კონკურენცია „უფლების დამდგენი დოკ. მქონე პირსა’’ და „მიწის თვითნებურად დამკავებელს“ შორის.
სარჩევი:
„თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ‘’ საკუთრების უფლების აღიარება
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტები
ქვემოთ გამოყენებული ტერმინები:
მ) „საკუთრების უფლების’’ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის
უფლება 1)“ საკუთრების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის“ ან 2)„მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის“ საფუძველზე წარმოეშვა
ჟ) „საკუთრების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი“ – ა)ადმინისტრაციული ხელშეკრულება („მიღება-ჩაბარების აქტი“ ან სხვა დოკუმენტი), ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ)სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, დ)გარიგება ან ე)სხვა
სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის
უფლებას;
რ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი: –
ა) 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის „მფლობელად (მოსარგებლედ)’’ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება,
ბ)საკომლო წიგნიდან
ამონაწერი,
გ)მებაღის წიგნაკი,
დ)„საქართველოს
რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს
რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების
შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით
შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ
შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია
(შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე,
ე)სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია),
ვ)სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და
მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის
მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა,
ზ)სასამართლოს
აქტი,
თ)საქართველოს
ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი
(მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი,
მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის
გარეშე,
ი)სარეგისტრაციო
წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი;
იხ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ
‘’ საქართველოს კანონი მუხლი მე-3 . „მ’’ „ჟ’’ „რ’’ ქვეპუნქტები
ხ
„საკუთრების უფლების „ ან „მართლზომიერი მფლობელობის“ დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
მუხლი 38. „საკუთრების უფლების „ ან „მართლზომიერი მფლობელობის“ დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია [ინსტრუქციის მუხლია]
1. მართლზომიერი მფლობელობის
(სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე
(ანუ 2007 წლის 20 სექტემბერამდე ).
2. თუ უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი არ აკმაყოფილებს
ამ ინსტრუქციით დადგენილ მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს, მაგრამ მასში მითითებულია
ა)დაინტერესებული პირის ვინაობა, ბ)უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი)
და გ)ფართობი, რეგისტრაციის საფუძვლად მისი გამოყენება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის
მიერ ა)მიწის ნაკვეთების „იდენტურობისა’’ და ბ)
უძრავი ნივთის „დაინტერესებული პირის „მიერ „ფაქტობრივი ფლობის’’ დადასტურების შემთხვევაში.
3.
თუ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის
დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად
განიხილება ამ დოკუმენტის ასლიც, თუ მოცემული
ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, სააგენტოს არქივში, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული
ორგანოს არქივში.
4.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლება რეგისტრირდება მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ
დოკუმენტში მითითებული სრული ფართობის
შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ მიწის ნაკვეთის თაობაზე ინფორმაცია დოკუმენტში
ასახულია შემდეგი ფორმულირებით: „აქვს“, „დაემატა“, „ექნება“, „გაუხდება“, „გამოეყო“, „გამოეყოფა“, „სულ“,
„ინვენტარიზაციის შედეგად“ და სხვა.
5.
მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ
„სხვა დოკუმენტად“, ასევე, განიხილება ეროვნულ არქივში,
სააგენტოს არქივში, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული მიწის/ბინის მეპატრონეთა,
საინვენტარიზაციო, საკადასტრო ან სხვა წიგნებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება მიწის მფლობელი
(მოსარგებლე) პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი)
და ფართობი, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის
მიერ დადასტურდება ა)მიწის ნაკვეთის იდენტურობა და ბ)უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობა.
ხ
ამ მუხლში გამოყენებული
ტერმინები:
„დაინტერესებული პირი’’ – არის:
1)ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც ა)მართლზომიერად
ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც ბ)თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების
სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების
შენობა (აშენებული),
2)კერძო სამართლის
იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ
თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი
დანიშნულების შენობა (აშენებული),
3) კერძო სამართლის იურიდიული პირი [ან კანონით გათვალისწინებული სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი] ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს
(სარგებლობს)
სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით
ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი
წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება,
4) ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი [ან სხვა
ორგანიზაციული წარმონაქმნი], რომელმაც სახელმწიფო საკუთრების
სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა
ამ მიწის
ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
იხ.„ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 2 მუხლის „ე’’ პუნქტი
ხ
„მოსარგებლე’’
ო) მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც ამ
კანონის[2016 წლის კანონის] ამოქმედებამდე „ფაქტობრივად ფლობს’’ მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან „ ფორმის დაუცველად დადებული
გარიგების „საფუძველზე;[
იხ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ
‘’ საქართველოს კანონი მუხლი მე-3 . „ო’’ ქვეპუნქტი
ხ
გ) თვითნებურად დაკავებული მიწა –
1) 2007 წლამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო
საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი
სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე
ან დანგრეული),
2)
დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში
ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული
მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს,
ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს;
3)
კერძო სამართლის
იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული
მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა
(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში
ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების
აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, [გარდა მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
იგულისხმება 2007 წლის კანონი ]
ხ
„თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე ‘’ საკუთრების უფლების აღიარება
მუხლი 375. სააგენტოს მიერ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში „თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე
‘’ საკუთრების
უფლების
აღიარება[ინსტრუქციის მუხლია]
1. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე „საკუთრების უფლების’’ ან „მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის)“ დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების“ საკითხს.
2. თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით, სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ა)სარეგისტრაციო ობიექტი[დაინტერესებული პირის ნფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი] „სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი’’ და ბ)დაინტერესებული პირი მოითხოვს „თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით’’ უფლების რეგისტრაციას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის „ადგილზე დათვალიერების’’ დანიშვნის შესახებ, რომელიც ტარდება ამ თავით დადგენილი წესით.
3. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ დაინიშნება, თუ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით/ინფორმაციით დგინდება, რომ ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) თვითნებურად დაკავებულის წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი აღემატება ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.
4. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას“ აღიარებს, თუ ა)მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. [ნახე ამ კანონის ეს მუხლი რომელიც კრძალავს გარკვეულ მიწებზე საკუტრების უფლების აღიარებას]]
ბ)სააგენტო უფლებამოსილია
საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი,
სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე)
ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა
ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის
საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.
ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე)
აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ
უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.
5. „თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე“, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარება ხდება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში“ მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) „საკუთრების უფლების’’ რეგისტრაციით.
6. მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ამ შემთხვევაში, სააგენტო იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.
7. თუ მიწის ნაკვეთის ნაწილი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულია, ხოლო ნაწილი – თვითნებურად დაკავებული, სააგენტო უფლებამოსილია ორივე ნაწილზე საკუთრების უფლება აღიაროს ერთობლივად და მიიღოს რეგისტრაციის შესახებ ერთი გადაწყვეტილება.
8.
„თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების აღიარება“ დასაშვებია რეგისტრაციით დაინტერესებულ [მხოლოდ]იმ პირზე, რომელიც 2007 წლის
20 სექტემბრისთვის იყო სრულწლოვანი.
9. თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, მიმართავს სააგენტოს. მიმართვას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
10.
თუ სარეგისტრაციო ობიექტი არ აკმაყოფილებს
„თვითნებურად დაკავებული მიწისთვის“ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს[იხ. ზემოთ კონსპექტის
დასაწყისში], სააგენტო იღებს რეგისტრაციაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.
11.
„თვითნებურად
დაკავებული მიწის ნაკვეთის“
საზღვრები დგინდება დაინტერესებული პირის მითითებით.[!!!]
12. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების „ადგილზე დათვალიერების ოქმი“ [!], ასევე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ა)იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ბ)მათ ჩვენებას იმის შესახებ, ფლობდა თუ არა დაინტერესებული პირი აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს-
„ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.[ანუ 2007 წლამდე]
13. საველე სამუშაოების წარმოებისას
უფლებამოსილ პირს შეუძლია
„მიწის ნაკვეთის თვითნებურად
დაკავების ფაქტი“ დაადგინოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტებითაც:
ა)სასამართლოს აქტით, ბ)ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით),გ) აბონენტად აყვანის დოკუმენტით[გაზი,შუქი,წყალი], დ)კომუნალური
გადასახადების გადახდის ქვითრით, ე)მუნიციპალიტეტის
ცნობით ან/და ვ)სხვა დოკუმენტით.
14. თუ საქმეზე წარმოდგენილი ან სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის 2007 წლის 20 სექტემბრამდე არსებობის ფაქტს.
15. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციისას, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებას ატარებს და ოქმს ადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინსტრუქციის ამ თავით დადგენილი წესით.
ხ
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
·
მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე’’ საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო,
·
ხოლო „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე“, საკუთრების უფლების აღიარებაზე „სისტემური რეგისტრაციის დასრულებისშემდეგ უფლებამოსილია
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია“,
იხ.„ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და და 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილები
ხ
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტები
·
„მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე“ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი[რომელიმე] დოკუმენტი’’
ბ) „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი’’;
გ) „საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“;
დ) „დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები“;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია
იხ.„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2
ნაწილი და 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი
ხოლო თუ რა არ ის „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი“
–
ამაზე იხ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ
‘’ საქართველოს კანონი მუხლი მე-3 . „რ’’ ქვეპუნქტი
ხ
„თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის“ დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) „მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი“ ან/და „მოწმის ჩვენება“ [რომელიც ადასტურებს „თვითნებურად დაკავების ფაქტს’’];
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი
გ) „ინფორმაცია’’[რომელიც
საჭიროა] საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.[
შენიშვნა: აუცილებელია რომ დაინტერესებული
პირი 2007 წლის 20 სექტემბრისთვის
იყოს სრულწლოვანი].
იხ.„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე
მუხლის მე-3 ნაწილი
ხ
„თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური’’ უფრო ძვირია,ვიდრე „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური“
„მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა“ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „მიწის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობა“ დგინდება ამ მიწაზე განთავსებული შენობა- ნაგებობის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.]
ხ
სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, 2021 წლის 8 დეკემბერს მოქმედი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.[ანუ არ
უნდა აღემატებოდეს 300+300=600 ლარს]
ნ) მართლზომიერი მფლობელი
– ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება ა)მიწის „მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი
დოკუმენტის“ საფუძველზე წარმოეშვა და ბ)„რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის „ფაქტობრივად
ფლობს“ ნივთს“
ხ
„თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური
ფიზიკური პირისათვის შეადგენს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას
კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის შეადგენს: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას;
Комментарии
Отправить комментарий