარიძის მე-3 პორტრეტი-დასასრული[მე-14 თავი]

 

33.   მე-14 თავში მწერალი კიდევ ერთხელ გვიხატავს ლუარსაბის გარეგნობას.შეადარეთ იგი დასწყისში მოცემულ პორტრეტს; რა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ეს შედარება ?

 

„ფუჭად ჩავლილი“  ცხოვრება

 

34.   ილია ჭავჭავაძე სიჭაბუკის დროინდელ ლექსებში ხშირად საუბრობს „ურგები კვალის“ შესახებ,რაც ფუჭად ჩავლილ ცხოვრებას გულისხმობს.მოძებნეთ მსგავსი აზრობრივი დატვირთვის მქონე ადგილები  მოთხრობის ბოლო თავში;

35.   საგულისხმოა, რომ ლუარსაბის სიკვდილი მუცელს (მომნელებელ სისტემას) დაუკავშირდა.მხოლოდ მუცელზე ზრუნვით შემოიფარგლა ცოლ-ქმრის არსებობა.

პავლე მოციქული მოგვახსენებს: „საზრდელი მუცლისათვის და მუცელი საზრდელისათვის,ხოლო ღმერთმან ისიცა და ეგეცა განაქარვოს’’; რა იხსნის ადამიანს ასეთი გაქრობისგან ?

 

იხ.  ილია ჭავჭავაძის ლექსი „როდემდის“

 

ადამიანის აღქმა ყოველთვის სუბიექტურია

 

36.   ილია წერს :“სჩანს,შეიძლება რომ ერთი და იგივე ამბავი სატირალიც იყოს და საცინარიცა,-ეგ იმაზედ არის დამოკიდებული ,როგორი აგებულებისა ხარ“ ის ,რასაც ილია „აგებულებას“ უწოდებს,სხვაგვარად შეიძლება ადამიანის ცხოვრებისეულ პოზიციადაც მოვიაზროთ;

გაიხსენე[წაიკითხე] სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ მოტირალი და მოცინარი ‘’ როგორი აზრობრივი თანხვედრა შეინიშნება ილიას ზემოთმოყვანილ მსჯელობასა და საბას იგავს შორის ?

 

როდის  ემსახურება მანკიერების მხილება სიკეთეს ?

 

37.   ფიქრობენ,რომ მხილების ნამდვილი სიკეთე მაშინ იჩენს თავს,როცა იგი ნაკლის გამოსწორებას ისახავს მიზნად და სიკეთეს უხსნის გზას.

გავიხსენოთ დავით გურამიშვილის სიტყვები:

„აწ რომ ავი არ ვაძაგო,კარგი როგორ უნდა ვაქო ?“

როგორ ეხმიანება ამ თვალსაზრისს „კაცია ადამიანის ?!“ ბოლო თავი?

 

გულმოკლე პატროტი’’  და ჭეშმარიტი მოყვარე -განსხვავება

 

წერითი დავალება :

 

 

38.   მოთხრობის შესავლისა და ბოლო მე-14 თავის მიხედვით იმსჯელეთ,როგორ ადამიანს უწოდებს ილია „გულმოკლე პატრიოტს“ და ვის „ჭეშმარიტ მოყვარეს“ ?

 

 

წერითი დავალება :

გაიხსენე ლიტერატურული მიმდინარეობა „რეალიზმის“ ძირითადი ნიშნები და გაანალიზე მოთხრობა „კაცია-ადამიანი ?!’’  როგორც „რეალისტური“ ნაწარმოები ;

 

ხხხ

წერითი დავალება:

 

·         გაიხსენე სატირის და იუმორის განმარტება(სატირა დაცინვის გზით კიცხავს და ამხელს რაიმე მანკიერ მოვლენას,იუმორი კი ცალკეული ადამიანებისა და სიტუაციების სასაცილო კუთხით წარმოჩენაა) დაასაბუთეთ სატირული ნაწარმოებია „კაცია ადამიანი ?!“თუ იუმორისტული ?

 

 

·        გაიხსენეთ ტიპის განსაზღვრება რეალიზმისადმი მიძღვნილ სტატიიდან და განმარტე არის თუ არა ლუარსაბი  ტიპური სახე ‘’?

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები